ძებნის რეზულტატი:
ამერიკელმა სენატორმა, ბობ მენენდეზმა ქრთამის აღების შესახებ ბრალდების გამო, თანამდებობა დროებით დატოვა
შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვეტერანმა სენატორმა ბობ მენენდეზმა ქრთამის აღების ბრალდების გამო თანამდებობა დროებით დატოვა. იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორები ამტკიცებენ, რომ რობერტ მენენდეზმა და მისმა მეუღლემ ასობით ათასი დოლარი მიიღეს ეგვიპტის მთავრობისთვის დახმარების სანაცვლოდ. წყვილი ბრალდებას უარყოფს. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა პარასკევს განაცხადა, რომ მენენდეზმა გადაწყვიტა, გადადგეს გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან „ვიდრე საკითხი არ გადაწყდება." მას სავარაუდოდ, ბენ კარდინი შეცვლის. ცნობისთვის, მენენდეზი ასევე გადადგა თანამდებობიდან 2015 წელს მას შემდეგ, რაც ნიუ ჯერსიში ბრალი წაუყენეს ფლორიდის თვალის ექიმისგან ქრთამის აღების საქმეზე. ეს საქმე სასამართლო პროცესით დასრულდა მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს.
ზელენსკიმ შენონის აეროპორტში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადასა და აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ირლანდიაში ჩაფრინდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს. უკრაინული მედია წერს, რომ ამჟამად უცნობია, რამდენ ხანს დაჰყოფს ქვეყანაში ზელენსკი, მისი სამომავლო გეგმებიც უცნობია. ზელენსკიმ შენონის აეროპორტის შენობაში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელთან, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანთან. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა სუდანის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, კერძოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობა. ზელენსკიმ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ჰუმანიტარული ინიციატივის, Grain From Ukraine-ის მხარდასაჭერად მიიწვია, რომლის მიზანია აფრიკის ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის საკვების მიწოდება, ასევე გლობალური, მშვიდობის სამიტში გაწევრიანება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პლატფორმები. ზელენსკი კანადაში ჩავიდა დაუანონსებელი ვიზიტით. მანამდე ის აშშ-ში ვიზიტით იყო, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება
მოლდოვა საქართველოდან მწვანე ენერგიის იმპორტით დაინტერესდა
როგორ შეუძლიათ აზერბაიჯანსა და მოლდოვას, ითანამშრომლონ გლობალური განახლებადი ენერგიის სექტორში, მედიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას უპასუხა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა. „წელს მოლდოვა აპირებს, მოაწყოს პირველი აუქციონი დიდი განახლებადი ენერგიის სფეროში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სფეროში კარგი პრაქტიკის ათვისებით და ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს თქვენი ქვეყნიდან. ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ მწვანე ენერგიის იმპორტით (თერმულის - საქართველოდან, ქარის ენერგიის - აზერბაიჯანიდან), შავი ზღვის კაბელის პროექტით. ამ პროექტზე 5-10 წლის წინ ვერც ვიოცნებებდით. უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა სიტუაცია რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პროექტით და მოველით რეგიონში ენერგორესურსების ხელმისაწვდომ ფასად შემოტანას. ჩვენ ასევე შეგვიძლია, გვქონდეს განახლებადი ენერგია აზერბაიჯან-საქართველოს ზონიდან რუმინეთ-მოლდოვაში. 2022 წლის მარტიდან მოლდოვა და უკრაინა სინქრონიზებულნი არიან ENTSO-E-სთან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ენერგეტიკული ურთიერთდაკავშირების სხვა პროექტების წინსვლაზე. ჩვენი მომავალი ევროკავშირშია,“ - განაცხადა ვიქტორ პარლიკოვმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს.
ზელენსკი უკრაინაში პოლონეთის გავლით ბრუნდება: მადლობას ვუხდი პოლონეთს ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში დაბრუნებამდე პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში ჩავიდა, სადაც ორ პოლონელ მოხალისეს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარებისთვის ჯილდოები გადასცა. „მადლობას ვუხდი პოლონეთს ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომელსაც წვლილი შეაქვს ჩვენი მთელი ევროპის თავისუფლების დაცვაში,“ - ნათქვამია ზელენსკის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ზელენსკიმ პოლონეთის გაღიზიანება გამოიწვია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს ნათქვამით, რომლის თანახმად, მარცვლეულის იმპორტის საკითხზე გამართული „პოლიტიკური თეატრი" მოსკოვს აწყობს. „მსურს პრეზიდენტ ზელენსკის მოვუწოდო, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს მან გაეროში გამოსვლისას გააკეთა,“ - განაცხადა თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ 22 სექტემბერს. ზელენსკი, დუდა და ნაუსედა მარცვლეულის ექსპორტის გარშემო წარმოქმნილი უთანხმოების გადასაჭრელად, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს - მედია ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კანადასა და აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ირლანდიაში ჩაფრინდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატი ავრცელებს. ზელენსკიმ შენონის აეროპორტის შენობაში დაუგეგმავი შეხვედრა გამართა სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელთან, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანთან. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა სუდანის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, კერძოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობა. ზელენსკიმ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი ჰუმანიტარული ინიციატივის, Grain From Ukraine-ის მხარდასაჭერად მიიწვია, რომლის მიზანია აფრიკის ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის საკვების მიწოდება, ასევე გლობალური, მშვიდობის სამიტში გაწევრიანება. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო პლატფორმები. ზელენსკი მანამდე კანადაში ჩავიდა დაუანონსებელი ვიზიტით. უფრო ადრე ის აშშ-ში ვიზიტით იყო, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება
უკრაინის ეკონომიკა წლიურ ჭრილში, ომის განმავლობაში პირველად გაიზარდა - Bloomberg
ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის ეკონომიკა წლიდან წლამდე პირველად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი გასულ წელს უკრაინაში შეიჭრა. კრემლის 2022 წლის თებერვლის თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში და შემდგომ 2023 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი მეორე კვარტალში 19,5%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სააგენტო Bloomberg-ი სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა. „ეროვნული ბანკი 2023 წელს ეკონომიკის 2,9 პროცენტით ზრდას ელის,“ წერს Bloomberg-ი. „ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის მშპ-ის 3%-ზე მეტ ზრდას ელის. იმავდროულად, ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ უკრაინის ეკონომიკა წელს 4%-ით გაიზრდება, ექსპერტების აზრით კიმ რეალური მშპ-ის ზრდა 4,5%-ს შეადგენს,“ - წერს თავის მხრივ, უკრაინული სააგენტო Unian-ი.
საქართგელოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი: თბილისიდან – 6კმ. ქალაქი მცხეთა - აღმოსავლეთი - 18კმ. სოფელი ნორიო - 2კმ.-09-24 04:00:09(UTC). მაგნიტუდა = 4.4M. თბილისიდან – 6კმ. ქალაქი მცხეთა - აღმოსავლეთი - 18კმ. სოფელი ნორიო - 2კმ.23-09-24 04:00:09(UTC). მაგნიტუდა განახლებული ინფორმაცია: დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ_ში, სოფელ ლელუბანთან 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
უკრაინა, თურქეთი და იაპონია თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს ქმნიან
სტამბოლში გამართული თურქულ-უკრაინა-იაპონური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომელიც უკრაინის მთლიანად აღდგენისა და განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ვასილ ბოდნარმა ფორუმის შემდეგ განაცხადა. დიპლომატის თქმით, იაპონურ კომპანიებს, მათი ფინანსური რესურსებითა და გარკვეული საქონლის წარმოების შესაძლებლობით, შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას რეკონსტრუქციის პროცესში. თავის მხრივ, თურქული ბიზნესი წარმოდგენილია კომპანიებით, რომლებიც უკვე იმყოფებიან უკრაინის ბაზარზე, რადგან ისინი აჩვენებენ მაგალითს, თავისებურებებსა და შესაძლებლობებს, ასევე, დამატებით, ნდობის მაგალითს აძლევენ იაპონურ ბიზნესს, რათა უფრო ღიად შეხედონ უკრაინასთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. „დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მთავარ პრიორიტეტებზე - კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, რაც ყველაზე მეტად არის საჭირო ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და რუსეთის თავდასხმების შემდეგ აღდგენისთვის. ასევე, ჩავრთავთ ჩვენს პარტნიორებს სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქებისთვის, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ იყვნენ,“ - აღნიშნა ვასილ ბოდნარმა. მისი თქმით, ზოგიერთი იაპონური კომპანია დაინტერესებულია უკრაინის ბაზარზე ყოფნის გაფართოებით, სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებით და სხვა.
CNN: აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ბირთვულ პოლიგონებზე აქტიურობა იზრდება
CNN-ის მიერ მოპოვებული სატელიტური სურათების მიხედვით, რუსეთმა, აშშ-მ და ჩინეთმა ბოლო წლებში ბირთვული იარაღის საცდელ პოლიგონებზე ახალი ობიექტები ააშენეს და ახალი გვირაბები გაიყვანეს. ამერიკული გამოცემის თანახმად, ეს დროში ემთხვევა პერიოდს, როდესაც ამ სამ ქვეყანას შორის დაძაბულობამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პიკს მიაღწია. როგორც მედია წერს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს რომ რუსეთის, აშშ-ის და ჩინეთის მხრიდან გარდაუვალი ბირთვული გამოცდისთვის მზადება მიმდინარეობს, თუმცა 2018 წლამდე გადაღებულ სურათებთან შედარებით, შეცვლილია სამი ბირთვული საცდელი ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთ პოლიგონს ჩინეთი შორეულ დასავლეთ პროვინციაში, სინძიანში მართავს, მეორეს რუსეთი - „ნოვაია ზემლიას“ არქიპელაგში, ჩრდილოყინულოვან ოკეანეში, მესამე - შეერთებული შტატების საცდელი ადგილი ნევადას უდაბნოშია. ბოლო სამი-ხუთი წლის განმავლობაში გაჩნდა ახალი გვირაბები, გზები და საწყობები, გააქტიურდა მანქანების მოძრაობა. CNN-ის ცნობით, ჩინეთში საცდელ ადგილზე, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ახალი გვირაბი გათხარეს, აშენდა ახალი გზები და ასაფეთქებელი ნივთიერებების ახალი საწყობი. ბირთვული პოლიგონის გაფართოება „ნოვაია ზემლიაზე“ 2022 წლის თებერვალში ფიქსირდება. 2021-დან 2023 წლამდე კი, არქიპელაგში გემები და სატრანსპორტო კონტეინერები ჩავიდნენ, მთებში გვირაბები გათხარეს, ზამთარში კი, გზები გაიწმინდა. ჟურნალისტების თქმით, ნევადის ბირთვული პოლიგონის თავზე გადაღებული სატელიტური სურათები ცხადყოფს, რომ ობიექტი 2018-დან 2023 წლამდე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისა და NASA-ს წარმომადგენლების თანახმად, ნევადაში მდებარეობს ლაბორატორია, სადაც ბირთვული ექსპერიმენტები ტარდება და იარაღს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ბირთვული გამოცდის გარეშე ამოწმებენ.
ნათია თურნავა: რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ, კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებიც ეროვნულ ბანკს აკრიტიკებენ, საყურადღებოა, თუმცა მათი განცხადებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე არ მოქმედებს, რადგან ის არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღება.“ „ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკოსი გვაკრიტიკებდა მანამდეც, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და მერეც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ არაფერი ამდაგვარი ჩვენზე არ მოქმედებს. გვსიამოვნებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდად ვხვდებით ასეთ კრიტიკას. ისევე, როგორც შექება არ გვსიამოვნებს და არ გვჭირდება არავის დაცვა. ჩვენ ყველა კითხვაზე თავად გავცემთ პასუხს. აქედან გამომდინარე, ეს მეორე ფაქტიც არანაირად არ იყო გადამწყვეტი ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა საყურადღებო იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, ეს საკითხი ცხელია და პოლიტიკურად არის აჟიტირებული თემა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იქნება და ვიდრე სანქციების აღსრულების და ადგილობრივი კანონმდებლობის ურთიერთშესაბამისობის შესახებ დისკუსია გასცდებოდა ცალკეულ გამოსვლას თუ განცხადებას, ჩვენ მივხვდით, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გვემოქმედა. ამით პრევენციაც გავაკეთეთ უფრო დიდი დისკუსიის გაჩენის და, ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების, რამდენად სწორად ვიქცევით აღსრულების მექანიზმების დონეზე,“ – განაცხადა თურნავამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. გამოჩნდა თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ის, რომ ფარცხალაძის დასანქცირება არ იყო მნიშვნელოვანი და ეს იყო არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტით პრეზიდენტმა მას, ფაქტობრივად, სხვადასხვა ტიპის ოპერაციის თავისუფლად განხორციელების საშუალება მისცა, ნათია თურნავამ ამ შეკითხვასაც უპასუხა. „თქვენ ცდილობთ, მე პოლიტიკური შეფასება გამაკეთებინოთ, მაგრამ ამას შეგნებულად არ გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატი და ეს არ არის ეროვნული ბანკის საქმე. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკოსის ქმედება და პოლიტიკური მანევრები, რომელზეც მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, უბრალოდ, ვიტყვი: თავად ფაქტმა, რომ ეს პირველი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქის სანქცირებასთან დაკავშირებით შეეხო ფარცხალაძეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, გააართულა ზოგადად მუშაობა და დაამძიმა ფონი, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია? სანქცირებულთა სიაში აუცილებლად მოხვდებოდა მსგავსი პიროვნება, რომელიც ცნობადია პოლიტიკურად, რომლის ირგვლივაც აუცილებლად იქნებოდა მითქმა-მოთქმა და სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაცია. მე ვამბობ იმას, რომ თავად სანქციები თავისი ბუნებით არის პოლიტიკური ზომა და იქ გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებით, მათ შორის პოლიტიკური მოტივაციით, გარკვეული ჟღერადი ბრალდებებით ან მოტივებით ხვდება ადამიანი. ეს უკვე თავიდანვე განაპირობებს იმას, რომ საკითხი იქნება აუცილებლად სენსიტიური. აბა, ნობელის პრემიის ლაურეატი ხომ არ მოხვდება სანქცირებულების სიაში?! იქნება აუცილებლად ვიღაც, ვის ირგვლივაც იქნება ასეთი მძიმე აჟიტირებული ფონი,“ – განაცხადა თურნავამ. ნათია თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ამან არ უნდა შეაშინოს. „ჩვენ ამან არ უნდა შეგვაშინოს და არ უნდა დაგვაბრკოლოს. დღეის გადასახედიდან, რაც ხდება და რასაც ვაკვირდები, იმავე ფარცხალაძის ირგვლივ და ა.შ. კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი; რომ ჩვენ არ დაველოდეთ საკითხების კიდევ უფრო სიღრმეში წასვლას, ამ დებატების უფრო განვითარებას; ჩვენ არ მოვერიდეთ სენსიტიურ თემას, ჟღერად სახელს და გვარს და მივიღეთ გადაწყვეტილება არა კონკრეტული სახელისა და გვარისთვის, რომელიც არ გვაინტერესებს, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც შეიძლება, როდესმე აღმოჩნდეს სანქცირებულების სიაში, რომ მის მიმართ სანქციების აღსრულების პროცესში ასევე გარანტირებული იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის აღსრულება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
უკრაინის გენშტაბი: თავდაცვის ძალები რუს ოკუპანტებს ვერბოვეს რაიონიდან უკან ახევინებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით,“ - აღნიშნულია ანგარიშში. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. „ლიმანის მიმართულებით, თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბელოგორივკას რაიონში. გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებით, მტერი ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვა დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან," - აცხადებენ გენშტაბში. გეშტაბის ცნობით, მარინკის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს მარინკას მიდამოში და დონეცკის ოლქის პობედას რაიონში. ხერსონის მიმართულებით კი უკრაინის თავდაცვის ძალები ანადგურებენ მომარაგების საცავებს და მტრის ზურგში წარმატებულ შეტევას ახორციელებენ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონის სოფელ ვერბოვეს მიდამოში რუსული ჯარების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ტარნავსკიმ 23 სექტემბერს განაცხადა.
ბლინკენმა ფაშინიანს სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბრის თემა ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები იყო. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა „ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება ყარაბაღში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სკითხის მიმართ. შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთისა და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას,“ -წერს ბლინკენი Twitter-ზე. „შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და თავისი ვალდებულებები, პატივი სცეს ყარაბაღში მცხოვრები ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას და უზრუნველყოს მისი ძალების დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან,“ - წერია თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე
ნათია თურნავა: კომერციულმა ბანკებმა დაადასტურეს, რომ საერთაშორისო სანქციების ერთგულნი არიან, ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში." ამ თემაზე თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. „გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ნიშნავს კომერციული ბანკების განცხადება, რომელიც მათ სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთეს, რომ ისინი იმოქმედებდნენ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად და იყო თუ არა ეს მათი დაუმორჩილებლობა მარეგულირებლის მიმართ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს, მათი პოზიცია ერთია და არ შეიძლება, განსხვავებული იყოს. „ეს იყო აბსოლუტურად სწორი ქმედება მათი მხრიდან. სწორედ იმიტომ, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, მათ საჯაროდ კიდევ დაედასტურებინათ, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების ერთგულნი არიან,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. თურნავა ბანკების განცხადების შემდეგ, 20 სექტემბერს ამბობდა, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ მტკიცედ სჯერათ, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და მშვიდობიანად იარსებონ გვერდიგვერდ, როგორც ორმა სუვერენულმა სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი დაჰპირდა ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, რომ დაიცავენ მათ უფლებებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას. „აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა ღონისძიებებმა დასახულ მიზნებს მიაღწია. სომხეთი და მისი დაქვემდებარებული არალეგალური რეჟიმი იძულებული გახდნენ, დათანხმებულიყვნენ განიარაღებაზე, დაეშალათ ყველა უკანონო სტრუქტურა და დაეტოვებინათ აზერბაიჯანი. მიზეზი იმისა, რომ ეს არ მოხდა მშვიდობიანად, მდგომარეობს სომხეთის მხრიდან თავხედურ უგულებელყოფაში და ჩართული მესამე მხარის, ფასილიტატორების მხრიდან ადეკვატური ქმედებების არარსებობაში,“ – აცხადებს ბაირამოვი.
ბრიტანული დაზვერვა: რუსული „საწვავის კრიზისი" სხვა ქვეყნებზეც აისახება
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია. მათივე პროგნოზით, რუსეთში არსებული მდგომარეობა სხვა ქვეყნებზეც აისახება. რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეზღუდა დაზვერვის განცხადებით, დეფიციტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი შედეგი იყოს. ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის ფედერაციაში საწვავის დეფიციტი, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია სოფლის მეურნეობის სექტორის მოთხოვნის მოკლევადიანი ზრდით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ყოველწლიური საზაფხულო მოვლა-შენახვის ხარჯებით და ასევე ხელსაყრელი საექსპორტო ფასებით. 21 სექტემბერს რუსეთმა შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა ექსპორტი შეაჩერა. ბენზინის ექსპორტის აკრძალვა შეეხება საქართველოსაც, სადაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, იმპორტირებული ბენზინისა და დიზელის ყველაზე დიდი, 81%-იანი წილი რუსეთზე მოდიოდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს. „ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა."
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საარტილერიო სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის საველე სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამოცანაზე ორიენტირებულ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე და მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონები, მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქვედანაყოფებმა, გეგმიური სწავლების ფარგლებში, რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. „დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე, სამხედროებმა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური მარშის და წინასწარგანსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება განახორციელეს. სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. სწავლებებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიგა ჯინჭარაძე დაესწრნენ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული
თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილს დღეს ქართულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის ქვეყნის მასშტაბით, საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული.“ „როდესაც გინდათ, ამბობთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაშია და პოლიტიკურ პროცესებს მართავს. ხოლო, როდესაც გაწყობთ, ამბობთ, რომ ის შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც საჭირო იყო, გააკეთა განცხადება პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, მას არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, ივანიშვილი სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმიტომ, რომ უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქველმოქმედების სახით. დღესაც, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება მსგავსი პროექტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და „ქართუ ფონდი“ ახორციელებს. შესაბამისად, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, არის ძალიან დიდი სიცრუე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
გერმანია უკრაინას €400 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 400 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტს გადასცემს. კრაინა Gepard-ის ტიპის ტანკებს, IRIS-T-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და MRAP-ის ჯავშანმანქანებს მიიღებს. პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის, ნაღმმტყორცნების საბრძოლო მასალა, AT-2 ნაღმების რაკეტები შორ მანძილზე განთავსებული ნაღმებისთვის, უპილოტო დრონები, ზამთრის აღჭურვილობა და ა.შ. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბერლინი უკრაინელი სამხედროების წვრთნებსაც განაგრაძობს.
პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანdჯეი დუდამ განაცხადა, რომ მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. „ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთის ტერიტორიაზე და გავიდეს იქ, სადაც საჭირო იქნება ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდა სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის ძალაში დატოვებას. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მაქსიმალურად დიდი იყოს. ევროკომისიამ უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგო გააუქმა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს ეთნიკური წმენდა მთიან ყარაბაღში
სომხეთი ითხოვს ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმის შექმნას, რომელიც „აღკვეთს მთიანი ყარაბაღის ძირძველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას“. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს. მირზოიანის განცხადებით, განმეორებითი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სამხედრო ტაქტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის.“ „შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება, ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა, ხელის შეშლა, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უარყოფა, ჰუმანიტარული საქმიანობის შეფერხება წარმოადგენს სასტიკი დანაშაულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, იურისტებმა, გენოციდის მკვლევრებმა, ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია დაახასიათეს, როგორც გენოციდის რისკი,“ – ამბობს მირზოიანი. ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში ილჰამ ალიევს შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების განიარაღების პროცესზე. ლიდერები ასევე განიხილავენ ზანგეზურის დერეფნის საკითხსაც, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს.