ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირეს - იოზვიაკი

ევროკავშირის ელჩებმა დღეს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის „ევროპის სამშვიდობო ფონდიდან“ 30 მილიონი ევროს ოდენობის არალეტალური დახმარების გამოყოფას. შესაბამის ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. რიკარდ იოზვიაკი ასევე წერს, რომ გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების დონეზე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ცნობისთვის, აღნიშნული ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ფინანსდება.  

დიდი ბრიტანეთი რუსეთის თავდაცვის ატაშეს აძევებს

ბრიტანეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გააძევებს რუსეთის თავდაცვის ატაშეს, გააუქმებს დიპლომატიურ სტატუსს ზოგიერთ საკუთრებას და შეზღუდავს რუსეთის დიპლომატიური ვიზების ხანგრძლივობას, იუწყება Reuters-ი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განმარტა, რომ ეს ქმედება მოჰყვა რუსეთის მავნე აქტივობის მაგალითს ბრიტანეთისა და ევროპის მასშტაბით. აპრილში ბრიტანელ კაცს ბრალი წაუყენეს სავარაუდო მტრული სახელმწიფო საქმიანობისთვის, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ იყო გამიზნული. მათ შორის, ლონდონში, უკრაინასთან დაკავშირებულ კომერციულ საკუთრებაზე ცეცხლსასროლი იარაღის თავდასხმისთვის, ადამიანების სავარაუდო დაქირავებით. „ჩვენ გავაძევებთ რუსეთის თავდაცვის ატაშეს, რომელიც არის ოფიციალურად გამოუცხადებელი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი,“ - განუცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტს. „ჩვენ მოვუხსნით დიპლომატიურ სტატუსს რუსეთთან დაკავშირებულ რამდენიმე საკუთრებას დიდ ბრიტანეთში... ჩვენ ვაწესებთ ახალ შეზღუდვებს რუსეთის დიპლომატიურ ვიზებზე, მათ შორის, ვაზღუდავთ რუსი დიპლომატების დიდ ბრიტანეთში ყოფნის ხანგრძლივობას,“ განმარტა კლევერლიმ.  

შსს აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ თბილისში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იშლება. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მან დეზინფორმაცია უწოდა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. მისი საუბრის დროს, ბრიფინგის ოთახში დადგმულ მონიტორზე გადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში აქციის დაშლისას გადაღებული კადრები, რომლებიც სამართალდამცველთა მიერ გამოყენებულ ზომებს ასახავდა. კუპატაძის თქმით, „ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.“ „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, „როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ. ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა. განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით. ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს. ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული," - განაცხადა კუპატაძემ. ომბუდსმენი: პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო პრეზიდენტი შს მინისტრს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს „შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“  

ლიეტუვა მზადაა, უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნოს საწვრთნელი მისიით - პრემიერი

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ ვილნიუსი მზად არის სამხედრო პერსონალი გაგზავნოს უკრაინაში  - საწვრთნელ მისიაში, მაგრამ კიევს ასეთი მოთხოვნა ჯერ არ დაუყენებია. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. შიმონიტემ განმარტა, რომ მას აქვს პარლამენტის ნებართვა, განათავსოს ჯარები უკრაინაში საწვრთნელი მისიისთვის. შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ მანვე განმარტა, რომ მოსკოვი ამას პროვოკაციაად განიხილავს. „რუსეთის რეაქციაზე რომ გვეფიქრა, კიევს ვერაფერს გავუგზავნით,“ განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.  

ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის კუთვნილი გაყინული აქტივებიდან მოგების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. თუ ხსენებულ გეგმას დაამტკიცებენ, კიევმა შესაძლოა, წელიწადში დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარი მიიღოს. „ეს თანხა მოხმარდება უკრაინის აღდგენას და სამხედრო დაცვას რუსეთის აგრესიის კონტექსტში,“ წერს ბელგიის მთავრობა. მანამდე ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, რომ ამ თანხის 90% იარაღის შესყიდვას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, დანარჩენი კი - ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს. Reuters-ი წერს, რომ მოგების ზუსტი მოცულობა დამოკიდებული ინება საპროცენტო განაკვეთებზე, ვინაიდან რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი დაახლოებით 210 მილიარდი დოლარი, რომელიც გაყინულია, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული სხვადასხვა ვალუტაში.  

გიტანას ნაუსედა: საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება, დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება

საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას, ვინაიდან, ეს იმედგაცრუებას გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ახლა ქუჩებშია და თავის პროტესტს გამოხატავს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არ მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიციროთ, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს,” - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება უდრის “ქართულ სივრცეში რუსული კულტურის, რუსული მეთოდიკის გადატანას.” “ეს საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილია. საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება, დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება,” - განაცხადა ნაუსედამ. ლიეტუვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავისას მიაღწევს. „ისინი ერთგულნი არიან მსგავსი სახის მცდელობების წინააღმდეგ იბრძოლონ, ევროპა ამის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს. საქართველოს შანსი აქვს, საქართველოს დღეს აქვს შანსი.. ასე რომ, მივცეთ საქართველოს საშუალება, იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ მის სამოქალაქო საზოგადოებას, იმოქმედოს,” - განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ბორელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის ბოლოს მიენიჭა.  

ირაკლი კობახიძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შინაარსი

„ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. კობახიძის თქმით, მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი განუმარტა. მისივე თქმით, ის მზადაა, ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით. „ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. OSCE/ODIHR-მა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.  მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი  

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას,” - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 7 მაისიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან მათთან შედის სატელეფონო ზარები, რომლებიც ე.წ. "რუსულ კანონს" უკავშირდება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. საია მოუწოდებდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულიყვნენ ამ მოვლენით. „2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია,” - წერია საია-ს განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, 8 მაისის საღამოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, 20 აპრილს უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გათავისუფლდნენ. ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება.  

სომხეთი უარს ამბობს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის (CSTO) დაფინანსებაზე

სომხეთი არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) დაფინანსებაში, განაცხადა ერევანმა 8 მაისს. Factor.am-თან საუბრისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ სომხეთი არ შეიტანს წვლილს CSTO-ს 2024 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასული წლის ნოემბერში მიიღეს. CSTO, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, მოიცავს რუსეთს, სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს. 2018 წლის რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა სტაბილურად ამყარებს კავშირებს დასავლეთთან, ხოლო რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. ფაშინიანი ცდილობდა უსაფრთხოების კავშირების დამყარებას სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა, საფრანგეთი, აშშ და ინდოეთი. ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთი კიდევ უფრო ცდილობდა რუსეთისგან დისტანცირებას და არაერთხელ მოიხსენიებდა მოსკოვს არასანდო პარტნიორად. ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განმარტა, რატომ არ დაესწრო პუტინის ინაუგურაციას ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი სომხეთი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებაში, ერევნისთვის რაიმე სარგებელს ვერ ხედავს - ფაშინიანი  

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მას თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ფოტოებზე ჩანს, რომ ის ნაცემია. დიმიტრი ჩიქოვანი მასზე ძალადობას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ გაპროტესტებას უკავშირებს. შეგახსენებთ, პოლიციელებს ძალადობაში ასევე ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.  

მილერის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას

აშშ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან გავრცელებული ანტიდასავლური რიტორიკის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციცაზე განაცხადა. მას ჰკითხეს „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე „შეფასება არ აქვს.“ „მხოლოდ იმას ვიტყვი, როგორც უკვე ვთქვით ბოლო რამდენიმე დღეში, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით - არამხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება, არამედ, ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის. ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს და საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და, ძალიან აშკარად, საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს,” - განაცხადა მილერმა.   შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.  მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი  

„დარჩით ევროკავშირის გზაზე" - ელჩი ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე. საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს. წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით! ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. ასე რომ, მოდი, აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ,“ ნათქვამია ელჩის განცხადებაში. შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.  მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი  

შსს-ს განცხადებით, 8-9 მაისის აქციებზე ექვსი პირია დაკავებული

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, პარლამენტთან, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ყველა დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებში, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თამაზაშვილმა განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში ისროდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.“ თამაზაშვილის თქმით, 15 აპრილიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ცკპდ-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავა. საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებდა თვალს, რომ მიმდინარე აქციების პერიოდში, პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერებსა და თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთს. აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდმა თანამშრომელმა, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8-9 მაისს 6 პირი დააკავა. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო. ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი. 1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები. 1-ელ მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა. ასევე, პირველ მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება," - განაცხადა თამაზაშვილმა. ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, თბილისში გამართული აქციები მშვიდობიან ხასიათს ატარებს და პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა უკანონოა, ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.  

დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეების მისამართით განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, რომელიც შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ გზავნილებს შეიცავს, განცხადებას ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე, ომბუდსმენი მიმართავს მოქალაქეებს, რომ სიცოცხლის მოსპობით, ან სხვა ტიპის მუქარების მიღების შემთხვევაში მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. „7 მაისიდან ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებს, ტელეფონით უკავშირდებიან უცნობი პირები და აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ მოქალაქეთა განცხადებით მათ კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით. გარდა შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის მატარებელი გზავნილებისა, რიგ შემთხვევებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ეს საუბარი მუქარის შემცველია. სახალხო დამცველს არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არამხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ან/და ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე ჯგუფისთვის. ამასთან, პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს და აღნიშნული დემოკრატიული პროცესების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუ რომელიმე ჯგუფისთვის მიუღებელია მოქალაქეების მიერ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები და სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება, ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიკეთეა და აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. ამდენად, დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს და გამოიწვევს თვითცენზურას საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, ხოლო იმათ, ვინც ამისგან თავს არ შეიკავებენ, ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ გამოხატვას შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით ანგარიშსწორება მოჰყვეს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის დაშვება და ხელშეწყობა, ეს დამაზიანებელია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის, მსგავს ფაქტებს შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი ჰქონდეს სხვა მოქალაქეებზეც საკუთარი მოსაზრებების შეუფერხებლად გამოხატვის თვალსაზრისით. როგორც 8 მაისს გახდა ცნობილი, ზარების განხორციელების ნაწილში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომლის მხრიდან დროული შეფასებები უმნიშვნელოვანესი იქნება. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება მოქალაქეებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე, გაატარონ ყველა ეფექტიანი ღონისძიება მუქარის ავტორების დადგენისა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ასევე, მიმართავს მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით, ან სხვა ტიპის მუქარების მიღების შემთხვევაში, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს," - წერია განცხადებაში.  

იოზვიაკი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული

8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და ყველაერი განიხილება. რიკარდ იოზვიაკი ასევე იუწყება, რომ 7 მაისს ბრიუსელში ელჩების დონეზე გაიმართა დისკუსია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ე.წ. უცხოური „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს უკავშირდება. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, 27-დან 26 წევრმა შეშფოთება გამოხატა, - გამონაკლისი იყო უნგრეთი. „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“  პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს - 83 ხმით, მეორე მოსმენით კი - პირველ მაისს - ასევე 83 ხმით. დარჩენილია მესამე, ფინალური მოსმენა. შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.  მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი  

რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ევროპის დღეს უკრაინაში ჩავიდა. კიევის რკინიგზის სადგურში მას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი დახვდა. „დავბრუნდი მამაცთა მიწაზე, კიევში ევროპის დღეს“, – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

გომელაური: ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა

შს მინისტრი მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია კანონით დადგენილ ნორმებში. ვახტანგ გომელაურის თქმით, „დანაყოფები გაწვრთნილები და აღჭურვილები არიან, როგორც ევროპულ ქვეყნებში და მათ ჰქონდათ ერთობლივი წვრთნები აშშ-ის დანაყოფებთან ერთად.“ ამით ის გამოეხმაურა კრიტიკას, რომ პოლიციამ აქციებზე ძალას გადაამეტა. „სპეციალურად შევარჩიეთ და გავუშვით ის კადრები, ეს იყო მცირე ნაწილი, რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, მსოფლიოში, ეს სტანდარტულია. არაერთხელ გაჟღერდა, რომ ჩვენი დანაყოფები არასწორად იყენებენ ძალებს. მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენი დანაყოფი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი და პოლიციური ძალები გვყავს გადამზადებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ჰქონდათ ერთობლივი წვრთნები აშშ-ის დანაყოფებთან ერთად. ეს დანაყოფები გაწვრთნილები და აღჭურვილები არიან, როგორც ევროპულ ქვეყნებში. ჩვენთან რაღაც ახალი არ ხდება. მოვუწოდებ ამ ბავშვების მშობლებს, გამოხატონ აზრი, სიტყვის თავისუფლება ჩვენთან დაცულია, ჩაატარონ აქცია, თუმცა ზღვარს არ უნდა გადავიდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები ცოტანი ვართ ძალიან, ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდობა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით. 20 პროცენტიც არ გამოგვიყენებია ბოლო წლების განმავლობაში, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს,“ – განაცხადა გომელაურმა. „ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარი, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო  შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა,“ – განაცხადა გომელაურმა. „გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს,“ აღნიშნა შს მინისტრმა.  

ომბუდსმენი თავდასხმებზე: ძალადობას სახელმწიფომ მკაცრად უნდა უპასუხოს

სახალხო დამცველი ეხმიანება „2024 წლის 8 მაისის საღამოს საათებში ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაზეც 8 მაისის შეფასებაშია აღნიშნული.“ „სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ  და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. 8 მაისის საღამოს, თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე, ასევე - ოპოზიციონერ პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძის ძმასა და ერთ-ერთ აქტივისტზე.  

რუმინეთის ელჩი: ევროკავშირი საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის არსებითი საფუძველია

რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი არის პოლიტიკური თავისუფლების და კანონის უზენაესობის სივრცე, რომელიც 27 სახელმწიფოს აერთიანებს. „ევროკავშირი საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის არსებითი საფუძველია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი და მტკიცე სიმბოლოა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვამაყობ იმით, რომ 2008 წლის ოქტომბრიდან რუმინეთს მუდმივად ჰყავდა ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლობა მისიაში,“ აღნიშნავს რუმინეთის ელჩი. 9 მაისი ევროპის დღეა. „ევროკავშირი არის პოლიტიკური თავისუფლების და კანონის უზენაესობის სივრცე, რომელიც მოიცავს 27 სახელმწიფოს, რომლებშიც ცხოვრობს 450 მილიონი მოსახლე. ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და კონკრეტული წვლილი საქართველოსთვის, არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც აკვირდება სიტუაციას ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში. 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან დაწყებული, რუმინეთის ასობით მოქალაქეს უმსახურია სადამკვირვებლო მისიაში. რუმინეთს ამჟამადაც ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტინგენტი მისიის ფარგლებში. გვსურს, გამოვიყენოთ შესაძლებლობა და მივულოცოთ ყველა რუმინელს, რომელსაც 16 წლის განმავლობაში უმუშავია მისიაში და წვლილი შეუტანია ამ ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელებაში,“წერს თავის მხრივ რუმინეთის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. „დარჩით ევროკავშირის გზაზე" - ელჩი ჰერჩინსკი