ძებნის რეზულტატი:
გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკი დატოვა
გიორგი ბაქრაძემ ეროვნული ბანკი დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.
პრეზიდენტი: ნათია თურნავა უნდა გადადგეს
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ის თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს. „უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს იქნება საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. „ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ 2 თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი. ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური მდგრადობა და საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება, რომ ვიწრო ინტერესების გამო ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამავე დროს, მინდა მივესალმო კერძო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება," - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია და ეკონომიკური მდგრადობის ქვაკუთხედია - ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს ბანკის საქმიანობა ეფუძნება, კი მისი დამოუკიდებლობაა - ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა.“ „სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი, ან ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას. ეს ერთდროულად მიმაჩნია მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. ეს ასევე იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით - არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის ერთი მრჩეველი გადადგა. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებულია სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ. სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავის გავლენა იქონია ასევ საზოგადოების განწყობებზე. მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომ ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს რიგი ნაბიჯებისა, რაც გადადგმული უნდა იყოს ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა გასული წლის მაისში წარადგინა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, პოსტები დატოვეს ასევე, ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმაც. ეროვნულ ბანკში მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
იუსტიციის სამინისტრო: დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით დაწყებულია წარმოება. სამინისტროს ცნობით, დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ელოდება
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
ბანკი „ქართუს“ განცხადებით, ის იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს. „კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს, აშშ-ის სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ „ბანკ ქართუში“ განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს „ბანკი ქართუს“ დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ, ბანკ „ქართუში“ მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე,“ – აღნიშნულია განცხადებაში. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0338 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8631 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8271 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0360 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ნორვეგია რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს
ნორვეგია რუსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებს თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. იტყობინება ნორვეგიული გამოცემა NRK. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებბმა, ასევე, ფინეთმა და პოლონეთმა მიიღეს. „ფინეთის მსგავსად, ნორვეგია შეზღუდვებს დააწესებს რუსეთში რეგისტრირებული მანქანების იმპორტსა და გამოყენებაზე. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როგორ განხორციელდება ეს და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ეფექტიან ზომებს,“ - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ეივინდ ვად პეტერსონმა. ნორვეგია რუსეთის მოსაზღვრე შენგენის ზონის ქვეყნებიდან უკანასკნელია, რომელმაც ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.
იუსტიციის სამინისტრო: სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით,სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა. „საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან,“ - წერია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. იუსტიციის სამინისტრო: დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე, პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ელოდება
პარლამენტთან საპროტესტი აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქვეყნის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა. „ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ეროვნული ღირსების წინააღმდეგ მოქმედება. მათ უნდა დატოვონ თანამდებობა და მე ძალიან მოხარული ვარ და ბენიერი ვარ, რომ აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობები და დარწმუნებული ვარ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება. ბევრი ადამიანი არ შეეგუება რუსებთან ასეთ მჭიდრო ურთიერთობას", - განაცხადა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ. მანამადე ანალოგიური მიზეზით აქცია ეროვნული ბანკის ოფისთან გაიმართა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარია
ელჩი ფიშერი: ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ სებ-ის დამოუკიდებლობას
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის 130-ე მუხლი ევროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ადგენს და ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, აღნიშნულ პრინციპს პატივი სცენ. „იცოდე ევროკავშირის შესახებ. ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ადგენს სებ-ის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპს,” - წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში და აქვე შესაბამის მუხლის განმარტებას უთითებს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღიდგინა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა. განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობისთვის მიმართვისას გააკეთა. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოავლინეს. „რთული რელიეფის პირობებში, გამაგრებული ადგილების არსებობისას, რომლებსაც მოწინააღმდეგე წლების განმავლობაში აგებდა, მაღლობებზე და ხელსაყრელ ადგილებზე მტრის პოზიციების განლაგების მიუხედავად, ჩვენმა სამხედროებმა მოკლე ვადაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. სრულიად განადგურებულია არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე და დღემდე არ იქნა გაყვანილი, სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად. განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც,“ - განაცხადა ალიევმა.
ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს - Reuters
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. ოფიციალური პირის თქმით, ეს ინფორმაცია აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე, ხუთშაბათს გასაჯაროვდება. „აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს გამოაცხადოს უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი ხუთშაბათს, რაც დაემთხვა ვაშინგტონში პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. კასეტური ბომბების გარდა, უკრაინისთვის განკუთვნილ დახმარების პაკეტში შედის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, მართვადი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის (GMLRS) რაკეტები მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს, სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს: „ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ". ამერიკის დიპლომატიური უწყება, ასევე აღნიშნავს, რომ "საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია." სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რის გამო გახდა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სამიზნე. 14 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფ-ეს-ბე“-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით," - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც ზელენსკისა და ლავროვის მონაწილეობით სხდომა გაიმართა, საქართველო ახსენეს
20 სექტემბერს გაერომ უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ გამართა. სხდომას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ესწრებოდნენ. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრაა უკრაინისა და რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მონაწილეობით. თუმცა, მათ ერთმანეთის გამოსვლებს არ მოუსმინეს. ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ნებენზიამ პროტესტი გამოთქვა შეხვედრის დასაწყისში ზელენსკის გამოსვლის გამო. სხდომის თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ მას უპასუხა, რომ თუ მოსკოვს არ სურს უკრაინის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომებზე, მან უნდა შეწყვიტოს ომი. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნები გაეროს ვეღარ ენდობიან კონფლიქტების გადაჭრის საკითხში ორგანიზაციის უუნარობის გამო. „ისინი აქ ძირითადად მკვლელებს იცავენ და არა მსხვერპლს“, - განაცხადა ზელენსკიმ რადიო თავისუფლების ცნობით. მისი თქმით, მოსკოვი უშიშროების საბჭოში უკანონოდ იკავებს ადგილს და ამით იღებს ვეტოს პრივილეგიას ორგანიზაციის ყველა გადაწყვეტილებაზე. „ეს არის უკრაინის ომის 574-ე დღე,“ - განაცხადა ზელენსკიმ. „ეს არის 574 მიზეზი, რომ ორგანიზაციაში რაღაც შეცვალოთ.“ ზელენსკის შეფასებით, ორგანიზაციას რეფორმა სჭირდება. მისი სიტყვებით, უშიშროების საბჭო უნდა გაფართოვდეს და ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გადალახონ არსებული მუდმივი წევრების ვეტოს უფლება. მან წინადადება წამოაყენა, ახალ მუდმივ წევრებად მიღებულ იქნენ აფრიკის კავშირი, იაპონია, გერმანია და ინდოეთი. ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა 1991 წლის საზღვრების მდგომარეობით. „მხოლოდ ამ პირობების შესრულება უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას.“ თავმჯდომარემ, ედი რამამ, მადლობა გადაუხადა ზელენსკის გამოსვლისთვის. მან თქვა, რომ ბოლო დრომდე „შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა“, რომ უშიშროების საბჭოს წევრი „არაპროვოცირებულ ომს წამოიწყებდა“. მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის ევროპასა და მთელს მსოფლიოს. „ჩვენი ორგანიზაციისთვის სამარცხვინო იქნება, თუ ნათლად ვერ ვიტყვით, ვინ არის აგრესორი და ვინ არის აგრესიის მსხვერპლი,“ - განაცხადა რამამ. „ჯერ იყო საქართველო, ხმა არ ამომიღია. მერე იყო აფხაზეთი და „სამხრეთი ოსეთი“ და მე ხმა არ ამომიღია. მერე იყო ყირიმი, მერე უკრაინა და აღარაფერი დამრჩა სათქმელი," - განაცხადა რამამ. მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რამას მადლობა გადაუხადა „მორალური სიცხადისთვის“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა უკრაინის ომში. მისი განცხადებით, უკრაინის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნება ყირიმისა და დონბასის მოსახლეობას ემუქრება „განადგურებით, როგორც იურიდიულით, ისე ფიზიკურით“. „ჩვენი ოპონენტების რიტორიკაში მხოლოდ ლოზუნგები გვესმის: შეჭრა, აგრესია, ანექსია“, - თქვა მან და საბჭოს დასავლელი წევრები მიღებული რეზოლუციების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი აუცილებელი ნაბიჯი. „ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „გაეროს მუშაობა ახლა პარალიზებულია ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო, ბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან მას აქვს ვეტოს უფლება, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს.“ „უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე საკუთარი სისხლის ხარჯზე აკეთებენ იმას, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს თავისი კენჭისყრით. ისინი აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაეროს წესდების პრინციპებს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ბაზის განადგურების შესახებ იუწყება
დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინულმა ჯარმა სარაკეტო დარტყმისას რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა. ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა. „დღევანდელი სარაკეტო დარტყმა სევასტოპოლის მახლობლად, სოფელ ვერხნესადოვოესთან მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე წარმატებული აღმოჩნდა - ყველა რაკეტამ მიზანს მიაღწია. ეს იყო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ძალების და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ცნობით, განადგურებული სამხედრო ბაზა რუსი გენერლების სათადარიგო სამეთაურო პუნქტს წარმოადგენდა და სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც დადასტურდა, რომ პუნქტში ფლოტის მეთაურები იმყოფებიან. „განადგურებულია არა მარტო ცოცხალი ძალა, არამედ ძვირადღირებული სამხედრო სისტემები, რომლებიც ამ ბაზაზე იყო განთავსებული. აფეთქებების სეზონი ყირიმში გაგრძელდება," - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი: შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა, სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის განცხადება შემაშფოთებელია. „როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს," - აღნიშნა ჯეიმს ჯონმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველსჯეიკ სალივანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციასაქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
შოლცი მოუწოდებს პუტინს, დაასრულოს ომი უკრაინაში
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, დაასრულოს ომი უკრაინაში და გაიყვანოს ჯარები ქვეყნიდან. „არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ომზე პასუხისმგებელი რუსეთია. და ეს არის რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ეს ერთი ბრძანებით“, - განაცხადა შოლცმა სამშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. გერმანიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ჭეშმარიტი სამშვიდობო მოგვარების აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას. „21-ე საუკუნის მრავალპოლარულ სამყაროში ადგილი არ არის რევიზიონიზმისა და იმპერიალიზმისთვის. ვინც ფიქრობს, რომ პატარა ქვეყნები უფრო დიდი სახელმწიფოს უკანა ეზო არიან, ცდება,“ აღნიშნა შოლცმა.
რა საკითები განიხილეს პრემიერმა და ბაიდენის მრჩეველმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა პრემიერი აღნიშნავს, რომ განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა. „სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.