ძებნის რეზულტატი:
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა
ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა. მისი კანდიდატურა ცოტა ხნის წინ დამტკიცდა. ნათია თურნავა ეკონომიკის ყოფილი მინისტრია. თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. „დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა მხარი, თუ თავი შეიკავა. 7 წევრიდან 5-მა მხარი დამიჭირა და 2-მა თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება, გვაერთიენბს საერთო მიზანი - ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურს სტაბილურობას. ჩვენი გუნდი, ამ მიმართულებით კვლავინდებურად გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. 9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა. ნათია თურნავა 2022 წლის 7 ივნისს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 80 ხმით აირჩია. კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა. 23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.
ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია
ევროკომისიამ, სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი მოხსენება წარადგინა. რა რეკომენდაციები დარჩა შესასრულებელი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული. მოხსენება იმეორებს იმ შინაარს, რომელზეც რიგი მედიასაშუალებები წინასწარ საუბრობდნენ. კერძოდ, ევროკომისია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით, ზეპირი მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომ შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით. „რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული. პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, - განაცხადა ვარჰეიმ. ვარჰეის შეფასებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. „7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს - მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახლმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართლებით, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმების სტრატგეიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიოკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ვარჰეიმ. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ევროსტრუქტურაში გასაწევრიანებლად საჭიროა რეფორმების განხორციელება. „გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო გზავნილი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ამდენად, ჩემი რეკომენდაციამთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკომისარმა საქართველოს მოუწოდა, გამოიყენოს შანსი. „ძალიან კარგად მესმის საზოგადოების განწყობა საქართველოში, მაგრამ ჩემი გზავნილი ის იქნება, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა უკვე ძალიან ინოვაციური გადაწყვეტილებაა ევროპული საბჭოს მხრიდან. როგორც მინიმუმ, ეს ასე აშკარა არ იყო. და ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი ნათელი და ძლიერია, და ის ჯერ კიდევ ძალაშია, ასე რომ, გამოიყენეთ ეს. სხვებს ნუ უყურებთ, უყურეთ იმას, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ. და თუ ყველაფერი შესრულებული იქნება, ქვეყანას შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ. ასევე გაეცანით: ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები. ვარჰეის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ასევ, უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია. რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება. ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები - ომბუდსმენი მაღაროელებზე
სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება, შეთანხმების მიღწევის მიზნით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. "საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს, რომლებიც ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას ითხოვენ. სახალხო დამცველი უშუალოდ შეხვდა მაღაროელებს და მოისმინა მათი პრობლემები, ასევე მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში. ჭიათურელი მაღაროელები თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე ათ დღეზე მეტია შიმშილობენ. ასევე, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებული შეუთანხმებლობა მწვავე დაძაბულობას აღწევს და დასაქმებულები მიმართავენ პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის გუშინაც ერთ-ერთ მაღაროელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის. სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ უფრო აქტიურად წარიმართოს მედიაციის პროცესი, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება, შეთანხმების მიღწევის მიზნით, - წერს ლევან იოსელიანი. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი. „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ. მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.
კონტრშეტევას დრო დასჭირდება - უკრაინის პრემიერი
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევას დრო დასჭირდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. "ჩვენ ვაპირებთ წინსვლას და მე აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რუსების მიერ ოკუპირებული ჩვენი მიწების გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
ვარჰეი: წინა კვირას, ბრიუსელში შევხვდი საქართველოს პრემიერს და ეს იყო გზავნილი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ, თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. აქედან გამომდინარე, დღეისთვის ვინმეს თუ სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ახლა არის ეს მომენტი. ვარჰეის თქმით, ევროპული პერსპექტივა მკაფიო და ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „ჩემი გრძნობა დღევანდელი საუბრიდან, ასევე წინა საუბრებიდან, მაგალითად, დეკემბერში, არის ის, რომ ახლა ევროკავშირის საბჭოს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გულწრფელი ჩართულობაა. და გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. ასე რომ, დღეისთვის თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება“, - განაცხადა ვარჰეიმ. „წინა კვირას, ბრიუსელში შევხვდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! - აღნიშნა ევროკომისარმა. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება: რა რეკომენდაციები არ შეუსრულებია საქართველოს
ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის შეფასებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედია პლურალიზმის მიმართულებით კი, საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია ევროკომისარმა ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე წარადგინა ზეპირი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ საქართველო უკრაინა და მოლდოვა მათთვის განსაზღვრულ რეკომენდაციებს. „დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულებით ვენეციის კომისიამ თავის უკანასკნელ რეკომენდაციაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული არსებული ფორმით და აქედან გამომდინარე, მე მივესალმები გუშინ და გუშინწინ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ახლა საქართველო უნდა კონცენტრირდეს კანონის მიღებაზე, რომელიც ჩამოაყალიბებს სისტემურ მიდგომას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების გაძლიერების მიმართულებით. რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრეს. იმისთვის, რომ ეს პუნქტი შეასრულოს, საქართველომ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილები უნდა შეიტანოს ევროპული საბჭოს მოსაზრების შესაბამისად და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან უნდა გაზარდოს როგორც ჟურნალისტების, ასევე, მედია ორგანიზაციების მფლობელების დაცულობა და თავისუფლება“, - განაცხადა ვარჰეიმ. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები. ვარჰეის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ასევ, უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია. რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება. ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც დრონების საწინააღმდეგო საშუალებებსაც მოიცავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. ესტონეთი ირლანდიასთან თანამშრომლობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ჰოსპიტალს გადასცემს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა, რათა შევაჩეროთ რუსული აგრესია“, - წერია განცხადებაში. ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ რა ღირებულების პაკეტზეა საუბარი. ესტონეთის მთავრობამ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების პრინციპები დაამტკიცა. ამრიგად, ესტონეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ასეთი სამართლებრივი გზა შეიმუშავა.
საქართველო და თურქეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, გუბერნატორმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე; უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების გაწევას და შეხედულებების გაცვლას სხვადასხვა დონეზე; ვიზიტების, სემინარების, ექსპერტების შეხვედრებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის სხვა ფორმების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსმიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის მიზანია ორ უწყებას შორის მეგობრული ურთიერთობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საბჭოს აპარატის უფროსს, გივი თუმანიშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და თურქული დელეგაციის წევრები. შეხვედრაზე, ორ უწყებას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო შესაძლებლობებსა და ინიციატივებზე იმსჯელეს. თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თბილისში შეხვედრები გამართა
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
სალომე ზურაბიშვილი: არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“ - ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის
არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალებას მიუძღვნა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული განცხადებების ავტორების „გასაგონად“ განაცხადა, რომ ის „უთუოდ“ შეხვდება პატრიარქს მარხვის დასრულების შემდეგ, რაც არავის საქმე არ არის. „მინდა კიდევ ერთ გარემოებაზე მივიპყრო თქვენი ყურადღება, რომ ის სრულიად მიუღებელი აჟიოტაჟი, ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, რომ ყველაფერი იციან, რომ არასდროს შეუძლიათ თქვან: "არ ვიცი", რაღაცაზე, რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არასდროს არ დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს მე უღრმეს პატივისცემას და დიდ სიყვარულს ვუძღვნი და მინდა დავუდასტურო, უთუოდ მივალ პატრიარქის სანახავად, როცა დასრულდება მარხვის პერიოდი და ეს არავისი საქმე არ არის და არანაირად დაკავშირებული ამ საკითხთან. მე კონსტიტუციაც კარგად ვიცი და კონკორდატიც”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი ლონდონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის კონფერენციაზე: საქართველოს პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი, ლონდონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის (CPC) ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდა. ცენტრმა გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და კასპიის ქვეყნებიდან მთავრობისა და ბიზნეს ლიდერები შეკრიბა. მიზანს რეგიონში დაკავშირებადობა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. დისკუსიისას მამუკა მურჯიკნელმა რეგიონში დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს მეტი ტვირთის გადაზიდვა და მეტი ინვესტიციის განხორციელება ჩვენს ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაში, ძალიან მოხარულები ვართ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადების გამო“. „საქართველოს პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს“. „მოხარულები ვართ, რომ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ, ბაქოს პორტთან. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა და განვითარება, რადგან პორტები და რკინიგზა ძალიან დიდ როლს თამაშობს ტვირთის ტრანსპორტირების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა. დისკუსიას CPC-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი, დოქტორი როჯერ კანგასი უძღვებოდა. განხილვაში მონაწილეობდნენ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი, ტალეჰ ზიადოვი ასევე, ლონდონში დაფუძნებული პოლიტიკური რისკების ანალიზის ფირმის, PRISM-ის ხელმძღვანელი, ბენ გოდვინი. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ ენერგეტიკული კუთხით გარდამავალი ცვლილება ხდება. ეს უბრალოდ ბადებს კითხვას, იქნებიან თუ არა დასავლური კერძო კომპანიები რეგიონში მთავარი მოთამაშეები, როდესაც საქმე ეხება ნავთობსა და გაზს,” - განაცხადა თავის მხრივ, ბენ გოდვინმა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვის, CPC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეფგან ნიფტიმ გახსნა და კასპიის ზღვის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რა კასპიის ზღვის ქვეყნების დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის გაძლიერება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ნავთობისა და გაზის თავისუფალი მიწოდების გზით და კომპანიებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდა დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, კასპიის რეგიონს დიდი ბრიტანეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დიდი ბრიტანეთის ინტერესები რეგიონში არაერთხელ გამოიკვეთა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტში, მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯოშუა ვოლცმა ისაუბრა აშშ-ის პერსპექტივაზე კასპიის რეგიონში ჩართულობის შესახებ, განსაკუთრებით, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კი, უფრო დიდი რეგიონული კავშირის ხელშეწყობის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის როლის შესახებ გაამახვილა ყურადღება. აღნინიშნა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება სატრანსპორტო კავშრები ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვის გავლით და შემდგომში, კავკასიის გავლით. „აზერბაიჯანის გავლით არსებული დერეფნები და მარშრუტები კონკურენტულ უპირატესობას სთავაზობს ტრანსპორტის ოპერატორებსა და ბიზნესს. აზერბაიჯანმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციასა და მოდერნიზაციაში დიდი ინვესტიცია განახორციელა და ხელი შეუწყო რამდენიმე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ბაირამოვმა. ინფორმაციისთვის, ამავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დიდ ბრიტანეთში თურქეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ელჩები. ასევე, ელჩი დევიდ მორანი, გაერთიანებული სამეფოს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა საკითხებში. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები: USAID-იდან, სოკარიდან, BP-დან და სხვა. კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ვაშინგტონშია დაფუძნებული. კასპიის რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების საკითხები ცენტრის კვლევის ცენტრალურ ფოკუსს წარმოადგენს.
ნიკა გვარამია საპატიმროს დატოვების შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, ეს მას ღირსებას მატებს
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება შეწყალების შემდეგ დატოვა. „არ ველოდი გათავისუფლებას“, - განუცხადა მან მედიას. გვარამიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ნაბიჯი საკუთარი ქვეყნისთვის გადადგა და ეს მას ღირსებას მატებს. „პირველ რიგში გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა! დავიწყებ იმით რაც მკითხეთ, პირველი შთაბეჭდილება გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი, უბრალოდ, მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად. ველოდებოდი თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც მაგ პერიოდში, თუ არ გამიშვებდნენ. მაგრამ მანამდე არაფერს არ ველოდი. უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს. მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად“, - განაცხადა გვარამიამ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
სახალხო დამცველი გვარამიას შეწყალებაზე: დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან
„მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებას Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ის მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ქვეყანა დღეს უფრო ახლოს არის ევროპასთან. „მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან", - დაწერა სახალხო დამცველმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
ზელენსკიმ ბელორუსში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ზელენსკიმ ბელორუსში უკრაინის ელჩი, იჰორ ქიზიმი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის განკარგულებაზე დაყრდნობით, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იჰორ ქიზიმმა ეს თანამდებობა 2017 წლის თებერვალში დაიკავა. ბელორუსი აქტიურად უჭერს მხარს და ეხმარება კიდეც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, შეჭრის პირველ დღეებში უკრაინაში რუსული ტექნიკა ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდა. ასევე, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მიიტანა იერიში.
ჰელსინკის კომისია: მადლობა საქართველოს პრეზიდენტს გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის
ჰელსინკის კომისია ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ვოლსკი: ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე
ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, - ამის შესახებ გადაცემაში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა. „საზოგადოების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებაში იმავეს ხედავს და არანაირი ევროპული პერსპექტივაზე ზრუნვა ამ გადაწყვეტილებაში არ იგრძნობა. უდიდესი სინანულით ვასუბრობ სალომე ზურაბიშვილზე, არა იმიტომ რომ დიდი ენერგია დაიხარჯა მისი პრეზიდენტად არჩევისთვის, არამედ ადამიანი, იმ მონაცემებით, რომელიც მას ჰქონდა თუნდაც განათლების, განვლილი პოლიტიკური გზის, თუნდაც ის, რომ, არის იმ ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადაიხვეწა და უცებ რა მივიღეთ?! მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ - 26 მაისს, ვეტოებით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. „ეს არ არის ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ვინაიდან ზუსტად ვიცით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“ იყო მიტაცებული ძალით და ყველაზე ყაჩაღური მეთოდით“, - განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
RSF მიესალმა გადაწყვეტილებას, რომელსაც ორგანიზაციის შეფასებით, „მთელი საერთაშორისო საზოგადოება ელოდა“
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება: "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ახლახანს შეიწყალა ოპოზიციური არხის, "მთავარი არხის" დირექორი, ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია ციხეში 2022 წლის მაისიდან იყო. RSF მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ელოდა", - წერს ორგანიზაცია. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) სიხარულს გამოხატავს სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. „[გვარამიას] პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი" - წერს ორგანიზაცია და ნიკა გვარამიას პატიმრობას შეცდომად მიიჩნევს. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
ოკეანეში გაუჩინარებული „ტიტანის" ეკიპაჟი დაიღუპა - BBC
აშშ-ის სანაპირო დაცვა წყალქვეშა ნავ “ტიტანის" ბორტის წევრების დაღუპვას ადასტურებს. აცხადებენ, რომ 5 მგზავრის ცხედარი შესაძლოა, ვერ იპოვონ. აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი აღმოაჩინეს და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდა აფეთქება. ამასთან აცხადებენ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა ეს ინციდენტი. აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, “ტიტანის” ხუთი მგზავრის ცხედარი შეიძლება ვერ იქნას ნაპოვნი, ვინაიდან, “ეს წარმოუდგენლად შეუბრალებელი გარემოა”. ამის შესახებ ადმირალმა ჯონ მაუგერმა ბრიფინგის დროს განაცხადა. აშშ-ის სანაპირო დაცვა “ტიტანის” მგზავრების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთლიანი გაერთიანებული ხელმძღვანელობის სახელით უდიდეს მწუხარებას ვუცხადებ ოჯახებს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი იყო ეს მათთვის. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონტაქტი საფრანგეთისა და ბრიტანეთის გენერალურ კონსულებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ და მათი შეშფოთებები განხილულია”, - განაცხადა მაუგერმა. ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავის ბორტზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა
ნიკა გვარამია პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოდიშს უხდის
საპატიმროს დატოვების შემდეგ, ნიკა გვარამია ამბობს, რომ იმ ვიდეობს, რომელშიც ის პრეზიდენტს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს, მის წინააღმდეგ გამოიყენებენ. „საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა... ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო", - ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო, - ამბობს ნიკა გვარამია. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.