ძებნის რეზულტატი:

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო. კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფი, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ, აცხადებს, რომ ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. „ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლის კლიუჩევსკაია, რომელიც ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევრაზიაში, ბოლოს ოქტომბერში ამოიფრქვა.

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთიდან და ბელორუსიდან წიგნების იმპორტს კრძალავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც  რუსეთიდან და ბელორუსიდან წიგნების იმპორტსა და გავრცელებას კრძალავს.  Anadolu-ს თანახმად, ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა, რომ ის კანონპროექტს, რომელიც ასევე კრძალავს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბეჭდილი წიგნების კომერციულ იმპორტს, მართებულად მიიჩნევს. უკრაინის ლიდერმა განმარტა, რომ მისი ტექსტი გაეგზავნა ევროკავშირის ინსტიტუტებს დამატებითი შეფასებისთვის, არღვევს თუ არა კანონის გარკვეული დებულებები უმცირესობებისა და ენობრივ უფლებებს. კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა ერთი წლის წინ მიიღო. კულტურის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ Twitter-ზე დაწერა, რომ ამ კანონპროექტის მიღება „უკრაინის კულტურულ სივრცეს „რუსული სამყაროსგან“ დაიცავს.  

ნეთანიაჰუმ განმარტა, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განმარტავს, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე. ისრაელის მედიასთან - „იერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუში  ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და დასავლეთის ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. ნეთანიაჰუმ ისრაელის ხელმძღვანელობის მიდგომას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, დაბალანსებული და სწორი უწოდა.  ისრაელის პრემიერის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა უმრავლესობა მასთან საუბარში მის არგუმენტებს იზიარებდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო, „გლოვობს ადამიანების დაღუპვას“ და სურს, რომ ომი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს. ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უკრაინას სამოქალაქო თავდაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს რუსეთთან მჭიდრო სამხედრო საზღვარი აქვს და ისრაელის საჰაერო ძალები სირიის თავზე რუს მფრინავებთან ახლოს დაფრინავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი უწოდა ისრაელის მიერ თავისუფლად მოქმედების შენარჩუნებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, მოიპოვოს სამხედრო შესაძლებლობები ისრაელის ჩრდილოეთში.   „ჩვენ ვშიშობთ, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ უკრაინას, შესაძლოა მოხვდეს ირანის ხელში და გამოყენებული იყოს ჩვენ წინააღმდეგ... ასე მოხდა, ფაქტობრივად, დასავლეთის ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ საზღვრებთან ვპოულობთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სამხედრო იარაღის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს რუსეთთან ურთიერთობებზე და რომ მოსკოვი შეზღუდავს ისრაელის მოქმედების თავისუფლებას სირიაში ირანის პოზიციებზე თავდასხმისთვის.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6284 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6284 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6260 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8560 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8891 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0331 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი

დაახლოებით, ერთი თვის წინ, ევროკავშირისა და EBRD-ის შუალედური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან ისმაილოვმა, საქართველოში ვიზიტისას განიხილა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობა. სმაილოვის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორედ შუა დერეფნის საკითხს.  უფრო ადრე, რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით და ევროპულ ბაზარზე  ექსპორტისთვის, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება.  გერმანიამ ყაზახეთს მხარდაჭერა აღუთქვა. ბერლინმა და ასტანამ შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებაც დაგეგმეს. გერმანია მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით უკვე თბილისში ვიზიტისას ყაზახეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები  წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“,- განაცხადა ალიხან სმაილოვმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ საგზაო რუკაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობა ახსენა. „შუა დერეფანი ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და შუა დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5-წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, - განაცხადა თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილი უფროსი თანამშრომელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარების გზებს განიხილავს. ბრაიზა პირველ რიგში, პორტებში ინვესტიციების განხორცილებას გადაუდებელ საჭიროებად მიიჩევს. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, თითქმის 30 წელი მუშაობდა, რომ სატრანსპორტო კავშირები განევითარებინა. ვსაუბრობ ერთი მხრივ, კასპიის დიდ რეგიონზე, მეორე მხრივ, შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაზე. ერთმანეთთან თანამშრომლობით, საერთაშორისო და ეროვნული გაზის კომპანიების თანამშრომლობით, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი მთელ შუა დერეფანს, რათა განგვევითარებინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენი. შემდგომში, ეს სატრანზიტო კავშირები გაფართოვდა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზამდე, ასევე, ალათის პორტამდე, აზერბაიჯანში და თურქმენბაშის პორტამდე, თურქმენეთში, შემდგომში გაფართოვდა აქტაუს პორტამდე, ყაზახეთში. მოგეხსენებათ, ახლა ტვირთის დიდი მოცულობის გატარება მოუწევს შუა დერეფანს, რომელიც რუსეთს აუვლის გვერდს მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. ამდენად, სასწრაფოდ საჭიროა ინვესტიციების გაფართოება მათ შორის პორტებში, რეალურ შესაძლებლობებში - გზებში, პორტების ოპერაციების ეფექტიანობაში და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მალე აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, რაც ზანგეზურის კორიდორს შესაძლებლობებს მისცემს. ეს კორიდორი დამატებით კავშირს უზრუნველყოფს აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე, აზერბაიჯანის ნაწილამდე და შემდეგ გაგრძელდება თურქეთისკენ. ეს შუა დერეფანს შესაძლებლობას მისცემს, თავისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. იმ ფონზე, რომ რუსეთი და ირანი ახალი 3,000-კილომეტრიანი ტრანსკონტინენტური სავაჭრო მარშრუტის გაყვანას გეგმავენ, რომელმაც ერთმანეთთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი და ინდოეთის ოკეანე უნდა დააკავშიროს, ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ შუა დერეფანი ტრანსატლანტიკური საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს. „მე ვიცი, რომ მცირე მოცულობის ტვირთმა დაიწყო გადაადგილება ავღანეთისა და პაკისტანის გავლით. რა თქმა უნდა, „თალიბანთან“ მუშაობა დიდი გამოწვევაა, მაგრამ რაც ჩემთვის არის ცნობილი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ლოგისტიკაში ერკვევიან, არის ის, რომ „თალიბანის“ მმართველობის ქვეშ, უბრალოდ უნდა იმუშაო ერთ ხელისუფალთან, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე ადრე, როდესაც მრავალი ან  რეგიონული ლიდერების დონეზე წყვეტდნენ ამ საკითხს. მაგრამ შუა დერეფანი, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების გაერთიანების გზა (რა თქმა უნდა, მათ შორის ყაზახეთი) და მარშრუტი, რომელიც კვეთს კასპიის ზღვას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს, გეოპოლიტიკურად ტრანსატლანტიკური საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.  შეგახსენებთ, Europetime-თან კომენტარში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. აქედან გამომდინარე აშშ მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას, რომლის მიზანიც ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის ყველაზე პერსპექტიული სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირებაა. „ევროკავშირისა და EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რკინიგზის, გზების აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდისა და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ინვესტიციებია საჭირო. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა: ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს“, - მიიჩნევენ ვაშინგტონში. სატრანსპორტო მარშრუტებზე საბოლოო ანგარიში, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქსელის განვითარებისთვის ძირითადი ქმედებების შეთავაზება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.  „ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN) (მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა. 

აზერბაიჯანი იტალიაში გაზის ექსპორტს თითქმის აორმაგებს - ევროსტატი

აზერბაიჯანმა 2023 წლის აპრილში, იტალიაში 814 775 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა. მარტში, ეს მონაცემი 473 000 000 კუბურ მეტრს შეადგენდა. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისას აზერბაიჯანული Trend-ი ევროსტატის, ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახურს ეყრდნობა. შესაბამისად, იმპორტი თვითან თვემდე 1,7-ჯერ გაიზარდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ექსპორტი 10,5 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა, ხოლო 1,1 მილიარდი კუბური მეტრი - თურქეთში. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა იმავე პერიოდში თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, ხოლო საქართველოში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. დაახლოებით 1,9 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში ტრანსპორტირებულია ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენით (TANAP), რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი კომპონენტია.  

ვაზიანში ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობისთვის პირველი ტექნიკური კვლევები დაიწყება

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტექნიკური კვლევების მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე დასრულებულია თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა და სამინისტროს აქვს, ფაქტობრივად, სრული სურათი, მისი გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს. მისივე თქმით, ასევე იწყება პირველი ტექნიკური კვლევები ვაზიანის, როგორც ახალი აეროპორტის ალტერნატიული ლოკაციის შესასწავლად. უწყების ცნობით, ვაზიანში აეროპორტის შესაძლო განვითარების შესაძლებლობების პირველ ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს. კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ეკონომიკის სამინისტროში გამართა, რომელსაც ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას - ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება - აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო.  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო მისთვის წაყენებულ 4 ბრალში - ტერორისტული აქტის ჩადენაში, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებაში, იძულებაში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. (323-ე, 329-ე 150-ე და 236-ე მუხლები). შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო  

წარმატებული კონტრშეტევისთვის უკრაინას მეტი ავიაცია და საბრძოლო მასალა სჭირდება - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ წარმატებული კონტრშეტევისთვის უკრაინელებს მეტი ავიაცია და საბრძოლო მასალა სჭირდებათ. „კონტრშეტევის ყველაზე დიდი გამოწვევა არის საარტილერიო საბრძოლო მასალის სტაბილურად და დროულად მიწოდება, ხოლო მეორე პრობლემა რუსეთის საჰაერო დომინირებაა“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

Facebook-ი და Instagram-ი კანადაში ახალ ამბებზე წვდომას შეზღუდავენ

Meta-მ განაცხადა, რომ კანადელი მომხმარებლებისთვის ახალი ამბების შეზღუდვას დაიწყებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სადავო კანონი მიიღო. BBC-ის თანახმად, კანონპროექტი აიძულებს დიდ პლატფორმებს, მათ საიტებზე შინაარსის განთავსება ახალი ამბების გამომცემლებს აუნაზღაუროს. Meta-მ და Google-მა ზოგიერთი კანადელისთვის სიახლეებზე წვდომის შეზღუდვა უკვე დატესტეს. კანონპორექტი სენატმა ხუთშაბათს დაამტკიცა. Meta-მ კანონმდებლობას გაუმართავი უწოდა.   

ყველაფერი წინაა, ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ შესულან - უკრინა

ჩვენი ძირითადი ძალები ბრძოლაში ჯერ არ შესულან, ყველაფერი წინაა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენც გვსურს ეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი რაღაც დროს დაიკავებს, ვინაიდან ორივე მხრიდან ბევრი ძალა, ბევრი ტექნიკა და ბევრი საინჟინრო ბარიერია კონცენტრირებული. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ძირითადი ძალები საბრძოლო ქმედებებში ჯერ არ არიან ჩართულნი. ჩვენ ახლა მტრის თავდაცვაში სუსტ ადგილებს ვეძებთ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა", - განაცხადა სირსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ავარიის საფრთხის გამო, უკრაინა საგანგებო სწავლებას ჩაატარებს

უახლოეს დღეებში შესაბამისი სამსახურები, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ავარიის საფრთხის გათვალისწინებით, სწავლებას ჩაატარებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ ეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა. კლიმენკოს თქმით, რადიაციის საზომი ყველა მოწყობილობა მზად არის. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ზაპოროჟიესა და ქარხნის მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ. მინისტრის თქმით, უკრაინის ყველა სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება მზად არიან „ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის, მათ შორის ზაპოროჟიეს ქარხნიდან რადიაციის შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებით“. მინისტრის ინფორმაციით, დღეიდან ამოქმედდა შესაბამისი შტაბი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს". ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს.  

ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე, შემოსავლების სამსახურს ეწვია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების მდივნის მოადგილეს, ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ხელმძღვანელს ჯილ რაბის შეხვდა. შემოსავლების სამსახურის თანახმად, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით, საბაჟო დეპარტამენტის შესაძლებლობები განიხილეს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრეს. ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი პირები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, რადიოაქტიური მასალების გამოვლინების მიზნით, ,,სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით განთავსებული რადიაციული უსაფრთხოების დეტექტორები დაათვალიერეს და სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე, ჯილ რუბი საქართველოში ვიზიტით იმყოფება  

ისრაელი მოუწოდებს მარია ზახაროვას, „აღარ წაუკითხოს „ლექცია“ ჰოლოკოსტზე

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, მარია ზახაროვას, რომელმაც ისრაელის ელჩი „უკრაინული ფაშიზმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. საგარეო უწყების სპიკერის თანახმად, ისრაელის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და არასოდეს არ დაუჭერს მხარს დამნაშავეების, ჰიტლერის რეჟიმთან მოთანამშრომლეებისა და ებრაელების ხოცვაში მონაწილეთა გამართლებას. მაგრამ არავის აქვს უფლება, რომ ისრაელსა და მის ოფიციალურ პირებს ისტორიის დსამახინჯებით ასწავლოს, თუ როგორ შეინახონ ხსოვნა ჰოლოკოსტზე ან ომზე. „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა წაუკითხოს ისრაელს, მის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის დიპლომატებს ლექცია იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცავდეთ ჰოლოკოსტის ხსოვნას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლიორ ჰაიატის ოფიციალური Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე მარია ზახაროვამ „მკრეხელური“ უწოდა უკრაინაში ისრაელის ელჩის, მიხაელ ბროდსკის მიერ პორტალ Iton TV-ისთან ინტერვიუში ნათქვამს, რომ სტეპან ბენდერას, რომან შუხევიჩისა და ანდრეი მელნიკის მიმართ ებრაელებისა და უკრაინელების განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, „უკრაინელებისათვის ისინი არიან გმირები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ“. მარია ზახაროვამ თავისი ტელეგრამ არხი გამოიყენა ისრაელის ელჩისთვის იმის შესახსენებლად, რომ „უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ანტისემიტური პოლიტიკის კვალდაკვალ, ასე მსჯელობდნენ 1930-იან წლებში ისინი, ვინც ჰიტლერს უწევდა სპონსორობას“. „თუ მიხაილ ბროდსკის აზრით, კიევს უფლება აქვს ასეთ გმირებსა და იდენტობაზე, მაშინ ეს უკვე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრობლემაა“, - წერს ზახაროვა.  

ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს

ყაზახეთს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს. შესაბამისი განცხადება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. სმაილოვმა ხაზი გაუსვა, რომ  საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. თბილისში ვიზიტისას ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. „მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს, ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები  წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“,- განაცხად ალიხან სმაილოვმა. შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი (TITR) „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ - შუა დერეფანი ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.  

პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერზე“ თავდასხმაში ადანაშაულებს და საპასუხო ნაბიჯით იმუქრება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაჯგუფების ბაზებს შეუტია. პრიგოჟინი ამბობს, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა და არის მსხვერპლიც. რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი მედიის, რია ნოვოსტის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) პრიგოჟინის მხრიდან „აჯანყებისკენ მოწოდების“ შემდეგ,  საქმე აღძრა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „პუტინი საქმის კურსშია და ყველა საჭირო ზომა მიღებულია“. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.  

ზელენსკი: უკრაინაში ინვესტიციით 500-მდე გლობალური კომპანია დაინტერესდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის კონფერენციის შედეგები შეაჯამა. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლონდონში და მის ფარგლებში ცნობილი გახდა იმ დახმარებების შესახებ, რომელსაც პარტნიორებისგან უკრაინა მიიღებს. „დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხარდაჭერა გადამწყვეტია. გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამები მომავლისთვის, მომავალი წლებისთვის. ხუთასამდე გლობალური კომპანია, ძლიერი კომპანია დაინტერესებულია უკრაინაში ინვესტიციით“, - აღნიშნა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. მან ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „უკრაინა უკვე პოლიტიკურად აღიქმება ევროკავშირის წევრად. ცალკე ვმუშაობთ ტერორისტული სახელმწიფოს და მასთან ასოცირებული პირების აქტივების კონფისკაციის მექანიზმზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოამზადა კონფერენცია და მონაწილეობა მიიღო მის მუშაობაში, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

მედიის ცნობით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა

როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza წერს. ამასთან, ანალოგიურ ცნობას Nexta BBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს.  წყაროები ჯავშანტექნიკის ფოტოებს ავრცელებენ. „არის ბრძანება, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე, გავაძლიეროთ პოსტები „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” საზღვრებზე“, - წერს თავის მხრივ, ადგილობრივი გამოცემა 161.ru, წყაროებზე დაყრდნობით. პრიგოჟინი რუსულ არმიას „ვაგნერზე“ თავდასხმაში ადანაშაულებს და საპასუხო ნაბიჯით იმუქრება „შოიგუ როსტოვიდან ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აესხნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების (ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ 25-ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“, - განაცხადა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  „განცხადებებს, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის სახელით ვრცელდება, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ამ განცხადებებთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [“ეფესბე”] მიერ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”, - ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ.  

მაღალსართულიან კორპუსში, ნამსხვრევების მოყოლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა - უკრაინა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაღალსართულიან კორპუსში, ნამსხვრევების მოყოლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. მედიის ცნობითვე, ასევე დაზიანდა 24-სართულიანი შენობის ავტოსადგომზე მდგარი 40-მდე მანქანა. ამასთან, გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს, მათ შორის აეროდრომი. ამის შესახებ პრიგოჟინიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენ შტაბში ვიმყოფებით. დილის 07:30 საათია. ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი. თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლოდ მიემართებიან, განრიგის მიხედვით მუშაობენ. სამედიცინო თვითმფრინავები დაფრინავენ. პრობლემები არ არის. ჩვენ კონტროლი დავამყარეთ, რომ საბრძოლო ავიაციამ დარტყმები განახორციელოს არა ჩვენზე, არამედ უკრაინელებზე. მართვის მთავარი შტაბი საშტატო რეჟიმში მუშაობს. არანაირი პრობლემა არ არის, არცერთი ოფიცერი არ არის მოცდენილი“, - განაცხადა პრიგოჟინმა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.