ძებნის რეზულტატი:

ბათუმის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს.  როგორც ცნობილია, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათივე ცნობით, მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.  

შვედეთი უკრაინის მახლობლად, სამხედრო ტექნიკის ლოგისტიკურ და ტექნიკურ ცენტრებს შექმნის

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამ პაკეტის ფარგლებში კი, შეიქმნება სამხედრო ტექნიკის ლოგისტიკისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალური ცენტრები. მათ აღჭურვას უკრაინის მახლობლად, სავარაუდოდ, პოლონეთში გეგმავენ. შვედეთმა 60-მდე სამხედროს უკვე ნება დართო, რომ უკრაინის მახლობლად, მაგალითად, პოლონეთში, სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და ტექნიკური ცენტრების შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. გამოცემა „ევრაპეისკაია პრავდა“ წერს, რომ სპეციალურ ცენტრებში შესაძლებელი იქნება იმ სამხედრო აღჭურვილობის შეკეთება, რომელიც შვედეთმა უკრაინას გადასცა. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით, გამოყენებული იყოს და ასევე, მიიღწეს ოპერატიული შედეგი“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა. ცენტრები სავარაუდოდ, შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება, სადაც ასევე შვედების მიერ უკრაინელი პერსონალის გადამზადება იგეგმება. ცენტრში 30-მდე შვედი იმუშავებს, ისინი ასევე უკრაინელ პერსონალს მოამზადებენ.  14 ივნისს მედია წერდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი ყალიბდებოდა.  

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა. ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: ის, რაც აზიანებს ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა „მისი დამოუკიდებლობა კითხვება აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის კატეგორიული მოთხოვნით“. რაც ეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ, მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო; რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარაა“, - განაცხადა მსხილაძემ 7 ივნისს. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.  

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი ხელმძღვანელობს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზადყოფნა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს აშშ-სა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების, მდგრადობისა და NATO-სთან თავსებადობის ამაღლებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში რაიან ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი, მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, ტომას კარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი, პეტ უილსონი.  

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია: გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მუშაობა გრძელდება

გურჯაანში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. ძლიერი სტიქია გურჯაანში (ვიდეო) მათივე ცნობით, გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. „15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქ გურჯაანში მდინარეების – ნავთისხევისა და ახტალისხევის ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქალაქის ნაწილი დატბორა. წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან, აკაკი მშვიდობაძესთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა, გურჯაანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ობიექტები მოინახულა. კომპანიის ხელმძღვანელობა სტიქიის შემდეგ ადგილზე გაეცნო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მდგომარეობასაც. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, ადგილზე მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის სერვისცენტრის თანამშრომლებთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩართული. სტიქიის შედეგად გურჯაანის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

აშშ უკრაინელი ხალხისთვის დამატებით, $205 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს - ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატები უკრაინის მოსახლეობას დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. პაკეტის ღირებულება 205 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის განმარტებით, ეს არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომის შედეგად დაზარალებულთათვის აშშ უზრუნველყოფს. ბლინკენის განმარტებით, 2023 ფისკალურ წელს, უკრაინისთვის მიწოდებული ჰუმანიტარულ დახმარების რაოდენობა 605 მილიონ დოლარს აჭარბებს. 2022 წლის თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა 2,1 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინის მოსახლეობას, როგორც უკრაინის შიგნით, ასევე, რეგიონში. „ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ომი და ხელი შეუწყოს უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელ წვდომას და უსაფრთხო გადასასვლელს მათთვის, ვინც ცდილობს, გადააადგილდეს უსაფრთხო ზონებში. შეერთებული შტატების პასუხი აძლიერებს უკრაინის ზოგად უსაფრთხოებას, ეკონომიკურ აღდგენას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და რუსეთის ომის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირებას. ჩვენ მივესალმებით სხვა დონორების წვლილს ამ კრიზისზე რეაგირებაში და მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტ დონორს, გულუხვად დაუჭირონ მხარი უკრაინასა და რეგიონში სერიოზულ ჰუმანიტარულ საჭიროებებს“, - აღნიშნა ბლინკენმა.  

რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს, - ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუსას აღნიშნა. "რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს. თუ სამხედრო ტექნიკა, რომელიც ამჟამად ჩვენი პარტნიორების ბალანსზეა, მასობრივად გადმოგვეცემა, ჩვენი უფრო მალე გავიმარჯვებთ", - აცხადევს უკრაინის პრეზიდენტი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ეროვნული მუზეუმი განმარტავს, რატომ აღარ უჩვენებენ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ვიდეოკოლაჟს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი განმარტავს, რომ ოკუპაციის მუზეუმიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვიდეოკოლაჟი ამოიღეს, რადგან ის წინა ხელისუფლების წევრების "რეკლამას წარმოადგენდა". „გამოფენიდან 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკა ამოღებული არ არის და ვერ იქნება. რაც შეეხება ერთ კონკრეტულ ვიდეოკოლაჟს, გარდაქმნას და განახლებას საჭიროებს მისი ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვათა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამას წარმოადგენდა, ასევე, განახლებას ექვემდებარება შესაბამისი აპარატურაც. მოცემული პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი აგრესია წარმოჩენილი იყოს არა იმ პოლიტიკოსების რეკლამისათვის, რომლებიც, წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს, არამედ ასახავდეს რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის რეალურ ფაქტებს, ახალ თაობას აცნობდეს ქართული ჯარისა და ქართველის ხალხის გმირობის ფაქტებს და, ასევე, შეესაბამებოდეს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს სამართლებრივ ინტერესებს", - წერია ეროვნული მუზეუმის გავრცელებულ განცხადებაში. მედიის ცნობით, თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში აღარ არის 2008 წლის ომის ამსახველი კადრები, რომელიც მუზეუმის პირველ დარბაზში, პროექტორის საშუალებით უჩვენებდნენ წლების განმავლობაში. რადიო თავისუფლება 16 ივნისს წერდა, რომ 2008 წლის ომის კადრები სულ ცოტა, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარაა ექსპოზიციის ნაწილი. 16 ივნისს, ოკუპაციის მუზეუმში გვითხრეს, რომ ამის მიზეზი პროექტორის დაზიანებაა. თუმცა, ვერ დააკონკრეტეს ვერც ის, როდის დაზიანდა პროექტორი და ვერც ის გვითხრეს, როდის დაბრუნდება გამოფენის ნაწილად რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი დოკუმენტური მასალა. კადრებში, რომელსაც ოკუპაციის მუზეუმში წლების განმავლობაში უჩვენებდნენ და აგვისტოს ომის ამბავს ჰყვებოდა, ჩანდა როგორც ბორჯომის ტყის ხანძრები, ასევე კონფლიქტის ზონაში განადგურებული სახლები, დაბომბილი გორი, დევნილების კოლონა და ომის მონაწილე სამხედროები. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა. მუზეუმი ერთიანებს დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველ დოკუმენტურ მასალას. 2008 წლის ომის ამსახველი პროექცია მუზეუმის ექსპოზიციას მოგვიანებით დაემატა.

კანადა ლატვიაში 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკის განთავსებას გეგმავს

კანადის ხელისუფლება NATO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ლატვიაში 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკის განთავსებას აპირებს, განაცხადა ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ბრიუსელში 16 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯავშანტექნიკის განთავსება შემოდგომისთვის იგეგმება. „მე ვაცხადებ, რომ კანადა განათავსებს 15 Leopard 2-ის ტიპის ტანკს, ასევე დამხმარე პერსონალს და აღჭურვილობას ლატვიაში“, - აღნიშნა კანადის თავდაცვის მინისტრმა.  კანადა ლატვიაში თავისი ყოფნის გაზრდის პროცესშია, სადაც მის შეიარაღებული ძალებს 800 წევრი ჰყავს. ლატვიაში საბრძოლო ჯგუფი 11 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.  

სალომე ზურაბიშვილი: თუ მეორე ფრონტი არსებობს, ეს „რბილი ძალის“ ფრონტია ჩვენ წინააღმდეგ

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ომის ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია საქართველოს მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, როცა ათვალიერებდა გერმანელი მხატვრის, ოტო დიქსის გამოფენას „ომი საშინელებაა“. „ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს არის მხოლოდ ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ და თუ მეორე ფრონტი არსებობს, არსებობს "რბილი ძალის" მეორე ფრონტი ჩვენ წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ - პრეზიდენტი პარლამენტში  

ბიზნესმენი გიორგი უდესიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენი გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი - ზაზა გუგავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ძალადობითა და მუქარით მოიტაცეს ბიზნესმენი და „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს. ბრალდებულები, იარაღის გამოყენების მუქარით და სხვა უკანონო მეთოდებით მოითხოვდნენ დაზარალებულისგან ქონების დათმობას და მათთვის სასურველ პირზე გადაფორმებას. ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილ პირს, განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული და რომ უკან არაფერზე დაიხევდა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ადგილზე მიიყვანეს და დაზარალებულს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ წარუდგინეს სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ქონების გადასაფორმებლად საბაჟო ტერმინალში მიიყვანეს ნოტარიუსიც. ბრალდებულთა დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, დაზარალებულმა მისი კუთვნილი საწარმოს 30%-იანი წილი და მის საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე გადააფორმა ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულის ორგანიზატორს - გიორგი უდესიანს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით, ხოლო ზაზა გუგავას 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სომხეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი გამოიძახა

სომხური მედიასაშუალების, News.am-ის თანახმად, ხაგარის ხიდთან რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სომხეთმა ძლიერი უკმაყოფილება გამოთქვა. პროტესტის დასაფიქსირებლად ერევანმა რუსეთის ელჩი გამოიძახა.  ელჩს მოუწოდეს მიღებული იყოს ყველა საჭირო ზომა შემთხვევის გარემოებების გარკვევისა და სიტუაციის გამოსასწორებლად. სომხური მედიის ცნობით, გუშინ, 15 ივნისს, დაახლოებით დილის 08:40 საათზე აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა ხაგარის ხიდის მიმართულებით გადაადგილება სცადა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროშის დასადგმელად. ამავე წყაროს ცნობით, სომხური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გადაადგილებისა და დროშის დადგმის მცდელობა აღიკვეთა.

დიდ დიღომში დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოში პოლიცია ჩაერთო

დიდი დიღომში ეძებენ 11 წლის გოგოს, რომელიც 16 ივნისს, საღამოს დაიკარგა. გავრცელებული ცნობებით, ბავშვი ბოლოს პარკში ნახეს. დიდ დიღომში მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. სამძებრო სამუშაოში ჩაერთო ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.  

თბილისში დაკარგული 11 წლის მოზარდი უვნებელი იპოვეს

11 წლის გოგო, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისში ეძებდნენ, იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც შსს-ს ეყრდნობა, ბავშვი თავს კარგად გრძნობს. სამართალდამცველები მას მოქალაქეებთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.    

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს, ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი “ბიოლში” გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.  

ბრაიან კემპი: ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა ბევრი რამ აქვს საერთო

ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა ბევრი რამ აქვს საერთო, - აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა „დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ. მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო“, – წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.   

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.  "რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით  219 170; ტანკი - 3 977; ჯავშანტექნიკა - 7 706; საარტილერიო სისტემა - 3 834; სარაკეტო სისტემა - 609; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 364; თვითმფრინავები - 314", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ოკუპანტების 5 ქვედანაყოფი განადგურებულია - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა საცეცხლე პოზიციებზე რუსეთის 5 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უწყების ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით გაშვებული 12-ვე რაკეტა გაანადგურეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ცნობილია, ავტომანქანაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს ერთი პირი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჯაფარიძე ამ წუთებში პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

პუტინი ცდილობს, გააძლიეროს რუსეთის კონტროლი ბელორუსზე - ISW

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით, პუტინი ცდილობს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტროლი ბელორუსზე. "ISW ადრე წერდა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელორუსში არის დიდი ხნის მცდელობის ნაწილი ბელორუსზე რუსეთის დე ფაქტო სამხედრო კონტროლის გასამაგრებლად და რუსული ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა", - ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ მოხსენებაში. ცნობისთვის, 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ტაქტიკური იარაღის პირველი ნაწილი ბელორუსში განალაგა. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლომდე ბირთვულ იარაღს სრულად განალაგებენ ბელორუსში.