ძებნის რეზულტატი:
ომბუდსმენი „გმობს აქციების მონაწილე არასრულწლოვნების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას“
საქართველოს სახალხო დამცველი „გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვნების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს.“ ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. ლევან იოსელიანის შეფასებით, „ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები.“ „აღნიშნული ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ღირებულებებს და ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და წარმოშობს ბავშვებისადმი ძალადობის მაღალ რისკს. სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ მოახდინოს თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება და გააკეთოს ყველაფერი, მათ შორის, გამოიყენოს პრევენციული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ყოველმხრივი დაცვა. ამასთან, არასრულწლოვანების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას და თითოეული პირის ვალდებულებას. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვები სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გარანტირებული აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. არასრულწლოვანებს აქვთ უფლება, იყვნენ ინფორმირებულნი, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უკიდურესად დაუშვებელია, ამ უფლებით სარგებლობისას ისინი გახდნენ თავდასხმის ადრესატები. როდესაც არასრულწლოვანები სარგებლობენ შეკრების თავისუფლებით, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და გაატაროს სათანადო, პრევენციული და დამატებითი ღონისძიებები მათი უსაფრთხოების დასაცავად. კანონით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რა გავლენა ექნება აღნიშნულს ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით,“ წერია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან - ჯეიკ სალივანი
„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით - „ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია საქართველოს იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან,“ - შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა სოციალურ პლატორმა X-ზე გაავრცელა. სალივანის თქმით, საქართველოს პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე, ან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ან გაიტანონ „კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი.“ „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. საქართველოს პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. „ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით,“ - განაცხადა სალივანმა. ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
„დაველოდოთ, მესამე მოსმენით უნდა იყოს მიღებული ეს კანონი, შემდეგ, ვეტოს დაძლევამდე დრო არის“ - ღარიბაშვილი
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 მაისს ე.წ. უცხოური აგენტების კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შინაარსში შესვლას არ აპირებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ პარტნიორებთან - ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან დიალოგი უნდა გააგრძელოს. „მე ერთი რამ მინდა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის.“ „დღეს, რთული სიტუაციაა, რთული ვითარებაა. ქვეყანას სხვა, უამრავი გამოწვევა აქვს, როგორიც არის იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში როგორი ვითარებაა, ხედავთ მეგობრებო, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არც გაჩერდება დიდი ხანი. სხვათა შორის, ამას გარდა, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს და ვითარებას. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს. რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ, ამ კანონის მიმართ, ეს ჩემი პირადი აზრია და ეს არ არის პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის, თუ აზიის.მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი! აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს არის ღალატი. ამაზე უნდა იყოს საუბარი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, რომ შეიძლება თუ არა „მეგობარი“ სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყო, ეს ხომ კატასტროფაა?! ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე. ინტერესი არსებობს ერთი, ეს არის ქართული ინტერესი, საქართველოს ინტერესი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მას ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, პარტნიორებთან შესაძლო მოლაპარაკების გახსნაზე, რაზედაც პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობდა. „არ ვიცი, დეტალებზე თავად ისაუბრა პრემიერმა. დაველოდოთ, ჩემი პასუხი იქნება, რომ დაველოდოთ, ჯერ კიდევ არის დრო, მესამე მოსმენით უნდა იყოს მიღებული ეს კანონი. შემდეგ ვეტოს დაძლევამდე დრო არის კიდევ. მთავარი მინდა ვთქვა, ჩვენ დღეს გვჭირდება დამშვიდება, სიტუაციის სტაბილურობა, განვითარება გვინდა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მიერ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ამერიკა ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საჭიროა მათთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი - პოზიციების დაახლოება და გამოსავლის პოვნა გვჭირდება.“ „ეს ყველაფერი მოსაწონი არაა, მიუღებელია. მიმაჩნია, რომ საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მეტი ახსნა გვჭირდება და პოზიციების დაახლოება, საბოლოოდ რაღაც გამოსავლის პოვნა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და არა ისეთი გამოსავალი თუ პრობლემა, რომელიც ქვეყანას დაასუსტებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. აშშ-ის კონგრესმენების წერილი პრემიერს: თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას
„კიევში აღკვეთილია რუსული GRU-ს მიერ დაგეგმილი ტერაქტები“ - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იტყობინება, რომ კიევში ტერაქტები აღკვეთა. უკრაინის სპეცსამსახური აცხადებს, რომ ტერაქტებს 9 მაისისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო ამზადებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული არიან შემსრულებლები. „СБУ-მ წინმსწრებად იმოქმედა, ტერაქტის შემსრულებლებს საქმეზე წაასწრეს. ასევე შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რაც უეჭველად ადასტურებს რუსეთის კვალს,“ განუცხადა BBC-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა არტემ დეხტიარენკომ. უკრაინის სპეცსამსახურს დეტალები არ გაუსაჯაროებია. მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოააშკარავა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელთა მკვლელობის გეგმა. უწყებამ თავდასხმების მომზადებაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.
პაველ ჰერჩინსკი: ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება კანონპროექტის არმიღება
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არმიღება - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ელჩმა აღნიშნა რომ თუ ამ კანონის მიღება მაინც აუცილებელია, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, რომელიც დაეფუძნება ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას. „რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება. მე მესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, არსებობს საპარლამენტო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საპარლამენტო პროცედურები შესრულდება. ჩვენ ყველა ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას.როგორც აქამდეც არაერთხელ განვაცხადეთ, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტის დამწესებელი, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ საკითხებს. აქედან გამომდინარე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ან ეს კანონი საერთოდ არ მიიღება, ან იმ შემთხვევაში თუ ამ კანონის მიღება აუცილებელია, ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, დაფუძნებული ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებაზე. მაგრამ ამისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ არსებული სახით კანონპროექტის მიღება, რადგან კანონი არსებული სახით არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. კანონები მიიღება საქართველოს პარლამენტის მიერ, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რა კანონები სურთ თავის ქვეყანაში. მაგრამ ჩემი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის შედეგებზე საუბარი - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს არსებული ფორმით და ევროკავშირი მზად არის დახმარებისთვის, იმდენად რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ კვლავ, საქართველოს კანონების მიღება წყდება საქართველოს პარლამენტში, ქართველი პოლიტიკური პარტიების მიერ და სხვა არავის მიერ. გადაწყვეტილებად სრულად არის ქართველი პოლიტიკოსების ხელში,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. მისივე შეფასებით, შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. „ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. „თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას - დარჩით ევროკავშირის გზაზე! - ასე მიმართა ევროკავშირის ელჩმა დღეს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს, სადაც მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირს სურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. „ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე, ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე! დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. იმედია, ისიამოვნებთ აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით და შესაძლებლობებით, მხიარულად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო, წინ!“- განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს დღესაც ქართულ ენაზე მიმართა. ელჩი: ზღვა შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო - შენი გემი ევროპისკენ დაძრულია
საპატრიარქო: 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რის შემდეგაც, საზეიმო მსვლელობა გაიმართება
საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, 12:00 საათზე, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგაც მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა სამების სახელობის ტაძრისკენ. „ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი. წელსაც, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი აწყობენ ლოცვით მსვლელობას ამ დღესთან დაკავშირებით. 2024 წლის 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. გავერთიანდეთ და სადღესასწაულო სულისკვეთებით ვილოცოთ ჩვენი ოჯახების სიმტკიცის, სიწმინდის, ქვეყნის ძლიერებისა და მშვიდობისათვის!“ - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯეიკ სალივანი თბილისის პროტესტზე: დაშინება ხალხს ვერ აკავებს
თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე პროცესებს. 11 მაისს თბილისში გამართულ "ევროპულ მარშსა" და ევროპის მოედანზე ხალმრავალ აქციასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა პროტესტისთვის. „ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს გამოხატავს. ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა,“ - წერის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ პლატფორმა X-ზე. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე 14 მაისს განიხილავენ
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. „ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქნება მესამე მოსმენით განხილვა, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, სამშაბათს იქნება. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტზე ცნობილია. სამწუხაროა, რომ ამდენი კვირის განმავლობაში უცხოელმა აქტორებმა ნაცვლად რეკომენდაციებისა, ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც 9 რეკომენდაციიდან პირველს ეწინააღმდეგება. უცხოელმა აქტორებმა პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს. დეზინფორმაციული კაპანია წამოიწყეს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულები. დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. უჩა აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა იყო. ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა. გამოძიების ინფორმაციით, „მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.“ პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა ფიქსირდება. „იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.“ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. „თქვენ იცით, რომ უჩა აბაშიძის შემთხვევაში საქმის მასალები, მათ შორის ჩხრეკის ოქმი რამდენიმე დღიანი დაგვიანებით, კანონის დარღვევით გადმოგვეცა, თუმცა ბუნებრივია, პატიმრობის შუამდგომლობას ჩვენ არ დავეთანხმებით," - განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე უჩა აბაშიძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ. „საქმესთან დაკავშირებით ვერ ვსაუბრობთ, ხელი გვაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე," - განუცხადა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. ის ამ საქმეში უჩა აბაშიძის უფლებადამცველის სტატუსით ჩართული იყო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე - ამის შემდეგ პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „მე გვიან ჩავერთე საქმეში, გავეცნობი საქმის მასალებს, დუმილის უფლებას იყენებს, მომდევნო კვირაში აუცილებლად ვინახულებ," - აღნიშნა სხდომის შემდეგ მარიამ იაშვილის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ. 11 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ უჩა აბაშიძესა (ის 9 მაისს დააკავეს) და მის ცოლს, მარიამ იაშვილს, რომელიც გამოძიებამ 11 მაისს დააკავა, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება. გამოძიება ირწმუნება, რომ უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა, „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.“ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.
ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო, რომელსაც ნუცა ბუზალაძე წარმოადგენდა, 21-ე ადგილზე გავიდა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ცხადზე ცხადია, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს - მათთვის მიცემული დაპირებები ახლა უნდა შესრულდეს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცხადზე ცხადია, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს. მათთვის მიცემული დაპირებები ახლა უნდა შესრულდეს. შესაბამისი პოსტი ლიეტუველმა დიპლომატმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსდა. მანამდე, მან 11 მაისსაც განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინება და მათ წინააღმდეგ ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ირაკლი კობახიძე: მოსახლეობის 60%-ზე მეტი მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს
ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება" აუცილებლად მიიღებს ამ კანონს და ეს იქნება "ქართული საზოგადოების ნების აღსრულება." მან ასევე გააფრთხილა კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები, რომ "ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი", პოლიციელებს კი, მოუწოდა "გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით", ისე როგორც ამას წინა დღეებში აკეთებდნენ. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.“ აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
პრეზიდენტი მმართველ გუნდს: ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, რომ ეს კანონი „გავაპატიოსნოთ“, გადაიტანეთ მისი ამოქმედების ვადა ნოემბრისთვის
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გუშინ, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და რუსულ კანონს. სალომე ზურაბიშვილის შეფსებით, ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. „ამას ვერ შეცვლის ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა - ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ სერიოზული, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო აქციაზე. არანაირი დათვლა არ არის საჭირო - ყველას წინაშე წარდგა საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ აჩვენა დაბნეულობა და ის, რომ ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია არ აქვს - თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა აღარ აქვს - ტყუილი, მანიპულაცია, რაღაც მიხრა- მოხრა, რათა გაუეგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყილს მიჩვეულნი ვართ - ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს და დაიფიცეს, რომ არასდროს აღარ შემოიტანდნენ, თუმცა ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც არავის სჭირდებოდა, მათ შორის - არც თვითონ - მხოლოდ იმისთვის, რომ „ჩვენ რაც გვინდა იმას ვაკეთებთ, არავის ვემორჩილებით,“ და აგერ პასუხი საზოგადოებისა. მანიპულაცია არის, როცა ერთი ხელით რაღაც ცვლილებაზე საუბრობ და მეორე მხრივ, რაც ახლაც გავიგეთ პრემიერის სიტყვებით - ძალადობა, დაშინება, ტერორი, დაპატიმრება სრულიად უდანაშაულო ადამიანების - ვერავის დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, თქვენ თვითონ არ გჯერათ ამის,“ განაცხადა პრეზიდენტმა. მან მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ოპონენტების მისამართით წარმოთქმულ „წარმოუდგენელ შეურაცხყოფას“ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა უწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავად არიან შეშინებულები. როგორც ჩანს, ისიც ვერ გაიგეთ, რომ „ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომლებიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო (პრეზიდენტის ბრიფინგამდე პრემიერის პრესკონფერენცია გაიმართა, რედ.) - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაც შეაფასა. „გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი, ამ ქვეყნის ჯარის წინაშე პრემიერმა მოღალატე ეძახა, რაც ნებისმიერ სახელმწიფოში წარმოუდგენელია. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ ვეტო წარმოგვიდინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ - „თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ და შეიძლება, დავფიქრდეთ.“ იფიქრეთ თქვენ და იყავით მე ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი, რომ ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მმართველ გუნდს რამის შეცვლა სურს, კანონი უნდა გაიწვიოს ან დააბრუნოს მეორე მოსმენაზე, სადაც ოპოზიცია შესთავაზებს ცვლილებებს და შენიშვნებს. „ან ძალიან მარტივი - თქვენ თვითონ, გთავაზობთ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის - როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსული არის თუ სხვა კანონის გადამღერება. ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ ეს კანონი „გავაპატიოსნოთ.“ არა - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ - თქვენც ამ კანონთან ერთად,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მიმართა სამართალდამცავ სტრუქტურებს. „მინდა, მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა, მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებიც გააფრთხილა, რომ „არის გეგმები, რომ პროვოკაციებიც მოაწყონ.“ მან მოუწოდა სიფრთხილისკენ, რომ „ისინი პროვოკაციებში არ გამოიწვიონ.“ პრემიერი: ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ევროკავშირის ელჩი: ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ, წვიმის მიუხედავად გამოვიდა თბილისის ქუჩებში
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ელჩის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი არ არის თავსებადი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. „ნება მომეცით, გავიმეორო ის, რაც არაერთხელ თქვეს ევროპელმა ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი მისი ახლანდელი ფორმით არ არის თავსებადი იმ ნორმებსა და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფო ვიზიარებთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში. ვიცი, რომ მესამე მოსმენა იგეგმება მომდევნო კვირაში და გულწრფელად ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ კანონი არ იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პროცედურული შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ კანონი არსებული ფორმით არ იყოს მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ კანონი იქნება მიღებული, სამწუხაროდ, ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს, სხვა არჩევანი არ ექნებათ, გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა,“ - აღნიშნა ელჩმა. მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პრემიერ კობახიძის განცხადებას. „საქართველოში კანონები საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს და არა სხვა ვინმემ, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობა, პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა შედეგები მოჰყვება ამ კანონპროექტის მიღებას. კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ამ კანონის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ გვინდა, დავეხმაროთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას, რომელიც არის სამართლებრივი საკითხების საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი, სთხოვეს, წარმოადგინოს თავისი სამართლებრივი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან, ეს არის ევროსაბჭოს ორგანო, საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იურიდიული დასკვნა ძალიან მალე გამოქვეყნდება და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, როგორ იმოქმედოს ვენეციის კომისიის ამ მოსაზრების შემდეგ. კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ მიიღება,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიის შეკითხვების საპასუხოდ. გარდა ამისა, ელჩმა გუშინდელ ევროპულ მარშზეც ისაუბრა. „ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში. ვიცი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი. „ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ, წვიმის მიუხედავად გამოვიდა თბილისის ქუჩებში, რათა დაეფიქსირებინა აზრი არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არსებული სახით არ მიიღება. რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი დავაორგანიზეთ, რათა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ჩავერთოთ, მზად ვართ, კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით,“ - აღნიშნა დიპლომატმა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
შს მინისტრი აქციების მონაწილეებს აფრთხილებს
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო, პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ. როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს. გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული,“ განაცხადა გომელაურმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დევიდ ქემერონი: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ცდილობს იგივეს გაკეთებას, რათა დახუროს ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე. „თქვენ გასულ კვირას განაცხადეთ, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულები და ახლა ვიმოქმედოთ. რა უნდა გააკეთოთ ახლა საქართველოსთან დაკავშირებით,“ - მიმართა ბრიტანელ დიპლომატს Sky News-ის ტელეწამყვანმა. „ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ეს აქტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ცდილობს იგივეს გაკეთებას, რათა დახუროს ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ასეთი სახის ავტორიტარული რეჟიმების ხელმისაწვდომობა (Access)," - აცხადებს დევიდ ქემერონი. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებასაც გეგმავენ. ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
შს მინისტრის თქმით, მოქალაქეების ტელეფონებზე მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ “უჩა აბაშიძის დაკავების დროს პოლიციამ ადვოკატები სახლში არ შეუშვა, რომლებიც 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში კართან იცდიდნენ.” ვახტანგ გომელაურის განმარტებით, ზოგადად, სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. „თუ რამე კანონდარღვევა იყო, შესაბამისი უწყებები არიან, მიმართონ, არ არის პრობლემა. თუ {პოლიციელებმა} დაარღვიეს კანონი, მიმართონ. არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პროკურატურა - მიმართონ. თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ. ალბათ, თუ არის დაზარალებული, მოგვმართავს და დაიწყებს შესაბამისი სამსახური [გამოძიებას]. პოლიციელმა თუ დანაშაული ჩაიდინა, უნდა გამოიძიოს სახელმწიფო ინსპექტორმა და გამოძიებას მე ვერ დავიწყებდი! ქვემდებარე არ არის ჩემი მუხლი, ასე რომ ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუხლი. ჩვენ თუ ვაშავებთ, მაგიტომ შეიქმნა ეს სამსახური, ინსტიტუტი, რომ გამოიძიოს სახელმწიფო ინსპექტორმა, თუ [პოლიციელებმა] დააშავეს,” - განაცხადა გომელაურმა. ჟურნალისტის კითხვას, დიმიტრი ჩიქოვანის, ლაშა ღვინიანიძის, გია ჯაფარიძის თავდასხმიდან 72 საათზე მეტია გასული და თუ არიან დაკავებულები ან იდენტიფიცირებულები, ვინც ჯგუფურად მოახდინა ამ ადამიანებზე თავდასხმა, გომელაური პასუხობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. „გამოძიება დაწყებულია და მუშაობა მიდის. ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. 72 საათი გავა, თუ 92 საათი გავა, როცა დაადგენენ, შესაბამისად იმოქმედებენ. პროკურატურა არის ზედამხედველი და ერთად ვმუშაობთ,” - აღნიშნა გომელაურმა. გარდა ამისა, მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოქალაქეების ტელეფონებზე მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ „ზარები ხორციელდება მმართველი, ხელისუფლების გუნდის წევრებთანაც.“ „გამოძიება მიმდინარეობს. ეს ზარები არამარტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხდება, ეს ხდება ასევე მმართველი გუნდის, ხელისუფლების გუნდის წევრებთანაც, ოჯახის წევრებთანაც. გამოძიება დაწყებული გვაქვს. ზოგი არის უცხოური ნომრები, სხვადასხვა ქვეყნიდან ნომრები და ამაზე მუშაობენ,” - აღნიშნა მინისტრმა. ასევე, გომელაურმა უპასუხა პარლამენტის დეპუტატების, ალეკო ელისაშვილის და ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე დასმულ შეკითხვას და განაცხადა, რომ აღნიშნულს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. „ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება. ძალიან ცუდი ფაქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული არ გვაქვს, ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ,” - განმარტა გომელაურმა. შს მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. „ჩვენ მშვიდობიან აქციას არასდროს ხელს არ ვუშლით. არანაირად არ შევდივართ კონტაქტში, პირიქით, ვეხმარებით ხოლმე. თუმცა მშვიდობიან აქციას ვერ დავარქმევ, როცა ამტვრევენ სკამებს, ურნებს, წვავენ, ცეცხლს უკიდებენ, ეს მშვიდობიანი აქცია არ არის. რატომღაც ასე ნათლავენ ხოლმე. „იცით, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, გაათავისუფლა, დღეს უკვე ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს, რა უნდა გავაკეთოთ. ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი სალომე და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ. გუშინ, მაგალითად, აქციაზე სამი ადგილიდან დაიძრნენ და მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ. პოლიცია იყო ჩართული. არასდროს არ იწყებს პოლიცია ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. თუ წამოვა მომიტინგეებისგან აგრესია, ჩვენ კანონის ფარგლებში, შესაბამისად, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ,“ – განაცხადა გომელაურმა.
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ლიეტუვაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, გამარჯვების საუკეთესო შანსები აქვს მოქმედ პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, რომელიც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია რუსეთ-უკრაინის ომში. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე იხურება (თბილისის დროით 21 საათზე). კენჭისყრის შედეგები სავარაუდოდ შუაღამისთვის გახდება ცნობილი. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს, რაც პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, 26 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველ ტურში პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ნაუსედას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ეკონომისტი იყო წარსულში, ამომრჩეველთა 29% უჭერს მხარს. მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია 49 წლის ინგრიდა შიმონიტეa, მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რომელიც 2019 წლის არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა. კიდევ ერთი პრეტენდენტი არის იგნას ვეგელე, პოპულისტი იურისტი, რომელმაც პოპულარობა COVID-19 პანდემიის დროს მოიპოვა იმით, რომ ეწინააღმდეგებოდა შეზღუდვებსა და ვაქცინებს. პარალელურად იმართება რეფერენდუმი, რომლის დროსაც, მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას - უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ასობით ათასმა ლიეტუველმა ორმაგი მოქალაქეობის მიღება შეძლოს.
იტალიის პორტებში რუსი ოლიგარქების 7 იახტაა დაკავებული - მედია
იტალიის ხელისუფლებისთვის ტვირთად იქცა რუსი ოლიგარქების კუთვნილი იახტების შენარჩუნება, რომელთა აქტივები იტალიაში გაიყინა რუსული ჯარების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ France24 იტყობინება. როგორც აღინიშნა, ევროკავშირის სანქციების გამო, იტალიის პორტებში 7 ასეთი გემია ჩარჩენილი. შემოწმების, რემონტისა და პარკირების ყველა ხარჯი იტალიის მთავრობამ გაიღო. „იახტები, კერძო თვითმფრინავები და ძვირადღირებული ვილები - ეს ყველაფერი ეკუთვნით რუს ოლიგარქებს, რომელთა აქტივები იტალიაში გაყინულია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ბრიუსელის მონაცემებით, ეს აქტივები დაახლოებით 2,3 მილიარდ ევროს შეადგენს. მაგრამ ისინი იტალიის მთავრობისთვის „თავის ტკივილად“ იქცა,“ წერს France24. რუსი მფლობელების ადვოკატების თქმით, ამ გემების ჩამორთმევა და სხვა მფლობელებისთვის მიყიდვა შეუძლებელია, როგორც ეს იტალიის ხელისუფლება სურს, რადგან ეს არის საკუთრების უფლების დარღვევა და თავად აქტივებს აქვთ გაყინულის, მაგრამ არა ჩამორთმეულის სტატუსი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ქვეყნებმა დაბლოკეს რუსული ფინანსური აქტივები, რომლებიც 300 მილიარდ ევროს აღემატება. ითვლება, რომ ამ აქტივების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებშია, განსაკუთრებით, ბელგიაში.
პატრიარქი: ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის
საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი. „ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა!გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს! დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის. ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება. მინდა, შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: - ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ. შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს. ამ ლოცვის ტექსტი ასეთია: ,,კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმინდა, ქებული და განდიდებულია უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენ დიდების წმინდა ტაძარში; ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენ, უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომარე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ ცის მყარზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! ადიდეთ, წყალნო ცის ზემოთ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მზეო და მთვარეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყოველო წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყოველნო ქარნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყინვავ და ხვატო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცვარ-ნამო და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყინვავ და სიცივევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, თრთვილნო და თოვლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, დღევ და ღამევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ნათელო და ბნელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხოს დედამიწამ უფალი, უგალობოს და განადიდოს იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, უფალი, ყოველნო მცენარენო დედამიწაზე, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ უფალი, ვეშაპნო და წყალში მცურავნო, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცის ყოველნო ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ოთხფეხნო და მიწის ყოველნო მხეცნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, წმინდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ უფალი, ანანია, აზარია და მისაელ, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე, რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა გავარვარებული ღუმლის წიაღს, დაგვიხსნა შუაგულ ცეცხლიდან! აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! უფლის თაყვანისმცემელნო, აკურთხეთ ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და აქეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!” (დან. 3,52-90). ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა. ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!"