ძებნის რეზულტატი:

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სტრატეგიული სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზისა და შუა დერეფნის პროექტის განხორციელების მნიშვნელობას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დღეს ანკარაში თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სურვილი და პოზიცია, რომ აღვადგინოთ სტაბილურობა და შევქმნათ კონსტრუქციული გარემო რეგიონში უახლოეს მომავალში," - განაცხადა ფიდანმა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, საქართველო არის თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „აღსანიშნავია, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთერთობები უმაღლეს დონეზეა. ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მივესალმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარმდე გაიზარდა და ამით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამჟამად ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ თემაზეც გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ჰაქან ფიდანმა. როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ განვხილეთ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ამ კონტექსტში და განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარების პროცესში თურქეთის როლი,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

ჰაკან ფიდანი დარჩიაშვილთან შეხვედრაზე: მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დღეს ანკარაში თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სურვილი და პოზიცია, რომ აღვადგინოთ სტაბილურობა და შევქმნათ კონსტრუქციული გარემო რეგიონში უახლოეს მომავალში," - განაცხადა ფიდანმა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ განვხილეთ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ამ კონტექსტში და განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარების პროცესში თურქეთის როლი,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, საქართველო არის თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „აღსანიშნავია, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთერთობები უმაღლეს დონეზეა. ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მივესალმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარმდე გაიზარდა და ამით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამჟამად ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ თემაზეც გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.  

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვებია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ლიპყინულის გამო,  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ წერს დეპატამენტი გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25-ე წლისთავზე, ბაიდენი დუდასა და ტუსკს უმასპინძლებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ. თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ. დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ. ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე. სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს.  

მოლდოვა მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პარტია მიაწოდოს

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პარტია მიაწოდოს. ამის შესახებ სანდუმ შინაგან საქმეთა ევროკომისართან ილვა იოჰანსონთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება მოლდოვის გამოცემა Newsmaker-ი. სანდუ იოჰანსონს კიშინიოვში 15 თებერვალს შეხვდა. „მხარეებმა განიხილეს მოლდოვის ევროპული გზა, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოებისა და მიგრაციის პრობლემები და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის არსებული რისკები,“ - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ სანდუმ ნოემბერში უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოლდოვა ოკუპაციისგან მხოლოდ უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით გადარჩა.  

აშშ-მ წარმატებით გაუშვა 6 თანამგზავრი ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტების აღმოსაჩენად

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტომ და აშშ-ის კოსმოსური კვლევის სააგენტომ, ექვსი თანამგზავრის წარმატებული გაშვება დაადასტურეს, ამის შესახებ პენტაგონი იტყობინება. თანამგზავრები ორწლიან ტესტს გაივლიან ორბიტაზე. ამასთან. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და კოსმოსური საძიებო სააგენტოების ინჟინრები ტესტების სერიას უახლოეს კვირებში ჩაატარებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ტექნოლოგია სწორად მუშაობს. გაშვებული თანამგზავრები შექმნილია ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და სხვა საფრთხეების აღმოსაჩენად.  

უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება - მედია

უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დასანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელებას აუკრძალავს. უზბეკეთის მეჯლისის საკანონმდებლო პალატის მორიგ პლენარულ სხდომაზე დეტალურად განიხილეს კანონპროექტი „უზბეკეთის რესპუბლიკის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკის მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.“ როგორც რიგი მედიასაშუალებები წერენ, უზბეკეთი ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც უზბეკეთის მიმართ მეორადი სანქციების რისკის გამო შემუშავდა, დამატებით უფლებამოსილებებს ანიჭებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ის ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკური სანქციების მზარდი რისკების გამო, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უზბეკეთის საბანკო სექტორში სანქციების შესაბამისობის სისტემის ორგანიზებისა და ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესების აუცილებლობა იზრდება. „ეს კანონპროექტი, საკრედიტო და საგადასახადო დაწესებულებებში, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მიზნით, ცენტრალური ბანკისთვის, მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. შესაბამისად, საკრედიტო და საგადასახადო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, უარი თქვან ანგარიშების გახსნაზე და ოპერაციების განხორციელებაზე, რაც ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მოთხოვნების ნაწილია. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკრედიტო და გადახდის ორგანიზაციების საქმიანობაში ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების რეგულირებისა და კონტროლის სამართლებრივ საფუძველს. ეს საშუალებას აძლევს პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან ეკონომიკურ სანქციებს ან სანქციების რისკის ქვეშ არიან, თავისუფლად გახსნან ანგარიშები და განახორციელონ ტრანზაქციები ადგილობრივ ბანკებთან. კანონის ინიციატორების თქმით, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვის მოთხოვნების განსაზღვრის სამართლებრივი ბაზის შექმნა საშუალებას მისცემს ცენტრალურ ბანკს, დროულად გამოავლინოს სისუსტეები საკრედიტო და გადახდის ორგანიზაციების რისკების მართვის სისტემებში და შექმნას ეფექტიანი მექანიზმი რისკების სწორად შეფასებისა და მინიმიზაციისთვის. „ამ კანონპროექტის მიღება გააძლიერებს საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას, გაზრდის საერთაშორისო და უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქვეყნის საბანკო სისტემის მიმართ და უზრუნველყოფს მოქალაქეთა და ბიზნეს სუბიექტების ტრანსსასაზღვრო ოპერაციების უწყვეტობას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯარისკაცზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ. სამივე ბრალდებულის მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 15 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 12 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ სამძიმრის წერილი გაავრცელა.  

ბლინკენი: საფრთხე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საფრთხე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა. ბლინკენმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც კონგრესმა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებით სერიოზული საშიშროების შესახებ განაცხადა. „ეს არ არის აქტიური შესაძლებლობა, მაგრამ ეს არის პოტენციური შესაძლებლობა, რომელსაც სერიოზულად ვეკიდებით. ველოდები, რომ მეტი გვექნება სათქმელი. ასე რომ, დაელოდეთ. რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენის ყურადღება მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ხალხის უსაფრთხოებაზე. NBC News: რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებზე დასამიზნებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება.  

მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა

მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მტკვარში სამძებრო სამუშაო მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი პირი იყო ავტომობილში.  

გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის

გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ კიევში გამართულ შეხვედრაზე ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა კარსტენ ბრეიერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის, 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის მოკლევადიანი დახმარება აღუთქვა. დახმარების პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მცირე დრონის ბომბებს, 77 MULTI 1A1 სატვირთოს, სამედიცინო აღჭურვილობას, სხვადასხვა იარაღის სისტემების სათადარიგო ნაწილებს და აღჭურვილობის შეკეთებას. პისტორიუსი ამბობს, რომ უკრაინამ ახლახან მიიღო საშუალო დისტანციის მართვადი რაკეტები Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა და სადაზვერვო თვითმფრინავები.  

ზელენსკიმ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. ამას პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ საკანონმდებლო აქტის ბარათში მოყვანილი დეტალები მოწმობს. გასული წლის ბოლოს უკრაინის უმაღლესმა რადამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა კანონპროექტი კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში დაუშვებს. მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება და გავრცელება კვლავ დანაშაულად რჩება. სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პრეპარატების მიღება კი, მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით იქნება შესაძლებელი.  

ავტომობილში, რომელიც მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდა, მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მეტეხის ხიდთან სამძებრო-სამაშველო სამუშაო ღამით დასრულდა. მაშველებმა ავტომობილი მტკვრიდან ამოიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ავტომობილში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. „შემოსული ინფორმაციით, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა ავტომობილი. ადგილზე დროულად მოახდინა რეაგირება სახანძრო-სამაშველო ძალებმა. ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები, მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური,“ – განაცხადა ლევან მუსელიანმა. მტკვრის პერიმეტრზე სამძებრო-სამაშველო სამუშა, მყვინთავების ჩართულობით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობდა სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი. მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა.  

აზერბაიჯანი პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას იწყებს

მიმდინარე წლიდან, აზერბაიჯანიდან პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, საავტომობილო გზით, საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (AYNA) განუცხადეს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ქვეყნებთან ნებართვის ფორმები ორმხრივად უკვე გაცვალეს. ამრიგად, ქვეყნების რაოდენობამ, სადაც აზერბაიჯანი საერთაშორისო ტვირთებს გადაზიდავს საავტომობილო ტრანსპორტით, 50-ს მიაღწია.  

უნგრეთი უერთდება NATO-ს კოალიციას, რომელიც უკრაინის განაღმვისთვის შეიქმნა

უნგრეთი შეუერთდა NATO-ს 20 წევრი ქვეყნის კოალიციას, რომელიც განაღმვის მიზნით შეიქმნა. ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრისტოფ სალაი-ბობროვნიჩკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. 15 თებერვალს ბრიუსელში ალიანსის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას კოალიციის შექმნის შესახებ. „უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა განაღმვის სამუშაო, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უნგრეთმა - ბრიუსელში მინისტრთა დონის შეხვედრის მიღმა ხელი მოაწერა განზრახვის განცხადებას, ალიანსის 20 სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად, კოალიციის შექმნის შესახებ,“წერს მინისტრი.  

ყაზახეთი შუა დერეფნის ფარგლებში და საქართველოს გავლით, აზოტოვანი სასუქის ექსპორტს იწყებს

ყაზახეთში აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელი KazAzot SC-ის მიერ წარმოებული ამონიუმის ნიტრატის პირველი პარტია, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) ფარგლებში, აზერბაიჯანში გაიგზავნა. ტვირთი საზღვაო გზით მიემგზავრება ჰოვსანის პორტში (აზერბაიჯანი), შემდეგ კი, საქართველოს ბათუმი პორტის გავლით, ევროპისა და მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრებზე გავა. 3 ტონა პროდუქციის შემცველი პარტია, ყაზახეთის სატვირთო გემმა თურქესტანმა გადაზიდა. მიმდინარე წლის ბოლომდე, ყაზახეთი სულ მცირე 16 პარტიის გადაზიდვას გეგმავს.  

13 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც 13 წლის ბავშვს ფოტოების გადაღებას და მისთვის გაგზავნას სთხოვდა. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კაცს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა. „დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის მასალას," - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს

საბერძნეთის პარლამენტმა 15 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ერთნაირსქესიან პირებს ქორწინების უფლება ექნებათ. კანონპროექტი 300-მანდატიან პარლამენტში 176-მა დეპუტატმა დაამტკიცა და მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა. კანონი ერთნაირი სქესის წყვილებს აძლევს უფლებას, დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები. საბერძნეთი არის ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ასეთი ოჯახების არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ახალი დემოკრატიის“ წევრებმა თავი შეიკავეს ან მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, მან  მემარცხენე ოპოზიციის მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. კანონის მიღებას პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უჭერდა მხარს. მისი თქმით, საბერძნეთმა „მამაცურად აღმოფხვრა სერიოზული უთანასწორობა.“ ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბერძნები ამ საკითხზე ორად არიან გაყოფილნი. გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თვლის, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთნაირი სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზებას. ლგბტ-თემის უფლებების დამცველები თვლიან, რომ კანონი ჯერ კიდევ უწესებს დაბრკოლებებს თემის წევრებს. 2015 წელს საბერძნეთმა დაუშვა სამოქალაქო პარტნიორობა ერთნაირი სქესის წყვილებს შორის, ხოლო 2017 წელს მათ გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება მისცა.  

რუსეთის განცხადებით, ბელგოროდის ოლქზე დრონებით შეტევა იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქსა და შავი ზღვის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. „ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, შავი ზღვის თავზე კი - ოთხი,“ - აცხადებენ უწყებაში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ ბელგოროდი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 19 ადამიანი. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად 57 ავტომობილი დაზიანდა, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, რომელშიც განთავსებულია სასურსათო მაღაზია და აფთიაქი, სკოლის შენობა და სტადიონის ინფრასტრუქტურა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.  

უკრაინა და მისი პარტნიორები, ავდიივკაში მძიმე ვითარების შესახებ იუწყებიან

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრ ტარნავსკის შეფასებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. ბრიგადის გენერლის თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარეობს ქვედანაყოფების გეგმური გაძლიერება და ჯარების მანევრირება საფრთხის შემცველი მიმართულებით. გარდა ამისა, გამოყოფილია საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის დამატებითი რესურსი. „მომზადდა ახალი პოზიციები და ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით მძლავრი სიმაგრეების მომზადება გრძელდება,“ - აღნიშნა ტარნავსკიმ. „ავდიივკაში მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი ვითარებაა. ქალაქში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ჯარები მტრის შესაჩერებლად ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას იყენებენ,“ - აღნიშნა ტარნავსკიმ. თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ავდიივკა რუსულმა ძალებმა აიღონ. სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ სიტუაცია ავდეევკაში კრიტიკულია. ვინაიდან რუსები აგრძელებენ ყოველდღიურ ზეწოლას უკრაინის პოზიციებზე, არსებობს საფრთხე, რომ ავდეევკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვდება,“ – აღნიშნავს კირბი. ის ამბობს, რომ დიდწილად ეს საფრთხე გამოწვეულია საარტილერიო ჭურვების ნაკლებობითა და რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობით. „რადგან კონგრესმა ჯერ კიდევ არ მიიღო დამატებითი დახმარების პაკეტი, ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რომლებიც მათ სჭირდებათ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად,“ – აღნიშნა ჯონ კირბიმ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცონ უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრონტის სხვა ადგილებშიც შესაძლოა, განმეორდეს ის, რაც ავდიივკაში ხდება. მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის „ტერას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, ნიკოლაი ვოლოხოვმა განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ავდიივკაში ელიტარული ჯარები გადაიყვანეს და ქვეითების ძალიან დიდი რაოდენობის თავმოყრა მოახდინეს. დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება. „რაც შეეხება სიტუაციას ფრონტის ხაზზე - ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ყოფილი აზოვის პოლკი სასწრაფოდ გადაისროლეს ავდიივკაში ავდიივკა უკრაინული ქალაქია და ის განიხილება, როგორც დონეცკის რეგიონის კარიბჭე, აღმოსავლეთ უკრაინაში ამ ქალაქის აღება რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. ქალაქთან მძიმე შეტაკებები პერიოდულად ახლდებოდა. ვითარება უკრაინულ ქალაქში მძიმეა, ომის დაწყებამდე თუ აქ 32 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კიევის მონაცემებით, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. ქალაქ ავდიივკის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, მოგვიანებით უკრაინამ ქალაქზე კონტროლი აღადგინა. რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში ორი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.