ძებნის რეზულტატი:

კულება: დროა, პუტინთან მიმართებით გულუბრყვილობა დასრულდეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულბამ მოუწოდა მსოფლიოს, რომ "დასრულდეს გულუბრყვილობა" ვლადიმერ პუტინის მიმართ. შესაბამის პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა, როდესაც ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა. „პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი მხოლოდ ყველაზე მეტად ცნობილი სახელების ნაწილია კრიტიკოსების გრძელ სიაში, რომლებიც პუტინმა მოკლა. ყოველი მკვლელობის შემდეგ იყო აღშფოთება, მაგრამ პუტინს საბოლოო ჯამში ეს შერჩა, და მსოფლიო ლიდერებმა კვლავ ჩამოართვეს მას ხელი. ამან გაამხნევა გაეგრძელებინა ადამიანების მკვლელობა. დღეს, ზოგიერთი ხმა აგრძელებს იმის მოწოდებას, რომ პუტინს უნდა მოვუსმინოთ და მოლაპარაკებები გავმართოთ მასთან. დროა, დავასრულოთ გულუბრყვილობა, ვიდრე მოსკოვთან რამე აზრიანი ჩართულობის დაწყება იქნება შესაძლებელი, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და პუტინმა საბოლოოდ უნდა ისწავლოს გაკვეთილი,” - წერს კულება.  

სიიარტო: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობისას, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის. „მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, მოვემზადოთ იმ 6 თვისთვის, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება. იმ დროს, როცა ევროკავშირი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ჩვენი ფუნქციაა, რომ ის გავაძლიეროთ და ამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი ევროკავშირის გაფართოებაა,“ განაცხადა პიტერ სიიარტომ საგარეო უწყების ცნობით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გავეწევრიანება ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი იყო ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ უსაფრთხოების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია ენიჭება. „ცხადია, რომ ევროპის კონტინენტი მარტო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგეტიკულ მარაგს და მოითხოვს გარე რესურსებს. კავკასიის რეგიონი განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით ევროპას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიას. ორშაბათს ამოქმედდება ოთხმხრივი შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა,“- აღნიშნა პიტერ სიიარტომ.  

საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება - სიიარტო

ორშაბათს, 19 თებერვალს, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით, ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. „ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა,“- აღნიშნა პიტერ სიიარტომ, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. ცნობისთვის, 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს

ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსულ ციხეში, ერთი კაცის კომპლექსი და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას ბლინკენის თქმით, ათ წელზე მეტია, რუსეთის მთავრობა და ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის დევნიდნენ, წამლავდნენ და აპატიმრებდნენ. „ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ალექსეი ნავალნის შესახებ ბევრ სხვა ქვეყანასთან ვისაუბრებთ, მით უმეტეს, თუ ეს ცნობები სიმართლე აღმოჩნდება,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალება თუ დადასტურდა, ეს იქნება საშინელი ტრაგედია.  

მელონი: იტალია-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებების ერთობლიობას ეფუძნება

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნა. იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც პირველ რიგში აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის ამ ფუნდამენტურ პრინციპს. ჩვენი შეხედულებების იდენტურობა ასევე წარმოდგენილია იტალიის მხარდაჭერით საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რაც დასტურდება გასული წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საბოლოოდ აღიარებული წევრობის კანდიდატობის სტატუსით, რომლის სასარგებლოდ იტალია მუდმივად მუშაობდა შესაბამის ევროპულ სტრუქტურებში. ამ საფუძვლებზე დაყრდნობით მე მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად ვიმუშაოთ იმ მჭიდრო კავშირების გასაღრმავებლად, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დონეზე, და, ამავდროულად, იტალიური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით, ამბიციური რეფორმის განსახორციელებლად, სადაც საქართველოს ინსტიტუციები დაკავებულები არიან ევროპულ გზაზე წინსვლით. კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ და გამოვხატავ თქვენს მიმართ ჩემს პატივისცემას,“ - ნათქვამია ჯორჯია მელონის მისალოცში.  

მდინარაძე: ნავალნის გარდაცვალება, სამწუხაროდ, გვახსენებს 2012 წლამდე რეჟიმს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „საფუძვლიან ეჭვებს“, რაც ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე ვრცელდება, ძალიან სამწუხაროს უწოდებს, მაგრამ მისივე შეფასებით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნავალნის გარდაცვალება გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში.“ „ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ის საფუძვლიანი ეჭვები, რაც ნავალნის გარდაცვალების მიზეზებზე ვრცელდება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ (ნავალნის გარდაცვალება) გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასაც ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ ეს გახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს. ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა გაურკვეველ ვითარებაში. ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, „ენჯეოს“ ზოგიერთ წარმომადგენელი. დღეს ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვთ ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი. მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი. ოდნავ მორალი თუ აქვს, ადამიანმა როგორ უნდა გაბედო ამ შედარებაზე ლაპარაკი, როდესაც დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში? ძალიან გთხოვთ, დაგუგლოთ, რანაირ საკანში იჯდა ნავალნი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ორივე ფოტო და რანაირი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, არ არსებობს,“ – განაცხადა მდინარაძემ. დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი, მდინარაძე პასუხობს: „მე გითხარით ამაზე, ორჯერ ცხადად და მაინც რაღაც სიტყვათა წყობა გინდათ გითხრათ, რა ახირებაა?! ეს რას ნიშნავს?!" “აბა ვისი მსხვერპლი შეიძლება იყოს, სააკაშვილის მსხვერპლი ხომ არ იქნება? 2012 წლამდე ნავალნი ქართულ ციხეში არ იჯდა და რის მიღწევა გინდათ?"  

ბაიდენი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილი ხაზს უსვამს უკრაინის მეტი დაფინანსების საჭიროებას

ბაიდენი ამბობს, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელია პუტინი „ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა,“ - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე გააკეთა „პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის გარდაცვალებაზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია. არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე მსოფლიოში, პუტინი სამიზნეში იღებს არამხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ახლა უკრაინაში ვხედავთ, არამედ, საშინელ დანაშაულებებს ჩადის საკუთარი ხალხის მიმართაც. დღეს ბევრი ადამიანი მსოფლიოსა და რუსეთში ნავალნის გლოვობს, ვინაიდან მას ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა და ყველაზე გავრცელდებოდა,” - განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ უნდა მოაბილიზოს შეერთებული შტატები, რათა დაფინანსება უზრუნველყოს უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის წინააღმდეგ. „შემდგომი დაფინანსების წარუმატებლობა „არასდროს იქნება დავიწყებული“, აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ციხეშიც კი იყო ნავალნი სიმართლის ძლიერი ხმა. „მას შეეძლო, უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს მასზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რამაც იგი თითქმის მოკლა, თუმცა ის დაბრუნდა რუსეთში - მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ სავარაუდოდ, დააპატიმრებდნენ, შესაძლოა, მოკლავდნენ, თუ გააგრძელებდა თავის საქმეს. „მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა. იმიტომ, რომ ძალიან ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის," - განაგრძო ბაიდენმა.  

რუსეთში, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი იუნესკოს მსოფლიო პრემიაზე წარადგინეს

ჩეხეთმა და 22 სხვა ქვეყანამ პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრემიაზე წარადგინეს რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან რუსეთში პატიმრობაში იმყოფება. იუნესკოს/გილერმო კანოს მსოფლიო პრემია ყოველწლიურად გადაეცემა პირს ან ორგანიზაციას, რომელმაც "მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვაში ან მის პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საქმიანობა მოიცავს რისკს ან რეპრესიებს." ალსუ კურმაშევას აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. დაკავებამდე ის ქმართან და შვილებთან ერთად პრაღაში ცხოვრობდა. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში ის ოჯახური მდგომარეობის გამო მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა. 2023 წლის 2 ივნისს, გაფრენის წინ, ალსუ ყაზანის აეროპორტში დააკავეს. მას ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ოქტომბერში ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა. განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. მას სისხლის სამართლის ახალი ბრალდება წარუდგინეს. ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები, „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა. 23 ოქტომბერს ალსუ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. თვე-ნახევრის შემდეგ ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რუსული არმიის წინააღმდეგ „სიყალბის“ გავრცელების ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო Idel.Реалии-ს რედაქციის მიერ გამოქვეყნებული წიგნი „არა ომს. 40 ისტორია რუსებზე, რომლებიც უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგებიან.“ ყაზანის რაიონულმა სასამართლომ პირველ თებერვალს ჟურნალისტის პატიმრობა 5 აპრილამდე გააგრძელა.

პრეზიდენტმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა - ადმინისტრაცია

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვერა ჟუროვასთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის. პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს საქართველოში გავლენების გაფართოებასა და ფეხის მოკიდებას, ევროკომისიის ამ ნაბიჯმა უფრო მეტად გააძლიერა საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - ზელენსკი პარიზში

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვის კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ერთად გაამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს. „მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა ძლიერი სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ. დღეს არის კიდევ ერთი თავდაცვის პაკეტი. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ჭურვები არტილერიისთვის, იარაღი, ეფექტური „კეისრის“ სისტემები, საჰაერო თავდაცვის დამატებითი გაძლიერება, “ - განაცხადა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი პარიზში, ელისეის სასახლეში მოაწერეს. მსგავი შეთანხმება უკრაინამ გააფორმა გერმანიასთან, 16 თებერვალს და უფრო ადრე, იანვარში - დიდ ბრიტანეთთან. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდებას  

დაკავებულია პირი, ვის გამოც ბარსელონაში გაფრენილი რეისი ქუთაისში დააბრუნეს - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქტიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. და ბოლოს, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი“,- ნათქვამია განცხადებაში.  

ზელენსკი: პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინისთვის ხმის მიცემა მკვლელის არჩევას ნიშნავს. „თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს, ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემენ, ნათლად უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აძლევენ ხმას და თავიანთ პრეზიდენტად მკვლელს აირჩევენ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „მოვლენები გვეუბნება, რომ პუტინი მკვლელია და ეს რიტორიკა არ არის. ეს სიგნალი არ არის. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი მკვლელია და აქ საიდუმლოებები არ არსებობს,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, 16 თებერვალს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.  

სირსკი: ავდიივკას მაინც დავაბრუნებთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინას ავდიივკადან ჯარისკაცები თავდაცვის ხელსაყრელ პოზიციებზე გადაჰყავს. „ავდიივკის ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ,“ - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში. სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს. „ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი  

უკრაინასთან ომში „რუსეთის მიმართ მხარდაჭერის“ გამო, ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან ისა და ენტონი ბლინკენს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრა „გულწრფელი, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული“ იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ენტონი ბლინკენთან ჩინეთის კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა მოსაზრებები სხვადასხვა რეგიონული საკითხის, მათ შორის „უკრაინის კრიზისისა და კორეის ნახევარკუნძულის შესახებ გაცვალეს.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვან ისთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერის გამო შეშფოთება გამოთქვა. „მხარეებმა გამართეს გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ურთიერთობებში კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ფარგლებში. მდივანმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს. მდივანმა ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მდივანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისადმი ჩინეთის მხარდაჭერის, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერის გამო. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს, რომ მათი შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირები უნდა შეიკრიბონ ამ დისკუსიების გასაგრძელებლად. მდივანმა განიხილა მისი ბოლო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონში. ორივე მხარემ აღიარა მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით,  შეერთებულ შტატებსა და PRC-ს შორის კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობა,“ აღნიშნავს მილერი.  

ავდიივკის ხელში ჩაგდების მცდელობისას, რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა აღჭურვილობა დაკარგა - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდიივკის ხელში ჩაგდების მცდელობისას, რუსეთმა სულ მცირე 400 ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგა. ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ავდეევკაზე, რომლის ხელში ჩაგდებას 2023 წლის ოქტომბრიდან ცდილობენ. ბრიტანელების შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ "ქალაქის სეგმენტში ეტაპობრივ, სტაბილურ პროგრესს" მიაღწია, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები საპასუხოდ საკუთარ პოზიციებს აძლიერებენ. „ავდიივკა დონბასში ფრონტის ხაზზე 2014 წლიდან იმყოფება. ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობისას რუსეთმა დაკარგა სულ მცირე 400 ტანკი, ქვეითი საბრძოლო მანქანა და სხვა აღჭურვილობა, ასევე ალბათ ათასობით ადამიანი," - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინას ავდიივკადან ჯარისკაცები თავდაცვის ხელსაყრელ პოზიციებზე გადაჰყავს. „ავდიივკის ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე, ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ,“ - ნათქვამია ალექსანდრ სირსკის განცხადებაში. სირსკიმ აღნიშნა, რომ პოზიციების შესანარჩუნებლად და სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამის ზომებს იღებს. „ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

უამინდობის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა და გადაიდო

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო დედაქალაქში ღამით შესასრულებელი რამდენიმე რეისი გაუქმდა, რამდენიმე კი გადაიდო. თბილისის აეროპორტის ინფორმაციით, ხილვადობა გაუმჯობესებულია და მუშაობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ. გაუქმდა: "თურქეთის ავიახაზების" სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის 2 რეისი; "პეგასუსის" - სტამბოლი-თბილისის რეისი; გადაიდო: "პეგასუსის" ანტალია-თბილისის რეისი; "აზერბაიჯანის ავიახაზების" ბაქო-თბილისის რეისი.  

რუსეთის წინააღმდგ ეკონომიკური სანქციების მთავარი არქიტექტორი თეთრ სახლს უბრუნდება - AXIOS

რუსეთის წინააღმდგ ეკონომიკური სანქციების მთავარი არქიტექტორი თეთრ სახლს უბრუნდება. Axios-ი წერს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილედ დაბრუნება, დელიპ სინგს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ის ძალისხმევა, რომელიც 2022 წლის აპრილში შეწყვიტა. კერძოდ, მოიძიოს რუსეთის დასჯის ინოვაციური გზები და ხელი შეუწყოს უკრაინის მხარდაჭერას. ინგჰი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში სახაზინო დეპარტამენტში მსახურობდა, შეცვლის მაიკ პაილს, რომელიც პოზიციას თვის ბოლოს ტოვებს. პოზიცია, ეროვნული უშიშრობის საბჭოს, ისევე როგორც, ეროვნულ ეკონომიკურ საბჭოს ექვემდებარება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თეთრ სახლში. სინგი დაეხმარება აშშ-ის პოზიციის კოორდინაციას დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის სამიტებზე. წელს G7-ის ლიდერები ივნისში იტალიაში შეხვდებიან. ნოემბერში კი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბრაზილიაში G20-ის სამიტია დაგეგმილი.   

უკრაინაში ომი რუსეთს $211 მილიარდამდე დაუჯდა - ამერიკელი მაღალჩინოსანი

რუსეთს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, 211 მილიარდი დოლარი დაუჯდა, საუბარია უკრაინაში მისი ჯარების აღჭურვაზე, განლაგებასა და შენარჩუნებაზე. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განუცხადა. ანონიმურობის პირობით საუბრისას, თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა ასევე დაკარგა $10 მილიარდზე მეტი, იარაღის გაყიდვების შეწყვეტის ან გადადების გამო.  2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რუსეთს 2026 წლისთვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 1,3 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირის ცნობით, დაახლოებით 315 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა ომში, განსხვავებით უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემისგან, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, მისი დაწყებიდან 400 300 ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ გაანადგურა ან დააზიანა სულ მცირე 20 საშუალო და დიდი ზომის რუსული საზღვაო ხომალდი და ერთი რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი შავ ზღვაში, რაც როგორც ჩანს, შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის მოხსენებას. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა, აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთიდან ჩასული ტურისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებულ კაცს, სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. „აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას ავლენს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ... ცხადია, ეს ქმნის რისკებს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ჩამოსული უცხოელი სტუმრების დიდი რაოდენობის უსაფრთხოებისთვის, რის შესახებაც ჩვენ იძულებულნი ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები," - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ედგარ აბუხბა აფხაზეთში 2019 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავეს - მას ბრალად ედებოდა რუსი ტურისტის გაუპატიურება და ძარცვა. მას 2021 წელს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კი განმარტა, რომ პირს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანმა, არ შეიძლება მიესაჯა 10 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ედგარ აბუხბა თავისუფალია.  

ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ის XX საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა. ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი.