ძებნის რეზულტატი:
ურსულა ფონ დერ ლაიენი: მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ
მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნან, და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღეს, რომელიც ჩვენი კავშირის ისტორიაში დარჩება. მეამაყება, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულეთ და ჩვენი პარტნიორები გავახარეთ”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი: ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა
ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” - წერს ზურაბიშვილი.
ჯოზეფ ბორელი: დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით
დღეს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღეს, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და წევრობის კრიტერიუმებთან საჭირო თავსებადობის დონის მიღწევისას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისადმი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორების ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმებისადმი ვალდებულებებისა და ერთგულების აღიარებაა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაერთიანებული, აყვავებული და სტაბილური ევროპისადმი. ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი!“ - წერს ბორელი.
ზელენსკი: ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის, გამარჯვება მთელი ევროპისთვის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკავშირის ლიდერების მიერ 14 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას კიევთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე და მას უწოდა "გამარჯვება" მისი ქვეყნისთვის და ევროპისთვის. "ეს არის გამარჯვება უკრაინისთვის. გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც მოტივაციას გვაძლევს, შთაგვაგონებს და გვაძლიერებს" - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროკავშირის მხრიდან უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილების მიღება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოაცხადა პლატფორმაზე X. ევროკავშირი მოლაპარაკებას დაიწყებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაც, "როგორც კი დაკმაყოფილებული იქნება წევრობის კრიტერიუმების აუცილებელი ხარისხი" - წერს შარლ მიშელი.
ორბანი უკრაინაზე: ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია, ცუდი გადაწყვეტილებაა
უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს. „აქ, ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრების სამიტზე მოლაპარაკებების მაგიდასთან თითქმის რვა საათი ვიყავით. დიდი დებატები გვაქვს ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინა მზად არ არის ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად. ასეთ პირობებში მყოფ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად უგონო, ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის. მეორე მხრივ, 26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, თუ 26 [ქვეყანა] ასე იზამს, თავისი გზით უნდა წავიდნენ. უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს და ამის გამო უნგრეთს დღევანდელ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია“, - განაცხადა ორბანმა.
სანდუ: რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე, დღეს აქ არ ვიქნებოდით
რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დიდი პატივია ევროკავშირში გაწევრიანების გზის უკრაინასთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან გაზიარება. რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის მამაცი წინააღმდეგობის გარეშე დღეს აქ არ ვიქნებოდით. მოდით, ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი ევროპის ასაშენებლად,” - წერს სანდუ. მოლდოვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოლდოვა მზად არის იმ სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის და “მზად არის გამოწვევისთვის.” ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ
მეცოლა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს: ეს ნიშნავს იმედს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. „ვულოცავ ქართველ ხალხს საქართველოსა და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ჩვენ ვისმინეთ თქვენი და თქვენი ევროპული მისწრაფების ხმა და დღეს საქართველო ამაყობს კანდიდატის სტატუსის მიღებით. ეს ნიშნავს იმედს,“ - წერს მეცოლა Twitter-ზე. მისივე თქმით, ეს საამაყო მომენტია ევროპისთვის. უკრაინისთვის, მოლდოვისთვის. ყველასთვის, ვინც იბრძვის საერთო ღირებულებებისთვის. „ყველასთვის, ვინც ევროპას იმედის შუქურად აღიქვამს. ჩვენ შევასრულეთ დანაპირები. ჩვენ ისტორია შევქმენით. ახლა ჩვენ ერთად დავწერთ მომავალს.“
ორბანმა კენჭყისყრა დატოვა, გადაწყვეტილება უკრაინაზე მის გარეშე მიიღეს - მედია
ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის არყოფნის დროს მიიღეს, რამაც მათ ვეტოს თავიდან აცილების საშუალება მისცა. ამის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, უკრაინული გამოცემის "ევროპეისკაია პრავდას" კორესპონდენტთან. ევროპული საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორბანმა შეგნებულად დატოვა შეხვედრა უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების კენჭისყრის დროს. „მთავარი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამრიგად, ევროკავშირი დათანხმდა გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ,“ - განმარტავს წყარო. ამასთან, BBC წერს, რომ ვიქტორ ორბანმა მომენტალურად დატოვა ოთახი, რასაც ოფიციალური პირები წინასწარ შეთანხმებულ და კონსტრუქციულად მიდგომას უწოდებენ, დანარჩენი 26 ლიდერი ამ დროს კენჭისყრას განაგრძობდა. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ორბანმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე ვეტო არ გამოიყენა და ამას პატივს სცემს. „ორბანი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, და თავის აზრს არ იცვლის. მაგრამ მან გადაწყვიტა, ვეტოს ძალა არ გამოიყენოს, ვინაიდან, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაბლოკვა. მან მიიღო გადაწყვეტილება ეს არ გაეკეთებინა, და პატივს ვცემ, რომ ეს არ ქნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, და უნგრეთმა გადაწყვიტა, ის არ დაებლოკა,” - განაცხადა ვარადკარმა. ამავდროულად, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იყო მიღებული, ვიდრე ელოდდნენ.” “ეს დიდი გეოპოლიტიკური მესიჯია, არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. და როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატიას იცავს - ამას ვაკეთებთ, და როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინასთან იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება - ამას ვგულისხმობთ”, - განაცხადა ვარადკარმა. „სამართლებრივად ეს წესებთან აბსოლუტურ შეესაბამისობაშია. დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ორბანის გარეშე, მაგრამ არა მის ზურგს უკან. მან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას კენჭი ეყრებოდა და ოთახი დატოვა,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გუნდის წარმომადგენელმა. თავად ორბანმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „უნგრეთს არ სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში და ამიტომ დღეს ამ გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა.“ წყაროების თანახმად, ყველა სხვა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას - ამგვარად, გადაწყვეტილებას მიემხო 26 წევრი, ერთმა კი თავი შეიკავა. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას.
პრეზიდენტი: პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი, ვუერთდები ამ ზეიმს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. „პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ხვალ, 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე იწვევს, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი იზეიმონ. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
სენატორი შაჰინი: მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას
ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი „დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიესალმა.“ „მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. თუ ეს ადრე არ იყო ნათელი, ახლა უნდა იყოს - პუტინი არ შეიძლება ამაზე მეტად ცდებოდეს: უკრაინის მომავალი დასავლეთს ეკუთვნის,“- წერს ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). დღეს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვულოცავ ჩემს კოლეგებსა და ხალხს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან - ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა. „ვულოცავ ჩემს კოლეგებს, საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და სამი ქვეყნის ხალხს ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს ისტორიული დღეა ევროპული ოჯახისთვის, მათთვის ვინც დემოკრატიულ პრინციპებს იზიარებს,“ - წერს არარატ მირზოიანი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
ემანუელ მაკრონი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. „ამ საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა და საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადავწყვიტეთ. გილოცავთ!,” - წერს მაკრონი “ტვიტერზე“. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
კოლომინა: NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ისტორიულ დღეს. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს. NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,“ – წერს ხავიერ კოლომინა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ზელენსკი: საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მირებას ულოცავს. „სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და სრულიად ქართველ ერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გამიხარდა პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან მოლოცვების მიღება ევროპული საბჭოს მიერ უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს მიეკუთვნება,” - წერს ზელენსკი. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
ჯეიკ სალივანი: მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს
ეროვნულ უსართხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა. „ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და ვაგრძელებთ დასავლეთ ბალკანეთის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას,“ - განაცხადა სალივანმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
შარლ მიშელი: ახლახან დავურეკე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერებს ესაუბრა. „ახლახან დავურეკე მოლდოვის პრეზიდნეტ მაია სანდუს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა მათთვის ისტორიული ნაბიჯი, რომელსაც მათი ქვეყნები დგამენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. თქვენი მომავალი ევროკავშირის ოჯახშია,“ – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე - თურქეთის საელჩო
საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება არის გადამწყვეტი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. „ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება არის გადამწყვეტი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ვულოცავთ ყველა ჩვენს ქართველ მეგობარს,“ ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
Politico: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ორბანს კენჭისყრის დატოვება შოლცმა შესთავაზა
Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს სხვა ლიდერების წინაშე, რომ თუ მას ნამდვილად არ ჰქონდა თანხმობის სურვილი, მას შეეძლო, დაეტოვებინა ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებს მისი არყოფნისას ერთსულოვნად მიეღოთ გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ. დიპლომატიური წყაროს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთახი დატოვა, როდესაც გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ევროკაშირის დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ ამან შესაძლებელი გახადა ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც სრულიად ლეგალური იყო ევროკავშირის კანონმდებლობით. „თუ ვინმე არ ესწრება, არ ესწრება. იურიდიულად, ეს აბსოლუტურად ქმედითია,“ - განაცხადა ევროკაშირის დიპლომატმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. „ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის, იყენებს თუ არა ქვეყანა ვეტოს უფლებას. როგორც ვნახეთ, უნგრეთს ვეტო არ გამოუყენებია, შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინ სად იყო ამ დროს. ბატონი ორბანი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იქნებოდა მიღებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს 27 წევრ ქვეყანას. გზავნილი არის მკაფიო, რომ ჩვენ ვართ უკრაინელების მხარეს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მათი ქვეყნის პატივისცემისთვის. გზავნილი მოსკოვისთვის იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, ევროპა ერთიანია და ჩვენ ვართ უკრაინელების გვერდით, ყველაზე რთულ დროსაც კი.“ ორბანმა კენჭყისყრა დატოვა, გადაწყვეტილება უკრაინაზე მის გარეშე მიიღეს - მედია
სანდუ: მოლდოვამ ახალი ფურცელი გადაშალა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება. „ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით, მოლდოვამ დღეს ახალი ფურცელი გადაშალა. ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის. ჩვენ მზად ვართ რთული სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. მოლდოვა მზად არის, წინ აღუდგეს გამოწვევებს,“ – წერს მაია სანდუ. მან წარმატება მიულოცა საქართველოსაც. „მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ მოგზაურობაში, რადგან ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას,“ – წერს მაია სანდუ. ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
ევროკავშირი საქართველოს და მოლდოვას დაეხმარება, რათა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგებს გაუმკლავდეს - საბჭოს დასკვნა
ევროპული საბჭოს დასკვნის მიხედვით, ევროკავშირი განაგრძობს მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად. ევროპული საბჭო ასევე იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით. ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია