ძებნის რეზულტატი:

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით

მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. პრემიერი: საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი „ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან.    ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაფიქსირდა 136%-იანი ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა.  ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. მინდა აღვნიშნო, რომ სავაჭრო ბრუნვამ  წელს იანვარ-აპრილში უკვე შეადგინა 188 მლნ  დოლარი, რაც 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.    ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და ზოგადად, ამ თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის  სფეროებში. ჩვენს ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან რეფორმების სფეროში ურთიერთგამოცდილების გაცვლის კუთხით.    ასე რომ, ვფიქრობ ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზე სრული მზაობაა ორივე მხრიდან და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს ვიზიტისთვის. მე ძალიან დიდი კმაყოფილებით ვიხსენებ ჩემს ვიზიტს ყაზახეთში გასულ წელს. კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადე ბატონ პრემიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და ჩვენც, ქართველები შევეცადეთ, რომ სათანადო მასპინძლობა გამოგვეჩინა“, -  განაცხადა პრემიერმა.  

ყაზახეთის პრემიერი: მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება

საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ. „საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები - მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. სმაილოვის თქმით, ყაზახეთი მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით. მისი თქმით, საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა ორჯერ გაიზარდა, საკონტეინერო გადაზიდვები - 30%-ით. დადებითი დინამიკა ნარჩუნდება. „გვსურს, საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნით წარმატებით ვახორციელებთ გზამკვლევს - 2022 - 2027 წლებში დერეფნის განსავითრებლად და დაბრკოლებების მოსახსნელად. მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება სატვირთო გადაზიდვების მიზნით.  „მოლაპარაკებების დროს ასევე განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი, მათ შორის სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმი. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებთ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ ამას კარგი გავლენა ექნება ბიზნეს კავშირებზე და ხალხთა შორის ურთიერთობებზე, ისევე როგორც ტურიზმის სექტორზე. მოლაპარაკებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. საერთო ჯამში, გვწამს რომ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარება ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხოლო დადებული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ყაზახეთის მთავრობა მზაობას აცხადებს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.  

ალიხან სმაილოვი: საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით

საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით,-ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალიხან სმაილოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. „მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ  საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები  წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“,- განაცხად ალიხან სმაილოვმა.  

ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების გაფართოებისკენ - ყაზახეთის პრემიერი

საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება , - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ალიხან სმაილოვი: საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით ყაზახეთის პრემიერი: მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება მისივე თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ. „საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფორმატში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლე ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით რომ გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს", - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.  

ალიხან სმაილოვი: საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში

საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება, -ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ.   „საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები - მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.  

პრემიერი ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ანაკლიის პორტი და სამუშაო დაიწყება წელს

თბილისში ვიზიტით მყოფმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე, შუა დერეფნის საკითხიც განიხილა. ალიხან ისმაილოვთან მოლაპარაკებების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე ისაუბრა. „მე აქვე მინდა შევეხო შუა დერეფნის საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშრუტის მეშვეობით შუა დერეფანი“.  ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ საგზაო რუკაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობა ახსენა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 188 მლნ დოლარი შეადგინა. როგორც მან ყაზახ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეს მონაცემი 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „მინდა მივესალმო ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს. ეს არის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მინდა ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით. ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები, მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც უკავშირდება ყაზახეთსა და საქართველოს. აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა ბოლო პერიოდში, ვგულისხმობ ექსპორტის, ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ასევე, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, მოხარულები ვართ, მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი ვიხილოთ საქართველოში. ყაზახეთს განხორციელებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას“. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, გასულ წელს ყაზახეთთან ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა. „დაფიქსირდა 136%-იანი ზრდა, რაც სასიხარულოა. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. წელს იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 188 მლნ დოლარი. რაც 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, მეცნიერების, განათლების და სპორტის სფეროებში. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან რეფორმების სფეროში, ურთიერთგამოცდილების გაცვლის კუთხით. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი. ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზე სრული მზაობა არის ორივე მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული - ბრეგაძე

არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო. „არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ადამიანი როცა პატიმარია, ამ დროს ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი საფიქრალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლმე პრეზიდენტი, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ. პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტი, თქვა, რომ არ ისაუბრებდა. არაფერი ვიცოდი, სატელევიზიო არხით გავიგე. როგორც კი მოვიდა დადგენილება, მისი სისრულეში მოყვანა დავიწყეთ. ნებისმიერი პატიმარი როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ, რესოციალიზაციის პროცესი სრულად ჰქონდეს გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების კავშირს საქართველოს ევროინტეგრაციასთან, კითხვის საპასუხოდ რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „არ მგონია, შეწყალებას და კონკრეტულ შემთხვევას კავშირი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.  

გაერომ რუსეთი, უკრაინაში ბავშვების მკვლელობის გამო, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

Reuters-ის ინფორმაციით, გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა.  Reuters-ის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს. ანგარიშის ავტორია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია. ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა. უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.  

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს მხარი დაუჭირეს. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი გააფართოებს თანამშრომლობას მესამე ქვეყნებთან სანქციების გვერდის აცილების კუთხით. უკრაინული მედიის თანახმად, დიალოგი და თანამშრომლობა თუ სასურველ შედეგს არ მიაღწევს, საბჭომ განაცხადა, რომ შესაძლოა, მიიღოს უკიდურესი ზომა და გააფართოოს სანქციები თუნდაც მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი 21 ივნისს შეათანხმეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, შვედეთმა განაცხადა. ფართოვდება სანქციების სამიზნე ფიზიკური და იურიდიული პირების სია. შეთანხმება გულისხმობს 71 პირისა და 30 ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობდნენ. რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვაზე გემების ჩატვირთვის პრაქტიკის შესაჩერებლად, მე-11 პაკეტი კრძალავს ევროკავშირის პორტებთან წვდომას გემებისთვის, რომლებსაც ტვირთი გემიდან გემზე გადააქვთ, თუ არსებობს ეჭვი, რომ ტვირთი რუსული წარმოშობის იყო. დიპლომატების თქმით, ყველაზე დიდი სიახლე იყო ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიის მესამე ქვეყნებისთვის მიყიდვაზე შეზღუდვების დაწესება, რომლებმაც შესაძლოა, ის რუსეთს მიჰყიდონ. ასეთი ქვეყნების სახელები შეიძლება, დაემატოს ევროკავშირის სანქციების რეგულაციის დანართს 27-ვე წევრის ერთსულოვანი თანხმობით. ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში. ევროკომისიამ პირობა დადო, რომ ახალი პაკეტი სანქციების თავიდან არიდების მცდელობის აღკვეთას მოემსახურებოდა. დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დღემდე აგრძელებს მას. ახლა უკრაინა კონტრშეტევის ეტაპზეა, პარტნიორები კი, მისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას აქტიურად განაგრძობენ. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე შეთანხმდა  

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო ტერაქტის გამო, უკრაინამ შტაბები გახსნა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის შესაძლო ტერაქტის გამო, დღეიდან უკრაინაში მუშაობა დაიწყეს სპეციალურმა შტაბებმა, რომელთა შემადგენლობაში არიან ენერგეტიკის და მედიცინის სფეროების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები. რადიო თავისუფოების თანახმად, ამის შესახებ ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ. მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება სპეციალური წვრთნები, გზების გადაკეტვით და სანიტარიული ბლოკ-პოსტების განთავსებით. კლიმენკომ მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ხელისუფლების ორგანოთა ინსტრუქციები შეასრულონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს". როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს. ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა. ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".  

მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა, ცილისწამების სარჩელები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამ ტენდენციას ასახელებს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წინააღმდეგ სასამართლო საქმეთა განხილვებში გამოიკვეთა. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები: განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია; საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება; შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს. „ბოლო პერიოდში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში მედია გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების შესახებ საუბრობენ. ამასთან, განსაკუთრებით რთულია პროფესიული საქმიანობის განხორციელება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის. ბოლო წლებში არაერთი გამოწვევა თუ ტენდენცია ვიხილეთ, რომლის მიზანიც კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვა და მათი დისკრედიტაციაა. მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა, ცილისწამების სარჩელები, რაც ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტია არასასურველი მედიის შესაზღუდად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, შრომითსამართლებრივ თუ სხვა უფლებებთან დაკავშირებით 200-მდე ჟურნალისტისა და მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის უფლებებს იცავს სასამართლოში. მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონითა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს. განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია - სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებით თვალშისაცემია სასამართლოს მხრიდან არათანაბარი მიდგომა საქმეთა განხილვის ვადებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქმეთა განხილვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ჩვენ მიერ წარმოებულ თითქმის ყველა სხვა საქმეში გამოიკვეთა, თუმცა სასამართლოსთვის პრიორიტეტულია და შემჭიდროებულ ვადებში განიხილება მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელები. მაგალითად, 2022 წლის 18 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, 24 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამ დრომდე მოცემულ საქმეზე ერთი სხდომაც კი არ დანიშნულა. ეს იმ ფონზე, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის ცილისწამების სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ 6 თვეში დასრულდა. სასამართლომ განსაკუთრებით შემჭიდროებულად, 3 თვის ვადაში განიხილა, თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ. ორივე საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მედიის წინააღმდეგ მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წლებია უკანონოდ განთავისუფლებულ პირთა უფლებებს იცავს სასამართლოში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ მედიის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად წარმოებულ დავებზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა არა თუ 6 თვემდე ვადაში სრულდება, არამედ რიგ შემთხვევებში, ამ დროის მონაკვეთში საქმეზე ერთი პროცესიც კი არ ინიშნება. ამგვარი განსაკუთრებული მიდგომა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, შერჩევითი სამართლის ნიშნებს განასახიერებს. საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება - სასამართლო მედიებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში არ ხელმძღვანელობს კანონითა და უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიას აკისრებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების საქმეების განხილვისას. სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტის რადიკალურად განსხვავებული განმარტება და მტკიცების ტვირთის მედიის წარმომადგენელზე დაკისრების მაგალითია, „TV პირველის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოსამართლემ გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი ეჭვი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს, დაუსაბუთებელი განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მედიის წარმომადგენელს დააკისრა. შედეგად, სარჩელი დაკმაყოფილდა და „TV პირველს” მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა. შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს - მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების ტენდენცია გვხვდება შრომითსამართლებრივი შინაარსის დავებშიც. აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამის საპირისპიროდ, ერთ-ერთი ჟურნალისტის, გიორგი ლომინაძის საქმეში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელე მხარეს დააკისრა, ამ გარემოებაზე დაყრდნობით კი ჟურნალისტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. მსგავსი ტენდენცია განმეორდა გიორგი სუხიტაშვილის საქმეშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს დააკისრეს, რაც არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამ დროისათვის ორივე საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. ვიმედოვნებთ, რომ საკასაციო სასამართლო გააუქმებს მიღებულ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება შრომითი უფლებების დაცვის არსებული სტანდარტი. ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს. ამასთან, სასამართლოს მიერ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე შრომითი უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად შეაფასოს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოს მის მიერვე დადგენილი მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

მედია: ჩინეთმა რუსეთი CR929-ის ტიპის თვითმფრინავების ერთობლივი პროექტიდან მთლიანად გამორიცხა

უკრაინული მედიის თანახმად, რომელიც The Air Current-ს ეყრდნობა, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი პროექტი, რომელიც CR929-ის ტიპის ფართოკორპუსიანი თვითმფრინავების შექმნას ითვალისწინებდა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.  აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირმა რუსეთისთვის თვითმფრინავების და სათადარიგო ნაწილების მიწოდება აკრძალა. ასევე აკრძალა მათი ტექნიკური მომსახურება და დაზღვევა. შეერთებულმა შტატებმა შეზღუდა საავიაციო პროდუქტების ექსპორტი და სანქციები დაუწესა რუსეთის ავიახაზებს. საგულისხმოა, რომ ყოფილიყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ, რუსეთისთვის პირველი ასეთი პროექტის განხორციელების გზაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტის ბედი გაურკვეველი იყო, რადგან ჩინეთს სურდა ჩამოერთმია მოგება რუსეთისთვის ჩინეთის ბაზარზე და მხოლოდ 70%-იანი წილი დაეტოვებინა მისთვის სხვა ბაზრებზე, სადაც Airbus-ისა და Boeing-ისთვის მოუწევდა კონკურენციის გაწევა. რუსეთმა ჩინეთს სათადარიგო ნაწილების საკუთარი მწარმოებლები შესთავაზა, მაგრამ პეკინმა დასავლელ მიმწოდებლებს მიმართა. მათ აშშ-სა და ევროპაში ფრენისას უფრო მეტი საიმედოობის უზრუნველყოფა შეუძლიათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამშრომლობის შეთანხმებას ჩინეთთან ახალი CR929 თვითმფრინავის წარმოების შესახებ, 2014 წელს, პეკინში ვიზიტის დროს მოაწერა ხელი. ეს არის ყველაზე დიდი შეთანხმება ჩინეთსა და რუსეთს შორის საავიაციო მრეწველობაში. მისი ღირებულება 50 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. პროექტს United Aircraft Corporation და China Commercial Aviation Corporation-ი ამუშავებენ. CR929-ის პირველი ფრენა 2025 წლისთვის, მოდელის ექსპლუატაციაში გაშვება კი, 2028 წელს იგეგმება.  

უკრაინამ კიდევ 51 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 51 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კომისარზე, ოლეგ კოტენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „განხორციელდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოცემის პროცესი, რომლებმაც თავი უკრაინას შესწირეს. დღეს ახლობლებს 51 დამცველის ცხედარი დაუბრუნეს“, - წერს კოტენკო სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზს“: ჩვენი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ეს არის მოთხოვნა და არა ბიზნესის მართვა

გაფიცულმა მაღაროელებმა მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებას უპასუხეს. დღეს, 23 ივნისს, ჭიათურაში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა, რომ „ბიზნესის მართვა“ და მაღაროს გადაცემა მათი მოთხოვნა არ ყოფილა, არამედ ითხოვენ პირობების, მათ შორის, ანაზღაურების გაუმჯობესებას. „ჩვენი მიზანი არაა თანამდებობები, სკამზე ჯდომა, ბევრი ფულის შოვნა. ჩვენ, წესიერი ადამიანები, დავბრუნდებით ისევ იმ სამუშაოებზე, რაც ვიცით და რისი პროფესიონალები ვართ. ჩვენი შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ესაა ჩვენი მოთხოვნა და არა ის, რომ ბიზნესი ვმართოთ", - განაცხადა აქციის მონაწილემ რადიო თავისუფლების ცნობით. გაფიცული მაღაროელების შესახებ განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმა" 22 ივნისს, გვიან ღამით, გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში, მზად არის, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის“ შემთხვევაში, მაღაროელებს მართვა გადასცეს  

ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო

ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო - „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ჩვენება მისცა. „კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი, ვიცი ის მხოლოდ რაც ტელევიზიით და აქ სასამართლო პროცესებზე მოვისმინე. 21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. 23 ოქტომბერს ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა პოლიციაში და თქვა, რომ ვიცი ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. გამაფრთხილა ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩემი თანასოფლელი, ვინც პოლიციელების ინფორმატორია ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც ქალაქში, როცა გადავადგილდებოდი პოლიციელები სულ მაჩერებდნენ. ზოგადად, ქალაქში გასვლას სულ თავს ვარიდებდი. 23-ში ეს რომ მითხრეს მივხვდი, კარგად არ იყო საქმე. 23 ოქტომბერს საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ თბილისში, ექიმთან მივდიოდი. საღამოს, დაახლოებით, 6 საათზე გავედი და მას შემდეგ ვიყავი ხან მეგობართან და ხან ნათესავთან. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემს დეიდაშვილს ჩემთვის სურათი გადაუღია, რომელიც ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების “ფეისბუქი“ გვერდი გატეხილი იყო და პოლიციელები აკონტროლებდნენ. ალბათ, ცდილობდნენ ჩემი ადგილსამყოფლის დადგენას. ჩემი ძმამა როცა მოვიდა ჩემთან, მივხვდი, ეს ამბავი უკვე პოლიციასაც ეცოდინებოდა და იმ სახლიდან იმ საღამოსვე წავედი. მას მერე მიმალვაში ვიყავი. საფრთხეს სულ ვგრძნობდი და თავს ვარიდებდი პოლიციელებს, მიზეზი არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ქსელში ბევრჯერ არაკორექტულად მოვიხსენიე ეს პოლიციელები და მას შემდეგ დაიწყეს ჩემი დევნა”, - განაცხადა ბადრი ესებუამ. ამ წუთებში სასამართლო ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას უსმენს. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა.  

ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე, ჯილ რუბი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს, ჯილ რუბის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის მიმართულებით საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრს. განხილულ საკითხთა შორის ასევე იყო ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის აღმოჩენის მიმართულებით.  

ოკუპანტებმა ხერსონის სატრანსპორტო კომპანიას დაარტყეს, დაღუპულია 2 ადამიანი - უკრაინა

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონის სატრანსპორტო კომპანიაზე, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. „მორიგი რუსული ტერორისტული აქტი... ხერსონში საოკუპაციო ძალებმა მიზანმიმართულად დაარტყეს კომუნალურ სატრანსპორტო კომპანიას. სამწუხაროდ, 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 43 წლის თანამშრომლის გადარჩენას კი ექიმები ცდილობდნენ, თუმცა დაზიანებები მძიმე აღმოჩნდა. მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა", წერს პროკუდინი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.  

Abrams-ის ტიპის ტანკები ბრძოლის ველზე შესაძლოა, მიმდინარე კონტრშეტევის დროს გამოჩნდნენ - კულება

ამერიკული Abrams-ის ტიპის ტანკები ბრძოლის ველზე შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე კონტრშეტევის დროს გამოჩნდნენ. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, იმდენი კონტრშეტევა განხორციელდება, რამდენიც საჭირო იქნება უკრაინის ყველა ტერიტორიის გასათავისუფლებლად. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა უკვე იღებს გარკვეულ აღჭურვილობას, კერძოდ, „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, მაგრამ ეს არის მიმდინარე პროცესი. „არსებობს იმედი, რომ „აბრამსის“ ტიპის ტანკები მიიღებენ მონაწილეობას ამ კონტრშეტევაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამხოლოდ მიმდინარე კონტრშეტევის პერსპექტივიდან. ეს არის ის, რასაც მე მუდმივად ხაზს ვუსვამ პარტნიორებთან ურთიერთობისას. თქვენ არ უნდა ჩათვალოთ ეს კონტრშეტევა ბოლოდ და გადამწყვეტად“, - განუცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ Suspilne-ს.  

საზოგადოება პრეზიდენტისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეუწყობს ხელს გვარამიას შეწყალება - ვოლსკი

გვარამიას მხრიდან დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „უკანონო პატიმრობა ნამდვილად არ იყო, ჩადენილია სერიოზული დანაშაული. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლომდე არმისვლა იყო ის თემა, რისთვისაც იღვწოდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეიძლება, ამან ხელი შეუწყოს, თუმცა შემდეგ დეგნანმა დააზუსტა, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის მოხდა. ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან დეპოლარიზაციის ამოცანისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. რაც შეეხება კითხვას, როგორი მოლოდინი აქვს, წავა თუ არა გვარამია პოლიტიკაში, გია ვოლსკიმ აღნიშნა: „ყოველ შემთხვევაში, უცხოდ არ მიაჩნია, პოლიტიკაში იყო მუდმივად. უფრო რელევანტური იქნებოდა, გეკითხათ, პოლიტიკიდან გასვლის წინაპირობას თუ ხედავთო. პოლიტიკაში იყო მუდმივად, როცა იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი, პროკურორი. რეალურად, პოლიტიკიდან არასდროს გასულა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.