ძებნის რეზულტატი:

პრემიერი: „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რომ ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში

„მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას. მან აღნიშნა, რომ საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. „ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში. ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივსა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა აღმოვფხრათ დაბრკოლებები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან. აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმი“ წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის პროექტის დასრულების შემდეგ,“ - განაცხადა პრემიერმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, კავკასიაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს აშენებს. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ეს მწვანე ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პროექტად, რომელიც შექმნის თანამედროვე ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩვენი მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაშენებთ. ის იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალური ავიაციის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს", - განაცხადა პრემიერმა.  

სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი-2023“ ჩატარდა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველი ქვეითი ბრიგადის საწვრთნელი ცენტრი „ხცისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო სიტუაციური საველე სწავლება „შევარდენი 2023“ ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დაქვემდებარებული ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფები იღებდნენ. საჩვენებელ სწავლებაზე სადაზვერვო ჯგუფებმა მარშრუტის რეკოგნოსცირების, ჩასაფრებისა და კონტაქტზე რეაგირების ოპერაციები განახორციელეს. ადგილმდებარეობის წინასწარი შესწავლის მიზნით, ქვედანაყოფებმა სწავლებაში სადაზვერვო დრონები გამოიყენეს. სწავლებაზე ქვედანაყოფებმა გაიარეს ტრენინგი სადაზვერვო დრონის, სადაზვერვო თერმული ხელსაწყოებისა და თერმული სამიზნეების გამოყენებაში. სწავლების მიზანს აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ოპერაციების წარმოების სრულყოფა წარმოადგენდა.  

პრემიერი ევროკავშირის კანდიდატის სტატუზე, უკრაინაზე, რუსეთზე, „პრაგმატულ პოლიტიკასა“ და „მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბზე“

„მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას. მან აღნიშნა, რომ საქართველომ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. „ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მივმართავდე გაეროს გენერალურ ასამბლეას. მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი. თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი“, - განაცხადა პრემიერმა. „მრავალგანზომილებიანი რეგიონული ჰაბი" ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. პრემიერის თქმით, საქართველოს ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა. „საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში,“ - განაცხადა პრემიერმა. „ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 10 პროცენტს აღემატება 2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია,“ - აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე ისაუბრა დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის" გამოძახილს წარმოადგენს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ - საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესწრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან," - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა. „ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა! ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას," - განაცხადა პრემიერმა. ამავე გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიცირებული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. უკრაინის შესახებ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან როგორც მან აღნიშნა, ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით. „ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერის თქმით, მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. „ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,” - განაცხადა პრემიერმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას. „გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია, სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მიმართვა აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“ ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ წლის ბოლომდე მათ შესრულებას,“ - განაცხადა პრემიერმა.

კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ თემთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს. უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი სამი წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული და იგი მოიცავს 50 ჯავშანმანქანას, მათ შორის სამედიცინო ევაკუაციის მანქანებს, რომლებიც კანადაში იწარმოება. ასევე, მასში შედის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სასწავლო წვრთნები უკრაინელი მფრინავებისთვის. ტრიუდომ სიტყვით გამოსვლისას შეაქო ზელენსკი და უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათი სიმამაცისთვის და დაამატა, რომ უკრაინა „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს იცავს.“ კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა  

კირილ ბუდანოვი: რუსეთის რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ვეყნის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში წარმატებით ანადგურებენ რუსული არმიის ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს. ამის შესახებ ბუდანოვმა The War Zone-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საერთო სისტემის სუსტ წერტილებს ეძებენ და აზიანებენ, ეს სისტემები კი, ძალიან ძვირადღირებულ მოწყობილობას წარმოადგენს და მათ წარმოებას დიდი დრო სჭირდება. „რუსეთმა მის ხელთ არსებული ყველა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა და ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ, რადგან ისინი უსაზღვრო არ არის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ჩვენ ამ სისტემების ხარისხიანი მუშაობის ქმედუუნარობის დემონსტრირებას ვახდენთ, რაც შეიარაღების მსოფლიო ბაზრებზე ამ სისტემებს ნაკლებად მომგებიანად ხდის,” - აღნიშნა ბუდანოვმა.  

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს. წერილშია აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა. „2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი. მადლიერები ვართ ვენეციის კომისიის, რომელთან თანამშრომლობაც ამ პროცესში სასარგებლო იყო. ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების გზაზე საქართველოს პარტნიორი იყო ევროკომისია. დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის ჩვენ მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებდით მის შესაბამის სამსახურებთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს: - საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს; - პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე; - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე; - საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს; - საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას. ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,“ - წერია წერილში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.  

ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდას ელის

ევროპა აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების შემდგომ გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ევროკომისიის კლიმატის მოქმედებისა და ენერგეტიკის სპიკერმა, ტიმ მაკფიმ ბრიფინგზე განაცხადა. „2022 წელს აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებამ ევროკავშირის იმპორტის 3 პროცენტი შეადგინა, 2021 წელს 2 პროცენტთან შედარებით. ჩვენ ველოდებით, რომ წელს ანალოგიურ დონეს მივაღწევთ. 2021 წელს ჩვენ მივიღეთ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი, ხოლო 2022 წელს - 11,3. ასე რომ, არის ზრდა. ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობას,“ - განაცხადა სპიკერმა. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით  აწარმოებს. პროექტის ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ გაზის მიწოდების მოცულობა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2027 წლისთვის ამჟამინდელი 10 მლრდ სმ-დან 20 მლრდ სმ-მდე.  

ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო

20 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს.  აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი კრიტიკული მინერალების შესახებ დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რითაც აშშ აგრძელებს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების მხარდაჭერას. უფრო კონკრეტულად, ჯო ბაიდენმა ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გამართულ "C5+1" სამიტზე, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, ნიუ-იორკში გააკეთა. „C5+1“ ფორმატი არის შუა აზიის ქვეყნებსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი მექანიზმი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების, ვაჭრობის და ინვესტიციების, რეგიონული კავშირის მიმართულებები, ყველა ერის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობისა და მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე რეფორმების საკითხები. „ჩვენ ვაშენებთ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ აზიასა და შეერთებულ შტატებს შორის - თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ერთობლივ ერთგულებას,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. აშშ-მ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებისთვის ბაიდენმა დააკონკრეტა, რომ მონაწილე ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ იმისათვის, რომ ჰქონდეთ მედეგი, უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვები, რომლებსაც შეუძლიათ მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის მხარდაჭერა. ეს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარებისა და ინვესტიციების განსახორციელებლად, შეერთებული შტატების მხარდაჭერის ძალისხმევის ნაწილია, („პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფარგლებში) რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მდგრადობას. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

აშშ-მ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებისთვის

აშშ ცენტრალურ აზიაში, მათ შორის მწვანე ეკონომიკაში მდგრადი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას აძლიერებს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ეს თავის მხრივ, მყარ საფუძველს შექმნის რეგიონისთვის, რათა განბლოკოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დინამიკური სავაჭრო დერეფნის მეშვეობით. 20 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს. „C5+1“ ფორმატი არის შუა აზიის ქვეყნებსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი მექანიზმი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა C5+1-ის განცხადება გაავრცელა. „ჩვენ განზრახული გვაქვს, დავაჩქაროთ რეგიონული თანამშრომლობა და კავშირები. მივმართავთ ძალისხმევას ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ცენტრალურ აზიაში უფრო ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად, მათ შორის მუდმივ ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობისთვის. ჩვენ ვაპირებთ, გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების გასაუმჯობესებლად, აშშ-სა და ცენტრალური აზიის ბიზნესებს შორის ახალი კავშირების ხელშეწყობითა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის რეგიონალური ქსელის შექმნით, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ტრენინგებს გაივლიან ინგლისურ ენასა და პროფესიულ განვითარებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო კერძო საწარმოთა ცენტრი (CIPE) - აშშ-ის სავაჭრო პალატის ფილიალი ასევე იმუშავებენ კერძო სექტორის ბიზნეს პლატფორმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც C5+1-ის დიპლომატიური პლატფორმას შეავსებს და აშშ-ცენტრალური აზიის ეკონომიკას გააძლიერებს. სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის ასევე აუცილებელია ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის - ე.წ. „შუა დერეფნის“, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ცენტრალური აზიის სამხრეთ აზიასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელების გაფართოება და განვითარება. C5+1-ს ეკონომიკური მიზნების განსახორციელებლად, პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის (PGI) შეაფასებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მასშტაბის შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და შუა დერეფნის დაკავშირებადობის დასაჩქარებლად. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გამოვიყენოთ ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომლებიც ხელმისაწვდომია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, განვითარების საფინანსო კორპორაციის, აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, რათა მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურას PGI-ს პრიორიტეტებში, მათ შორის კრიტიკული მნიშვნელობის ტრანსპორტის, სუფთა ენერგიისა და კრიტიკული მინერალების მიწოდებისა და ციფრული კავშირის ჩათვლით. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ დიალოგს რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და განვიხილავთ კონკრეტულ ქმედებებს C5+1-ს ქვეყნებისთვის, რათა უზრუნველყონ ინკლუზიური, მდგრადი ეკონომიკური განვითარება USAID-ის C5+1 კავშირის მინისტერიალზე, ოქტომბერში. ჩვენ ასევე ვაპირებთ, გამოვიყენოთ პარტნიორობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ინვესტიციებს და ისეთ ბიზნესგარემოს, რომელიც უზრუნველყოფს C5+1-ს ქვეყნების ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ეს ასევე მოიცავს მსოფლიო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს, რათა წახალისდეს ინვესტიციები გლობალური გამოწვევების (როგორიცაა, კლიმატის ცვლილება) მოსაგვარებლად, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის კაპიტალის ზრდის მხარდაჭერით,“ - ნათქვამია განცხადებაში. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო  

შსს გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გლდანში თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის და მისი თანმხლები პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში, თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, დახვდათ რამდენიმე პირი, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის, მათ შორის სისხლნაჟღენთი დაზიანებები. აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს,” - ნათქვამია განცხადებაში. შსს აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. შსს-ს თანახმად, დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამასთან, შსს აღნიშნავს, რომ აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში მოთავსებულმა პირებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებაში მისულ სამართალდამცველებს გამოკითხვაზე უარი განუცხადეს და განმარტეს, რომ ჩვენებას მისცემენ სასამართლოში. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. შსს: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები  

უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლზე თავდასხმას რუსეთის ფლოტის მეთაურები ემსხვერპლნენ

უკრაინის არმიის განცხადებით, 22 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე რაკეტებით თავდასხმის სამიზნე "რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელების შეხვედრა" იყო. უკრაინულ მხარის ცნობით, იერიშს დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის, ფლოტის მაღალჩინოსნები არიან. ამერიკის ხმასთან (VOA) ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ თავდასხმას, რომლის დროსაც სულ მცირე ერთი რაკეტა მოხვდა შავი ზღვის ფლოტის შტაბბინას, სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის გენერლები ემსხვერპლნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 22 სექტემბერს აცხადებდა, რომ შეტევაში გამოყენებული ხუთი საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. სამინისტროს განცხადებით, დაკარგულია ერთი რუსი სამხედრო, მანამდე სამინისტრო ერთი ჯარისკაცის დაღუპვას იუწყებოდა. მოსკოვს არ გაუვრცელებია ახალი ცნობა მსხვერპლის შესახებ და არც პასუხი გაუცია უკრაინის წარმომადგენლების განცხადებებისთვის, რომ დატყმის სამიზნე იყო რუსეთის ფლოტის მეთაურთა შეხვედრა. რადიო თავისუფლების რესურსი Crimea.Realities 22 სექტემბერს იუწყებოდა, რომ სამი მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა ქალაქში, სადაც განთავსებულია რუსეთის ფლოტის დიდი ნაწილი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც, როგორც ჩანს, ასახავდა კვამლს სევასტოპოლის პორტის თავზე.  

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ვერბოვესთან რუსეთის თავდაცვის ხაზი გაარღვიეს - გენერალი ტარნავსკი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონის სოფელ ვერბოვეს მიდამოში რუსული ჯარების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ტარნავსკიმ განაცხადა. „მარცხენა ფლანგზე [ვერბოვესთან] ჩვენ გვაქვს გარღვევა და ვაგრძელებთ წინსვლას,“ - განაცხადა ტარნავსკიმ, თუმცა მან აღიარა, რომ მისი ჯარები უფრო ნელა მოძრაობდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ტარნავსკი მიიჩნევს, რომ ზამთარი არ შეანელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას და ყველაზე დიდი გარღვევა ჯერ კიდევ წინ არის.  

პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა

გლდანში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. შსს გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ე.ჩ., 1996 წელს დაბადებული ტ.ხ.,1988 წელს დაბადებული გ.ქ., 1989 წელს დაბადებული ლ.ა., 1997 მ.ს. და 1994 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 6 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ძალადობის ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაშავებული პირების მეგობრებმა და თანაპარტიელებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა. ასევე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო იმ პირების მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს ხელს უშლიდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები  

აშშ-მ ვიეტნამს შესაძლოა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს

აშშ-სა და ვიეტბნამს შორის შესაძლოა, შეთანხმება გაფორმდეს, რომლის თანახმად, ვაშინგტონი ვიეტნამს იარაღს და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ გარიგება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზეა და მისი ზუსტი პირობებით ჯერ არ არის შემუშავებული. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი ვიეტნამსა და აშშ-ის ოფიციალური მოლაპარაკებების მთავარი თემა გახდა გასული თვის განმავლობაში, ჰანოიში, როდესაც ბაიდენი ვიეტნამს ეწვია. თეთრი სახლისა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერებმა კომენტარის მიწოდების შესახებ თხოვნას არ უპასუხეს. „ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული და პერსპექტიული უსაფრთხოების ურთიერთობა ვიეტნამელებთან და ჩვენ ვხედავთ მათგან საინტერესო მოქმედებას ზოგიერთ ამერიკულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარება, უკეთ აწარმოონ მონიტორინგი თავიანთი საზღვაო დომენებზე, შესაძლოა,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-ის ცნობით. ბაიდენი ვიეტნამში 10 სექტემბერს ჩავიდა. მედიამ ბაიდენის ვიზიტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი მცდელობა უწოდა.  

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აშშ-ის გენერალურ პროკურორს სახელმწიფო ჯილდო გადასცა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრი კოსტინმა აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით სახელმწიფო ჯილდო გადასცა. კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი, პრეზიდენტი და უკრაინის მთავრობა დიდად აფასებენ გარლანდის და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გუნდის მუდმივ მხარდაჭერას სამართლიანობის აღდგენის გზაზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის დეტალები, ახალი პოტენციური მიმართულებები და პრიორიტეტულ პროცედურებში ურთიერთქმედება. თავის მხრივ, გარლანდი უკრაინას შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა. „აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი და უკრაინის გენერალური პროკურატურა ერთიანნი არიან იმაში, რომ უკრაინაში ჩადენილი აგრესიის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რუსი დამნაშავეები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“. დღის წესრიგში კიდევ ერთი აქტუალური საკითხია რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლება,“ ხაზგასმით აღნიშნა კოსტინმა. კოსტინმა და გარლანდმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მოწოდებულნი არიან, გააგრძელონ ერთად მუშაობა უკრაინისა და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის სამართლიანობის აღდგენის მიზნით.  

ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიოს, ებრძოლოს რუსულ დეზინფორმაციას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დიდ ინვესტიციას დებს ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიებში, რათა გაიყოს ცივილიზებული სამყაროს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. შესაბამის შეკითხვას ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ. მე მესმის, რომ რუსეთი მუშაობს აბსოლუტურად ყველგან დეზინფორმაციით და მისი ნარატივებით – მათი სამიზნეა ფართო საზოგადოება, ცალკე – პოლიტიკოსები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სხვადასხვა პარტია და ა.შ. ისინი აწარმოებენ მძლავრ ოპერაციებს, დებენ მილიარდობოთ ინვესტიციას ევროპის გასაყოფად, აშშ-ის დასაყოფად, მსოფლიოს დასაყოფად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით კანადაში ვიზიტით ჩავიდა აშშ-ში მოგზაურობის შემდეგ. კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა  

კირილ ბუდანოვი: უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს. „კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია," - განაცხადა ბუდანოვმა. ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბუდანოვმა უპასუხა: „და რას გააკეთებს პუტინი? ის კიდევ ერთხელ გაბრაზდება. რისი გაკეთება შეუძლია?!“ ვოლოდიმირ ზელენსკი: ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.  

გამომძიებლის თქმით, ნიკა მელია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია, უარს აცხადებს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს ჰქონდა, თუ არა ადგილი მის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა განუცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში შეხვდა დაკავებულ ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, თუმცა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. „შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები. უშუალოდ, როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება. თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ნიკანორ მელიას მხრიდან ინფორმაციის მოწოდება მოხდება შესაბამისი რეაგირება განხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი ლუხოშვილმა. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაზიანებები აღენიშნება, ტანსაცმელი შემოხეული აქვს და ორივე მაჯის არეში შეშუპება - პოლიციელზე თავდასხმა არცერთი დაკავებულის მხრიდან არ იკვეთება. როგორც ადვოკატი განმარტავს, სამივე დაკავებული პირი უარყოფს რაიმე სახის ძალადობის განხორციელებას პოლიციის თანამშრომლებზე. მისვე თქმით, უბრალოდ მოხდა სიტუაციის ესკალაცია და იყო ემოციური ფონი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათი რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკა მელიამ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ისაუბრა, რაზეც სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს "დაუყოვნებლივ აცნობა და სწრაფ რეაგირებას ელოდება." პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა  

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა

22 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა. დელეგაციას დემოკრატი სენატორი გარი პიტერსი ხელმძღვანელობს. ამის ფონია საპროტესტო აქციები, რომლებიც სომხეთში გაიმართა აზერბაიჯანის მხრიდან მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების გამოცხადების შემდეგ. აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ჯგუფი ხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირს, რათა განიხილონ აშშ-სომხეთის ურთიერთობები და აზერბაიჯანის ბოლო სამხედრო მოქმედებების გავლენა მთიანი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე. საერთაშორისო მედიის თანახმად, აშშ-ში დიდი სომხური დიასპორა ცხოვრობს, რომელიც ერევანს უჭერს მხარს. კონგრესის წევრების ვიზიტისას ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება, მისი მმართველობის საწინააღმდეგო ახალი გამოსვლების ფონზე. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე