ძებნის რეზულტატი:
ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა
ჭიათურაში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მანამდე, ერთ-ერთმა მათგანმა პირიც ამოიკერა. 3 000-ზე მეტი მაღაროელი თითქმის ორი კვირაა, გაფიცულია. 10 დასაქმებული მე-7 დღეა, შიმშილობს. „ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა, დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, - ამბობს პროტესტის მონაწილე გავრცელებულ ვიდეოში. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა 15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ყველა პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი 19 ივნისს, თბილისში გაგრძელდება.
„კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა კვირას „კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ გამართეს. Reuters-ის თანახმად, ასე შეაფასა შეხვედრა ორივე მხარემ. ხუთსაათ-ნახევრიან შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ტაივანი, ვაჭრობის თემა, სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შენარჩუნება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა ხაზი გაუსვა, რომ ტაივანი ჩინეთისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“ და „ყველაზე დიდი რისკია“ ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობას და ღია კომუნიკაციის შენარჩუნების საკითხი, რათა არასწორი აღქმისა და არასწორი გათვლების რისკი შემცირდეს. ამასთან, მდივანმა წამოჭრა არაერთი შემაშფოთებელი საკითხი, ისევე როგორც შესაძლებლობა, რომ გამოიკვლიოს თანამშრომლობის საერთო წერტილები ტრანსნაციონალურ საკითხე, სადაც აშშ-სა და ჩინეთის ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია. მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამერიკელი ხალხის ინტერესებსა, ღირებულებებს და იმუშავებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომგანავითაროს მისი ხედვა თავისუფალი და ღია მსოფლიოსთვის, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი.მდივანმა სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი განი ვაშინგტონში დისკუსიების გასაგრძელებლად მიიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დაგეგმონ ორმხრივი ვიზიტი.ბლინკენის შეხვედრები ოფიციალურ პირებთან პეკინში, 19 ივნისს გაგრძელდება. მანამდე კი, არცერთი მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის მითითებული, ბლინკენის და მისი ჩინელი კოლეგის შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. CNN-ის თანახმად, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს. ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უახლოეს მომავალში სი ძინპინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა. აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს. კონტექსტი: პეკინი: სერიოზულად შეშფოთებულები ვართ კახოვკის კაშხლის განადგურების გამო პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი, ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს. ცნობისთვის, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ოდესის ოლქისკენ გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ოთხივე რაკეტა განადგურებულია - უკრაინა
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ წუხელ ოდესის ოლქისკენ გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ოთხივე რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ბრაჩუკი ავრცელებს. „ოდესის ოლქი: ღამის სარაკეტო შეტევა შავი ზღვიდან. სამხედროები ადასტურებენ: ოთხივე „კალიბრი“ განადგურებულია. მადლობა საჰაერო თავდაცვის ძალებს“, - დაწერა ბრაჩუკმა „ტელეგრამზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე - გაერო
რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ, - ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს. „გაერო თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის მთავრობებთან, რათა ეფექტურად მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა ადამიანს, ვინც დაზარალდა კახოვკის კაშხლის დანგრევით. რუსეთის მთავრობამ ამ დრომდე უარყო ჩვენი მოთხოვნა მის დროებით სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს - მალიარი
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში რვა დასახლება, მათ შორის პიატიხატკი გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ტავრიის ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის ნაწილებმა გაათავისუფლეს რვა დასახლება: ნოვოდარივკა, ლევადნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლაჰოდატნე, ლობკოვე, ნესკუჩნე და პიატიკი. უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო მთლიანობაში, ტავრიის ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის ქვედანაყოფები 7 კილომეტრამდე სიღრმეზე მიიწევდნენ წინ. სამხრეთით აღებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს - განაცხადა მალიარმა. სამხრეთით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ტავრიის მიმართულებით 10125 საცეცხლე მისია შეასრულეს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში Patriot-ის არცერთი სისტემა არ არის განადგურებული
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში Patriot-ის არცერთი სისტემა არ არის განადგურებული. „რუსეთში ვინც არ უნდა თქვას, რომ ჩვენი Patriot-ები გაანადგურეს, ყველა ადგილზეა და მუშაობს, ყველა რუსულ რაკეტას ანადგურებენ. ჩამოაგდეთ რაც შეიძლება ეფექტურად. არცერთი Patriot-ი არ არის განადგურებული!“ – აღნიშნა ზელენსკიმ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 16 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, კიევის მახლობლად Patriot-ის ტიპის ხუთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა და შეძლებენ ნებისმიერი შენობის განადგურებას კიევის ცენტრში.
ჭიათურიდან თბილისში გადავინაცვლებთ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გავაგრძელებთ - გაფიცული მაღაროელები
გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ. „ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა 15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ყველა პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი 19 ივნისს, თბილისში გაგრძელდება.
WSJ: რუსი სამხედრო ტყვეები დანაკარგებსა და ჯარში „დაბალ მორალზე“ საუბრობენ
რუსი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ამჟამად, სავარაუდოდ, კრამატორსკში იმყოფებიან, ამბობენ, რომ ნებაყოფლობით ჩაბარდნენ უკრაინელებს დასავლეთ დონეცკის რეგიონში, ველიკა ნოვოსელკის რაიონში ბრძოლის დროს, სადაც უკრაინელი სამხედროები ბოლო დღეებში შეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე დასახლება დაიკავეს. The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხულ ტყვეებს შორის არიან როგორც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფები ასევე, მობილიზებულები და მოხალისეები. WSJ წერს, რომ ჟურნალისტებმა დაადასტურეს მათი ვინაობა. გამოცემა მხოლოდ მათ სიტყვებს ციტირებს. ჩანაწერი ნაჩვენები არ არის. ერთ-ერთი ტყვე მისი თქმით, ადრე ნასამართლევი იყო, რის გამოც Storm Z-ის რაზმთან გააფორმა კონტრაქტი, რომ 6 თვის შემდეგ გაეთავისუფლებინათ. კიდევ ერთი ტყვე ამბობს, რომ რუსულ ჯარში მორალი დაბალია და ამტკიცებს, რომ არ სურს გაცვლა, რადგან ეშინია, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მის დევნას განახორციელებენ. ამავე გამოცემასთან საუბარში, რუსი სამხედრო ტყვეები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ მათი სიკვდილით დასჯის საფრთხე არსებობს. ცნობისთვის, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსების დანაკარგებმა, სავარაუდოდ, უმაღლეს დონეს მიაღწია მიმდინარე წლის მარტის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წელთან 7.7%-ით გაიზარდა - საქსტატი
2023 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 470.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის I კვარტალში 6.8 პროცენტით განისაზღვრა. „2023 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (44.2 პროცენტი), მშენებლობა (15.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (10.5 პროცენტი), განათლება (13.4 პროცენტი) და ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.2 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-10.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.9 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), განათლება (5.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დიდი ბრიტანეთი 3D პრინტით დამზადებული სარაკეტო ძრავის გამოცდას იწყებს - Sky News
გაერთიანებული სამეფოს უმსხვილეს ობიექტზე, ახალი 3D პრინტით დამზადებული სარაკეტო ძრავების ტესტირება მიმდინარეობს. Sky News-ის ცნობით, ედინბურგში დაფუძნებულმა Skyrora-მ ისინი პირველად დაამზადა საკუთარი Skyprint 2 აპარატის გამოყენებით, რაც კომპანიის თქმით, ანახევრებს წარმოების დროს და ამცირებს ხარჯებს წინა დიზაინებთან შედარებით. გამოცდა ყოველ კვირას ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება. Skyrora-მ დაფინანსება დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის კოსმოსური სააგენტოებისგან მიიღო. დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს უფროსმა, დოქტორმა პოლ ბეიტმა განაცხადა, რომ ეს ინოვაცია წარმოების ეფექტიანობისა და ეკონომიური დიზაინის თვალსაზრისით, ახალ სტანდარტებს აყალიბებს. კომპანია მიზნად ისახავს, განახორციელოს ორბიტალური გაშვება SaxaVord-ის კოსმოსური პორტიდან შეტლანდის კუნძულებზე, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ავიაციის ორგანოსგან ლიცენზიას მიიღებს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
გასული კვირის განმავლობაში, რუსების 4 600-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემა, ანა მალიარმა განაცხადა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს - მალიარი "რუსებმა ომში 220 450 ჯარისკაცი, 3 989 ტანკი, 7 735 ჯავშანტექნიკა, 3 865 ერთეული საარტილერიო სისტემა, 314 საბრძოლო თვითმფრინავი და 305 ვერტმფრენი, 6 613 ავტომობილი და საწვავის ავზი, 18 გემი/ნავი, 3 383 უპილოტო საფრენი აპარატი, 526 ერთეული სპეცტექნიკა და 1 211 ფრთოსანი რაკეტა დაკარგეს", - განაცხადა მალიარმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების შემდეგ, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს. 18 ივნისს, ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მანამდე, ერთ-ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა. 3 000-ზე მეტი მაღაროელი თითქმის ორი კვირაა, გაფიცულია. 10 დასაქმებული მე-8 დღეა, შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა 18 ივნისს, მაღაროელთა მხრიდან პროტესტის ზემოთ აღნიშნული უკიდურესი ფორმის მიმართვის შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან, დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. კომპანიის განცხადების მიხედვით, გუშინ, 18 ივნისს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს: 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით; პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც; კომპანიაში აუდიტის ჩატარება. ამის შემდეგ, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები კვლავ აცხადებენ, რომ მათი ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში მიდის. ისინი ამბობენ, რომ კომპანიას „დამცინავი დამოკიდებულება აქვს და მოთხოვნის შესაბამისად ხელფასს არ ზრდის. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას. ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი. „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ. მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.
თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად, ზუგდიდში 45 წლამდე კაცი დაიღუპა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში 45 წლამდე ასაკის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, იგი ღელეში ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
TRACECA: პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით, ტვირთი ევროპიდან ცენტრალურ აზიაში ჩავიდა
TRACECA-ს მარშრუტით, პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ტვირთი ნახევრადმისაბმელიანი მანქანებით ევროპიდან ცენტრალურ აზიაში გადაიზიდა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამის შესახებ TRACECA-ს სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმივი სამდივნოს პრესსამსახური იუწყება. საქონლის საპილოტე ტრანსპორტირება ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ტრაქტორებით, სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო ტრაქტორებით განხორციელდა მულტიმოდალური მარშრუტის გასწვრივ: ლიეტუვა - პოლონეთი - სლოვაკეთი - უნგრეთი - რუმინეთი - ბულგარეთი - შავი ზღვა - საქართველო - აზერბაიჯანი - კასპიის ზღვა - ყაზახეთი, რასაც 16 დღე დასჭირდა. ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, ყაზახეთისა და ლიეტუვის სამინისტროების მხარდაჭერით, ასევე, საბაჟო ორგანოებისა და ვარნის, ბათუმის, ბაქოსა და კურიკის საზღვაო პორტების აქტიური ჩართულობით. პირველი საპილოტე ტრანსპორტის განხორციელების იდეა არის ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის განვითარების შესახებ კვლევის მომზადების საბოლოო ეტაპი, რომელიც TRACECA-ს ყველა ქვეყანაში მალე გაიგზავნება. 25 მაისს ტრანსპორტირება ლიეტუვაში რეგისტრირებული სატვირთო ტრაქტორით, ვილნიუსიდან დაიწყო და პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთის ტერიტორიების გავლით, ბულგარეთში, ვარნის პორტამდე გაგრძელდა. ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე მგზავრობის დრო, გაჩერებების გამოკლებით, 37 საათი იყო (25-28 მაისი). 30 მაისს, ტრაქტორის გარეშე, ნახევრადმისაბმელიანი გადამზიდავი, კომპანია - Navigation Maritime Bulgare-ის მეშვეობით, ბათუმის პორტში გაიგზავნა. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა.
ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე
სააკაშვილის გამოჯანმრთელებას ორი თეორიული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ან სასწაული ან სტრასბურგის გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ განუცხადა. „600 - დღიანი პოლიტიკური კამპანია იყო - საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ბევრი დააჯერეს კიდეც, რომ ეს კაცი 600 დღის განმავლობაში ყოველ დღე კვდებოდა - ხან წამებით, ხან მოწამვლით. უცბად, ეს ადამიანი ჩვეულებრივად ჯანმრთელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, ცარიელი სიმულაცია და სპეკულაცია იყო. თუმცა 600 დღის განმავლობაში საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს აჯერებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა. სირცხვილია, როდესაც საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ბოლომდე გაირკვა. მათაც, ვისაც სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო, გაიაზრეს, რომ ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას. ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ სააკაშვილი სიმულირებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამის მიუხედავად ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, გადაყვანას. თითოეულმა ადამიანმა, ვინც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გადაყვანას, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა - კალაძე
სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან დაშორებული არც არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ვინმეს თვალის ასაფარად იმას თუ აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ყველა კარგად ხვდება, ვინ არის რეალურად იმ პარტიის შემქმნელი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე, რიგითი წევრი თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია. სააკაშვილი არასდროს ყოფილა დაშორებული ქართული პოლიტიკიდან. პირიქით, ყოველთვის იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ამის უფლება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე. მან თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც პეკინში იმყოფება ვიზიტით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, ბლინკენი თავის ორდღიან ვიზიტს ასრულებს. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ სი ძინპინთან შეხვედრა ბლინკენის ვიზიტამდე არ იყო დადასტურებული, აქედან გამომდინარე, დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი დადებით ნიშანდ იქნება მიჩნეული, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის კარგად მიმდინარეობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსალოდნელი შეხედრის შესახებ, მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა. „მოსალოდნელია, რომ ბლინკენის ვიზიტმა ჩინეთში, შესაძლოა, ბაიდენისა და სი ძინპინის აუდიენციას ნოემბრისთვის, გაუხსნას გზა. ორი მსოფლიო ლიდერი ბოლოს პირადად შეხვდა ბალიში, ინდონეზიაში, გასული წლის ბოლოს G20 სამიტის ფარგლებში“, - წერს CNBC. ვანმა მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას ე.წ. „ჩინეთის საფრთხის თეორიაზე“ და გააუქმოს სანქციები პეკინის წინააღმდეგ. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთქმედება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, თქვენ უფრო დადებით წვლილს შეიტანთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - მიმართა სი ძინპინმა ბლინკენს. „ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მიგვიღეთ დღეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა პეკინში გამგზავრება, რადგან მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა მართონ ჩვენი ურთიერთობა. შეერთებული შტატები მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს არის შეერთებული შტატების, ჩინეთის და მსოფლიოს ინტერესებში.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბრები სახელმწიფო მრჩეველთან ცინ განთან. ჩვენ განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ასევე გლობალური საკითხების ფართო სპექტრი. ვაფასებ ამ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად განვიხილო მომავალი გზა“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა“.
გამოააშკარავებულია, სავარაუდო, ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები სახელმწიფო ელექტროსისტემაში - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოააშკარავა სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სადაც ერთ-ერთი დირექტორის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იკავებს და რომელშიც, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევების გაანალიზებით ნათელია, რომ ზარდიაშვილი დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს სასამართლოს გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან. „სამწუხაროდ, ნეპოტიზმი რჩება შემაშფოთებელ პრაქტიკად, რომელიც ძირს უთხრის მერიტოკრატიას, სამართლიანობასა და საზოგადოების ნდობას საჯარო უწყებების მიმართ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ვანო ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში გენერალური აუდიტორის მოადგილე, ხოლო 2016-2019 წლებში, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2019 წლებში ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში მან დაახლოებით 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 100 000 ლარს შეადგენდა. ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მის დაქვემდებარებში, როგორც ელექტროსისტემების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ჩანს, ორი დეპარტამენტია, კერძოდ, იურიდიულ საკითხთა და სემეკ-თან ურთიერთობისა და გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტი. ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული: 1. თამთა თაბუკაშვილი, ვანო ზარდიაშვილის რძალი - თამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი ვანო ზარდიაშვილის ცოლის, თინათინ აბრალავას ძმის, გრიგოლ აბრალავას, ცოლია. 2. გიორგი კიკნაძე, ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი - გიორგი კიკნაძე სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის მოადგილეა. როგორც ცნობილია, ვანო ზარდიაშვილი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა. 3. გიორგი კვარაია, ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი - გიორგი კვარაია სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. 4. სალომე დათუაშვილი-გვრიტიშვილი, გავლენიანი მოსამართლის, თბილისის სააპელაცო სასამართლოს მოსამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი; სალომე დათუაშვილი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია. 5.ნიკა მიქაუტაძე, გავლენიანი მოსამართლის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი. გიორგი მიქაუტაძე და ვანო ზარდიაშვილი კურსელები და ახლო მეგობრები არიან. გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ გავლენიან მოსამართლეთა შორის, რომლებიც ზარდიაშვილს პარლამენტის ეზოს სკვერში ხვდებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი ნიკა მიქაუტაძე, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული, იგი სოციალური საკითხების მართვის სამსახურის უფროსია. 6. გელა ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მამა; როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი, იგი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული“,- ნათქვამია კვლევაში.
„ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. „ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით. როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის შემდეგი სტანდარტული პრაქტიკა-როდესაც ორი ორგანო არის ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა. მეორე, მე ერთ-ერთ კანდიდატზე არ მაქვს ინფორმაცია. გვარებს არც დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მის ლიდერებთან მეგობრობს და ასე შემდეგ. კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს წარდგენა. ჩვენ კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ამას ანგარიში უნდა გაუწიოს“, - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.
სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დამნაშავედ ცნო - პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და დანაწევრებით განახორციელეს ტრანზაქციები, ასევე უკანონოდ მიღებული თანხებით შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები, რა გზითაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ბრალდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან/სასამართლოსთან და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც მოცემული დანაშაულის, ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მონაწილე პირების შესახებ. შესაბამისად, საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები და თითოეულ ბრალდებულს თანამშრომლობის ხარისხის შესაბამისი სასჯელი განესაზღვრა, ასევე დაეკისრათ ჯარიმა, ჯამში, 67 000 ლარის ოდენობით. განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ გამოძიების ეტაპზე დაყადაღებული 360 000 ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა და 15 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.