ძებნის რეზულტატი:
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 3 პირი: 1973 წელს დაბადებული ა.ს. , 1984 წელს დაბადებული ვ.ე. და 1971 წელს დაბადებული მ.წ. დააკავა, ხოლო ერთ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების - მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპანტებმა 10 რეგიონზე მიიტანეს იერიში, დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი - უკრაინა
რუსეთმა ღამით უკრაინის ათ რეგიონზე სარაკეტო იერიში სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. დაიუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს მათივე ცნობით, ხერსონის ოლქში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
პოლონეთის სეიმმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
პოლონეთის სეიმმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე. ცნობისთვის, ვილნიუსში ალიანსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია - ზურაბ ჩხაიძე
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. „შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად, მხოლოდ ჩვენი კლინიკის გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას შეესაბამება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კლინიკის ყველა დიაგნოზი დადასტურებულია. შესაბამისად, ამ მკურნალობის შედეგია, რომ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, მოძრაობითაც უფრო აქტიურად მოძრაობს, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. კვება, რა თქმა უნდა, რჩება პრობლემად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მკურნალობის პროცესის. სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა კვების ნაწილი რაოდენობრივად გაუმჯობესებულია. გარკვეულწილად ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს, სამკურნალო პროცედურებსაც, თუმცა არის რაღაც მომენტები, როცა მთლად ურთიერთთანხმობა არ გვაქვს ამ ნაწილში“, – აცხადებს ჩხაიძე. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს - გენშტაბი
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. ოკუპანტებმა 10 რეგიონზე მიიტანეს იერიში, დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი - უკრაინა "ავიაიერიშის შედეგად 90-ზე მეტი რუსული ტექნიკაა განადგურებული", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება"
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისვრის. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის თქმით, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მათ ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ. „ბავშვებს მიუვარდნენ ბანაკში ორკები. თუ არ წახვალთ, საღამოს უარესს დაგმართებთო, ემუქრებიან, ბავშვებს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია
უგანდაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, უგანდის ქალაქ მპონდვეში სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა უმეტესობას სკოლის მოსწავლეები შეადგენენ. გამოცემის ცნობით, თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მეამბოხეებმა მოაწყვეს. თავდასხმის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
სახალხო დამცველი: კატეგორიულად ვგმობთ აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომში მომხდარ თავდასხმას
საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" "ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის პირველ დიპლომატს კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. „ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში სამშვიდობო პროცესების პოზიტიურად წარმართვის და რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის ბოლო შეხვედრას ანკარაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე და გამოთქვეს იმედი, რომ მაღალი დონის შეხვედრები არსებული ინტენსივობით შენარჩუნდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მინისტრებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში და სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრის მზაობა გამოთქვეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება - პაველ ჰერჩინსკი
ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „[კანდიდატის სტატუსის შესახებ] გადაწყვეტილება ჩემს ხელში არ არის, ჩემი უფროსების ხელში არ არის, ევროკავშირის ინსტიტუტებს ხელში არ არის. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ასე რომ, დეკემბერში 27 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იქნება, ერთმანეთს შეხვდებიან, განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნებაზე იქნება დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ყველა წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგ ნაბიჯებზე. დეკემბრამდე დრო, ნახევარი წელი ჯერ კიდევ არის. ასე რომ, რეალურად ველით პროგრესს 12 პრიორიტეტზე, რაც შეიძლება მეტ პროგრესს. და ჩვენ ასევე უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი
როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება - პაველ ჰერჩინსკი „ვენეციის კომისიამ სხვა, სისტემური მიდგომის, რეკომენდაცია გასცა, რომელიც მთლიან გარემოცვას ეხება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ჩათვლით. და, რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ვენეციის კომისია უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს ასევე იქნება ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური ელიტა აირჩევს, რათა მეხუთე, დეოლიგარქიზაციის შესახებ პრიორიტეტი, შეასრულონ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული 3 თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია - არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციები 17 ივნისის თავდასხმებს გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" "2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ერთ-ერთმა მოძალადემ სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს გენიტალიებიც უჩვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა. ასევე, დღეს თავს დაესხნენ “გირჩი მეტი საქართველოს” თავმჯდომარეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა. ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. არასრულწლოვნებზე თავდასხმა არის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მხოლოდ სუსტი და შეშინებული ადამიანები მიმართავენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები." ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერები: აფხაზური ამბები2. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის3. ახალგაზრდული გაერთიანება We talk4. დემოკრატიის მცველები5. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი6. დემოსი7. თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება8. თბილისი პრაიდი9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი10. კომლი11. ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი12. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი13. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი14. მშობლები განათლებისთვის15. პროფესიო16. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია18. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო19. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”20. სალამი21. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება22. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი24. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის25. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი26. სასამართლოს გუშაგი27. საფარი28. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია29. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა30. საქართველოს რეფორმების ასოციაცია31. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი32. ფემეა33. ფემინა34. ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო35. ჩემი იმერეთი36. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი37. წერტილი
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი
პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც ბორჯომში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" "მე გავეცანი გარკვეულ ცნობებს, თუმცა ჩემთვის სრულად არ არის ცნობილი, რა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად იქნება გამოძიებული. რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა და მკაფიოდ, ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია, ის მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ვიმედოვნებ, ვითარება საქართველოში არასდროს გაუარესდება ასეთ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის დონემდე. ეს არ უნდა იყოს დაშვებული", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად - ავსტრიის ელჩი
ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება - პაველ ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ვფიქრობ ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად. როგორც იცით, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ პრიორიტეტთან დაკავშირებით. ნახეთ ვენეციის კომისიის ანგარიში, ასევე ნახეთ რა თქვა მთავრობამ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი განხილვებით საერთო გზა იქნება გამონახული“, - განაცხადა მიულმანმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პირი, რომელმაც წალკაში ძაღლი იარაღით მოკლა, დაკავებულია - შსს როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 ივნისს, წალკაში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ძაღლი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, მარიამ ერქომაიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება
20 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, მარიამ ერქომაიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება. ქალაქური და ხალხური ფოლკლორის საღამო ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მარიამ ერქომაიშვილი ერქომაიშვილების დიდი მუსიკალური გვარის შთამომავალია, რომელმაც ასევე მუსიკა აირჩია პროფესიად.
ზურაბ ჯაფარიძესა და ბანაკზე თავდასხმის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ზურაბ ჯაფარიძეზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე ეხება ბორჯომში „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” სემინარის ჩაშლასა და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას. სემინარის ჩაშლისა და იქ მომხდარ ძალადობის ფაქტს შსს 187-ე (სხვისი ნივთის განადგურება) მუხლით იძიებს. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი ბორჯომში 17 ივნისს „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებს თავს დაესხნენ, რასაც წინ უძღოდა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა - ხსენებულ ბანაკში მას ლექცია უნდა ჩაეტარებინა.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის შეიარაღებულ დაცვას ვარშავიდან რუსეთში გაფრენის უფლება არ მისცეს
სამხრეთ აფრიკის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას უსაფრთხოების პერსონალი და პრესის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფებოდნენ, ვარშავიდან სანქტ-პეტერბურგში ვერ გაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს. „დელეგაციის წევრები ფლობდნენ იარაღს, რომლის იმპორტზეც ნებართვა არ გააჩნდათ“, - წერს პოლონეთის სასაზღვრო სააგენტო Twitter-ზე. აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა - BBC რა სახის იარაღი იგულისხმა პოლონურმა მხარემ, განმარტებული არ არის. სამხრეთ აფრიკული პორტალი, News24-ი წერს, რომ ლაინერი ვარშავაში 15 ივნისს ჩაფრინდა და აეროპორტში ერთ დღეზე მეტხანს იყო დაბლოკილი. ამის შემდეგ კი, პრეტორიაში დაბრუნება მოუხდა. ბორტზე მყოფი ჟურნალისტები კი, ამბობენ, რომ მათ სასტუმროში მისვლა თვითმფრინავის დაკავებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლეს. სირილ რამაფოსა ვარშავაში ცალკე თვითმფრინავით ჩაფრინდა. რამაფოსას მცველებს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჩასვლამდე, კიევსა და პეტერბურგში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ. 16 ივნისს, სირილ რამაფოსა, აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო მისიის ფარგლებში, კიევს სარაკეტო თავდასხმის ფონზე ეწვია. აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამორიცხავს, ვიდრე კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს ომის არა დასრულებას, არამედ, მხოლოდ გაყინვას. 17 ივნისს, სირილ რამაფოსა სანქტ-პეტერბურგში, აფრიკის ქვეყნების - ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინს ხვდება. აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი
ყაზახეთში დეკომუნიზაციის ახალი ტალღა იწყება
ყაზახეთის ხელისუფლებამ ობიექტების სახელწოდების არჩევისას, საბჭოთა კავშირის მოღვაწეთა სახელების გამოყენება უნდა შეწყვიტოს და შექმნას საკუთარი "გამოჩენილი ფიგურების" სია, - განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა Nexta-ს ცნობით. თოყაევმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, შეწყდეს საბჭოთა პერიოდის მოღვაწეთა სახელის სხვადასხვა მიმართულებით გამოყენების პრაქტიკა, რომელთა ბიოგრაფიები მიზანმიმართულად მითოლოგიზირებულია ვინმეს პირადი ინტერესებისა და პრეფერენციების სასარგებლოდ. მანამდე თოყაევმა რესპუბლიკაში საბჭოთა პერიოდის მოღვაწეთა ძეგლების აღმართვის შეწყვეტა მოითხოვა. უფრო ადერ კი, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ალტაი კულგინოვმა რესპუბლიკაში დაახლოებით, 3000 იდეოლოგიურად მოძველებული ტოპოგრაფიული სახელწოდების შეცვლის გეგმის თაობაზე განაცხადა.
NYT: მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთმა ააფეთქა
New York Times-ის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულმა გამოძიების შედეგებმა აჩვენა, რომ აფეთქება 6 ივნისს, კაშხლის ბეტონის ბაზაზე გამავალ გზაზე მოხდა, რის შედეგადაც სტრუქტურა განადგურდა. „კრემლმა იცოდა კაშხლის სუსტი წერტილი, რადგან ის საბჭოთა პერიოდში აშენდა“, - წერს New York Times-ი. გამოძიების თანახმად, მტკიცებულებები „აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ კაშხალი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. ინჟინერმა იჰორ სტრელეტსმა, რომელიც 2005 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა მდინარე დნიპროს წყლის რესურსების უფროსის მოადგილედ, განაცხადა, რომ აფეთქებამ ბეტონის კონსტრუქციის ნაწილი გაანადგურა და რომ შემდეგ, წყლის ტალღამ სხვა მონაკვეთები ჩამოიშალა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი კაშხალი 6 ივნისს განადგურდა. შედეგად, დაიტბორა ხერსონის რეგიონი. არიან დაღუპულები და დაკარგულები. რუსეთი ტრადიციულად, დანაშაულში კიევს სდებს ბრალს. უკრაინა რუსეთს ტერორისტული აქტის მოწყობაში ადანაშაულებს. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით კახოვკის კაშხლის განადგურებას ომის დანაშაული უწოდა.