ძებნის რეზულტატი:
IMF-ის მისია: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის
სსფ-ს მისიამ საქართველოში ვირტუალური ვიზიტი დაასრულა. მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრები აცხადებენ, რომსაქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA)) პროგრესის გაგრძელებისთვის. პრესრელიზში განმარტებულია, რომ მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად არ წარედგინება. აქვე მითითებულია მისიის წევრთა შეფასება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით ზომიერი, თუმცა კვლავ მაღალია, ძლიერი ტურისტული და ფინანსური შემოდინებების ფონზე. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოსცდა, იმპორტულ საქონელზე ფასების კლების და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით. მაღალი საგარეო გაურკვევლობის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ფისკალური და სავალუტო ბუფერების ზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზეუნდა დარჩეს მიმართული, რაც ეკონომიკის მედეგობას და ინკლუზიური ზრდის პოტენციალს განამტკიცებს. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement (SBA))პროგრესის გაგრძელებისთვის. 13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. მისიის დასასრულს მან განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება. „საგარეო შემოდინებების სიმტკიცე ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს უწყობს. 2023 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა კლება განაგრძო. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი მცირედ პროფიციტული იყო მაღალი ფისკალური შემოსავლების გამო. ივნისში წლიური ინფლაცია მკვეთრად შემცირდა და 0.6 პროცენტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. ინფლაციის შემცირება, ნაწილობრივ, სასაქონლო პროდუქტების ფასების კლებამ და ლარის გამყარებამ განაპირობა. თუმცა საბაზო ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის, მიგრანტების შემოდინების გამო საცხოვრებლის ქირის გაზრდილი ფასის და შრომის ბაზარზე სიმჭიდროვის ზრდამ გამოიწვია. ინფლაციის მის სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შენარჩუნების გამო, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაისში 50 საბაზისო პუნქტით, 10.5 პროცენტამდე შეამცირა. ფინანსური სექტორი მდგრადია. ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მოსთხოვა რა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა,“ - აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი. მისივე თანახმად, სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ელიან, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. „საბაზო ეფექტის და ლარის გამყარების გავლენით 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებას ველით წლიურ 0.3 პროცენტამდე. 2024-ში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. გაურკვევლობა მაღალია უცხოური წყაროებიდან შემოდინებების მდგრადობასთან და გლობალურ კონიუქტურასთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, საჭიროა გონივრული ფისკალური და რეზერვების მართვის პოლიტიკის გაგრძელება და ადგილობრივი ინფლაციის და ფინანსური სექტორის მიმართ შესაძლო რისკების თვალყურისდევნება. 2024 წელს და შემდგომ მიზანშეწონილია მცირე ფისკალური კორექტირება რაც ბუფერების ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შექმნის სივრცეს ხარჯვისთვის საჭირო პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმის სტრატეგიის და განახლებადი ენერგიის განვითარების რეფორმის განხორციელება უნდა მოხდეს ფისკალური რისკების შეზღუდვის, ეფექტურობის და შეჯიბრებითობის დაცვით. „უნდა შენარჩუნდეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი და ფრთხილი კორექტირებით, სანამ საბაზო ინფლაცია გრძელვადიანად არ შემცირდება. გაცვლითი კურსის მოქნილობა და რეზერვების დაგროვება მთავარი დაცვაა საგარეო შოკების მიმართ. ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართ პროაქტიული მიდგომის გაგრძელება კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას და დაგვიცავს რისკებისგან, მათ შორის ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისგან და უკრაინაში ომის გავლენით ვალუტის შემოდინებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისგან,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც სსფ უჭერს მხარს (SBA). სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა და განზრახვა განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში. სსფ-ის მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. გასულ კვირას მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო.“ მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. 2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს უნდა მიეღო ივნისში. თუმცა ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა, რომ „სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო.“ მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს, Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება.“ სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები შეიტანა და ამ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოც დაძლია, რის შემდეგაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა გახდა.
ზელენსკიმ და ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს 7 ივლისს სტამბოლში „ნაყოფიერი მასპინძლობისთვის და ასევე, NATO-ში გაწევრიანებაზე პრინციპული პოზიციისთვის. გარდა ამისა, განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელება. „პრეზიდენტ ერდოღანის დახმარება ვთხოვეთ უკრაინელი ტყვეების, კერძოდ, ყირიმელი თათრების დაბრუნებაში,“ - წერს ზელენსკი. „ჩვენ ძალისხმევის კოორდინირება მოვახდინეთ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფუნქციონირების აღდგენისთვის. რუსეთის ქმედებების გამო, მსოფლიო კვლავ სასურსათო კრიზისის ზღვარზეა. აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანაში სულ 400 მილიონ ადამიანს შიმშილის საფრთხე ემუქრება. ჩვენ ერთად უნდა ავიცილოთ გლობალური სასურსათო კრიზისი,“ - წერს ზელენსკი. ზელენსკიმ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი დააანონსა
IMF-ის მისია: ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება
13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან, ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვის და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით. მისიის დასასრულს მან განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა და ასევე ფინანსური შემოდინებები, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება. მისივე თანახმად, სამომავლოდ, 2023 წელს ეკონომიკის საშუალოდ 6 პროცენტით ზრდას ელიან, იმ დაშვებით, რომ საგარეო წყაროებიდან შემოდინებები დასტაბილურდება და ადგილობრივი ეკონომიკის საწარმოო პოტენციალი შემზღუდველი გახდება, ვიდრე საშუალოვადიან პერიოდში ზრდის ტემპი თავის პოტენციურ დონეს, დაახლოებით 5 პროცენტს, არ მიაღწევს, ძლიერი ტურიზმის და ინვესტიციების ხელშეწყობით. ვრცლად წაიკითხეთ: IMF: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის
მედია: ისრაელმა რუსეთს დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა
ისრაელის სპეცსამსახურებმა მოთხოვნით მიმართეს რუსეთის სპეცსამსახურებს, შეწყვიტონ ისრაელის საზოგადოებაში დეზინფორმაციის კამპანია. ამის შესახებ გამოცემა Ynet-ი იტყობინება. მისივე თანახმად, ისრაელის სეგმენტში პრორუსული პროპაგანდის შემცველი ბევრი ცნობა გაჩნდა ივრითზე. მსგავსი პუბლიკაციები, ჩვეულებრივ, უკრაინისადმი მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოწოდებებს შეიცავენ. ასევე ჩნდება პროვოკაციული ცნობებიც, რომლებიც ისრაელის შიდა უთანხმოებებს ეხება პოლიტიკური კრიზისისა და მოსალოდნელი სასამართლო რეფორმის ფონზე. ცნობები ისრაელის მოქალაქეთა დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი აქციების ფონზე გაჩნდა. ხელისუფლება ქვეყნის სასამართლო სისტემის რეორგანიზაციას ცდილობს. ბენიამინ ნეთანიაჰუ არსებულ ვითარებას ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს, რადგან სასამართლოს შეუძლია, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ქმედებების შეზღუდვა. რეფორმის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს რეფორმა მთლიანად გაუხსნის ხელებს ნეთანიაჰუს მთავრობას, რომელიც თავად არის დადანაშაულებული კორუფციაში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. ცნბოისთვის, პირველად რუსეთის დაზვერვას გასული წლის ნოემბერში, ისრაელში ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდნენ. მაშინ სოციალური ქსელების ისრაელურ სეგმენტში ე.წ. ინტერნეტ ტროლების აქტივობაც შეიმჩნეოდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ICC-ს პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ოთხშაბათს, 19 ივლისს განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის სამიტს არ დაესწრება. კირილ რამაფოსას თქმით, რუსეთს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. მანამდე, ICC ითხოვდა, რომ სამხრეთ აფრიკა პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინა. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. შედეგად რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ მათ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ. Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-24 აგვისტოს გაიმართება
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას მხარი დაუჭირა
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის შეიარაღებასთან და სათადარიგო ნაწილებთან ერთად, 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნას დაუჭირა მხარი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Sofia Globe იტყობინება. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები განმარტავენ, ბულგარეთს არ სჭირდება ჯავშანტექნიკა, რომელიც ათწლეულების წინ შეიძინა ბულგარეთის კომუნისტების დროს იყო შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი შეიარაღებული ძალებისთვის. ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად, 14 ივლისს განაცხადა.
ზელენსკი: მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი ლეგიტიმურად არის სამიზნე, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იყოს. ზელენსკი ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეო ბმულით ჩაერთო. „უკრაინის მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რაიმე პატარა ლოგისტიკური გზა არ არის. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, უნდა განეიტრალდეს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
ფინეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ფინეთი ჰუმანიტარული დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინის იმ რეგიონებისთვის, რომლებიც კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად დაზარალდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინამ ხაზი გაუსვა წყალმომარაგების სფეროში დახმარების აუცილებლობას და ფინეთმა ამ თხოვნებზე ეფექტიანი რეაგირება შეძლო. „ფინეთმა გაუგზავნა უკრაინაში წყლის გამწმენდი მასალები, წყლის კონტეინერები, ტუმბოები და დანადგარები ქვეყნის წყალმომარაგების გასაძლიერებლად. გარდა ამისა, მზადდება წყლის წარმოების მასალებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობების ახალი გადაზიდვები," - ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ცნობით, წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული დახმარების გარდა, ფინეთმა უკრაინას გენერატორები, სასწრაფო დახმარების მანქანები და სხვა აღჭურვილობა გადასცა. სამინისტროს განმარტებით, ფინეთის ამ დახმარების საერთო რაოდენობამ ივლისში 250 სატვირთო მანქანას გადააჭარბა. .
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ივლისს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5771 ლარი ეღირება, ევრო – 2.8673 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3111 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5693 ლარი ღირდა, ევრო – 2.8804 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3157 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ივლისს ამოქმედდება და 24 ივლისის ჩათვლით იქნება ძალაში.
ფაშინიანი: სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე, აზერბაიჯანთან კიდევ ერთი ომი „ძალიან სავარაუდოა“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და ასევე რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ, ომი ძალიან სავარაუდოა. მან აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებაში და იქ „გეტოს“ შექმნაში დაადანაშაულა. „ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ, არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა AFP-სთან ინტერვიუში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთი ახლა თანდათან ხდება მეტოქეობის ზონა, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მისი თქმით, არა მარტო რუსები და ამერიკელები, არამედ სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერევიან სიტუაციაში. „ვფიქრობ, სომხეთის მთავრობას არ აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. ყარაბაღის მეორე ომამდე ჰქონდათ. ახლა ვხედავთ, რომ მათ ეს არ აქვთ, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათ,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ზელენსკი: ყირიმის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა, რომელიც უნდა „განეიტრალდეს“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხიდი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, „მოაქვს ომი და არა მშვიდობა," შესაბამისად, სამხედრო სამიზნეა. „უკრაინის მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რაიმე პატარა ლოგისტიკური გზა არ არის. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ამიტომ გასაგებია, რომ ეს ჩვენი სამიზნეა და ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ომი მოაქვს და არა მშვიდობა, უნდა „განეიტრალდეს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა წინა შეფასება, რომ კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე მას ისურვებდა, თუმცა აღნიშნა, რომ „უკრაინა უკან არ იხევს.“ „ის თანდათან ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც შესაბამისმა ქმედებებმა შეიძლება, კონტრშეტევის ტემპი გაზარდოს. მესმის, რომ უკეთესია დავინახოთ, რომ გამარჯვება უფრო ადრე მოვა. ეს არის ის, რაც ჩვენც გვინდა," - აღნიშნა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს ზელენსკი: მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
Reuters: აშშ უკრაინას $400 მლნ-ის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს
Reuters-ის ინფორმაციით, სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს. სააგენტო სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა. დახმარების პაკეტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და მასში შესაძლოა, ცვლილებები კიდევ შევიდეს. აშშ-მ უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება ბოლოს19 ივლისს გამოუყო. უფრო ადრე გადაცემული პაკეტის ფარგლებში კი, კასეტური საბრძოლო მასალა გაუგზავნა.
პისტორიუსი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში
გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას პოლონური მედია და Reuters-ი ავრცელებენ. კერძოდ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხსენებულ საკითხზე პრაღაში, ჩეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფნასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ კითხვას პისტორიუსმა შემდეგნაირად უპასუხა: „სადაც პოლონელ პარტნიორებს სჭირდებათ მხარდაჭერა, ისინი მიიღებენ მას. ისინი NATO-ს პარტნიორები და NATO-ს სანდო მოკავშირეები არიან. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მზად ვართ.“ პისტორიუსის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 19 ივლისს განაცხადა, რომ პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით ძალებს გზავნის. პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას აქტიურად ითხოვენ. ასევე წაიკითხეთ: გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს
ალიევი: მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში
„მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში. Azertag-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედია ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს „მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში, 2026 წლისთვის მოსალოდნელია 140 000 ადამიანის დაბრუნება. იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩამოვლენ პირველი მცხოვრებლები და დასახლდებიან ქალაქ შუშაში“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ქალაქი წარმოადგენს აზერბაიჯანის შუშის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2020 წლამდე ქალაქს აკონტროლებდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, იყო შუშის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2021 წლის 7 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.
ზელენსკის სურს, ნახევარკუნძულის გათავისუფლების შემდეგ, ყირიმში „სილიკონის ველის“ მსგავსი პროექტი განხორციელდეს
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს იდეა, რომ ნახევარკუნძულის გათავისუფლების შემდეგ, ყირიმში „სილიკონის ველის“ მსგავსი პროექტი განახორციელოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „როცა გავიმარჯვებთ, უსაფრთხოების საკითხებს მოვაგვარებთ და ინფრასტრუქტურის კუთხით განვითარებას შევძლებთ,“ - განაცხადა მინისტრმა. უფრო ადრე ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ყირიმის რეინტეგრაცია სხვა ტერიტორიების რეინტეგრაციაზე უფრო რთული იქნება, რადგან ამას ცალკე მიდგომა სჭირდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს ზელენსკი: მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება 6%-ზე მეტით გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით, 2023 წლის იანვარ-ივნისში, თურქეთის გავლით 113,773 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა. თურქულ ოპერატორ BOTAS-ის ცნობით, ეს მონაცემები 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, 6,656 მილიონი ბარელით - 6,2%-ით მეტია. მიმდინარე წლის ივნისში BTC-მა თურქეთის გავლით 19,658 მილიონი ბარელი ნავთობი ამოტუმბა. 2022 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით, ეს 1 მილიონ 993 ათასი ბარელით - 11,3%-ით მეტია. BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
პოლიციამ ბერლინის გარეუბანში ლომის ძებნა შეწყვიტა
გერმანიის ოფიციალურმა პირებმა ბერლინის გარეუბაში ლომის ძებნა შეწყვიტეს, რადგან მტაცებელი ვერ იპოვეს. პოლიცია ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა ლომს მას შემდეგ, რაც საზოგადოების წევრებმა გარეული ცხოველის შესახებ შეატყობინეს. ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ, პოლიციას სჯერა, რომ ეს არსება გარეული ღორი იყო. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე კლეინმახნოვის მერმა მაიკლ გრუბერტმა განაცხადა, რომ „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველი, ლომის კვალი არ არის." ორი ექსპერტი, მათ შორის ერთი სამხრეთ აფრიკიდან გამოძახეს და ისინიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ. კიდევ ერთმა ექსპერტმა ბერლინის ადგილობრივ რადიოსადგურ RBB-ს განუცხადა, რომ მის მიერ ნანახი კადრებიდან ცხოველი უფრო ჰგავდა ღორს, რომელიც რეგიონშია გავრცელებული. თუმცა მაიკლ გრუბერტმა განმარტა, რომ პოლიცია სიფხიზლეს შეინარჩუნებს სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში. ძებნის ოპერაციაში 120-მდე პოლიციელი იყო ჩართული. ასევე გამოიყენეს დრონები და ვერტმფრენები.
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. „ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის,“ – განაცხადა ლაიენმა.
აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტმა სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელად ქალი წარადგინა
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოსტს ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალი დაიკავებს. AP-ის ცნობით, ფრანკეტი აღნიშნულ თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ აშშ-ის სენატი ლიზა ფრანკეტის კანდიდატურას დაამტკიცებს, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის უფროსი ოფიცრების შემადგენლობაში ის პირველი ქალი იქნება. ცნობისთვის, მანამდე ლიზა ფრანკეტი აშშ-ის მე-6 ფლოტის მეთაურის და ასევე დამრტყმელი ავიამზიდის მეთაურის თანამდებობებს იკავებდა. ის იყო მეორე ქალი, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ძალებში ოთხვარსკვლავიანი ადმირალის წოდება მიენიჭა.
ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებია - უკრაინული მედია
ოკუოპირებულ ყირიმში აფეთქებები დაფიქსირდა, მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კრასნოგვარდეისკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებაც. აფეთქებებია აეროდრომზე სოფელ ოქტიაბრსკში, რომელიც ყირიმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე იწვის ნავთობის ბაზაც. ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, უკრაინის ჯარმა, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, „ყირიმის რესპუბლიკის“ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება „შეტევა კრასნოგვარდეისკის რაიონის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. შესაძლო შედეგების ლიკვიდირებისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა აქსიონოვმა. ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია. 17 ივლისს ხიდზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გზის ერთი მონაკვეთი ჩამოინგრა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა იწყებს „ყირიმის გუნდის“ შექმნას, რომელიც ნახევარკუნძულზე დეოკუპაციის შემდეგ იმუშავებს ზელენსკი: მიზანი მთელი ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.