ძებნის რეზულტატი:
აზერბაიჯანი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს 6%-ით გაზრდის
აზერბაიჯანში თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები, სავარაუდოდ, 3,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების მიზნით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 მილიარდი მანეთის (1,8 მილიარდი დოლარი) ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა იგეგმება. მისი მიზანია ჯარის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მოდერნიზაცია.
სენატმა მარკ მილის შემცვლელი დაამტკიცა
ოთხშაბათს, სენატმა გენერალი ჩარლზ ბრაუნი გაერთიანებული შტაბის უფროსად დაამტკიცა. ის მარკ მილის თვის ბოლოს შეცვლის. ბრაუნი გამანადგურებლის ყოფილი პილოტია, რომელსაც წყნარ ოკეანეში სარდლობის გამოცდილება აქვს. ის იქნება მხოლოდ მეორე შავკანიანი ოფიცერი, რომელიც კოლინ პაუელის შემდეგ უხელმძღვანელებს მეთაურებს. გენერალი მარკ მილი ასახელებს დროს, რომელიც უკრაინას აქტიური კონტრშეტევისთვის დარჩა
ბაიდენი: ჩვენ დავიცავთ უკრაინის თავისუფლებას, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში მიესალმა. მან დაარწმუნა ზელენსკი, რომ ამერიკა რჩება ერთგული, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. „ამ კვირაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნათლად განვაცხადე, რომ ვერც ერთი ერი ვერ იქნება ჭეშმარიტად უსაფრთხო მსოფლიოში, თუ, ფაქტობრივად, ჩვენ დავიცავთ უკრაინის თავისუფლებას. ამიტომ ჩვენ შევკრიბეთ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია - 50 ქვეყანა, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს გადამწყვეტია. ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა G7-ის სხვა ლიდერებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიწყო "ჩვენი გრძელვადიანი ვალდებულების ფორმალიზების პროცესი უკრაინის უსაფრთხოებისთვის" და სწორედ ამიტომ მხარს უჭერს "სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეაქო უკრაინელი ხალხის "უზარმაზარი ვაჟკაცობა". „ეს მართლაც შთააგონებდა მსოფლიოს და ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ამერიკელი ხალხი გადაწყვეტილია, ყველანაირად იზრუნონ იმაზე, რომ მსოფლიო თქვენ გვერდით დადგეს," - აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, "შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგომას." "ეს არის ინვესტიცია არამხოლოდ უკრაინის მომავალში, არამედ, მომავალში, სადაც მთელი მსოფლიო პატივს სცემს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ზელენსკი: უკრაინა აშშ-სთან ერთად იარაღს აწარმოებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთან ერთად იარაღს აწარმოებს. ტრადიციული ვიდეომიმართვისას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-დან გაავრცელა, ნათქვამია, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის "გრძელვადიანი შეთანხმება" არსებობს იარაღის წარმოებაზე. შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული. ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს ამერიკული ტანკების M1 Abrams-ის პირველ პარტიას.
პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს ვახტანგ გომელაურს და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება. პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ. გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. დავითაშვილი კი, ანაკლიის პორტის თემაზეა მიწვეული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ. პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან 11:00 საათზე შეიკრიბებიან. როგორც აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ისინი ხელისუფლების „პრორუსულ პოლიტიკას გააპროტესტებენ“.
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტეზე: ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. "დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს. შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ რამდენიმე სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ახალი აგრესია უკრაინისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, მიღწეულია ახალი შეთანხმებები, რომლებიც გაზრდის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის. "ეს არის ძალიან ძლიერი პაკეტი. ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული. ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს ამერიკული ტანკების M1 Abrams-ის პირველ პარტიას.
ჯო ბაიდენი: უკრაინას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები მომავალ კვირას გადაეცემა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა. ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ისაუბრა. მან 21 სექტემბერს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. „დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა. შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული.
ერევანში ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ
სომხეთის დედაქალაქ ერევანში რესპუბლიკის მოედანზე მეორე დღეა, დაძაბული ვითარებაა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 21 სექტემბრის საღამოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და მთიანი ყარაბაღიდან ხალხის ევაკუაციის მოთხოვნით მთავრობის შენობის წინ უამრავი მოქალაქე შეიკრიბა. მანამდე დემონსტრანტებმა ერევნის რამდენიმე მთავარი ქუჩა გადაკეტეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. „ამ დროისთვის პოლიცია უხეშ და არაპროპორციულ ძალას იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავენ. დაკავებულია ასობით მოქალაქე", - წერს ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მანამდე აქციის დროს ოპოზიციამ გამოაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა, რომელშიც შევიდნენ ოპოზიციური ფრაქციის "მაქვს პატივის" ხელმძღვანელი ჰაიკ მამიჯანიანი, ერევნის მერობის კანდიდატი "დედა სომხეთის" ბლოკიდან ანდრანიკ თევანიანი, ინიციატივა "ჰაიაკვეს" კოორდინატორი ავეტიკ ჩალაბიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი და ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი. თევანიანმა 22 სექტემბრის დილიდან ერევნის ქუჩების გადაკეტვისკენ მოუწოდა. სომხეთში შიდა პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში დაწყებული "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად, რეგიონის სომხურმა ხელმძღვანელობა დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და მიიღო ბაქოს ულტიმატი, რომელიც რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას ითვალისწინებდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, 20 სექტემბერს აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.
რას გულისხმობს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს
უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებით, 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ბაიდენმა განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა. პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს AIM-9M საჰაერო თავდაცვისთვის, დამატებით საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS, საჰაერო თავდაცვის სისტემებს Avenger, უპილოტო საფრენ აპარატებთან მებრძოლ ტყვიამფრქვევებს, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin და AT-4, 3 მილიონზე მეტ ტყვიას ცეცხლსასროლი იარაღისთვის და სხვა საბრძოლო მასალას და ტექნიკას. პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 43,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტეზე: ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის შემდეგ კანადაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისის ცნობით, „ლიდერები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელ ხალხს შეეძლოს დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრისგან. „კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება,“ - აცხადებენ ჯასტინ ტრუდოს ოფისში. გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის ოტავაში ჯასტინ ტრუდო შეხვდება, რათა „დაადასტუროს კანადის სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის სასტიკი აგრესიისგან“. ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გაგრძელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზელენსკი კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვა. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტეზე: ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ჩვენს ჯარისკაცებს სჭირდებათ
რუსეთი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში დრონებით შეტევა იყო
რუსეთის მტკიცებით, დრონებით თავდასხმა აღკვეთა ყირიმის ნახევარკუნძულსა და კრასნოდარის მხარეში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“ შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან და კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს რაიონში. ტუაფსეს ადმინისტრაციის განცხადებით, დრონის ჩამოგდებას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. სხვა წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. ამასთან, დღეს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტუაფსეს პორტის აკვატორიაში გემების მიმოსვლა აიკრძალება. მიზეზად დასახელებულია ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის წვრთნები. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონებში და მოჰყვა თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი, დაკონკრეტებული არ ყოფილა. 21 სექტემბერს, რამდენიმე უკრაინულმა გამოცემამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ ანექსირებულ ყირიმზე შეტევა უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით „ნეპტუნი“ ძლიერი დარტყმა მიაყენეს საკის სამხედრო აეროდრომს.
დღეს პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს. „შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა და ჰაკან ფიდანმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის გამო, რაც მათი შეფასებით ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობისა და პარტნიორობის მორიგი გამოხატულება იყო. „მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და აღნიშნეს ამ პროცესში როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის განსაკუთრებული როლი. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის საკითხზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის ბრწყინვალე თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ფარგლებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. შესაბამისი ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ზე გავრცელდა. გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, - აღნიშნავს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
ISW: უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთში რუსეთის თავდაცვის ბოლო ხაზის გადაკვეთა შეძლეს
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში, რუსეთის თავდაცვის ბოლო, მესამე ხაზის გადაკვეთა შეძლეს. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს გეოლოკაციური კადრების და სხვა მასალების შესწავლის საფუძველზე. მანამდე იგივეს წერდა გამოცემა Wall Street Journal-ი. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, 21 სექტემბერს უკრაინულმა ჯავშანტექნიკამ წინ წაიწია რუსეთის დამცავი ხაზის სამხრეთით და ბრძოლაში ჩაერთო დასახლებული პუნქტის, ვერბოვოს დასავლეთით. ამასთან, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლეს თუ არა უკრაინელებმა ხაზის მთლიანად გარღვევა და მოახერხებენ თუ არა პოზიციების შენარჩუნებას. თუმცა, როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელი სამხედროები ჯავშანტექნიკას იყენებენ რუსეთის თავდაცვის სამშრიანი ხაზის მიღმა. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთის ჯარებმა ვერ შეძლეს ხელი შეეშალათ უკრაინის თავდაცვის ძალების ეტაპობრივი წინსვლისთვის, რომელიც აგვისტოს შუა პერიოდიდან გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალები განაგრძობდნენ შეტევას სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებით. გენშტაბის თანახმად, ამავე ოლქის დასახლებული პუნქტების, რაბოტინოს და ტოკმაჩკის რაიონებში შეტევა მოწინააღმდეგის დიდი დანაკარგით დასრულდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით არაფერს იუწყება. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრშეტევა 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ბახმუტს და კიდევ ორ ქალაქს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ - ძალიან კომპლექსური გეგმა გვაქვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები ქალაქ ბახმუტს და უკრაინის კიდევ ორ ქალაქს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლებენ. „ჩვენ მოვახდენთ ბახმუტის დეოკუპაციას. ვფიქრობ, კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში. უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ ქალაქებს გულისხმობდა. „არ გეტყვით რომელი ქალაქებია, ბოდიში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გეგმა. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ანაკლიის პორტის აშენება შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს სურთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას. „საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ 4 განაცხადი, 4 პრეტენდენტისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისა და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა 2-მა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც გადავიდა მეორე ეტაპზე და მეორე არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან და შესაბამისად, ისინი შემდეგ ეტაპზე, რასაც ჰქვია წინადადებების წარმოდგენის ეტაპი, ვერ გადავიდნენ და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთაგან შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, ამ წინადადებების ხარისხზეა დამოკიდებული, თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი. რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ ამ კონკურსში. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე, ჩვენ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ და ეს პორტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს, აქედან გამომდინარეა ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და სახელმწიფოს ექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისა, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკული, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიების შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როდესაც ჩვენ ამ კონფიგურაციით დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება“, - განაცხადა დავითაშვილმა. მან კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასული კომპანიები კონფიდენციალურობიდან გამომდინარე არ დაასახელა. „რაც შეეხება კომპანიების კონკრეტულ დასახელებას კომპანიებთან კონფიდენციალურობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო დირექტივებიდან გამომდინარე, კონკურსის პირობების მიხედვით, ჩვენ კონკრეტულ დასახელებებს საჯაროდ ვერ განვაცხადებთ კონკურსის დასრულებამდე, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს კონკურსს. ჩვენ დაველოდებით კონკურსის დასრულებას, რომელიც მალე იქნება, როგორც არის გათვალისწინებული კონკურსს პირობების შესაბამისად და შემდგომში კერძო და საჯარო თანამშრომლობის სააგენტო ამ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ერევანში, საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 84 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას აპროტესტებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟიც. ცნობისათვის, სომხეთში საპროტესტო აქციები 19 სექტემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღში "ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა."
რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე დაზუსტდა ბევრი მონაცემი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყოფილიყო სანდო პოტენციური პარტნიორებისთვის - დავითაშვილი
"ანაკლიის პორტის" პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტით მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს“ ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო წილი ექნება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს ინტერესები. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. „ანაკლიის პორტის წილების კონსტრუქცია იქნება ასეთი - 51 პროცენტის მფლობელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო 49 პროცენტის - კერძო პარტნიორი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არცერთი რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ვიცე პრემიერის განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარეა წილების ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიის პროექტში. „ჩვენ გვექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით, უფლებების გარეშე უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება, როდესაც სტრატეგიულ, კომერციულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი, პოლიტიკურად მეგობარი ქვეყანა, კომერციული კუთხით იყვნენ კონკურენტები, ვერ ითანამშრომლონ და დაზიანდეს ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი. ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როცა დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება," - აღნიშნა მინისტრმა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, ასევე შექმნილია უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა და ისინი გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შესარჩევი პროცესი განსაზღვრულია კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც სრულად თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათ შორის, ევროპულ დირექტივებთან. „2022 წელს გავწიეთ მნიშვნელოვანი სამუშაო კვლევების გასაახლებლად, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქედან გამომდინარე, დაზუსტდა ბევრი მონაცემი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყოფილიყო სანდო პოტენციური პარტნიორებისთვის. გვყავდა მოწვეული ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Maritime & Transport Bussiness Solutions (MTBS), ასევე პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის ტექნიკური კონსულტანტი - კომპანია PORT consultance Rotrerdam BV (PCR) და ასევე ძალიან ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Squire Patton Boggs). ამ სამ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ოთხი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისგან იყო წარმოდგენილი განაცხადი, სადაც დასაზუსტებელი იყო გარკვეული ტექნიკური საკითხები, ამისთვის მათ დამატებით მიეცათ ერთი თვე და საბოლოოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ, საკონსულტაციო კომპანიების რჩევების გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპისთვის შეარჩია ორი პრეტენდენტი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. „შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომლებთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები - ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ვინ იქნება კერძო პარტნიორი“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკის მინისტრი საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხობს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოთარ ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იყო. მისივე ცნობით, ფარცხალაძე გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. „კითხვა არის საგამოძიებო უწყებასთან, მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია გამოძიების შესახებ. მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, გამახსენეთ თუ შეიძლება მტკიცებულება რა იყო მის ბრალდების დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იბარებენ. თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, შეიძლება კითხვაც კი რა უნდა დაუსვა, არ არსებობდეს პოზიცია საგამოძიებო უწყებაში. სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამდასტურებელი. თქვენ რომ იყოთ გამომძიებელი - აგენტი ხომ არ ხართო - ეს უნდა კითხოთ კაცს? თქვენ თუ გიმხელენ, საზოგადოებას, ჩვენ არ გვიმხელენ, სუს- ში მაინც უნდა მიაყოლონ ერთი მტკიცებულება იმას, რომ ეს ადამიანი არის აგენტი! თუ არ მიაყოლებენ, კითხვასაც ვერ დაუსვამენ, კითხვის დასმის საფუძველი რომ იყოს, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა მიაწოდონ. ვთხოვთ, ვემუდარებით, მიაწოდონ ასეთი ერთი მტკიცებულება", - განაცხადა მდინარაძემ. უფრო ადრე მდინარაძე აცხადებდა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიბარონ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ მიუღიათ და თუ მტკიცებულებები არ არის და „თუ ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან ამაზეც კი შეიძლება პოზიცია არ არსებობდეს". განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს მმართველი პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციას, რომ გამოკითხვაზე იყო მისული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობენ. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს