ძებნის რეზულტატი:
ადამიანის უფლებათა სახლი: შეშფოთებულები ვართ საქართველოში კულტურის სფეროში თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებით
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა სახლმა 23 ივნისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 53-ე სესიაზე მოხსენება წარადგინა, რითაც გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სერბეთისა და ხორვატიის მაგალითებზე ისაუბრა. საქართველოს შემთხვევაში ორგანიზაცია კულტურის ფეროში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე მიუთითებს და სოლიდარობას უცხადებს რეჟისორ სალომე ჯაშს და მის კოლეგებს. „საქდოკ ფილმი" კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს უფლებადამცველი ორგანიზაცია სალომე ჯაშის ფილმზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, ცენზურის დაწესების მცდელობა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ საფრთხეც იყოს. „საქართველოში ჩვენ გვაქვს შეშფოთება გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. კერძოდ, გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას კინორეჟისორ სალომე ჯაშისა და მის კოლეგებისადმი, რომელთა ბოლო ფილმს თავს დაესხნენ მთავრობის წარმომადგენლები კინოცენზურის ტენდენციებისა და მხატვრული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე“, - ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა სახლი აკრიტიკებს ახალ კანონს, რომელიც მედია თავისუფლებას კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის. სერბიასა და ხორვატიაში კი პრობლემად მიიჩნევა SLAPP (Strategic Litigation against Public Paritipation) სარჩელები. SLAPP-ად განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრული აშკარად უსაფუძვლო სარჩელები (ცილისწამების შესახებ), რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ, აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა.
ელჩის თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის იმედი ჰქონდეს
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურება საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი და აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის იმედი ჰქონდეს. „ევროკავშირისკენ მიმავალ გამოწვევბით სავსე, თუმცა სასარგებლო გზაზე წინსვლისთვის, საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდე“, - წერს ელჩი Twitter-ზე. თავის მხრივ, ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს „დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ასოცირების შეთანხმება არის ეტაპი, რომელიც აძლიერებს კავშირს პარტნიორებს შორის. რეფორმები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ვულოცავთ საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს“, - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2014 წლის 18 ივლისს. 2016 წლის პირველი ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. პირველი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. ამ დღიდან ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.
შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა. „ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ. შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები“, - ამბობს მიშა მშვილდაძე. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას კონტრშეტევით ოპერაციებს დაეხმარება და მის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. პენტაგონის განცხადებით, ჯავშანტექნიკა, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები და კრიტიკული მნიშვნელობის საბრძოლო მასალა კიევს საშუალებას მისცემს, რუსეთს მის აგრესიულ ომში წინააღმდეგობა გაუწიოს. შეგახსენებთ, აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ოფიციალურად დღეს გამოცხადდა, თუმცა ამის შესახებ Reuters-ი 26 ივნისს წერდა. ახალ პაკეტშია: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot-ი ანტისაჰაერო სისტემებისთვის; Stinger-ის ანტისაჰაერო სისტემები; დამატებითი რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის; განაღმვითი აღჭურვილობ; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები; Bradley-ს ტიპის 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა; 25 Stryker-ის ჯავშანმანქანა; TOW-ი რაკეტები; Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები; HARM-ის რაკეტები, და სხვა აღჭურვილობა; მთლიანობაში აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
სანქციების საკითხებში ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას, უწყების თანახმად, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის. „მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით და ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს, როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო კვლავ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, რათა ქვეყანამ გააგრძელოს სანქციების ნაწილში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, - წერია უწყების ინფორმაციაში. შეხვედრას დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ სიჭინავა და შემოსავლების სამსახურის სხვა წარმომადგენლები. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებით ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში და ის ღონისძიებები, რომელიც შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს აქვს განხორციელებული აღსრულების მიმართულებით, ნამდვილად სანიმუშოა მსოფლიოში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა შეხვედრის შემდეგ. როგორც მან განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, კი, შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები სანქციების აღსრულების მიმართულებით, რამაც მაღალი შეფასება დაიმსახურა. „სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და შევთანხმდით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფში პირველი ადგილით გავიდა. შეხვედრის ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში იქნება ის გუნდი, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა. საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალს „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.
სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს
სახალხო დამცველის აპარატი „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო. შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო „სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ
„ვაგნერის“ გადაადგილება ბელორუსში, ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია. ხსენებული განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გააკეთა. პოლონეთის პრეზიდენტის თანახმად, NATO-ს წარმომადგენლებმა, 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა განახორციელონ, რათა გააუმჯობესოს თავდაცვის დაგეგმვა და უზრუნველყოს მოკავშირეთა ძალების უფრო სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები. ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება „ახლა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებას ვაძლიერებთ. ვხედავთ რა ხდება აღმოსავლეთით. „ვაგნერის” ჯგუფი ბელორუსში გადაადგილდება, რაც ჩვენთვის უკიდურესად ნეგატიური სიგნალია და ამას ჩვენს მოკავშირეებამდე მივიტანთ”, - განაცხადა დუდამ. აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება ასევე მოითხოვეს ლატვიაში. „ვაგნერის“ ჩასვლა ბელორუსში, უნდა განიხილებოდეს NATO-ს სამიტისა და ყველა დისკუსიის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ თავდაცვის, შეკავების და საჭირო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აუცილებელია აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა. 26 ივნისის განცხადების თანახმად კი, ვიდრე ოფიციალურად განაცხადებდნენ, რომ ლუკაშენკო ბელორუსშია, ლიეტუვის პრეზიდენტი ამბობდა, რომ პრიგოჟინი თუ ბელორუსში აღმოჩნდება, ლიეტუვა NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას მოითხოვს. ნაუსედამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელორუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას. „თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა. რას პასუხობს სტოლტენბერგი ლიეტუვის წინადადებას აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე გარდა ამისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ გადაადგილების სისწრაფემ აჩვენა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვა უნდა გაძლიერდეს. „ჩვენი ქვეყნების საზღვრები ამ აქტივობიდან სულ რაღაც ასეულ კილომეტრშია, ასე რომ, შესაძლოა მათ 8-10 საათი დასჭირდეთ, რომ მოულოდნელად გამოჩნდნენ სადღაც ბელორუსში, ლიეტუვასთან ახლოს. ეს ქმნის უფრო არასტაბილურ, არაპროგნოზირებად გარემოს ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ბალტიის რეგიონის დაცვის საკითხს“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ბელორუსი NATO-ს წევრ ლატვიას, ლიეტუვას და პოლონეთს ესაზღვრება. „საფრანგეთი შეიძლება იყოს ღირებული პარტნიორი ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში. ჩვენ ვიცით ფრანგული ტექნოლოგიების შესახებ და ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი შეკავების სტრატეგიის ნაწილი, რათა „ვაგნერმა“ და არცერთმა რუსმა სამხედრომ არ იფიქროს ბალტიის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთაზე“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ორშაბათს, გერმანიამ განაცხადა, რომ მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტოლტენბერგი: მოსკოვს და მინსკს მკაფიო გზავნილი გადავეცით, NATO თავისი წევრების დასაცავად არსებობს
„ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი მზადყოფნა და სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით, უფრო მაღალი მზადყოფნის ძალებითა და მეტი შესაძლებლობებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სანდო შეკავება და თავდაცვა მთელი ალიანსისთვის. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ NATO-ს მომავალ სამიტზე, სულ რამდენიმე დღეში“, - ასე პასუხობს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წევრების შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრიგოჟინის ბელორუსში ჩასვლა, უსაფრთხოების მეტ ზომას მოითხოვს. „აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი მოსკოვს და მინსკს, რომ NATO არსებობს, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი. ჩვენ ამას ვაკეთებთ კომუნიკაციის საშუალებით, მაგრამ ასევე ჩვენი ქმედებებით უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ინვესტიციების განხორციელების გზა. ამდენად, მოსკოვში ან მინსკში არ არსებობს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დავიცვათ მოკავშირეები ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება „ვაგნერის“ ძალების გადაადგილების საბოლოო შედეგები“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. სტოლტენბერგმა დამაზუსტებელ შეკითხვას უპასუხა: „რამდენად შეშფოთებული ხართ პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნით და NATO-ს რა გარანტიები შეუძლია, მისცეს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ წევრებს, რომლებიც დღეს გამოხატავენ შეშფოთებას ამ ნაბიჯის გამო? რა შეუძლია გააკეთოს NAT0-მ ამ შეშფოთების შესამსუბუქებლად?“ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ „მჯერა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება იმ ფაქტს, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია და, სავარაუდოდ, მისი ძალების ნაწილი ასევე განთავსდება ბელორუსში. ჯერ ადრეა საუბარი. მაგრამ ჩვენ დავაკვირდებით და დავრწმუნდებით, რომ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით ის მოკავშირეები, რომლებიც ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებს წარმოადგენენ. ბელორუსის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა ლიეტუვაა. მე ვიყავი იქ გუშინ და ვნახე, როგორ ატარებენ წვრთნებს NATO-ს ჯარები, გერმანული ჯარები. ჩვენ ვნახეთ გერმანიის, როგორც NATO-ს მოკავშირის, განცხადება ლიეტუვაში მისი ყოფნის შემდგომი გაზრდის შესახებ.ასე რომ, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, გვყავს ძალები, გვაქვს გეგმები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და გადაწყვეტილება, განვათავსოთ ის, რაც საჭიროა, როცა საჭიროა, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან მიმართებით, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს არის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, მოსკოვისა და მინსკის ჩათვლით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისათვის, 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
გუბერნატორმა „პრიგოჟინის ამბოხების" დღეს დაღუპული 2 მფრინავის ვინაობა დაასახელა
დასავლეთის მიერ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ მიერ რუსეთის არმიის ვერტმფრენის ჩამოგდებისას დაღუპული 2 სამხედროს ვინაობა დაასახელეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს. რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დაღუპულ „გმირ მფრინავებს“ შორის არიან ფსკოვის გარნიზონის სამხედროები, ვერტმფრენ კა-52-ის ეკიპაჟის წევრები, ალექსეი ვოროჟცოვი და დენის ოლეინიკოვი. ცნობილია „პრიგოჟინის ამბოხების“ დროს დაღუპული კიდევ ერთი რუსი მფრინავის ვინაობა. 24 წლის კირილ ბაბაევის მამამ, ანდრეი ბაბაევმა გამოცემა „ასტრას“ განუცხადა, რომ შვილის ცხედრის ამოსაცნობად არ ყოფილა, რადგან განუცხადეს, რომ ამოსაცნობი არაფერია. რაც შეეხება „ვაგნერელების“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვას, ბაბაევი ამბობს, რომ „თუ საქმის დახურვის სიტყვა პრეზიდენტმა მისცა, ეს სამართლიანია“. გავრცელებული ცნობებით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, 24 ივნისს, „ამბოხების“ დღეს, რუსეთის არმიამ 13 მფრინავი, 6 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი დაკარგა. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. 26 ივნისს, პრიგოჟინმა 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. 27 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია. რუსეთში, შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურულად გამოაცხადეს. პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფო აფინანსებდა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტოლტენბერგი პოტენციურ მოწინააღმდეგეებში მოსკოვთან ერთად მინსკსაც მოიაზრებს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „მკაფიო გზავნილით“ პასუხობს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წევრების შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრიგოჟინის ბელორუსში ჩასვლა, უსაფრთხოების მეტ ზომას მოითხოვს. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO თავისი წევრების დასაცავად არსებობს და ეს გზავნილი მოსკოვსა და მინსკს მიეწოდათ. ჰააგაში 27 ივნისს გაიმართა NATO-ს წევრი პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის, ალბანეთის, ნიდერლანდების, ბელგიის და ნორვეგიის ლიდერების და NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა, რის შემდეგაც განცხადებები ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. „აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი მოსკოვს და მინსკს, რომ NATO არსებობს, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი. ჩვენ ამას ვაკეთებთ კომუნიკაციის საშუალებით, მაგრამ ასევე ჩვენი ქმედებებით უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ინვესტიციების განხორციელების გზა. ამდენად, მოსკოვში ან მინსკში არ არსებობს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დავიცვათ მოკავშირეები ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება „ვაგნერის“ ძალების გადაადგილების საბოლოო შედეგები“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. სტოლტენბერგმა დამაზუსტებელ შეკითხვას უპასუხა: „რამდენად შეშფოთებული ხართ პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნით და NATO-ს რა გარანტიები შეუძლია, მისცეს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ წევრებს, რომლებიც დღეს გამოხატავენ შეშფოთებას ამ ნაბიჯის გამო? რა შეუძლია გააკეთოს NAT0-მ ამ შეშფოთების შესამსუბუქებლად?“ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ „მჯერა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება იმ ფაქტს, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია და, სავარაუდოდ, მისი ძალების ნაწილი ასევე განთავსდება ბელორუსში. ჯერ ადრეა საუბარი. მაგრამ ჩვენ დავაკვირდებით და დავრწმუნდებით, რომ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით ის მოკავშირეები, რომლებიც ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებს წარმოადგენენ. ბელორუსის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა ლიეტუვაა. მე ვიყავი იქ გუშინ და ვნახე, როგორ ატარებენ წვრთნებს NATO-ს ჯარები, გერმანული ჯარები. ჩვენ ვნახეთ გერმანიის, როგორც NATO-ს მოკავშირის, განცხადება ლიეტუვაში მისი ყოფნის შემდგომი გაზრდის შესახებ.ასე რომ, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, გვყავს ძალები, გვაქვს გეგმები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და გადაწყვეტილება, განვათავსოთ ის, რაც საჭიროა, როცა საჭიროა, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან მიმართებით, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს არის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, მოსკოვისა და მინსკის ჩათვლით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისათვის, 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
NYT: პრიგოჟინს შესაძლოა, რუსი გენერლების მხარდაჭერა ჰქონდა, სერგეი სუროვიკინმა პრიგოჟინის გეგმების შესახებ იცოდა
27 ივნისს New York Times-თან საუბრისას ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამერიკული გამოცემის თანხმად, აშშ-ის ოფიციალური პირები ამჟამად ცდილობენ დაადგინონ, ეხმარებოდა თუ არა გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინს ქმედებების დაგეგმვაში და მხარს უჭერდნენ თუ არა აჯანყებას სხვა რუსი სამხედროები. New York Times-ის თანახმად, თუ დადასტურდება, რომ გენერალ სუროვიკინს ხსენებულ პროცესებთან კავშირი აქვს, ეს იქნება მნიშნელოვანი ფაქტორი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებული დაპირისპირების გაღვივების თვალსაზრისით. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. 26 ივნისს, პრიგოჟინმა 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. 27 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია. რუსეთში, შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურულად გამოაცხადეს. პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფო აფინანსებდა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში. ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს. ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე. ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.
აშშ-მ „ვაგნერთან“ დაკავშირებულ 4 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
CNN-ის თანახმად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ვაგნერის“ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ ოთხ კომპანიას, რომლებიც ოქროთი უკანონო ვაჭრობაში იყვნენ ჩართული და ერთ პირს, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობდა, სანქციები დაუწესა. დასანქცირებული პირი ანდრეი ივანოვია, რომელიც მალიში „ვაგნერის“ ჯგუფის სხვადასხვა ქმედებებში იყო ჩართული. სანქციების სამიზნე გახდა კომპანიები რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რომლებიც „ჩართული იყვნენ ოქროთი უკანონო ვაჭრობაში „ვაგნერის“ ჯგუფის დასაფინანსებლად, მისი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად და გაფართოებისთვის, მათ შორის უკრაინასა და აფრიკაში“. „ვაგნერის“ ჯგუფი თავის სასტიკ ოპერაციებს ნაწილობრივ აფინანსებს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და მალი. შეერთებული შტატები გააგრძელებს „ვაგნერის“ შემოსავლების ნაკადებზე თავდასხმას, რათა შემცირდეს მისი გაფართოება და ძალადობა აფრიკაში, უკრაინასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში“, - განაცხადეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში. პრიგოჟინთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. სპიკერმა მეთიუ მილერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველგან, სადაც „ვაგნერი“ მიდის, უბედურების კვალს ტოვებს. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. 26 ივნისს, პრიგოჟინმა 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. 27 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია. რუსეთში, შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურულად გამოაცხადეს. პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფო აფინანსებდა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კიევში ისრაელის ელჩის კომენტარმა რუსეთის „უკმაყოფილება“ გამოიწვია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ისრაელის საქმეთა დროებითი რწმუნებული რონენ კრაუსი დაიბარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიზეზად კიევში ისრაელის ელჩის, მიხაილ ბროდსკის განცხადებები დაასახელა. მანამდე მარია ზახაროვამ „მკრეხელური“ უწოდა უკრაინაში ისრაელის ელჩის, მიხაელ ბროდსკის მიერ პორტალ Iton TV-ისთან ინტერვიუში ნათქვამს, რომ სტეპან ბენდერას, რომან შუხევიჩისა და ანდრეი მელნიკის მიმართ ებრაელებისა და უკრაინელების განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, „უკრაინელებისათვის ისინი არიან გმირები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ“. მარია ზახაროვამ თავისი ტელეგრამ არხი გამოიყენა ისრაელის ელჩისთვის იმის შესახსენებლად, რომ „უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ანტისემიტური პოლიტიკის კვალდაკვალ, ასე მსჯელობდნენ 1930-იან წლებში ისინი, ვინც ჰიტლერს უწევდა სპონსორობას“. „თუ მიხაილ ბროდსკის აზრით, კიევს უფლება აქვს ასეთ გმირებსა და იდენტობაზე, მაშინ ეს უკვე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრობლემაა“, - წერდა ზახაროვა. მის კომეტარს ისრაელის პასუხი მოჰყვა. კერძოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. საგარეო უწყების სპიკერის თანახმად, ისრაელის პოლიტიკა უცვლელი დარჩება და არასოდეს არ დაუჭერს მხარს დამნაშავეების, ჰიტლერის რეჟიმთან მოთანამშრომლეებისა და ებრაელების ხოცვაში მონაწილეთა გამართლებას. მაგრამ არავის აქვს უფლება, რომ ისრაელსა და მის ოფიციალურ პირებს ისტორიის დსამახინჯებით ასწავლოს, თუ როგორ შეინახონ ხსოვნა ჰოლოკოსტზე ან ომზე. „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა წაუკითხოს ისრაელს, მის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის დიპლომატებს ლექცია იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცავდეთ ჰოლოკოსტის ხსოვნას“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლიორ ჰაიატის ოფიციალური Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ: ლუკაშენკოს მიერ პრიგოჟინის მიღება კიდევ ერთი მაგალითია, რომ ის კრემლის და პუტინის ინტერესებისთვის მოქმედებს
აშშ-ის შეფასებით, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, მისალმებოდა პრიგოჟინს ბელორუსში, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მან ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ინტერესები ბელორუსი ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის განმარტებით, ლუკაშენკო აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას არა საკუთარი ხალხის, არამედ კრემლის ინტერესებისთვის. „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მათ („ვაგნერის“) მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ქვეყნების ინტერესებს, სადაც ისინი მოქმედებენ, და ჩვენ განვაგრძობთ მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა. აშშ-მ „ვაგნერთან“ დაკავშირებულ 4 კომპანიასა და ერთ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა მას ასევე დაუსვეს შეკითხვა პუტინის აღიარებაზე, რომ ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილ „ვაგნერს“ რუსეთის სახელმწიფო აფინანსებდა. _არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო? ჰკითხეს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს. „ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია, არის ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ მათი პასუხისმგებლობისთვის. და შეერთებულმა შტატებმა გადადგა კიდევ ერთი - რიგი ნაბიჯები - „ვაგნერისთვის“ სანქციების დაწესება; პრიგოჟინისთვის ბრალი წაყენება. და ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას. მე არ ვფიქრობ, რომ კატეგორიის მინიჭება ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანია. სპიკერმა მეთიუ მილერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველგან, სადაც „ვაგნერი“ მიდის, უბედურების კვალს ტოვებს. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“, - განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. 26 ივნისს, პრიგოჟინმა 11-წუთიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა, თუმცა არ გაუმხელია, სად არის ჩაწერილი ეს მიმართვა. ამავე საღამოს სატელევიზიო გამოსვლაში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელებს“ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში ინტეგრირება ან ბელორუსში წასვლა შეუძლიათ. 27 ივნისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია. რუსეთში, შეიარაღებული ამბოხებების ფაქტზე აღძრული საქმე დახურულად გამოაცხადეს. პუტინმა აღიარა, რომ „ვაგნერს“ სახელმწიფო აფინანსებდა. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების ფონზე, მთიანი ყარაბაღის არეალში სროლის შესახებ იუწყებიან
სომხური მედიის თანახმად, აზერბაიჯანის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მის პოზიციებს ცეცხლი მთიანი ყარაბაღიდან გაუხსნეს, დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. აშშ მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც ერთად მუშაობენ გრძელვადიანი და ღირსეული შეთანხმების მისაღწევად, დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე. „დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის გასაღებია“, - აღნიშნა ბლინკენმა. 27 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან. მოგვიანებით შეხვედრა სამმხრივ ფორმატში გაიმართა. 27 ივნისს ვაშინგტონში სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკების რაუნდი დაიწყო.
კახა კალაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოწვევა არ მიუღია
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოწვევა არ მიუღია. „მე მოწვევა არ მიმიღია და ვერც მონაწილეობას მივიღებდი. ბოლოს როდის გახსოვს, რომ ეგეთ შეხვედრაში მეთამაშოს?!" - აღნიშნა კალაძემ. კითხვას, მოწვევის შემთხვევაში, მიიღებდა თუ არა მატჩში მონაწილეობას, კალაძე პასუხობს, რომ კი, თუკი დროს გამონახავდა.„კი, ვნახავდი. თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა?!,“ - განაცხადა კალაძემ.5 აგვისტოს, ლონდონში, მატჩი Game4Ukraine გაიმართება, რომლის მიზანი ჩერნიჰივის ოლქში, ომის შედეგად დანგრეული სკოლის აღდგენისათვის ფულის შეგროვებაა.
ასაკის დათვლის საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლის გამო, სამხრეთ კორეელეები 1-2 წლით „ახალგაზრდავდებიან“
სამხრეთ კორეაში ასაკის დათვლის ტრადიციული მეთოდი საერთაშორისოდ აღიარებულმა სისტემამ ჩაანაცვლა. ამის გამო, სამხრეთ კორეელების უმეტესობის ახლანდელ ასაკს 1-2 წელი დააკლდება. The Guardian-ის თანახმად, სულ უფრო არაპოპულარული მეთოდის გამო, აქამდე სამხრეთ კორეელებს დაბადებისთანავე ერთი წელი ენიჭებოდათ და ყოველი წლის პირველ იანვარს კიდევ ერთი წელი ემატებოდათ. შედეგად, 31 დეკემბერს დაბადებული ბავშვი ახალი წლის დადგომისთანავე 2 წლის ხდებოდა. კანონი ძალაში დღეიდან შევიდა. ძველმა სისტემამ ბოლო წლებში პოლიტიკოსების კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მათი თქმით, ეს იწვევდა დაბნეულობას და დანარჩენ სამყაროსთან შეუსაბამობას ავლენდა.
პენტაგონის ცნობით, „ვაგნერის“ დაქირავებულები უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ რუსეთში შეიარაღებული ამბოხის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე რჩება. პენტაგონის წარმომადგენელს რუსი დაქირავებულების ადგილმდებარეობა არ დაუზუსტებია. „რაც შეეხება “ვაგნერელების“ კონკრეტულ დისლოცირებასა და გადადისლოცირების შესაძლებლობას, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებას არ ვაპირებ“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა. მისივე თქმით, რუსეთში მომხდარი მოვლენების გამო აშშ-ს ჯარების განლაგებაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა. „ჩვენ ვერ დავინახეთ ვერაფერი, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, რაიმე იძულებით კორექტირებას მოითხოვდეს", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. აშშ-ის შეფასებით, ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, მისალმებოდა პრიგოჟინს ბელორუსში, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მან ვლადიმერ პუტინისა და კრემლის ინტერესები ბელორუსი ხალხის ინტერესებზე მაღლა დააყენა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ, მეთიუ მილერის განმარტებით, ლუკაშენკო აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას არა საკუთარი ხალხის, არამედ, კრემლის ინტერესებისთვის.