ძებნის რეზულტატი:
პირველად მსოფლიო ისტორიაში, NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა
პირველად მსოფლიო ისტორიაში, NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა. საუბარია ბრუნო ვეფხვაძის ნახატის - „რომაული გაზაფხულის“ ციფრულ ასლზე. თავად ნახატი Sotheby's აუქციონზე 30 000 დოლარად გაიყიდა. კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან პლანეტათაშორისი სადგური აფრინდა. ორბიტაზე ეს მოწყობილობა რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა. დაახლოებით 48 წუთში რაკეტა მთვარის ე.წ. გარდამავალ ორბიტაში შევიდა და 22 თებერვალს მთვარეზე, კრატერ მელაპერტის ახლოს დაჯდება. თავისი ნახატის მთვარეზე გაგზავნის შესახებ „შაბათ-კვირის დილის“ ეთერში თავად მხატვარმა ისაუბრა.
პრეზიდენტი ზელენსკისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. აღნიშნული ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. დამატებითი დეტალები ადმინისტრაციას არ გაუსაჯაროებია.
ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი: ალექსეი ნავალნი მოკლეს
ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანმა, კირა იარმიშმა X-ით გაავრცელა მოკლე ცნობა, რომელშიც ის წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს.“ ეს ნავალნის წარმომადგენლების მხრიდან პირველი დადასტურებაა. „დედის ოფიციალური განცხადებით, ალექსეის სიკვდილი დადგა 16 თებერვლის 14:17 საათზე, ადგილობრივი დროით. კოლონიის თანამშრომლის თანახმად, მისი ცხედარი ახლა სალახარდშია. ის იქ საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა გადაასვენეს. ახლა ისინი „საგამოძიებო მოქმედებას“ აწარმოებენ. „მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს,“ წერს კირა იარმიში. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ზელენსკი პუტინის მომავალზე: იქნება ჰააგაში, ან მას მოკლავს მისი ერთ-ერთი თანამზრახველი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პუტინს მხოლოდ ორი გზა აქვს: ჰააგის სასამართლო ან მისი ერთ-ერთი თანამზრახველის მიერ მოკვლა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ადამიანს შეიძლება, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინის დაპატიმრების შესახებ, უკრაინიდან ბავშვების გატაცებისა და იძულებითი დეპორტაციისთვის, ნათლად აჩვენებს, სად უნდა დასრულდეს პუტინის ე.წ. „კარიერა“. მას წინ მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს – ჰააგა ან მისი ერთ-ერთი თანამზრახველის მხრიდან მკვლელობა,“ - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი კლავს ვისაც უნდა, იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი თუ ვინმე სხვა, ვინც მას სამიზნედ ეჩვენება. „ის არის ავაზაკი, რომელიც ინარჩუნებს ძალაუფლებას კორუფციისა და ძალადობის გზით,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ბრიტანეთმა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „იგი ყალბი ბრალდებით დააკავეს, აკრძალული ნერვული აგენტით მოწამლეს და არქტიკის კოლონიაში გაგზავნეს. რუსული სისტემის სასტიკ ბუნებაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. მისი სიკვდილი სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი სამინისტროში 16 თებერვლის საღამოს დაიბარეს. „დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახა, რათა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ,“ - აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
უკრაინა სამი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება
17 თებერვალს დილით უკრაინელებმა სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა Су-34-ის ტიპის 2 და Су-35-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს. „ვერაფერი შეგვაჩერებს. გმადლობთ, მეომრებო!" - აღნიშნა ოლეშჩუკმა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი არის პუტინის განსაკუთრებული სისასტიკის შეხსენება
აშშ-ის სახელმწიფო მდიავნმა ენტონი ბლინკენის განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე განაცხადა. „ძალიან მალე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავია. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი არის შეხსენება პუტინისა და მისი მთავრობის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ისინი იჩენენ რუსების მიმართ რუსეთში, ნებისმიერის მიმართ, ვინც მათ ეწინააღმდეგება,“ – განაცხადა ბლინკენმა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისათვის
ადმინისტრაციის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის. ადმინისტრაციის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ სიტყვით გამოვა პანელზე - „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი.“ რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
ზელენსკი მიუნხენში ალიევს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და იგი არ შეიცვლება. ჩვენ, როგორც ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას, თქვენი მდგომარეობა მშვენივრად გვესმის და უკრაინელებსა და უკრაინას მშვიდობას ვუსურვებთ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, მხარეებმა აზრები გაცვალეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ლიდერებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში. საუბარი იყო უკრაინული გაზის საწყობების შესაძლო გამოყენებაზე.
ავდიივკიდან უკრაინული ძალების გაყვანა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა რაიმე საზღვრებს მიაღწია - ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალების გაყვანა ავდიივკადან არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა მიაღწია რაიმე საზღვრებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ხალხის გადარჩენაა. „[რუსეთის] კონტრშეტევითი ოპერაციები ოქტომბერში დაიწყო და ოქტომბრიდან მთელი იარაღით და მთელი ძალით უტევდნენ ამ უბედურ ავდიივკას. ათიათასობით მათი ჯარისკაცი დაიღუპა იქ. ამას მიაღწია რუსეთმა. მე მჯერა, რომ ჩვენი ძალები მუდმივად ასრულებენ რუსების გამოფიტვის დავალებას და ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა სწორი გადაწყვეტილებაა. შემდეგ იქნება აღდგენა და ჩვენ დაველოდებით საჭირო იარაღს, რომელიც უბრალოდ არ იყო საკმარისი. არ არის საკმარისი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. რუსეთს აქვს ისინი, ჩვენ კი, ძალიან ცოტა გვაქვს. ეს არის მთელი სიმართლე. ამიტომ, დღეს ჩვენი მთავარი იარაღი ჩვენი ჯარისკაცები, ხალხია და ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. სირსკი: ავდიივკას მაინც დავიბრუნებთ
„საქართველო რუსეთი არაა“ - ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის და ნავალნის შედარება არ შეიძლება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა: _დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა, გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს... არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია. _უბრალოდ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგალითად, შეძლებთ, რომ... შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება. „შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში მონაწილეობდა), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა შეკითხვის საპასუხოდ. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ქრისტოფერ კავოლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. „ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ურყევი მხარდაჭერა,“ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლოს განაჩენით, დონალდ ტრამპმა 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმა უნდა გადაიხადოს
ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, Trump Organization-ის აქტივების შეფასებისას თაღლითობისთვის 354,9 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ტრამპი ყოველწლიურად, ათი წლის განმავლობაში, თავისი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულებას 3,6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რაც საშუალებას აძლევდა, მიეღო უფრო ხელსაყრელი სესხის პირობები. სასამართლომ ასევე აუკრძალა ტრამპს სამი წლის განმავლობაში ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის დირექტორობა ან თანამშრომლობა. იმავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპსა და მის კომპანიებს აკრძალული აქვთ სესხის მოთხოვნა ნიუ-იორკის ნებისმიერ ფინანსურ დაწესებულებაში. ამას გარდა, სასამართლომ ტრამპის უფროს ვაჟებს - უმცროს დონალდსა და ერიკს - ოთხ-ოთხი მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის ვალდებულება დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო "თაღლითობის მრავალრიცხოვან შემთხვევებში". ასევე, მათაც ეკრძალებათ ორი წლის განმავლობაში კომპანიების ხელმძღვანელობა ნიუ-იორკში. Trump Organization-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ალენ ვაისელბერგი, რომელმაც დანაშაული აღიარა საგადასახადო თაღლითობის შესახებ სხვა საქმეში, მილიონი დოლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის. სასამართლომ მას ნიუ-იორკის ნებისმიერი კომპანიის ფინანსების მართვა სამუდამოდ აუკრძალა. ტრამპმა მის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ "კუდიანებზე ნადირობა" და "არჩევნებში ჩარევა" უწოდა. ამერიკელების ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი, რომელიც 2017-2021 წლებში იყო პრეზიდენტი, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პოტენციური გამარჯვებულია. ამ შემთხვევაში, ის კონკურენციას გაუწევს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატს, ჯო ბაიდენს და რამდენიმე დამოუკიდებელ-უპარტიო კანდიდატს.
"ოკაცეს კანიონი" დროებით დაიკეტა
12 თებერვალს ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი - "ოკაცეს კანიონი" დროებით დაიკეტა. მიზეზი ის ტექნიკური სამუშაოებია, რომელიც პერიოდულობით უტარდება ობიექტის ინფრასტრუქტურას. ამ კანიონშია გავლებული საქართველოში კლდეებზე გადმოკიდებული პირველი ბილიკი, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. დაახლოებით 2-3 საათის საფეხმავლო გზის ნაწილია დადიანების ისტორიული ტყე-პარკი და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკი. კანიონი დასავლეთ საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ გორდის მიმდებარედ არის. აქ ტურისტები მთელი წლის განმავლობაში იყრიან თავს. რადიო თავისუფლებას "დაცული ტერიტორიების სააგენტოში" განუცხადეს, რომ საჭირო ტექნიკური სამუშაოს ჩატარება ტურისტული სეზონის დაწყებამდე გადაწყვიტეს. უახლესი კვირის განმავლობაში დაქირავებულმა კომპანიამ კანიონში კიბეების, კიდული ბილიკისა და გადასახედი სივრცე უნდა გადაღებოს. "ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება ხორციელდება ინფრასტრუქტურაზე სპეციალისტების მიერ კლიმატისა და სხვა ფაქტორების ზეგავლენის შეფასების შემდგომ, კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამისად სიხშირე დამოკიდებულია საჭიროებებზე," - აღნიშნავენ სააგენტოში. "ოკაცეს კანიონი" ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს ემსახურება.
პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა. „მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშორსა და NATO-ში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ,“ წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილნი
„მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილნი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს,“ - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „მიხარია საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და ყველანაირ საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, რათა ეს მოხდეს,” - წერს დომბროვსკისი სოციალურ პლატფორმა X-ზე. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი მინისტრად დაინიშნა
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატ კადიროვი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა და რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო [რამზანის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის] მიანიჭეს. მანამდე ახმატ კადიროვი სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2023 წელს ახმატ კადიროვი გახდა მამის თანაშემწე და პრო-სამთავრობო მოძრაობა „პირველთა მოძრაობა“-ს ფილიალის თავმჯდომარე. გაზაფხულზე მოზარდს კრემლში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს რამზან კადიროვის ოჯახის დაახლოებით 100 ნათესავი იკავებს.
ორბანი: შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მივდივართ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ NATO-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების საკითხს, უნგრეთის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს. ორბანის თქმით, ბუდაპეშტისა და სტოკჰოლმის დავა “დასასრულს უახლოვდება.” „შვედეთის პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მივდივართ,” - განაცხადა ორბანმა. უნგრეთის პარლამენტი მუშაობას 26 თებერვლიდან დაუბრუნდება. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რატიფიკაციის პროცესი არ დაუსრულებია. თურქეთმა ეს ნაბიჯი 26 იანვარს გადადგა.
საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა ერთობლივი კიბერსწავლება ჩაატარეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება - Defence Cyber Marvel 2024 დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტრენინგი კიბერსპეციალისტების კიბერთავდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ითვალისწინებდა. ტრენინგში ქართველი და ბრიტანელი კიბერსპეციალისტები მონაწილეობდნენ. უწყების ინფორმაციით, დასკვნით ღონისძიებაზე კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა. მათ კიბერუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. „ერთკვირიანი სწავლება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჩატარდა. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სწავლებაში თავდაცვის სამინისტროს კიბერსპეციალისტები უკვე მეორედ მონაწილეობენ. სწავლება მიზნად ისახავს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე, NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას,“ წერს თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში. მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
დანიის პრემიერი: გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ
დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს. შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში გააკეთა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა ეს მათ უფრო სჭირდებათ. დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებენ, რომ ეს არის მიზეზი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაზრდის საშუალებას არ იძლევა. ახლა ისინი ხსნიან ახალ თავდაცვის საწარმოებს მომავლისთვის. „მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უნდა გადავცეთ უკრაინას,“ - აღნიშნა დანიის პრემიერმა. მანამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, უკრაინაში F-16 ტიპის მოერიშეების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მათი რიცხვი შეიძლება, იმაზე მეტი იყოს, ვიდრე მოსალოდნელია. „იქნება 24 მოიერიშე, შესაძლოა, მეტი, მაგრამ არა ნაკლები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, დანიელებთან და სხვებთან ერთად,“ - აღნიშნა მარკ რუტემ. ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქვეყანამ იპოვა წყაროები საზღვარგარეთ ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომლის უკრაინისთვის გადაცემა რამდენიმე კვირაში შეეძლო. საუბარია ნახევარ მილიონ 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალასა და 300 000 ერთეულ 122 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე.