ძებნის რეზულტატი:
გაეროს ექსპერტების განცხადებით, საქართველოს მთავრობამ „მოქმედების კურსი დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს“
გაეროს ექსპერტები „გმობენ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და ადამიანის უფლებათა შელახვას,“ რომელიც „გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ სპონტანური სახალხო პროტესტის ჩახშობის მცდელობით.“ „ვშიშობთ, რომ რეპრესიები შესაძლოა, კიდევ უფრო გამძაფრდეს 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი და ყველა ღონე იხმაროს ეროვნული შერიგების მისაღწევად, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას უნდა დაეფუძნოს,” - განაცხადეს გაეროს ექსპერტებმა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
პრემიერი: გვექნება ქვეყნების სია, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს საქართველოსადმი „უსამართლო დამოკიდებულების მქონე ქვეყნების სიაზე.“ ირაკლი კობახიძის თქმით, „კონკრეტული ძალების სახელით კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ.“ ირაკლი კობახიძემ ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანულ პროსახელისუფლებო ტელევიზია Real TV-ს. “ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას უპირისპირდებიან, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით წარმოდგენილი ადა მარშანია აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს ყაველაშვილის კანდიდატურას
„უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ,“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ადა მარშანიამ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის მიმდინარეობისას საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენი ჩააგდო. როგორც მან განაცხადა, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც. მარშანიას თქმით, მას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ, საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს. „თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენ თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ,” - განაცხადა ადა მარშანიამ. დღეს რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, დილით 7 საათიდან ფილარმონიასთან შეიკრიბა და მსვლელობით მივიდა პარლამენტის შენობასთან. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს მივიდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა. „ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ," - განუცხადა მედიას სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, სადაც 14 დეკემბერს გამოჩნდა. პრეზიდენტმა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა - ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ. ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია: საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად]; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი]; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი]; პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.
პრეზიდენტის არჩევის პარალელურად, პარლამენტთან აქცია იმართება
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა. გარემოს დამცველები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ - „საქართველო.“ მოქალაქეები, პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ, რადგან ეს „არალეგიტიმური პროცესია.“ აქციის მონაწილეებს ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება. აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც. ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას. საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს მივიდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა. „ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ," - განუცხადა მედიას სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, სადაც 14 დეკემბერს გამოჩნდა. პრეზიდენტმა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა - ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ 11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო. კანდიდატი პირველივე ტურში არჩეულად ითვლება, თუ ის მიიღებს კოლეგიის 200 ხმას. ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ. ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია: საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად]; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი]; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი]; პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა
დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს! - შესაბამისი პოსტი საქართველოს პრეზიდენტმა X-ზე განათავსა. „ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი. მანვე აღნიშნა, რომ თბილისში ნაძვის ხე პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული.“ „ნაძვის ხე, რომელიც იმ პოლიციური სახელმწიფოს სიმბოლოა, როგორადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს გადაქცევას ცდილობს, პოლიციის მიერ არის დაცული და „დაპატიმრებული“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ. ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია: საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად]; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი]; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი]; პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო. დარბაზში იმყოფება კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ახლახან არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც. ყაველაშვილის სასარგებლოდ ხმა 224-მა ხმოსანმა მისცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია ერთი ბიულეტენი. პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად აირჩიეს პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეთა შეფასებით, „პრეზიდენტის არჩევის პროცესია არალეგიტიმურია, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.“ კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად, მას ჰქონდა ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევას პროვოკაციას და პაროდიას უწოდებს: „აქ ვარ და აქ ვიქნები,“ განაცხადა ზურაბიშვილმა 13 დეკემბერს. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი 27 ნოემბერს დაასახელა. პრეზიდენტი: დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია: საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად]; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი]; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი]; პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.
მდინარაძე პასუხობს შეკითხვას, რა იქნება ხელისუფლების სამოქმედო გეგმა, თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში დარჩება
თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში დარჩება“, ამ შემთხვევაში რა იქნება ხელისუფლების სამოქმედო გეგმა“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიის ამ შეკითხვას კითხვითვე პასუხობს. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამახინჯებულ აღქმას ტოვებს.“ „ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას მიიტაცებს? ხელისუფლების შტო საერთოდ არ არის, სიმბოლური თანამდებობაა, მაგრამ მიიტაცებს პრეზიდენტის ინსტიტუტს? ანუ თქვენ ამბობთ, დანაშაულს ჩაიდენს? ინაუგურაციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი იქნება, თუ თქვენ გადაწყვეტთ ასეთი რაღაცის გაკეთებას, ე.ი. გინდათ იქ შეჭრილხართ და გინდა, შესულხართ და აღარ გამოსულხართ. ანუ თქვენ რას მეკითხებით, რომ ამ შემთხვევაში, მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი გამაგრდება პრეზიდენტის სასახლეში და დანაშაულს ჩაიდენს? მე მგონი, ყველაფერი ნათელია,“ - აცხადებს მდინარაძე. მისი შეფასებით, “მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია.“ „მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომ კოლეგიის მიერ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი არჩეული, ეს არის პირველი შემთხვევა და მათ შორის უფლებამოსილებას შეიძენს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, არაპირდაპირი გზით იქნება არჩეული. როგორც ცნობილია, კოლეგიაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. ზურაბიშვილი პრეზიდენტის ხვალინდელ არჩევას პროვოკაციას და პაროდიას უწოდებს: „აქ ვარ და აქ ვიქნები“ მიხეილ ყაველაშვილის დასახელებისას, მთავარი კრიტერიუმი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის სამშობლოს უღალატობა და არა რომელიმე გუნდის და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს,“ - განაცხადა მდინარაძემ. საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
უამინდობის გამო, 14 დეკემბერს დაგეგმილი სამგზავრო მატარებლების რეისები უქმდება - რკინიგზა
უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბილეთის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ და რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. “ძვირფასო მგზავრებო! უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო,წიფის,მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს. აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებ გვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა
სამხრეთ კორეის უფლებამოსილებაშეჩერებულმა პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ქვეყნის პარლამენტის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს. „მე არ დავნებდები. ჩემი მისამართით გამოხატული მხარდაჭერის გათვალისწინებით ამ ქვეყნისთვის ბოლო მომენტამდე ყველაფერს გავაკეთებ,“ - განაცხადა იუნ სუკ იოლმა. მისივე თქმით, „ახლა მას დროებით გაჩერება მოუწევს, მაგრამ მომავლის გზა, რომელიც ხალხთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიარა, არ უნდა შეჩერდეს.“ დღეს, 14 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პარლამენტმა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ხმა 204-მა პარლამენტარმა მისცა. ახლა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ამ დროის განმავლობაში მას უფლებამოსილება შეუჩერდება და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სო შეასრულებს.
გუდაურში, ერთ-ერთ რესტორანში 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი - შსს
გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამაინის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ასევე, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ - კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა მიულოცეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იყო პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიუულოცა. ალიევის მისალოც წერილში ნათქვამია, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. „ძვირფასო ბატონო ყაველაშვილო, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხის ნებით, რომლებიც ისტორიულად მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში ცხოვრობდნენ და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. მჯერა, რომ არ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში,“ – წერია ილჰამ ალიევის მისალოც წერილში. თავის მხრივ, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს წარმატებებს უსურვებს. „გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. ვუსურვებ მას წარმატებას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე,“ – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება გადაიდო. შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ. ბავშვების ინტერესები რადიკალურ ოპოზიციას რომ არაფრად მიაჩნია, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა სკოლებში პოლიტიკური კამპანია წამოიწყვეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემს. „ჩვენ მოვისმინეთ მუქარები ამასთან დაკავშირებით, რომ იქნებოდა პროვოკაციები და არ მისცემდნენ შესაძლებლობას ბავშვებს, ეზეიმათ. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და არ გვინდა, ეს პროცესები ვიღაცებმა სათავისოდ გამოიყენონ, შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს ზეიმი არ გაიმართება და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას," - განაცხადა კალაძემ. ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოპირდაპირედ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ და ტერიტორია ერთგვარად შუაზე გაყვეს - ერთ მხარეს აქციის მონაწილეები იდგნენ, მეორე მხარეს კი, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისული ადამიანები. „აქ ცუდი რაღაც მოხდება და არ გვინდა რა, დავიშალოთ“, - ასე მიმართა მათ პარლამენტიდან გამოსულმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიდა. „ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით.“ ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პროვოკაცია პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დაგეგმვა, ზურაბიშვილმა უპასუხა: „არაფერი პროვოკაცია არ იქნება, მე ვარ დედა და ბებია, ნათელა არის დედა და ბებია და არანაირი პროვოკაცია არ იქნება.“ შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით - 30-ზე მეტი ადამიანი.
ივანიშვილის შეფასებით, ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, „პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები“ დასრულდება
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები. „დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში,“ – აღნიშნულია ივანიშვილის მილოცვაში, რომელიც „ქართული ოცნებამ“ გაავრცელა.
"საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია" - ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი
რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია." ევროპელი პოლიტიკოსები ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოშიც იმყოფებოდა. „მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს ახალ პრეზიდენტად "არჩევა" მორიგი ნაბიჯია საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის "გლაიხშალტუნგის" (ნაცისტების მოგონილი ტერმინი, რომელიც მათ მიერ გერმანიაში ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებას აღწერს - რ.თ.). მმართველი პარტია აღრმავებს დაყოფას საქართველოში, გეგმავს გადატრიალებას და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს," - დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა x-ზე. მომდევნო პოსტში მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია". თავის მხრივ, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ დაწერა, რომ "ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცებას განაგრძობს". „დღეს საქართველოში ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა. რაც ჩატარდა ფარსი იყო, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიებში," - წერს ლიეტუველი პოლიტიკოსი, რომელიც 11-13 დეკემბერს საქართველოში იყო ჩამოსული სხვა ექვს ევროპარლამენტართან ერთად. „საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი ზურაბიშვილია, არჩეული თავისუფალი არჩევნების შედეგად," - აღნიშნავს იუკნევიჩიანე მსგავსი გზავნილი ჰქონდა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მარკო მიჰელსონსაც. "დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილს, სურს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევა, ულტრა-მემარჯვენის და პრო-რუსის, როცა ყოველდღე ქართველები პროტესტს მართავენ დემოკრატიისა და ევროპისადმი თავისი ერთგულების გამოსახატად. ჩემი სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს განასახიერებს," - დაწერა მან x-ზე. ნატალი ლუაზომ ასევე გააზიარა მარკო მიჰკელსონის პოსტი. მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა ჯერჯერობით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა და ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიულოცეს.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ გომელაური და შსს-ს კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 19 დეკემბერს დაასანქცირა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და უწყების კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი. 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები წესდება „შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული ქმედებით“. სანქცირებულები არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი; ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ს მინისტრის პირველი მოადგილე; სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი; მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე. ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ აქვთ სანქციები დაწესებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით. ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ აქვთ სანქციები დაწესებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით. საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყინვას, - რაც „მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.“ ბრიტანეთის მთავრობა წერს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი წინააღმდეგობა გაუწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სვლა.“ „მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლებაზე, გამოიყენოს თავისი ფუნდამენტური თავისუფლებები.“ მისი თქმით, „დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს ხალხის გვერდით და განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი იყვნენ.“ საელჩოს განმარტებით, სანქციები „გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა,“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ. შეგახსენებთ, 13 დეკემბერს აშშ-მ საქართველოს ოფიციალურ და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ესტონეთთან კოორდინაციით გააფართოვეს სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და მას დაამატეს კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რადგან არ შეეგუებიან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობას. უფრო ადრე სანქცირების შესახებ გამოაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან იგივე პირები, რომლებსაც 5 დეკემბერს პერსონალური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა უკრაინამ, გარდა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა, რომელსაც საქართველოს შსს-ს 10 მაღალჩინოსანთან ერთად ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სანქციები 2 დეკემბერს დაუწესეს. 16 დეკემბერს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შეჩერდება.
"ქართველები არ დაიღლებიან, მაგრამ ევროპის გააქტიურებას ელიან" - ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. გამოსვლისას მან ევროპარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ და ევროკავშირს მოუწოდა, გაააქტიურონ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერა. სტრასბურგში ევროპარლამენტის 18 დეკემბრის სხდომა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. დასაწყისში მას მიესალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელმაც ზურაბიშვილის უკანასკნელი ვიზიტი გაიხსენა: "როცა თქვენ აქაურობას უკანასკნელად ეწვიეთ, განვიხილეთ თქვენი ქვეყნის პროგრესი ჩვენს ევროპულ ოჯახში შემოსვლის კუთხით. დღეს ეს გზა საფრთხეშია. ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიას ოპოზიციის მიმართ და დემონსტრანტების დაპატიმრებას," - განაცხადა მეცოლამ. "ორი საქართველო არ არსებობს" სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა შექმნილი ვითარების აღწერით დაიწყო. "ქართველები მასობრივად მხოლოდ მაშინ გადიან ქუჩაში, როცა გრძნობენ, რომ ეგზისტენციალური შეკითხვაა სასწორზე და დღეს სწორედ ასეა. ეს ძალიან მშვიდობიანი მოძრაობაა, ფართო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რომელიც ორ რამეს ითხოვს: დამიბრუნეთ ხმა - მოპარული არჩევნების გამო; დამიბრუნეთ ევროპული მომავალი - ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქმით, ქართველები იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევნები: "იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან." მან ასევე სიცრუე უწოდა მოსაზრებას, რომ საქართველო ორ ნაწილადაა გახლეჩილი და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი მაღალია. მისი თქმით, "ერთ მხარესაა ქართველი ხალხი და მეორე მხარეს ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი." 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ზურაბიშვილმა "რუსულ არჩევნებად" მოიხსენია. პრეზიდენტის თანახმად, ეს იყო "სისტემურად გაყალბებული" არჩევნები, "ძალიან დახვეწილი, ჩვეულებრივზე ბევრად შორს წასული გაყალბება". "ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი გაყალბება, რასაც შეიძლება ელოდე. საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი," - აღნიშნა ზურაბიშვილმა. "ვინც აკონტროლებს თბილისს, აკონტროლებს კავკასიას" სალომე ზურაბიშვილმა გააქტიურებისკენ მოუწოდა ევროპელ პოლიტიკოსებს: "ეს თქვენც გეხებათ. ეს ეხება ევროპას. პირველ ყოვლისა, ევროპის სანდოობას. ევროპამ არ უნდა დაუშვას, ყველა დემოკრატიული წესისა და ნორმის გათელვის უფლება მისცეს ქვეყანას, რომელმაც სულ ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი." პრეზიდენტის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროპის სტრატეგიული ინტერესებისთვის: "საქართველო იყო, არის და დარწმუნებული ვარ, იქნება ევროპის ერთადერთი დასაყრდენი რეგიონში, რომლის წაღებასაც რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს, იმპერიის დროს როგორ ამბობდნენ გენერლები: “ვინც აკონტროლებს თბილისს, აკონტროლებს კავკასიას”. რუსეთი ამის შემდეგ არ შეცვლილა," - განუცხადა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო ევროპისთვის იმ "გლობალური ბრძოლის" ნაწილია, რომელსაც რუსეთი მის წინააღმდეგ აწარმოებს: "მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა ვერ დაიმორჩილა, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოლდოვაში წააგო, საქართველოში უნდა მოიგოს? მას შემდეგ, რაც რუმინეთში წააგო და იმედი მაქვს, ისევ წააგებს, საქართველოში უნდა მოიგოს?!" პრეზიდენტმა ევროკავშირს ახალი არჩევნების ჩატარებაშიც სთხოვა დახმარება. "გვჭირდება, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს [ახალ არჩევნებს], როგორც ერთადერთ გამოსავალს. სხვა გზა არაა... ევროპამ უნდა იპოვოს სამოქმედო ბერკეტები. თუ ევროპას 3,7-მილიონიან ქვეყანაზე არ შეუძლია გავლენის მოხდენა, როგორ უნდა გაუმკლავდეს 21-ე საუკუნის გიგანტებს?" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვა 63%-ით გაიზარდა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 63%-ით გაიზარდა და მან 4,1 მილიონ ტონას მიაღწია. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ცნობით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში TITR-ით საკონტეინერო გადაზიდვები 2,6-ჯერ გაიზარდა და მან 50 500 TEU შეადგინა. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი აგრძელებს სტაბილურად ზრდას, რასაც ადასტურებს გამტარუნარიანობის ზრდა წელიწადში 6 მილიონ ტონამდე, მათ შორის, 100,000 TEU კონტეინერის ტრანსპორტირება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს სიმძლავრის გაზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, “ - აცხადებენ სამინისტროში. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, არის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთში, ყაზახეთში, კასპიის ზღვის ზონაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და შემდგომში გადაჭიმულია თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.
ფაშინიანი მაკრონს „სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარების ძალისხმევისთვის“ აქებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს „სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების ძალისხმევისთვის“ აქებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ მაკრონის პრეზიდენტობის დროს „სომხეთსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა“ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე ავიდა. ფაშინიანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2025 წელს სომხეთში მაკრონის ვიზიტი შედგება. „გულითადად ვიხსენებ ჩემს ვიზიტს პარიზში 7 დეკემბერს და ჩემს მონაწილეობას ღვთისმშობლის ტაძრის ამაღელვებელ და სიმბოლურ გახსნაში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მეგობარ საფრანგეთს და ასევე, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, პირადი ძალისხმევისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც მიმართულია სომხეთის სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარებისთვის,“ წერს ფაშინიანი მაკრონისადმი დაბადების დღის მისალოც წერილში. რა საკითხებზე ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს ცნობისთვის, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომელსაც დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები აქვს პარიზთან, საფრანგეთსა და სომხეთს წლებია, თბილი ურთიერთობები აქვთ. 2024 წლის გაზაფხულზე საფრანგეთმა რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში - საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ფიჯის შორის მდებარეობს, შიდა საქმეებში ჩარევასა და ანტიფრანგული, ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 18 დეკემბერს გამოქვეყნებული ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ემანუელ მაკრონის ხელისუფლება, რომელსაც ალიევი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საფრანგეთის პოზიციების, მათ შორის, იარაღის მიწოდების გამო უპირისპირდება. „იარაღი, რომელსაც მაკრონის მთავრობა აწვდის სომხეთს, არის თავდასხმითი იარაღი, ლეტალური იარაღი, რაც ტაქტიკურ საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს,“ - განაცხადა ალიევმა. 18 დეკემბრის ინტერვიუ ალიევთან რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხებისთვის - „სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიისა“ (ВГТРК) და „რია ნოვოსტისთვის“ (РИА Новости) ჩაწერა ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა. ამ ინტერვიუში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დადებითი მოვლენა იყო 2022 წლის 22 თებერვალს [უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ორი დღით ადრე] მისი და ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთ-აზერბაიჯანის „სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის“ ხელმოწერა. „მას შემდეგ სიტუაცია ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში საკმაოდ შეიცვალა. მაგრამ ეს გავლენას ვერ ახდენს რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე… ეს უფრო მაღალი ფორმაა თანამშრომლობის, იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი ქვეყნები ვართ კავკასიასა და კასპიის ზღვის რეგიონში,“ - განაცხადა ალიევმა, რომელიც ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს - მან მაკრონი კვლავ გააკრიტიკა. „კარგია, რომ ვითარება [საქართველოში] უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის. და აქაც, კიდევ ერთხელ, ხედავთ, რომ მაკრონის ყურები გამოჩნდა. კაცი თავის ქვეყანაში ვერ ისვენებს, უნდა, აუცილებლად შეძვრეს საქართველოში,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში. „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს როგორც აზერბაიჯანის ისე სომხეთის პრეზიდენტებმა. ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა მიულოცეს შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 11 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა „ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა. ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა მაკრონის შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და სამმხრივი დისკუსია საქართველოს პრეზიდენტს, ემანუელა მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის. 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად მიიღო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. არასამთვრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, რომელმაც საპატიმროში მოინახულა აქციის მონაწილეები, მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებენ.
რას წერს OSCE/ODIHR-ი საბოლოო ანგარიშში
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) ვებგვერდზე 20 დეკემბერს გამოქვეყნებული პრესრელიზის სათაურში გამოთქმულია "შეშფოთება ამომრჩეველთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე." OSCE/ODIHR კონკრეტული ქმედებების მოწოდებით გამოდის. 2024 წლის არჩევნებზე გამოქვეყნებულ 53-გვერდიან დასკვნაში ეუთო წერს: „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომიტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“. „მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, - ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას.“ „საჩივრების არასათანადოდ განხილვა“ ეუთოს თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლადმიღებული კანონმდებლობის გავლენას ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა“. ODIHR-ის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასათანადოთ იქნა განხილული, რამაც შეზღუდა სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა. გავლენა „არჩევნების მთლიანობაზე“ ასევე, წერია, რომ „საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლა და მასობრივი დაკავებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დაცვის მიმართ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“. „ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ“, – აღნიშნა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა აღძრულ პრობლემას და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები“, - განაცხადა მან. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე ODIHR-მა ასევე აღნიშნა, რომ მართალია, საარჩევნო კანონმდებლობა უზრუნველყოფდა დემოკრატიული არჩევნების საკანონმდებლო საფუძველს, მაგრამ „ბოლო ცვლილებები, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული, უარყოფითად აისახა პროცესზე“. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ „საჩივრები როგორც ხმის მიცემის დღემდე და ამ დღის შემდეგ ხშირად არ იყო სათანადოდ სიღრმისეულად განხილული და ტექნიკური საფუძვლით არ განიხილებოდა, რაც არღვევდა სათანადო განხილვის უფლებას. ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები, პროცედურული შეუსაბამობები და ზეწოლისა და მუქარის შესახებ შეტყობინებები, მათ შორის - პროცესის ვიდეოჩანაწერის გზით, რამაც ნეგატიურად იმოქმედა საზოგადოებრივ ნდობაზე. ეუთო/ODIHR-ი რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საჩივრების ეფექტიანი განხილვა, გაზარდოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და განამტკიცოს საზოგადოებრივი ნდობა პროცესისადმი. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, დემონსტრაციები ძალადობრივად იქნა დაშლილი, დააკავეს ჟურნალისტები და დაფიქსირდა ბრალდებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შსახებ. ეუთოს მანდატზე ODIHR-ი ხაზს უსვამს, რომ ის, თავისი მანდატის შესაბამისად, არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. „ორგანიზაცია მზადაა დაეხმაროს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემდგომ დიალოგსა და კონკრეტულ ქმედებებში“, - წერს ეუთო. ანგარიში არაერთ რეკომენდაციას მოიცავს - როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ცვლილებებს, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, ამომრჩევლებს მიეცეთ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა და გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და მთლიანობა საქართველოში. რეაქციები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, 20 დეკემბერს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა: „მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება საერთო შინაარსიდან. მე მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“. თუმცა ოპოზიციური პარტიები, არჩევნებზე დამკვირვებლები და კომენტატორები მიიჩნევენ, რომ დასკვნა ისტორიულად მკაცრია მთელი საარჩევნო პროცესის მიმართ. „შეიძლება, ითქვას, რომ უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა“, - წერს თავის მხრივ, საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი. 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული.“
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაური დაასანქცირა
19 დეკემბერს აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და "გლობალური მაგნიტსკის" სიაში შეიყვანა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. როგორც ცნობილია, SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს, ასევე, შემოიღო სანქციები შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ. "საქართველოს არჩევნების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ოფიციალური პირები ჩართული იყვნენ სასტიკ და ბოროტ ზეწოლაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის განზრახ ჟურნალისტების სამიზნეში ამოღებასა და ძალადობის გამოყენებაში. შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ პასუხი აგონ მათ, ვინც ცდილობს თავისი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამოთხრას - საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით," - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელის მოადგილე ბრედლი სმიტმა. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციებში იგულისხმება განსაზღვრული პირებისთვის (გომელაური, კეზევაძე) მთლიანი ქონების და იმ ქონებაში ინტერესების დაბლოკვა, რომელიც აშშ-ში მდებარეობს ან ამერიკელი მოქალაქეების ფლობაში და განკარგვაშია. ასევე, იბლოკება ნებისმიერი საკუთრება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ცალ-ცალკე ან მთლიანობაში, 50%-ით ან მეტად სანქცირებული პირების კუთვნილებაშია. "დამატებით, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც დასანქცირებულ პირებთან გარკვეულ ტრანზაქციებში ან აქტივობებში ჩაერთვებიან, შესაძლოა სანქციების ან აღსრულებითი ქმედებების სამიზნე გახდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი განსაზღვრული [დასანქცირებული] პირისთვის შემოწირუბლობების გაკეთებას ან მათგან, მათთვის, ან მათი სარგებლისთვის ფინანსების, საქონლის ან სერვისების მიწოდებას. დღესვე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ გომელაური და შსს-ს კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. ინფორმაციისთვის, "მაგნიტსკის სია" შექმნილია 2012 წლის დეკემბერში, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე, რომლის მიზანი თავდაპირველად რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯა იყო, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კორუფციასთან მებრძოლი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან. სერგეი მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს - მას შემდეგ, რაც რუსეთის სამინისტროებში მომუშავე ოფიციალურ პირებს ბრალი დასდო კომპლექსური სქემის შემუშავებაში, რომელმაც მათ სახელმწიფო რეზერვებიდან 230 მილიონი დოლარის მოპარვის საშუალება მისცა. გარდაცვალებამდე მას ციხეში სცემდნენ და სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებოდნენ. 37 წლის მაგნიტსკის ციხეში სიკვდილის საქმე რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. აშშ-ის მიერ შემოღებული კანონი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას. ამასთან, კანონი მხოლოდ მაგნიტსკის საქმით არ შემოიფარგლება და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა შემთხვევებთან დაკავშირებული პირების დასჯასაც ითვალისწინებს.