ძებნის რეზულტატი:

აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვებს. თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის აღჭურვილობა, დამატებით საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, 81 მმ ნაღმმტყორცნი ჭურვები და 120 მმ გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვები Abrams ტანკებისთვის. პაკეტში ასევე შევა TOW-ს ტიპის რაკეტები, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და AT-4-ის ტიპის კომპლექსები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, ასევე, ტაქტიკური აერონავიგაციური სისტემები და დაცული კავშირის ტაქტიკური სისტემები.  

ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა

სომხეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აფასებს. ბრაიზა მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.“ ამერიკელი დიპლომატის დასკვნით, ნიკოლ ფაშინიანს ყოველთვის სურდა დასავლეთისკენ სვლა და რუსეთისგან თავის დაღწევა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ ვერცერთი სომეხი ლიდერი მთლიანად ვერასოდეს გათავისუფლდება რუსეთის „გრავიტაციული ძალისგან.“ ამის დასტურად ის იხსენებს იმ პერიოდს, რამაც „გამოიწვია სერჟ სარქისიანის გადაყენება და ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა, როცა ფაშინიანი ითვლებოდა პროდასავლურ ლიდერად და რუსეთს სომხეთისთვის უსაფრთხოების გასაღებად კი არ თვლიდა, არამედ, დასავლეთთან მანევრირების საშუალებას იტოვებდა.“ ბრაიზას თქმით, ყარაბაღთან დაკავშირებით კი, ფაშინიანი მაინც ზედმეტად დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ერევანს რაიმე სახის მხარდაჭერას შესთავაზებდა, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება განიცადა: „მაგრამ ვფიქრობ, მას ყოველთვის დასავლეთისკენ ძვრა და რუსეთისგან თავის დაღწევა სურდა, რამდენადაც შეეძლო იმის გაცნობიერება, რომ რუსეთის გრავიტაციული ძალისგან მთლიანად ვერცერთი სომეხი ლიდერი ვერასოდეს გათავისუფლდება. ის ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, მაგრამ ასევე შეენარჩუნებინა სამუშაო დონეზე ურთიერთობა რუსეთთან. „ახლა დაძაბულობა იმდენად გაიზარდა ლაჩინის კორიდორის გარშემო, რომ მან მომენტის გამოყენება აირჩია. თავს ესხმიან ოპონენტები და ღალატში ადანაშაულებენ, რადგან 2020 წლის 10 ნოემბერს დათანხმდა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ამდენად, ვფიქრობ, ის ახლა ფარად იყენებს ეროვნულ ერთიანობას, რომელიც აზერბაიჯანთან დაძაბულობამ გამოიწვია ლაჩინის დერეფნის გარშემო, რათა საშუალება მიეცეს, გადადგას ეს რადიკალური ნაბიჯი, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად დაუკავშიროს ევროპასა და შეერთებულ შტატებს, ვიდრე რუსეთს,“- ამბობს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანს ნამდვილად სურს საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია. „ამიტომაც, ის და პრეზიდენტი ალიევი უფრო და უფრო უახლოვდებიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, მისი ოპონენტები უფრო და უფრო რადიკალურები ხდებიან, მაგრამ ისინი ჩიხს გვთავაზობენ, როდესაც ამბობენ, რომ სომხეთს დახმარება რუსეთისგან სჭირდება და არა დასავლეთისგან. ახლა ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის, ცოტა უფრო მეტად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ, რისი გაკეთებაც მას თავდაპირველად სურდა, მაგრამ შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო,“ - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 5 სექტემბერს სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი, ვიქტორ ბიაგოვი გაიწვია. უფრო ადრე ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს

ბლინკენი ზელენსკის კიევში შეხვდა

კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მანამდე ბლინკენმა ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი ძალიან გამამხნევებელია. ზელენსკისთან საუბრისას ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს „მტკიცედ აქვს განსაზღვრული, განაგრძოს უკრაინასთან გვერდით დგომა. „კონტრშეტევაში უკრაინის პროგრესი „ძალიან, ძალიან გამამხნევებელია.” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჯო ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრას უახლოეს მომავალში მოუთმენლად ელის. თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ფართომასშტაბიანი ომის დროს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა ჩამოვსულიყავი, რათა განმეორებით დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა. იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონტრშეტევის ამჟამინდელი გამოწვევისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ ჩვენ და სხვა ქვეყნები, ისევე როგორც გრძელვადიან ძალისხმევას ვდებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას მომავლის ძალა შექმნას, რომელსაც ნებისმიერ სამომავლო აგრესიის შეკავება და მის წინააღმდეგ დაცვა შეუძლია,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ფრონტის ხაზზე ვიზიტის შემდეგ მისგან შეფასებებს ელის. „ვიცი, რომ სულ ცოტა ხნის წინ ფრონტის ხაზზე იყავით და ყველანი მზად ვართ, თქენი შეფასება მოვისმინოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ახლა კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია”, - განაცხადა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იქნება.  

ბლინკენმა კიევისთვის დამატებით, $1 მილიარდზე მეტი მოცულობის დახმარების შესახებ გამოაცხადა

აშშ უკრაინას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს. შესაბამისი განცხადენა ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ახალი დახმარებიდან 175 მილიონი დოლარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის დახმარებისკენ მიემართება, „რაც უკიდურესი საჭიროებაა.“ ასევე, 100 მილიონი დოლარი უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო საჭიროებების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული და 300 მილიონი დოლარი - გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამართალდამცავი ორგენოების მიერ მართლწესრიგის აღდგენასა და შენარჩუნების ძალისხმევების მხარდაჭერაზე. ბლინკენი ზელენსკის კიევში შეხვდა „უსაფრთხოების სფეროში ახალი დაფინანსება, რომლის შესახებაც დღეს ვაცხადებთ, ასევე გამყარებული იქნება ამ შემოდგომაზე ამერიკული Abrams ტანკების ჩამოსვლითა და შეერთებულ შტატებში F-16-ებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, რაც შეავსებს წვრთნას, რომელიც უკვე ტარდება ევროპაში,” - განაცხადა ბლინკენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინაში მისი ბოლო ვიზიტიდან უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ 2022 წლის თებერვლიდან დაპყრობილი ტერიტორიების 50% დაიბრუნეს. ბლინკენის შეფასებით, მიმდინარე კონტრშეტევაში ბოლო რამდენიმე კვირაში პროგრესი დაჩქარდა. ეს ახალი პაკეტი კი, დაეხმარება მას და დამეტებით იმპულსს მისცემს. „უკრაინის გვერდით მდგომას ვაგრძელებთ, და დღეს ამ საერთო ძალისხმევებისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ახალი დახმარების შესახებ ვაცხადებთ. აქ შედის 665.5 მილიონი უსაფრთხოების სფეროში ახალ სამხედრო და სამოქალაქო დახმარება. ჯამურად, რუსული სამხედრო აგრესიის დასაწყისიდან ჩვენ 43 მილიარდ დოლარზე მეტი გამოვყავით უსაფრთხოების სფეროში დახმარებაზე,” - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა. მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ორი დღის განმავლობაში იქნება.  

რუსეთი დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. უწყების ცნობით, ერთი დრონი მოსკოვის ოლქში, ორი კი როსტოვის ოლქში გაანადგურეს. „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე სამი უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო თავდაცვამ სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. მათგან ორი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი მოსკოვის ოლქში“, - აცხადებენ სამინისტროში. მანამდე, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ დონის როსტოვში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი დრონი გაანადგურეს. ერთი მათგანი გარეუბანში ჩამოვარდა, მეორე - ცენტრში, რის შედეგადაც სამი კორპუსის ფასადი და ავტომობილები დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.  

აშშ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ ქონებას პირველად გადასცემს

აშშ-ის სსახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინას პირველად გადასცემს სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ ქონებას, რომელიც უკრაინის არმიის ვეტერანთა მხარდაჭერას მოხმარდება. ბლინკენმა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით 6 სექტემბერს ჩავიდა, კიევისთვის დამატებით, $1 მილიარდზე მეტი მოცულობის დახმარების შესახებ გამოაცხადა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, საფასური უნდა გადაიხადონ მათ, ვინც პუტინს აგრესიული ომის გაჩაღებაში დაეხმარა. ბლინკენს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული 5,4 მილიონი დოლარი უკრაინელი ვეტერანების რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის მხარდასაჭერად. დაიხარჯება. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი $1 მილიარდის ღირებულების ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად, კონგრესისგან ნებართვას ითხოვს 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მ უკრაინას 43,2 მილიარდი დოლარის სამხედრო, 2,9 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული და 20,5 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარება გაუწია.  

უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ ფრანგული კომპანია Delair-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას 150 დრონს გადასცემს. „Delair-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია,“ - წერს ლოკერნუ სოციალურ ქსელში. სებასტიან ლეკორნუს არ დაუკონკრეტებია, დრონების რომელ მოდელებს მიიღებს უკრაინა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან უკრაინის თავდაცვის შემდგომი პაკეტები სამ სექტემბერს განიხილა.  

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 33 დრონიდან 25 ჩამოაგდო - საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალებმა 6-7 სექტემბრის ღამეს სუმისა და ოდესის ოლქებში გაშვებული 33 თვითმფრინავიდან 25 ჩამოაგდეს.  იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები. თავდასხმები განხორციელდა ჩრდილოეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, მათ შორის კურსკი (რუსეთი), პრიმორსკო-ახტარსკი (რუსეთი) და კონცხი ჩაუდა (ყირიმი). „სულ დაფიქსირდა Shahed-ის 33 თვითმფრინავის ძირითადად ოდესის ოლქის სამხრეთ რაიონების მიმართულებით. საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 25 დრონი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 6-7 სექტემბრის ღამეს ოდესის ოლქე თავდასხმის შედეგად, სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა.  

აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუნ ალიევსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. „შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ყურადღება კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონს ეწვივნენ, სადაც ბაზაზე წარმოდგენილი ტექნიკა, შეიარაღება და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს და მათ შესაძლებლობებს გაეცნენ. სტუმრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის ფუნქცია-მოვალეობებზე, მიზნებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.    

მაკრონის თქმით, პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის

2024 წლის პარიზის თამაშებზე რუსი სპორტსმენების შესაძლო ყოფნის შესახებ კითხის საპასუხოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, რომ რუსეთის დროშა აღიმართოს ოლიმპიადაზე „იმ დროს, როცა რუსეთი სჩადის სამხედრო დანაშაულებს.“ ოთხშაბათს საღამოს გამოქვეყნებულ სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში მაკრონმა აღნიშნა რომ მას სჯერა, ამ საკითხზე კონენსუსი არსებობს. ამასთან, განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რუსი და ბელორუსი სპორტსმენების ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაზე, დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა (IOC) და მის ხელმძღვანელ თომას ბახზე. მან სპორტულ გაზეთ L'Equipe-თან ინტერვიუში დაამატა: „მე სრული ნდობა მაქვს თომას ბახის (IOC პრეზიდენტი)." თუმცა, მაკრონი იმასაც განიხილავს, როგორ განასხვავონ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც ომის მომხრეები არიან და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლნი არიან. „ეს არის რეალური კითხვა,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, IOC-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლიანი და გასაგები იქნება უკრაინელებისთვის.   „ეს არის დამაბალანსებელი აქტი, რომლის მიღებაც მიგვიწევს,“ - აღნიშნა მაკრონმა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს აზიის თამაშებში გამოსვლა აუკრძალა რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებს სანქციები დაემუქრათ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.  

რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, NATO ბუქარესტს მხარდაჭერას უცხადებს

რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, NATO ბუქარესტს სოლიდარობას უცხადებს. „რუმინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოკავშირეებმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს. სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა. რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით „სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს. იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, NATO-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება. NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN NATO-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად არაერთხელ უარყო უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, მაგრამ ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.  

მოსკოვის საჰაერო თავდაცვის მეთაური ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსული მედიის ცნობით, გენერალ-მაიორი კონსტანტინ ოგიენკო, რომელიც მოსკოვის საჰაერო თავდაცვას მეთაურობდა, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. საქმე განსაკუთრებულად მსხვილი ოდენობის ქრთამის აღების მუხლით არის აღძრული. მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება. რუსი სამხედრო მიმდინარე წლის ივლისში თანამდებობიდან გადააყენეს და აგვისტოს დასაწყისში დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი, როცა ოგიენკო პატიმრობის ვადა 27 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ოგიენკომ კიდევ ერთ გენერალ-მაიორ დმიტრი ბელიაცკისთან ერთად, 500 000 რუბლის ($5078) ოდენობის ქრთამი კომპანია Надежда-სგან მიიღო. ჯამში ისინი 30 მილიონი რუბლის ($305 000) მიღებას გეგმავდნენ. სანაცვლოდ გენერლები თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებული მიწების გადაცემას აპირებდნენ. ოგიენკო ბრალს არ აღიარებს, ბელიაცკიმ კი, ნაწილობრივ აღიარა ბრალი და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.  

ბერბოკი: უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო, ევროკავშირის წევრები გახდებიან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო ევროკავშირის წევრები გახდებიან. „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოც, ევროკავშირის წევრები გახდებიან. არ ვიცი, იქნებოდა თუ არა ვინმე მზად ხუთი წლის წინ, რომ ამაზე ფსონები დაედო, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა უნდა გადავდგათ გაბედული ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ, რომ მომავლის ევროკავშირი 30-ზე მეტი წევრით იყოს ძლიერი გაერთიანება, მოქმედების უნარით,“ - ამბობს ბერბოკი. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ ჯოზეფ ბორელი დღეს, 7 სექტემბერს საქართველოს ეწვევა.

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ პირი 2022 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ სტამბოლში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 15 თებერვალს, აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს თურქ კოლეგებს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.  

უკრაინის წინსვლა ხაზს უსვამს კიევის გვერდით დგომის მნიშვნელობას, NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა უკრაინის ომმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უკრაინის ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, რადგან ეს არის ყველაზე სასტიკი ომი, რომელიც ვნახეთ, ყველაზე დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ერთად დგომას. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მხარდაჭერამ მისცა უკრაინას შესაძლებლობა, დაეწყო კონტრშეტევა და ახლა მათი წინსვლა ადასტურებს ამ  მხარდჭერის გაგრელების აუცილებლობას. „რეალობა ის არის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა სულ მცირე ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა: როდესაც ის შარშან უკრაინაში შეიჭრა. პირველი და უმთავრესი, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ მან სრულიად ვერ შეაფასა უკრაინელების შესაძლებლობები. უკრაინელი ხალხის, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ერთგულება, გამბედაობა. კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მან დაუშვა, ჩვენი შეუფასებლობა იყო. ჩვენი მზადყოფნა, ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, დავდგეთ უკრაინის გვერდით, ეკონომიკური სანქციებით, პოლიტიკური მხარდაჭერით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, სამხედრო მხარდაჭერით. ასე რომ, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, შევინარჩუნოთ ეს მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ძალა, ვალდებულება, რაც საშუალებას მისცემს ევროპარლამენტს, ევროკავშირის წევრებს, NATO-ს მოკავშირეებს, ჩვენს ინსტიტუტებს, დადგნენ უკრაინის გვერდით. ამის აღიარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის, რაც უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა უკრაინელებს კონტრშეტევის დაწყებაში. უკრაინელები თანდათან მიიწევენ წინ და ეს ადასტურებს ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელობას და ასევე ჩვენს შესაძლებლობებს და მზადყოფნას, გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რადგან ეს არის მძიმე ბრძოლა, რთული ბრძოლა, მაგრამ მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა. მათი შეტევა უბრალოდ ხაზს უსვამს უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობას. NATO-ს სამიტზე მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, იყო უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე შევძელით პროგრესის მიღწევა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რაც ევროკავშირმა გააკეთა მათ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. NATO-ს ვილნიუსის სამიტზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რათა დავეხმაროთ უკრაინის წევრობასთან დაახლოებას. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ შემდეგ დავამატეთ სამი ელემენტი, რომელიც რეალურად აახლოებს მას წევრობასთან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.  

„ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომელი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ. ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს. „პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულის გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად, 40 დღის განმავლობაში განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ. ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა. კერძოდ, ის რეალიზაციის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან" მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი" იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი „მეტადონის“ ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული. პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, „შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" დალუქა. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ფონზე, სტოლტენბერგი რისკებზე მიუთითებს

NATO ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები გამოწვეული იყო რუმინეთზე რუსეთის განზრახ თავდასხმით. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა გააკეთა. „ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმაზე და ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგს,“ - განუცხადა NATO-ს ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარებს. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ, მოკავშირეთა საზღვრების მიმდებარედ, რისკებს უქმნის ალიანსს. რუმინეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ, NATO ბუქარესტს მხარდაჭერას უცხადებს რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით „სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს. იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, NATO-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება. NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN NATO-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად არაერთხელ უარყო უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, მაგრამ ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.

აშშ-სომხეთის ერთობლივმა წვრთნებმა კრემლი შეაშფოთა

სომხეთსა და აშშ-ს ძალებს შორის მიმდინარე წვრთნებს კრემლის გაღიზიანება მოჰყვა. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ „წვრთნები ზიანს აყენებს სტაბილურობას არასტაბილურ რეგიონში.“ „ეჭვგარეშეა, რომ ამ ტიპის წვრთნების ჩატარება არ უწყობს ხელს სიტუაციის სტაბილიზაციას ან რეგიონში ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაძლიერებას“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ „რუსეთი აგრძელებს უსაფრთხოების გარანტორის როლის შესრულებას.“ შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ დარღვევა არ დაადგინა

ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის მიმართ დარღვევა არ დაადგინა. საჩივარი 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას შეეხებოდა. მელია მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი: მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები არცერთ ამ ნაწილში მის მიმართ დარღვევა არ დადგინდა. ნიკა მელია ბრალდებული იყო 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. მელია 2021 წლის 23 თებერვალს დილით, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა. ევროკავშირმა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი გადაიხადა. მელიამ ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა. განახლება: ნიკა მელია საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება: არ გადავიხადე გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული. დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე, რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად, დიდი ხანია, ისევ დამიჭერდნენ. ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ – მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ. საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ „საჭიროებამდე“, ასეთია ოცნების „სამართალი“. ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა,“ – წერს ნიკა მელია.

Bloomberg: ჩინეთმა G-20-ის სამიტის წინ, უკრაინის მიმართ ნეიტრალური პოზიცია შეცვალა

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტის საბოლოო კომუნიკეს გარშემო მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, უკრაინაში ომის მიმართ თავიანთი ნეიტრალური პოზიცია უფრო შეარბილა. გამოცემა ამის შესახებ ფრანგ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.  Bloomberg წერს, რომ ეს მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით, რომლებიც მოუწოდებდნენ ჩინეთს, ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ომი. ფრანგი თანამოსაუბრის თქმით, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვენები შეთანხმდნენ უკრაინაში ომის მიმართ საერთო ენაზე. როგორც Bloomberg-ი წერს, ამ დროს, ინდოეთი, რომელიც ახლანდელ სამიტს მასპინძლობს, უარს ამბობს, დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა.   „დიდი ოცეულის სამიტი ნიუ-დელიში იმართება 9-10 სექტემბერს. სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს. „ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია მოსკოვს ადრე ხელს აძლევდა. მაგრამ პეკინმა უკრაინის მიმართ უფრო რბილი პოზიცია დაიკავა შარშანდელთან შედარებით,“ - განუცხადა წყარომ გამოცემას.