ძებნის რეზულტატი:
პროკურატურის ცნობით, ბრალი წარუდგინეს კაცს, რომელიც შვილს მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდა
საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშულებას არ აძლევდა. „სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიშელი საქართველოში ბოლოდროინდელ ნაბიჯებს მიესალმა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი ევროკომიის მოხსენების მოლოდინის ფონზე მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს. ეს განცხადება მან ბრიუსელში, ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის წინ, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. მიშელმა განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე. სამიტს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც ესწრება. ევროკავშირი: რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, - განაცხადა შარლ მიშელმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.
რუსეთის მოქალაქეობაზე უარი კიდევ ერთმა მილიარდემა განაცხადა - Forbes
ბიზნესმენმა იგორ მაკაროვმა რუსეთის პასპორტზე უარი თქვა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. ის გახდა Forbes-ის სიაში მყოფი მეექვსე მილიარდერი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე. მაკაროვს აქვს კვიპროსის პასპორტი, რომელიც 2008-2012 წლებში ინვესტიციების სანაცვლოდ მიიღო. ბოლო წლებში ბიზნესმენი სამ ქვეყანაში - კვიპროსში, აშშ-სა და იტალიაში ცხოვრობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. Forbes-ის მონაცემებით, მილიარდერის ქონება 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაკაროვი ახლა მეხუთე ადგილზეა უმდიდრეს კვიპროსელებს შორის. რუსულმა Forbes-მა მილიარდერის წარმომადგენელს კომენტარი სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მაკაროვის ქონება 2,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მისი სიმდიდრის წყარო დღეს დასავლურ ბაზრებზე ინვესტიციებია. კერძოდ, მისი კომპანია „იტერა“ ფლობს კანადური ნავთობკომპანიის Spartan Delta Corp-ის წილის დაახლოებით 9%-ს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 150 მილიონი დოლარია. მაკაროვი არ არის პირველი რუსი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა, უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე. 2022 წელს Forbes-ის სიის რამდენიმე მოქმედმა და ყოფილმა წევრმა ერთდროულად განაცხადა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე. კერძოდ, ხსენებულ ბიზნესმენებს შორის არიან: საინვესტიციო კომპანიის - Freedom Finance-ის დამფუძნებელი, ტიმურ ტურლოვი (მიიღო ყაზახეთის მოქალაქეობა), საინვესტიციო კომპანია - Troika Dialog-ის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი, რუბენ ვარდანიანი (სომხეთში გადავიდა), ინვესტორი იური მილნერი (რომელიც მრავალი წელია, რუსეთში არ ცხოვრობს და აქვს ისრაელის პასპორტი), Revolut fintech სტარტაპის დამფუძნებელი, ნიკოლაი სტორონსკი, რომელის ფლობს ბრიტანულ პასპორტს და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი, ოლეგ ტინკოვი, რომელსაც კვიპროსის მოქალაქეობა აქვს.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი თურქეთში იმყოფება
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თურქეთს ეწვია. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, ინალ არძინბას სტამბოლის აეროპორტში თურქეთში „აფხაზეთის წარმომადგენელი“ იბრაჰიმ ავიძბა დახვდა. არძინბა „წარმომადგენლობის“ ოფისში შეხვედრას დაესწრო „აფხაზეთის კულტურის ცენტრების ფედერაციის“ თავმჯდომარის, მურატ მაჰარიას მონაწილეობით. „შეხვედრისას არძინბამ ხაზი გაუსვა თურქეთში თანამემამულეებთან მუშაობის გაღრმავების მნიშვნელობას, რუსი კოლეგების ჩართულობით აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას, ასევე საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურებას“. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, არძინბამ ანკარაში მორიგი შეხვედრა გამართა თურქეთში რუსეთის ელ ალექსეი იერხოვთან. აღსანიშნავია, რომ არძინბას უკრაინაში 2015 წლიდან ეძებენ. უკრაინის პროკურატურამ მას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მზადების საქმესა და სხვა დანაშაულებზე.
ელჩი დეგნანი: მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, გაიხსენონ ისტორია
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: „ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და უაღრესად მადლიერნი ვარ იმ მტკიცე პარტნიორობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, ერთად გვეკეთებინა ამდენი რამ ქართველი ხალხისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს შრომისმოყვარე გუნდს, კრის იარნგისა და იანგ მონტეიროს ხელმძღვანელობით დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს. დღევანდელი ღონისძიება შეუძლებელი იქნებოდა მათი გულუხვი მხარდაჭერის გარეშე. წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიკური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში, მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის. 4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ზეიმობენ ამერიკელები და თავისუფლებისმოყვარე უამრავი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც თარიღს, რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება დაცვის ღირსია. 4 ივლისი, ასევე, არის დღე, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ, მშვენიერ, მუდმივად განვითარების პროცესში მყოფ დემოკრატიულ სისტემა, რომლის გაუმჯობესებასაც 247 წელია, ესწრაფვიან ამერიკელები. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატია არის მმართველობა ხალხის მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. ეს არის სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობის პატივისცემას და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც შექმნილია კომპრომისისა და კონსენსუსის საფუძველზე ფუნდამენტური თავისუფლებებისა და თანაბარი უფლებების დასაცავად. ის ეფუძნება კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რომელიც ზღუდავს ძლევამოსილთა გავლენას და უმრავლესობის ტირანიას. ამერიკის დამფუძნებლებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ემსახურება ხალხს, და როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიხილეთ, ამ სისტემას მოაქვს მეტი პატივისცემა და კეთილდღეობა ეკონომიკური აღმავლობის, ინოვაციის, ხელოვნებისა და კულტურის ცოცხალი გარემოს სტიმულირებით. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო იზიარებს ამერიკის რწმენას, რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანაბარ უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე, არის საუკეთესიო გზა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ძვირფასი თავისუფლებების დასაცავად. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. ამერიკელებმა და ქართველებმა ეს იციან, იმიტომ, რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად ისევე, როგორც დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო. ისტორია, ასევე, ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა; მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა. საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს: იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში, თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები, ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიას და კულტურას, მათ შორის დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა - „რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე“. მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა. ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს. ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ - ამერიკელები და ქართველები - მშვიდობისა და თავისუფლების სახელით. ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო. ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან საბა ამბობდა „ძალა ერთობაშია“ მერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“.
ელჩი დეგნანი: საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში
ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოში მისიას ასრულებს. ამასთან დაკავშირებით, ელჩმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში ისაუბრა. „წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიკური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში, მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.
ელჩი დეგნანი: ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია
„ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო“, - ამასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში ისაუბრა. „ისტორია, ასევე, ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით. ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა; მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თანახმად, მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. „გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა. ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს. ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ-ამერიკელები და ქართველები-მშვიდობისა და თავისუფლების სახელით", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
ელჩი დეგნანი: რუსეთი ყოველთვის შეეცდება სანქციების გვერდის ასავლელად ახალი გზების ძიებას, ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს
აშშ-ის ელჩის განცხადებით, უნდა შეჩერდეს ისეთი დანიშნულების საქონლის ექსპორტირება რუსეთში, რაც ხელს უწყოს ადამიანების მკვლელობას ბრძოლის ველზე. ამით ელჩმა სანქციების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენ ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან გვაქვს და მრავალი წელია, მათთან ვთანამშრომლობთ - იქნება ეს საბაჟო სამსახური, სასაზღვრო პოლიცია თუ სხვა და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ საქონლის ნაკადი კონტროლსა და მონიტორინგს დაექვემდებაროს. მოგეხსენებათ, ეს რთული დავალებაა და ასევე ითქვა, რომ ეს მოითხოვს დიდ სიფხიზლეს, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს, როდესაც არსებობს სურვილი და ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რომ ისეთი ტიპის საქონელი, რაც მისთვის არის საჭირო, რუსეთში მოხვდეს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, მეზობლების მეშვეობით. ის ყოველთვის შეეცდება ახალი გძების ძიებას, ამიტომ, აუცილებელია მეტი ყურადღება, კონტროლი და მონიტორინგი“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა აშშ-ის საელჩოს თარგმანის თანახმად. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია
ზურაბიშვილი: ამერიკის იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს და სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას
თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. „თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელიც აღადგენს იმას, რაც ასეთი საფრთხის ქვეშ იყო - საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნების თანაარსებობას - ეს ყველაფერი თავიდან უნდა შეიქმნას. და როდესაც ეს თავიდან შეიქმნება, და ეს ნამდვილად შეიქმნება, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, ვინაიდან არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ტერიტორია ოკუპაციის ქვეშ დარჩეს. ვინაიდან ეს თუ იქნება დაშვებული, ჩვენი პარტნიორები თუ ამას დაუშვებენ, მაშინ რამდენიმე წელიწადში აღმოვაჩენთ, რომ ეს რუსეთი იმავეს აკეთებს, რასაც ახლა უკრაინაში. არჩევანი არსებობს, არჩევანი ყველას გვაქვს, უფრო გაერთიანებულები უნდა ვიყოთ, ჩვენი ფრონტი არ უნდა დაიშალოს. გაერთიანებულები უნდა ვიყოთ ერთ რამეში, რაც ხვალ უნდა მოხდეს - მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული სამყარო, რომელიც ადამიანის უფლებებს, მეზობლების პატივისცემას, ერთად ცხოვრებაზე არის დაფუძნებული. ეს სამყარო ერთად უნდა შევქმნათ და ამისთვის თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, ვინაიდან ამერიკა თავისუფალთა მიწა და მამაცთა სახლია და საქართველოც ასე აღიქვამს საკუთარ თავს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ელჩი დეგნანი: ძალადობა მიუღებელია
ამერიკის ელმა კელი დეგნანმა „თავდასხმების გახშირებულ ფაქტებზე“ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია. ამერიკის ელჩმა ძალადობრივი ქმედებების ერთგვარ ტენდენციაზე მიუთითა. „მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ქართველი ლიდერები, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, მკაფიოდ განაცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია. ეს თავდასხმები მკაფიოდ უნდა იყოს დაგმობილი“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თანახმად, ხალხი, რომელიც მის მიერ ჩადენილ ამ ძალადობას სოციალური ქსელის მეშვეობით აღიარებს, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე გამოძიების წარმართვა და ამის შედეგები საზოგადოებამ უნდა დაინახოს. კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ამის შესახებ ქართველი პოლიტიკური ლიდერები მკაფიონი იქნებიან. „რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც, ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. აქ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა. და ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ თავდასხმებს ნათლად დაგმობენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და ბრალდებები. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია”, - განაცხადა კელი დეგნანმა. საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს 27 ივნისს, საცხოვრებელ სახლთან სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან
მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან. „ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დღეს აქ ყოფნა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების გულწრფელი მოლოცვა თქვენთვის და ამერიკელი ხალხისთვის. მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში. საქართველო, ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ჩვენს მჭიდრო პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე. საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ერთად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო საზოგადოებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში. „მეგობრებო, ჩვენი ერის უახლესი ისტორია ჩვენი ძვირფასი თავისუფლების დასაცავად წარმოებულ ომებს მოიცავს. უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის იდეის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ჩვენი ძვირფასი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით, შეგვიძლია, რეალობად ვაქციოთ მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებები. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე და ერთგული პარტნიორია ამ რეგიონში. ქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ და ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ნება მომეცით, ქართველი ხალხის და ჩემი მთავრობის სახელით, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს. უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქარველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში! კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა. საზეიმო მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზურაბიშვილი: ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება აშშ
ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. „მინდა ყველას აშშ-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოგილოცოთ. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ აშშ ჩვენი დამოუკიდებლობიდან 30 წელზე მეტია, ჩვენს გვერდით დგას როგორც მეგობარი. ზურაბიშვილი: ამერიკის იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს და სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას იმ მომენტებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ რთული იყო, მაგრამ აშშ ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო. იგი ჩვენს გვერდით იყო სახელმწიფოს მშენებლობის ამ ძალიან გრძელ მარშში, რომელიც არავინ არ იცის როდის დასრულდება. ეს პროცესია, მაგრამ ამ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენ დახმარება გვაქვს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისას… ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდებით თქვენ [აშშ] და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება. გვჭირდებით, რათა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რომელიც ხელთ არის, აქ არის, ჯერ წევრობა არ არის, მაგრამ ძალიან არსებითი ნაბიჯია მანამდე, რომელიც ჩვენამდე უკრაინის მეშვეობით მოვიდა, უკრაინის იმ დაუჯერებელი ბრძოლის გამო მოვიდა. მაგრამ ჩვენ ასევე გასაკეთებელი გვაქვს საქმე და ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება ამ პოლიტიკურ მომენტში. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა NATO-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ, რათა უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ, რათა მივიღოთ გზა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად უზრუნველყოფილია და აღარ არის საფრთხის ქვეშ… თქვენი იმედი უნდა გვქონდეს დღეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამ აგრესიას უმკლავდება. იმედი გვაქვს, რომ რუსული იმპერიალიზმის რუსეთის ეს ახალი მანიფესტაცია ოდესმე წარსულში დარჩება, მაგრამ ახლა აქ არის და ისეთივე აქტიურია. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს რუსული პროპაგანდასთან დაპირისპირებაში, მათ მცდელობაში განავითარონ არახალი „რბილი პოლიტიკა”, როდესაც დასავლურ ღირებულებს თავს ესხმიან, რასაც ვხედავთ, რომ აქ, ამ ქვეყანაში ვითარდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ელჩი დეგნანი კობახიძის განცხადებაზე: ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს, თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია
მერიკის ელმა კელი დეგნანმა „თავდასხმების გახშირებულ ფაქტებზე“ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია. ამერიკის ელჩმა ძალადობრივი ქმედებების ერთგვარ ტენდენციაზე მიუთითა. „მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ქართველი ლიდერები, ყველა პოლიტიკური პარტიიდან, მკაფიოდ განაცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია. ეს თავდასხმები მკაფიოდ უნდა იყოს დაგმობილი“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თანახმად, ხალხი, რომელიც მის მიერ ჩადენილ ამ ძალადობას სოციალური ქსელის მეშვეობით აღიარებს, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე გამოძიების წარმართვა და ამის შედეგები საზოგადოებამ უნდა დაინახოს. კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ამის შესახებ ქართველი პოლიტიკური ლიდერები მკაფიონი იქნებიან. „რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ეს ასევე გავიგეთ, მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია და პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, მაშინ, ვფიქრობ, როგორც მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც, ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. აქ რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა. და ვფიქრობ, რომ ძალიან დადებითი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ცხოვრების ყველა გზიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ თავდასხმებს ნათლად დაგმობენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და ბრალდებები. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია”, - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, გუშინ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა. საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს 27 ივნისს, საცხოვრებელ სახლთან სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.
ელჩი დეგნანი: სანქციების კოორდინატორის გზავნილია - მადლობა თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით იყოთ
სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რა გზავნილი ჩამოიტანა აშშ-დან სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო'ბრაიენმა. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ყურადღების შენარჩუნება მუდმივად საჭიროა, რადგან რუსეთი ყოველთვის ეძებს ახალ გზებს სანქციების გვერდის ასავლელად. „ვფიქრობ, რომ როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმ კომპონენტების შეჩერებაზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ბრძოლის ველზე ხალხის მკვლელობის გაგრძელებაში ეხმარება. და სანქციების კოორდინატორმა ძალიან ნათლად თქვა, რომ საქართველოს ორგანოებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ. ბევრ მათგანთან ბევრი წლის განმავლობაში გვიმუშავია - საბაჟო, სასაზღვრო პოლიცია, ბევრი სხვა, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რათა აკონტროლონ საქართველოში რა შემოდის და რა გადის. ყველამ ვიცით, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა. ელჩი დეგნანი: რუსეთი ყოველთვის შეეცდება სანქციების გვერდის ასავლელად ახალი გზების ძიებას, ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოდუნდეს და მესიჯი, რომელიც სანქციების კოორდინატორმა ჩამოიტანა, იყო ის, რომ ეს საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ზეწოლაა რუსეთისგან, რათა ეს ნაწილები მიიღოს და ერთ-ერთ გზა საქართველოს მსგავს მეზობელ ქვეყნებზე გადის. ასე რომ, მესიჯი არის: „მადლობა თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის ამ სასიკვდილო ნაწილების ნაკადის შეჩერებაში და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით და ფხიზლად იყოთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ სანქციებისა და საექსპორტო კონტროლის გვერდის ავლაში რუსეთი ახალი გზების პოვნას ცდილობს“, - განაცხადა დეგნანმა მედიასთან 29 ივნისს, ამერიკის საელჩოში გამართული მიღების შემდეგ. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების კონკრეტული მისია ცნობილია
ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-სა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ
„მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. „უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ წელს კელი დეგნანი ბოლოჯერ მასპინძლობს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, ამერიკის ელჩის რანგში. ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის. „მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში! კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - განაცხადა პრემიერმა.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის ხარისხში აღადგინა რუსეთის წმინდა სინოდის მიერ დასჯილი რუსი მღვდელი
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის ხარისხში აღადგინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარი იოანე კოვალი, რომელმაც ლოცვაში სიტყვა - „გამარჯვების“ ნაცვლად, „მშვიდობა“ ახსენა. ეს მიზეზი დაადასტუა მოსკოვის ეპარქიის სპეციალური სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ვლადისლავ ციპინმა მიზეზი გამოცემა „პრავმირთანაც“. ციპინის თქმით, მღვდელმა საეკლესიო ხელმძღვანელობის განაწესის დარღვევით „ფიცის გატეხის“ დანაშაული ჩაიდინა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობამ კოვალს სასულიერო წოდება ჩამოართვა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია, ჩათვალა რა, რომ იგი მიღებული იყო არა საეკლესიო ნორმებით, არამედ - პოლიტიკური მოტივებით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს, რომელიც დასავლეთის მიერ არის სანქცირებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავის ქადაგებებში და გამოსვლებში არაერთხელ უთქვამს, რომ „რუსეთი არასოდეს არავის არ დასხმია თავს“ და კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთის ქვეყნებსა და გარკვეულ ანტისაეკლესიო ძალებს სდებდა ბრალს. ის ასევე ამბობდა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინაში ქვეყანას იცავენ.
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი 30 ივნისს ვიზიტით ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. „მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
პაპუაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით სარგებლებს მიიღებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა, ბელორუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას. „რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა, არანაირი გეგმა „ბე“ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებსაც რაღაც ისეთ აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო არეულობა, როგორც წავიდა იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისკენ, რომლებიც დღესდღეობით არ არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად იმ ხალხთან ერთად, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა - საქართველოს რკინიგზა
დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. რკინიგზაში აცხადებენ, ლიანდაგების მიმდებარედ ჩამოიშალა ნიადაგი. მათივე ინფორმაციით, ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. „კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები. საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაო. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია. დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას“,- აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. „უამინდობის გამო, შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფა-მოლითის გადასარბენზეც იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ - ამერიკელები და ქართველები - მშვიდობისა და თავისუფლების სახელით - ელჩი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო იზიარებს ამერიკის რწმენას, რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანაბარ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე, არის საუკეთესიო გზა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და თავისუფლებების დასაცავად. რონალდ რეიგანის ციტირებისას, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. „ამერიკელებმა და ქართველებმა კი, ეს იციან, იმიტომ, რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად ისევე, როგორც დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ“. ელჩი დეგნანი: ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია „მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა, როგორც აყვავებული, უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა. ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს. ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ - ამერიკელები და ქართველები - მშვიდობისა და თავისუფლების სახელით“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.