ძებნის რეზულტატი:
ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ აცხადებენ, რომ პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმზე გადადიან. „ამ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი, გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში,“ - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად „საბოლოო გეგმას“ გააცნობენ საზოგადოებას, „თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას.“ „ლელოს“ ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში - „როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია.“ „ვფიქრობთ, რომ პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. პარლამენტის მუშაობას პოლიტიკური ბოიკოტი „სტრატეგია აღმაშენებელმაც“ გამოუცხადა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
რობერტა მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! - ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად
„თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად,“ - ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას ქართულ ენაზეც ეხმაურება. „თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად,“ - წერს რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
გაერო საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის უარყოფით შედეგებზე აფრთხილებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. „სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება, დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად,“ წერს ორგანიზაციის წამომადგენლობა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა. შესაბამის ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამჟამად აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას. 14 მაისის 17:15 საათისთვის შსს მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე შსს-მს გაავრცელა განცხადება, რომ „საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.“ „სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს,“ წერდა შსს.
სენატორი რიში: საქართველოს მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს
ამერიკელი სენატორი „ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებას ეხმაურება. „დღეს სამოქალაქო საზოგადოების დამაზიანებელი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს,“ წერს რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
დანია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს "უცხოური აგენტების კანონი" კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მესამე მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ პარტიას მოუწოდებს, გაიწვიოს კანონი. „საქართველოს "უცხოური აგენტების კანონი" ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ახლა იგი მიიღეს საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უკან წაიღოს კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება,“ წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები“ - პოლონეთის საგარეო უწყება
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები. "გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები," - წერს პოლონეთის საგარეო უწყება. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
ლატვიის პრეზიდენტი: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური აგენტების კანონი" შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან
"საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან," - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი წერს. „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოელი აგენტების კანონი" შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან. ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის. ამავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას," - წერს ედგარს რინკევიჩსი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
„ჯიმ ო'ბრაიენთან პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის პირისპირ შეხვედრა, პრემიერთან გამართული შეხვედრის მსგავსად, დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევარი გაგრძელდა. „საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის შინაარსი საჯარო არ არის,“ იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა 12 მაისს რომ ამ კანონის „გააპატიოსნებაში“ არ ჩაერთვება. დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. „პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს,“ - იუწყებოდა ზურაბიშვილის ადმინისტრაცია. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
გაერთიანებული სამეფო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი
გაერთიანებული სამეფო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის საკითხებში ნუსრათ განიმ განაცხადა, რომ „კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია.“ „როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს. ეს კანონი და თანხმლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება NATO-ს-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას ავღნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი,“ წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. გასულ კვირას ევროპის საკითხებში მინისტრმა ნუსრათ განიმ არასაჯაროდ, პარლამენტისადმი საპასუხო წერილში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა თბილისში, პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრების დროს," თანმიმდევრულად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს შეშფოთება შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით." მანვე განმარტა, რომ „ეს საკითხი გასულ თვეში თავად განიხილა საქართველოს ელჩთან ლონდონში.“ აღსანიშნავია ასევე, რომ მინისტრის ერთადერთი საჯარო გამონათქვამი სოციალურ მედიაში იძებნება, რომელიც 10 დღის წინ გამოაქვეყნა. ის გამოდიოდა გაფრთხილებით, თბილისში „მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ,“ რაც მისი თქმით, "არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებსა და რისკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს." პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
„ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს“ - ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების გზავნილები
ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აღარ უნდა გამოიტანოს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციაა კანონში ცვლილებები, თუმცა ის ვერ შეცვლის კანონის აზრს. „დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს [ნიკოლოზ სამხარაძეს] შევხვდით. მოვისმინეთ ის რას ამბობდა, ის რეალურად მთელი პარტიის აზრს წარმოადგენდა. ვიცით იმ პატარა ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. არსებითად, რასაც გვეუბნებიან, ცვლილებები შეეხება “უცხოური აგენტისთვის” სხვა სახელის დარქმევას. ეს ძალიან პატარა ცვლილებებია, ისინი მთლიან ვითარებასა და ამ კანონის მთლიან აზრს ვერ შეცვლიან. ასე რომ, რეკომენდაციაა არა რამე ცვლილებებს მიმართოთ, არამედ, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და გამოიყენებს ვეტოს, და შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გასულ წელს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ როგორღაც მათ ხელახლა გამოიტანეს ის. და მეორე ჯერ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ხელახლა არ გამოიტანენ მას პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ,” - განაცხადა ტინკინენმა. თავის მხრივ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს. „ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ არის, რომ დაკარგავთ რეპუტაციას და სანდოობას და ამ გამოწვევებით სავსე დროს რეპუტაცია და სანდოობა არის ძალიან დიდი, დიდი, დიდი პლუსი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგან არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის. დიახ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, პარლამენტარები ითხოვენ სანქციებს, ჩვენ არ ვსხედვართ მძღოლის სავარძელში, მაგრამ ცხადია, ჩვენ დაგვჭირდება სიცხადე ევროკავშირის მხრიდან და ყველაზე უფრო მკაცრი სანქცია არის, რომ კანდიდატის სტატუსი უფასურდება. ივნისში ევროკავშირი და ევროკომისია აპირებენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ სად არის საქართველო? ეს არის საშინელება. ასევე არ ვართ დარწმუნებული, რომ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, რადგან ჩვენ არ გვსურს ახალგაზრდა თაობის დასჯა. ასეთი შეჩერება ძალიან ძვირი დაუჯდება იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ევროკავშირისა და ჩვენი მთავრობების მიმართ არის, რომ საქმეს ჩვეულ რეჟიმში ვერ გავაგრძელებთ,“ - აღნიშნა როთმა. პოლონეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბოგდან კლიჰმა ხაზი გაუსვა, რომ პარადოქსულ სხვაობას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ გზას. „ერთი მხრივ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მეორე მხრივ - არსებობს იმ ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოხატულია ხელშეკრულებებში, არამედ, იმიტომაც, რომ ისინი ჩვენს გულებსა და გონებაშია. ქართული საზოგადოების ადგილი ევროპაშია. და ეს არა მხოლოდ იმიტომაა, რომ ქართველების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ იმიტომაც, რომ ქართველები იმავე ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ამ სხვაობას, ამ პარადოქსულ სხვაობას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ამ ევროპულ გზას. აქ ჩამოვედით ქართველი მეგობრებისთვის იმის სათქმელად, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატეთ მათთან, ვინც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდა შეხვედრა. მან დაგვიდასტურა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც ამ წამს მიიღეს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ის წარდგენილი არ იქნება საქართველოს სასამართლო სისტემაში,” - განაცხადა კლიჰმა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი - ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს. მისი თქმით, თბილისში მყოფი დელეგაციის წარმომადგენლებს სურდათ, შეხვედროდნენ საქართველოს ინსტიტუტების წარმომადგენლებს. „სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, მივსულიყავით პარლამენტში. მათ თქვეს, რომ ეს მოხდა უსაფრთხოების მიზეზების გამო, თუმცა ჩვენ მივიღეთ ეს როგორც არის. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, შეხვედროდით მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა მოგვეცა შანსი, შეხვედროდით ჩვენს კოლეგას „ქართული ოცნების“ შტაბში, სადაც შევძელით, შეხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს. ჩვენ ასევე გვქონდა პატივი, შევხვედროდით საქართველოს პრეზიდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას,“ - აღნიშნა ფიშერმა. კომენტარებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ იქნება,“ - აცხადებს თავის მრივ, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავიოლიონისი. რადიო თავისუფლების კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, ამავდროულად კი, არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რომელთაც „ქართული ოცნება“ 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება, ჟიგის პავილიონისმა უპასუხა: „გადახედეთ ისტორიას. ლიეტუვა 1997 წელს მეტ-ნაკლებად საქართველოსავით იყო - ბრიუსელს არ ვუსმენდით. ვამბობდით, „ოჰ, ეს ევროპელები!“ და 1997 წელს გაწევრების მოლაპარაკებებში მიიწვიეს ესტონეთი და არ მიგვიწვიეს ჩვენ… შემდეგ იყვნენ რუმინელები და ბულგარელები… ევროკავშირის წევრები მხოლოდ საუკეთესონი ხდებიან. კონკურენციაში ხარ. ყველა ბიუროკრატი უნდა დაარწმუნო ევროკომისიაში, - ყველა ქვეყანა, ყველა თანამშრომელი, სამთავრობათაშორისო კონფერენცია. სულ ერთი მცირე რაღაცა და გარეთ რჩები! „ქართული კოშმარი“ კი ყველაზე უარესების კატეგორიაში იბრძვის. „უნგრეთი ცდილობდა ასეთივე კანონის მიღებას“. „ყირგიზეთმა მიიღო ახლახან“. ეს მიმართულება აქვთ აღებული. ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ არსებობს. ამას მხოლოდ საუკეთესოები მოახერხებენ“. საქართველოში იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები: პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 13 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი. პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისვროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგანებსა და საღებავებს. ასევე, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები განათავსეს საავტომობილო გზაზე. პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული დამცავი რკინის ღობე აღდგენილია და აქციის მონაწილეებს აქვთ საშუალება პროტესტი გამოხატონ პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე კანონით დადგენილი წესით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,” - ნათქვამია განცხადებაში. დღეს გავრცელდა ინფორმცია, რომ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან, დაკავებულებს შორის ერთ-ერთია 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. მის დაკავებას გრიგორიადისის დედა ადასტურებს.
თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა აკავშირებს და ის იმედოვნებს, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზანს, მან განმარტა, რომ ეს მიზანი სწორედ საქართველოსთან პარტნირობას უკავშირდება. „ახლახან დავასრულე შეხვედრები, მთელი დღის განმავლობაში, მთავრობის წევრებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შევხვდი პრეზიდენტს, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ოპოზიციას. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ მას სტრატეგიულ პარტნიორობად მივიჩნევთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ ბოლოდროინდელმა ზოგიერთმა სიტყვით გამოსვლამ და პარლამენტში განხორციელებულმა ქმედებებმა დაგვაფიქრა იმაზე, იზიარებს თუ არა /საქართველოს/ მთავრობაც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს. 1992 წლიდან საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. შეერთებულმა შტატებმა დახმარებაზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს მმართველი ინსტიტუტების განვითარებას, თავდაცვის, მთავრობის, მისი მარეგულირებელი ორგანოების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით. ასე რომ, 30 წელზე მეტია, აშშ არის საქართველოს ძლიერი პარტნიორი, ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. ჩვენ განსაკუთრებით დავაფასეთ ეს ურთიერთობა, ესწრაფოდა რა საქართველო ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებთან დაახლოებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისკენ სვლის ვალდებულება დააფიქსირა მთავრობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვამაყობდით, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ. ასევე ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინსვლასთან დაკავშირებით,“ აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მან კანონის ირგვლივ მიმდინარე საუბრებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა - თუ ხსენებულ პროექტს მიიღებდნენ, ამას შედეგიც ექნებოდა, რასაც ო'ბრაიენის თქმით, საქართველოს პრემიერმა იძულება უწოდა, თუმცა ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ეს ასე არ არის, რადგან თავად საქართველოს ჰქონდა არჩეული გზა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილს გულისხმობს - ამ ინსტიტუტებში კი, გარკვეული სტანდარტებია, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება აშშ-სთან პარტნიორობის გაძლიერების გზა. „აქ ჩამოსვლისას, შემაშფოთა, ორმა მიმდინარე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა საუბარმა. ერთი ეხება კანონს უცხოური გავლენის შესახებ. ამ კანონის ზოგიერთი მხარდამჭერი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოს უპირველესი ეროვნული ინტერესი უნდა იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც შეიძლება, ვიყოთ. ჩვენი ინტერესი არის საქართველო ევროკავშირთან და ტრანსატლანტიკურ ნორმებთან დაახლოება, ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა, გამჭვირვალობა. გულწრფელად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც წარმოდგენილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება, რათა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის ევროპული ნორმების შესაბამისობაში მოსაყვანად, საქართველოს წინსვლის გზაზე. დაგვპირდნენ, რომ კანონის ამოქმედებამდე ამის შესაძლებლობა იქნებოდა. მე ძალიან მკაფიოდ აღვნიშნე, რომ თუ კანონი ასეთი ფორმით იქნებოდა მიღებული, ამას შედეგები მოჰყვებოდა. პრემიერმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ჰყავთ შესაბამისი შემფასებლები, რომლებიც ამბობენ, თუ რა წესები მოქმედებს და ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობა და არა მათგან გადახვევა. საქართველოს გადაწყვეტილება, არ მოვიდეს შესაბამისობაში ევროპასთან, იქნება იმ გზის უარყოფა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული. ჩვენ გვჯერა და ამას ვხედავთ გამოკითხვებში, ვხედავთ ქუჩებში, გვესმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის, „ქართული ოცნებისგან“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისგან და სხვებისგან - ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის გაგრძელება და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, როგორც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით წინსვლისას. ასე რომ, თუ საკითხები, რაც დღეს განვიხილეთ, განხორციელდება და კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი დაზიანების, რაც ვშიშობ, რომ ახლა ხდება,“ აღნიშნა ო'ბრაიენმა და „გლობალური ომის პარტიის“ საკითხიც ახსენა. ამასთან, ამერიკელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა უარი მიიღო. „მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი სახის საუბარი, რომელიც მქონდა (მათთან.) კანონი კი, უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. აღნიშნული ფართო საუბარი „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს ეხება, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და რომ საქართველომ ზურგი უნდა შეაქციოს „გლობალური ომის პარტიის“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს. და რომ დასავლეთის მხრიდან არსებობს შეთქმულება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, მიუხედავად 12-წლიანი ძლიერი თანამშრომლობისა. თითქოს, Reddit-ის გვერდი გაცოცხლდა. ეს არის არარეალური, არასწორი და სრული გაუგებრობა საქართველოსთან საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობ შესახებ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც პრემიერმა გუშინ აღნიშნა. ჩვენ დავუკავშირდით ყველა დაინტერესებულ მხარეს სასაუბროდ. ჩვენ მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ჩვენი ურთიერთობები. ევროკავშირს აქ ჰქონდა დისკუსია და დაჰპირდნენ, რომ დრო დაეთმობოდა ამ კანონზე საუბარს. აქ ჩამოსვლამდე მე ვუთხარი, რომ გამიხარდებოდა ბატონი ივანიშვილის კიდევ ერთხელ ნახვა. პრემიერმა თქვა, რომ ის /იავნიშვილი/არ შემხვდება, რადგან ჩვენ დე ფაქტო სანქციები გვაქვს მასზე დაწესებული. ამ ეტაპზე მასზე არანაირი სანქცია არ არსებობს. ასეთი გავლენიანი ადამიანი, რომ ასე არასწორად იყოს ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და გულდასაწყვეტია. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, ეს ნიშნავს პირადი ინტერესის დაყენებას ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე მაღლა, [ვალდებულებაზე] რაც გულისხმობს მეტ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. ამიტომ ვამბობ, რომ კანონი მხოლოდ ერთი ნაწილია ფართო საუბრისა. მაგრამ ის ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება, გახდეს გარდამტეხი მომენტი დღემდე არსებულ კონსტრუქციულ და ნაყოფიერ თანმაშრომლობაში. თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მშვიდობიანი და გვინდა, რომ პოლიციამ მშვიდობიანად იმოქმედოს. ჩვენ გვინდა, მომიტინგეები ან სხვები არ დააშინონ – არც დემონსტრაციაზე, არც მათ სახლებში ან არ /ხელყონ/ მათი საკუთრება როგორც ეს ბოლო დღეებში მოხდა, ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ,“ განაცხადა ო'ბრაიენმა. ის განმარტავს, რა შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე აშშ-სთან ურთიერთობებს. „თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე ამოქმედდება და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა და სპეკულირება გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა საფრთხეშია. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: აშშ-ს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება გამოყოფილი საქართველოსთვის, რომლის დახარჯვასაც ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ნახევარი სამხედრო დახმარებაზე, ცოტა მეტი ან დაახლოებით მესამედი ეკონომიკური განვითარების პროექტებზე, ინსტიტუციების მშენებლობაზე და გარკვეული ნაწილი - სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა მიგვიჩნევენ მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად,“ აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, იქნება შეზღუდვები, თუ მმართველი გუნდი კურსს არ შეცვლის. „თუ კანონი ამოქმედდება ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის დარღვევით და ადგილი ექნება დემოკრატიის ძირის გამოთხრას და იქნება ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მაშინ ჩვენ გვექნება შეზღუდვები შეერთებული შტატებიდან. ეს არის ფინანსური და/ან მოგზაურობის შეზღუდვები ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებზე და მათ ოჯახებზე. მაგრამ მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მსურს, ეს მოხდეს, არამედ, იმიტომ, რომ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და NATO-სკენ - ძლიერი დემოკრატიით. იმედია, ეს ის გზაა, რომელიც დღეს ისევ დაიწყება. და თუ არა, ძალიან მალე გადავხედავთ ამ თემებს,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 13 მაისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა. ჯიმ ო'ბრაიენმა, საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. ის ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების, ოპოზიციის წარმომადგენლებს. ასევე - პრეზიდენტ ზურაბიშვილს.
პარლამენტთან აქციაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ. გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაეილ როთმა პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები.“ „მე აქ ნამდვილ ევროპელებს შევხვდი და მჯერა ახალგაზრდა თაობის ძალის. ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ჩვენი მოვალეობაცაა ამ ღირებულებების დაცვა და გარეთ მყოფი ყველა ამ ადამიანის მხარდაჭერა. ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები და ახლა შემდეგი ნაბიჯია, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი,“ - განაცხადა როთმა.
ნაუსედა: ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ
არავის აქვს ქართველი ხალხისთვის ევროპული ოცნების წართმევის უფლება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გინატას ნაუსედა X-ის პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება. არავის არ აქვს ხალხის ევროპული ღირებულებებით ცხოვრების სურვილის გაჩუმების უფლება”, - წერს ნაუსედა.
ო'ბრაიენი ივანიშვილზე: ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადსტურა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა უარი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში განმარტა, რომ ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ არის და შოკისმომგვრელია, როცა ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორ ინფორმაციას ფლობს. „აქ მოსვლამდე, ასევე აღვნიშნე, რომ მოხარული ვიქნებოდი, თუ ბატონ ივანიშვილს ვნახავდი, თუმცა პრემიერმა თქვა, რომ ის არ შემხვდებოდა, რადგან “დე ფაქტო სანქციების ქვეშ გვყავს.“ ამ ეტაპზე მის მიმართ არანაირი სანქცია არ არსებობს. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე არასწორად არის ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და იმედგამაცრუებელია. პრემიერის მხრიდან იმის თქმა, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რატომ ვერ ხვდება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მოქალაქეს, ნიშნავს ქვეყნის ინდივიდუალური ინტერესის მაღლა დაყენებას კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას გულისხმობს. ამიტომ ვამბობ, რომ კანონი მხოლოდ ერთი ნაწილია ფართო საუბრისა. მაგრამ ის ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ, ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება, იყოს გარდამტეხი ამ მომენტამდე კონსტრუქციული და პროდუქტიული პარტნიორობის საკითხში. თუ დემონსტრაციები იქნება, ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყოს მშვიდობიანი და გვინდა, რომ პოლიციის იქ ყოფნა ასევე იყოს მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა, რომ არ მოხდეს მომიტინგეების ან სხვების დაშინება - არც დემონსტრაციაზე, არც მათ სახლებში ან მათი ქონების წინააღმდეგ, როგორც ეს ბოლო დღეებში მოხდა, ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.
ო'ბრაიენმა საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი დაასახელა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოვიდა, აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა აკავშირებს და ის იმედოვნებს, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზანს, მან განმარტა, რომ ეს მიზანი სწორედ საქართველოსთან პარტნირობას უკავშირდება. „მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ შეერთებული შტატები ძალიან აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ ამას სტრატეგიულ პარტნიორობად მივიჩნევთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ ბოლოდროინდელმა ზოგიერთმა გამოსვლამ და პარლამენტის ქმედებებმა დაგვაფიქრა, იზიარებს თუ არა მთავრობა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს. 1992 წლიდან საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. შეერთებულმა შტატებმა დახმარებაზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას - სამხედრო სფეროდან დაწყებული, სამთავრობო და მარეგულირებელი ორგანოებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით დამთავრებული. ასე რომ, 30 წელზე მეტია, აშშ საქართველოს ძლიერი პარტნიორია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას, რადგან საქართველო ცდილობდა უფრო დაახლოებოდა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისკენ სვლის ვალდებულება დააფიქსირა მთავრობამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს სწრაფად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პროგრესზე NATO-ში გაწევრიანებისკენ,“ აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მან კანონის ირგვლივ მიმდინარე საუბრებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა - თუ ხსენებულ პროექტს მიიღებდნენ, ამას შედეგიც ექნებოდა, რასაც ო'ბრაიენის თქმით, საქართველოს პრემიერმა იძულება უწოდა, თუმცა ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ ეს ასე არ არის, რადგან თავად საქართველოს ჰქონდა არჩეული გზა, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილს გულისხმობს - ამ ინსტიტუტებში კი, გარკვეული სტანდარტებია, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება აშშ-სთან პარტნიორობის გაძლიერების გზა.
ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში: აშშ-ის დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ჩვენ განვიხილებით მოწინააღმდეგედ და არა - პარტნიორად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე აშშ-სთან ურთიერთობებს. „თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე წაიწევს წინ და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა და ცილისწამება გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა რისკის ქვეშ იქნება. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: აშშ-ს გათვალისწინებული აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ. ნახევარი სამხედრო დახმარებას მოხმარდება, უხეშად რომ ვთქვათ - ცოტა მეტი ან დაახლოებით მესამედი ეკონომიკური განვითარების პროექტებზე, და მეტიც - ინსტიტუციების მშენებლობაზე, ზოგიც - სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ახლა ჩვენ მოწინააღმდეგედ განგვიხილავთ და არა - პარტნიორად,“ აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, იქნება შეზღუდვები, თუ მმართველი გუნდი კურსს არ შეცვლის. „თუ კანონი წინ წაიწევს ისე, რომ ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება და მოხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა იქნება, მაშინ შეერთებული შტატებიდან ჩვენ დავინახავთ ფინანსურ და/ან მოგზაურობის შეზღუდვებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების მიმართ.მაგრამ მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მსურს, ეს მოხდეს, არამედ, იმიტომ, რომ მსურს, საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და NATO-სკენ - ძლიერი დემოკრატიით, და იმედი მაქვს, ეს ის გზაა, რომელიც დღეს ისევ დაიწყება. თუ არა - ძალიან მალე გადავხედავთ ამ თემებს,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.
რას ამბობს ჯეიმს ო'ბრაიენი „გლობალური ომის პარტიის“ „კონსპირაციის თეორიებზე“
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი გამოეხმაურა მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებას "გლობალური ომის პარტიის" თეორიაზე და განაცხადა რომ ესაა "ძალიან არასწორი" და "არარეალისტური." როგორც ო'ბრაიენმა აღნიშნა, ის, რომ „გლობალური ომის პარტიას“ სურს, "ქართული ოცნება" ჩამოაშოროს ხელისუფლებას, "არარეალურია." „გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც დანერგილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს და ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება საიმისოდ, რომ დავინახოთ რაიმე ნაბიჯი გამჭვირვალობის - ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში, საქართველოს წინსვლის პარალელურად. დაგვპირდნენ, რომ კანონის ამოქმედებამდე ამის შესაძლებლობა იქნებოდა. მე ძალიან მკაფიო ვიყავი, რომ თუ კანონს ამ ფორმით მიიღებდნენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა. პრემიერმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ცდილობს. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ჰყავთ გარკვეულწილად, მსაჯებიც, რომლებიც ამბობენ, რა წესები მოქმედებს და ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესი, ვიდრე მათგან გადახვევა. მაგრამ არსებობს აღქმა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება, არ იყოს თანხვედრაში ევროპასთან, იქნება იმ გზის უარყოფა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი. ჩვენ გვჯერა და ამას ვხედავთ გამოკითხვებში, ვხედავთ ქუჩებში, გვესმის ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის, „ქართული ოცნებისგან“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისგან და სხვებისგან - ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის გაგრძელება და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, როგორც ამას, უკვე 30 წელზე მეტია, ვაკეთებთ. ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით წინსვლის გზაზე. ასე რომ, თუ დღევანდელი საუბრების მიხედვით, კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი დაშლის, რაც ვშიშობ, რომ ახლა კეთდება,“ აღნიშნა ო'ბრაიენმა და „გლობალური ომის პარტიის“ საკითხიც ახსენა. „მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი სახის საუბარი, რომელიც მქონდა (მათთან.) კანონი კი, უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. აღნიშნული ფართო საუბარი „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს ეხება, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“ და რომ საქართველომ უნდა გადაუხვიოს „გლობალური ომის პარტიის“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს. და რომ დასავლეთის მხრიდან არსებობს შეთქმულება, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში, მიუხედავად ჩვენი 12-წლიანი მყარი თანამშრომლობისა. თითქოს, Reddit-ის გვერდი გაცოცხლდა. ეს არის არარეალური, არასწორი და სრულიად არასწორი გაგება საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობისა საქართველოსთან,“ ამბობს ბლინკენის თანაშემწე. ამავე პრესკონფერენციაზე მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჰქონდა დისკუსია „აქ და მიიღო პირობა, რომ დრო ექნებოდა კანონზე სასაუბროდ.“
ირაკლი კობახიძე: ჯიმ ო'ბრაიენთან ორსაათნახევრიან შეხვედრაზე სანქციები ნახსენები არ ყოფილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-მ სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს, მხოლოდ ოფიციალური ვაშინგტონის რეპუტაცია დაზიანდა და ასევე მოხდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში. „პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ სანქციები არავითარი ფორმით არ იყო ნახსენები ორსაათნახევრიან შეხვედრაზე, რომელიც შედგა ჩვენს შორის, რაც შეეხება ბრიფინგს, ეს ბრიფინგი მე მოვისმინე, თუმცა სანქციები ნახსენები არ იყო ორმხრივ შეხვედრაზე არავითარი ფორმით. ჩვენ გვქონდა განხილვა დე ფაქტო სანქციებზე, რომელიც არის დაწესებული უკვე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუმცა ფორმალურ სანქციებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი ამ შეხვედრაზე. პრინციპში, თუ რაიმე განცხადება უნდა გაკეთდეს მოგვიანებით, სჯობს, რომ ორსაათნახევრიან შეხვედრაზე რაიმე მინიშნება მაინც მოგვცენ ამასთან დაკავშირებით. ეს ეტიკეტის საქმეა, თუმცა ეს არ არის ჩვენი საქმე, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი სანქციებთან დაკავშირებით. ზოგადად თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, ასეთ პირობებში ასეთი არასერიოზული თემების წამოწევა არის მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული, შემიძლია, ცალსახად გითხრათ. პრაგმატულად მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის - თქვენ გახსოვთ მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესდა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია. ვერავითარი ზიანი ამან ვერ მიაყენა მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულებების, დასაბუთების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ როდესაც, მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქციებისგან. შეილახა სერიოზულად აშშ-ის რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთი არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ს რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე. ეს, პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ,“ - განაცხადა კობახიძემ. კობახიძის განცხადებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ დეტალების გასაჯაროებას არ აპირებს, რადგან არ სურს, დააზიანოს მათ შორის, პარტნიორების რეპუტაცია. „დეტალებს ვერ ვიტყვი. 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი. ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ, ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა სხვა ნაბიჯები. ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკან, რაც იძლევა მყარი აღქმის არსებობის უფლებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დე-ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ, რომ თავის დროზე, კონკრეტულ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი. დღეს, ჩვენს შეხვედრაზე ფორმალურ სანქციებზე არ ყოფილა საუბარი. ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, 2.5 საათი და სანქციები არ იყო ნახსენები,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი "დასავლეთს ანდო", თუმცა ეს თანხა "გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა." ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა კობახიძის მიერ ასევე გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თხოვნაზე პრემიერისგან მიიღეს უარი იმ მიზეზით, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. თუმცა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილი სანქციების ქვეშ არ იმყოფება და სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორ ინფორმაციას ფლობს. „ჩვენ გვქონდა წინასწარი კავშირი პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ ის აშშ-ში, შეხვედრები იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც. სანამ აქ [თბილისში] ჩამოვიდოდით, გამოვთქვით ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი. პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეში. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც გაწერილია კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობა და საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულებაა, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს," - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. თბილისში ვიზიტით მყოფი ო'ბრაიენი შეზღუდვებს აანონსებს, თუ კანონი არსებული ფორმით შენარჩუნდება რას ამბობს ჯეიმს ო'ბრაიენი „გლობალური ომის პარტიის“ „კონსპირაციის თეორიებზე“