ძებნის რეზულტატი:
დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს 05:00-დან 08:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ხეივნში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე. არსებულ საგზაო მონაკვეთში. „შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ დავით აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის (ე.წ. ზაჰესის ხიდის), ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს, რომელიც „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს. შესაბამისი განცხადება მის Facebook-ზე გავრცელდა. „საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა. როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, ხუმრობა უწოდა. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა
ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი დაკარგულად ითვლება
რეგიონული პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, სერხი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება რუსული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზაში 52 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსული ბალისტიკური რაკეტით ისკანდერით განხორციელდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სოფელ ჰროზაში საველე ჯგუფი გაგზავნა. 5 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზას კაფე-მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, როდესაც იქ ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა. მსხვერპლი მოჰყვა ასევე უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო შეტევასაც. მაშველებმა სახლის ნანგრევებში იპოვეს 10 წლის ბიჭის ცხედარი. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის, 11 თვის ბავშვი.
აშშ ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შტატები ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება სექტემბერში მოსკოვის მიერ აშშ-ის საელჩოს ორი მაღალი რანგის დიპლომატის გაძევებისთვის პასუხს წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან თავისი დიპლომატების დევნას არ შეეგუებიან. „სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები მკაფიო სიგნალია, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიუღებელ ქმედებებს შედეგები ექნება,” - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა. მოსკოვმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი, ჯეფრი სალივანი და საელჩოს მეორე მდივანი, დევიდ ბერნსტაინი „დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებისთვის.“
რა დასკვნა აქვს ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებს აქვეყნებს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გეგმებზე წერს. 5 ოქტომბრის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ააშენებს მუდმივ საზღვაო ბაზას აფხაზეთში, მაგრამ ის, სავარაუდოდ, მცირე (მასშტაბის, რედ.) დარჩება. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც მუდმივი რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობას გულისხმობს ოკუპირებულ ოჩამჩირესთან, აფხაზეთში. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე,“ - წერს ISW. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტს შეზღუდული ინფრასტრუქტურა აქვს, ქვიშიანი სანაპირო ზოლი „დიდწილად არახელსაყრელია სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის,“ თუმცა "რუსეთისთვის შესაძლებელია ინფრასტრუქტურის გაფართოება და ოჩამჩირის პორტის დამატებით ბაზად გამოყენება სამომავლოდ.“ ცნობისთვის, BBC-მ დღეს სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 17 რუსული ხომალდი გადავიდა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში. ოჩამჩირის პორტი ნოვოროსიისკიდან 500 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 6 ოქტომბერს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა
ომბუდსმენი: შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი
სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე, არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ავრცელებს, რომლითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. „შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ. მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები,” - ნათქვამია განცხადებაში.
ესტონეთი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევაა
ესტონეთი გმობს რუსეთის განზრახვას, შექმნას საზღვაო ბაზა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ეს არის 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მძიმე დარღვევა და შესაძლოა, რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. „ესტონეთი უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - ნათქვამია განცხადებაში. რა დასკვნა აქვს ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 6 ოქტომბერს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა
ნიდერლანდები უკრაინას $108 მილიონს გამოუყოფს
ნიდერლანდები უკრაინას 102 მილიონ ევროს (108 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს ინვესტიციების, აღდგენისა და რეფორმების მხარდასაჭერად, განაცხადა ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების სამინისტრომ 6 ოქტომბერს. უწყების განმარტებით, ნიდერლანდების მთავრობას სურს, „უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მეწარმეებისთვის უკრაინაში ექსპორტი და ინვესტირება.“ 30 მილიონი ევრო (32 მილიონი დოლარი) განკუთვნილია უკრაინის ზამთრისთვის მომზადებაში. ეს მოიცავს ფულს გაზის შესაძენად და ქვეყნის ელექტრო ქსელის აღდგენისთვის, რომელიც რუსეთის თავდასხმების სამიზნეა. კიდევ 7 მილიონი ევრო (7,4 მილიონი დოლარი) გადაირიცხება სავალუტო ფონდის ფონდში, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში. 2023 წელს ეს ქვეყნის მესამე მხარდაჭერის პაკეტია უკრაინისთვის.
სანდუს თქმით, მოლდოვაში გადატრიალებას „ვაგნერელები“ ამზადებდნენ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 6 ოქტომბერს Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერ“ ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი მოლდოვაში გადატრიალებას გეგმავდა. ის ამტკიცებს, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერი“ უშუალოდ მონაწილეობდნენ გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში. მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, შეთქმულების მონაწილეებს სურდათ, რომ მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები შეტაკებებში გადაზრდილიყო. სანდუმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობდა და გააგრძელებს ჩარევას მოლდოვის პოლიტიკაში და რომ რუსეთისა და რუსეთთან კავშირში მყოფმა ძალებმა ქვეყანაში დიდი თანხა შეიტანეს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ. მისი თქმით, მოლდოვის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს სულ მცირე, 20 მილიონ ევროს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთმა ქვეყანაში შეიტანა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ რეალური რიცხვი აშკარად უფრო მაღალია. 2023 წლის მაისში სანდუმ FT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, მოლდოვა იქნებოდა შემდეგი, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევდა თავის თავდაპირველი გეგმის თანახმად, რაც სამ დღეში უკრაინის აღებას გულისხმობდა. „არ მჯერა, რომ ისინი საზღვარზე გაჩერდებოდნენ. დღეს ჩვენ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ დაცულები,“ - ამბობდა მაია სანდუ. ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები ესპანეთის ქალაქ გრანადაში განიხილავდნენ მოლდოვის რესპუბლიკისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს. მაია სანდუმ სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირში მიღება საუკეთესო საშუალებაა მოლდოვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, ინფორმაცია რუსეთის გეგმაზე კიშინიოვში პროდასავლური ხელისუფლების დამხობის შესახებ, პირველად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე თვის წიინ გაავრცელა და განაცხადა, რომ გეგმას მისი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს. გეგმის არსებობა მაია სანდუმ დაადასტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ სანდუს ბრალდებებს სრულიად დაუსაბუთებელი უწოდა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტში, რომელსაც აპრილში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებდა მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვებს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ფარდა ახადა.
ზელენსკი: ამ ზამთარში გამარჯვება, ყველა სირთულის გადალახვა და ხალხის დაცვა გადამწყვეტია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ ამ ზამთარში გამარჯვება, ყველა სირთულის გადალახვა და ხალხის დაცვა გადამწყვეტია „დღეს შტაბის სხდომაზე მოვისმინე ანგარიშები სამხედროებისგან და ყველა ოფიციალური პირისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ენერგეტიკული ინდუსტრიის დაცვასა და ზამთრის გადალახვის სტრატეგიაზე. კერძოდ, მთავრობის მეთაურმა, მინისტრებმა, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა, კომუნიკაციების სექტორის წარმომადგენლებმა და რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ყველაფერზე, რაც ეხება ობიექტების ფიზიკურ დაცვას, რეკონსტრუქციას, ბრძანებების შესრულებას და პროცედურებს გარკვეული საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ამ ზამთარს გამარჯვება, ყველა სირთულის დაძლევა და ჩვენი ხალხის დაცვა გადამწყვეტია. და, სხვათა შორის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულად უნდა დაასრულოს მოსამზადებელი სამუშაო. რეგიონებში ზამთრისთვის მზადყოფნის ამჟამინდელ მდგომარეობას მომავალ კვირას შევაფასებთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-მ რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდების გამო, 42 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა
ამერიკის მთავრობამ სანქციები დაუწესა ჩინეთის 42 კომპანიას, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას მიკროჩიპებს აწვდიდნენ, იუწყება Reuters-ი აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით. აშშ-ის ხელისუფლება განმარტავს, რომ საუბარია „ამერიკული წარმოშობის“ მიკროელექტრონული საშუალებების მიწოდებაზე, რომელსაც რუსეთი რაკეტებისა და თვითმფრინავების მართვის სისტემებში იყენებს, უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებისთვის. სანქციები ასევე დაწესებულია შვიდი კომპანიის წინააღმდეგ ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. „სანქციების სიის დღევანდელი გაფართოება მკაფიო სიგნალს აგზავნის: თუ თქვენ მიაწვდით ამერიკულ ტექნოლოგიას რუსეთის თავდაცვის სექტორს, ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინება და ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ, მეთიუ აქსელროდმა. აშშ ჩინეთს განახლებული შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ტექნოლოგიების სფეროში შეზღუდვების დაწესება, დიდი ბრიტანეთისთვისაც აქტუალურია
რუსეთმა რამდენიმე დღის განმავლობაში მეორედ ჩამოაგდო საკუთარი Su-35 - Newsweek
Newsweek-ი წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე დღის განმავლობაში მეორედ ჩამოაგდო საკუთარი Su-35, ამჯერად - ოკუპირებულ მარიუპოლთან. „გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ბოლო რვა დღეში მეორედ ჩამოაგდეს საკუთარი მოწინავე თვითმფრინავი. ინციდენტი პარასკევს მოხდა მარიუპოლში, უკრაინის თავდაცვის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული მრავალი ცნობის თანახმად. ინფორმაცია მწირია, მაგრამ მიუთითებს რუსული Su-35 მრავალფუნქციური გამანადგურებლის პილოტზე, რომელიც თავდასხმას გადაურჩა. „ეს ახალი ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას არ დაუდასტურებია. Newsweek-ს არ შეუძლია, დამოუკიდებლად გადაამოწმოს კადრები ან ინფორმაცია. გამოცემამ კომენტარისთვის რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს ელექტრონული ფოსტით მიმართა,“ - წერს Newsweek-ი. ცნობისთვის, როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, 80-დან 90 პროცენტამდე იყო დარწმუნებული, რომ SU-35 ინციდენტის დროს განადგურდა. „28 სექტემბერს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტოკმაკის თავზე, დიდი ალბათობით ჩამოაგდეს საკუთარი Su-35S FLANKER M, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი,“ - წერს ბრიტანული დაზვერვა ანგარიშში.
ხარკოვის ოლქზე თავდასხმის გამო, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი, დიმიტრი ლუბინსკი ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზაზე სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელსაც 52 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ომის დანაშაულია,“ - აცხადებენ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სამოქალაქო ობიექტებზე ამ სასტიკი თავდასხმით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრია თავის პარტნიორებთან ერთად იმუშავებს უკრაინაში ომის დანაშაულებებში პასუხისმგებელი პირების დასჯაზე. 5 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზას კაფე-მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, როდესაც იქ ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა. სარაკეტო დარტყმას 52 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი, დაკარგულად ითვლება.
საქართველოში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან 8 კილომეტრში, სოფელი შაქრიანში იყო, მისმა სიმძლავრემ კი 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს
ღაზის სექტორიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმა იყო, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა. წერს ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით. ინფორმაციას ავრცელებს BBC-იც, რომელიც ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკი: ამ ზამთარს რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეცდება
მომავალ ზამთარში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დანგრევას მეტი თავდასხმით შეეცდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა სრულიად აცნობიერებს საფრთხეებს. „დღეს შტაბის სხდომაზე მოვისმინე ანგარიშები სამხედროებისგან და ყველა ოფიციალური პირისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი ენერგეტიკული ინდუსტრიის დაცვასა და ზამთრის გადალახვის სტრატეგიაზე. კერძოდ, მთავრობის მეთაურმა, მინისტრებმა, ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა, კომუნიკაციების სექტორის წარმომადგენლებმა და რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ყველაფერზე, რაც ეხება ობიექტების ფიზიკურ დაცვას, რეკონსტრუქციას, ბრძანებების შესრულებას და პროცედურებს გარკვეული საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ამ ზამთარს გამარჯვება, ყველა სირთულის დაძლევა და ჩვენი ხალხის დაცვა გადამწყვეტია. და, სხვათა შორის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულად უნდა დაასრულოს მოსამზადებელი სამუშაო. რეგიონებში ზამთრისთვის მზადყოფნის ამჟამინდელ მდგომარეობას მომავალ კვირას შევაფასებთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ უკრაინისთვის $200 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს – Reuters
აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისი ცნობით, პენტაგონი აგრძელებს მრავალმილიარდიანი სააღრიცხვო შეცდომის გამო აღმოჩენილი სახსრების გამოყენებას. შესაბამისად, ხსენებული პაკეტი კონგრესს ავტორიზებული აქვს. ამ თანხების ნაწილი უკვე გამოყენებულია. სააგენტო წერს, რომ სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. აშშ-მ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა. რა ალტერნატიულ გზას განიხილავს ჯო ბაიდენი კონგრესის გვერდის ავლით უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო.
ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; - თელ ავივის ჩათვლით). შესაბამის ცნობას ისრაელში საქართველოს ელჩი ავრცელებს. ლაშა ჟვანიას თქმით, ამავდროულად, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“ „შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში მოქმედ უსაფრთხოების წესებს: შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენ ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება; სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, დატოვოთ შენობა. დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ლინკზე https://www.oref.org.il/en? საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092; ან +972 52-8888513 და +972 54-7386813“ წერს ლაჟა ჟვანია სოციალურ ქსელში. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის საკითხზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის თემაზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს. სასამართლომ უნდა განიხილოს სომხეთის მოთხოვნა, გაიყვანოს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებიდან შეიარაღებული ძალები. ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაუდებელი ზომების მოთხოვნას განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. ორივე სახელმწიფო სასამართლოს წინაშე ერთმანეთს ადანაშაულებს გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. თებერვალში, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ აზერბაიჯანს მოსთხოვა, უზრუნველეყო ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღის მიმართულებით და იქიდან მომავალ გზაზე გადაადგილების თავისუფლება. გასული წლის დეკემბერში კი ორივე მხარეს მოუწოდა, შეეკავებინათ თავი ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რაც მათ შორის კონფლიქტს გაამწვავებდა. ჰააგის სასამართლო გაეროს სასამართლოა, რომელიც ქვეყანათაშორის დავებს განიხილავს. მისი ბრძანებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მათი პირდაპირი აღსრულების მექანიზმები არ აქვს. სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში 30 სექტემბერს შეიტანა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.
პარლამენტს შესაძლოა, შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს
პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან. მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება. ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით მოქმედ პარლამენტში ამჟამად ასეთი სურათია - პარლამენტს ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო არიან არჩეული. რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერად არ აერჩიათ. ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა პარლამენტის ხარჯებს ზრდის. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს ოდენობა 6 340 ლარია. მას ჰყავს სამდივნო და ემსახურება ავტომობილი.