ძებნის რეზულტატი:
TBC ბანკი: ვიყავით და ვრჩებით სანქციებთან შესაბამისობაში
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციულ ბანკი - "თიბისი" არ აპირებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. "აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში", - აცხადებენ ბანკში რადიო თავისუფლების ცნობით. "თიბისი“ ბანკში პერსონალური მონაცემების დაცვის გამო რადიო თავისუფლებას ვერ ისაუბრეს, მოუწიათ თუ არა საქართველოს რომელიმე მოქალაქისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა. „საქართველოს ბანკშიც“ განაცხადეს, რომ სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან: „ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას.”
თოყაევი გაეროში: შუა დერეფანს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე გამოსვლის დროს, ყახაზეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ შუა დერეფანს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. „ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ საერთაშორისო საზოგადოების მიერ სურსათის კრიზისზე რეაგირების დაფინანსების გამჭვირვალე მონიტორინგი. ყაზახეთი მზად არის, იმოქმედოს, როგორც სურსათის მიწოდების რეგიონულმა ცენტრმა. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო რესურსი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. „ყაზახეთი უკვე საიმედო რგოლია აზიასა და ევროპას შორის სახმელეთო სატრანზიტო მიმოსვლის თითქმის 80%-ისთვის. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს - „შუა დერეფანს" შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ურთიერთქმედება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს მარშრუტი გაზრდის ვაჭრობის ტემპს ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებს შორის, თითქმის გაანახევრებს საქონლის საზღვაო ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს,“ - აღნიშნა თოყაევმა.
„საქართველოს ბანკი": ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას
საქართველოში ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ბანკმა მცირე კომენტარი "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა. „ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში." TBC ბანკი: ვიყავით და ვრჩებით სანქციებთან შესაბამისობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ
„თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ განაცხადეს, რომ იცავენ საერთაშორისო სანქციებს და ამ კუთხით რაიმე გამონაკლისი არ არსებობს. საქართველოში ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას," - აცხადებენ "საქართველოს ბანკში." საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციულ ბანკი - "თიბისი" ასევე არ აპირებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, რაიმე გამონაკლისი დაუშვას იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. "აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში," - აცხადებენ ბანკში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.
ნათია თურნავა: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს, სებ-ის გადაწყვეტილება არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა განმარტავს გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისი დაუშვეს სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხსენებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. „ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
"ლიბერთი ბანკი": ოთარ ფარცხალაძე ჩვენი კლიენტი არ არის
„ლიბერთი ბანკი" აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამ ეტაპზე მათი კლიენტი არ არის და სანქციების დაწესების მომენტშიც არ ყოფილა. შესაბამისი პასუხი ბანკიდან რადიო თავისფლებამ მიიღო. „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა. „მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. სამწუხაროა. კარგი პროფესიონალია, დიდი ხანი მუშაობდა ეროვნულ ბანკში", - განაცხადა თურნავამ.
ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა
ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა. ოპოზიციამ სხდომის გახსნისთანავე სებ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. სესია სიტყვიერი დაპირიპირებით დაიწყო. მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მითითებით, სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს. „ყველა ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუს-ით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა და „ქართულ ოცნებას" მივმართავ, თქვენ ახლა იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს," - განაცხადა ვაშაძემ. ოპოზიციიდან პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ არმაზ ახვლედიანი რჩება.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე განცხადებას აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი "7 ნოემბრის საქმეზე" სასამართლო პროცესზე ვიდეოზარით ჩაერთო. „მივესალმები სრულიად საქართველოს, ჯერ კიდევ სუსტად ვარ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერი ვერ გატეხს, რადგან ის ეკუთვნის ქართველ ხალხს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სასამართლო სხდომაზე ადვოკატები, სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახლახან ჩაერთო.
თურნავამ განმარტა, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე წვდომა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება და შესაბამისად, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. თურნავას თქმით, აქამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის დასანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი, თურნავას განმარტებით, დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას. „მინდა ვთქვა, როგორ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყო. ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი სანქციების რეჟიმებს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაა დაწესებული აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ, ასრულებს და მიჰყვება გასული წლის თებერვლიდან. აქამდე აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა - კონკრეტული ცალკეული პირის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში, ჩვენი საბანკო სისტემა ავტომატურად აღასრულებდა ამას და არ იყო საჭირო ცალკეული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება ეროვნული ბანკის მხრიდან. ამჯერად, როდესაც პირველი პრეცედენტი დადგა, თავდაპირველად მოხდა ავტომატური აღსრულება, მაგრამ ვინაიდან, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს მოქალაქეს, მართებულად დაისვა საკითხი, ასეთი უპირობო აღსრულება, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას. რამდენად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და რამდენად კანონიერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში ზედმიწევნით ვხელმძღვანელობდეთ ჩვენი კანონმდებლობით, ამ კუთხით კითხვები არ არსებობდეს. ამიტომ, ამ მიმართულებით ვიმუშავეთ და შევიტანეთ დაზუსტება სანქციების აღსრულების წესში, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში გარანტირებულად, რომ როდესაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მსგავსი პრობლემა შეეხება, მის მიმართ აღსრულება სწორედ კონსტიტუციური მექანიზმებით შემოფარგლული იქნება და არ დაიწყება, სანამ შესაბამის გამამტყუნებელ განაჩენთან არ გვექნება საქმე, თუკი ასეთი დადგა, ანუ, ეს არ იქნება ავტომატური აღსრულება, ეს იქნება აღსრულება, რომელიც ზოგადად შესაბამება სუვერენული ქვეყნის ინსტიტუტებს და გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა, როდესაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი. ეროვნული ბანკი ამ თვალსაზრისით არ გახლავთ კომპეტენტური სტრუქტურა“,- განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
პაპუნა ლეჟავას შემდეგ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკი, არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. „მეგობრებო და კოლეგებო, ბტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას," - წერს მესტვირიშვილი. შეგახსენებთ, სებ-ი ცოტა ხნის წინ დატოვა პაპუნა ლეჟავამაც.
ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები - მესტვირიშვილი
არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის დატოვების მიზეზი ამ ინსტიტუტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა. „რა თქმა უნდა ეს არის. ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები,“ - განაცხადა მესტვირიშვილმა. კითხვას, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ნათია თურნავასთან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მესტვირიშვილი პასუხობს: „არ იყო ვალდებული ვინმესთან შეეთანხმებინა. თბილისში არ ვარ და ჩემთან არ ყოფილა გავლილი და არც ვალდებულება ჰქონია," - ამბობს მესტვირიშვილი. შეგახსენებთ, სებ-ი ცოტა ხნის წინ დატოვა პაპუნა ლეჟავამაც.
"ლიბერთი ბანკი" აცხადებს, რომ სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საერთაშორისო სანქციებთან
„ეროვნული ბანკის“ განცხადებით, სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან. ამის შესახებ „ლიბერთის“ განცხადებაში წერია. „სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას. სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად, სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას,“ - ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში. „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა გადადგა ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები - მესტვირიშვილი ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.
თურნავა ბანკების განცხადების შემდეგ ამბობს, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს. მან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელსა და გვარს, სებ-ის გადაწყვეტილება არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს თურნავამ ასევე განმარტა, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე წვდომა. „კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს. იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობოთ. მე ჩემი დღევანდელო ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით და ინფორმაციით, რომ ვვენ ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. საერთაშორისო სანქციების აღსრულება ეს არის გაცილებით უფრო ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი საკამოდ ფართო პრაქტიკა არსებობს როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს, ზოგადად ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თუ როგორ მოხდეს ახალი დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ეს შესაბამისობაში იყოს მათ და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან,“ - განაცხადა თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა „სამხედრო ოპერაციის“ შეჩერების დრო და პირობები გამოაცხადა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხება 20 სექტემბრის 13:00 საათიდან „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შეჩერების შესახებ რამდენიმე პირობით. ბაქოს თანახმად, ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან მიიღეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო პირობებად ასახელებს ყარაბაღის რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციებს დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლას და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას. ასევე, ყველა სახეობის იარაღის და მძიმე ტექნკის ჩაბარებას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ პროცესების რეალიზაცია უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციით. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე მანამდე, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საინფორმაციო ცენტრმა გამოაცხადა, რომ დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას მოსკოვის დროით 12:00 საათიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“. აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა. აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ და რუსეთმა.
რუსეთში, ვორონეჟის ოლქში Su-34 ჩამოვარდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ვორონეჟის ოლქში Su-34 თვითმფრინავი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა. „2023 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, Su-34 თვითმფრინავი ჩამოვარდა დაგეგმილი სასწავლო ფრენის დროს,“ - აცხადებენ სამინისტროში. მისივე თანახმად, თვითმფრინავი დასახლებული პუნქტიდან შორს ჩავარდა და მას არ ჰქონდა საბრძოლო მასალა. სამინისტრომ განმარტა, რომ ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყოს.
მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ
„საქართველოს ბანკი", TBC ბანკი, „ლიბერთი", „ტერა ბანკი"„ბაზის ბანკი" და „პროკრედიტი" აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. „ტერაბანკი“: ბანკი საქმიანობას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად გააგრძელებს." „პროკრედიტ ბანკი“: „ჩვენ, როგორც ევროპული ბანკი და საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით მსგავს საკითხებს და მუდმივად შესაბამისობაში ვართ იმ მოთხოვნებთან, რაც საერთაშორისო სანქციებით რეგულირდება.“ „ბაზისბანკი“: „ბაზისბანკი“ წლებია, მჭიდროდ თანამშრომლობს ათეულობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში ყოფნას. ბაზისბანკი იყო და იქნება საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.“ ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, 7 ნოემბრის საქმის განხილვა სასამართლოში ხელახლა დაიწყება
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა. კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს აღნიშნულ საკითხს და რომ სარდლობის შემადგენლობის ცვლილების დროს, საქმეში მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი სათადარიგო მოსამართლის სტატუსით არ ჩართულა. შესაბამისად, ელიეშვილის თქმით, მტკიცებულებებს ხელახლა გამოიკვლევენ. მოცემულ საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი, ახალი ჩართულია, შესაბამისად, ადვოკატებმა სასამართლოს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართეს, რასაც მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა. დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ის დაუსაბუთებელია. პროკურორებმა მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევის შემთხვევაში საქმის განხილვის არაგონივრულ ხანგრძლივობაზეც ისაუბრეს. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაში ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გაჟღერება პოლიტიკური სპეკულაციაა, ვინაიდან პროკურორის თქმითვე, 7 ნოემბრის საქმეზე გამოძიება 2007 წელს დაიწყო, თუმცა, 2014 წლამდე არსებითად არაფერი გაკეთებულა, სისხლის სამართლებრივი დევნა 2014 წელს დაიწყო, ოთარ ფარცხალაძე კი, გენერალურ პროკურორად 2013 წელს დაინიშნა და მალევე გადადგა. წიკლაურის თქმით, ადვოკატების მხრიდან ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირება არაა სწორი, რომ მათ პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ და საქმის ფაქტობრივ შინაარსზე ისაუბრონ. ადვოკატ ბექა ბასილაიას განმარტებით, ფარცხალაძე ამ საქმის ფიგურანტია. „რა არის სპეკულაცია ჩვენი მხრიდან, ის, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და დაუყოვნებლივ, საქართველოს მოქალაქეობა წაართვა სახელმწიფომ და ის, რომ ფარცხალაძემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და ინარჩუნებს, ეს სპეკულაციაა, თუ ფაქტი?! საუბარია ამ საქმის ფიგურანტ „ეფესბეს" აგენტზე. თქვენ თქვით, რომ პოლიტიკური შინაარსი არ უნდა ჰქონდეს ამ შუამდგომლობას და „ეფესბეს" აგენტობა არის სპეკულაცია. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიება 2007 წელს არ დაწყებულა გამოძიება, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებაზე დაიწყო და არა - სააკაშვილის, უგულავას, კეზერაშვილის და ადეიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება ფარცხალაძის შემხებლობას, ოთარ ფარცხალაძე ვიდრე გენერალური პროკურორი გახდებოდა, იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, იმ დროს ნაძიები ფაქტები ამ საქმეში გაქვთ წარმოდგენილი. „ეფესბეს" აგენტის მიერ დანიშნული პირების მიერ მოხდა ამ საქმის გამოძიება, ასევე მის მიერ იყო დანიშნული, ვინც ბრალს ხელი მოაწერა. ეს სპეკულაცია როგორაა, ფაქტია!"- განაცხადა ბასილაიამ. „7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარედგინა ბრალი. ამ საქმეზე პროკურატურამ მას ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციი, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში კერძო პარნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ, რომლის მორიგი სხდომა 20 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, დეტალურად განიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის შესახებ. სხდომის ფარგლებში შესაბამისი ოქმებიც გაფორმდა, რომლებსაც კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. „სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. მას შემდეგ, რაც პროექტის თავდაპირველმა ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და საინვესტიციო ტერიტორია დაბრუნდა სახელმწიფოს მფლობელობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, ავტორიტეტული საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით განაახლა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნესმოდელი, ასევე უზრუნველყო ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. ყველა პროცედურა ჩატარდა მაღალი სტანდარტით, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა განზრახულობის შესახებ განაცხადი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შესარჩევად. ამ პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული ინვესტორი/კერძო პარტნიორი ინვესტიციას განახორციელებს ზემოთაღნიშნულ სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში, რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, პორტის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას და ა.შ. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს,“ - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
წულუკიანი: კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. „კონსერვატორიაში რეფორმაა ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენ სტუდენტებს, რასაც ის სამწუხაროდ ვერ ახერხებს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო, იბოძო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს იქ ზოგიერთი საქმიანობას და ეგონოს, რომ მინისტრის არაფერი არასდროს არ ეკითხება ვციტირებ," - განაცხადა წულუკიანმა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძე ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს.