ძებნის რეზულტატი:

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელორუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედროებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 27 ივნისს გამოცხადა, რომ რუსეთის ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც, კერძოდ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ამბოხს უკავშირდება, ბელორუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მისივე თანახმად, დღის მეორე ნახევარში არმია, მთელი შეიარაღებული ძალები, მათ შორის პოლიცია და სპეცრაზმი, სრულ მზადყოფნაში იქნება. რუსეთში ამბოხის მცდელობაზე საუბრისას ლუკაშენკამ შემდეგი განცხადება გააკეთა: „თუ რუსეთი დაიშლება, ჩვენ ყველანი ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიღუპებით“. მისივე მტკიცებით, „თუ არეულობა იქნებოდა, დასავლეთი ამით მაშინვე ისარგებლებდა“. პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია. 26 ივნისს, მან 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებოდნენ.  ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

პრემიერი სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ აიერს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებით საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტიან მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე, აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, - წერია ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი,  დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.  უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

უკრაინის ძალები შეტევას სამი მიმართულებით აგრძელებენ - გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებით შეტევით ოპერაციას აგრძელებენ. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. მიისვე თანახმად, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ხუთი მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ივნისის ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინული ძალები წინ მიიწევენ ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით, სადაც ქვეყანა შეტევით ოპერაციებს ატარებს. 26 ივნისს ზელენსკიმ დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე მდებარე ხორტიციის ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფი მოინახულა, სადაც მან რამდენიმე ჯარისკაცს ჯილდოები გადასცა. პრეზიდენტი ასევე ეწვია ტავრიის სარდლობას, რომელიც სამხრეთ ფრონტის ხაზს მოიცავს. „დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ვუსურვებ მათ კიდევ ბევრ ასეთ დღეს", - განაცხადა ზელენსკიმ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა 26 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის სოფელ როვნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს. ხსენებული დასახლება, რომელიც 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული, დონეცკი-ზაპოროჟიეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარეობს. უფრო ადრე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 8 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ იუწყებოდა. ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე მოგზაურობის დროს შეხვედრები გამართა გენერლებთან ვასილ ზუბანიჩთან, ალექსანდრე ტარნავსკისთან, იური სოდოლთან და ალექსანდრე სირსკისთან. 26 ივნისს, უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა სირსკიმ ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაიბრუნეს სევერსკი დონეცი-დონბასის არხის დასავლეთ ნაპირზეც. ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ.  

გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას 14 Leopard-ის ტიპის ტანკს გაუგზავნის

გერმანულმა კონგლომერატმა Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას ნიდერლანდების სახელით Leopard 2A4-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდის. კონტრაქტი ასობით მილიონი ევროს ღირებულებისაა და ტანკების მიწოდება უკრაინელი სამხედროებისთვის 2024 წლის იანვარში დაიწყება. მიწოდება მომავალ წელს დასრულდება. ეს არის Leopard 2 A4, რომელიც Rheinmetall-მა სხვადასხვა ქვეყნის მარაგებიდან შეიძინა. გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე, Gepard-ის ტიპის 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს და დამატებით, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს ნიდერლანდებმა და დანიამ უკვე განაცხადეს 2023 წლის აპრილში, რომ ტანკებს ერთობლივად შეიძენდნენ. უკრაინულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ წერდა, კიევი Leopard 2-ის ტიპის ტანკებს მიიღებდა. მათივე თანახმად, Rheinmetall-ის მიერ მიწოდებას დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ.  

CNN-ი: მოკავშირეები ურჩევდნენ კიევს, „პრიგოჟინის ამბოხების“ დროს არ დაერტყა რუსეთისთვის

უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის შიგნით წარმოქმნილი ქაოსი არ გამოეყენებინათ დარტყმისთვის. ამის შესახებ CNN-ი დასავლურ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ამერიკული ტელეარხის თანახმად, შიშობდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინასა და დასავლეთს განიხილავდა ძალებად, რომლებიც ეხმარებიან პრიგოჟინს და ემუქრებიან რუსეთის სუვერენიტეტს. CNN-ის თანამოსაუბრის თანახმად, უკრაინელ პარტნიორებთან საუბარში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრიგოჟინისა და მისი „ვაგნერის“ ამბოხება რუსეთის შიდა საქმეა. მოკავშირეები აფრთხილებდნენ უკრაინელებს, არ მოეხდინათ სიტუაციის პროვოცირება, არ ჩარეულიყვნენ საშინაო საქმეებში, არ დაერტყათ სამხედრო ობიექტებისთვის რუსეთის შიგნით და საბრძოლო შესაძლებლობები გამოეყენებინათ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. ცნობისთვის, აშშ-ის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა წუხელ, გვიან საღამოს გაკეთებულ კომენტარში განმარტა, რომ მოკავშირეებთან ვიდეოზარები განახორციელა, რომლის დროსაც ყველა თანხმდებოდა, რომ იმუშავებდნენ იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ მისცემოდა საბაბი, მომხდარი დასავლეთისთვის ან NATO-სთვის დაებრალებინა. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო: ევროკავშირს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთს ქართულმა მხარემ ფინანსური სანქციების რეჟიმის დასაცავად, მზადყოფნა დაუდასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირის საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან სანქციების განხორციელების საკითხებში დევიდ ო’სალივანთან და აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან სანქციების საკითხებში: ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან და კუმარ აიერთან. საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვეს, რომ ხსენებული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას სპეციალური წარმომადგენლის ოფისებთან, რისთვის მზადყოფნაც არაერთხელ გამოუხატავს ქართულ მხარეს მაღალი დონის შეხვედრებისას. „მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების საკითხში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროკავშირს, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს შესაბამისი სამსახურების მზადყოფნა ფინანსური სანქციების რეჟიმის დასაცავად, რაც არაერთხელ აღინიშნა როგორც პარტნიორების, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ შესაბამის ანგარიშებში, ისე სპეციალური მისიების მიერ საქართველოში განხორციელებული იმ ვიზიტების დროს, რომლებიც მიზნად ისახავდა ადგილზე ვითარების გაცნობას. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და სხვა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა ფინანსური სანქციების განხორციელების კუთხით და გამოხატეს მზადყოფნა აქტიური დიალოგის გასაგრძელებლად“, - წერია საგარეო უწყების ინფორმაციაში. მისივე თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ევროპული არჩევანის ურყეობა და ხელისუფლების მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი კუმარ იერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ოფისის უფროსი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ელჩები საქართველოში. პრემიერი სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა მიზეზი არსებობს, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა ვილნიუსის სამიტზე მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ არსებობს ყველა საფუძველი საიმისოდ, რომ კიევმა NATO-სგან მიწვევა ვილნიუსის სამიტზე მიიღოს. ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ იმისათვის, რომ სამიტის გადაწყვეტილებები შინაარსიანი იყოს. „NATO. ვილნიუსი. უკრაინა. არსებობს ყველა მიზეზი იმისა, რომ უკრაინას გაეგზავნოს პოლიტიკური მიწვევა,  შეუერთდეს ალიანსს. არსებობს სრული გაგება გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ გუნდთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც შინაარსიანი იყოს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა. NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება. ყველა დონეზე უკრაინულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცემული გარანტიები იმის შესახებ, რომ „უკრაინა გახდება ალიანსის წევრი", არ არის საკმარისი. ამის ნაცვლად, უკრაინა სთხოვს მოკავშირეებს, უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსის სრულუფლებიანი წევრობის მკაფიო პერსპექტივა. ასევე გაეცანით:   უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი   გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას   უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი  

უკრაინის ელჩი: ევროკავშირი რუსეთის დაშლის სცენარს განიხილავს

უკრაინის ელჩმა ევროკავშირში, ვსევოლოდ ჩენცოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არამხოლოდ თვალს ადევნებს რუსეთსი მიმდინარე მოვლენებს, არამედ, ინტენსიურ დიალოგშია ჩართული, მათ შორის უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 3,5 მილიარდი ევროთი გაზარდოს ევროპის სამშვიდობო ფონდის ზედა ზღვარი, რომელიც უკრაინაში გაგზავნილი იარაღისთვის ქვეყნებს კომპენსაციას უხდის. ელჩის შეფასებით, ეს არ არის დაკვირვება, ეს არის ევროკავშირის და მინისტრების (ევროკავშირის წევრი ქვეყნების) მხრიდან მოქმედების სურვილი. მისივე თანახმად, ევროკავშირი განიხილავს რუსეთში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის მის დაშლას. „ევროკავშირი დიდი ხანია, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისთვის რუსეთის დაშლის შემთხვევაში სცენარების შემუშავებას განიხილავს, სხვა საკითხებთან ერთად. ამ ომმა... რა თქმა უნდა, გააერთიანა და გაააქტიურა ევროკავშირი, მაგრამ ასევე გვასწავლა პროაქტიულად მოქმედება, რათა განვიხილოთ სხვადასხვა სცენარი და არ დავეყრდნოთ მხოლოდ რუსი ლიდერების მიდგომებს. ხვდებიან, რომ რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია და იქ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს", - განაცხადა უკრაინის ელჩმა. ცნობისთვის, აშშ-ის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა წუხელ, გვიან საღამოს გაკეთებულ კომენტარში განმარტა, რომ მოკავშირეებთან ვიდეოზარები განახორციელა, რომლის დროსაც ყველა თანხმდებოდა, რომ იმუშავებდნენ იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ მისცემოდა საბაბი, მომხდარი დასავლეთისთვის ან NATO-სთვის დაებრალებინა. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში "რეფერენდუმის" ჩატარება სურთ

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიაარა“, „მთავრობისა“ და „პრეზიდენტის“ მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრები „რეფერენდუმის" ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მიმართავენ. ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, „რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები“. „რეფერენდუმის“ ჩატარების ინიციატივის დაყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხევვაში საინიციატივო ჯგუფი სულ ცოტა 25 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, „რეფერენდუმის“ მოთხოვნით კი, სულ მცირე 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.  

ვახტანგ გომელაური უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, შანდორ პინტერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობას და მათი ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ვახტანგ გომელაურმა უნგრელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ორბანი: უნგრეთის დაზვერვის თანახმად, „ვაგნერის ამბოხება“ უმნიშვნელო მოვლენაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ვაგნერის ამბოხება“ უმნიშვნელო მოვლენაა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა. ორბანის თქმით, უნგრეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რუსეთში და მათი თქმით, „ეს არ არის მნიშვნელოვანი“. უნგრეთის პრეზიდენტი დასავლეთისგან განსხვავებით არ მიიჩნევს, რომ რუსეთში მომხდარმა პუტინი დაასუსტა. ორბანის თქმით, პრიგოჟინის კამპანია მოსკოვის წინააღმდეგ გავლენას არ მოახდენს უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. „ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა და ომი გრძელდება. ეს არ არის მოვლენა, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობისკენ, რადგან ამ ომს ყოველთვის მშვიდობის კუთხით ვუყურებ, რადგან მიმაჩნია, რომ მთავარია მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და როგორმე შევთანხმდეთ მშვიდობაზე. ეს მოვლენა ამაში არანაირ როლს არ თამაშობს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ, რასაც შემდეგი პასუსი გაცა: „არა, მე არ მივიჩნევ“. ორბანის განცხადებით, ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის. „მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგი პოზიციები და ქმედებები. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, ცუდია უნგრელებისთვის. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ივნისს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6284 ლარი იყო. ევრო 2.8774 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8663 ლარს შეადგენდა. ახალი კურსი ძალაში ხვალ შევა.  

ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება

ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ „შეწყვეტილი ამბოხის“ ავტორი, ევგენი პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება. ამის შესახებ BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება.  „უსაფრთხოების გარანტიები, როგორც იგი [პუტინი] გუშინ დაჰპირდა, გაცემულია. კი, ნამდვილად, დღეს ის ბელორუსშია. როგორი პირობაც დავდე: თუ გსურთ, რაღაც დრო, შეგიძლიათ, ჩვენთან იყოთ და სხვა... ჩვენ დაგეხმარებით“, ცხადია, მათი [„ვაგნერის“] ხარჯებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თანახმად, ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ ბელარუსის არმიაში ასეთი ქვედანაყოფი გამოადგებოდა. ბელორუსის ლიდერის თქმით, ის თანახმაა და ხრენინს მოუწოდა, ვაგნერელებს მოელაპარაკოს. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ

ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, რომლებიც სანქციების განხორციელების მიმართულებას კურირებენ, საქართველოში შეხვედრებს განაგრძობენ. საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შეხვედრისას ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ეს არჩევანი დღეს ისე მტკიცეა, როგორც არასდროს. მისივე განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად. „დელეგაციის წევრებთან დეტალურად იყო განხილული, თუ როგორ ეხმარება საქართველო აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მათ მიერ დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიითა და ფინანსური სისტემით სარგებლობას სანქციების თავის არიდების მიზნით. მისივე განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და მკაცრად კონტროლირდება ყველა საბაჟო თუ ფინანსური ოპერაცია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ ეხმარება საქართველო ევროკავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების მხრივ. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს ახალი სანქციების შესრულების კუთხით რისკების პრევენციის მხრივ პარტნიორების დახმარებას და დეტალურად მოხდება ამის განხილვა შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ძალიან პოზიტიური იყო ის შეფასება, რომელიც მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით საქართველოს მხრიდან დახმარების თვალსაზრისით და მოვისმინეთ მადლობა ამ თანამშრომლობის ნაწილში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე განცხადებით, საქართველო დღეს საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს დელეგაციის მხრიდანაც აღინიშნა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებას და აქედან გამომდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. „ვფიქრობ, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება როგორც ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე, რათა კოორდინირებული მუშაობით უფრო ეფექტიანი იყოს სავაჭრო ურთიერთობები და ასევე აცილებული იყოს რისკები, რომელიც შეიძლება სანქციების გვერდის ავლას ითვალისწინებდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო  თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი,  დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.  უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე განახლდა მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მდინარის ადიდების გამო იყო შეწყვეტილი

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით. დეპარტამენტის თანახმად, ხსენებულ მონაკვეთზე, დღეს დილას, უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდ. წყალწითელა და დროებით შეზღუდა საავტომობილო გზაზე მოძრაობა.  

გაერო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა 77 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა

უკრაინაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის თანახმად, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ მისიის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, დაკავებულებიდან 77 სიკვდილით დასაჯეს. გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა გამოავლინა თვითნებური დაკავებების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის წამების, არასათანადო მოპყრობისა და გაუჩინარების. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის მიერ დაკავებები განხორციელდა როგორც უკრაინაში, ასევე, რუსეთში. ანგარიშის ავტორების თქმით, საუბარია 72 მამაკაცსა და ხუთ ქალზე. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე, კიდევ ერთი დაკავებული გარდაიცვალა „წამების, პატიმრობის, არაადამიანური პირობების ან/და აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის შედეგად“. მთლიანობაში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 23 მაისამდე პერიოდში, რომელსაც კვლევა მოიცავს, გაეროს სადამკვირვებლო მისიამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე შეძლო, დაედასტურებინა 800-ზე მეტი ადამიანის თვითნებური დაკავების შემთხვევები. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაც არღვევდა საერთაშორისო სამართალს მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავებით, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბით. ანგარიშის მომზადებისას გაეროს ექსპერტებმა ათასზე მეტი ადამიანი - დაკავებულები, მათი ახლობლები, ადვოკატები, უფლებადამცველები და ოფიციალური პირები გამოჰკითხეს. ინტერვიუების დროს მიღებული ინფორმაცია შემოწმდა და ადგილზე დაკვირვებით, დოკუმენტებითა და ღია წყაროებიდან მიღებული ცნობებით დადასტურდა.

მედია: სტოლტენბერგის უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობაზე სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი დარჩება. ამის შესახებ ბრიუსელში დაფუძნებულ EURACTIV-ს ოთხმა წყარომ განუცხადა. Euractiv-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ სტოლტენბერგის მანდატი 28 ივნის გახანგრძლივდება. NATO-ს დიპლომატები მიუთითებენ სტოლტენბერგის უნარზე, გაუმკლავდეს სამხედრო ალიანსს კრიზისების დროს. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ვადის გახანგრძლივება დასავლეთის სამხედრო ალიანსს უფრო მეტ დროს აძლევს, რათა ფოკუსირება მოახდინონ უკრაინისადმი მოკლე და გრძელვადიან მხარდაჭერაზე. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება გასულ წელს ერთი წლით უკვე გაახანგრძლივა. ხსენებული გადაწყვეტილებაც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდებოდა.  

საფრანგეთმა ჰიპერბგერითი პლანერის პროტოტიპი პირველად გამოსცადა

საფრანგეთმა ჰიპერბგერითი პლანერის პროტოტიპი პირველად გამოსცადა. ამის შესახებ იუწყება ქვეყნის თავდაცვის შესყიდვების სააგენტო, რომელიც ცდილობს, ახალი სარაკეტო ტექნოლოგია განავითაროს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. პლანერის პროტოტიპის გაშვების წინ, საფრანგეთმა გამოსცა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც მოიცავს დაახლოებით 2000-კილომეტრიან დერეფანს საჰაერო და საზღვაო მოძრაობისთვის. ჰიპერბგერითი პლანერები შექმნილია ბირთვული ან ჩვეულებრივი ქობინების გადასატანად. ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, რომელთა ტრაექტორია ფიქსირდება გაშვებისას, ჰიპერბგერით პლანერებს მიმართულების შეცვლა დიდი სიჩქარით შეუძლიათ.  

ლატვიამ რუსეთი ოფშორული ქვეყნების სიაში შეიყვანა

ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2023 წლის პირველი ივლისიდან, რუსეთი დაბალი ან ნულოვანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებისა და ტერიტორიების სიაში შეიყვანოს. ლატვიის ფინანსთა სამინისტრომ მოუწოდა გადასახადის გადამხდელებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე მდებარე, დაფუძნებულ ან რეგისტრირებულ პირებთან ტრანზაქციებს. რუსეთის გარდა, ოფშორული იურისდიქციების სიაში ასევე შედიან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კოსტა რიკა და მარშალის კუნძულების რესპუბლიკა. ეს ქვეყნები დაემატა ოფშორული იურისდიქციების სიას, რადგან ისინი დაბეგვრის საკითხებზე ევროკავშირთან არ თანამშრომლობენ.   ლატვიის ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ ახალი დებულებები პირდაპირ თანხვედრაშია ევროკავშირის სიასთან და მის რეგულარულ განახლებასთან, რაც მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს შემდგომი რეგულარული ტექნიკური ცვლილებები და მოახდინოს ყველაზე ეფექტიანი და დროული რეაგირება.  

პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფო აფინანსებდა

„პრიგოჟინის ამბოხთან“ დაკავშირებულ 5-წუთიან მიმართვაში, „ვაგნერისთვის“ მადლობის გადახდიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა და 2022 წლის მაისიდან მიმდინარე წლის მაისამდე, სახელმწიფომ 86 მილიარდი რუბლი გადაიხადა კერძო სამხედრო დაჯგუფების ხარჯებისთვის. „მინდა, ყველამ იცოდეს ამის შესახებ. „ვაგნერის“ შენახვა სრულად იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროსგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს“, – განაცხადა პუტინმა სამხედროებთან შეხვედრისას. მისივე თანახმად, ვაგნერის“ მფლობელმა კომპანია „კონკორდმა“ ერთ წელიწადში 80 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.  ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.