ძებნის რეზულტატი:
უკრაინა რუსეთის დანაკარგების შესახებ იუწყება
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციით, რომელიც, 2022 წლის 24 თებერვლიდან 21 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, რუსეთმა დაახლოებით 240 690 ჯარისკაცი დაკარგა. 4 133 ტანკი; 8 080 ჯავშანტექნიკა; 4 610 საარტილერიო სისტემა; 692 სარაკეტო სისტემა; 440 საზენიტო საბრძოლო სისტემა; 315 თვითმფრინავები. 310 - ვერტმფრენი; 3 933 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი;1 298 ფრთოსანი რაკეტა; 7 145 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები; 18 გემი/ნავი/კატარღა; 686 სპეციალური აღჭურვილობა. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 680 სამხედრო, 15 ჯავშანტექნიკა, 18 საარტილერიო სისტემა და 4 ტანკი.
უნგრეთი უკრაინისთვის €20 მილიარდიანი ფონდის შექმნის მხარდაჭერის სანაცვლოდ, პირობის დაკმაყოფილებას ითხოვს - მედია
უკრაინის სამხედროებისთვის 20 მილიარდი ევროს ღირებულების დაფინანსებაზე უნგრეთი უარს ამბობს. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 20 ივლისს ევროკავშირში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ევროკავშირი უკრაინის არმიის მხარდაჭერის მიზნით, €20-მილიარდიან ფონდს შექმნის და ქვეყნის უსაფრთხოების ვალდებულებებს იტვირთავს - Politico 20 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მოცულობის წლიური სამხედრო დახმარების გამოყოფის შესაძლებლობა განიხილეს. უნგრეთის განცხადებით, ფონდის შექმნას მხარს არ დაუჭერს, ვიდრე უკრაინა „ომის სპონსორების“ სიიდან არ ამოიღებს უნგრულ ბანკს OTP-ს. „ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება ახალ ფინანსურ ვალდებულებაზე, ვიდრე OTP-ს საკითხი არ მოგვარდება," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა. უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ კატალინ ნოვაკმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად, უკრაინის მთავრობის მოწვევა მიიღო.
CIA-ს დირექტორი: პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს, უილიამ ბერნსს სჯერა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამჟამად მინსკში, ბელორუსში იმყოფება, როგორც ეს მის ბოლო ვიდეოში ჩანს. „ის ცოტათი გადაადგილდა. ვფიქრობ, ბოლო დროს მინსკში იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ მინსკის გარეუბანში პენსიაზე გასვლას გეგმავს, მაგრამ მან დრო რუსეთშიც გაატარა", - განაცხადა ბერნსმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე. ბერნსი ხაზს უსვამს, რომ გაკვირებული იქნება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას, რადგან პუტინი, „ანგარიშსწორების უკანასკნელი მოციქულია.“ „პრიგოჟინი რომ ვიყო, ჩემს საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი," - აღნიშნა ბერნსმა. ბერნსის განცხადებით, რუსეთის ელიტაში და მის ფარგლებს გარეთ ახლა ბევრი უკმაყოფილებაა და დაზვერვის სამსახური არ კარგავს შესაძლებლობას, რომ ამით ისარგებლოს.
ზელენსკი: რუსეთმა და ყველამ, ვინც გაბედავს ტერორისტების დახმარებას, სანქციების ზეწოლა უნდა იგრძნოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ოდესაზე, მიკოლაივზე და სამხრეთის სხვა დასახლებებზე თავდასხმების დროს, მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა და Shahed-ის 90 დრონი გამოიყენა. „რა თქმა უნდა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოახერხეს მტრის ზოგიერთი რაკეტისა და დრონის ჩამოგდება და ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი ცის თითოეულ დამცველს. სამწუხაროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინის მთელი ცა დაიცვას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მუშაობს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მისაღებად, რომლებიც უზრუნველყოფენ ოდესისა და ქვეყნის სხვა ქალაქების დაცვას. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა მსოფლიოს მობილიზებისთვის სურსათის უსაფრთხოებისა და ნორმალური ცხოვრების დასაცავად. „მსოფლიოში არავინ არის დაინტერესებული სურსათის გლობალური ბაზრის განადგურებაში რუსეთის წარმატებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთამ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივეს. „რუსეთმა და მსოფლიოში ყველამ, ვინც გაბედავს ტერორისტების დახმარებას, უნდა იგრძნოს სანქციების მუდმივად მზარდი ზეწოლა, იქნება ეს ფიზიკური პირები, კომპანიები თუ ქვეყნები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ ჰორმუზის სრუტესთან ირანის ქმედებების საპასუხოდ, ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს განათავსებს
პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში BATAAN-ის ტიპის ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფის/საზღვაო ექსპედიციური განყოფილების (ARG/MEU) ნაწილის განლაგების ბრძანება გასცა. დამატებითი პერსონალისა და აღჭურვილობის გარდა, როგორც ცნობილია, აშშ ირანის ქმედებების საპასუხოდ, ასევე განათავსებს მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს. პენტაგონის განმარტებით, ამ ქმედებებით, შეერთებული შტატები ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და რეგიონში ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობების შეკავების მიზნით ერთგულებას ვალდებულებას ავლენს. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას თანამოაზრე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მივიღოთ შესაბამისი, კოორდინირებული ქმედებები წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტური პრინციპის საფრთხის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტმა. აშშ-ის სამხედროებმა ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელი განთავსების შესახებ 16 ივლისს განაცხადეს მას შემდეგ, რაც ბოლო კვირებში ირანის მიერ ნავთობის ტანკერების დაკავების მცდელობები გაიზარდა. აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს გზავნის ჰორმუზის სრუტე ომანის და სპარსეთის ყურეებს აკავშირებს. ბოლო წლებში ჰორმუზის სრუტე ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის კერა ხდებოდა. ინციდენტი ხშირია ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო, ყურის ვიწრო შესართავში, რომლის საშუალებითაც გადის ნედლი ნავთობის 20 პროცენტი. აშშ-ირანული დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ცალმხრივად დატოვა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. ირანმა უპასუხა თავისი ბირთვული აქტივობების გაძლიერებით, რომელიც, მისი თქმით, არის წმინდა მშვიდობიანი. თეირანი ასევე აწვდის რუსეთს შეიარაღებულ თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.
ტაივანი აცხადებს, რომ მის გარშემო ჩინეთმა 25 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა
ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტაივანის ირგვლივ დამატებითი 25 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და ოთხი ჩინეთის საზღვაო ხომალდი აღმოაჩინა. უწყების განმარტებით, ამ თვითმფრინავებიდან 13 ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონის (ADIZ) სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში შევიდა. გარდა ამისა, ჩინურ სამხედრო თვითმფრინავებთან ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის პატრულირების შესასრულებლად, ოთხი საზღვაო ხომალდი განლაგდა. ტაივანი აცხადებს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. აგზავნის საზღვაო გემებს და განათავსებს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებს. უწყებამ განმარტა, რომ „ნებისმიერმა უპასუხისმგებლო პროვოკაციულმა ქმედებებმა შესაძლოა, დაძაბულობის მკვეთრი ზრდა და რეგიონული უსაფრთხოების გაუარესება გამოიწვიოს,“ რაც ტაივანის ან საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიერ ვერ იქნება მისაღები. ჩინური მხარის კომენტარები ჯერ არ გავრცელებულა.
რუსული Tinkoff Bank-ის UnionPay-ს ბარათებს სანქციების გამო, საზღვარგარეთ ვეღარ გამოიყენებენ
რუსული Tinkoff Bank-ის UnionPay ბარათებს მალე საზღვარგარეთ ვეღარ გამოიყენებენ. 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ეს ბანკი აშშ-ისა და კანადის სანქციების ქვეშ მოექცა. ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში Tinkoff Bank-მა განმარტა, რომ ბარათები საზღვარგარეთ ფუნქციონირებას 21 ივლისიდან შეწყვეტენ. „უახლოეს მომავალში ჩვენ შევწყვეტთ UnionPay ბარათების გაცემას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან მალევე, საერთაშორისო გადახდის სისტემებმა Visa და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს. ამის გამო მათმა ბარათებმა საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტეს. რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, საზღვარგარეთ Mir-ის და UnionPay-ს გადახდის სისტემების ბარათები გამოიყენონ. რუსული მედიის თანახმად, ბანკებმა მათზე მოთხოვნის გაზრდის შესახებ მიუთითეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა საიმისოდ, რომ მისი სამხედრო პოტენციალი შეზღუდოს. სანქცირებულთა სიაში არიან ბანკები, კერძო პირები და საწარმოები. მათ შორის კომპანია "იანდექსის" კორპორაციული განვითარების მრჩეველი,ოლექსი კუდრინი და „ალროსას“ გენერალური დირექტორი, პაველ მარინიჩევი. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი, ვასილ ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე, სერხი კოროლევი. სანქცირებულთა შორისაა „ვაგნერის" ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ ენ-ჰიოკოი; რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველ მოადგილე, ვასილ ოსმაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ოლექსი ხერსონცევი, „კალაშნიკოვის“ კონცერნის გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ ლეპინი. შავ სიაში არიან „კლიმოვსკის სპეციალიზებული საბრძოლო ქარხანა", „ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანა", ფრუნზეს სახელობის საპროექტო ბიურო "არსენალი", "კურგანპრილადი" და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი "ასტროფიზიკა".რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს რულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა.
UNISTREAM აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა
რუსეთში დაფუძნებული ფულადი გადარიცხვის სისტემა და ბანკი UNISTREAM აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. UNISTREAM აშშ-ის სანქციებ Tinkoff Bank-თან, Loko-Bank-თან და Solidarity-სთან ერთად დაექვემდებარა. Tinkoff Bank-მა უკვე გააფრთხილა მომხმარებლები საზღვარგარეთ მისი UnionPay ბარათების მოხმარების შეწყვეტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ Unistream სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვისთვის. განახლება: მედიის ცნობით, Unistream ქართული ბანკის TBC-ის აპლიკაციაში სისტემების სიიდან უკვე გაქრა. „უნისტრიმიდან“ გზავნილების ჩარიცხვა შეჩერებულია საქართველოს ბანკშიც. ეს არის ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი საქართველოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა საიმისოდ, რომ მისი სამხედრო პოტენციალი შეზღუდოს. სანქცირებულთა სიაში არიან ბანკები, კერძო პირები და საწარმოები. მათ შორის კომპანია "იანდექსის" კორპორაციული განვითარების მრჩეველი,ოლექსი კუდრინი და „ალროსას“ გენერალური დირექტორი, პაველ მარინიჩევი. სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი, ვასილ ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე, სერხი კოროლევი. სანქცირებულთა შორისაა „ვაგნერის" ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ ენ-ჰიოკოი; რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველ მოადგილე, ვასილ ოსმაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, ოლექსი ხერსონცევი, „კალაშნიკოვის“ კონცერნის გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ ლეპინი. შავ სიაში არიან „კლიმოვსკის სპეციალიზებული საბრძოლო ქარხანა", „ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანა", ფრუნზეს სახელობის საპროექტო ბიურო "არსენალი", "კურგანპრილადი" და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი "ასტროფიზიკა". რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მას შემდეგ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია აამოქმედა.
CIA-ს დირექტორი პრიგოჟინზე, უკრაინის კონტრშეტევასა და რუსეთის „თავდაცვის სისუსტეებზე“
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა სადაზვერვო ინფომაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ის კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივის მიმართ. CIA-ს დირექტორმა აღნიშნა, რომ რუსეთი აწყდება მნიშვნელოვან „სტრუქტურულ სისუსტეებს“, მათ შორის დაბალ მორალს, ცუდ მეთაურობას და „არეულობას“ ხელმძღვანელობას შორის, საუბარია როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ხელმძღვანელობაზე. მანვე აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის „ამბოხებამ“ პუტინის მიერ შექმნილი სისტემის ზოგიერთი მნიშვნელოვანი სისუსტე გამოავლინა. ბერნსმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინი სავარაუდოდ შეეცდება არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ „ამბოხზე“ ზედმეტად რეაგირებდა. ბერნსის შეფასებით, პუტინს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ მოექცეს ევგენი პრიგოჟინს. CIA-ს დირექტორის ვარაუდით, რომ პუტინი ცდილობს, პრიგოჟინი დააშოროს „ვაგნერს“ და ამის შემდეგ დაგეგმოს მასთან ანგარიშსწორება. ბერნსმა მისი კოლეგების მსგავსად ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ წინასწარ იცოდა „ვაგნერის“ აჯანყების შესახებ. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ 20 ივლისს სატელეფონო საუბრისას, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსებს მარკ მილის, რომ უკრაინის დამცველების კონტრშეტევისა და გარკვეული წარმატებების შესახებ აცნობა. CIA-ს დირექტორი: პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი
რუსეთში სკოლის მოსწავლეებს დრონების გამოყენებას შეასწავლიან - რუსული მედია
პირველი სექტემბრიდან რუსი სკოლის მოსწავლეები დრონების გამოყენების შესწავლად დაიწყებენ. ასეთ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირეს თავდაცვის სამინისტრომ და განათლების სამინისტრომ. რია ნოვოსტის ფედერაციის საბჭოსთან არსებული ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, რომ პირველადი სამხედრო მომზადების კურსის მიზანია საშუალო სკოლის მოსწავლეებს ჩაუნერგოს „ქვეყნის სიყვარულის გრძნობა“ და მოამზადოს ისინი შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. პროგრამით გათვალისწინებულია დრონების „ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ზოგადად მოწყობილობის, ტერიტორიის სადაზვერვო და მტრის უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების მეთოდების შესწავლა.“ მანამდე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ საბაზისო სამხედრო სწავლება რუსეთუს სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სკოლებში დრონების მართვის შესწავლის იდეას „რომ ბავშვებს უკვე სკოლიდან შეეძლოთ [დრონების] მართვა, აწყობა და კონსტრუირება.“
ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს როლანდ ბერიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. იუწყება საქართველოს მთვრობის პრესსამსახური. როლანდ ბერიძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. თავდაცვის უწყების ცნობით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მასში მაღალი რანგის სამხედრო პირები, თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატები მონაწილეობდნენ. „გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და დელეგაციის წევრებს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურთან, გენერალ-მაიორ ტომას კარდენთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მან ამერიკულ მხარეს მოწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნა,“- წერია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეულ პროცესში აშშ-ის ჩართულობასა და მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა და ამერიკული მხარის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა. მხარეებმა საუბრისას ყურადღება ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო გლობალური და რეგიონული მასშტაბით უსაფრთხოების გამოწვევებს, შავი ზღვის რეგიონისა და ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს. აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ეროვნული გვარდიის გაერთიანებული ძალების შტაბსა და გაერთიანებული ოპერაციების ცენტრსაც მოინახულებს; დაგეგმილია ქართული დელეგაციის ვიზიტი რეგიონულ საწვრთნელ ინსტიტუტსა და გვარდიის ქვედანაყოფის ბაზაზე. ცნობისათვის, აშშ-ის დელეგაცია მათ შორის ტომ კარდენი, საქართველოში ვიზიტით მიმდინარე წლის ივნისში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი ტომ კარდენი: ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის
პრაღის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მოქალაქე, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებს აზიანებდა
პრაღის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიანი მანქანების საბურავებს ბურღის საშუალებით აზიანებდა. მსჯავრდადებულს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ჩეხური კრონის (დაახლოებით 4200 ევროს) გადახდა დაკისრეს. სიძულვილის მოტივით სხვა პირის ქონების დაზიანებისთვის დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მოსამართლე ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა. უკრაინული მედია პრაღის საერთაშორისო რადიოზე დაყრდნობით წერს , რომ მსჯავრდადებულმა პრაღის ორ რაიონში პარკინგზე მდგარი ოცამდე ავტომობილის 35 ბორბალი გახვრიტა. ჩეხეთის პოლიციამ პრაღის მცხოვრები, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მორიგი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, გასული წლის სექტემბერში დააკავა. უფრო ადრე ჩეხეთში კაცს, რომელმაც ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს დააზიანა უკრაინის სანომრე ნიშნის მქონე მანქანა, ექვსი თვით პატიმრობა და ორწლიანი პირობით-გამოსასწორებელი პატიმრობა მიუსაჯეს.
ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. BBC წერს, რომ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღო, რაც ვადიმ პრისტაიკომ ზელენსკის სიტყვებს, რომ შეუძლია, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს, „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა. კიევს ელჩის გათავუსუფლების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. პრისტაიკოს ცოტა ხნის წინ მოუწია თავისი რეპლიკის ახსნა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის „არაჯანსაღი სარკაზმთან“ დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლსმა ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში განცხადება გააკეთა და მოუწოდა უკრაინას, ახალი იარაღის მოთხოვნის ნაცვლად, სამხედრო მხარდაჭერისთვის პარტნიორების მიმართ მეტი მადლიერება გამოეხატა. „ჩვენ შეგვიძლია, ყოველ დილით გავიღვიძოთ და პირადად მადლობა გადავუხადოთ მინისტრს.,“ - განაცხადა საპასუხოდ ზელენსკიმ. მისი ამ სიტყვების კომენტირებისას პრისტაიკომ ზელენსკის ნათქვამს „არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა. უკრაინული მედია წერს, რომ ეს განცხადება ყველა დამკვირვებელმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მედიამ, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ კრიტიკად აღიქვა და საელჩოს წინააღმდეგობის შემდეგაც კი, Sky News-მა ელჩის კომენტარი არ წაშალა. შემდეგ პრისტაიკომ განმარტა, რომ ის ემიჯნებოდა კრიტიკას, მაგრამ რიტორიკა შეარბილა .„სარკაზმი არ არის საჭირო მეგობარ ქვეყნებს შორის", - აღნიშნა ელჩმა. 2022 წლის 20 ოქტომბერს პრისტაიკო იყო პირველი უცხოელი დიპლომატი, რომელმაც თავისი რწმუნებათა სიგელები დიდი ბრიტანეთის ახალ მეფე ჩარლზ III-ს გადასცა. პრისტაიკო 2020 წლის 20 ივლისს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა დიდ ბრიტანეთში ელჩად. მანამდე ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი იყო, უფრო ადრე კი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ეკავა.2017-2019 წლებში კი, NATO-ში უკრაინის ელჩი იყო.
ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო - მედია
ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ბაზაზე დრონებით შეტევა იყო. Telegram არხი Baza წერს, რომ სამხედრო აეროდრომთან 20 ივლისს 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მათივე ცნობით, ორი დრონი რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი ელექტრონული საბრძოლო საშუალებებით შეაჩერეს. ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომების დაბომბვის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისსაც გავრცელდა.
რას ამბობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე
„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება”, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს. „ვფიქრობ, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ოპოზიციის მხარეს არის, ეს არის ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ახლა ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახოთ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები, თუმცა არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის” გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება, როგორ გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე. ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, მნიშვნელოვანია იმ რეფორმების გაგრძელება, რაც „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული აქვს, ასევე, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს,“- განაცხადა კალაძემ. მისი შეფასებით, ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, „ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად, ზეწოლებისა, მოწოდებებისა, ეს იქნება სანქციების მიერთება, თუ მეორე ფრონტის გახსნა.“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს თეა წულუკიანის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ძველ გაერთიანებასთან დაბრუნებით ცდილობს გაძლიერებას. „ძალიან თუ მოვინდომებთ, ვიყოთ სერიოზულები, უკეთეს შემთხვევაში, ეს გაერთიანება უნდა შეფასდეს იმად, რომ ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, იქნებოდა პოლიტიკური გაერთიანება, ხმებს მოიპოვებდნენ და გამოეყვნენ თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას. უარეს შემთხვევაში, შეიძლება ალბათ ითქვას, რომ, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს,“ - განაცხადა წულუკიანმა.
პროკურატურის განცხადებით, პირი, რომელმაც ქობულეთში 20 წლის კაცი მოკლა, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. „პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბრალდებულის საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: ოთხი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე; ერთი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე; ერთი, გამოსაკითხ პირზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია გაუგზავნა
უკრაინამ გერმანიიდან Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია მიიღო. კერძოდ, გერმანიამ უკრაინას ათი ერთეული ასეთი ტანკი გადასცა. მთლიანობაში ბერლინი უკრაინელ დამცველებს ამ ტიპის 100-ზე მეტ ტანკს მიაწვდის. წერს RBC-Ukraine. ტანკების გარდა, უკრაინამ მიიღო 20 MG3 ტყვიამფრქვევი Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის, Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის და Dachs-ის ტიპის საინჟინრო ტანკებისთვის. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 1035 155 მმ ტყვია, სათვალთვალო რადარები, 16 Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა, 4 სასაზღვრო პატრულის მანქანა და სხვა აღჭურვილობა.
უკრაინა უკვე აწარმოებს ისეთ საშუალებებს, რომლითაც პორტებს რუსეთისგან დაიცავს - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე მუშაობს ისეთი საშუალებების წარმოებაზე, რომელებიც მას შესაძლებლობას მისცემს, გააძლიეროს პორტების ინფრასტრუქტურის დაცვა რუსული თავდასხმებისგან. „რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ სპეციალური საზენიტო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დაცვის გაძლიერება. დღეს ყველა მუშაობს საჭირო ტექნიკის მიწოდების დასაჩქარებლად, თუმცა ჩვენ დამოუკიდებლად ვავითარებთ და უკვე არსებობს დაცვის სისტემის გეგმა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს გაძლიერდება", - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
რუსეთში ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი დააკავეს - მედია
FSB-ის ყოფილი ოფიცერი იგორ სტრელკოვი იგორ სტრელკოვი დააკავეს. რუსული გამოცემა Meduza-ს ცნობით, ახლა სტრელკოვის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. იგორ სტრელკოვის შეპყრობისთვის უკრაინამ ჯილდოდ $100 000 დააწესა სტრელკოვის ტელეგრამ არხზე გამოჩნდა მისი მეუღლის შეტყობინება, რომლის თანახმად, დაკავებულს „ექსტრემიზმში" ადანაშაულებენ. „მეგობრებისგან გავარკვიე, რომ ჩემს ქმარს ბრალი წაუყენეს 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი). მე არაფერი ვიცი ჩემი ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ,“ - ამბობს მიროსლავა რეგინსკაია. 2022 წლის ნოემბერში, ნიდერლანდების სასამართლომ სტრელკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების ბოინგის ჩამოგდების საქმეზე. გასული წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსი ნაციონალისტის, დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მინისტრის, რუს სამხედრო დამნაშავედ მიჩნეული, იგორ სტრელკოვის (გირკინი) დატყვევებისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ არაერთი საქმე აღძრეს ტერორისტული საქმიანობის, მკვლელობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის. სამოქალაქო თვითმფრინავის Boeing 777 MH17-ის ჩამოგდების საქმეზე, სტრელკოვი ნიდერლანდების მიერ ასევე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნილად.