ძებნის რეზულტატი:
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი აქტივობა მის მიერ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და სწორედ მათ მისწრაფებას უჭერს მხარს აშშ. პატელი იხსენებს საქართველოს მთავრობის განაცხადს, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისეთ ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც NATO-ა, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ მთავრობის ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება. „ვფიქრობ, აქ მთავარი ის არის, რომ ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, ქართველი ხალხის მისწრაფებებს არ შეესაბამება - არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ, ქართველი ხალხის მიერ თვითგამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისეთ ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც NATO-ა, მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება,“ - განაცხადა ვედანტ პატელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ შესაძლო ქმედებებისა და შედეგების საჯაროდ განხილვას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მთავარი მოადგილის თქმით, თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ფლობს. „ჩვენ თბილისში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ ცნობები გვაქვს. როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია,“ - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.
USAID-ის ხელმძღვანელი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის უარყოფით შედეგებზე საუბრობს
აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის განცხადებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას და ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატურას. „საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები ატარებენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, რაც გამოხატავს მათ იმედებს ევროპასთან ინტეგრირებულ აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალზე. ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ძირს გამოუთხრის საქათველოს ევროკავშირის კანდიდატურას,“ წერს USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
რუსეთის რკინიგზაზე, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევაა. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ „ვოლგისპირეთის რკინიგზის“ ცნობას, რომ 14 მაისს, შუაღამის შემდეგ, სადგურ კოტლუბანთან რელსებიდან ვაგონების გადასვლა გამოიწვია „უცხო პირთა ჩარევამ“. დეტალები დაკონკრეტებული არ არის. რუსული ინტერნეტგამოცემა Baza კი, წერს, რომ რკინიგზაზე დრონით შეტევის შედეგად, რელსებიდან გადავარდა ცხრა ვაგონი. ხანძარი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ ორ ცისტერნას. ერთი აფეთქდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რკინიგზის ამ მონაკვეთზე მატარებლების მიმოსვლა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, დილის 6 საათიდან განახლდა.
ჯონ ბასი: საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ბასი ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოს მთავრობას ქვეყანა გადაჰყავს ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით,“ - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი, რომელიც 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოვიდა. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
Freedom House: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი. „თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად, ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ მიმართ : დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. Freedom House გმობს საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების გამოყენებას. „ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარითა და თავდასხმებით. ეს რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. Freedom House შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების შესაჩერებლად დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს. „ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. თუ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მისი დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღებენ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ. საქართველოს დემოკრატიული გზისთვის გადამწყვეტი ეტაპი დგას. დემოკრატიული მთავრობები ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და გააგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს არ მოითმენენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კანონს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ ეს გააძლიერებს შეერთებული შტატების ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შეამცირებს და საბოლოოდ აღმოფხვრის რუსეთზე დამოკიდებულებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში. „ახალი კანონი აღადგენს ამერიკის ლიდერობას ბირთვულ სექტორში. ის ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომავალი თაობებისთვის და უპრეცედენტო 2.72 მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსებით, რომელიც კონგრესმა ახლახან გამოყო პრეზიდენტის მოთხოვნით, ის შეერთებულ შტატებში გამდიდრების ახალ შესაძლებლობებს გაააქტიურებს და მკაფიო გზავნილს გაუგზავნის ინდუსტრიას, რომ მზად ვართ გრძელვადიანი ზრდისთვის ჩვენს ბირთვულ სექტორში“, - აღნიშნა სალივანმა. ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალაში 90 დღეში შევა.
Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი მარი სტრათერსი აცხადებს, რომ „ამ დამაზიანებელი კანონპროექტის წინწაწევისას, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო დონეს მიაღწია." "ის, თუ როგორ იქნა ეს კანონპროექტი მიღებული - ძალაუფლების დერეფნებში პოლიტიკური ოპონენტების იურიდიული პროცედურებით ჩახშობით, როცა დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აპატიმრებდნენ გარეთ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის პირობებში - აჩვენებს ამ კანონპროექტის მავნებლურ გავლენას, რისი აშკარა სამიზნეც ადამიანის უფლებებია," - წერია განცხადებაში. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისი ძალისხმევა გამოხატვის, ასოციაციების და მშვიდობიანი შეკრების უფლებების ჩასახშობად. მათ დაუყოვნებლივ უნდა უარყონ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ბრძანების გაცემის უმაღლესი ეშელონების ჩათვლით, უნდა დადგეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეჭვმიტანილი იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაში - მათ შორის პოლიციელების, რომლებიც ძალას უკანონოდ იყენებენ," - აცხადებს Amnesty International-ი. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოვიდა. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
რუსეთში, არხანგელსკის ოლქში რუსული საკრუიზო გემი იწვის
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და რუსული მედიის ცნობით, გემს ადრეც გაუჩნდა ცეცხლი. რუსეთის სამინისტროს ცნობით, გემის ზედა გემბანზე, 936 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარი იყო. მათივე ცნობით, ხანძარი ჩააქრეს. შემთხვევის ადგილზე 42 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემზე ხალხი არ იყო. „ლომონოსოვი“ ერთი წლის წინათაც იწვოდა. საინფორმაციო გამოცემა Fontanka.ru-ს ცნობით, ხანძარი M.V. ლომონოსოვის საკრუიზო გემი დაახლოებით ერთი წლის წინ, 2023 წლის მაისში გაჩნდა. ხანძარი ქვედა გემბანზე მდებარე ძრავის განყოფილებაში გაჩნდა, როდესაც გემი მშრალ ნავსადგურში იმყოფებოდა არხანგელსკის სარემონტო და ტექნიკური ბაზაზე.
ბლინკენი ზელენსკის კიევში: სამხედრო დახმარება გზაშია
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც უკრაინაში დღეს, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ სამხედრო დახმარება "ახლა გზაშია." ამერიკელი დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტს არწმუნებს, რომ იარაღი "რეალურ ცვლილებას შეიტანს" ბრძოლის ველზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ზელენსკიმ ამერიკელ დიპლომატს განუცხადა, რომ ხარკოვისა და რეგიონის დასაცავად Patriot-ის კიდევ ორი საზენიტო სარაკეტო სისტემაა საჭირო. მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ის რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რადგან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საშუალებები თავდაცვის ძალებისთვის „ყველაზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს.“ „ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ორი Patriot-ი ხარკოვისთვის და ხარკოვის ოლქისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, ხარკოვში მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები რუსეთის მხრიდან მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ქვეშ იმყოფებიან. „რა თქმა უნდა, მინდა, განვიხილო უსაფრთხოების გარანტიები, როგორ მუშაობენ ჩვენი გუნდები მასზე და სამშვიდობო სამიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ შეერთებული შტატების მონაწილეობა, ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ სამშვიდობო სამიტზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. აშშ-ის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამერიკის მიერ დაფინანსებული დახმარება, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზე მიდის, მოიცავს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას და ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ მართვად რაკეტებს. ეს ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ცდილობს, შეაჩეროს რუსეთის მთავარი შეტევა უკრაინის მეორე უდიდეს ქალაქ ხარკოვის მახლობლად - ხარკოვის რეგიონში ტრანსსასაზღვრო შეტევა არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო შეტევა ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
პარლამენტში სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების წინ, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 14 მაისს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. თითოეული დეპუტატის გამოსვლის ხანგრძლივობა 4 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაახსენა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საქმიანობის დროს პრეზიდენტობის კანდიდატის, გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ვითარება ამის შემდეგ დაიძაბა. შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაადანაშაულა აქციის მონაწილეებზე სახლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზებაში. ხაბეიშვილმა სამხარაძეს მიმართა, რომ მას „თავში ნაგვის ყუთი აქვს.“ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი სამხარაძის მისამართით მან განაცხადა, რომ სამხარაძის დაორგანიზებულია ახალგაზრდებთან მივარდნა და თავპირის ლეწვა." სამხარაძემ ოპონენტის მისამართით შეიგინა და მისკენ დაიძრა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი მანდატურებმა გააჩერეს. სხდომა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მცირე შესვენების შემდეგ პარლამენტის სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა, რის შემდეგაც „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტის შენობის გარეთ დემონსტრანტები სადავო კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი, პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ობმუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი „ასეთი ფორმით“ არ მიიღოს
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი ევროპულ მისწრაფებებს უნდა შეესაბამებოდეს, პარტნიორებთან ურთიერთობებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ზიანს არ აყენებდეს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცესს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია, განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია დეტალურად მიმდინარე წლის 11 აპრილს გააცნო საზოგადოებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი. სადავო კანონპროექტის განხილვას დემონსტრანტები პარლამენტის შენობის გარეთ აპროტესტებენ. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი, პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
როთი: საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ დელეგაციასთან საუბარზე უარი განაცხადა და მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. „საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, ჩვენ აქ ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, თუმცა ის პარლამენტის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში შეგვხვდა,“ წერს მიხაელ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. „ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის," - წერს შემდეგ პოსშტი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან, ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. ცნობისთვის, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება, ვინაიდან მათ ვიზიტისთვის კარგი დრო არ შეარჩიეს. შეგახსენებთ, ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ.
როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს მიიღებს - გრანტ შაპსის პასუხი
„რა იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ დღეს საქართველოს პარლამენტი ამ კანონს მიიღებს,“ - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თან ინტერვიუში პასუხობს შეკითხვას ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, თუმცა იქ რა თქმა უნდა - უფრო აგრესიული. „პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გამოყენებით, სხვა ქვეყნებში ისე, რომ ეს სამყაროსთვის კარგი არ არის, კარგი არ არის თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის. ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ [რუსულ] გავლენას და ძალიან ვახალისებთ ხალხს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ამ გავლენას. მგონია, რომ ასე უნდა მოიქცნენ [...] პუტინმა აჩვენა, სულ მცირე საქართველოში მაინც, რომ ის არ არის კარგი მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის,“ ამბობს ბრიტანელი მაღალჩინოსანი. ე.წ. უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებით, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობასთან შეშფოთება გამოხატა შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
მთავრობა: ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს კანონის მიღების საჭიროება განუმარტა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა „გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, 13 მაისს, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. ჯეიმს ო'ბრაიენი მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევ კანონპროექტს პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიღებას გეგმავენ. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
შარლ მიშელი: იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს,“ ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე გააკეთა. „გულწრფელად რომ ვთქვა, მე, პირადად, იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ მქონდა საშუალება შემესრულებინა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორე, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში არ იყო 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დავრწმუნდით, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი არჩევანი იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო და ჩვენ მათ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე კვირაში ვხედავთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა, რომ ვეტოს უფლება აქვს,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიენს იმედი აქვს, რომ დაარწმუნებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ პირობები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ვაკვირდებით გარკვეულ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტში ვიმყოფებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს და ჩვენ ამას ნათლად ვაცხადებთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წარმატებას მივაღწევთ, დავარწმუნოთ ისინი, შეასრულონ პირობები, რომლებიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,“ - აღნიშნა მიშელმა.
პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო
დღეს, 14 მაისს, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო, ხალხმრავალი პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი პლენარულ სესიაზე, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღეს. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა, რითაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
მირიამ ლექსმანი: ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა - დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს
„ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა, “ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება და ევროპული ინსტუტიტების ლიდერებს ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ევროდეპუტატის თქმით, ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოს ინტერესებზე წინ დგას. „ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. დროა, ევროკავშირმა ოლიგარქს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგეს,“ - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას წელსვე ისურვებდა
კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მასპინძელმა სთხოვა, ეპასუხა, რომელ წელს ისურვებდა სომხეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. „რომელ წელს? ამ წელს," - უპასუხა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერმა 2024 წლის კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. ის დაესწრო დისკუსიას სახელწოდებით "ფრონტიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა." თავის მიმართვაში ფაშინიანმა სასიხარულო ამბად მიიჩნია, რომ „სომხეთში დემოკრატია მართლაც რეალობად იქცა.“ სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე
„ეს რუსეთის ჩარევაა საქართველოში“ - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თან ინტერვიუში აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის ჩარევას ხედავს. გაერთიანებული სამეფო „მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ქვეყანაში რუსეთის გავლენას ეწინააღმდეგება.“ „ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში, თუმცა, რა თქმა უნდა - უფრო აგრესიული. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ კი, გავლენის გამოყენებით სხვა ქვეყნებში, რაც კარგი არ არის ამ სამყაროსთვის, კარგი არ არის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის. ამგვარად, ვგმოთ ამ გავლენას და ძალიან ვახალისებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას. პუტინმა სულ მცირე საქართველოს შემთხვევაში მაინც აჩვენა, რომ ის სასიკეთო რამ არ არის მსოფლიოსთვის და მისი მეზობლებისთვის,” - ამბობს შაპსი. მან უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობის პასუხი, თუ საქართველოს პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონს მიიღებს, რაც მოსალოდნელია.
ნორვეგიის საგარეო უწყება - „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე აცხადებს, რომ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს. „ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის, მის ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს უქმნის და დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას ზიანს მიაყენებს. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს,“ - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.