ძებნის რეზულტატი:

ISW: უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქსა და ბახმუტის მახლობლად, ტაქტიკურ წინსვლას მიაღწიეს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის კონტრშეტევის ძალებმა წარმატებას ფრონტის ორ სექტორში მიაღწიეს. წინ მიიწევენ ზაპოროჟიეს დასავლეთ ნაწილსა და ბახმუტის სამხრეთით. ISW-ის თანახმად, 7 სექტემბერს, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში წინ წაიწიეს დასახლებული პუნქტის ვერბოვოს ჩრდილო-დასავლეთით და მცირე პროგრესი ჰქონდათ ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთში. გეოლოკაციულ კადრებსა და რუს სამხედრო კომენტატორებზე დაყრდნობით, ISW წერს, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქში წინ წაიწიეს დასახლებული პუნქტის ვერბოვოს ჩრდილო-დასავლეთით წინ წაიწიეს და მიაღწიეს დასახლების ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანს. ვერბოვო ზაპოროჟიეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ახლახან გათავისუფლებული სოფელი რობოტინიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრში. „თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონტრშეტევამ შეიძლება მიაღწიოს ოპერაციულ წარმატებებს 2023 წელს, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რუსული თავდაცვა „არ არის ერთგვაროვანი," უფრო მეტიც, უკრაინის სამხრეთ ფრონტი დამატებითი გამოწვევის წინაშე დგას. ამის შესახებ ეროვნულმა გვარდიამ სექტემბერს განაცხადა. რუსული თავდაცვითი პოზიციების შემდგომი სერია კვლავ ქმნის მნიშვნელოვან გამოწვევებს უკრაინული ძალებისთვის,“ - წერის ISW. უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული რაიონების გასათავისუფლებლად კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს.  

სტამბოლი-ბათუმის რეისი უამინდობის გამო, ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებდა

ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის აეროპორტში, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად თვითმფრინავი ვერ ჯდებოდა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია: „სავარაუდოდ, ნისლის გამო ვერ ახერხებდა დაჯდომას“. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაჯდა.  

დუბაიში ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა

AeroGulf-ის ვერტმფრენი 7 სექტემბერს საღამოს ზღვაში ჩავარდა და მისი ეკიპაჟის ორი წევრის ძებნა მიმდინარეობს, - აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საემიროების გენერალურ საავიაციო სამსახურში. კატასტროფა დუბაის სანაპიროსთან მას შემდეგ მოხდა, რაც ვერტმფრენი ალ-მაქტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა. ავიაციის მარეგულირებლის განცხადებით, Bell 212-ის ტიპის შვეულმფრენის ერთ-ერთი პილოტი ეგვიპტელია, მეორე კი სამხრეთ აფრიკელი. საძიებო-სამაშველო ჯგუფებმა ვერტმფრების ნამსხვრევები იპოვეს, ეკიპაჟის ძებნა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ადგილზეა გამომძიებელთა ჯგუფი.  

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ერთი ცხედარი იპოვეს, კიდევ ორ ადამიანს ეძებენ

სტიქია გურიაში: სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო. „მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკაონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს. ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაო. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები,“ - წერს შსს.  

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე უხვი ნალექის გამო, მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, „როგორც კი აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაო მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.“ „გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.  

ბორელი: ევროკავშირი მზადაა, საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში დაეხმაროს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს, საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რომ საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს - ბორელი „დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე. ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.  

ბორელი: ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მას ზომიერება სჭირდება. ბორელი შეხვდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.  „პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მას ზომიერება სჭირდება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ეროვნული ძალისხმევა,“ - წერს ბორელი. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. „საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან წარმოდგენილი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფი. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება, მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, იყოს სამართლიანიმ,“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე აღინისნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, იყოს სამართლიანი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხი დაისვა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც. „მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თავის მხრივ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება – ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა, ხალხისა და ხელისუფლებისა, რომელიც გვესმის საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან, ასევე ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და ევროპელი პოლიტიკოსისგან. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა ერთიანი ორგანიზმია და თუკი გადაწყვეტილება მიღება ქვეყნის მიმართ, ეს მიიღება ერთიანი ორგანიზმი,  ხალხის, ხელისუფლების მიმართ. არც ოპოზიციის, არც ჩვენი მხრიდან ისეთი არაფერი თქმულა, რაც გარეთ არ გაჟღერებულა. ეს არის, როგორ ლობირებს რადიკალური ოპოზიციის ნაწილი კანდიდატის სტატუსს. ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ბორელი: ევროკავშირი მზადაა, საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში დაეხმაროს ბორელმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.  

რუსეთმა სომხეთში პრორუსი ჟურნალისტის და ბლოგერის დაკავებას პროვოკაცია უწოდა

რუსეთი პროვოკაციას უწოდებს სომხეთში პრორუსი ჟურნალისტის და ბლოგერის დაკავებას და გაურკვეველ ძალებს ადანაშაულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესების მცდელობაში. რადიო თავისუფლების ცნობით, 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთში დააკავეს რუსეთის პოპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ სომხური სამსახურის ჟურნალისტი აშოტ გევორქიანი და პრორუსი ბლოგერი მიქაელ(მიკა) ბადალიანი. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მათ ბრალად ედება იარაღის უკანონო ბრუნვაში მონაწილეობა. სულ დაკავებულია 7 პირი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს, 8 სექტემბერს, ერევანში მიმდინარე რუსულ-სომხური მედიაფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ გევორქიანის და ბადალიანის დაკავება არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია მოსკოვისა და ერევნის კავშირების გაუარესებისკენ. ზახაროვას თქმით, ამის უკან დგანან ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული რუსეთის და სომხეთის და მათი ხალხების დაახლოებით და მიზნად ისახავენ გაუცხოებას და სიძულვილის, შიშის და უნდობლობის დათესვას. რა ძალებია ეს, ზახაროვას არ უთქვამს.  

რა მოცულობის ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვიზიტის პირველ დღეს, 7 სექტემბერს, პირველი განცხადებისას ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზეც. ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე გამოიხატება ფინანსურ დახმარებაში. „ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულია დაახლოებით, 1.3 მილიარდი ევრო,” - განაცხადა ბორელმა. ბორელმა უკვე დღეეს, 8 სექტემბერს განაცხადა, რომ დღევანდელი დღე დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია. ბორელი თბილისში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა  

ბორელმა თბილისში შეხვედრები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო

მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია. 7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვია. მან დღეს დაიწყო ოფიციალური შეხვედრები და ხაზი სწორედ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია „დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე. რა მოცულობის ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია. მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის კიდევ ბევრია სამუშაო. „საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში, საქართველოზე ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნის შესახებ წარადგენს. და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა, ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ. მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს უფლება შეიძლება, ავტომატურად ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო,” - განაცხადა ბორელმა.  

შსს თბილისში მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს აცხახდებს, რომ პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ვ.შ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.დ. და 1985 წელს დაბადებული ს.დ. დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.დ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო ს.დ.- ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ვ.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.  

ბორელი ღარიბაშვილს: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რისკია, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის სამი გზავნილი წარმოადგინა, რომლითაც მისი თქმით, საქართელოში ჩამოვიდა. „რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ ძლიერი ადმინისტრაცია გაქვთ, ცოცხალი სამოქალაქო სექტორი გყავთ და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში,“ - აღნიშნა ბორელმა. საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი თემაა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას და ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს იცავს და იმპიჩმენტის პროცედურაც ამიტომ დაიწყო. „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის წმინდად სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული სტილის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც, უპირველესად, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას. ვინ თუ არა პრეზიდენტი, პრემიერი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციის დაცვის და პატივისცემის. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდად სამართლებრივი თემა, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ. განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ იმპიჩმენტი მოხდეს, ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან,“ - განაცხადა პრემიერმა. ამავე პრსკონფერენციაზე ბორელმა განაცხადა: „საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში. ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იყოს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე, შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, შესასრულებელია. თუმცა, დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი. ჩემი გამოცდილებით, მინდა, გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არამხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს. ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალაა. მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის, ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში,“ – განაცხადა ბორელმა.   ბორელის მესამე გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ეხებოდა.

ჯოზეფ ბორელი: შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რუსული პროოაგანდა ინტენსიურია. „სიგიჟე იქნება, ვინმემ ევროკავშირში იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, რუსული პროპაგანდა ინტენსიურია და მათ ამ მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი,“ - განაცხადა ბორელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. „თქვენ ბრძანეთ „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე. აღნიშნულზე პასუხი მარტივია: „ხმაური“. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება. ეს პრობლემას ქმნის. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, როდესაც შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ. შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან მათი პოზიციები ჩვენი პოზიციების თანმხვედრი იყოს. როდესაც კანდიდატები წევრ სახელმწიფოდ გადაიზრდებიან, მათაც იმავეს კეთება შეძლონ, თავსებადი იყოს პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან თავსებადობაში უნდა მოვიდეს, ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის ეს,“ - აღნიშნა ბორელმა ბორელის თქმით, ევროკავშირში აქცენტი კეთდება საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა რუსეთი იყოს იზოლირებული. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იყოს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის, ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში“, – განაცხადა ბორელმა.

ღარიბაშვილი ბორელს: საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მთავრობა მზად არის, გააგრძელოს სამუშაო პროცესი ევროკავშირთან. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს. „მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, ეს არის მუდმივი პროცესი. მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც მე აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული. დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა მმართველი პარტია, ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტიც, ოპოზიციაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული - მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ამავე პრესკონფერენციაე აღნიშნა, რომ რადიკალური ჯგუფები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ  ამ პროცესს. „ახლა  მთავარი მინდა ვთქვა ბატონო ჯოზეფ, ზოგადად, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული  ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი სასპეკულაციო საგანი სწორედ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს  კანდიდატის სტატუსი, ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ  საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი უკვე შესრულებული აქვს. „ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი. ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევთ კოორდინაციას აი ამ პროცესს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

ბორელი: რუსეთს გაუხარდება, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა - მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით, დაფასდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმების მიმართულებით საქართველოსა და ქართველი ხალხის ძალისხმევა ყველა ანგარიშში ობიექტურად აისახება. „რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სიტუაცია გააჩნია. მინდა დაგარწმუნოთ და ქართველები დავარწმუნო, რომ ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით იქნება დაფასებული. ასევე, ევროპული ინსტიტუტები და ყველა ის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც არის წარმოებული, ყველა მათგანში აღნიშნული იქნება ეს და ობიექტური გზით გაკეთებული,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს და სურდა. ეს გზავნილი პირადად ჩამოეტანა. ჯოზეფ ბორელი: შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ ბორელმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა, საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირში, ნატო-ში. იმ ფაქტის წინაშე თუ დავდგებით, რომ უარს მივიღებთ, როგორ ფიქრობთ, ხომ არ გააჩენს მოსახლეობაში სკეპტიციზმს?“ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, მათ არავინ მიატოვებს. „არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. გამოცდაზე პროფესორმა მიმტყუნაო ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. ჩვენი შეფასება ობიექტურია. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ყველაფერი გვესმის, ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომაა, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და ამისთვის არის დროც, გააკეთეთ. ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს. შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. „გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და ერთი პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი.  

რაზე გამახვილდა ყურადღება ბორელისა და ღარიბაშვილის შეხვედრაზე

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. „შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით უზრუნველყოფილია რეკომენდაციების შესრულების ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც განხორციელდა როგორც ინსტიტუციური რეფორმები, ასევე ინიცირებულ იქნა 100-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა როგორც ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების, ისე ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განსაზღვრული რეფორმების პროცესის მიმართ ქართული მხარის ერთგულებას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდან სათანადოდ დაფასდება საქართველოს ძალისხმევა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გადაიდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დადებითი შეფასება მიეცა ასოცირების შეთანხმების, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, შესრულების პროცესს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და სექტორულ დაახლოებას და მნიშვნელოვნად ამზადებს ქვეყანას ევროკავშირში წევრობისთვის. მხარეები მიესალმნენ ევროკავშირთან მაღალი დონის თანამშრომლობის არსებულ დინამიკას, მათ შორის, გადაწყვეტილებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრის მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამართვის გადაწყვეტილებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ როლზე ევროპასა და აზიას შორის ენერგოდერეფნებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ჩართულობით მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, შავი ზღვის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ქართულმა მხარემ უმაღლეს წარმომადგენელს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე მაღალი შეფასება მიეცა ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან. განვიხილეთ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ჩვენს მიერ მიღწეული წარმატება. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. საქართველო ევროპაა!,“ - დაწერა თავის მხრივ, ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

ბორელის ვიზიტის პრიორიტეტული მიმართულება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს

7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვია. მან დღეს დაიწყო ოფიციალური შეხვედრები და ხაზი სწორედ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა. „დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე მას შემდეგ, რაც დარჩიაშვილს შეხვდა. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია. საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ახსენა პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. „ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, როდესაც შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ. შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან მათი პოზიციები ჩვენი პოზიციების თანმხვედრი იყოს. როდესაც კანდიდატები წევრ სახელმწიფოდ გადაიზრდებიან, მათაც იმავეს კეთება შეძლონ, თავსებადი იყოს პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან თავსებადობაში უნდა მოვიდეს, ეს ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის,“ - განაცხადა ბორელმა. ბორელმა თბილისში შეხვედრები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო  

ბორელი თბილისში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის სამი გზავნილი წარმოადგინა, რომლითაც მისი თქმით, საქართელოში ჩამოვიდა. ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.“ მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. 3.  მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ეს არ არის უბრალო სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია, რომელიც უკვე 15 წელია მუშაობს". ჯოზეფ ბორელის თქმით, 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული. ბორელის ვიზიტის პრიორიტეტული მიმართულება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს

გურიის სტიქიის გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად, ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. უწყების წარმომადგენლები კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.ავტოტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად, გზის გაწმენდის სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე.