ძებნის რეზულტატი:

პიტერ სიიარტო: უნგრეთი საქართველოს ოფიციალური პირების დასანქცირების წინააღმდეგია

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ 10 დეკემბერს, ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უნგრეთი ეწინააღმდეგება საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში.“ „თუკი ასეთი შეთავაზება იქნება, უნგრეთი მას დაბლოკას. ეს ნამდვილად ასე იქნება,“ ამბობს სიიარტო. მის ამ განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი საერთაშორისო საკითხებზე, ზოლტან კოვაჩსი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არ დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ წინადადება ბრიუსელისგან, რომ ჩვენ უნდა დავაწესოთ ევროპული სანქციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მაღალჩინოსანი პოლიციელების წინააღმდეგ, რაც აღმაშფოთებელი და უსაფუძვლოა. უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში. თუ მსგავსი წინადადებები იქნება, მაშინ ჩვენ მათ ვეტოს დავადებთ, შეგიძლიათ, ამაში დარწმუნებულები იყოთ,“ - განაცხადა სიიარტომ. 9 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები „საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან.“ ევროკავშირმა 10 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დამატებით ზომებს განიხილავს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს. ევროკავშირი „სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.“ მან ასევე დაგმო ევროპარლამენტის ბოლო, 28 ნოემბრის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას. ევროკავშირის ელჩის თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს  

შსს-მ მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, კაცს ხელი კრეს, რის შემდეგაც, ის ლიანდაგში ჩავარდა.  

აშშ სანქციებს კიდევ ერთხელ აანონსებს

აშშ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციებს კიდევ ერთხელ აანონსებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, „რატომ არ ისჯება ბიძინა ივანიშვილი.“ „როგორც იცით, არ ვაპირებ საუბარს პოტენციურ სანქციებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ან საქართველოში მყოფ პირებს დავუწესებთ. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ შეცვლილი მიმართულებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება წინა კვირაში, რომელშიც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ საქართველოს პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ ნაბიჯებისთვის, მათ შორის, ახალი სანქციების დაწესებით. თუ რა სანქციებია და ვის ეხება ეს, უნდა დაელოდოთ, ვიდრე არ გამოვაცხადებთ," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.  

რა საკითხებზე ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის დღეს, 11 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაცია თავდაპირველად „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა. მმართველი პარტიის ცნობით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, ერთ საათს გაგრძელდა და საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კონტაქტი ისევ შედგება. „საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა,“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოგვიანებით, მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებულია, თუ რა საკითხზე ისაუბრეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და „ქართული ოცნების დამფუძნებელმა. მაკრონმა გამოთქვა სინანული, რომ `საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან.“ საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით. მან ითხოვა „ყველა უკანონოდ დაკავებული პირის“ გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მაკრონმა დაგმო „სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.“ „საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თავისი ინიციატივით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა. მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი, რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება. მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა,“ წერია ფრანგული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორი საათის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ დამატებითი ინფორმაცია გააავრცელა სატელეფონო საუბრის, რომლის თანახმად, დემონსტრაციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე ივანიშვილმა მაკრონს განუმარტა, რომ საქართველო „სამართლებრივი სახელმწიფოა.“ „საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება,“ - წერს „ქართული ოცნება.“ „რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს,“ - ვკითხულობთ განცხადებაში. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ „პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.“ „გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს,“ - იუწყება „ქართული ოცნება.“ ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა მაკრონის შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და სამმხრივი დისკუსია საქართველოს პრეზიდენტს, ემანუელა მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ზურაბიშვილის თქმით, მას ასევე, ჰქონდა სადილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და ყველას მკაფიო მესიჯები გადასცა თავიანთი დედაქალაქებისთვის. „დღეს, რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, მქონდა სადილი 27 ელჩთან (27-ვე არ არის საქართველოში, 22 თუ 23 იყო). ყველას ძალიან მკაფიო მესიჯი გადავეცი თავიანთი დედაქალაქებისთვის, რომ ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით დღეს წყდება არამხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ, ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის – ჩვენ ვნახეთ, სხვა ქვეყნებში რა შეიძლება, კიდევაც მოხდეს – ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალიც, რადგან არ შეიძლება, რაღაცები ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო დღითი დღე და შემდეგ, არ იყოს მიღებული ის მთავარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნამდვილად ახდენს გავლენას ქვეყნის მომავალსა და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში, წინა კვირიდან 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ მედიაწარმომადგენლებს, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. შემიძლია, გამოვიტანო ერთადერთი დასკვნა, რომ ამის შემდეგ ვერავინ, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაური, ვერავინ იტყვის, რომ არ ვიცოდი, ყველამ ყველაფერი იცის და ეს იყო ჩემი მოვალეობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა უკვე 10 დეკემბერს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.  

ზელენსკის თქმით, უკრაინა ახალ რაკეტა „რუტას“ ცდის: ეს ოკუპანტებისთვის მალე საშინელ რეალობად იქცევა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლესი უკრაინული რაკეტა-დრონის („პეკლოს“) ბრძოლის ველზე პირველად გამოყენებამ წარმატებით ჩაიარა. მან უკრაინაში რაკეტების შექმნასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „„პალიანიცას“ რაკეტა მასობრივ წარმოებაში შევიდა, „პეკლოს“ რაკეტა-დრონის პირველი საბრძოლო გამოყენება წარმატებით დასრულდა. მისი პირველი პარტია ახლახან გადავეცით ჩვენს თავდაცვის ძალებს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ახალი რაკეტის, „რუტას“ წარმატებული გამოცდები. შორ მანძილზე მოქმედი „ნეპტუნი“ კი „ოკუპანტებისთვის მალე საშინელ რეალობად იქცევა.“  

გიორგი გაბუნიას განცხადებით, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა კომპანიაში ოქუაშვილის წარდგინებით ერთადერთი ამოცანით - რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა არხზე ქმედითი ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად. გოგი ქურდაძე ოქუაშვილის დავალებით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. განახლება: პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" პრობლემების შექმნას უკავშირებს თავის წასვლას პოლიტიკაში. საპასუხოდ, ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია არხის „გაძარცვაში“ დაადანაშაულა.  

საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას უერთდებიან

რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები შეიკრიბნენ. საჯარო სექტორში დასაქმებულები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც უკვე მე-14 დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. „ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული. ამასთანავე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო,“ - განაცხადა მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ. ომბუდსმენის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 ადამიანი. მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226 ადამიანი - 64%; ხოლო 157 ადამიანს აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები - 44%-ს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.  

ომბუდსმენი: დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო

დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. „სახალხო დამცველი ეხმიანება როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიმართვას, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ. საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებთან და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობას და საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ დაუშვებელი და უკანონია საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და შეისწავლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს, ხოლო მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობებს საზოგადოებას,” - ნათქვამია განცხადებაში.  

ჩეხეთის პრეზიდენტი: აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. პაველი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებულია.“ „ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ”, - წერს პეტრ პაველი. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხ კოლეგას საქართველოს, ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა მაკრონის შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და სამმხრივი დისკუსია საქართველოს პრეზიდენტს, ემანუელა მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ზურაბიშვილის თქმით, მას ასევე, ჰქონდა სადილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და ყველას მკაფიო მესიჯები გადასცა თავიანთი დედაქალაქებისთვის. „დღეს, რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, მქონდა სადილი 27 ელჩთან (27-ვე არ არის საქართველოში, 22 თუ 23 იყო). ყველას ძალიან მკაფიო მესიჯი გადავეცი თავიანთი დედაქალაქებისთვის, რომ ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით დღეს წყდება არამხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ, ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის – ჩვენ ვნახეთ, სხვა ქვეყნებში რა შეიძლება, კიდევაც მოხდეს – ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალიც, რადგან არ შეიძლება, რაღაცები ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო დღითი დღე და შემდეგ, არ იყოს მიღებული ის მთავარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნამდვილად ახდენს გავლენას ქვეყნის მომავალსა და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში, წინა კვირიდან 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ მედიაწარმომადგენლებს, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. შემიძლია, გამოვიტანო ერთადერთი დასკვნა, რომ ამის შემდეგ ვერავინ, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაური, ვერავინ იტყვის, რომ არ ვიცოდი, ყველამ ყველაფერი იცის და ეს იყო ჩემი მოვალეობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა უკვე 10 დეკემბერს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.  

ღარიბაშვილი ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ცნობებს მასზე ძალადობასა და პარტიის დატოვებაზე, აბსურდული ცილისწამება და ტყუილი უწოდა. ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან აღნიშნა, რომ ვინც მას კარგად იცნობს, იცის, რომ ეს მისი ხელწერა არ არის. მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას საკუთარი წესები აქვს, რომელსაც არასდროს გადაუხვევს. „მინდა, გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. გახსოვთ, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე, მით უმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, მე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს და მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, ჩემი პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და რა თქმა უნდა, ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. „მე ასევე მინდა, გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ. მე არ მოვერიდები ამის თქმას, მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საჭიროება, რომ მივიდეს ექიმთან. რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამხელა რაღაც სკანდალი და ამაზრზენი შეურაცხმყოფელი ტყუილები გამოიგონეს. ამიტომ რეზიუმეს სახით რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ პროტესტს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები.“ ღარიბაშვილის განცხადებით, „სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აარიდეს თავიდან ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.“ „ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ნახეთ, თავს როგორ ესხმოდნენ ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმპოლის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს. როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ. დღეს იგივეა ფაქტობრივად. ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ნანახმა მძიმე სცენებმა. არავის მოეწონა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს არის ყოვლად მიუღებელი. პოლიციელზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა. მე მინდა, პირველ რიგში გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც პარტიის თავმჯდომარემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს. მათ ძალიან, მაგრად მართეს ეს პროცესები. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან აარიდა ჩვენს ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ - ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. აი, ამ მოძალადე ფაშისტური ძალების. საზოგადოებამ ასევე იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას, სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები, კუბოს დაწვა და ა.შ. და მინდა, ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, გულწრფელად აპროტესტებენ, მათი იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის. ყველა ასე ვთქვათ, კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სცდება მშვიდობა. ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. „იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო. ამ არჩევნებზე ჩვენ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი – მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ სურს, ხელისუფლებაში დარჩეს „ქართული ოცნება.“ ვის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია?! მით უმეტეს, გაყალბების არცერთი ფაქტი მათ არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისთვის, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და ეს ტყუილი ძალიან მალე გაქარწყლდა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მეთხუთმეტე დღეა, დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის, სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. არასამთვრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, რომელმაც საპატიმროში მოინახულა აქციის მონაწილეები, მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე მიუთითებენ.  

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან. ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სახმელეთო სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დღეს დაუჭირეს. შენგენის ზონა 29 სახელმწიფოს აერთიანებს. ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებიც ევროკავშირის წევრები 2007 წლიდან არიან, შენგენის ზონას ნაწილობრივ 2024 წლის მარტში შეუერთდნენ.  

ევროკავშირის ელჩი: დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას ან არაღიარებას

ევროკავშირის ელჩი ეხმაურება კრიტიკას, რომელიც მაკა ბოჭორიშვილთან მის შეხვედრას მოჰყვა. კრიტიკოსების, მათ შორის რიგი ევროპარლამენტარების აზრით, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის და აშშ და ევროკავშირი სანქციებს აანონსებენ, 9 დეკემბერს პაველ ჰერჩინსკის მიერ შეხვედრის გამართვა უადგილო იყო. პაველ ჰერჩინსკის თქმით კი, მას საგარეო საქმეთა სამინისტროდან სთხოვეს მისვლა. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ მან საგარეო საქმეთა სამინისტროში დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია, რომ ძალადობა, სისასტიკე და უკანონო დაკავებები მიუღებელია. „მე ვარ დიპლომატი. ჩემი როლიდან გამომდინარე, უნდა მქონდეს საკომუნიკაციო არხები ღია, რათა ყველასთან ვისაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს არაღიარებას. მე ვხვდები და ვესაუბრები ყველას. ვსაუბრობთ მათთან, ვისთანაც ვთანხმდები და მათთანაც, ვისაც არ ვეთანხმები. როგორც დიპლომატი, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვიცი, რომ მთავრობამ გამაკრიტიკა, ასევე პრეზიდენტმა. მე გამაკრიტიკა ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც. მე უბრალოდ ვასრულებ სამუშაოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ჩუმად ვერ ვიქნებით. ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა და მე გამოვიყენებ ყველა კავშირის, ყველა კონტაქტს, რათა წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. მე პოლიტიკოსი არ ვარ, არ მჭირდება არჩევა ან ხელახლა არჩევა. ეს არ უკავშირდება ჩემს პოპულარობას, ეს უკავშირდება ჩემს საქმეს, რომელსაც ვაკეთებ. ჩემის საქმეა, ხმა ავიმაღლო როდესაც ვხედავ ძალადობას, სისასტიკეს, უკანონო დაკავებებს. სწორედ ეს თემა წამოვწიე, როდესაც გამომიძახეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიახ, მე მთხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა,“ – აღნიშნა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საგარეო უწყება: მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა ევროკავშირი: განიხილება დამატებითი ზომები, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება. კახა კალაძის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ შაბათს მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. „როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთველის, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები,“ - აღნიშნა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და ყველა ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგმება. „მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ლამაზი, საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან, ამისთვის ყველა პირობა შექმნილი იქნება. სამწუხაროდ, არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები. ყველას გელოდებით შაბათს, 14 დეკემბერს საღამოს 19:00 საათზე. შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და რაც მთავარია აუცილებლად თბილად ჩაიცვით,“ - აღნიშნა კალაძემ.  

ზელენსკის თქმით, რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანებისთის ხელი შეეშალა

უკრაინის პრეზიდენტმაCBN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დამარცხება „ომების აფეთქებებს“ გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაგალითისთვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. „ვფიქრობ, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები სუსტია. ძალიან დიდი მსგავსებაა. საქართველოს ნაწილის (რუსეთის მიერ) ოკუპაცია მოხდა. მასთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა, უბრალოდ მკვდარი ნაწილია საქართველოში. იქ ცოცხალი არაფერია და ასეთი ცივილიზაცია არ არსებობს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა საქართველოს განვითარებისთვის და ევროკავშირსა და NATO-ში მისი გაწევრიანებისთის ხელი შეეშალა. „დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული. მთელი ძალაუფლება ეკუთვნის ბიზნესს, რომელიც მოსკოვთან პირდაპირ კავშირშია,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კონტროლს სრულიად ექვემდებარება“. „რა ძლიერი ზომები მიიღო ახლა აშშ-მ? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა? გულწრფელად ვამბობ, რომ ამას ვერ ვხედავ. შეიძლება, მოლდოვაშიც იგივე მოხდეს, ამის მაღალი რისკები არსებობს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა

მაკრონი საქართველოზე: მინდა, გამოვხატო ღრმა შეშფოთება უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და ევროპული გზის ღალატის გამო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მეთაურის „შემაშფოთებელი განცხადებებისა“ და „ევროპული გზის ღალატის“ გამო. მაკრონის თქმით, აღნიშნული სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ. ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ. მაკრონმა ისაუბრა რუსეთის გავლენებზე ევროპაში და აღნიშნა, რომ საქართველო "ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი" გახდა. “ნათელია, რომ რუსეთი ზრდის თავის საინფორმაციო თავდასხმებსა და გავლენას არჩევნებზე თითქმის ყველგან ევროპაში. მოლდოვა გახდა თავდასხმის მსხვერპლი და მივესალმები პრეზიდენტ მაია სანდუს ხელახლა არჩევას. საბედნიეროდ, ჩვენ კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტები გამოვიყენეთ, დავეხმარეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, მაგრამ ამ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენი ძალისხმევები უნდა გავზარდოთ. ძალიან აშკარაა, რომ საქართველო ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მინდა, ხელახლა გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ,” - განაცხადა მაკრონმა. რა საკითხებზე ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი გააუქმა  

პოეტ ზვიად რატიანს თავს დაესხნენ

პოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ თავდამსხმელი ოთხი პირი იყო, თავდასხმა კი სახლის სადარბაზოსთან მოხდა. “მოსაყოლიც არ არის ბევრი. სადარბაზოდან რომ გამოვედი ფეხი დამიდეს. მე რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ. წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ,” - განაცხადა ზვიად რატიანმა „ტვ პირველთან.“ შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მან დროებითი მოთავსების იზოლატორი 9 დეკემბერს დატოვა. რატიანი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.  

არასრულწლოვნის მიერ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს

“ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლშიც შეიტანა, რომელიც მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობას შეეხება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მას 13 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. არასრულწლოვანის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება.  

ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდნენ

ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მათ დახვდნენ შეძახილებით - „საქართველო.“ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი  რაინიე ვან ლანშოტა; ევროპარლამენტარი მიჰალ შჩერბა (პოლონეთი); ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი (გერმანია); ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე და ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი (გერმანია) პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.  ევროპარლამენტარების დელეგაცია 11 დეკემბერს საქართველოს ეწვია. 12 დეკემბერს დელეგაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. „მწვანეების“ წევრმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს „არალეგიტიმური ლიდერები“ უწოდა და ისინი „არაკონსტიტუციურ ქმედებებში“ დაადანაშაულა. რაინიე ვან ლანშოტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა.“ „სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მცდელობაში, გაუძღვეს საქართველოს ევროპული მომავლისკენ,“ - წერს თავის მხრივ, რასა იუკნევიჩიანე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ვდგავართ თქვენი და თქვენი მამაცი ხალხის გვერდით,“ - ამ პოსტით პრეზიდენტს მხარდაჭერა გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმაც გამოუცხადა. „არცერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც ის [„ქართული ოცნება“] ექცევა,“ - მიიჩნევს სერგეი ლაგოდინსკი, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში ევროპარლამენტარებს არ აქვთ სხვა არჩევანი, „გარდა იმისა, შევხვდეთ მათ, ვისაც ჩაგრავენ, სცემენ, ციხეში სვამენ.“  ევროპარლამენტარების დელეგაციაში არიან რასა იუკნევიჩიენე (ევროპის სახალხო პარტია (EPP)); მიჰალ ჩერბა (EPP); ნატალი ლუაზო („განაახლე ევროპა“ (Renew)); ბერნარდ გეტა („განაახლე ევროპა“);ტობიას კრემერი („სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი"); რაინიე ვან ლანშოტი („მწვანეები“); სერგეი ლაგოდინსკი („მწვანეები). თბილისში ვიზიტისას მათ ხაზი გაუსვეს სამართლიანი არჩევნებისა და ევროკავშირის უფრო ძლიერი ჩართულობის აუცილებლობას. ევროპარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, ვინაიდან ოქტომბრის არჩევნები, მათი თქმით, არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ვიზიტამდე, 11 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი მიზნად ისახავს „ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას.“ მიჰალ შჩერბამ განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და „უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა“. „ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ.“ ევროპარლამენტის დელეგაციის გარდა, საქართველოშია შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი გუსტავ გეტბერგი. 11 დეკემბერს მან განცხადება გაავრცელა: „ახლახან ჩამოვედი თბილისში, რათა მხარდაჭერა გამოვხატო ქართველი ხალხის, მისი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ“. მან ასევე X-ზე დაწერა: „საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა – და ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის ამ მნიშვნელოვან ფაქტს.“ "სად მივდივართ? - ევროპაში" - რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს ესტონელმა, ლიეტუველმა და ისლანდიელმა მინისტრებმა სცენიდან მიმართეს შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.  29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. 5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.

ადვოკატი მკვლევარ ვატო ბჟალავას დაკავებაზე: დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით და ვერ ვპოულობდით - მის მიმართ იყო ძალადობა

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის ვატო ბჟალავას ადვოკატმა გიორგი ტაბატაძე აცხადებს, რომ „განყოფილებაში ყოფნის დროს ვატო ბჟალავას პოლიციელმა სახეში ხელი ორჯერ დაარტყა.“ ადვოკატი განმარტავს, რომ დაკავებულს ფეხიც ჩაარტყეს წვივის არეში, სადაც აღენიშნება კიდეც დაზიანება და აქვს სილურჯე. „დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ვეძებდით ვატოს და ვერ ვპოულობდით, რაც სისტემური პრობლემაა, ვინაიდან, არ გვეუბნებიან სად იმყოფებიან დაკავებულები. ვეძებთ მთელი ქალაქის მასშტაბით. რაც შეეხება უშუალოდ ვატოს, ვატოს მიმართ იყო ძალადობა. როდესაც დააკავეს, მიიყვანეს განყოფილებაში, იქ შევიდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ეუბნებოდა, რომ ტელეფონზე მოეხსნა პაროლი და ეთქვა, თუ რა დაჯგუფებებში მონაწილეობდა აქციებზე. ამ დროს სახეში ხელი ორჯერ დაარტყა და ფეხი ჩაარტყა წვივის არეში, სადაც აღენიშნება კიდეც დაზიანება, აქვს სილურჯე. სახეზე ჯერჯერობით დაზიანება არ ემჩნევა, თუმცა შეიძლება დროის გასვლის შემდეგ დაემჩნეს, რადგან ძლიერად მოხვდა ორჯერ ხელი," - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ. მისივე თქმით, დაკავებისას ბჟალავას ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ძაღლს ასეირნებდა და სახლში მისი აყვანის საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს და ძაღლი იქ არსებულ სუპერმარკეტთან დატოვეს მიბმული. „თავიდან ვატოსაც ეგონა, რომ სისხლის სამართლის წესით დააკავეს, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე ესაუბრებოდნენ. ვატო დაკითხულია სასამართლოშიც, მისცა ჩვენება ჩვეულებრივად და ამის შემდეგ მოხდა ეს ამბავი. ვატო არის მკვლევარი, აქციებზე დადის როგორც ჟურნალისტი, იღებს უფლებების დარღვევებს, მათ შორის, ჰქონდა ჟურნალისტის „ბეიჯიც", ამიტომ იგი თავად ამ აქციებზე მიმდინარე მოვლენებში არ მონაწილეობს, არამედ, ასახავს იქ არსებულ ვითარებას და შემდეგ სოციალურ ქსელში აზიარებს. ამიტომ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ არანაირ სამართალდარღვევას იქ ადგილი არ ჰქონია, სისხლის სამართლის კუთხით ვეღარ წაიყვანეს საქმე და, როგორც ჩანს, დაკავების მიზეზი რომ გაემართლებინათ, შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თითქოს იგი პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას, თუმცა ნახეთ ვიდეომასალა, როდესაც მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი და უთხრეს, რომ უნდა წაგიყვანოთო, ჩვეულებრივად გაჰყვა, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ძაღლს ასეირნებდა და სახლში მისი აყვანის საშუალება ჰქონოდა, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს და იქ არსებულ სუპერმარკეტთან დატოვეს ძაღლი მიბმული," - ამბობს გიორგი ტაბატაძე. ადვოკატის ინფორმაციით, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საქმის კურსშია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა მეგობარმა, აქტივისტმა ნათია ჩიქოვანმა „ფეისბუქზე“ გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ბჟალავა სასამართლოშიც იყო დაბარებული. დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით, 30-ზე მეტი კი, სისხლის სამართლის საქმეზე.

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. მათ შორის - დოლართან და ევროსთან. ეროვნული ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ეროვნულმა ბანკმა 12 დეკემბერს, 17:00 საათზე დაადგინა. ხვალიდან: 1 ევრო - 2,9946 ლარი (გაუფასურდა 2,04 თეთრით); 1 დოლარი 2,8512 ლარი (გაუფასურდა 1,89 თეთრით). ევრო, რომლის ღირებულებაც კოვიდპანდემიისას და შემდგომ პერიოდში თითქმის ოთხ ლარს აღწევდა, სამლარიან ნიშნულს 2022 წლის ივლისში ჩამოსცდა.