ძებნის რეზულტატი:

გაერთიანებული სამეფო „დაუყოვნებლივ აჩერებს“ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას მთავრობის წარმომადგენლებთან

დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, ვიდრე არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას, აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი,“ წერია დევიდ ლამმის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.

აზერბაიჯანმა სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) პირველი დეკემბრიდან დაიწყო გაზის მიწოდება სლოვაკეთის უმსხვილეს სახელმწიფო ენერგომიმწოდებელ SPP-სთვის, იუწყება Trend-ი. „გაზის მიწოდება მიმდინარეობს SOCAR-სა და SPP-ს შორის დადებული მოკლევადიანი საპილოტე ხელშეკრულებით, სადაც ორივე კომპანია მიზნად ისახავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პარტნიორობის გაძლიერებას და გაფართოებას,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. სოკარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიწოდებები მისი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მუდმივი ძალისხმევის ნაწილია. სლოვაკეთი ხდება მეთორმეტე ქვეყანა, რომელმაც აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განახორციელა. ის შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, სერბეთს, სლოვენიას, ხორვატიას და ჩრდილოეთ მაკედონიას. Trans Adriatic Pipeline (TAP), ამ დერეფნის ევროპული ნაწილის, ამჟამინდელი სიმძლავრე 10 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში, 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაფართოების პოტენციალით. აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო  

ამერიკის საელჩო: დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით

„მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე,“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა და მისმა ევროპელმა კოლეგებმა „TVპირველის" ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული კლინიკაში მოინახულეს. „ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ დროს ყველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე. როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილი იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ - დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით,“ ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო უკვე მეორე განცხადებაში მიუთითებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა „ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა.“ „დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა განეხილა. ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა მდინარაძე: „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შევა ცვლილება, რითაც რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდება

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას. „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რეაგირება გვექნება  

გერმანიის ელჩი: ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა, ზიანის მიყენება, მიუღებელია - საით მიდიხარ, საქართველო?

გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა კლინიკაში "ტვპირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიუღებელია "ბანდიტთა დაჯგუფებების" თავდასხმები. „რვა ელჩი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება მიუღებელია. გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. საით მიდიხარ, საქართველო?“ - წერს პეტერ ფიშერი.  

საქართველოში დანიის საელჩო: დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის

დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში დანიის საელჩოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და აქციაზე თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორის გიორგი შეწირულის ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს. საელჩოს განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები. „საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად ვეწვიეთ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც სასტიკი თავდასხმის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიან. ჟურნალისტებს თავს დაესხნენ მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ისინი თბილისში საპროტესტო აქციას აშუქებდნენ. ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები. ამ ძირითადი ღირებულებების დაცვა აუცილებელია თავისუფლების დასაცავად და ყველასთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად,” - ნათქვამია განცხადებაში. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ „ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის საქართველოში, სრულიად მიუღებელია.“ „საქართველოს მთავრობის ქმედებებს ექნება პირდაპირი შედეგები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე,“ - აღნიშნა რასმუსენმა.  

ჯო უილსონი: არ შეგვიძლია, განზე გავდგეთ და დავუშვათ, რომ საქართველო დიქტატურის ხელში მოექცეს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს ყოფილი პრემიერისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნენლის ბიძინა ივანიშვილისა და ამავე პარტიის გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას კიდევ ერთხელ ითხოვს. უილსონის თქმით, საქართველოს „დიქტატურის ხელში“ მოქცევა არ უნდა იყოს დაშვებული. „საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება ქართველების წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღებას აგრძელებს. ჩემი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა. არ შეგვიძლია, განზე გავდგეთ და დავუშვათ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველო დიქტატურის ხელში მოექცეს.#MEGOBARI,“ - წერს ჯო უილსონი.  

ჯო ბაიდენი: ასადის რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია

აშშ-ს პრეზიდენტი ხაცხადებს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა არის სამართლიანობის აქტი, რომელიც სირიელებს ისტორიულ შესაძლებლობას აძლევს. ჯო ბაიდენის თქმით, „ასევე არის რისკისა და გაურკვევლობის მომენტი“, რა იქნება შემდეგ. „ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი მრავალტანჯული სირიელი ხალხისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი ამაყი ქვეყნისთვის.“ „შეერთებული შტატები იმუშავებს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში," - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა მას შემდეგ, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადის ოჯახი მოსკოვში ჩავიდა. ბაიდენის თქმით, აშშ მხარს დაუჭერს სირიის მეზობლებს, მათ შორის იორდანიას, ლიბანს, ერაყსა და ისრაელს, თუ რაიმე საფრთხე წარმოიქმნება სირიისგან გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. მისივე განცხადებით, აშშ დაეხმარება სტაბილურობის უზრუნველყოფას, დაიცავს აშშ-სა და ნებისმიერ პერსნალს. ბაიდენის განცხადებით, მისია ISIS-ის წინააღმდეგ შენარჩუნდება. „ჩვენ ჩაერთვებით ყველა სირიულ ჯგუფთან მუშაობაში, მათ შორის, იმ პროცესის ფარგლებში, რომელსაც გაერო ხელმძღვანელობს, რათა დამოუკიდებელ და სუვერენულ სირიაში ახალი კონსტიტუციით და ახალი მთავრობით გადასვლა“ მოხდეს,“ აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.  

აზერბაიჯანმა მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობის პროტოკოლი დაამტკიცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაზე ოქმის დამტკიცების შესახებ. საუბარია სექტემბერში „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, ბუქარესტში ხელმოწერილ დოკუმენტზე. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ პროტოკოლის დებულებების შესრულება მისი ძალაში შესვლის შემდეგ უნდა უზრუნველყოს . აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, გაუგზავნოს შეტყობინება საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს პროტოკოლის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდა პროცედურების შესრულების შესახებ. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს  

ევროკავშირი: განიხილება დამატებითი ზომები, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს

ევროკავშირი საქართველოსთან გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ დამატებით ზომებს განიხილავს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს. ევროკავშირი „სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.“ ევროკავშირის პრესსპიკერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მუდმივმა დემოკრატიულმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ბოლოდროინდელი რეპრესიული საშუალებები გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე.“ „თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავებები, ამავდროულად, მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების კონკრეტულ სამიზნეს წარმოადგენენ. დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ძალადობის და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, მათგან ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის აღმაშფოთებელი შეტყობინებები მიუთითებს სასტიკ და განზრახ ჩადენილ ძალადობაზე, რაც იწვევს საფუძვლიან შეშფოთებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ შეტყობინებებისა, ჯერჯერობით არცერთ პოლიციელს ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წევრს პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია. ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, ასახული წამებისა და მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს. ძირითადი უფლებები, როგორიცაა, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ყველა განცხადება წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე. ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს,“ ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მინისტრ ბოჭორიშვილისა და ელჩ ჰერჩინსკის შეხვედრიდან მეორე დღეს ვრცელდება. ევროკავშირის ელჩის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს  

საგარეო უწყება: მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.“ თავის მხრივ, „ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.“ „ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ერთგულია და მზადაა იმუშაოს იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქართული მხარის მიერ გამოითქვა წუხილი, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება და ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას 2020 წლის მსგავსად. ხაზი გაესვა მხარეებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგის საჭიროებას,“ წერს უწყება. მანამდე, ევროკავშირის ელჩი აცხადებდა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.  

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანის სოციალურ პლატფორმა X-ზე, ოფიციალურ გვერდზე 10 დეკემბერს გამოქვეყნებული მოკლე ტექსტში წერს, რომ შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა. „აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. რა საკითხები განიხილეს ტრამპის რეზიდენციაში, ორბანი არ აკონკრეტებს. ვიქტორ ორბანის ინფორმაციით, შეხვდა ილონ მასკსა და მაიკ უოლცსაც. ტრამპი აპირებს უოლცი დანიშნოს მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი - ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ტრამპის რეზიდენციაში შეხვედრებს ისიც ესწრებოდა. სიიარტო დეტალების დაკონკრეტების გარეშე წერს, რომ მარ-ა-ლაგოში იყო კარგი დღე და ხანგრძლივი საუბარი დონალდ ტრამპთან, ილონ მასკსა და მაიკ უოლცთან. დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლა 2024 წლის ივლისშიც.  

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს - ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.“ სუს-ი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი არ გახდნენ, ამასთან, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას. გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები, როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენს მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას. აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას. აღნიშნულს ადასტურებს, ბოლო დღეებში, სახეშენიღბული დესტრუქციული ჯგუფების მიერ გარე მეთვალყურეობის კამერების დაზიანების ფაქტები, როგორც პროტესტის არეალში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, გართულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი. ამასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ, თქვენი გამბედაობა ჩვენთის თქვენ გვერდით დგომის ვალდებულებაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელ Instagram-ზე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ამსახველ ვიდეოს აზიარებს. „ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსებისთვის, ვინც კანონის ძალით ებრძვის უსამართლობას, ვინც თვითნებური გადაწყვეტილებების წინაშე კი არ ჩუმდებიან, არამედ, უფრო იმაღლებენ ხმას, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს. ვინც, ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ. თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა - ჩვენთვის კი, თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა. არა მხოლოდ დღეს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.

საქართველოში საპროტესტო აქციებზე რუსეთის 15 მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყებიან

საქართველოში საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პოლიციამ რუსეთის 15 მოქალაქე დააკავა. შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ ოფიციალური მონაცემები დღეს, 10 დეკემბერს, გამოაქვეყნა Facebook-ის გვერდზე. 10 დეკემბრის მდგომარეობით, 15 დაკავებულიდან 13 გათავისუფლებულია, ორს კი სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლის ვადა 11 და 13 დეკემბერს ეწურებათ. იმის გამო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს, შუამავალ შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედებს რუსეთის ინტერესთა სექცია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პირველ დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რაიმე კონკრეტული დეტალის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეებიც. „განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს, ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს," აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.   

პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტს უმასპინძლა სამუშაო ლანჩზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩი ესწრებოდა

ევროკავშირის ელჩმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩი ესწრებოდა. „დღეს ევროკავშირის ელჩმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩთან ერთად. მისი მუშაობა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დასაცავად გადამწყვეტია. ევროკავშირი დამატებით ზომებს საბჭოს სხდომებზე მომავალ კვირას ბრიუსელში განიხილავს,“ წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროკავშირმა 10 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დამატებით ზომებს განიხილავს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს. ევროკავშირი „სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.“  ევროკავშირის ელჩის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს  

ლუკაშენკო ამბობს, რომ ქვეყანაში ბირთვული ქობინები შეიტანეს

ბელორუსის ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი შეიტანეს. ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, ბელორუსში მოაწყობენ გამშვებ დანადგარს კომპლექს „ორეშნიკისთვის“, მისთვის განკუთვნილ რაკეტებს კი რუსეთიდან შეიტანენ 2025 წლის მეორე ნახევარში. „ათეულობით შემოვიტანეთ. ის კი, რასაც ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ გამორჩათ. ვერც კი შენიშნეს, როგორ შემოვიტანეთ ისინი აქ,“ განაცხადა ლუკაშენკომ. ეს განცხადება მან რუსეთის სარაკეტო კოპმლექს „ორეშნიკის“ განთვასების გეგმების შესახებ კითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ორეშნიკი“ არ არის ბირთვული იარაღი, მაგრამ დიდი სიმძლავრისაა. 2023 წლის მარტში რუსეთი და ბელორუსი შეთანხმდნენ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღი განთავსდებოდა.  

PACE-ს მომხსენებლები საქართველოში ვიზიტს გეგმავენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე სამონიტორინგო მომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაპატიმრებებსა და წინასწარ დაკავებებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათ ოფისებზე განხორციელებულ რეიდებზე. მათი შეფასებით, აღნიშნული ქმედებები განხორციელდა საეჭვო სამართლებრივ საფუძველზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკამათო კოდექსის დებულებების საფუძველზე, რომელიც პოლიტიკური ბოროტად გამოყენებისგან დაუცველია. “ძალადობასთან და დაკავებების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებასთან ერთად, რომელთა შესახებაც ცნობები იყო, ეს კითხვებს აჩენს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და სამართლის შესაძლებლობაზე, რისი ადგილიც არაა კანონის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში,” - ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში. კერნმა და ესტრელამ ასევე დაგმეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების, წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე, რომელიც შეუნელებლად გრძელდება და რასაც საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს. “როგორც ჩანს, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც დაუშვებელია,” განაცხადეს მომხსენებლებმა. მათ ოფიციალურ პირებს მოუწოდეს, სრულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალადობისა და გადაჭარბებული ძალის ყველა დაფიქსირებული შემთხვევა და პასუხისმგებელმა პირებმა კანონის შესაბამისად სრულად აგონ პასუხი. „ასეთი სამწუხარო საქციელისთვის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს,” - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოზე მომხსენებლები - კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა - თბილისში ფაქტების დამდგენი ვიზიტით იანვრის დასაწისში ჩამოვლენ.  

პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა

„თქვენ დგახართ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც არამხოლოდ კამერა და მიკროფონი, ქვეყნის მომავალი და ბედი აიღეთ ხელში,“ - ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ორბელიანების სასახლეში დააჯილდოვა. პრეზიდენტმა დააჯილდოვა: ჯონი ბაკურიძე; სერგი ბარამიძე; ნუცა ბახუტაშვილი; დავით ბერაძე; დავით ბიჭიკაშვილი; სალომე ბოკუჩავა; ნიკა ბუჩაშვილი; მინდია გაბაძე; მარიამ გაფრინდაშვილი; რუსუდან დუმბაძე; აკაკი ზარქუა; ვასილ ივანოვი-ჩიქოვანი; მალხაზ კანდელაკი; დავით კობიძე; ნიკოლოზ კოკაია;ანა ლომთაძე-მდივანი; მარიამ მაკასარაშვილი;დეა მამისეიშვილი;მიხეილ მარტიაშვილი; მირიან მელაძე;გივი მჭედლიშვილი; მარიამ ნიკურაძე; გურამ როგავა; დავით ქაშიაშვილი; ნანუკა ქაჯაია; ალექსანდრე კეშელაშვილი; გენადი ქვაჩახია; ბექა ყორშია; გიორგი შეწირული; მაკა ჩიხლაძე; ქეთევან ციცქიშვილი; პავლე ხაჩიძე; ირინა ყურუა; ბესო გაფრინდაშვილი. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს და ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში აშუქებენ საპროტესტო აქციას. „თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ თქვენს ხელში არა მხოლოდ კამერა და არა მხოლოდ მიკროფონი, თქვენ ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ თქვენ ჩაიწერებით, როგორც დღევანდელი დღის ეპოქის გმირები, იმიტომ, რომ ადვილი არ არის მიხვიდე იქ, სადაც არიან მხეცები, მათ წინაშე დადგე და გაბედო, კითხვებიც დაუსვა; იყო იქ, სადაც გაზს უშვებენ, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად; როცა ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ და ეს არ არის ფორმულა, ეს არის რეალობა, რომ არ დანებდე, არ შეგეშინდეს. მე თქვენს ადგილზე ნამდვილად ვერ გავბედავდი, მაგრამ ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და ეს არის ის, რაც ჩანს საზღვრების გარეთ და რაზეც ალბათ, შურით გვიყურებენ, იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, ასე მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისთვის, თავისი ფასეულობებისთვის, თავისი ენისა და რწმენისთვის, მომავლისთვის და ყველაფრისთვის. თქვენ ხართ წინა რიგებში. თქვენთან ერთად ბრუნავს ამ ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება," - განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე, ისაუბრა ქვეყანაში ბოლო მოვლენების ფონზე არსებულ განწყობებზე და განაცხადა, რომ საქართველოში საზოგადოებას შორის დაპირისპირება არ არსებობს და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მედიას. „აქ არ არის ორი საქართველო. ხშირად არის მცდელობა იმის, რომ წარმოდგენილი იყოს რაღაც დაპირისპირება. არ არსებობს ის საქართველო, რომელიც რუსეთის მომხრეა, რომელიც მზად არის, რომ ჩაბარდეს. არსებობს უფრო და უფრო ვიწრო წრეები, რომლებიც არიან მიბმული რაღაცით - ხან ინტერესით, ხან პრივილეგიით, ხან ნათესაობით, ხან ჩადენილიო კომპრომატებით - რომლებიც არიან მიბმული, მაგრამ ქართველი, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა ჩაბარდეს რუსეთს და რუსული რეჟიმით იცხოვროს, ასეთი ქართველი არ ვიცი და აქ ორ საქართველოს შორის დაპირისპირება არ არსებობს. დაპირისპირება არის შემართული საზოგადოების, რომლის წინაშე დგანან “ტიტუშკები” და ვიღაც-ვიღაცები. იქაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის რიგებში უფრო და უფრო უჭირთ ის, რომ მათი მეთაური და მათი იერარქია არიან კრიმინალები - ეს ღირსეული პოლიციელისთვის არის ალბათ, ის, რაც ყველაზე ძნელია. მე მინდა, გითხრათ უღრმესი მადლობა, მაგრამ თქვენ ამას მადლობისთვის არ აკეთებთ, თქვენ აკეთებთ ამას იმიტომ, რომ გესმით ბოლომდე, რას ნიშნავს თქვენი პროფესიული ვალდებულება. ხვალ, ალბათ, თქვენზე ძლიერი ზეწოლა წამოვა, ესენი თუ ამ მდგომარეობაში გააგრძელებენ ყოფნას, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ რაც ხდება, თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ, არ ეცოდინებოდათ, იქ რა ხდება. თუნდაც, პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილია მთელს ქალაქში ან სხვადასხვა ქალაქში - არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. თქვენი ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ,” - მიმართა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

კლინტონი: ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, საქართველო იზოლირებული შემთხვევა არ არის

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს „საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში.“ „ვამაყობ, რომ ვუერთდები ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში. საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ის არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში,“ წერს კლინტონი Facebook-ზე და აზიარებს განცხადებას, რომელიც მსოფლიო ქალი ლიდერების სახელით გავრცელდა.