ძებნის რეზულტატი:
ფილიპ რიკერი: საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა
"საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა", - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის გაძლიერება არის NATO-სკენ მიმავალი გზა. ამასთანავე, სამიტი არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ NATO-ს კარი ღიაა. „მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში, 14 ივნისს გაიმართება NATO-ს სამიტი და პრეზიდენტი, უკვე პირველად პრეზიდენტის რანგში მოუთმენლად ელის ამ სამიტზე დასწრებას. რა თქმა უნდა, საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი და ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა და ეს საკითხები დღესაც იყო განხილვის თემა ჩემი შეხვედრების დროს პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩვენი ურთიერთობებისა და კავშირების კიდევ უფრო გამოხატვა და კვლავ დადასტურება. მოგეხსენებათ, წინა კვირას საქართველოში იმყოფებოდა კონგრესმენთა დელეგაცია და მათაც ისაუბრეს ამ საკითხზე, იმ ძალიან ნათელ გზაზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს - ეს არის აუცილებლად მნიშვნელოვანი რეფორმები დემოკრატიის, ეკონომიკის, უფრო ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობის გზით. ძალიან გაგიმართლათ, რომ ძლიერი ინსტიტუტები გაქვთ, თუმცა 19 აპრილის შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის NATO-სკენ მიმავალი გზა. მოგეხსენებათ, ეს შეკრება და სამიტი არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ NATO-ს კარი ღიაა, მიუხედავად კოვიდით გამოწვეული მდგომარეობისა, NATO-მ გასულ წელს მიიღო 30-ე წევრი, ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც შეუერთდა NATO-ს და გახდა მისი წევრი. ასევე, ამ სამიტზე განხილული იქნება NATO-ს სამოქმედო გეგმები მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ის გამოწვევები, რაც არსებობს დღესდღეობით NATO-ს წინაშე, იქნება ეს ჰიბრიდული ომი, კიბერუსაფრთხოება, ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის აგრესიაზე, ჩინეთის საკითხზე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო სამიტი იქნება, განიხილება საკითხები, რაც ემსახურება NATO-ს კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას", - განაცხადა ფილიპ რიკერმა. როგორც რიკერმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. "აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, მათ შორის NATO-ში ინტეგრაციას და ჩვენ ერთულნი ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განაცხადის, ვიდრე საქართველო NATO-ს წევრი გახდება", - განაცხადა რეკერმა.
ფილიპ რიკერი: სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის
„სასამართლო სისტემის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. „მოგეხსენებათ, დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა და მუშაობა განვითარებისთვის. ზუსტად ეს არის ასახული ამერიკის კონსტიტუციაში, რომ მუდმივად უნდა გავწიოთ ძალისხმევა უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მისაღწევად. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა კვლავ ბევრია გასაკეთებელი. სასამართლო სისტემის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. უნდა მოხდეს ყველა საკითხის გათვალისწინება როგორიც არის მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა იყოს რეფორმით გადაჭრილი. რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით, ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური. მასში ასახვა უნდა ჰპოვოს მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოებისა. გარდა უკვე არსებული ინსტიტუტებისა, რომელიც უნდა გააძლიეროთ, ამ კუთხით არსებობს საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით და სხვადასხვა რეკომენდაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს რეფორმირების პროცესში. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ვთქვათ, იყოს ინვესტიციები“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო ფილიპ რიკერი: ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში ფილიპ რიკერი: ხელისუფლებას შევახსენე და ოპოზიციასაც ვეტყვი, რომ კომპრომისი არის დემოკრატიის განვითარების აუცილებელი ნაწილი ფილიპ რიკერი: საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა
ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
Europetime-მა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ. შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში რამდენიმე დღის წინ ვიზიტით მყოფი „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა. სენატორმა საქართველოში პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგრესის დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია. ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ფილიპ რიკერი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებას. არ გავჩუმდებით რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, ოკუპაციაზე
"ჩვენ რუსეთთან ვეძებთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა, ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი. "მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ბაიდენი, პრეზიდენტის რანგში, პირველად განახორციელებს ოფიციალურ ვიზიტს ამერიკის გარეთ. იგეგმება შეხვედრა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ანუ მისი პირველი გაჩერება იქნება გაერთიანებულ სამეფოში, შემდგომ არის NATO-ს სამიტი ბრიუსელში, ხოლოს ამის შემდეგ ის გაემგზავრება ჟენევაში. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან ვეძებთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა, ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია. მე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მტკიცე პარტნიორად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას და მხარდაჭერას", - განაცხადა რიკერმა. როგორც რეიკერმა აღნიშნა, შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებას. "ჩემი გზავნილი ახლაც და როცა კვლავ დავბრუნდები საქართველოში გახლავთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რა თქმა უნდა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მე მოხარული ვარ, რომ ჩემთან ერთად არიან ჩემი კოლეგები, ბატონი ენდრიუ შოპერი, რომელიც ჩემი მთავარი მრჩეველია, ასევე სხვა და სხვა ევროპული სარდლობის წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში და ესაა არაჩვეულებრივი გუნდი. ენდრიუ შოპერის დახმარებით ჩვენ ვართ ჩართული ჟენევის ფორმატში, რაც გულისხმობს ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას. ჩვენ მტკიცედ ერთგული ვართ საქართველოს მიმართ, რომ ქვეყანამ გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები. განსაკუთრებით მინდა აღვინიშნო და პრეზიდენტ ბაიდენისა და ბლინკენის სახელით, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოს და ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა მისიაში, მათ შორის NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად იბრძოდნენ ამ მისიებში და ჩვენ ვაფასებთ განსაკუთრებით მათ წვლილს, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ ბრძოლაში, გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა რიკერმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო ფილიპ რიკერი: ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში
ფილიპ რიკერი: საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინის 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას მიიღებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ საქართველოს გვერდით დგას. "მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხითაც. ამ ბრძოლაში აშშ საქართველოს გვერდში უდგას. საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც აშშ-ის მიერ გამოყოფილი ვაქცინის 25 მილიონი დოზიდან მიიღებს გარკვეულ რაოდენობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიაში და ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა. აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 80 მილიონი დოზა მოიცავს 20 მილიონ დოზა - Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს, ასევე AstraZeneca-ს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოაცხადა, რომ 4 ივლისისთვის AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონ დოზას გაუზიარებს სხვა ქვეყნებს. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის. თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს აშშ-ის საელჩო: საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს
ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-6 კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განაცხადებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება. "გლობალურ დონეზე პანდემიის ტრაექტორიაში გამამხნევებელ ნიშნებს ვხედავთ. ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება, ხოლო სიკვდილიანობის რიცხვი - ზედიზედ მეხუთე კვირა", - განაცხადა გებრეიესუსმა.
საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება
ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოხსენება პარლამენტს, რეგლამენტის შესაბამისად, წერილობითი ფორმით წარედგინა. „სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვისა და რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების გამყარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“,- ნათქვამია დოკუმენტში. მოხსენებაში საუბარია პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მიუხედავად ქვეყნის პროგრესზე სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა. "პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად გაგრძელდება. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე კვირის ბოლოს, პარასკევს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. პრემიერის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზეც არის საუბარი
შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა რუსეთის პრეზიდენტს გააცნო ევროპული საბჭოს პოზიცია ევროკავშირი-რუსეთის ურთერთობებთან დაკავშირებით. რაზეც საბჭომ მაისის ბოლოს იმსჯელა. "ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო, პროვოკაციული და ხელის შემშლელი ქმედებები ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და სხვების წინააღმდეგ. ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია ასეთი ქმედებების წინაშე. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა. ეს სიტუაცია და მისი შემდგომი გაუარესება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირი ერთგულია ხუთი სახელმძღვანელო პრინციპების მიმართ, რომლებიც არეგულირებს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის მიმართ. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზი გაუსვა რუსეთის წილ პასუხისმგებლობას მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბელარუსის საკითხზე. შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც ორგანიზაციას აქვს ბელარუსის ხელისუფლების მიერ Rainair-ის თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით და პუტინს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე. "პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსის ხელისუფლებისთვის აუცილებელია გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს რეპრესიები და ძალადობა, ასევე ჩაერთონ ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში. რუსეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში", – ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ლიბიის, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის, ასევე COVID-19-ის პანდემიის, ვაქცინების და სხვა გლობალურ თემებზე.
ადამ კინზინგერი: ბაიდენის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარული მმართველები კიდევ უფრო წააქეზა
"ბაიდენის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარული მმართველები კიდევ უფრო წააქეზა", - ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ში წერს. "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციებზე უარის თქმით, ჩვენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების პრობლემების შემცირებით და პუტინის დამშვიდებით მაშინ, როდესაც მისი კიბერმეომრები აშშ-ს თავს ესხმიან, ბაიდენის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარული მმართველები კიდევ უფრო წააქეზა. ამ გზით ტრანსატლანტიკური პარტნიორობის აღდგენა შეუძლებელია", - წერს კონგრესმენი. რესპუბლიკელი კონგრესმენები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსა და ხომალდებს სანქციები დაუწესა ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ვოლოდიმირ ზელენსკი: მხოლოდ აშშ-ს და ჯო ბაიდენს შეუძლიათ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის შეჩერება ვლადიმერ პუტინი : "ჩრდილოეთის ნაკად 2-ის" პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს
რა საკითხები განიხილეს ფილიპ რიკერმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. როგორც „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო ყველა მწვავე საკითხს, რომელიც აღელვებს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებს, ქვეყნის შიგნით მომდინარე პოლიტიკური პროცესებსა და მართლმსაჯულების რეფორმას. "საუბარი შეეხო შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა შეერთებული შტატების ჩართულობით და შარლ მიშელის მედიაციით, ასე რომ, ყველა ეს საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს, იყო განხილული. ჩვენს ქვეყანას და თანამოქალაქეებს გვაქვს სრული მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ გააქტიურდა ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში, ეს მიუთითებს, რომ გაიზრდება ჩართულობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს, უნდა მოვახერხოთ, რომ გავატაროთ ყველა ის რეფორმა, რომელიც განსაზღვრულია იმ დოკუმენტით, რომელსაც ჩვენ შევუერთდით. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების გატარება ცხოვრებაში, დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამას მხარს უჭერენ სტრატეგიული პარტნიორები", - განაცხადა ჯაფარიძემ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მისივე თქმით, ფილიპ რიკერთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. "საკითხები იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომლებიც ეხება ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებას, დაწყებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარების, ამ მძიმე ეკონომიკური რეალობიდან გამოყვანის გზაზე დასახული მიზნები და ამოცანები, როგორი წარმოგვიდგენია, რომ უნდა იყოს გაგრძელებული. ასევე იმ დეტალებზეც კი ვისაუბრეთ, "ქართული ოცნება" თავს არ ანებებს საერთაშორისო საზოგადოებასაც კი, რომ გააკვირვოს მათი უკანონო ქმედებებით. რასაც ისინი ახლა "ლეიბორისტული პარტიის" მიმართ აპირებენ, ჩაიდინონ, აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად და არაკანონიერად შეუჩერონ დაფინანსება, რომელიც კანონის თანახმად ეკუთვნით, ამაზეც კი გვქონდა საუბარი."- განაცხადა ნიკა მელიამ. „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამ სრულიად შეცვალა დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. "დელეგაცია დელეგაციაზე აშშ-ის მხრიდან არის დასტური, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროდასავლურ შეთანხმებას მივაღწიეთ. მინდა, გულწრფელად ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს. საქართველოდან გაისმა ახალი თაობის ოპოზიციური ხმა, ეს ახალი თაობის ოპოზიციური ხმა არის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერები, ვინც ფაქტობრივად ვიხსენით ქვეყანა, და არ მომერიდება ვთქვა, არათუ პოლიტიკური, არამედ სტრატეგიული, რეგიონული კრიზისისგან. მთავარი საკითხი არის შარლ მიშელის დოკუმენტი და ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ამ დოკუმენტმა მოგვცა. შარლ მიშელის დოკუმენტის სახით ჩვენ გვაქვს დაჩქარებული ინტეგრაციის გზა როგორც ამერიკისკენ და NATO-სკენ, ისე ევროპისკენ, რადგან რეგიონული ვიზიტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარი საყრდენი წერტილი არის საქართველო", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო ფილიპ რიკერი: ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში ფილიპ რიკერი: ხელისუფლებას შევახსენე და ოპოზიციასაც ვეტყვი, რომ კომპრომისი არის დემოკრატიის განვითარების აუცილებელი ნაწილი ფილიპ რიკერი: საქართველო არის NATO-ს ძალიან მტკიცე პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, როგორც NATO-ს არაწევრი ქვეყანა ფილიპ რიკერი: სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის EXCLUSIVE: ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ფილიპ რიკერი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებას. არ გავჩუმდებით რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, ოკუპაციაზე
ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა Twitter-ში დაწერა. "მოუთმენლად ველოდები მიმდინარე კვირას პრეზიდენტთან ერთად ევროპაში გამგზავრებას, სადაც G7-ის,- NATO-სა და აშშ-ევროკავშირის სამიტები შედგება. ასევე დავესწრები ჟენევაში ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას", -წერს ენტონი ბლინკენი. ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება. ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს
იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშული. როგორც ცნობილია, მხარეებმა შეხვედრისას 14 ივნისს დაგეგმილი NATO-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს ხელმძღვანელობისთვის და NATO-ს მიმართ შეერთებული შტატების "მტკიცე ერთგულებისთვის" და აღნიშნა, რომ ის მიესალმება პრეზიდენტის "მკაცრ გზავნილს ალიანსების მნიშვნელობის შესახებ". სტოლტენბერგის განცხადებით, ის და აშშ-ის პრეზიდენტი შეთანხმდნენ სულ უფრო კონკურენტულ მსოფლიოში ალიანსის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე იმაზე, რომ NATO-2030-ის ინიციატივის ფარგლებში მიღებული ამბიციური გადაწყვეტილებები ალიანსს მომავლისთვის მოამზადებს. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, NATO-ს 2030 წლის ამბიციური დღის წესრიგი მოიცავს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას, მდგრადობის განმტკიცებას, ალიანსის ტექნოლოგიური ასპექტის გამკაცრებას, კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების გავლენის მოგვარებას და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაზრდას, რომლებიც NATO-ს ღირებულებებს იზიარებენ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სამუშაოები თავდაცვის სფეროში მუდმივ ინვესტიციებს მოითხოვს. 2021 წელს NATO სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ადგილზე მომსახურების სერვისი განაახლა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 8 ივნისიდან განაახლა ადგილზე მომსახურების სერვისი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირებს, რომელთაც სურთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებით ადგილიდან გაუსვლელად სარგებლობა, მაგალითად: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, კვალიფიციური ხელმოწერისთვის საჭირო PIN/PUK კოდების აღდგენა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა და სხვ. შეუძლიათ, ადგილზე მომსახურების ელექტრონული განაცხადი შეავსონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - sda.gov.ge "შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, სააგენტოს თანამშრომლები სერვისის პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისი წესების დაცვით. 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია, ადგილიდან გაუსვლელად პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის პირველად მისაღებად განსხვავებული წესი მოქმედებს - ამ კატეგორიის პირებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოა. ადგილზე სერვისის მისაღებად, დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე - 2 40 10 10 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც სააგენტოს თანამშრომლები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისი წესების დაცვით, განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად მოქალაქეს 10 დღის ვადაში, მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კორეაში საქართველოს, საქართველოში კი კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენები მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკი, 7 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით, კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენას მასპინძლობს. პარალელურად, კორეაში, ქ. ვონჯუში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოები გამოიფინა. გამოფენის გახსნის ცერემონია ორივე ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა. უწყების ცნობოთ, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე, პირდაპირ ეთერში ეხილათ კორეაში, ქ.ვონჯუში, საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენის გახსნა. „დღეს საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და კორეის ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობას. ალგეთის ეროვნულ პარკში ჩვენ ვმასპინძლობთ კორეის ეროვნული პარკების ფოტოგამოფენას. ამასთანავე, კორეის ეროვნული პარკებისგან დაცული ტერიტორიების სააგენტოს 20-ვე ადმინისტრაციის რეინჯერებს საჩუქრად გადმოეცა 200 რაცია, რაც ჩვენ რეინჯერებს პატრულირებისა და კანონაღსრულების პროცესში დაეხმარება. ეს არის დასაწყისი იმ ძალიან მჭიდრო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის, რომელიც საქართველოს და კორეის ეროვნულ პარკებს შორის არის დაგეგმილი. ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეც“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. საქართველოს დაცული ტერიტორიების გასავითარებლად, ასევე, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად იძიებს ახალ და აღრმავებს საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებს. "ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში, 2 კვირის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება კორეის ულამაზესი ეროვნული პარკების ამსახველი ფოტოები, შესაბამისი აღწერით. დღეისათვის, კორეაში სხვადასხვა კატეგორიის 22 ეროვნული პარკია: 17 სამთო, 4 სანაპირო და საზღვაო, 1 ისტორიულ-კულტურული. კორეის ეროვნული პარკების მთლიანი ფართობი 6 726 კვ.კმ-ს შეადგენს, რაც კორეის მთლიანი ტერიტორიის (100, 295 კვ.კმ) 6.7%-ია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1023 ადამიანს დაუდასტურდა, 510 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 335 029 , გარდაიცვალა 4 951 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 585 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 932 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.92%. ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან 546 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 887, აჭარაში - 317, იმერეთში - 416. მძიმე პაციენტი: 731, მათ შორის, თბილისში - 349, აჭარაში - 86, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 201, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 10. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 - თბილისში, 222- აჭარაში. 6 454 ინფიცირებული მკურნაობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 833 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 657, პირი, აჭარაში - 2 048, იმერეთში - 1 187.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს, ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, 34.5 მლნ. დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო. დაფინანსება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის ცნობით, აღნიშნული თანხა დაემატება 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით. დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს. „მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით, და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით. პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. დამატებითი დაფინანსება, COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით. „მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის კონტექსტში, როდესაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, იმუნიზაციას და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების მიმართ ყოველი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ ჩვენთან ერთად განახორცილეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტის მეშვეობით, მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარებას უწევდა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის - 4 მილიონზე მეტი პისიარ, ასევე ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ -ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, ასევე სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების, და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის 11 მლნ. პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში. ამასთან ერთად, პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯანდაცვის დაწესებულებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო შესაძლებლობების განვითარებაში, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვით. უფრო მეტიც, პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტის განხორციელებაში, რითაც ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80,000-მა ოჯახმა; დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25,000 -მა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავს; ასევე, ერთჯერადი დახმარება მიიღო 370,000 -მა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160,000 -ზე მეტმა ადამიანმა. „მსოფლიო ბანკის დახმარება არსებითი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკის დახმარებით ჩვენ გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად შევძელით ადაპტაცია და რეაგირება პანდემიის ზემოქმედების მიმართ. დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მთავარი ინსტრუმენტი პანდემიის დასასრულებლად - ესაა ვაქცინა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის უკეთ ადმინისტრირებას. მსურს მსოფლიო ბანკს, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის დახმარებისთვის,“ - აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. დამატებითი დაფინანსება, ისევე როგორც ძირითადი პროექტი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახლახან ხელმოწერილ ხელშეკრულებას 85 მლნ. ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება. ხოლო მანამდე ბანკმა საქართველოს გამოუყო 45 მლნ. ევროს დაფინანსება „ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“, რითაც მთავრობას საბიუჯეტო დახმარება აღმოუჩინა საგადასახადო შემოსავლების მკვეთრი ვარდნისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ხარჯების ზრდის პირობებში, რათა შენარჩუნდეს რეფორმების პროგრესი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ხელი მოეწერა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო €85 მილიონიან დახმარებას მიიღებს.
სებასტიან მოლინეუსი: მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, გაიკეთონ აცრა - ვაქცინები არის უსაფრთხო და აუცილებელი
სამხრეთ კავკასიაში „მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, მათ მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და ვაქცინაციის პროცესისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას. "მოხარული ვარ ვისაუბრო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ პროექტი სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს: პირველი - ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და დაეხმარება მთავრობას უშუალოდ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ზოგიერთ მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. მეორე - დავეხმარებით მთავრობას საჭირო მარაგების, მათ შორის, შპრიცების და სხვა სამედიცინო ტექნიკის შეძენაში. და მესამე - ჩართული ვიქნებით ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის, და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დროული ვაქცინაციის შესაძლებლობა. ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გვერდით დაუდგა მთავრობას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დაცვაში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებით და ასევე, პარალელურად დავეხმარეთ COVID-19-თან ბრძოლისათვის მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში. ჩვენ ხელი შევუწყვეთ მილიონობით PCR ტესტის, ჟანგბადის აპარატის და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის შეძენას ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რაც, ჩემი აზრით, წარამატებით განვახორციელეთ გასული წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ძალზე საჭირო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოვყავით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად. დაბოლოს, ჩვენ უშუალო დახმარება გავუწიეთ მთავრობას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, სოციალური დაცვის და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით", - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა. სამხრეთ კავკასიაში „მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მათ თავიანთი როლი შეასრულონ და გაიკეთონ აცრა. "დასასრულს მსურს, მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათ თავისი როლი შეასრულონ და გაიკეთონ აცრა. დიახ, ვიცი, რომ არსებობს წუხილები, ვიცი, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი რაც წამიკითხავს და შემისწავლია მიუთითებს, რომ ვაქცინები არის უსაფრთხო, უვნებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფუნდამენტურად აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველო ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, აღადგინოს ეკონომიკა და დაეხმაროს თავის მოქალაქეებს სიღარიბის დაძლევაში", - განაცხადა მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკმა საქართველოს, ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, 34.5 მლნ. დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ხელი მოეწერა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო €85 მილიონიან დახმარებას მიიღებს.
სებატიან მოლინეუსი: მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას შეუწყობს ხელს
სამხრეთ კავკასიაში „მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, მათ მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და ვაქცინაციის პროცესისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას. "მოხარული ვარ ვისაუბრო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყნის მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის გარემოება, რომ პროექტი სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს: პირველი - ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და დაეხმარება მთავრობას უშუალოდ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობაში, ისევე როგორც ზოგიერთ მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. მეორე - დავეხმარებით მთავრობას საჭირო მარაგების, მათ შორის, შპრიცების და სხვა სამედიცინო ტექნიკის შეძენაში. და მესამე - ჩართული ვიქნებით ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის, და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დროული ვაქცინაციის შესაძლებლობა. ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების ფართო ძალისხმევის ნაწილს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გვერდით დაუდგა მთავრობას პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დაცვაში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამებით და ასევე, პარალელურად დავეხმარეთ COVID-19-თან ბრძოლისათვის მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში. ჩვენ ხელი შევუწყვეთ მილიონობით PCR ტესტის, ჟანგბადის აპარატის და სხვა მნიშვნელოვანი აღჭურვილობის შეძენას ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რაც, ჩემი აზრით, წარამატებით განვახორციელეთ გასული წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ძალზე საჭირო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოვყავით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად. დაბოლოს, ჩვენ უშუალო დახმარება გავუწიეთ მთავრობას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, სოციალური დაცვის და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში მოქალაქეთა მხარდაჭერის მიზნით", - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა. მსოფლიო ბანკმა საქართველოს, ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, 34.5 მლნ. დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო სებასტიან მოლინეუსი: მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, გაიკეთონ აცრა - ვაქცინები არის უსაფრთხო და აუცილებელი შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ხელი მოეწერა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო €85 მილიონიან დახმარებას მიიღებს.
პარლამენტში პარტიებმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება წარადგინეს
პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერი ერთობლივი განცხადება წარადგინეს. განცხადებას ხელს პარლამენტში შესული პოლიტიკური პარტიების წევრები აწერენ. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში. „ჩვენ, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი, ქვევით ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები: ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ეროვნული ინტერესებითა და საქართველოს კონსტიტუციით; ვადასტურებთ რა 2020 წლის 29 დეკემბერს მიღებულ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“; ვემხრობით რა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს; სრულად ვიზიარებთ რა იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია; ვითვალისწინებთ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი NATO-ს წევრი ქვეყნების თანამიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა; აღვნიშნავთ რა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში; ვითვალისწინებთ რა NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი; აღვნიშნავთ რა, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს NATO-სთან სრული თავსებადობის მისაღწევად; ვითვალისწინებთ რა, რომ NATO-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი, ერთიანი ვართ საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს: 1. ერთხმად ვადასტურებთ, რომ NATO-ს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას. 2. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე მოემზადოს NATO-ს წევრობისთვის. 3. მოვუწოდებთ NATO-ს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. 4. ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში NATO-ს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს. 5. მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „NATO-2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ NATO-ს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე. 6. გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი NATO-სადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად. 7. ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, NATO-ს წევრობის მოსურნე ქვეყნების NATO-ში გაწევრება გაამყარებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეაჩერებს პოტენციურ აგრესორებს და დაგვაახლოებს „ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან“. 8. გვჯერა, რომ NATO-ს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველო არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე, NATO-ში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ეს ერთობლივი განცხადება მიიღონ, როგორც საქართველოს NATO-ში გაწევრების მკაფიო მრავალპარტიული მხარდაჭერა. 9. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს NATO-ში უფრო ღრმა ინტეგრაციას და საბოლოო წევრობას“, - ნათქვამია განცხადებაში. NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მე-9 როტაცია დაიწყო
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) წვრთნის კომპონენტი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მომზადებას ბოლო ბატალიონი გაივლის, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაზიანში, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მე-9 როტაციის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. "საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითი ბატალიონი სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა ასეულის და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მოემზადება. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ქვედანაყოფის ტაქტიკურ მოქმედებას, დავალებების სწორად შესრულებას დაეთმობა. ასევე, მოხდება პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარება და აღსრულება. ბატალიონს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ. მე-9 როტაციის მსვლელობისას საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი - „ასკალონი“ გაუწევს. GDRP მე-9 როტაციის ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის - GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება 8 ბატალიონმა უკვე გაიარა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.