ძებნის რეზულტატი:

ნათია თურნავა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები შეესაბამება საერთაშორისო სანქციებს

სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ვიზიტის მეორე დღეს შეხვედრებს განაგრძობენ. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ დევიდ ო’სალივანთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ აიერთან მოლაპარაკებები გამართეს. უწყების თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომლებიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. „ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას ამ მიმართულებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. „ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, საქართველოს საფინანსო სექტორში ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანქციების შესრულების მონიტორინგი საომარი მოქმედებების დაწყების მეორე დღიდანვე ხორციელდება, რომლის შედეგებიც საერთაშორისო პარტნიორებს დღეს დეტალურად გავაცანით", - აღნიშნავს თავის მხრივ, ნათია თურნავა. 27 ივნისს, დღის ბოლოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები 27 ივნისს დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.  უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

MI–8 ტიპის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე ავარიული ინცინდენტი განიცადა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა. დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება”, - ნათქვამია განცხადებაში.  

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ღია სივრცეში ყოლა, 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ცვლილებები 76-ხმით, ერთხმად მესამე მოსმენით დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. მისი მიხედვით, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა). ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა. ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება  

ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ხორვატიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივნისს განაცხადა. ხორვატიის მთავრობამ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას 15 ივნისს დაუჭირა მხარი. უკრაინული მედიის თანახმად, ამ დროისთვის, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 30-მა ქვეყანამ ცნო. ლუქსემბურგმა - 13 ივნისს. ბელგიამ ჰოლდომორი გენოციდად 10 მარტს აღიარა, ისლანდიამ - 23 მარტს. ჩეხეთმა - 2022 წლის აპრილში. გერმანიამ, რუმინეთმა და ირლანდიამ -  2022 წლის ნოემბერში და ბულგარეთმა - 2023 წლის თებერვალში. 2022 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა ასევე ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი გენოციდად და მოუწოდა რუსეთს, ოფიციალური მოეხადა ბოდიში საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. ბოლო ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, სლოვაკეთია. ჰოლოდომორი - 1932-1933 წლებში იოსებ სტალინის მმართველობის დროს, ადამიანის მიერ გამოწვეული შიმშილი, საბჭოთა კავშირზე იძულებითი კოლექტივიზაციისა და მარცვლეულის კონფისკაციის გზით. ჰოლდომორმა დაახლოებით, 3,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნა.  საქართველოს პარლამენტმა, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, 2005 წელს აღიარა.  2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა. ანდჯეი დუდას ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.   მანამდ, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.   ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს.    ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე.   ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.

მოლდოვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის რეზერვების ნაწილის, რუმინეთში შენახვას გეგმავს - მედია

მოლდოვის მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის რეზერვების ნახევრის შენახვას რუმინეთში გეგმავს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა. „სახელმწიფო საწარმო „ენერგოკომმა“ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის მარაგის 50% რუმინეთში იქნება შენახული. შეიძლება, იყოს სხვა კატეგორიის გაზის მარაგი - კომერციული მარაგი, საჭიროების შემთხვევაში“, - აღნიშნა მინისტრმა.  პარლიკოვის თანახმად, მთავრობა რუმინეთთან გრძელვადიან ენერგეტიკულ პარტნიორობას იმედოვნებს, მაგრამ რესპუბლიკას აქვს რამდენიმე კონტრაქტი ბუნებრივი გაზის მომწოდებლებთან.  

ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა

ნორვეგიის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისცა უფლება ნავთობკომპანიებს, განავითარონ ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლისთვისაც ინვესტიციები აღემატება 200 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (18,51 მილიარდ დოლარს). ამის შესახებ Reuters-ი წერს. მთავრობა ამბობს, რომ ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსები აუცილებელია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ის საჭირო იქნება ათწლეულების განმავლობაში. ნორვეგიის პარლამენტმა 2020 წელს შემოიღო დროებითი საგადასახადო შეღავათები, რათა ნავთობის სექტორში ინვესტიციები წაახალისოს. „ეს არის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი და სტაბილური შედეგის შენარჩუნებას ნორვეგიის კონტინენტური შელფიდან, ისევე, როგორც დასაქმების უზრუნველყოფას და სარგებლის მიღებას“, - განაცხადა ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ტერჟე ასლანდმა.  

რეზნიკოვი: უკრაინის კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა ჯერ კიდევ წინ არის

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თანახმად, ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე სოფლის ოკუპაციისგან გათავისუფლება კიევის დაგეგმილ კონტრშეტევაში მთავარი მოვლენა არ ყოფილა. Financial Times-თან ინტერვიუში რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინის ძირითადი რეზერვები, მათ შორის ბრიგადების უმეტესობა, რომლებმაც დასავლეთში წვრთნები ბოლო პერიოდში გაიარეს და აღჭურვილი არიან ნატო-ს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით, ოპერაციაში ჯერ კიდევ არ ჩართულან. ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევის ფარგლებში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, რომელიც გენერალურმა შტაბმა არ გაასაჯაროვა, რათა თავიდან აეცილებინათ ჯარების ადგილსამყოფელის გამჟღავნება. მისივე თანახმად, ზოგჯერ რუსული მხარეც არ აწვდის ინფორმაციას თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ ესა თუ ის ტერიტორია დაკარგეს. „ზოგჯერ რუსები არ აწვდიან ცნობებს თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ დაკარგეს გარკვეული ტერიტორია, მათ ეშინიათ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდების“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.  

ანდრია ჯაღმაიძე: საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ

საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე, კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფელებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იყოს მომართული მედიასაშუალებები. „ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს. პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე, ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი. ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისაკენ მოწოდებით. ამ დროს კი, საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ, ისევე როგორც ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ვერ აღმოვაჩენთ საზოგადოების შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. ამ ქმედებებიდან და დამოკიდებულებიდან ადვილად მივხვდებით, ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები. სიცხადისთვის აქვე მოვიყვანთ სტატისტიკას: ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალები მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ (წლები და რაოდენობა): 2012წ - 78; 2013წ - 136; 2014წ- 146; 2015წ - 143; 2016წ - 91; 2017წ – 295; 2018წ – 387; 2019წ – 1109; 2020წ - 866; 2021წ - 1038; 2022წ - 286. ჯამში: 4557. ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს”, - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.  

ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნებზე საუბრობს. მან უპასუხა შეკითხვებს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობად საქართველოს შესაძლო გამოყენების საკითხსა და შესაძლო სანქცირებაზე. „არ ვისაუბრებ შესაძლო სანქციებზე, კონკრეტულ შემთხვევებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კონკრეტული სისტემა შექმნილი. თუ ეს სისტემა გააგრძელებს მუშაობას, შევძლებთ, მოვახდინოთ აკრძალული საქონლის იდენტიფიცირება. ეს არის ახალი სისტემა, რომელსაც ვაუმჯობესებთ როგორც ჩვენთან, ისე აქ. ელექტროსაქონლით ვაჭრობა გარკვეული დროის განმავლობაში ლეგალური იყო - უკვე თებერვლის ბოლოსკენ, კონკრეტული ნივთებით ვაჭრობა გავხადეთ არალეგალური და უკვე ამის შემდეგ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში - ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტიანი. უნდა აღინიშნა, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. ემბარგოს შემდეგ, რუსული ექსპორტი აღდგა საქართველოში, ზოგიერთ გლობალურ კომპანიას შემოაქვს თავისი საქონელი საქართველოში თუ მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე თავად რუსეთში. ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ ამ დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში ვიზისიტის შემაჯამებენ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან. ელჩის თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. „ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და პასუხისმგებელნი არიან, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში. ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან და ასევე, სხვადასხვა პასუხისმგებელ სააგენტოებთან. ჩვენ ასევე შევხვდით ბიზნესსაზოგადოების, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს. ამ ტიპისა და ამ დონის შეხვედრები კარგად ასახავს იმ მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა. მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს იმ ტიპის მოწყობილობები, რასაც საომარი მოქმედებების წარმოებისთვის იყენებს. „ახლა ორი სიტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რომ რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს და კლავს უკრაინელ ხალხს. ჩვენ, როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი ყურადღებას ვამახვილებთ ელექტრონული მოწყობილობების იმ სახეობაზე, რაც ასე ვთქვათ გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე, ან კიდევ ფართო მოხმარების საქონელზე, არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარზე. გრძელდება რა ვაჭრობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ნივთებსა და საქონელზე, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა და დისკუსია ამ პერიოდის განმავლობაში და ეს, რა თქმა უნდა, არის ნაწილი იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რაც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ფოკუსირებულნი არიან, ხელი შეუშალონ ისეთი მოწყობილობებითა და აღჭურვილობებით ვაჭრობას, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს. „მსურს ორიოდე სიტყვით ვისაუბრო, რატომ არის ეს ძალისხმევა საჭირო და განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში უკანონო შეჭრის ფარგლებში. „აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერთიანდნენ, რათა ფოკუსირება მოახდინონ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ფოკუსირებულია სწორედ ამ მოწყობილობებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ სურსათზე, სასუქებზე ან სხვა ძირითადი მოხმარების საქონელზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ, მათ მიაღწიონ გლობალურ ბაზარს და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო. გრძელდება რა ეს ვაჭრობა, გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებულნი ვრჩებით იმ საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრძოლის ველისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.  

სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები

სანქციების კოორდინატორებმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან, ჯეიმს ო'ბრაიენმა და კუმარ აიერმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტიანად აღსრულების მიმართულებით. ჯეიმს ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება იმ პროდუქციაზე, რაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე. „ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს ის იარაღი, რაც მას სჭირდება უკრაინაში აგრესიული ომის საწარმოებლად და ხალხის დასახოცად. ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რაც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას", - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან. ელჩის თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. თავის მხრივ, კუმარ აიერიმ სანქციების შედეგებსა და ეფექტიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ სანქციების დამსახურებაა ის, რომ რუსეთის ბიუჯეტს 2%-იანი დეფიციტი აქვს, 45%-ით არის შემცირებული ბუნებრივი რესურსების გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთისთვის და ფრონტზე დეფიციტია იმ დასავლური პროდუქციის, რაც სამხედრო ტექნიკის და იარაღის განახლებისა და ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. „ვიცით, რომ რუსეთი არ შეჩერდება და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსულები", - განაცხადა კუმარ აერიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე რადიო თავისუფლების თანახმად.

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს აცხადებს, რომ პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. უწყების თანახმად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას - 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“.  

ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას

„ჩვენი შეხვედრებისა და ამ ურთიერთობების მთავარი მიზანია არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, მათ იციან, რომელი დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. „მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას და საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის, თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმ საქონლის მიწოდება რუსეთისთვის, რასაც იგი იყენებს ომის კამპანიისთვის და აქ არ არის საუბარი ერთ და ორ შემთხვევაზე. მთავარია, მას არ ჰქონდეს ეს შესაძლებლობა და ამ მიმართულებით ჩვენ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა. თავის მხრივ, კუმარ აიერის თქმითთ, საქართველოში 38 დასახელების ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ: „ამ საკითხზე მხოლოდ აქ არ ჩამოვსულვართ, ჩვენი ჯგუფი 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას“. „ხედავთ თუ არა სივრცეს, რომ რუსეთმა და რუსეთის მოქალაქეებმა, მათ შორის სანქცირებულმა პირებმა საქართველოში სანქციების გვერდის ავლა შეძლონ“, - კუმარ აიერმა ამ შეკითხვას უპასუხა. „მხოლოდ რამდენიმე სიტყვას დავამატებ, ვინაიდან სრულად ვიზიარებ ყველაფერს, რაც ელჩმა ო’ბრაიანმა განაცხადა, რამდენჯერმე გამეორდა ეს კითხვა და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ზუსტად ის 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული. მინდა, კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, ჩვენ საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში. ეს ჩვენი ერთობლივი ჯგუფი უკვე თითქმის 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ, რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც სწორედ ეს იყო და ასე ვაპირებთ გაგრძელებას“, – აღნიშნა კუმარ აიერმა.  

კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა

დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დასახელა. აიერმა დააზუსტა, რომ ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი ზუსტად 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. „ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა აიერმა. კუმარ აიერი ასევე ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკებს? „სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად სახმელეთო საზღვრების გზით ხდება, ახლა ვართ ფოკუსირებული, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რათა გამკაცრდეს საქონლის სახმელეთო გზით მიმოსვლის კონტროლი და მონიტორინგი", - განაცხადა კუმარ აიერიმა და დაამატა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება მეორე მიმართულება რომელიც, ასევე უნდა გაკონტროლდეს. ამავე პრესკონფერენციიდან კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას   სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები   ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი   ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში   ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში   კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას   ჯეიმს ო'ბრაიენი: ვიცით, რომ რუსებს სურთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად

კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს შესთავაზეს კონკრეტული წინადადება, რომ კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კუმარ აიერი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი. კუმარ აიერს კითხვა დაუსვეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, რაზეც კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს. „შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აიერმა განაცხადა, რომ მთავარი ფოკუსია „შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“. „შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა. ამავე პრესკონფერენციიდან: კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში  

ჯეიმს ო'ბრაიენი: ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად

„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის რამდენიმე მეზობელთან, რადგან ვიცით, რომ რუსებს სურთ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად და უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მეზობლებთან და რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ამ ქვეყანაში, არის მცდელობა გაამკაცრონ თავიანთი პოლიტიკა ისე, რომ რუსეთმა ნაკლებად შეძლოს მათი ტერიტორიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება. ჩვენ ამას ვხედავთ თურქეთის საჯარო განცხადებებში, ყაზახეთში და ასევე კარგ, ძალიან ვრცელ მუშაობაში საქართველოს სამთავრობო უწყებების მიერ“, - აღნიშნა ო'ბრაიენმა. ჯიმ ო’ბრაიენს კითხვა დაუსვეს, ერთ-ერთ საერთაშორისო მედიის მიერ მოყვანილ მის ციტატაზე.  ამავე პრესკონფერენციიდან: კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას    

აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია

კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა   სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები   ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი   ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში   ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში   კუმარ აიერმა ისაუბრა, რა წინადადება შესთავაზეს ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას   ჯეიმს ო'ბრაიენი: ვიცით, რომ რუსებს სურთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ომის მანქანის დასაფინანსებლად სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯეიმს ო'ბრაიენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორი, კუმარ აიერი თბილისში ვიზიტს აჯამებენ. აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია უკვე გამართეს. მოგვიანებით, მედიის შეკითხვებს უპასუხა სალივანმაც. ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის მიერთებული ევროკავშირის სანქციებზე და არ ახორციელებს სანქციებს, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის. „ჩემ მიერ ნახსენები მიზეზების გამო, საქართველო არ არის მიერთებული ევროკავშირის სანქციებზე და არ ახორციელებს სანქციებს, მაგრამ რაც ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, განსაკუთრებით, ეს ეხება 38 პროდუქტს, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს“, – განაცხადა ო’სალივანმა. დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად - სალივანი მისივე თანახმად, საქართველოში მნიშვნელოვან ზომებს იღებენ ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით. „თბილისში ვიმყოფებოდი ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, რომლის დროსაც შევხვდით საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, ზოგადი კონტექსტი თქვენთვის ცნობილია. რუსეთის მიერ უკრაიანაში უკანონო ფართოამასშტაბური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა უპრეცედენტო დონის სანქციები. ამ სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის უნარს, აწარმოოს ეს ომი, წაერთვას რუსეთის მთავრობას ამ ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავალი და რუსეთს დაეკისროს დიდი ეკონომიკური საფასური ამ სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის. ამჟამად ჩვენ კონკრეტულად ვსწავლობთ სანქციების გვერდის ავლის საკითხს, კონკრეტულად კი, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ბრძოლის ველზე საჭირო 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერ და რომლებიც გამოყენებულია რუსული იარაღის გასაძლიერებლად. ჩვენ განსკუთრებით ვართ შეშფოთებული, თუ ხდება ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამის გამო ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეში რამდენიმე ქვეყანაში ვიმყოფებოდით ვიზიტით, ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე და ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით საქართველოში. უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივ მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას. ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად. ისინი იღებენ მნიშვნელოვან ზომებს საქართველოდან ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, იმ სენსიტიურ 38 პროდუქტთან დაკავშირებით. იგივეა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, სადაც ისინი ძალიან ფხიზლად არიან. დევიდ ო’სალივანი თბილისში: გატარებული ზომები ძალიან მყარი გარანტიაა იმისა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდება დევიდ ო’სალივანმა განმარტა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან - დევიდ ო’სალივანი ჩვენ გულწრფელად შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ზომებით, რომლებიც მიღებულია. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ აქ ჩამოვედით პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ, ევროკავშირსა და საქართველოს გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი, რომელიც იმედია, ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი. სანქციების ეს საკითხი, რომლითაც გარკვეული დრო ვიქნებით მოცული, ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ, რომ ეს არ გახდეს დაბრკოლება ჩვენს მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობებისთვის. მოხარული ვარ, რომ რაც ბოლო ორ დღეში ვიხილეთ, ამის საფუძველს არ იძლევა. ეს ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო და ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლების კომენტარებით ირკვევა, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო, რომლებიც გამოიყენება რუსული იარაღის გასაძლიერებლად - დასავლეთს აშფოთებს, ხდება თუ არა ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ასევე გაირკვა ამ ვიზიტიდან, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება, თუმცა ფრენებიც უნდა გაკონტროლდეს. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი. ხსენებულ საკითხზე თბილისს წინადადებები უკვე წარედგინა: „შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა. მას ჰკითეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, რაზეც კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს.  

ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან - დევიდ ო’სალივანი

ჩემთვის ნათელია, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.  „სურვილი არ გვაქვს საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგალური ვაჭრობა დავაკნინოთ. ბევრი პროდუქტი არსებობს, რომელიც არაა სანქცირებული, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სექტორში. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რატომ არ უნდა გაგრზელდეს ეს ექსპორტი. რაც შეეხება საშუალოდან გრძელ პერსპექტივამდე, მეშინია, რომ რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივები არ არის მთლად იმედის მომცემი, უკვე ვხედავთ სანქციების გავლენას და მჯერა, რომ სანქციები კიდევ საკმაოდ დიდხანს დარჩება ძალაში. რომ წარმოვიდგინოთ ომის შეჩერება, რაც სამწუხაროდ ნაკლებად სავარაუდოა ამ მომენტში, რუსეთთან სხვა პრობლემებიც უნდა მოგვარდეს და სანქციები, ჩემი აზრით, 5-10 წელით კიდევ იქნება. და ყველამ ამ გარემოების მართვით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ეს საბოლოო ჯამში შეაჩერებს რუსეთის ეკონომიკას, უკვე ვხედავთ ამას, და რუსი ხალხის კეთილდღეობის დაკარგვას, რაც ბატონი პუტინის პოლიტიკური არჩევნების სამწუხარო შედეგია. აქ იმისთვის არ ვარ, რომ საქართველოს მთავრობას ან ქართულ ბიზნესს რჩევებს ვაძლევდე თუ სად მდებარეობს მათი საუკეთესო პერსპექტივები. რაც ნათელია ჩემთვის არის ის, რომ მომავალში თუ ჩაიხედავ - ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან ვაჭრობას,” - განაცხადა ო’სალივანმა. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია  

დევიდ ო’სალივანმა განმარტა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. მისი განმარტები, „ერთადერთი პრობლემა რუსეთთან პირდაპირ ფრენებში არის ის, რომ შემოსასვლელი პუნქტების გამრავლებასთან ერთად მეტი ყურადღებაც გჭირდება - ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციალურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში“. ო'სალივანმაუპასუხა კითხვას, რა არის საქართველოში ყველაზე სუსტი წერტილი სანქციების თავიდან არიდების კუთხით და რა როლს თამაშობს ამაში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა. „იმის თქვა შემიძლია, რომ საქართველო ყველა საჭირო ძალისხმევას იღებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ქვეყანა [სანქციებისთვის] გვერდის ასავლელ პლატფორმად არ იყოს გამოყენებული. და ყველა საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ამ ძალისხმევებს გააგრძელებენ… საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავდება. ბევრი გზა არსებობს, რომლითაც ხალხი ცდილობს, სანქციებს გვერდი აუარონ საბაჟო პუნქტების ან ყალბი დეკლარაციების გამოყენებით, და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან შთამბეჭდავი ზომები მიიღეს ამის მონიტორინგისთვის, და დასარწმუნებლად, რომ ეს არ მოხდება. ერთადერთი პრობლემა [რუსეთთან] პირდაპირ ფრენებში, რომლის თქმაც შემიძლია - თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება და ყოველი ეს შესასვლელი პუნქტი იგივენაირად გამოკტროლდება, როგორც უკვე არსებული პუნქტები და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება. ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციალურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მგონია, რომ საქართველოში ეს უფრო სუსტი წერტილია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც [რუსეთთან] სახმელეთო საზღვარი აქვს”, - განაცხადა ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია