ძებნის რეზულტატი:
NATO-ს ბაზები შესაძლოა, ბალტიის ზღვის კუნძულებზე პირველად განთავსდეს - მედია
ფინეთმა შესაძლოა, ალანდის კუნძულების დემილიტარიზაციის შესახებ ხელშეკრულებას გადახედოს. ფინეთში, პოლიტიკურ აქტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მთავრობამ, უკრაინაზე თავდასხმიდან 16 თვის შემდეგ, შესაძლოა, დაუცველი ალანდის კუნძულები მის ფოკუსში მოაქციოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Politico წერს. ფინეთის ახალი მთავრობისთვის, რომელსაც მემარჯვენე-ცენტრისტი პეტერი ორპო ხელმძღვანელობს, არქიპელაგის სტატუსის საკითხი რუსული აგრესიის გაზრდის ფონზე პრიორიტეტული გახდა. ორპომ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ მისი ეროვნული კოალიციის პარტიის წევრები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არსებულ სტატუს კვოს. ფინეთის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა პეკა ტოვერიმ, რომელიც პარლამენტში აპრილში აირჩიეს, განაცხადა, რომ ალანდის დემილიტარიზაცია უნდა დასრულდეს. თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ფინეთი ოფიციალურად, NATO-ს ახალი წევრი აპრილის დასაწყისში გახდა. ფინეთი შეერთებულ შტატებთან მის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განლაგების თაობაზე ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციისთვის, კუნძულები განლაგებულია ბალტიის ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან არეალში, რომელმაც მთელი ისტორიის განმავლობაში მიიპყრო ახლომდებარე ქვეყნების ყურადღება. შეგახსენებთ, მედიაში აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყებოდა ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება. ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის“ შემთხვევაში, მაღაროელებს მართვა გადასცეს
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში“, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. შესაბამის განცხადებას კომპანია Facebook-ზე ავრცელებს. კომპანია აცხადებს, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება მათთვის მთავარი ღირებულება, ხოლო მიზანი, კრიზისული სიტუაციის მოგვარებაა. “ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ. ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს”, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები კვირაზე მეტია, გაფიცულები არიან და “ჯორჯიან მანგანეზისგან” 14 - პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი საპროტესტო აქციებს თბილისში, პარლამენტთან მართავს, პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, შიმშილობას კი, 4 ადამიანი აგრძელებს. კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები - ომბუდსმენი მაღაროელებზე მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი. „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ. მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობდა, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.
მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებულ პრესრელიზშია ნათქვამი. მიშელი ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო აღარ შეეცდება, უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღებას. მისივე თანახმად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, პოზიტიური ნაბიჯია. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პოზიტიური იმპულსია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმებისთვის და, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“. ნიკა გვარამია საპატიმროს დატოვების შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, ეს მას ღირსებას მატებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
საფრანგეთის ელჩი გვარამიას შეწყალებაზე: მისასალმებელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვის
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა. ელჩის შეფასებით, ეს არის მისასალმებელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიისთვის, მედიის თავისუფლებისა და ევროპული მიმართულებისთვის. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი უწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებულ პრესრელიზშია ნათქვამი. მიშელი ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო აღარ შეეცდება, უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღებას. „საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, არ მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურ იმპულსს სძენს რეფორმებს, რათა ქვეყანა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - ნათქვამია განცხადებაში. ნიკა გვარამია საპატიმროს დატოვების შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, ეს მას ღირსებას მატებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ოკუპანტების მიერ გაშვებული 13 ფრთოსანი რაკეტა გავანადგურეთ - უკრაინის გენშტაბი
რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე Ту-95МС ტიპის 4 ბომბდამშენიდან გაშვებული რაკეტებით იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს. „23 ივნისის ღამეს მტერმა სტრატეგიული თვითმფრინავიდან შეუტია უკრაინას. ამჯერად თავდასხმა მიმართული იყო ხმელნიცკის ოლქის სამხედრო აეროდრომზე", - აცხადებენ საჰაერო ძალებში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები ამ დროისთვის ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 223 330; ტანკი - 4 017; ჯავშანტექნიკა - 7 798; საარტილერიო სისტემა - 3 985; სარაკეტო სისტემა - 617; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 379; თვითმფრინავები - 314", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
სპეციალური დაცვის სამსახური ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა - ღარიბაშვილი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახური მაღალპროფესიულ, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს. პრემიერმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თქვენ უმნიშვნელოვანესი მისია იკისრეთ - თითქმის სამი ათწლეულია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებას ემსახურებით. თქვენი საპასუხისმგებლო და ამავე დროს მაღალ რისკებთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიონალიზმთან ერთად, თავდადებას მოითხოვს. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი გმირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას. მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, - სამსახურის ხელმძღვანელობისა და თითოეული თქვენგანის დიდი შრომით, მთავრობისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის თანადგომით სპეციალური დაცვის სამსახური მაღალპროფესიულ, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს. მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს ერთგული მსახურებისთვის, კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.
Baykar-ს სურს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება უკრაინაში 2025 წელს დაიწყოს
თურქული კომპანია Baykar 2025 წელს უკრაინაში Bayraktar TB2-ს და Bayraktar Akinci-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ელის. თურქეთმა უკრაინაში Bayraktar-ის დრონების წარმოებისთვის ლიცენზია გასცა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ობიექტების მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95.5 მილიონი აშშ დოლარია. ქარხნის გახსნა 2025 წელს იგეგმება. უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს „სამშენებლო სამუშაო Baykar-ის ადგილობრივ შვილობილ კომპანიაში [უკრაინაში], შპს (Avia Ventures) გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, გახსნა დაგეგმილია 2025 წელს“, - ციტირებს მედია მის კომენტარს. კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „[საწარმოში] მოსამზადებელი სამუშაოს ძირითადი ნაწილი უკვე მიმდინარეობს“. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
სენატორები: რუსეთ-ბელორუსის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება, NATO-ზე თავდასხმად უნდა შეფასდეს
რუსეთის მიერ ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შემდეგ, აშშ-ის სენატს წარედგინა ორპარტიული რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, რუსეთის, ან ბელორუსის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება NATO-ზე თავდასხმად უნდა შეფასდეს. რეზოლუციის პროექტის ავტორების, რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა მის საზღვრებს გარეთ ბირთვული იარაღი პირველად განათავსა, რაც უკრაინაში ომის ფონზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინას, NATO-ს წევრ ქვეყნებს და გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთის, ბელორუსის, ან მათ მიერ მართული ძალების მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ან ბირთვული ობიექტის განადგურება, რაც NATO-ს ტერიტორიაზე რადიოაქტიურ დაბინძურებას გამოიწვევს, უნდა განიხილებოდეს ალიანსზე თავდასხმად და მას პასუხი უნდა გაეცეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში. სენატორ გრემის განცხადებით, პუტინის რუსეთს ნათლად უნდა გააგებინონ, რა მოხდება ბირთვული იარაღის გამოყენებს შემთხვევაში. ლინდსი გრემი ამბობს, რომ მათი გზავნილი მიმართულია პუტინის გარემოცვისადმიც, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ თუ მის შესაძლო ბრძანებას შეასრულებენ, NATO-სთან ომი მოუწევთ. სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, რეზოლუციის მიზანია ვლადიმირ პუტინს და მის სამხედროებს გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების, ან ატომური ელექტროსადგურის დანგრევის შემთხვევაში, მათ NATO-ს ძალები გაანადგურებენ და რომ პუტინის გენერლები ამ გზავნილს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელორუსის „თხოვნით“, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინები უკვე ბელორუსშია და რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდებოდა.
პაპუაშვილი: შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტზე ზეწოლა იყო გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილზე, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილების მიზეზს არ განმარტავს. „ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს ჩანდა. იყო ღიაც და არა ღიაც ეს ზეწოლა პრეზიდენტის მიმართ. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიცვალა, ვინაიდან გადაწყვეტილება, განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. ვოლსკი: ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირად აისახება პრეზიდენტის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის. რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, გვესმის ჩვენ, მათ შორის, როდესაც ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იყო ღიად ყოველ შემთხვევაში საუბარი, თითქოს ეს იყო მოტივი ან მიზანი და ახლაც გვესმის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება. ასე ვთქვათ, დეპოლარიზაცია რომ ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ თავის დროზე, იქნებოდა ეს გიგი უგულავას შეწყალება, თუ სხვა ასეთი შეწყალებები, მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ისინი, ვინც პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ და ამბობენ, თითქოს, ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, გამოდის, რომ ამით ბურთს აგდებენ ოპოზიციის მხარეს. „ვნახოთ, თუ მოახდენენ ისინი საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას. ჩანს, რომ პასუხისმგებლობასაც იღებენ თავის თავზე ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, თუკი ეს მათი ხედვაა, ახლა დრო არის მგონი, რომ ვინაიდან ბურთი ახლა ოპოზიციის მხარეს არის, დაელაპარაკონ ოპოზიციას, რომ შეცვალონ პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, რომ არანაირი დეპოლარიზაცია ამას არ მოუტანია. ამიტომაც არის, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვერცერთი მოტივი ამ გადაწყვეტილების ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივები, მისი დასახელება მძიმე იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
გუშინ გავიგეთ შეფასება, რომ სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული - პაპუაშვილი
ჩვენ და მოლდოვას სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული და ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ გარემოს, რომელშიც პარლამენტს უწევდა მუშაობდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ და მოლდოვამ სამი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ, უკრაინას ჯერჯერობით 2 აქვს შესრულებული. სხვა რეკომენდაციებს რაც შეეხება, აქაც დიდი პროგრესია. კარგია, რომ პირველად იყო შესაძლებლობა, რომ შუალედური ანგარიშის მეშვეობით მოგვესმინა მოლოდინები, რომელიც ევროკომისიას აქვს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ოქტომბრის ბოლოსთვის, როდესაც საბოლოო შეფასება იქნება, ჩვენი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ასახული ამ შეფასებაში - პარლამენტი ბოლო კვირებშიც ინტენსიურად მუშაობდა და რამდენიმე კანონი მივიღეთ. ამიტომ გვექნება ბრიუსელთან დიალოგი, რომ ეს ცვლილებები და შემდგომი ნაბიჯები, რაც დაგეგმილი გვაქვს, სათანადოდ იყოს ასახული რეკომენდაციების შესრულების მხრივ. ჩვენ და მოლდოვას სამი რეკომენდაცია გვაქვს შესრულებული, უკრაინას ჯერ ორი - ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ გარემოს, რომელშიც პარლამენტს უწევდა მუშაობდა - ოპოზიციის ბოიკოტი, ობსტრუქცია, დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ამ დესტრუქციისა და ობსტრუქციისა, საქართველომ შეძლო და კვლავ ლიდერ პოზიციებზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ჩინეთში, რესტორანში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ქალაქ ინჩუანში, ერთ-ერთ რესტორანში გაზის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, - ინფორმაციას „სიენენი“ ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ერთი პირი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი ექვსის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და განაცხადა, რომ აუცილებელია, მიზეზი რაც შეიძლება მალე დადგინდეს.
აშშ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმა
ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ელჩის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლარიზაციისა და დაყოფის შესამცირებლად. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე. „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები თავიდანვე გამოხატავდნენ შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთების გამოხატვა არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ, როდესაც ისინი შეშფოთებულები არიან და არ ნიშნავს ჩარევას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად უდგება და იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა. ზურაბიშვილმა ხსენებული გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი - პაპუაშვილი
როგორც ჩანს, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად „გუშინ, როდესაც ვისმენდით შეფასებებს, მთავარი რაც ითქვა, არის ის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით როგორც ჩანს, თავად ევროკომისიაც უკვე ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ არის სწორი. ამიტომაც, ხაზი იყო გასმული მაგალითად, კონკურენციის კანონმდებლობაზე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაზე. ამით დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი იყო ბუნდოვანი, არასათანადო და ის სისტემური მიდგომები, რაც არის, რომელიც სხვათა შორის, კომისარმა ვარჰეიმ დაასახელა, დანარჩენი საკითხები არის ისედაც იმ 12 პუნქტში – სასამართლოს, ანტიკორუფციული, ორგანიზებული დანაშაული, ფულის გათეთრების საკითხები, სხვა ნაწილებში ისედაც იყო გათვალისწინებული, ამიტომ, რაც შეეხება ამ ორ საკითხს სისტემური მიდგომიდან, კონკურენციის სამართალი, პარტიების დაფინანსების კუთხით, იქაც საუბარი იყო შესაძლო დახვეწაზე და ვნახავთ, ამ მხრივ რა არის შესაძლებელი რომ გაკეთდეს. მთავარი არის, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით გუშინ რაც იყო შეფასება, ამან აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის გამოტანამ 12 რეკომენდაციაში, შექმნა ბუნდოვანება და იყო უადგილო“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სააპელაციო სასამართლომ სამ პირს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და საქმიანობის სფეროდ, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე „FOREX“ და ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განსაზღვრეს. „ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ბრალდებულები ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდა და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ. 2018 წლის სექტემბერში კი პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და შესაბამისად ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს. საქმიანობის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2014-2018 წლებში 3000-მდე მოქალაქის მიერ სავაჭროდ შეტანილმა თანხამ 27 533 986 ლარი შეადგინა, საიდანაც 12 730 434 ლარს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ფულადი თანხები სესხისა და საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით გადარიცხეს მათთან დაახლოებული პირების მიერ მათივე მითითების შესაბამისად დარეგისტრირებულ სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც დივიდენდების და ხელფასების სახით მიიღეს 3 545 143 ლარის, 442 909,74 აშშ დოლარის და 27 370 ევროს შემოსავალი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება) და 194-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელჩი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით, თუმცა საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირი მოხსენების შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გუშინდელი კომენტარები აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები, რომლებიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში, მნიშვნელოვანი არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. „პარლამენტის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის კანონი, ძალიან კარგად იყო აღქმული და მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისია, ევროკომისია და ევროპული საბჭო ძალიან მკაფიონი იყვნენ, რომ ხსენებული კანონპროექტი ასეთი სახით არ არის საუკეთესო გზა პოლიტიკური და ფინანსური გავლენის აღმოსაფხვრელად საქართველოს დემოკრატიულ სისტემაში. უკეთესია სისტემური რეფორმები, რომელიც რეალურად გადაჭრის ამ რთულ პრობლემას. ყველას კარგად ესმის, რომ რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია 12 რეკომენდაციაში, რთულია, თუმცა ასე მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, თავად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს სისტემის გაძლიერებისთვის. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო სამი კრიტერიუმი და განსაზღვრა მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც საქართველო უნდა მიჰყვეს, მათ შორის იყოს ინკლუზიურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ეს არის ის, რითაც საქართველო პოზიტიურ შედეგებს მიიღებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რისი ხილვაც ყველას გვსურს დეკემბერში. თუმცა კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები უნდა შესრულდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად და იმედი მაქვს, მომავალ თვეებში ყველა გაერთიანდება რეალური პროგრესის მისაღწევად“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად. ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია
როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე დიდ პრობლემებს - ბრეგაძე
როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე დიდ პრობლემებს - მჯერა, რომ საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად "როცა საქმე ეხება ევროინტეგრაციას, საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის ხოლმე საკმაოდ დიდ პრობლემებს. გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, რომელიც მუშაობს ევროინტეგრაციის საკითხებზე, მჯერა, რომ ყველა საჭირო ვადაში შესრულებული იქნება ყველა რეკომენდაცია. რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალებით ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, მე არ მგონია, რომ კონკრეტულ შემთხვევასა და შეწყალებას კავშირი ჰქონდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, მოქალაქე დააჯარიმეს
22 ივნისს, ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, 1000 ლარით დააჯარიმეს მოძრაობის, „საქართველოს უპირველეს ყოვლისა“ წარმომადგენელი, ხატია ჯანაშია. ინფორმაციას რადიო თაავისუფლება ავრცელებს. ამ ფორმით გააპროტესტა მან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა. პრეზიდენტს აქტივისტებმა „მოღალატე“ და „სამშობლოს მტერი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა „ამ დროშის გამო, სამშობლო დასავლეთში და ნაცებში გაცვალა“.
პრემიერი: საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი
განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანზე“ და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. „ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის“ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5-წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა, გვახარებს ექსპორტისა და ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია
ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ყაზახეთს საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. „მოგესალმებით, მე მინდა მივესალმო ჩემს ძვირფას კოლეგას და ჩემს მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ, ბატონ ალიხან სმაილოვს. ეს არის ბატონი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მე მინდა ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით. ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები. მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც უკავშირდება ყაზახეთს და საქართველოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, ვგულისხმობ ექსპორტისა და ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ასევე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში. ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ჩვენ ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა პრემიერმა. ამავე ბრიფინგიდან: პრემიერი: საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი