ძებნის რეზულტატი:
ამერიკელი სენატორების დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა
ამერიკელი სენატორების დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა. ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის ხელმძღვანელობით, შაბათს ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩავიდა. ჩინეთის დედაქალაქში გამგზავრებამდე შუმერი ამერიკელ სენატორებთან ერთად შანხაიში ქალაქის მაღალჩინოსნებთან გამართავს შეხვედრებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სენატორების მოგზაურობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის დიალოგს შეუწყობს ხელს და პოზიტიური გავლენა ექნება ჩინეთი-აშშ-ის ურთიერთობებზე. ჩინეთის შემდეგ სენატორების დელეგაცია სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა
„ჰამასმა“ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელის სამხედროებმა ღაზაში, ჰამასის ობიექტებზე მიიტანეს საპასუხო იერიში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას თქმით, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ
პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული დაჯგუფების სარაკეტო იერიშის შემდეგ თავის პირველ მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი ომშია. „ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ,“ - ამბობს ნეთანიაჰუ. ნეთანიაჰუმ ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ ბრძანება გასცა. მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია. ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს. უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მკურნალობს, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაშავდა - BBC
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 545 ადამიანი დაშავდა BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მკურნალობს, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული დაჯგუფების სარაკეტო იერიშის შემდეგ თავის პირველ მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი ომშია. „ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ,“ - ამბობს ნეთანიაჰუ. ნეთანიაჰუმ ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ ბრძანება გასცა. მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია. ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს. უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სენატორი კარდინი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის გეგმაზე: ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას აფიქსირებს. „ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენების შესახებ რუსეთის გეგმები საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა. ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და მზად ვართ, საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში,“ - წერს ბენ კარდინი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). შეგახსებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყებაში შეშფოთება გამოხატეს და რუსეთს 2008 წლის შეთანხმებსი შესრულებისკენ მოუწოდეს. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით 6 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა
ისრაელში საქართველოს საელჩო სარაკეტო თავდასხმის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს
ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; - თელ ავივის ჩათვლით). შესაბამის ცნობას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის თანახმად, ამავდროულად, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“ „შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში მოქმედ უსაფრთხოების წესებს: შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენ ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება; სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, დატოვოთ შენობა. დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ლინკზე https://www.oref.org.il/en? საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092; ან +972 52-8888513 და +972 54-7386813“ წერი საელჩოს Facebook-ზე განთავსებულ ინფორმაციაში. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაშავდა.
სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე: ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 545 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა Europetime გთავაზობთ ევროპელი ლიდერების გამოხმაურებებს, რომლებიც ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას მოჰყვა შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებსაც უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში. ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი: კატეგორიულად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს, რომელიც ამჟამად ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. რიში სუნაკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: დილიდან შოკირებული ვარ „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით. ისრაელს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ კონტაქტზე ვართ ისრაელის ხელისუფლებასთან. ისრაელში მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან სამოგზაურო რჩევები. ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას. ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან. ჯოზეფ ბორელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.
მოსკოვი ისევ დრონის სამიზნეა
რუსეთში აცხადებენ, რომ მოსკოვის ოლქის თავზე გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მოსკოვის აეროპორტებში კვლავ გადაიდო ან გაუქმდა ათობით რეისი. „ისტრის საქალაქო ოლქში მოგერიებულია მოსკოვის მიმართულებით მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა,“ - წერს მოსკოვის მერი სობიანინი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონი უკრაინამ გაუშვა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წელს რუსეთის რეგიონები - როგორც სასაზღვრო, ისე არასასაზღვრო - რეგულარულად იბომბება, არის ნგრევა და მსხვერპლი. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.
რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი - საქართველოში ისრაელის ელჩი
საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ზომებს იღებს, რთული დილის მიუხედავად, ისრაელმა იცის, როგორ დაიცვას თავი, როგორ დაუბრუნოს უსაფრთხოება მის მოქალაქეებს. ელჩის თქმით, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“, რომელიც დომინირებს ღაზაში, წამოიწყო მასშტაბური თავდასხმა ყოველგვარი კონტექსტის გარეშე და სარაკეტო თავდასხმების პარალელურად, ათობით ტერორისტი შევიდა ღაზადან ისრაელში. სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე: ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები მისივე თქმით, ახლა მთელი ყურადღება გადატანილია არსებული კრიზისის გამკლავებაზე, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. „დღეს ძალიან მძიმე ვითარებაში გავიღვიძეთ ისრაელში. შაბათს, დილის 06:00 საათზე, როდესაც ებრაულ დღესასწაულს აღვნიშნავთ, ისრაელის მოქალაქეებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის ფონზე გაიღვიძეს. ახლა, როდესაც ვსაუბრობ, თავდასხმამ ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილი მოიცვა, თელ-ავივი, იერუსალიმი, ბერშევა, ყველა მსხვილი ქალაქი იბომბება და თავს ესხმიან. ეს ამ წუთებშიც გრძელდება. ისრაელის ცენტრში მდებარე ჩემი მშობლიური ქალაქი პირველი ორი საათის განმავლობაში ოთხივე მხრიდან იბომბებოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, მაგრამ ჩემი მშობლები, ოჯახი, მილიონობით სხვა მოქალაქესთან ერთად თავშესაფარშია და ამ ყველაფრის დასრულებას ელოდებიან,“ – განაცხადა მეიცადმა. როგორც ელჩმა აღნიშნა „ჰამასი“ არეულობას ქმნის დასახლებებში ებრაული ოჯახების დახოცვის მიზნით და ათასობით ოჯახი თავშესაფარს ეძებს.“ „მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აღვნიშნო, ღაზის სექტორში მცხოვრები ხალხი ისრაელის მტერი არ არის. სამწუხაროდ, „ჰამასი“, რომელიც უკვე მრავალი წელია, აკონტროლებს ღაზას, ისრაელზე განხორციელებულ ყველა თავდასხმის უკან დგას. ის ცნობილია ასეთი დანაშაულების ჩადენით. თავს ესხმის ისრაელის მოქალაქეებს და იმალებიან მშვიდობიანი მოქალაქეების ზურგს უკან. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს თანამშრომლობა „ჰამასსა“ და ირანს შორის, რომ ირანი ცდილობს, თავს დაესხას ისრაელს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე განახორციელოს თავდასხმები ისრაელის ობიექტებზე, როგორც ეს სამწუხაროდ, ადრე საქართველოში ვიხილეთ. დილიდან ვიღებ სოლიდარობის უამრავ შეტყობინებას მეგობრებისგან, მაღალჩინოსნებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოლიდარობის ასეთი მასშტაბური გამოხატვა ქართველი ხალხისგან,“ – აღნიშნა ელჩმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 545 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა
საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს
საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს. „ღრმად შეშფოთებული ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტებში. ტერორს და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში,“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. „ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ - წერს თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე. „მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას,“ – ასევე აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც X-ზე (ყოფილი Twitter-ი) გავრცელდა. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
კონგრესში დავის ფონზე, ბერლინი და ვაშინგტონი უკრაინის მხარდამჭერ სიგნალს აგზავნიან - ბაიდენმა შტაინმაიერს უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრა უკრაინის დახმარების ირგვლივ, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე გაიმართა. გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი აგზავნიან სიგნალს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. გერმანიის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის კონგრესში განვითარებული მოვლენების გამო. „მე ვარ ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი გერმანიაში, ვინც ამას არამხოლოდ ინტერესით, არამედ, შეშფოთებით უყურებდა. ჩვენ ვიგრძენით დაძაბულობა აქ, პოლიტიკურ ვაშინგტონში,“ - განაცხადა შტაინაიერმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ გამოსავალი მოიძებნება. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შეთანხმება მიიღწევა. შტაინმაიერმა პირობა დადო, რომ ბერლინი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში,“ - განაცხადა შტაინმაიერმა. მისი თქმით, მანაც და ბაიდენმაც მნიშვნელოვანი მიიჩნიეს ერთობლივი „სიგნალის“ გაგზავნა, რომ ვაშინგტონი და ბერლინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ გერმანია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, რათა დაარწმუნოს სხვები, წვლილი შეიტანონ უკრაინის მხარდაჭერაში. შეხვდრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა არსებითია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად - კლიმატის ცვლილებისა და სურსათის უსართხოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ჩათვლით. „ჩვენი ალიანსი გადამწყვეტია ჩვენი ძალისხმევისთვის, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხალხს, რომ მამაცურად დაიცვან თავიანთი ქვეყანა, მათი თავისუფლება და მომავალი.“ ცნობისთვის, შტაინმაიერი ასევე შეხვდა CIA-ს ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილა „მიმდინარე კონფლიქტები" და „გეოპოლიტიკური ცვლილებები," თუმცა დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა. შტაინმაიერის ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად გერმანულ-ამერიკული დღის ღონისძიება დასახელდა. ეს დღე 6 ოქტომბერს აღინიშნა. „გერმანულ-ამერიკული მეგობრობა ღრმა და ძლიერია“, - აღნიშნა შტაინმაიერმა. რა ალტერნატიულ გზას განიხილავს ჯო ბაიდენი კონგრესის გვერდის ავლით უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად
აშშ იმუშავებს იმისთვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება - ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს იმისთვის, რომ ისრაელს "ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად." ამის შესახებ ოსტინმა ისრაელზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა. „ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ერთგულება ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი, ურყევია. ვუსამძიმრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს. უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმისათვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას საკუთარი თავდაცვისთვის, განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად სჭირდება,“ - ნათქვამია ოსტინის განცხადებაში. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
ზელენსკი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს. ზელენსკის თქმით, ტერორიზმი არის დანაშაული არამხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, კაცობრიობისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. „ისრაელიდან საშინელი ცნობებია. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა ტერორისტული შეტევების შედეგად. ჩვენ გვჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან. ტერორიზმი არის დანაშაული არამხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, კაცობრიობისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. სამყარო უნდა იყოს ერთიანი და სოლიდარული, რათა ტერორმა ვერასოდეს სცადოს სადმე სიცოცხლის მოსპობა. ისრაელის თავდაცვის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. აუცილებელია დღევანდელი ტერორისტული შეტევების ყველა გარემოების დადგენა, რათა მსოფლიომ გაიგოს და მართლმსაჯულების წინაშე დადგეს ყველა, ვინც თავდასხმების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
ერდოღანმა ისრაელს და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდა
თურქეთი მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ, რაც ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა მოაწყო. „ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში დღეს დილით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და თავი შეიკავონ იმპულსური ნაბიჯებისგან, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს,“ - განაცხადა ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიის მე-4 რიგგარეშე ყრილობაზე, დედაქალაქ ანკარაში. ერდოღანის თქმით, თურქეთი ცდილობს, გადაჭრას თავისი პრობლემები რეგიონის ყველა ქვეყანასთან დიპლომატიური და დიალოგის გზით. „რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება ჩვენი პრიორიტეტია. ამის მიღწევის გზა სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა," - განაცხადა ერდოღანმა. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
ენტონი ბლინკენი: ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელს სოლიდარობას უცხადებს. „ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მთავრობას, ხალხს და ვუსამძიმრებთ ამ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა გამო,“ – წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა
ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას - ისრაელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ოფიციალური პირები იტყობინებიან. მანამდე ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენმა შაბათს დაურეკა პრემიერ-მინისტრს და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი“, - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს უპირობო მხარდაჭერისთვის. ამასთან, ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ საჭირო იქნება ხანგრძლივი და ძლიერი კამპანია, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს. ენტონი ბლინკენი: ვგმობთ „ჰამასის“ ტერორისტების შემზარავ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გამართეს
ბაქოში აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედროების მონაწილეობით ჩატარებული კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2023“ დასრულდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით ჩატარებულ წვრთნებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების ამოცანები შესრულდა. ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ადმინისტრაციის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრში წვრთნების დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სწავლების მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და თავსებადობის უზრუნველყოფა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ „Eternity-2023“-ის კომპიუტერის დახმარებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნების დროს დაკისრებული ყველა დავალება წარმატებით შესრულდა.
ისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰამასმა“ აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასმა“ მძევლები და სამხედრო ტყვეები აიყვანა. „არიან მძევლები და სამხედრო ტყვეები, რომლებიც „ჰამასმა“ აიყვანა. ასევე, არიან დაღუპულები ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის. ზუსტი რიცხვი ჯერ არ გვაქვს - ომში ვართ,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა CNN-ის ცნობით. „ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილის, სალეჰ ალ-არაურის განცხადებით, ისრაელის არმიის „უფროსი ოფიცრები" დაატყვევეს. „ის რაც ჩვენს ხელშია გაათავისუფლებს ყველა პატიმარს ისრაელში. დავატყვევეთ საოკუპაციო არმიის უფროსი ოფიცრები,“ - განაცხადა სალეჰ ალ-არაურმა „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, „ჰამასი“ მზადაა, პასუხი გასცეს ისრაელის სახმელეთო შეჭრას ღაზაში, რაც, მისი მტკიცებით, „საუკეთესო სცენარია მტრის წინააღმდეგ კონფლიქტის მოსაგვარებლად“. BBC წერს, რომ დაახლოებით, 200 ადამიანი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა
რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე
პირველ ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად, დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, 3 ოქტომბერს განაცხადა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ. „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოგვიანებით, მოკავშირეებს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერას.“ აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ კონგრესში დავები სერიოზულად უნდა განვიხილოთ, თუმცა გობლი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება. „არამხოლოდ თითქმის ყველა დემოკრატი, არამედ, რესპუბლიკელების უმეტესობა, გარდა MAGA-ს ექსტრემისტებისა, უკრაინის მხარდაჭერას ემხრობა,“ განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, (MAGA (Make America Great Again - ამერიკული პოლიტიკური სლოგანია, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა დონალდ ტრამპის მიერ 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს). საგულისხმოა, რომ 4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატას ახალი თავმჯდომარე, 14 კენჭისყრის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. ახლა ახალი სპიკერის არჩევაზე იქნება დამოკიდებული „უკრაინის ბედიც“ - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან. მას ბუშის ადმინისტრაციაში ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა. „რა მოხდება, ამის თქმა შეუძლებელია. წარმომადგენელთა პალატის პირველი ამოცანა არის ახალი სპიკერის არჩევა, რადგან სხდომა ვერ ჩატარდება სპიკერის გარეშე. ამიტომ, სპიკერის გარეშე ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ და ვის აირჩევენ სპიკერად, სწორედ ეს განსაზღვრავს, იქნება თუ არა მეტი დახმარება უკრაინისთვის. ერთი კანდიდატია სენატორი ჯიმ ჯორდანი, ტრამპის მომხრე, ის ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას. მან შეიძლება, გაიმარჯვოს და გახდეს შემდეგი სპიკერი და ასეთ შემთხვევაში უკრაინას დახმარება არ ექნება. როგორც იცით, შემდეგ, კონგრესმა უნდა გამოყოს სწორედ ფული პრეზიდენტისთვის, რომ ის გახარჯოს. სხვა კანდიდატი, სტივ სკალიზი ძალიან ემხრობა უკრაინის დახმარების გაგრძელებას და თუ ის გაიმარჯვებს, უკრაინისთვის დახმარება იქნება. ასე რომ, თვალი ადევნეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მომავალ არჩევნებს. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვერაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აიძულოს კონგრესი, მიიღოს გადაწყვეტილება. თუ უკრაინისთვის მეტი დახმარება არ იქნება, ეს დამღუპველი აღმოჩნდება უკრაინის ომისთვის. დაახლოებით, 2 თვეზე ცოტა მეტი დროისთვის გათვალისწინებული ფული დარჩა, ამიტომ, პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ კიდევ აქვს 5 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად, ის უკრაინას თვეში დაახლოებით, 2,7 მილიარდით ეხმარება,“ - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. რა ალტერნატიულ გზებს ეძებს თეთრი სახლი უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად, ამ თემას დასავლური მედია აქტიურად განიხილავს. Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განიხილა დაფინანსების ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც კონგრესის დამტკიცებას არ საჭიროებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტები არის რიგ ვარიანტებს შორის, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს კონგრესში არსებული ჩიხის გვერდის ავლით, დროებით მაინც,“ - განუცხადეს Politico-ს აშშ-ის მთავრობის წყაროებმა. Reuters-ის სტატიიდან კი ირკვევა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას. შეგახსენებთ, კიევში გამორიცხეს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში რაიმე ცვლილება იქნება. კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებით და პირობა დადეს, რომ ბლოკი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის დასამარცხებლად. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს
სამხრეთ კორეამ უკრაინაში ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტების განხილვა დაიწყო - მედია
სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი დუკგეუნ ანი უკრაინელი ოფიციალური პირების ჯგუფს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილა. უფრო კონკრეტულად, სამხრეთ კორეა ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურისა და უფრო ფართო ეკონომიკური კავშირების აღდგენით დაინტერესდა. Yonhap News-ის თანახმად, აჰანმა თქვა, რომ სამხრეთ კორეა მზადაა, მჭიდროდ ითანამშრომლოს უკრაინასთან მისი აღდგენის მიმართულებით, განსაკუთრებით ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის, ბირთვული ენერგიისა და ერთობლივი რესურსების განვითარებასთან დაკავშირებით. სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მალე გაგზავნის მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციას, რათა უშუალოდ კიევში განიხილოს დეტალები. გასულ თვეში, სამხრეთ კორეის დელეგაცია კიევს მოლაპარაკებებისთვის ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო სამხრეთ კორეის პოტენციური ჩართულობა რეკონსტრუქციის პროექტებში, რომლებიც (890,07 მილიარდი აშშ დოლარად არის შეფასებული.