ძებნის რეზულტატი:
პრემიერის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზეც არის საუბარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას ,,პირველი არხი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, ანგარიშში მიმოხილულია როგორც საგარეო ურთიერთობების - NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის, კონფლიქტების მოგვარების, პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების, ასევე, რეგიონული განვითარებისა და სახელმწიფო მმართველობის საკითხები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარება, ისევე, როგორც მისი კულტურული და ისტორიული მისია, უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ ინტეგრაციას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, სწორედ ამ მიზნის გათვალისწინებით, აქტიურად მუშაობს თითოეული სექტორისა და დარგის მოდერნიზებასა და რეფორმაზე. „ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ტემპებზე. განსაკუთრებული გავლენა ნათელია განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე. მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და შემცირებული ეკონომიკური აქტივობების ფონზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ, ერთი მხრივ, არ შეჩერდეს ქვეყნის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების რეფორმები, ხოლო, მეორე მხრივ, მოკლევადიან პერიოდში დაეხმაროს მოსახლეობას, ისევე, როგორც კერძო სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევაში. გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები - მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ისტორიული მიზნის - საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. იდგმება გეგმაზომიერი ნაბიჯები, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საანგარიშო პერიოდში უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე ინსტიტუციურ ჭრილში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ნატოსთან თავსებადობის ასამაღლებლად და გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. უმაღლეს დონეზეა აყვანილი ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რისი დასტურიცაა ქვეყნისათვის ორპარტიული მხარდაჭერის აქტები და საქართველოსთვის გამოყოფილი გაზრდილი დაფინანსება. მთავრობა იყენებს ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტსა და საერთაშორისო ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. გრძელდება მუშაობა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისგან მომავალი გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, ფართოვდება და პრაქტიკაში უფრო აქტიურად ხორციელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს რეფორმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების მიზნით. იდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ. გრძელდება რეფორმები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პენიტენციური სისტემის მიმართულებით. „დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესის კვალდაკვალ, ყალიბდება და ძლიერდება ინსტიტუციური მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში. პრემიერის ანგარიშის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს 16 მეკავშირე ოფიცერი, რომელიც ფარავს 24 ქვეყანას. ასევე, პოლიციის ატაშეები წარმოდგენილნი არიან ევროპოლსა და NATO-ში. შედეგად, ყოველწლიურად იზრდება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ოპერატიული ინფორმაციის მიმოცვლა. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩართვლით პერიოდს მოიცავს და მასში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის შეთანხმებების ფარგლებში 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 მაისამდე განხილულ იქნა განაცხადი 2 358 პირზე. აქედან, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2340 პირზე, ხოლო უარყოფითი – 18-ზე. „უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრაქტიკაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის, მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის ეფექტიანი მართვის მიზნით, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებულ იქნა „ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და საზღვრის გადაკვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. დამტკიცებული წესის მიზანია ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დაცვის უზრუნველყოფა. წესი ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქის მიმართ საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცედურას, ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესს“, - ნათქვამია ანგარიშში. ასევე, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს, ყველა პროგრამის გათვალისწინებით, 398 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით გასამმაგებულ რიცხვს წარმოადგენს. „აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ძალისხმევითა და არაფორმალური არხების გამოყენებით, მოხერხდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 1 000-ზე მეტი სტუდენტისა და მოსწავლის, ასევე მათი თანმხლები პირების ორგანიზებულად გადმოყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. ამ კუთხით, გრძელდება არსებული ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხის გამოყენება, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობის ჩათვლით, არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად. საკმაოდ ნაყოფიერი კომუნიკაცია მიმდინარეობდა პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 58 ახალ პროექტზე, რომელთა 60% მოიცავდა ნდობის აღდგენის აქტივობებს გაყოფილ საზოგადოებებს შორის. საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რის გამოც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან აბიტურიენტებმა ფიზიკურად ვერ შეძლეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოსვლა და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, ყველა აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში”, – ნათქვამია ანგარიშში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი ლატვიის ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყნებს შორის შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის დასტურია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში. ყურადღება დაეთმო COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს. აღინიშნა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ვაქცინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის აუცილებლობა. შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ამ პროცესში განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რაც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის ლატვიას მადლობა გადაუხადა. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. აღინიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში, რაც მას არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინგრიდა ლევრენცე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს მეორე მდივანი ასპარს მეკონსი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე ესწრებოდნენ. ცნობისთვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალურო ვიზიტით ეწვია. ის უკვე შეხვდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს.
ფილიპ რიკერი: ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში იყოს
საქართველოში აშშ-ის საელჩო სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერისა და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე შტატების წარმომადგენელმა ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინებულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის ,,საგარეო პოლიტიკის გულში იყოს". პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია. ,,მედიის თავისუფლების მიმართ მუქარა არა მხოლოდ ჟურნალისტების უფლებებში, არამედ საზოგადოების მიერ ინფორმაციაზე წვდომის უფლებებში ჩარევაა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი წუხელ თბილისში ჩამოვიდა და საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ერთკვირიანი ვიზიტი დაიწყო. ამ დილით ის საქართველოში მედიის თავისუფლების მხარდამჭერებს შეხვდა. მან ჯგუფს უთხრა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მოწადინეობულია, ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში იყოს. პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ამის ნაწილია.მსოფლიოში ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს საკუთარი რწმენა, ჩარევის გარეშე ჰქონდეს მოსაზრებები, იძიოს, მიიღოს და გააზიაროს ინფორმაცია და იდეები. მედიისთვის მეტი თავისუფლებისა და ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის უფრო მაღალი დონის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა უფლებადამცველთა წუხილი და იდეები მოისმინა", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ფილიპ რიკერი შეხვდება ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. განიხილება პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხებს. დღის მეორე ნახევარში ის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან
საქართველოს პარლამენტმა ორი ახალი ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტში ფრაქციის - "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა" და ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" შექმნას მხარი დაუჭირა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 32 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ნატო ჩხეიძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი დაიკავებენ. ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" 7 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება. დღეს კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს პარლამენტში ერთი პოლიტიკური ჯგუფის - "ევროპელი სოციალისტების" შექმნას. კომიტეტის გადაწყვეტილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება. პარლამენტში ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა .
ჯანდაცვის სამინისტრო: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის 7 შშმ ბავშვია
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. უწყების ინფორმაციით, სპეციალისტები აფასებენ არასრულწლოვნების მდგომარეობას, ფსიქო-ემოციურ თავისებურებებს და მათ განვითარებას. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში განთავსება კოორდინირებულად მიმდინარეობს. ,,ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესების შესწავლისა და დარეგულირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად, საპატრიარქოს სპეციალური კომისიის და ბავშვზე ზრუნვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ყველა ღონისძიება ზემოაღნიშნული უწყებების აქტიური ჩართულობითა და კოორდინაციით ხორციელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი - ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის საკითხზე თანმიმდევრულად ხორციელდება. მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც. ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებითაა დაკომპლექტებული, ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ბავშვების უსაფრთხო გარემოსა და დაცულობას ადგილზევე უზრუნველყოფს. სპეციალისტები აფასებენ არასრულწლოვნების მდგომარეობას, ფსიქო-ემოციურ თავისებურებებს და მათ განვითარებას. ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში განთავსება კოორდინირებულად მიმდინარეობს. ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტულ მედია საშუალებაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ნინოწმინდის პანსიონატიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი ქაოტურად, თვითდინებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კონკრეტულ მედია საშუალებაში გასული სიუჟეტები, სადაც მტკიცებით ფორმაში ხდება ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულება, უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სიახლეების შესახებ ინფორმაციას ყველა მედია საშუალებას პროაქტიულად აწვდის. ამავდროულად, შესაბამისი განცხადებები უწყების ოფიციალურ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება" , - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის დელეგაციის წევრებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სარდლობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადამ სტერლინგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ენდრიუ შოფერი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები განიხილეს. საუბარი შეეხოNATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და NATO-ში ინტეგრაციას, ასევე ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის გაღრმავებას", - ნათქვამია ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან ფილიპ რიკერის ვიზიტი აშშ-ის გზავნილის გაგრძელებაა, რომ ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას - კორნელი კაკაჩია სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში ორი თემა უნდა იყოს აქტუალური - თენგიზ ფხალაძე
ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრება
20 ივლისს, ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრება. ამის შესახებ მან Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. როგორც ბეზოსი აცხადებს, ის კოსმოსში ძმასთან ერთად გაემგზავრება. "ხუთი წლის ასაკიდან კოსმოსში გამგზავრებაზე ვოცნებობდი. 20 ივლისს ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. უდიდესი თავგადასავალი მელის ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად", - წერს ჯეფ ბეზოსი.
NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა
"14 ივნისს, ბრიუსელში NATO-ს სამიტი უნდა გაიმართოს. პარლამენტის სახელით ჩვენ, ერთად მოვამზადეთ განცხადება, რომელიც მრავალპარტიულია და პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმ დიდი პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში ჩვენი ქვეყნის NATO-ში გაწევრებას აქვს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური ნება და დააფიქსირონ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს. "აქ გახლავთ საკითხების ჩამონათვალი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის NATO-ს წევრობა და რომ იგი ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ასევე, ამ ფორმატის მნიშვნელობა მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის , განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. NATO-ს და მის წევრებს მადლობას ვუხდით საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზს ვუსვამთ პარტნიორობის გაძლიერებას დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად, აგრეთვე, მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება და ვაცხადებთ, რომ NATO-ში საქართველოს წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ერთიანი ძალით მივდივართ წინ. ხვალ, სესიის მსვლელობის დროს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება, ხელი მოაწეროს. ამ ხელმოწერით ვაჩვენოთ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ. ყველას მოგიწოდებთ დავაფიქსიროთ პოლიტიკური ნება ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა კახა კუჭავამ.
ფილიპ რიკერმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმის საკითხი განიხილა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა ჰქონდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნულის, შეხვედრის მიზანი იყო, ორგანიზაციების მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ძალისხმევის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი განეხილათ. რიკერმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზაზე. ,,აშშ-ის მთავრობა პატივს სცემს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერს შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ამ ორგანიზაციების მიერ საარჩევნო და სასამართლო რეფორმის ძალისხმევის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი განეხილა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ფილიპ რიკერის ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში
გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. „გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, რიკერთან. ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან ფილიპ რიკერის ვიზიტი აშშ-ის გზავნილის გაგრძელებაა, რომ ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას - კორნელი კაკაჩია სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში ორი თემა უნდა იყოს აქტუალური - თენგიზ ფხალაძე
ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმიბისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. "შეხვედრაზე ისაუბრეს პოსტკოვიდურ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა, რომ თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ ვაქცინების გაზიარების გეგმაში საქართველოსთვის პრიორიტეტის მინიჭება, ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი პარტნიორობის კიდევ ერთი ძლიერი დემონსტრირებაა. პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის და პანდემიის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ახალი გეოპოლიტიკური გარემო. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ქართული მხარის შეფასებით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, რასაც მოწმობს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალი შეფასება მისცა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო მოახლოებულ NATO-ს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს პროგრესი აისახება იმ დეკლარაციაში, რომელშიც განხილული იქნება ალიანსის ღია კარის პოლიტიკა. ხაზი გაესვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა და მხარდაჭერა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მაღალი შეფასება მიეცა 19 აპრილის შეთანხმებას. პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიცია ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა მზაობას, გაგრძელდეს ყველა დემოკრატიული რეფორმა, რომელიც გაამყარებს ქვეყნის მდგრადობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია მრავალპარტიული პარლამენტის აღდგენა. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით გაესვა ხაზი მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ყველა მონაწილე მხარის მიერ", - ნათქვამია ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას ირაკლი ღარიბაშვილი: ფილიპ რიკერის ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ზალკალიანმა ფილიპ რიკერთან შეხვედრისას
უაღრესად საინტერესო, შინაარსიანი და დეტალური განხილვა იყო, იმ კომპლექსური საკითხების, რომელიც აქტუალურია, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე - საერთაშორისო დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, ამის კიდევ ერთი დასტურია, „განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტი ჩვენს გარშემო ძალიან სწრაფად იცვლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაცია, პოზიციების შეჯერება და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხზე - თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა ეკონომიკური განზომილების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, პოსტკოვიდურ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, იმ ვაქცინების მიმღებად გამოაცხადა, რომელიც გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ეს არის კიდევ ერთი აღიარება და დაფასება ჩვენი, როგორც რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირის და დასაყრდენის. რა თქმა უნდა, დეტალურად ვისაუბრეთ რეგიონზე, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოზე, იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში და აქ, ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. „ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ აშშ-ს მხრიდან იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას აქვს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ მივიღეთ რწმუნება, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო მოახლოებულ NATO-ს სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით და ეს აისახება იმ დეკლარაციაში, რომელშიც განხილული იქნება ღია კარის პოლიტიკა და აშშ-ი ჩვენი მხარდამჭერი იქნება. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში და პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამას გაუსვა განსაკუთრებით ხაზი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია უმაღლეს დონეზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ დიდ საკითხებს შორის იყოს ხაზგასმა და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო დემოკრატიულ რეფორმებს. „მაღალი შეფასება მიეცა 19 აპრილის შეთანხმებას და ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და მზაობა, გაგრძელდეს ყველა დემოკრატიული რეფორმა, რომელიც გაამყარებს ჩვენს მდგრადობას და ამ მხრივ ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან გადადგმულია კიდეც და ამ დეტალებზე იყო საუბარი. მივესალმებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მრავალპარტიული პარლამენტის აღდგენას, იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი უკვე პარლამენტშია. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია, ყველამ, ვინც იყო 19 აპრილის შეთანხმების მონაწილე, შეასრულოს ის და იყოს თანმიმდევრული თავის პოზიციებში, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის, ვინაიდან, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს, როგორც არასდროს, საჭიროა მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია და აქ არ უნდა იყოს გამონაკლისი რომელიმე ცალკეული პარტია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო აშშ-ის საელჩო: ფილიპ რიკერი გაემგზავრება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების განხორციელებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია ფილიპ რიკერის ვიზიტი აშშ-ის გზავნილის გაგრძელებაა, რომ ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას - კორნელი კაკაჩია
აშშ-ის საელჩო: საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს
საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ,,ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, იმიტომ, რომ არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული. რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველო შეერთებული შტატებისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს. აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის. თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს
რეგულირების სააგენტომ ე.წ. მაუგლის მეთოდით სამედიცინო მომსახურების გამწევი პირის მიერ უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი დაადგინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა. საქმე ეხება, სოციალურ მედიაში გავრცელებულ, სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევებს ე.წ. „მაუგლის მეთოდით“. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. როგორც ცნობილია, შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც აღნიშული მეთოდით პაციენტებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ე.წ. სამედიცინო მომსახურებას უწევდა, ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი სასერტიფიკაციო მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი არც ერთ საექიმო სპეციალობაში, მათ შორის: პედიატრია, ნეონატოლოგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია. ,,ზემოაღნიშნულით დაირღვა, როგორც „საექიმო საქმიანობის შესახებ“, ასევე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩაბარდა სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირს განესაზღვრა სანქცია 1000 ლარის ოდენობით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პედიატრიული და ბიოეთიკის ასოციაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული მეთოდით მკურნალობა არ არის დანერგილი სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი პრაქტიკა. ამასთანავე, აღნიშნული სერვისის მიწოდება ხორციელდება არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის მიერ. ასევე არ იწარმოება სამედიცინო დოკუმენტაცია, რითიც ვერ დგინდება დაავადების ნოზოლოგიის არსებობა და გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს პირის მიერ მიწოდებული სერვისის კლინიკური შეფასება. იმის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა არსებული სერვისის სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ, სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ბავშვებთან მსგავსი ტიპის ჩარევების გამოყენების დროს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფილიპ რიკერი: ბაიდენის ადმინისტრაციისთვის საქართველო სამხრეთ კავკასიაში მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, შავი ზღვის რეგიონში კი მნიშვნელოვანი მოკავშირეა
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სახელით, ამ დრომდე გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა გასულ შემოდგომაზეც, როდესაც აქ სახელმწიფო მდივანი პომპეო იმყოფებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის. თავდაპირველად ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში, თუმცა კოვიდით გამოწვეული სიტუაციის გამო მოგვიწია მისი გადადება, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ამ კუთხით უკეთესდება. ამ პრესკონფერენციის შემდეგ რა თქმა უნდა, გავაგრძელებ შეხვედრებს საქართველოში. მივემგზავრები ბაქოსა და ერევანში და იქიდან კვლავ უკან დავბრუნდები საქართველოში გარკვეული პერიოდით. მოგეხსენებათ, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ, რომ მაქვს პირისპირ შეხვედრების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება გვიწევს, ამ მნიშვნელოვან და დინამურ დროს საქართველოსთვის. ჩემი ვიზიტის გზავნილი არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება, როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიული ქვეყნისა. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებს", - განაცხადა ფილიპ რიკერმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო
ფილიპ რიკერი: ხელისუფლებას შევახსენე და ოპოზიციასაც ვეტყვი, რომ კომპრომისი არის დემოკრატიის განვითარების აუცილებელი ნაწილი
„ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და მოგვიანებით, როცა ოპოზიციას შევხვდები, მათაც ვეტყვი, რომ კომპრომისი არის დემოკრატიის განვითარების აუცილებელი ნაწილი, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინსტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას ვამახვილებდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახეზეა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. ამ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და მოგვიანებით, როცა ოპოზიციას შევხვდები, მათაც ვეტყვი, რომ კომპრომისი არის დემოკრატიის განვითარების აუცილებელი ნაწილი, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში როგორიც საქართველოა", - განაცხადა ფილიპ რიკერმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო ფილიპ რიკერი: ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში
NATO-ს გენმდივნის მოადგილე: თუ საქართველო და უკრაინა შეინარჩუნებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზს და შეასრულებენ რეფორმებს, ამას ნამდვილად მოჰყვება შედეგები
NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მტკიცე და რეალურია, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანემ ონლაინ კონფრენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, NATO არის ორგანიზაცია, რომელიც 30 წევრისგან შედგება და კონსენსუსზე დაყრდნობით მუშაობს. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის განმარტებით, დღეს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ კონსენსუსი არ აქვთ. თუმცა, მისივე განცხადებით, უკრაინა და საქართველო თუ შეინარჩუნებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზს, შეასრულებენ რეფორმებს, ამას ნამდვილად მოჰყვება შედეგები. „NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არის მტკიცე და რეალური. NATO-ს ლიდერები ერთი კვირის შემდეგ დაგეგმილ სამიტზე ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ. ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც 30 წევრისგან შედგება და კონსენსუსზე დაყრდნობით მუშაობს. რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ გვჭრდება კონსენსუსი. დღეს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ კონსენსუსი არ გვაქვს. ამასთან, მინდა, მოვიყვანო ჩემი მშობლიური ქვეყნის, რუმინეთის მაგალითი. როდესაც კომუნიზმის დაცემის შემდეგ წინ წაწევის გზას ვეძებდით, 1990-იან წლებში, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ დასავლეთს, ანუ ნატო-ს და ევროკავშირს. მახსოვს, რომ 1999 წელს NATO-ს გაფართოების პირველ ტალღაში ჩვენი მცდელობა წარუმატებელი იყო. ამ დროს ჩვენს ხალხს დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომელიც ჩვენ შევქმენით, მაგრამ NATO-ში ვერ გავწევრიანდით. ამან გამოიწვია დიდი პრობლემები საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. ახლა შეხედეთ, სად არის რუმინეთი და რა პოზიციიდან გესაუბრებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ უკრაინა და საქართველო შეინარჩუნებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზს, თუ თქვენ შეასრულებთ რეფორმებს და ამას გააკეთებთ არა რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, არამედ საკუთარი ხალხისთვის, რეალურად დააბანდებთ ინვესტიციებს ევროპულ მომავალში, ამას ნამდვილად მოჰყვება შედეგები. ზუსტი თარიღი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მჯერა, თუ ერს ნამდვილად სწამს საკუთარი ბედისწერის და რეფორმებს განახორციელებს, შედეგი აუცილებელად დადგება. NATO არასდროს აღიარებს ინტერესთა სფეროების პოლიტიკას, არასდროს აღიარებს, რომ ერთ ქვეყანას აქვს უფლება, უარი ათქმევინოს მეორეს საკუთარ არჩევანზე. ამას NATO არასდროს დათანმხდება და არასდროს მიიღებს“, – განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს ანიკა სოდერსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. "შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გართულებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევებს, ასევე საოკუპაციო ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე შედეგებს. პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ქმედითი ნაბიჯები გადადგან და მაქსიმალურად ჩაერთონ ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლად და უპირობოდ გათავისუფლებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა - ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავაც ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიმართულებით და ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების პრინციპული პოზიცია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და ეფექტური კონტროლის განხორციელება. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ინკლუზიური ჩართულობის გზით შეიმუშაოს ერთიანი ეროვნული მიდგომა და ყოვლის მომცველი სახელმწიფო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა. შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თანათავმჯდომარეებს მათი აქტიური ძალისხმევისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ინფორმაციას ავრცელებს
საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ინფორმაციას ავრცელებს. „როგორც იცით, საფრანგეთში 9 ივნისიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, მათ შორისაა მგზავრობასთან დაკავშირებული რეგულაციები. სანიტარული მაჩვენებლების შესაბამისად, განისაზღვრა ქვეყნების სამი კატეგორია: „მწვანე“ ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება კორონავირუსის აქტიური გავრცელება (ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, სინგაპური), „ნარინჯისფერი“ ქვეყნები, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და სადაც არ ფიქსირდება ვირუსის განსაკუთრებით მძიმე სახეობები (ქვეყნები, რომლების არც მწვანე ზონაში არიან და არც წითელში); „წითელი“ ქვეყნები, სადაც ვირუსი და მათ შორის, მისი განსაკუთრებით მძიმე სახეობები, აქტიურად ვრცელდება (სამხრეთ აფრიკა, ბაჰრეინი, არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, ინდოეთი, ნეპალი, პაკისტანი, შრი-ლანკა, სურინამი, თურქეთი, ურუგვაი). თუ თქვენ, საფრანგეთში „მწვანე“ ქვეყნიდან მოემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ აცრა, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის წარდგენა აღარ დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ აცრა არ გაქვთ გაკეთებული, კვლავ დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პისიარტესტის ნეგატიური პასუხი. საფრანგეთიდან „მწვანე“ ქვეყანაში გამგზავრებისას, კი უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციები. თუ საფრანგეთში „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან მოემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, დაგჭირდებათ მხოლოდ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პისიარტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, საფრანგეთში შემოსვლის იმპერატიულ მიზეზთან ერთად, დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პისიარტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია. თუ საფრანგეთიდან „ნარინჯისფერ“ ზონაში მიემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ ვაქცინა, ითვალისწინებთ მხოლოდ დანიშნულების ქვეყნის რეგულაციებს. ვაქცინაცია თუ არ გაქვთ ჩატარებული, გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ იმპერატიული მიზეზის მითითება, ასევე დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა. საფრანგეთში თუ მოემგზავრებით „წითელი“ ზონის ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, გაკეთებული გაქვთ თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა წარმოადგინოთ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელი, შესაბამისი იმპერატიული მიზეზი, ასევე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი. მოგიწევთ, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია. თუ არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, ამ შემთხვევაში, ომპერატიულ მიზეზთან და ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, მოგიწევთ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვევა
საქართველოს, 10-12 ივნისს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ვიზიტის მიზანია თანადგომის გამოხატვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისადმი. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს შეხვედრას საქართველოში მცხოვრები ადგილობრივი ლიეტუვური თემის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან. ვიზიტისას გიტანას ნაუსედა გაემგზავრება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის მეუღლე დიანა ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს ლიეტუველი დრამატურგის, ინჟინრის, ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისის ძეგლის გახსნაში და დაესწრება ბირუტე იონუშკაიტეს წიგნის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მდებარე ლიეტუვის ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართება. ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოვა.