ძებნის რეზულტატი:
შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და არ უნდა ყოფილიყო მიღებული
„ეს კანონი შეცდომაა და ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული,“ - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ, ვიოლა ამჰერდთან ერთად, 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. „ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა,“ განაცხადა შოლცმა, რომლის კომენტარსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს. გერმანიის საელჩომ კანცლერ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა
ზურაბიშვილი: დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერება, ან გაწვევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. „ის შარშან გაიწვიეს, მაგრამ კვლავ წარადგინეს დაპირების მიუხედავად, რომ ასე არასდროს მოიქცეოდნენ. ახლა უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, გაიწვევენ თუ არა კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია. არსებობს სხვა კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ შევძლოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. ასე რომ, ერთ მხარეს არის კანონების მთელი რიგი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონების არარსებობას, რომლებიც საჭიროა იმ სფეროში, სადაც ჩვენ გვთხოვენ პროგრესის მიღწევას და მესამე ნაწილი არის რიტორიკა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ანტიდასავლური, ანტიევროპული. ეს რიტორიკა მოდის მმართველი პარტიიდან, მათი საპატიო პრეზიდენტ ივანიშვილიდან, ყველა ლიდერიდან, რადგან ისინი ყველა ერთ ენაზე საუბრობენ და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც 30 წელია, აშენებენ ჩვენს სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობას და მის განვითარებას, „უცხო ქვეყნის აგენტებს“ უწოდებენ, რომლებსაც უნდათ ქვეყნის განადგურება, დესტაბილიზაცია, ხელისუფლების დამხობა. ეს ძალიან რუსული ენაა. ეს არის ის, რასაც რუსეთი სულ იმეორებს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები იქნება გარკვეული სახის რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით სურს ქართველ ხალხს სვლა. „ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ხალხის ნება არჩევნებზე, რათა დავამტკიცოთ, რომ გზა, რომელიც მათ სურთ არის გზა ევროპისკენ და სხვა არაფერი. ეს იქნება ერთგვარი რეფერენდუმი,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. რას ფიქრობს, რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას ეს კანონი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს კითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.“ „ეს კანონი რომ არ წარედგინათ, შესაძლოა, არჩევნებშიც კი მოეგოთ. რადგან მათი ენა აქამდე, მათი ნარატივი ჯერ კიდევ გასულ დეკემბრამდე იყო: ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ჩვენ ვართ ისინი, ვინც ეს შესაძლებელი გახადა და უცებ გვაქვს ნარატივი, რომელიც შეგიძლიათ, მოისმინოთ ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაში, რომელიც არის ომის გამოცხადება ჩვენი დასავლელი, ევროპელი პარტნიორებისთვის,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
NATO ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის ტაქტიკის ცვლილების შესახებ იუწყება
2023 წელს NATO-ს საჰაერო ძალებმა ევროპის მასშტაბით, 300-ზე მეტჯერ შეაჩერეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მათი უმეტესობა ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა. 2024 წლიდან მოყოლებული, ვითარება კიდევ უფრო შეიცვალა და 20%-ით გაიზარდა NATO-სა და რუსული თვითმფრინავების ერთმანეთთან გადაკვეთის მაჩვენებელი. Reuters-ს ალიანსის წყარომ უარი განუცხადა NATO-ს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ავიაციის ფრენების ზუსტი რაოდენობის დაზუსტებაზე. თუმცა, 2023 წლის ბოლოს მოპოვებული მონაცემები სწორედ ალიანსის სტატისტიკას ეყრდნობა. ინციდენტების უმეტესობა კონკრეტულად, ბალტიის ზღვაზე მოხდა. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ NATO ალიანსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რუსული თვითმფრინავების შემადგენლობაში ცვლილებებს აკვირდება. დასავლელი პილოტები ახლა იშვიათად ხვდებიან რუსულ გამანადგურებლებს და სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომლებიც უახლოვდებიან მოკავშირეთა საჰაერო სივრცეს. უფრო ხშირად ისინი ამჩნევენ სადაზვერვო ან სატრანსპორტო თვითმფრინავებს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დიდი ხანია, შეწყვიტეს ტრანსპონდერის კოდების გადაცემა, სადაც მითითებულია მათი მდებარეობა და ფრენის სიმაღლე, არ წარადგენენ ფრენის გეგმებს და არ უკავშირდებიან საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელს. „გაურკვეველია, რატომ შეცვალა რუსეთმა თავისი ქცევა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ მოსკოვს სჭირდება მისი ბომბდამშენები და გამანადგურებლები უკრაინაში, რადგან იქ ბრძოლების ინტენსივობა გაიზარდა,“ დასძინა წყარომ. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, NATO-მ არსებითად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა მის აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავით, სათვალთვალო ფრენებითა და სახმელეთო საჰაერო თავდაცვით. რუსეთის განმეორებითი დარტყმების შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, NATO-ს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს, მოკავშირეებმა რუმინეთში დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავები განათავსეს. ოქტომბერში, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა მილსადენების დაზიანების შემდეგ, ალიანსმა რეგიონში დამატებითი შესაძლებლობები გაგზავნა. წელს ალიანსმა ასევე ჩაატარა თავისი ყველაზე დიდი საჰაერო წვრთნები - „დამცველი 23.“
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში მსვლელობა გაიმართა
ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ტაძარში, დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წევრებიც. კერძოდ - პრემიერი ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრები. ქაშვეთის ტაძარში მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირიც. მან აღნიშნა, რომ „ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ „დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, რომელიც უკვე 10 წელიწადია, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღინიშნება და გადმოგცემთ მის დალოცვასა და კურთხევას. ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა როგორც ოჯახი. ამდენად, ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე, ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი - მამაკაცის, ქალის და ბავშვის ჰიპოსტასი. ადამიანი მოწოდებულია ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში ერთმანეთს უკავშირდება სხვადასხვა თაობა. უფროსი თაობისგან გადაეცემა უმცროს თაობას სულიერი და კულტურული გამოცდილება. ამდენად, ოჯახი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის,“ - განაცხადა მან შეკრებილებისადმი მიმართვისას. „საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის,“ – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ ქაშვეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს. „უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოში. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ“, – განაცხადა ილია მეორემ. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მცირე პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებდა, მსვლელობის დასასრულს კი, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდა. „ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის, და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო. „დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე. ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე, ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენის და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ამაღელვებელია და რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის, მისი იდენტობის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული, სიყვარული ადამიანებს შორის, და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენ შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ზრუნავდეს. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ასევე ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ ადამიანებს შორის სიყვარულით. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც ცნობილია, დღეს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინა საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართა რეგიონებშიც.
ზელენსკიმ მსჯავრდადებულთა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 17 მაისს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმად, მსჯავრდადებულთა და პატიმართა ზოგიერთი კატეგორია შეძლებს, ნებაყოფლობით იმსახუროს ჯარში. ეს იქნება კონტრაქტით სამსახური საომარ მდგომარეობაში. ასეთ პატიმართა სიაში არ შედიან განზრახ მკვლელობის, სექსუალური ძალადობის, ნარკოტიკების ვაჭრობისა და წარმოების, ან ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ანტიკორუფციული საპარლამენტო კომიტეტის წინადადებებზე დაყრდნობით, ღონისძიება სიიდან ასევე გამორიცხავს კორუფციისთვის დაპატიმრებულ დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს. ცვლილებები ითვალისწინებს სასჯელის მოხდიდან პირობით-ვადამდელ გათავისუფლებას მსჯავრდადებულთათვის, რომლებიც დათანხმდებიან კონტრაქტის ხელმოწერას. მაგრამ არმიაში მობილიზებას ყველა ვერ შეძლებს. გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მობილიზებული პატიმრები სპეციალურ ქვედანაყოფებში იმსახურებენ. გარდა ამისა, ჯარში მათი სამსახურისთვის საჭირო იქნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნა და მეთაურის მზადყოფნა ასეთი მებრძოლის მიღების თაობაზე. უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ ადრე განაცხადა, რომ პოტენციურად უკრაინაში ამჟამად არის 10-დან 20 ათასამდე მსჯავრდადებული, რომელთა მობილიზებაც არის შესაძლებელი საკონტრაქტო სამსახურისთვის. აპრილის შუა რიცხვებში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ. ამ კანონით, სამხედრო სამსახურში შეიძლება, გაიწვიონ პირობითი ვადით მსჯავრდადებულები, გარდა იმათი, ვინც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული.
პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს." პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
პარლამენტთან აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს
ე.წ. უცხოური აგენტების კანონის გასაპროტესტებლად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. თბილისში, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო გზა დაახლოებით 21:00 საათზე გადაიკეტა. აქციის მიმდინარეობისას დაწევს რუსეთის დროშა. მასთან ერთად, „ქართული ოცნების“ დროშაც დაწვეს. მანამდე ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქცია-მსვლელობა ბათუმშიც მოეწყო. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. ამ დროს რუსთაველის ქუჩის ერთი ნაწილი გადაიკეტა. დემონსტრანტებმა პლაკატებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და შეძახილებით „გამოდით“ მსვლელობა დაიწყეს ისტორიული ბათუმის უბნებში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საგარეო უწყების ცნობით, ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან. სიტყვით გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ. „მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელშიც მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ცნობად მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში. მინისტერიალზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათზე რეაგირების ქმედითი გზების ძიების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა 2023 წელს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით გატარებული სამუშაო, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. აღინიშნა უკრაინის ზარალის რეგისტრის ამოქმედებისა და უკრაინის ანგარიშვალდებულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე ევროპის საბჭოში მიმდინარე სამუშაოს მნიშვნელობა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მომდევნო 6 თვის ვადით, საზეიმო ვითარებაში გადაეცა ლიხტენშტაინიდან ლიეტუვას. მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა წევრი ქვეყნებისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. 16-17 მაისს სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ. წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილი.
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის თქმით, „გერმანია და საფრანგეთი ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.“ „ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ღრმა მწუხარებით ვიღებთ ცნობად, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ ისეთი მოქმედებით - როგორიცაა ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,“ წერია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე ემანუელ მაკრონის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ზურაბიშვილი ე.წ. უცხოუტი აგენტების კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს. მისი მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო. პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენს ჩამოვარდნის შემდეგ, სამაშველო ჯგუფები ეძებენ -BBC
BBC-ის ცნობით, ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა, იუწყება სახელმწიფო მედია. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა - სამიდან ერთ-ერთი, რომელიც კოლონაში იყო, "მძიმე დაშვება" განახორციელა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილოეთით, ვერტმფრენს ძლიერი ნისლის დროს პრობლემები შეექმნა. საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ კატასტროფის ადგილზე 40-ზე მეტი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა მეძებარი ძაღლებისა და თვითმფრინავების ჩათვლით. შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმად ვაჰიდიმ განაცხადა, რომ რთული ამინდის გამო, მაშველები ამ დრომდე ცდილობდნენ ადგილზე მისვლას. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ, ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. რაისი ბრუნდებოდა ირან-აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდან, სადაც მან აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან ერთად ორი კაშხალი გახსნა. ალიევმა განაცხადა, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ამბების მოსმენის შემდეგ და დასძინა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, შესთავაზოს ნებისმიერი საჭირო დახმარება თეირანს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებენ არსებულ ცნობებს", მაგრამ დამატებითი კომენტარი ვაშინგტონს არ გაუკეთებია. მომხდარის გავლენები BBC-ის ანალიზის მიხედვით მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ირანში განვითარებულ მოვლენებს და ფიქრობს, იქნება თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები ირანის პოლიტიკაში რეგიონში, თუკი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დაზარალდება. ამაზე მოკლე პასუხი არ არსებობს, თუმცა, არასტაბილურობამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ ამბების გამოცხადების შემდეგ, ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად დაეცა. ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი და თანმხლები ოფიციალური პირები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან. მან ითხოვა ლოცვა მათთვის და დაარწმუნა ირანელი ხალხი, არ ინერვიულონ, რადგან ქვეყნის მართვაში პრობლემები არ იქნება. რაისი ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული პრეზიდენტია ირანის ისტორიაში და ძალიან ახლოს არის უზენაეს ლიდერთან. ის ერთ-ერთი სერიოზული პრეტენდენტია ირანის უზენაესი ლიდერის პოსტზე წარმატების მიღწევის თვალსაზრისით.
ბრიტანელი მინისტრი: მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი
დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრათ განი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს კანონი. „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი,” - წერს მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ირანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა
ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ავიაკატასტროფაში ასევე დაიღუპა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, რამდენიმე სხვა პირთად ერთად. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი. ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს. ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში. ახალი პრეზიდენტის არჩევნები უახლოეს 50 დღეში გაიმართება. ირანის პრეზიდენტის სიკვდილის გამო ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის შემდეგ. ირანის დღევანდელი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეია. ებრაჰიმ რაისს მიიჩნევდნენ აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში. რაისის პრეზიდენტობისას ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც თეირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს. ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ებრაჰიმ რაისის მოიხსენიებენ „თეირანის ჯალათად" 1988 წელს, პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო. იმ პერიოდში რაისი თეირანის პროკურორის მოადგილე იყო. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 1989 წლიდან, როცა ხამენეი გახდა ირანის უზენაესი ლიდერი. 19 მაისს, ირანის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დარჩა ცოლი ჯამილე ალამოლჰოდა და ორი ქალიშვილი.
უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან 100 რაკეტას მაისში მიიღებს
ბრიტანეთის მთავრობა მაისში კიევს 100 რაკეტას მიაწვდის, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა Sun-თან ინტერვიუში, რომელიც 18 მაისს გამოქვეყნდა. შაპსმა განაცხადა, რომ რუსეთის ახალი შეტევა, რომელიც 10 მაისს დაიწყო ხარკოვის ოლქში, „გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს დასავლეთისთვი.“ რუსეთის ძალებმა ახლახან გააფართოეს შეტევითი ოპერაციები ხარკოვის ოლქში, რამაც უკრაინას მეტი სარეზერვო ჯარის განლაგება აიძულა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ თბილი სიტყვები არ არის საკმარისი. მისი თქმით, ყველა ერმა, რომელიც აფასებს მათ თავისუფლებას, უნდა გაძლიერდეს და რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რომელიც უკანონო შეჭრას ებრძვის.
გერმანიაში, საქართველოს მატჩებზე დასასწრებად 3 000 ბილეთს მთავრობა დაასუბსიდირებს
გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის განმარტებით, დაინიშნება ჩარტერული რეისებიც. პრემიერის თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება. „18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისთვის, მნიშვნელოვანია, მგზავრობის გაიაფება და გამარტივება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები. ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა სუბსიდირებით, ასევე, ვახდენთ რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება ეს ფრენები მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს. დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთ გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, შეუძლია დაესწროს 1, 2 ან 3 მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომელთაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე. შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება. „როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი,“ - განაცხადა კობახიძემ.
ბაქოში ენერგეტიკის კვირეულს ამერიკელი მაღალჩინოსანი დაესწრება - მედია
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მრავალმხრივი ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში უფროსი მრჩეველი ჰარი კამიანი ენერგეტიკის კვირეულზე დასასწრებად ბაქოს ეწვევა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Trend სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. ბაქოSi ენერგეტიკის კვირეული 4 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით გაიმართება - წარმოდგენილი იქნება სამი ღონისძიება - კასპიის ნავთობისა და გაზის 29-ე საერთაშორისო გამოფენა; კასპიის საერთაშორისო ენერგეტიკისა და მწვანე ენერგიის მე-12 გამოფენა; ბაქოს 29-ე ენერგეტიკული ფორუმი. ბაქოს ენერგეტიკის კვირეული ტრადიციულად, ენერგეტიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მხარდაჭერით იმართება. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ღონისძიებაზე როგორც წესი წარმოდგენილნი არიან აშშ, გერმანია, ავსტრია, ბელორუსი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, ჩინეთი, ალჟირი, ფილიპინები, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, ესპანეთი, ისრაელი, შვედეთი, შვეიცარია, იტალია, კანადა, ქუვეითი, ყაზახეთი, უნგრეთი ღონისძიებაზე წარმოდგენილია მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, უზბეკეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, ტაილანდი, თურქეთი და იაპონია. ამ ღონისძიების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
ყაზახეთი ურანის ექსპორტს ჩინეთის გავლით გეგმავს
ყაზახეთის „Kazatomprom-ი“ (ურანის ეროვნული კომპანია) ურანის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას აგრძელებს. ამის შესახებ Trend ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, ყაზახური კომპანია ჩინეთის ნაციონალური ბირთვული კომპანიის (CNNC) შვილობილ კომპანიებთან - CNUC (ჩინეთის ეროვნული ურანის კორპორაცია) და CNEIC (ჩინეთის ბირთვული ენერგიის ინდუსტრია,) ჩინეთის ტერიტორიის გავლით, ურანის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების შესახებხელშეკრულებაზე მუშაობს. ამჟამად „Kazatomprom-o“ ურანის პროდუქციის ტრანსპორტირებას სანქტ-პეტერბურგის პორტიდან (რუსეთი) ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ახორციელებს. დღეს, ყაზახური ურანის პროდუქციის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). აქტაუს (ყაზახეთი), ალათის (აზერბაიჯანი) და ფოთის (საქართველო) საზღვაო პორტები ამ მარშრუტზე ხელს უწყობენ ამ პროდუქციის მიწოდებას. იმავდროულად, 2023 წლის 29 სექტემბერს, ყაზახეთის Kazatomprom-მა წარმოადგინა 2025 წლის ურანის წარმოების სტრატეგია. Kazatomprom-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კომპანიის სტრატეგია, გაზარდოს ურანის მოცულობა 2025 წელს წიაღისეულის გამოყენების კონტრაქტებით დაგეგმილი დონის 100 პროცენტამდე. ყაზახეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბუნებრივი ურანის დადასტურებული მარაგებით. ყაზახეთის რესპუბლიკის სიღრმეები შეიცავს ყველა დადასტურებული მსოფლიო რეზერვების დაახლოებით 14 პროცენტს. ქვეყნის მთლიანი დადასტურებული მარაგი 700 000 ტონაზე მეტ ურანს შეადგენს. 2009 წელს ყაზახეთმა პირველი ადგილი დაიკავა ურანის წარმოებაში და ის აგრძელებს ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას მსოფლიო ბაზარზე. ყაზახეთი მსოფლიოში ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწარმოებს.
ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
ირანში, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები პირების დაღუპვის გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ირანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დროებით ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი დაამტკიცა. „მოხბერი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ვალდებულია, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ხელმძღვანელებთან ერთად, მაქსიმუმ 50 დღის ვადაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოაგვაროს,“ - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის გარდაცვალების შემდეგ, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი აირჩიეს. ალი ბაგერი კანი ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციებს, რომლებიც, არაპირდაპირი მოლაპარაკებების გზით, შეერთებულ შტატებთან ბირთვულ და პატიმრების გაცვლის საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად იმ 9 ადამიანს შორის იყო, რომელიც ირანის ჩრდილო-დასავლეთ მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის გარდა, კიდევ 7 პირი იმყოფებოდა: პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალეკ რაჰმატი, თავრიზის პარასკევის ლოცვის იმამი მოჰამად ალი ალეჰაშემი, ორი პილოტი, ეკიპაჟის უფროსი, დაცვის უფროსი და დაცვის წევრი.
Politico-ს ცნობით, საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების სანქცირებისთვის კონგრესმენი ვილსონი კანონპროექტს წარადგენს
კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების სანქციების დაწესებაზე მუშაობს. Politico წერს, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება მალე, “ორშაბათს“, წარედგინება აშშ-ის კონგრესს. პროექტში, რომელსაც POLITICO -ს გაეცნო, ნათქვამია, რომ თბილისი ღიად დაესხა თავს შეერთებულ შტატებს, დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ სხვა ორგანიზაციებს და ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, "კავშირის გაღრმავების მცდელობით, კერძოდ, რუსეთთან და ასევე ჩინეთთან." ჯო უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. ორგანიზაციამ გუშინ, 19 მაისს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა გამოცემა Hill-ის სტატია, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი, რომელზეც კონგრესმენი მუშაობს, ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა იდენტიფიცირებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებაზე. გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს “პრორუსული ხელისუფლება მიდის პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ” და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დემოკრატიულ პრინციპების ერთგულებას. კონკრეტული ინდივიდებისთვის სავიზო შეზღუდვებისა და სხვა სანქციების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეისწავლონ საქართველოში რუსული დაზვერვის შესაძლებლობები და ჩინური გავლენა. ის ასევე მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში “არასათანადო პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ”, განსაკუთრებით, თუ ის რუსეთის სასარგებლოდ ხორციელდება. ამ ზომების მისაღებად ასევე საჭიროა ინფორმაციის მოძიება, ხომ არ აარიდეს თავი საქართველოს ცალკეულმა მოქალაქეებმა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. გარდა ამისა, მოუწოდებს სანქციების დაწესებას მთავრობის სახელით მოქმედი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან გამოვლენილნი. “უცხოეთის აგენტების” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ვილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერას. კონგრესმენის კანონპროექტი მოუწოდებს “დემოკრატიის მონიტორინგის მიზნობრივი ჯგუფის” შექმნისკენ, “დემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემოზე” დასაკვირვებლად. ვილსონის კანონპროექტი "უცხოელი აგენტების" კანონის გაუქმების შემთხვევაში, ითვალისწინებს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ეკონომიკურ დახმარებას, მეტ შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლისთვის და სხვა. კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, წვრთნა და აღჭურვა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20%. დათქმული სარგებელი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ დადასტურდება საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების გზაზე, რისი მტკიცებულებაც, უპირველესად, უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო. “აშშ-ის ინტერესი ქართული დემოკრატიის დაცვასა და უზრუნველყოფაში განპირობებულია ქართველ ხალხთან მეგობრობითა და მათი ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერით,” – ნათქვამია უილსონის კანონპროექტში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
Politico: აშშ საქართველოსთვის უსაფრთხოების პაკეტსა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ თბილისი ანტიდემოკრატიულ კურსს შეცვლის
აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ მთავრობას უარს იტყვის მზარდ ანტი-დასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებების კუთხით უკუსვლას. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, ამ კვირაში წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება. ამერიკულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი, რომელსაც Politico გაეცნო, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის, „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია.“ თუმცა პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რისი მინიმალური დასტურიც იქნება სამართლიან, და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.“ Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელსაც ჯო უილსონი ამერიკის კონგრესში წარადგენს, ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)