ძებნის რეზულტატი:
ოკუპირებულ ყირიმზე საზღვაო დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
ოკუპირებულ სევასტოპოლში ორი უეკიპაჟო საზღვაო კატერის თავდასხმას იგერიებენ. სევასტოპოლის ე.წ. „გუბერნატორი“ მიხეილ რაზვოჟაევი ამტკიცებს, რომ ხმამაღალი ხმები, რომელიც ისმოდა შავი ზღვის ფლოტის დამხმარე ეკიპაჟების მუშაობის შედეგია, რომლებიც საზღვაო კატერების შეტევას იგერიებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, კიევმა კვლავ სცადა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა და 120 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობთ იუწყება. დაღუპულთა შორის არიან სამხედროები, მათ შორის აკადემიის კურსდამთავრებულები და 30-მდე სამოქალაქო პირი. სამხედრო აკადემიაზე, სადაც კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობდა, დრონებით შეტევა იყო. სააგენტოს ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობდა სირიის თავდაცვის მინისტრი ალი მაჰმუდ აბასი, რომელმაც ტერიტორია აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. ჰომსის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის გამო სირიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ თავდასხმაში „საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები“ დაადანაშაულადა „ძლიერი პასუხით“ დაემუქრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ არც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ და არც „ალ-ყაიდასთან" კავშირის მქონე ექსტრემისტებს. ჰომსის აკადემიაზე დრონებით შეტევის შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 8 და დაიჭრა 30 ადამიანი.
პენტაგონი: აშშ-მ სირიაში თურქული დრონი ჩამოაგდო
პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიარაღებული თურქული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც სირიაში, მისი ჯარების სიახლოვეს მოქმედებდა შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პენტაგონის განმარტებით, თურქული დრონები ხუთშაბათს სირიაში, ჰასაკაში საჰაერო თავდასხმებს აშშ-ის ჯარებისგან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით ახორციელებდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ თურქული დრონი აშშ-ის ჯარებს ნახევარ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდა, რის გამოც ის საფრთხედ ჩაითვალა და F-16 გამანადგურებლით ჩამოაგდეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული დრონი თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნოდა დრონი. თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ, გასულ კვირას ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, სირიაში ქურთი ბოევიკების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთშაბათს ღამით, ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის ავიაიერიშების შედეგად ქურთი ბოევიკების კუთვნილი 30 სამიზნე განადგურდა, მათ შორის ნავთობის რეზერვუარი, საწყობი და თავშესაფრები და ბევრი მებრძოლი „გაანეიტრალეს.“
ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს გრანადაში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევოკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან და კვლავაც აგრძელებს აღნიშნულ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და მისი ძალისხმევა 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად სამართლიანად იქნება აღიარებული. შესაბამისად, საქართველო წლის ბოლოს კომისიის მხრიდან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და რეკომენდაციები განუსაზღვრა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს
გაერთიანებული სამეფო უკრაინას ზამთრისთვის $600 მილიონს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ზამთრისთვის $600 მილიონს გამოუყოფს. სუნაკის ოფისის ცნობით, დახმარების გამოყოფა მოიცავს 500 მილიონი ფუნტის (600 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სასესხო გარანტიას, რომელიც მსოფლიო ბანკის მეშვეობით გაიცემა. ლონდონი ასევე გაუგზავნის 41 მილიონ დოლარს გაეროსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინელებს თავშესაფრითა და თბილი ზამთრის ტანსაცმლით ამარაგებს, ასევე 12, მილიონ დოლარს გამოყოფს საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის შესანარჩუნებლად, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ. 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ქსელის დახშობა მასიური დარტყმებით სცადეს, რამაც ელექტროენერგიის ხშირი გამორთვა და გათბობის ნაკლებობ გამოიწვია. კიევი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მომავალ ზამთარში კვლავ შეეცდება ამ სტრატეგიას გამოყენებას.
ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება
ევროპარლამენტი მკაცრად გმობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბრის აზერბაიჯანის წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას. ევროპარლამენტის თანახმად, თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება. ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის “ძალადობრივ დაპყრობას” გმობს და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება. ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი. გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მასში რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზია წარმოდგენილი. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის მატების მიმართულებით დაკორექტირდა და 2023 წელს 5.9 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, 2022 წელს საქართველო და სომხეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უკვე მეორედ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად დასახელდნენ. ამგარიშის თანახმად, საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე. 2023 წლის ბოლოს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, სავაჭრო პარტნიორებისა და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირების ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოსალოდნელია, საქართველოში ფულადი ნაკადების შემცირება, რასაც გაცვლით კურსზე ექნება გავლენა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება.
რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს, ფინეთის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ალექსანდერ ვუჩიჩს, საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისსა და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, რობერტ გალობს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მან იმედი გამოთქვა სლოვენიის მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ გალობს სლოვენიის რესპუბლიკის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. კირიაკოსთან გამართულ შეხვედრაზე კი, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის პოზიტიური შესრულების დინამიკა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია; „ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომელიც განმტკიცებულია ათასწლოვანი ისტორიული კავშირებითა და კულტურული სიახლოვით; განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რაც მოიაზრებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ინტენსივობას.“ გარდა ამისა, ალექსანდერ ვუჩიჩთან შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; „განიხილეს ის ნაბიჯები, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება ფინეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე სხვადასხვა სფეროში; განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომოკური კავშირების კიდევ უფრო გაღმრავების მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერი ორპოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში,“ - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლაი დენკოვთან შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და საიმედო პარტნიორს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წლების განმავლობაში ვაჭრობა და ეკონომიკა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ რჩება, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - წერს ადმინისტრაცია. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერების საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია. ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ საპატივცემულოდ ოფიციალური სადილი გაიმართა.
ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ნება მომეცით, გავიმეორო ევროკავშირის პოზიცია: ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ცნობები ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს იქნება რუსეთის მიერ 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების აშკარა დარღვევა, ცხადია, მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა,“ - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
პაველ ჰერჩინსკი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას.“ „ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს. ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ანგარიში იქნება 35-თავიანი, სადაც ახსნილი იქნება, სად არის პროგრესი მიღწეული და ასევე წარმოადგენს იმასაც, თუ სად უნდა მიაღწიოს საქართველომ უფრო მეტ პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს წინსვლის შესახებ. ეს ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განხილვისთვის, რომელიც წლის ბოლოს, დეკემბერში გაიმართება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომლებიც ერთსულოვნად გადაწყვეტენ თუკი და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, როცა საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას,“ - აღნიშნა ელჩმა. მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათი არსებობს. „ერთ წელზე მეტია აქ ვიმყოფები. ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი ახადებს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული. ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას. ასევე ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით.
როგორ აფასებს ევროკავშირი 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სურათს
ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათი არსებობს. ელჩის თქმით, საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს ელოდებიან. ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ჰერჩინსკის თქმით, „ანგარიში იქნება 35-თავიანი, სადაც ახსნილი იქნება, სად არის პროგრესი მიღწეული და ასევე წარმოადგენს იმასაც, თუ სად უნდა მიაღწიოს საქართველომ უფრო მეტ პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს წინსვლის შესახებ. ეს ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განხილვისთვის, რომელიც წლის ბოლოს, დეკემბერში გაიმართება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომლებიც ერთსულოვნად გადაწყვეტენ, თუკი და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, როცა საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.“ ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული „ერთ წელზე მეტია, აქ ვიმყოფები. ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი ახადებს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული. ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას. ასევე ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და რეკომენდაციები განუსაზღვრა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს
მედია: მოლდოვა უკრაინაში და უკრაინიდან ევროპული გაზის ტრანზიტს უფასოდ უზრუნველყოფს
მოლდოვა უკრაინაში და უკრაინიდან ევროპული გაზის ტრანზიტს უფასოდ უზრუნველყოფს. მიზანი უკრაინაში გათბობის სეზონისთვის მომზადებაა. საგანგებო სიტუაციების რეგულირების კომისიამ გადაწყვეტილება 4 ოქტომბერს მიიღო, რაც უკრაინის საზღვარზე გაზის ტრანსპორტირების სისტემის (GTS) ოთხი სატრანზიტო პუნქტიდან ორზე გავრცელდება. განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტრომ უკრაინული მედიის ცნობით. კომისია აპირებს, რომ გაზის ტრანზიტისთვის მარშრუტი უფრო მიმზიდველი გახადოს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანამ რუსულ გაზზე უარი განაცხადა და ევროპიდან შეძენილი გაზის შენახვა უკრაინის მიწისქვეშა გაზის საცავებში დაიწყო. ამჟამად 400 მილიონი კუბური მეტრი ინახება მოლდოვასა და უკრაინაში. მოლდოვა დაახლოებით, 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს 100%-იანი ფასდაკლებით გადაიტანს, რათა დააკმაყოფილოს ქვეყნის მოხმარების მაჩვენებელი - 800-900 მილიონი კუბური მეტრი. მოლდოვამ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე უარი განაცხადა
41-ე ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის წვრთნისა და შეფასების პროგრამა გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. წვრთნა სამი ფაზისგან შედგებოდა, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლებით დასრულდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი კი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო. დასკვნით საჩვენებელ სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულმა საბრძოლო ვაზნების გამოყენებით შეყოვნებისა და ბლოკირების ოპერაციები შეასრულეს, რომელსაც მე-4 ქვეითი ბრიგადისა და NATO-საქართველოს ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელი პირები და ინსტრუქტორები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან. წვრთნისა და შეფასების პროგრამა, რომელსაც JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი ახორციელებს, ბატალიონების მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.
პაველ ჰერჩინსკი: ვხედავთ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელების მნიშვნელოვან ზრდას, რომელსაც ზოგჯერ, ზოგიერთი აქტორიც ამრავლებს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა მედეგობას იჩენს დეზინფორმაციის მიმართ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური აქტორიც უწყობს ხელს, ევროკავშირის მიმართ ქართველი ხალხის ნდობა მაღალია. „ვხედავთ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების გავრცელების ზრდას და მე ნამდვილად გაოცებული ვარ საქართველოს მოსახლეობით, რომელიც მედეგობას იჩენს ამგვარი დეზინფორმაციის მიმართ. საზოგადოებრივი გამოკითხვა ადასტურებს ძალიან მაღალ ნდობას ევროკავშირის მიმართ და მიუხედავად ამ ძალზე ძლიერი დეზინფორმაციისა, რომელსაც ზოგჯერ, სამწუხაროდ, ზოგიერთი აქტორიც ამრავლებს, საქართველოს მოსახლეობა პროევროპულია და მიუხედავად ამ პროპაგანდისა, ქართველებს ესმით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა,“ - აღნიშნა ელჩმა.
თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ნაღმს შეეჯახა - Reuters
თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი გენერალური სატვირთო გემი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროებთან ნაღმს შეეჯახა და მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის, განაცხადეს საზღვაო და უსაფრთხოების წყაროებმა Reuters-თან. აფეთქების შემდეგ მსხვერპლი არ არის. გემმა მოძრაობა განაგრძო. შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონის სიაშია. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს."
პაველ ჰერჩინსკი: ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროკავშირი მკაფიდ უჭერს მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. „ახალი კანონზე ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა
შარლ მიშელი: აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეხვედრას ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელში გამართავენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეთანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელის შეხვედრაში. ამის შესახებ მან გრანადაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა. კერძოდ, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ გადაწყვიტა ორივე ლიდერი ბრიუსელში მიეწვია ოქტომბრის ბოლოს და ორივე ლიდერი დათანხმდა ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე. მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით უზარმაზარი სამუშაოს შესრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლციმა ერთი დღით ადრე გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ მონაწილეობდა.
საქართველოს მომავალ კვირას ვიქტორ ორბანი ეწვევა
მომავალ კვირას საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩამოვა. ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „მე თქვენი წევრობის ყველაზე თავდადებული მხარდამჭერი ვარ. სრულიად უსამართლოა, როდესაც არ დაგპირდნენ, რომ არ გახდებით წევრები როგორც კი შეძლებთ, რადგან თქვენ დიდებული სამუშაო შეასრულეთ და ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით. მიზეზი, რატომაც ვერ მიიღეთ სტატუსი, არის ლიდერების ეგოიზმი. მათ არ სურთ, შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც თქვენ გჭირდებათ. ამას შეიძლება, ეწოდოს გაფართოების დაღლილობა, რაც სრულიად უსამართლოა თქვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გაგიზიაროთ ის, რაც გვაქვს, რადგან ჩვენ თქვენ გვჭირდებით ნებისმიერ შემთხვევაში. თქვენ გაქვთ სტრატეგიული პოზიცია. მე თქვენი სტატუსის დიდი მხარდამჭერი ვარ. შემდეგ კვირაში თქვენს ქვეყანაში ვიქნები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამთავრობო შეხვედრა თბილისში. უნგრეთის მთავრობა იქნება თბილისში," - განაცხადა ორბანმა. 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება.
ლაიენი საქართველოს მოუწოდებს, გამოიყენოს შესაძლებლობა წინსვლისთვის და განახორციელოს რეფორმები
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები, რომლებზეც შევთანხმდით. ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, მთავარი გზავნილია, გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები პროცესსა და პოლიტიკაში, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, გაწევრიანება არამხოლოდ თავად ქვეყნებისთვის არის უზარმაზარი სარგებლის მომტანი, ეს ევროკავშირისთვისაც სასარგებლოა. მიშელი: ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები
შარლ მიშელი: გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა განახორციელონ
ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. მის დაწყებამდ გაკეთდა კომენტარები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები. მათ იციან, რა არის გასაკეთებელი. მიშელის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა გაფართოებისთვის მომზადება. „ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება მოვემზადოთ. ბევრი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გვაქვს ასეთი მაღალი დონის დებატები ფუნდამენტურ საკითხებზე. ეს იქნება ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ეს არის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დებატების დაწყების საწყისი ეტაპი. უნდა გავარკვიოთ რამდენიმე საკითხი: პირველი, რა გვსურს ერთობლივად მომავალში, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, საერთო პოლიტიკა, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მეორე, როგორ ვწყვეტთ საკითხებს ერთად და მესამე, როგორ ვაფინანსებთ ჩვენ პრიორიტეტებსა და ინიციატივებს მომავალში,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.