ძებნის რეზულტატი:

აშშ-მ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მ უკრაინისთვის 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, ასაფეთქებელი დრონები და საბრძოლო მასალა. კერძოდ, საუბარია დრონების საწინააღმდეგო VAMPIRE-ის ტიპის სისტემებზე, რომლებიც აშშ-მ მწარმოებელს მიმდინარე წლის იანვარში შეუკვეთა; Phoenix Ghost-ისა და Switchblade-ის ტიპის დრონებზე, ასევე ავსტრალიური კომპანია DroneShield-ის ტიპის “დრონების საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობაზე,” რადარებზე, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებზე.  

კურტ ვოლკერი: შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს

შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს. დასავლეთის ინტერესშია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცულნი.“ ამის შესახებ „ამერიკის ელისონის ცენტრის“ დირექტორმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა. „პუტინი არ აღიარებს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას დამოუკიდებლობას. ის იმავეს გააკეთებდა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგაც რომ შეეძლოს, ის ცდილობს, განახორციელოს იმპერიალისტური ამბიციები. აშშ, დასავლეთი, დასავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა, მხარს უჭერს ადამიანისა და სახელმწიფოს უფლებას, გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ეს ბრძოლა არის ის, რაც დიდ გავლენას ახდენს საქართველოზე. ჩვენ გვაინტერესებს, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, გადარჩეს და წარმატებას მიაღწიოს, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული ეს არის ჩვენი ინტერესების ერთ-ერთი სფერო. მეორე ინტერესის სფერო არის შავი ზღვის რეგიონი, რომელიც უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ადგილი, რომელთანაც ღია და უსაფრთხო სავაჭრო წვდომა ექნება მსოფლიოს. რუსეთ კი ცდილობს შავი ზღვის რეგიონში დომინირებას. შავი ზღვის სანაპიროს მხოლოდ 10%-ია რუსეთის და ცდილობს, გააკონტროლოს მთელი შავი ზღვა. ეს საზიანოა ყველასთვის, ეს გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის NATO-ს წევრ ქვეყნებზე. ამიტომ დასავლეთის ინტერესშია, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები იყვნენ დაცულნი“, - განაცხადა „ამერიკის ელისონის ცენტრის“ დირექტორმა, კურტ უოლკერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.  

უკრაინა ბელორუსთან საზღვარს აძლიერებს

ბელორუსში „ვაგნერის“ ძალების ყოფნის ფონზე, უკრაინა ამ ქვეყანასთან საზღვარს აძლიერებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა, სერჰი ნაევმა განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მტრის ძალებისთვის შეუვალი გახდება. „თუ ისინი შეეცდებიან თავიანთი ბინძური ჩექმების დადგმას უკრაინის მიწაზე, სიკვდილის წინაშე აღმოჩნდებიან. ჩვენ დამატებით გავაძლიერებთ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებს არაასაფეთქებელი და ფეთქებადი ბარიერებით, რაც მოულოდნელი იქნება მტრისთვის,“ - ხაზგასმით აღნიშნა ნაევმა. პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბელორუსში „მსოფლიოს მეორე არმიის“ შექმნას გეგმავს  

წინაგარის ოსური მოსახლეობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დაკავებებს აპროტესტებს

18 ივლისს ოკუპირებულ სოფელ წინაგარში დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ჩავიდა. წინაგარი ხურვალეთს და ბერშუეთს ესაზღვრება. ოსური მედიის ცნობით, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა გაგლოევს შესჩივლეს, რომ რუსეთის მესაზღვრეები ხშირად აკავებენ და აჯარიმებენ. როგორც ამბობენ, ეკონომიკური საქმიანობის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ ჯარიმებს ვერ აუდიან. ხშირად ე.წ. სასაზღვრო ზონაში საქონლის გადაყვანის გამო აკავებენ და აჯარიმებენ. რადიო თავისუფლების ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა განმარტა, რომ კანონი ვრცელდება „სასაზღვრო ზონის" ყველა მცხოვრებზე და მესაზღვრეები იცავენ ხელშეკრულების პუნქტებს, რომელსაც მხარეებმა - რუსეთის ფედერაციამ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის შემდეგ მოაწერეს ხელი. ამასთან, მან გასცა შესაბამისი ბრძანება ამ საკითხის შესწავლისა და მოსახლეობისთვის ყველაზე მისაღები გამოსავლის მოძებნის მიზნით. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დარღვევის ნახევარი წლის სტატისტიკა ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. „კა-გე-ბე"-ს ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გასული 6 თვის განმავლობაში, ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობა 185-მა პირმა დაარღვია, მათგან 8 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 86- ე.წ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 91- ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმის კანონდამრღვევი. გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა. დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს ცნობით, „121 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირი გააძევეს რესპუბლიკიდან, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით. ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 46 პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 7 პირის მიმართ“, - ნათქვამია დე ფაქტო „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურის განცხადებაში. ამ სტატისტიკის მიხედვით, ე.წ საზღვრის და სასაზღვროს ზონის დარღვევის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა დიდი ნაწილი დააჯარიმეს. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იხდის სასჯელს.

ევროპარლამენტართა ჯგუფი პრორუსული ალტ-ინფოს სანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტში LGBTI პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფი პრორუსული ალტ-ინფოს სანქცირებასა და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ჯგუფი ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავს. წერილის ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა რაც შეიძლება მძლავრად დაიგმოს LGBTIQ-ის საწინააღმდეგო ძალადობრივი თავდასხმა თბილისში, შაბათს, 8 ივლისს. მათი შეფასებით, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო შეკრების, აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რაც ფუნდამენტური უფლებებია.  დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თბილისი პრაიდზე ამგვარი თავდასხმები აშკარად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც დემოკრატიის არსებითი კომპონენტებია და რომლებიც უნდა დაიცვას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ყველა ქვეყანამ. „საჭირო გახდა ყოველწლიური LGBTIQ Pride ღონისძიების გაუქმება და ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაცია შესაბამისმა უწყებებმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრაციის ასობით ძალადობრივი მონაწილე თავს დაესხა ფესტივალის ადგილს 8 ივლისს. საქართველოს ხელისუფლების და უწყებების მარცხმა დაეცვათ თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება და უშიშროება მონაწილეებს და ორგანიზატორებს მყისიერი საფრთხე შეუქმნა. LGBTIQ-ის საწინააღმდეგო დემონსტრანტების კავშირები ულტრამემარჯვენე ჯგუფ ალტ-ინფოსთან ძალიან შემაშფოთებელია," - წერია წერილში.  

ბულგარეთის ყოფილი პრემიერის პარტია, „ლუკოილისთვის“ ბურგასის სამხრეთით მდებარე პორტზე კონტროლის ჩამორთმევას ითხოვს

მმართველმა კოალიციამ - ცენტრისტულ-ლიბერალურმა პარტიამ  -„ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას - დემოკრატიული ბულგარეთი“ (WCC-DB) დღეს დილით ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს) წარუდგინა წინადადება, რომლითაც როზენეტის (Rosenets) პორტი ბულგარეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ სოფიაში დაფუძნებული გამოცემა Novinite წერს. ახლა პორტი, რომელიც ბურგასის სამხრეთით მდებარეობს, მეორე უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის, ლუკოილის კონტროლის ქვეშაა. ლუკოილს ნებართვა გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ კიდევ 24 წლით გაუხანგრძლივა. პროექტი მედიას დღეს სამთავრობო კოალიციაში მყოფი ორი პარტიის თანათავმჯდომარეებმა კირილ პეტკოვმა და ათანას ათანასოვმა წარუდგინეს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პორტზე კონტროლი ბულგარეთის სახელმწიფოსთვის არის საკვანძო და პრინციპში, ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ბულგარეთის კონტროლის ქვეშ. განსაკუთრებით ის, რაც საზღვრის გასწვრივ არის," - ამბობენ ინიციატივის ავტორები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პორტის დაბრუნება შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას, რომელიც ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მოქმედებს. „ამგვარად, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შენგენი არის ჩვენი ეროვნული მიზანი,“ - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.  „ვინაიდან ბულგარეთის სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი ამ პორტზე, იქ კონტრაბანდა მიედინება. იმპორტირებული ნავთობის დიდი ნაწილი ან გარკვეული ნაწილი არ არის დეკლარირებული ბულგარეთის სახელმწიფოში და რეალიზებული შემოსავლები რუსეთის მხარდასაჭერად, ომში მიდის,“ - განაცხადა თავის მხრივ, ათანას ათანასოვმა. ცნობისთვის, კირილ პეტკოვი პეტკოვი არის ბულგარელი პოლიტიკოსი, ეკონომისტი და მეწარმე, რომელიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე იყო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი. მისი პარტია 2023 წლის აპრილის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 64 ადგილი მოიპოვა. 2023-07-17 11:02:00 უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-5 საყოველთაო არჩევნები ჩატარდა.  

ვარჰეი: მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს - მნიშვნელოვანია სამუშაოს დაჩქარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან. საგარეო უწყების თანახმად, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფასება და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის განხილვა და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა. „აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, რაც აისახა როგორც ქვეყნის მიერ მომზადებულ ანგარიშში, ასევე ევროკომისიის ზეპირ შეფასებაში. მხარეებმა მიმოიხილეს ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების კუთხით არსებული პროგრესი. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, რაც ემსახურება სწორედ 12 პრიორიტეტის შესრულებას. მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ყველა მიმართულებას და ამ მხრივ მიმდინარე წლის მაღალ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სექტორული და ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ქვეყნის სტრატეგიულ ფუნქციას დაკავშირებადობის თვალსაზრისით, დადებითად შეფასდა შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში სატრანზიტო მიმართულებით განხორციელებული პროექტები. შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. დადებითად შეაფასეს მხარეთა შორის არსებული მჭიდრო მაღალი დონის კონტაქტები და გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სათანადოდ იქნება ასახული ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები და არსებული პროგრესი,“ - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. თავის მხრივ, ვარჰეის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნება, რომ ევროკომისიის პრიორიტეტებზე მუშაობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. „ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესი განვიხილეთ. მინისტრმა დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ 12 პრიორიტეტზე პროგრესი სწორი გზით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია 2023 წლის გაფართოების ანგარიშამდე ამ სამუშაოს გაგრძელება და დაჩქარება,” - წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.  

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება და სრულად შეასრულოს „მარცვლეულის შეთანხმება“

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უკან წაიღოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას. Europetime-თან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინასთან ერთად მუშაობს, რომ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანმა მარცვლეულმა ყველაზე დაუცველ ხალხამდე მიაღწიოს. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში. „რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს, ამჯერად - შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილეობის შეჩერებით. ეს რუსეთის არაკეთილსინდისიერების და სისასტიკის მორიგი მაგალითია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოში 32 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეული და საკვები პროდუქტები გადაიზიდა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში, როგორიცაა, აფრიკის რქა, საჰელი, იემენი და ავღანეთი. უფრო ფართოდ - ინიციატივის ფარგლებში ყოველმა გადაზიდვამ შეუწყო ხელი გაჭირვების შემცირებას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, ვინაიდან მარცვლეულის შეტანა მსოფლიო ბაზრებზე, სურსათის ფასებს ყველასთვის ამცირებს. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, გაერომ რუსეთის სურსათის რეკორდულ ექსპორტს ხელი შეუწყო, კოორდინაციაშია კერძო სექტორთან და აშშ-სთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან, რუსეთის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთების გარკვევის მიზნით. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ G7-ის (დიდი შვიდეულის) სანქციები არ მოქმედებს რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტზე,“ - აღნიშნა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე შეფასებით, რუსეთის ცინიკური ქმედებები აზიანებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს. „შეერთებული შტატები მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს  მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. BSGI-ის (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა) მეშვეობით ექსპორტირებული ხორბლის 65 პროცენტი პირდაპირ მიდიოდა განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის ყველაზე დაუცველ ქვეყნებში, როგორიცაა, იემენი, ეთიოპია და სომალი, ხშირად, ეს ხდებოდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით. რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მარცვლეულის მონაწილეობა ინიციატივაში. აშშ მოუწოდებს, რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება.  „რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

მეთიუ მილერი: პუტინი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს დაპატიმრების შიშით ვერ ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, აღარ დაესწროს აგვისტოში, იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტის გაუარესებაზე მოწმობს. მილერის თქმით, კრემლის ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულ პირად იქცა. „არ არსებობს საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ავტორიტეტი მსოფლიოში მნიშვნელოვნად შერყეულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია. ის საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყული პირია და მას დაკავების ეშინია", – აღნიშნა მილერმა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა

სახელმწიფო დეპარტამენტი „მარცვლეულის შეთანხმებაზე“: უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ სახელმწიფო დეპარტამენტი: გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში. „რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს, ამჯერად - შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილეობის შეჩერებით. ეს რუსეთის არაკეთილსინდისიერების და სისასტიკის მორიგი მაგალითია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოში 32 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეული და საკვები პროდუქტები გადაიზიდა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში, როგორიცაა, აფრიკის რქა, საჰელი, იემენი და ავღანეთი. უფრო ფართოდ - ინიციატივის ფარგლებში ყოველმა გადაზიდვამ შეუწყო ხელი გაჭირვების შემცირებას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, ვინაიდან მარცვლეულის შეტანა მსოფლიო ბაზრებზე, სურსათის ფასებს ყველასთვის ამცირებს. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, გაერომ რუსეთის სურსათის რეკორდულ ექსპორტს ხელი შეუწყო, კოორდინაციაშია კერძო სექტორთან და აშშ-სთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან, რუსეთის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთების გარკვევის მიზნით. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ G7-ის (დიდი შვიდეულის) სანქციები არ მოქმედებს რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტზე,“ - აღნიშნა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე შეფასებით, რუსეთის ცინიკური ქმედებები აზიანებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს. „შეერთებული შტატები მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს  მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. BSGI-ის (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა) მეშვეობით ექსპორტირებული ხორბლის 65 პროცენტი პირდაპირ მიდიოდა განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის ყველაზე დაუცველ ქვეყნებში, როგორიცაა, იემენი, ეთიოპია და სომალი, ხშირად, ეს ხდებოდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით. რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ზედიზედ მეოთხე დღეა, ოკუპირებული ყირიმიდან იუწყებიან, რომ დრონებით შეუტიეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან ზედიზედ მეოთხე დღეა, იუწყებიან, რომ დრონებით შეუტიეს. ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი გოგო, დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა. აქსიონოვი დასახლებულ პუნქტს არ აკონკრეტებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმზე დრონებით შეტევა განხორციელდა  

თეთრი სახლი: რუსეთი შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც დაესხას თავს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ადამ ჰოჯიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. „მიგვაჩნია, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დასაკისრებლად“, - აღნიშნა ადამ ჰოჯიმ. მანვე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული, რაზეც მიანიშნებს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება.“ სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება და სრულად შეასრულოს „მარცვლეულის შეთანხმება“  

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბაღდადში, შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, საპროტესტო აქციის მონაწილეები შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს, რაც წინ უძღვის შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას, რომლის დროსაც, შვედური მედიის ცნობით, ყურანის დაწვა იგეგმება. ერაყელი შიიტების გავლენიანი ლიდერის, მუყტადა სადრის მოწოდების შემდეგ, ბაღდადში, შვედეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. სააგენტო AFP-ს კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილზე პოლიციელების მობილიზების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილმა საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრა მოახერხა. სტოქჰოლმის განცხადებით, საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დიპლომატიური მისიების დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერაყის ხელისუფლებაა. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის საელჩოზე თავდასხმა დაგმო. ასევე განაცხადეს, რომ მთავრობამ შესაბამის სამსახურებს დაავალა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. შვედეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2023 წლის ივნისში, სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე და მანამდე, სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან, ექსტრემისტების აქციაზე ყურანი დაწვეს. თურქეთს ამ დრომდე არ დაუსრულებია NATO-ში შვედეთის მისაღებად საჭირო პროცედურა, თუმცა აცხადებს, რომ გაწევრიანების რატიფიცირებას შემოდგომისთვის გეგმავს.  

ავსტრალიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის ფედერაციას დამატებითი სანქციები დაუწესდა. სანქციები რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იურიდიულ და ფიზიკურ პირების წინააღმდეგ ამოქმედდა. საერთო ჯამში, სანქციების სამიზნეა რუსეთის ფედერაციის თავდაცვით, ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე 35 ორგანიზაცია და რუსეთის და ბელორუსის 10 ფიზიკური პირი, მათ შორის სანქციები რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი, ანდრეი ბელოუსოვის და ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ჩერნიშოვი. სასანქციო სიაში არიან რუსული კომპანიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის მოწინავე ტექნოლოგიების, ელექტრონიკის და მოწყობილობის მიწოდებას ახორციელებენ. შეზღუდვები, ასევე, ატომური ენერგეტიკისა და არქტიკაში რესურსების მოპოვების დარგში მომუშავე კომპანიებს შეეხება. „ასევე, სიაში რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი თავდაცვითი საწარმოები შევიდნენ, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენების მწარმოებელი - „რუსეთის ვერტმფრენები“ და მისი გენერალური დირექტორი,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: პორტებში, რომლებსაც რუსები თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება, რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. სახელმწიფო დეპარტამენტი „მარცვლეულის შეთანხმებაზე“: უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. ოდესაზე წუხელ, ზედიზედ მესამე თავდასხმა იყო.  

რაზე გაამახვილა ყურადღება ისრაელის პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას

ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისწრაფვის საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, პროცესი, რომლისკენაც მას აშშ უბიძგებს. „ისრაელი მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს ისრაელსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის, რეგიონში და მუსლიმურ სამყაროში წამყვან ერს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების ძალისხმევისთვის“, - განაცხადა ისააკ ჰერცოგმა ამერიკელ კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ ვლოცულობთ ამ მომენტისთვის,” - აღნიშნა ჰერცოგმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას. ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ამერიკას „ჩვენი უდიდესი პარტნიორი და მეგობარი“ უწოდა. ისრაელის ჰერცოგი ამბობს, რომ ისრაელის მიმართ კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს ანტისემიტიზმში. „არ მავიწყდება მეგობრების კრიტიკა, მათ შორის ამ პალატის პატივცემული წევრების მიერ გამოთქმული კრიტიკა. მე პატივს ვცემ კრიტიკას, განსაკუთრებით მეგობრების მხრიდან, თუმცა ყოველთვის არ არის საჭირო მისი მიღება. მაგრამ ისრაელის კრიტიკამ არ უნდა გადალახოს საზღვარი ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლების უარყოფით. ებრაელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ არის ლეგიტიმური დიპლომატია, ეს არის ანტისემიტიზმი,“ - ჰერცოგის ამ გამონათქვამმა ოვაციები გამოიწვია. ჰერცოგი კონგრესში მას შემდეგ გამოვიდა, რაც თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. ნეთანიაჰუს მემარჯვენე მთავრობასთან დაძაბულობის მიუხედავად, ორმა ლიდერმა ხამათი ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირებს გაუსვა ხაზი.  

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა

20-21 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვდება პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟოაო გომეშ კრავინიოს, პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს აუგუშტუ სანტუშ სილვას და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანს ევროპის საკითხებში ტიაგო ანტუნეშს. ასევე გაიმართება შეხვედრები ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLC) აღმასრულებელ მდივანთან. ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი მანამდე ბრიუსელში იმყოფებოდა.  

უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს

უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა ყირიმში, თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ უკრაინაში დაიწყო საპილოტე პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალის რეკრუტირებას,  რითაც  სახელმწიფო ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ. მოვუწოდებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ყირიმის ტერიტორიაზე, წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები მოცემულ რეზერვში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყირიმის გუნდის შექმნა, რომელიც იმუშავებს ნახევარკუნძულზე მისი დეოკუპაციის შემდეგ“, - განაცხადა მან ყირიმის პლატფორმის ექსპერტთა ქსელის საერთაშორისო ფორუმზე. ტაშევას თქმით, დაახლოებით ათასმა ადამიანმა უკვე შეიტანა განაცხადი, 80% კი, ოკუპირებული ყირიმიდან არის.    „ეს ნიშნავს, რომ ყველას სჯერა დეოკუპაციის,“ - აღნიშნა ტაშევამ. მიმდინარე წლის თებერვალში ტაშევამ განაცხადა, რომ ყირიმის დეოკუპაციის შემდეგ სახელმწიფო ადმინისტრაციის შესაქმნელად, უკრაინას ნახევარკუნძულზე სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების ჩამოყალიბება და დაახლოებით 50 000 პერსონალის დაქირავება მოუწევს. მისი თქმით, ამ პერსონალის უმეტესობა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა დაკომპლექტდეს.   შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი გასული წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. ზედიზედ მეოთხე დღეა, ოკუპირებული ყირიმიდან იუწყებიან, რომ დრონებით შეუტიეს კიევი ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტს უმასპინძლებს  

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას დეზინფორმაციით ნიღბავს

რუსეთმა, სავარაუდოდ, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ ეს შეთანხმება მის ინტერესებს აღარ ემსახურებოდა, ახლა კი, თავის გადაწყვეტილებას დეზინფორმაციით ნიღბავს და ამტკიცებს, რომ შეთანხმებიდან მისი გასვლა გამოწვეულია შეშფოთებით, რომ სამოქალაქო გემებს უკრაინული ნაღმები ემუქრებათ და რომ უკრაინა მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ახლა უფრო აქტიურ როლს ითამაშებს ნებისმიერი ვაჭრობის შეფერხებაში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა შავი ზღვის ფლოტის ბლოკადის ოპერაციებს საფრთხე ემუქრება უკრაინული უეკიპაჟო წყალზედა ხომალდებისა და სანაპირო თავდაცვის ფრთოსანი რაკეტებისგან. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ სახელმწიფო დეპარტამენტი: გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა უკვე შეიმჩნევა, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“ ვაშინგტონი მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკვე შეინიშნება ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების ზრდა იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან საუბარში. „რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს, ამჯერად - შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივაში“ მონაწილეობის შეჩერებით. ეს რუსეთის არაკეთილსინდისიერების და სისასტიკის მორიგი მაგალითია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, მსოფლიოში 32 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეული და საკვები პროდუქტები გადაიზიდა, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე დაუცველ რეგიონებში, როგორიცაა, აფრიკის რქა, საჰელი, იემენი და ავღანეთი. უფრო ფართოდ - ინიციატივის ფარგლებში ყოველმა გადაზიდვამ შეუწყო ხელი გაჭირვების შემცირებას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, ვინაიდან მარცვლეულის შეტანა მსოფლიო ბაზრებზე, სურსათის ფასებს ყველასთვის ამცირებს. რუსეთის განცხადებების მიუხედავად, გაერომ რუსეთის სურსათის რეკორდულ ექსპორტს ხელი შეუწყო, კოორდინაციაშია კერძო სექტორთან და აშშ-სთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან, რუსეთის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთების გარკვევის მიზნით. როგორც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ G7-ის (დიდი შვიდეულის) სანქციები არ მოქმედებს რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტზე,“ - აღნიშნა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე შეფასებით, რუსეთის ცინიკური ქმედებები აზიანებს მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ნაწილს. „შეერთებული შტატები მადლობას უხდის გაეროს და თურქეთს  მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, საიმისოდ, რომ ხელი შეუწყონ სიცოცხლის გადამრჩენელი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას და მსოფლიო ბაზრებზე გაიტანონ როგორც უკრაინული, ასევე რუსული მარცვლეული. BSGI-ის (შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა) მეშვეობით ექსპორტირებული ხორბლის 65 პროცენტი პირდაპირ მიდიოდა განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის ყველაზე დაუცველ ქვეყნებში, როგორიცაა, იემენი, ეთიოპია და სომალი, ხშირად, ეს ხდებოდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის მეშვეობით. რუსეთის გადაწყვეტილება, განაახლოს უკრაინის პორტების ბლოკირება და ბაზრებზე მარცვლეულის მოხვედრას შეუშალოს ხელი, ზიანს მიაყენებს ხალხს მთელ მსოფლიოში. მართლაც, ჩვენ უკვე ვხედავთ ხორბლის, სიმინდისა და სოიოს ფასების გლობალურ ზრდას იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ინიციატივაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება. იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა განაგრძო მუშაობა, რათა რუსულ და უკრაინულ მარცვლეულს მიეღწია დანარჩენ მსოფლიომდე, მათ შორის იმის კიდევ ერთხელ უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი სანქციები არ ეხება რუსულ საკვებსა და სასუქს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა ბაზრებსა და იმ ხალხამდე მიაღწიოს, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, განაახლოს მოლაპარაკებები, დაუყოვნებლივ გააფართოოს და სრულად განახორციელოს ინიციატივა მილიონობით ადამიანის სასარგებლოდ, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მარცვლეულზე,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაში, პორტების ტერიტორიებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ოკუპანტების სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა, ან მხოლოდ ხალხის სიცოცხლე. ზელენსკის თქმით, იმ პორტებში, რომლებსაც დღეს თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. „ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული. საპორტო ტერმინალში, რომელიც დღეს დაზარალდა, 60 ათასი ტონა აგრარული პროდუქცია ინახებოდა, რომელიც ჩინეთში გასაგზავნად იყო გამზადებული. რუსული ტერორი ყველას ეხება. ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს. დიდება ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისა და თავისუფლებისთვის! მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება! დიდება უკრაინას!'' - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია, რის შემდეგაც ერდოღანანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის