ძებნის რეზულტატი:

შარლ მიშელი: ისტორიული მომენტია, ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობასა და სიძლიერეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სანდოობისთვის. „ისტორიული მომენტია. ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, ევროკავშირის სიძლიერეს. გადაწყვეტილებები მიღებულია. ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით გვსურს მოლაპარაკების დაწყება. ანგარიში გამოქვეყნდება მარტში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვურს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ეს არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე და მათ გვერდით ვართ,“ – აცხადებს მიშელი. „ბევრი ვიმუშავეთ სამიტის წინ. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას. რთული დებატები მიმდინარეობს, ჩარჩოზე უნდა შევთანხმდეთ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო საათებში შევძლებთ, ვიყოთ ერთიანები ამ საკთხთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა შარლ მიშელმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყო. განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. 14 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.  

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყო. განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. 14 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ევროპისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვი ისტორიული მომენტია, ქვეყნებისთვის კი, სტიმული და იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის. მეთიუ მილერი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს და მხარს დაუჭერს ევროკავშირის კანდიდატ და პერსპექტიულ კანდიდატ ქვეყნებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებში, რომლებსაც ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ახორციელებენ. „გადაწყვეტილებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, როგორც კი ის დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს, აძლევს იმედს და სტიმულს ამ ქვეყნებს და მათ ხალხს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რომელიც საჭიროა ევროკავშირთან დაკავშირებულ ამბიციებში წარმატების მისაღწევად. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის.“ „ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გამოიყენონ შესაძლებლობა, რათა გააცნობიერონ თავიანთი სრული დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალი და უზრუნველყონ თავიანთი მომავალი ევროპაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით დასკვნაშია აღნიშნული, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდნენ. „ევროპული საბჭი მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას. იგი ასევე მიესალმება შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრის შესახებ დირექტივაზე მიღწეულ შეთანხმებას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანქციების ტექსტი კვირის დასაწყისშივე იყო შეთანხმებული, თუმცა მის დამტკიცებას ავსტრია ბლოკავდა. ავსტრიის უკმაყოფილება გამოწვეული იყო უკრაინის მიერ ავსტრიული Raiffeisen Bank International-ი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეყვანით.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: დავბრუნდი უკრაინაში - იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელ ხალხს ლვოვიდან მიმართა და უკრაინის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე ისაუბრა, პარტნიორების ახალი დახმარება დაანონსა. „იქნება მხარდაჭერის მეტი პაკეტები. მიღებულია ძლიერი გადაწყვეტილებები: დანია - მილიარდი დოლარის პაკეტი ცის, არტილერიის დასაცავად და ბევრად მეტი რამ. ნორვეგია: 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი პაკეტი. ახალ პაკეტს ფინეთიც ამზადებს. ისლანდია ამზადებს გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერას - ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. ახალი პაკეტი შვედეთისგანაც,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ვაშინგტონში მისი ვიზიტიც ახსენა და განაცხადა: „მოველით, რომ კონგრესი მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში.“ უკრაინის პრეზიდენტმა არგენტინაში მისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. „ქვეყანა იწყებს ურთიერთობებს ლათინური ამერიკის მთელ რეგიონთან.“  

კრამონი: ვულოცავ ქართველ ხალხს, თქვენ ეს შეძელით - ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრომონი მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ არის გზა გასავლელი. `თქვენმა ევროპულმა სულმა, თქვენმა ერთგულებამ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ძალიან მნიშვნელოვნად იმოქმედა. ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში, რომელსაც ეკუთვნით“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.  

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში უყრის კენჭს

აშშ-ის სენატი უკრაინა-ისრაელის დახმარების პაკეტზე კენჭისყრისთვის მომავალ კვირას ხელახლა შეიკრიბება. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ სენატის საახალწლო შესვენება ამის გამო გადაიდება. განახლებადი  

პაპუაშვილი: ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოლოცვები მივიღე

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მილოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგანაც  მიიღო. „მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების ნდობა. როდესაც ქვეყანაში მილიონი ადამიანი ხელისუფლებას ანდობს „ქართულ ოცნებას“, მგონი, ეს მილიონი ადამიანი იმსახურებს იმის პატივისცემას, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ არის ჩაკეტილი მხოლოდ ერთი აზრით, რომ როგორმე მოიპოვოს აბსოლუტური ძალაუფლება, ეს ნდობა უნდა ჰქონდეს. ეს დემოკრატიის ამოსავალი წერტილია, რომ ნდობა უნდა იყოს. მე დღეს მივიღე მოლოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და იმედი მაქვს, რომ ეს მოლოცვები ნამდვილად მოდიოდა გულიდან. დარწმუნებული ვარ, რომ გულიდან მოდიოდა, მაგრამ იმედი მაქვს, გადაითარგმნება მათ მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებაში, შემდეგ ნაბიჯებში. ხელისუფლებამ აჩვენა ერთი რამ, რომ ფაქტობრივად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვიწევდა მარტო გადაწყვეტილების მიღება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის იმ ოპოზიციურ წევრებს, რომლებმაც იქ, სადაც საჭირო იყო, ოპოზიციის ხმები, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, მათ რეალურად ამით მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.  

ბურიჩი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ევროპის საბჭო მზადაა, ევროკავშირის გზაზე მხარდაჭერა განაგრძოს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. „მივესალმები ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენს წევრ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენს წევრ ქვეყანას საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ევროპის საბჭო მზად არის, ევროკავშირის გზაზე ამ ქვეყნების მხარდაჭერა განაგრძოს." საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

ელჩი დანიგანი: აშშ თქვენთან ერთად ზეიმობს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე - ევროპელები

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „გილოცავთ ყველა ქართველს! დღეს, მართლაც, ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ, ასევე, მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე - ევროპელები. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე. და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ, გილოცავთ!“ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს აფართოებს. სანქცირებულნი არიან პირები, ორგანიზაციები და ფირმები რუსეთიდან და კიდევ 5 სხვა ქვეყნიდან. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში შედიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტატიანა შევცოვა, ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა, მოსკოვის რეგიონის ბავშვთა ომბუდსმენი ქსენია მიშონოვა და კიდევ 32 რუსი სამოქალაქო და სამხედრო პირი, ასევე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 43 სამეცნიერო-საწარმოო კომპანია და სახელმწიფოს მიერ შექმნილი რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. იაპონიამ სანქციები ასევე დაუწესა 16 პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიასა და დონბასში ომის დაწყებაში. ყველა ამ ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას. პარალელურად, იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა 57 კომპანიის სია რუსეთიდან, ბელორუსიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, სირიიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ექსპორტის შეზღუდვებს.  

საფრანგეთის საელჩო საქართველოში: ბურთი თქვენს მოედანზეა

საფრანგეთის საელჩო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭერას ულოცავს. „ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის, რაც ყველას ძალისხმევის შედეგია. შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებია. ბურთი თქვენს მოედანზეა. დროს ნუ დაკარგავთ. 2024 წელი იქნება გადამწყვეტი,“ - წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

საქსტატი: 2023 წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 855.4 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8 პროცენტით); მშენებლობა - 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3 პროცენტით). „2023 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების - 2 233.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 193.5 ლარი (15.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 329.1 ლარი (17.3%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2023 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 293.0 ლარით (17.1%) გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 073.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.6 პროცენტით), ასევე მშენებლობის (3 037.0 ლარი, გაიზარდა 31.8 პროცენტით) სექციებში ფიქსირდება. 2023 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 199.2 ლარით (14.4%) გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

17 დეკემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ტრადიციული, ბარბარობასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

17 დეკემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ წმინდა ბარბარეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას 2018 წლის 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ჩაეყარა საფუძველი და მიზნად ისახავს, აღადგინოს და განამტკიცოს თბილისისთვის, მისი უბნებისა და ეზოებისთვის დამახასიათებელი თანაცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე - სოლიდარობა და თაობათა შორის ურთიერთობები. „ჩვენი უბნის ბიჭები'' რომლის სახელით და ორგანიზებითაც ტარდება ღონისძიება, უბნის ახალგაზრდობის ინიციატივაა, რომლებმაც გადაწყვიტეს, გააერთიანონ უბნის მცხოვრებლები, ყველა თაობის ადამიანი. საინტერესოა და თბილისისთვის არაა უჩვეულო ისიც, რომ ბარბარობის რელიგიური დღესასწაული ყველა ასაკის, გემოვნების, ეროვნების და აღმსარებლობის ადამიანისთვის ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველია. ეს გასულმა წლებმაც აჩვენა. მინიმუმ 50 000 ადამიანი ესწრება და უკვე ოჯახური დღესასწაულია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. წელს ,,ჩვენი უბნის ბიჭები'' კიდევ უფრო მასშტაბურ და სიურპრიზებით სავსე ბარბარობის დღესასწაულს ჰპირდება დამსწრე საზოგადოებას. მთელი დღის განმავლიბაში ბავშვებს ორმოცამდე ლოკაციაზე დახვდებათ ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი პროგრამები, ატრაქციონები და სხვადასხვა აქტივობა. სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის,ასევე ყველა დამსწრესთვის იქნება უფასო როგორც ბარბარობის დღისადმი დამახასიათებელი ტრადიციული - ლობიანი, ასევე, გლიტვეინი, და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი პროგრამა. „იქნება ჭადრაკის, სიმღერის, ცეკვის, კლიპის პრეზენტაციის, სხვადასხვა სახის ფერწერული და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, დაჯილდოების, სიურპრიზების, ბევრი ღიმილის და ურთიერთთანადგომის ნამდვილი ზეიმი. ასევე,ცნობილი შეფ-მზარეულის მიერ გამოცხვება სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი გიგანტური ლობიანი. გელით ყველას, ერთად ვიზეიმით ბარბარობა,“ - აცხადებენ ორგანიზატორები.  

უკრაინის საელჩო: ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისა და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს

უკრაინის საელჩო საქართველოს ულოცავს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საელჩო წერს, რომ უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. „ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. პატივი და დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის,“ – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის სხდომა ევროკავშირის ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო. დღეს, 15 დეკემბერს ეს იყო პირველი პლენარული სხდომა, რომელიც მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ჰიმნის ჩართვამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მიმართა და მადლობა გადაუხადა "ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა." „დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს! გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადმოფენილია ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. „ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის ადგილებზე დაახვედრეს ევროკავშირის დროშები. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს რომ "დეპუტატების ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო" მხოლოდ უმრავლესობისთვის საქართველოსა და ევროკავშირის დროშების დადება და ფრაქციამ მათ ამის შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აცნობა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

დრონების გერმანული მწარმოებელი უკრაინაში ცენტრს გახსნის

გერმანული მწარმოებელი Quantum-Systems-ი უკრაინაში კვლევისა და განვითარების ცენტრს ქმნის. „2024 წელს დრონების სათადარიგო ნაწილების წარმოება უკრაინაში მოხდება, ხოლო ამ უპილოტო საფრენი აპარატების სრული აწყობა იგეგმება 2025 წლისთვის. ამ გეგმების განსახორციელებლად, ჩვენ ვიქირავეთ რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი ფართი ჩვენი წარმოების, კვლევისა და განვითარების გუნდისთვის. ამ პროექტზე დაახლოებით 40 სპეციალისტი იმუშავებს“, - აღნიშნა კომპანიის ოპერაციულმა ოფიცერმა უკრაინაში, ალექსანდრე ბერეჟნოიმ. გასულ გაზაფხულზე Quantum-Systems-მა გახსნა სერვისის, მხარდაჭერის, სასწავლო და ლოგისტიკური ცენტრი უკრაინაში.  

მდინარაძე: ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში არ არის, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას, არ ვიცი

სალომე ზურაბიშვილი გამომსვლელთა სიაში არაა გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს, არ ვიცი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მიეცემა თუ არა პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ტრიბუნიდან მიმართვის საშუალება. მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ სცენაზე იყოს. მისივე განცხადებით, ადამიანი, რომელიც ამბობდა და ამბობს, რომ მისი ქვეყანა არც ერთ დროში არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არ იმსახურებს, რომ პრეზიდენტად იყოს წოდებული. „პრეზიდენტად წოდებულმა ადამიანმა იკადრა და თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არც შარშან იმსახურებდა და არც წელს იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ახლა ის ადამიანი, რომელსაც ამას საკუთარ სამშობლოზე ამბობდა, მოდის და ცდილობს მოაჩვენოს საზოგადოებას, რომ მას ეზეიმება. ამბავში უნდა უბრალოდ რომ აერიოს. ლეგიტიმაცია არ აქვს ამ ადამიანს, რომ იქ იყოს. მას პრეზიდენტის ლეგიტიმაცია არ აქვს. იმპიჩმენტი ჩვენ მას შემთხვევით არ გამოვუცხადეთ. ის გამომსვლელად არ არის გათვალისწინებული, ტაეკვანდოს მეთოდებით თუ ეცდება სცენაზე შერბენას და რაღაცებს ეს არ ვიცი,“ - განაცხადა მდინარაძემ.  

ესტონეთის პრემიერი: საქართველომ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს

საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში მედიას განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლისთვის საჭიროა დიდი პოლიტიკური ნება და ბევრი რეფორმის განხორციელება, მაგრამ ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ევროპული გზა აირჩია“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.