ძებნის რეზულტატი:

პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ მისი სამხედროები, ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან პროცესებში. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხების დიდი რაოდენობა დატოვებს ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს,“ - აღნიშნა პოლ გობლმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.  

სტამბოლში Wondernet Express Investment Group-ის ფინანსური მხარდაჭერით, კასპიის, შავი ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების კონფერენცია გაიმართა

მიმდინარე წლის 14-15 სექტემბერს, სტამბოლში, „Wondernet Express Investment Group“-ის ფინანსური მხარდაჭერით, „Argus Fertilizers 2023, კასპიის, შავი ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა რეგიონულ ბაზრებზე სასუქების ვაჭრობის ნაკადის ცვლილებას და საქართველოს გავლით ნაყარი ტვირთების გადაზიდვას. „Argus”-ის ყოველწლიურ კონფერენციში 500-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სასუქების წარმოების, ლოგისკიტიკისა და ვაჭრობის სფეროში ოპერირებენ.  

მოსკოვის მტკიცებით, ბაქომ თავისი გეგმების შესახებ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი“ არ გააფრთხილა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას მტკიცებით, ოფიციალური მოსკოვი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ბაქომ თავისი გეგმების შესახებ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი არ გაუფრთხილებია. „რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს კონფლიქტის მხარეებისგან შეწყვიტონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზას ", - განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ვითომდა გააფრთხილა რუსი სამშვიდობოები ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. „ეს ცრუ ინფორმაცია. რუსულმა კონტინგენტმა აღნიშნული ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.  

ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ფაშინიანმა და ბლინკენმა განიხილეს „აზერბაიჯანის თავდასხმის“ შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება“. ამასთან, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ამასთან, ბაქო იტყობინება, რომ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს.   აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი იყენებს ზუსტ მართვად საბრძოლო მასალას ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. „და, ყველა საშუალებით, თავიდან ირიდებს მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანს. აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური წარმოშობის მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის კონსტიტუციით და საერთაშორისო ვალდებულებებით. დაშლა და განიარაღება!“ – დაწერა ჰიქმეთ ჰაჯიევმა Twitter-ზე. მიმდინარე პროცესებს გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო აქტორებისგან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს. „ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება,“ – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ყარაბაღის სხვა ადგილებში. ბორელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის დიალოგის დაბრუნება. „ეს სამხედრო ესკალაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საბაბად. ძალადობა უნდა შეწყდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მშვიდობისა და ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ყველა მხარის ჭეშმარიტი ვალდებულებაა საჭირო მოლაპარაკების შედეგების მისაღწევად. ევროკავშირი რჩება სრულად ჩართული დიალოგის ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საჭიროა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის დაწყება. „აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ჭეშმარიტი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის,“ - აცხადებს მიშელი. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოუწოდა ბაქოს, შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, არ დაუშვებს უკრაინის დანაწევრებას - ბაიდენი

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უკრაინელების მხარდაჭერას გააგრძელებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაუფარავ აგრესიას ებრძვის და არ დაუშვებს უკრაინის დანაწევრებას და სხვა ქვეყნის უსაფრთხოების შელახვას. „რუსეთი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება და მისცემს მას საშუალებას, იძალადოს უკრაინაზე და არ აგოს ამაზე პასუხი. მაგრამ მე დაგისვამთ შეკითხვას: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს ძირითად პრინციპებზე, რათა დავაშოშმინოთ აგრესორი, შეუძლია თუ არა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის დაცულია? თუ მივცემთ მას უკრაინის დანაწევრების ნებას, იქნება თუ არა ნებისმიერი ერის დამოუკიდებლობა უსაფრთხო?” - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთთან ომში. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას თავის ძალისხმევაში, რომ დიპლომატიურად დარეგულირებამ მოიტანოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა. მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ომზე. მხოლოდ რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი დაუყოვნებლივ და მხოლოდ რუსეთი ეღობება გზაზე მშვიდობას, რადგან რუსეთისთვის მშვიდობის ფასი არის უკრაინის კაპიტულაცია, უკრაინის ტერიტორია და უკრაინელი ბავშვები. რუსეთს სჯერა, რომ მსოფლიო დაიღლება და ნებას მისცემს მას, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები აწარმოოს შედეგების გარეშე, მაგრამ გეკითხებით: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე აგრესორის დასაწყნარებლად, შესაძლებელია თუ არა, რომელიმე წევრი სახელმწიფო იყოს დარწმუნებული, რომ დაცულია? თუ ჩვენ დავუშვებთ უკრაინის დანაწევრებას, იქნება თუ არა დაცული რომელიმე ქვეყნის დამოუკიდებლობა? მე ვივარაუდებ, რომ პასუხი იქნება – არა. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ამ ღია აგრესიას დღეს, რათა შევაკავოთ სხვა აგრესორები ხვალ. სწორედ ამიტომ აშშ მსოფლიოში თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას მათ მიერ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვისას. ეს არის ინვესტიცია არამხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა ქვეყნის მომავალში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.  

ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ელოდება

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის Facebook-ზე გავრცელდა. „პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაგზავნილა პრეზიდენტთან. კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე). შეგახსენებთ, აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.  

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“

3-მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის ამ შედეგით პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“. უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი მესამე მოსმენით ეყარა. კენჭისყრის პროცედურის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, რომ პროექტისათვის მხარი არ დაეჭირათ. როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, დეოლიგარქიზაციის საკითხზე მომზადებულია მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომლის პირობებშიც პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.  

მედიის ცნობით, ერევანში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ერევნის ცენტრში 19 სექტემბერს ოპოზიციური ძალების აქცია გაიმართა. რადიო თავისუფლების ცნობით, თავდაპირველად, აქცია მოაწყვეს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობისგან მოქმედებას მოითხოვდნენ სომხებით დასახლებულ რეგიონში, რომელიც დე იურე აზერბაიჯანს ეკუთვნის. რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანახმად, მიტინგს შემდგომ შეუერთდა ოპოზიციური პარტია, რომელიც მოითხოვს, რომ ერევანმა უარი თქვას მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებაზე. მიტინგის დროს მოხდა შეტაკება პოლიციასთან, არიან დაშავებულები პოლიციებს შორისაც. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღძრულია საქმე მასობრივი არეულობისკენ საჯარო მოწოდების და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში მონაწილეობის მუხლებით. ოპოზიციური ძალები ასევე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინანის გადადგომას. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ  შორის არიან, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი, ჰოსპიტალიზებულია. სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს „ნებისმიერი ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომელიც შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს. სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს. შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთში დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“ ახორციელებენ. ბოლო ცნობებით დაღუპულთა რიცხვი 25-ია, დაშავებულია 139 ადამიანი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმ გარე და შიდა ძალებს, რომლებიც ქვეყნის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ, არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას და სომხეთმა, ესკალაციის ფონზე, „არ უნდა გადადგას გაუთვლელი, მკვეთრი და ავანტიურისტული ნაბიჯები“. ფაშინიანმა 19 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ სომხეთის არმია საომარ მოქმედებაში არ არის ჩართული. მან აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთს არმია არ ჰყავს. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. გობლის შეფასებით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკნაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ დარწმუნდება, რომ მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხები დიდი რაოდენობით დატოვებენ ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ დარწმუნდება, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს.“ შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება აამოქმედა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად. ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის. საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ასევე, ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს

ზელენსკიმ გაეროში გამოსვლისას რუსეთი გენოციდში დაადანაშაულა: რუსეთის აგრესია საფრთხეა უკრაინის მიღმაც

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, რადგან კრემლი ენერგეტიკასა და საკვებს იყენებს მთელ მსოფლიოში ქვეყნების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებითა და უკრაინის პორტებზე თავდასხმით, რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს სურსათის გლობალური დეფიციტი და აშანტაჟოს მსოფლიო, აღიაროს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა. ზელენსკიმ ამავე გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს. „უკრაინამ სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი ჩააბარა. მაშინ მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ასეთი ძალის მცველი რუსეთი უნდა იყოს, მაგრამ შემდგომმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ზუსტად რუსეთი ყველაზე მეტად იმსახურებდა განიარაღებას, ჯერ მაშინ, 1990-იანებში. რუსეთი განიარაღებას ახლაც იმსახურებს: ტერორისტებს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვთ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდრე ბირთვული იარაღი ადგილებზე რჩება, მასობრივი განადგურება ძალას იკრებს. „რუსეთი იარაღად ბევრ სხვა რაღაცასაც აქცევს და ეს არამარტო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება, არამედ, თქვენი ქვეყნების წინააღმდეგაც. უამრავი შეთანხმება არსებობს, რომელიც იარაღის ფლობასა და გავრცელებას ზღუდავს, მაგრამ არ არსებობს არანაირი რეალური შეზღუდვა საკვები პროდუქტების, ენერგიის და სხვა რაღაცების იარაღად გამოყენებაზე," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსი აგრესორების მიერ უკრაინელი ბავშვების მასობრივი გატაცება და დეპორტაცია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშკარად გენოციდია ზელენსკიმ გაეროში განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ იცის ათიათასობით ბავშვის სახელი და აქვს მტკიცებულებები „რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასობით ათასი ადამიანის გატაცებისა და მოგვიანებით დეპორტირებულის შესახებ. „ჩვენ ვცდილობთ, ბავშვები სახლში დავაბრუნოთ, მაგრამ დრო გადის. რა დაემართებათ მათ? ამ ბავშვებს რუსეთში ასწავლიან უკრაინის სიძულვილს და ოჯახებთან მათი კავშირი გაწყვეტილია.... ეს აშკარად გენოციდია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთი სხვა ქვეყნების ელექტროსადგურებს „ბინძურ ბომბებად" აქცევს უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი არამხოლოდ ავრცელებს თავის არასანდო ტექნოლოგიებს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისთვის, არამედ, სხვა ქვეყნების ელექტროსადგურებსაც აქცევს ნამდვილ „ბინძურ ბომბებად.“ მაგალითად მან მოიყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც აგრესორმა ქვეყანამ დაბომბა, დაიპყრო და ახლა სხვებს აშანტაჟებს რადიაციის გაჟონვით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა. „ბოროტების ნდობა არ შეიძლება. ჰკითხეთ პრიგოჟინს, დადებს თუ არა ფსონს პუტინის დაპირებებზე. დაე, ერთობამ ღიად გადაწყვიტოს ყველაფერი. მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს უბიძგებს საბოლოო ომისკენ, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა. შეიარაღება უნდა იყოს შეზღუდული. ომის დანაშაულები უნდა დაისაჯოს, დეპორტირებული ხალხი – სახლში, ოკუპანტი კი საკუთარ მიწაზე უნდა დაბრუნდეს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოც ახსენა. „ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელორუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ. გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება, დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ლატვია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა რამშტაინის სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მეტ დახმარებას გაუგზავნის. „ლატვია უკრაინას გაუგზავნის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს უმთავრეს კრიტიკულ შესაძლებლობებს - დამატებით ნაღმტყორცნებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და დიდი კალიბრის საბრძოლო მასალას,“ - განაცხადა სპრუდსმა. ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ლატვიის სამხედრო დახმარებამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტს მიაღწია.  

უკრაინა, ესტონეთი და ლუქსემბურგი IT კოალიციას ქმნიან

უკრაინამ, ესტონეთმა და ლუქსემბურგმა IT კოალიცია შექმნეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ახალი კოალიციის საინაუგურაციო შეხვედრა რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. „IT კოალიციის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებისთვის უსაფრთხო და გამძლე IT ინფრასტრუქტურა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იყოს. ჩვენ მადლობელი ვართ ესტონეთისა და ლუქსემბურგის ლიდერობისთვის ამ ინიციატივის წინ წაწევისთვის,“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა. ღონისძიებაში სულ 20 ქვეყანა მონაწილეობდა. სამინისტროს ცნობით, ინიციატივას განზრახვის დეკლარაციაზე ხელმოწერით, უკვე შეუერთდნენ ბელგია, დანია, ლიეტუვა და ლატვია.  

ბრიტანეთი უკრაინას ათობით ათას საარტილერიო ჭურვს მიაწვდის

გაერთიანებული სამეფო წელს უკრაინას კიდევ ათიათასობით საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმ,ა გრანტ შაპსმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი The Guardian-ზე დაყრდნობით. „დღეს ჩვენ ვაჩვენეთ გაერთიანებული სამეფოს ურყევი ერთგულება უკრაინის მიმართ და გამოვყავით მეტი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ათიათასობით საარტილერიო ჭურვის დაპირება, რათა უკრაინამ თავი დაიცვას,“ - განაცხადა მან გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ. მან ასევე დაამატა, რომ გაერთიანებული სამეფო უახლოეს თვეებში უფრო შორს წავა მხარდაჭერის პრიორიტეტულ სფეროებში, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებისა და ასევე, წვრთნების მიმართულებით.  

უკრაინულმა დრონმა ხერსონის რეგიონში სამი რუსული ნავი გაანადგურა - ფედოროვი

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ უკრაინული FPV დრონები ანადგურებენ სამ რუსულ ნავს დროებით ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „საბრძოლო დავალება შეასრულა SBU-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრმა „A.' მოქმედებაშია უკრაინული წარმოების (Butsefal Kamikaze) დრონი კომპანია Eskadron-ისგან,“ - წერს ფედოროვი სოციალურ ქსელში.  დრონების წარმოება 100-ჯერ გავზარდეთ, რუსულ ხომალდებზე უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას შევძლებთ - ფედოროვი  

ზელენსკი გაეროში: ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს, მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო ახსენა. „სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელორუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ. გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება, დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.  

ზელენსკი გაეროში: რუსეთი თუ წარმატებას მიაღწევს, გენერალური ასამბლეის დარბაზში შეიძლება, ბევრი ადგილი დაცარიელდეს

„გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. ზელენსკიმ 19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, რადგან კრემლი ენერგეტიკასა და საკვებს იყენებს მთელ მსოფლიოში ქვეყნების წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებითა და უკრაინის პორტებზე თავდასხმით, რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს სურსათის გლობალური დეფიციტი და აშანტაჟოს მსოფლიო, აღიაროს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა. ზელენსკიმ ამავე გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს. „უკრაინამ სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი ჩააბარა. მაშინ მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ასეთი ძალის მცველი რუსეთი უნდა იყოს, მაგრამ შემდგომმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ზუსტად რუსეთი ყველაზე მეტად იმსახურებდა განიარაღებას, ჯერ მაშინ, 1990-იანებში. რუსეთი განიარაღებას ახლაც იმსახურებს: ტერორისტებს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვთ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდრე ბირთვული იარაღი ადგილებზე რჩება, მასობრივი განადგურება ძალას იკრებს. „რუსეთი იარაღად ბევრ სხვა რაღაცასაც აქცევს და ეს არამარტო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება, არამედ, თქვენი ქვეყნების წინააღმდეგაც. უამრავი შეთანხმება არსებობს, რომელიც იარაღის ფლობასა და გავრცელებას ზღუდავს, მაგრამ არ არსებობს არანაირი რეალური შეზღუდვა საკვები პროდუქტების, ენერგიის და სხვა რაღაცების იარაღად გამოყენებაზე," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსი აგრესორების მიერ უკრაინელი ბავშვების მასობრივი გატაცება და დეპორტაცია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშკარად გენოციდია ზელენსკიმ გაეროში განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ იცის ათიათასობით ბავშვის სახელი და აქვს მტკიცებულებები „რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასობით ათასი ადამიანის გატაცებისა და მოგვიანებით დეპორტირებულის შესახებ. „ჩვენ ვცდილობთ, ბავშვები სახლში დავაბრუნოთ, მაგრამ დრო გადის. რა დაემართებათ მათ? ამ ბავშვებს რუსეთში ასწავლიან უკრაინის სიძულვილს და ოჯახებთან მათი კავშირი გაწყვეტილია.... ეს აშკარად გენოციდია," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთი სხვა ქვეყნების ელექტროსადგურებს „ბინძურ ბომბებად" აქცევს უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი არამხოლოდ ავრცელებს თავის არასანდო ტექნოლოგიებს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისთვის, არამედ, სხვა ქვეყნების ელექტროსადგურებსაც აქცევს ნამდვილ „ბინძურ ბომბებად.“ მაგალითად მან მოიყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც აგრესორმა ქვეყანამ დაბომბა, დაიპყრო და ახლა სხვებს აშანტაჟებს რადიაციის გაჟონვით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა. „ბოროტების ნდობა არ შეიძლება. ჰკითხეთ პრიგოჟინს, დადებს თუ არა ფსონს პუტინის დაპირებებზე. დაე, ერთობამ ღიად გადაწყვიტოს ყველაფერი. მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს უბიძგებს საბოლოო ომისკენ, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა. შეიარაღება უნდა იყოს შეზღუდული. ომის დანაშაულები უნდა დაისაჯოს, დეპორტირებული ხალხი – სახლში, ოკუპანტი კი საკუთარ მიწაზე უნდა დაბრუნდეს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოც ახსენა. „ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია. რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის შთანთქა ბელორუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ. გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება, დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

სოჭში, აეროპორტთან ახლოს დიზელის ავზი იწვის

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. „სოჭის ადლერის რაიონში დიზელის საწვავის ავზს გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის ფართობი 96 კვადრატული მეტრია. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, მომხდარის მიზეზები ზუსტდება“, - აცხადებს გუბერნატორი. ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად ევაკუაცია არ განხორციელებულა. ამასთან, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. რუსულმა მედიამ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოჭში ნავთობბაზასა და აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. მომხდარის გამო აეროპორტს ფუნქციონირება არ შეუწყვიტავს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.  

ლიტერატურული პრემია „საბას" 2023 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„შატო მუხრანში" გაიმართა ლიტერატურული პრემია „საბა“ 2023-ის საზეიმო დაჯილდოება. ჟიურიმ ათ ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებულები. რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის, წლის საუკეთესო რომანისთვის „საბა" ორ ავტორს გადაეცა. 2023 წელს „საბას" გამარჯვებულები არიან: წლის საუკეთესო რომანი: ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა) ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი) გამარჯვებული ნომინაციაში მკითხველის „საბა": გოდე გორგილაძის „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე” წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი) წლის საუკეთესო პიესა: ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge) წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა: ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი) წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი) წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L) წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი) დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი) წლის საუკეთესო ქართული თარგმანი: დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა) გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი) ჟიურიმ მესამედ გამოავლინა გამარჯვებულები ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ თანამშრომლობით გაიცა.   ელზა გურგენიძე - „ზაოდი“ ლევან ბერძენიშვილი - „ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი“ „თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის" ლიტერატურული პრემია „საბას" სპეციალური ჯილდო:   ნატა ლომოური ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „საბა" გადაეცა მთარგმნელ ელზა ახვლედიანს. ღონისძიებას არ ესწრებოდა გერმანიაში მცხოვრები მწერალი ზაზა ბურჭულაძე. მან ორგანიზატორებს სთხოვა, რომ „საბასთან" ერთად მიღებული ფულადი პრემია უკრაინის დასახმარებლად გადარიცხონ. ბურჭულაძის სიტყვა გამომცემელმა წაიკითხა: „დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წიგნს გულშემატკივრობდა. პრემიის ორგანიზატორებს ვთხოვ, ჩემი კუთვნილი თანხა გადარიცხონ უკრაინის დასახმარებლად. შეიძლება, ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა წვეთებისგან შედგება, ომში არ არსებობს დიდი და პატარა ამბები, ომში ყველა ამბავი დიდი და მთავარია, სხვა თუ არაფერი ეს იქნება მოკრძალებული სიგნალი მებრძოლი უკრაინელებისთვის, რომ სადღაც არის ხალხი, ვინც მათი გამარჯვებისთვის ლოცულობს, უკრაინა უსათუოდ გაიმარჯვებს ამ ომში, ჩვენ გავიმარჯვებთ. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია". ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან თიბისი და რატი ამაღლობელი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია „საბაზე” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემია, რომელსაც თიბისი გამოყოფს. წყარო  

ალიევმა ბლინკენს განუმარტა, რა შემთხვევაში შეწყდება „ანტიტერორისტული ღონისძიებები“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ბლინკენთან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ტერიტორიას ტერორისტული მიზნებისთვის ნაღმავდნენ, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელები, ასევე ისინი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლს უხსნიდნენ აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა არსებული სიტუაციის გამო, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს ბაქოსა და ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხების წარმომადგენლებს შორის. ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედებები, მათ შორის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარება აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში არის სომხეთის და მის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ე.წ. სეპარატისტული სტრუქტურის მიზანმიმართული პროვოკაციების გაგრძელება აზერბაიჯანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და მსგავსი პროვოკაციული ქმედებების აღსაკვეთად, აზერბაიჯანს რეგიონში ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება მოუწია. ალიევის თქმით, ანტიტერორისტული ღონისძიებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ იბომბება და მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება. ალიევმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ რეინტეგრაციის საკითხების განსახილველად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია დიალოგზე ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები, მაგრამ მათ ამაზე უარი თქვეს, თუმცა ადგილობრივი ანტიტერორისტულ ღონისძიებების დროს ისინი კიდევ ერთხელ მიიწვიეს დიალოგზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან, ანტიტერორისტული ღონისძიებები შეჩერდება.