ძებნის რეზულტატი:

კარლ ჰარცელი ამნისტიის კანონპროექტზე: იმედი მაქვს, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება და განსხვავებების გადალახვა

„იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად, რაც პარლამენტში განხორციელდება, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება და განსხვავებების გადალახვა“, ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ამნისტიის კანონპროექტზე ჰკითხეს. „როგორც ვიცით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მაგიდაზე ერთზე მეტი კანონპროექტი დევს. იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად, რაც პარლამენტში განხორციელდება, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება და განსხვავებების გადალახვა, რათა საბოლოოდ ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს, რისი იმედიც გვქონდა და რაც გათვალისწინებულია შეთანხმებაში“, - განაცხადა კარლა ჰარცელმა.

ირაკლი კობახიძე სენატორებთან შეხვედრაზე: ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია, ამნისტიის კანონი დამტკიცდება ძალიან მალე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ამერიკელ სენატორებს, რობ პორტმანსა და ჯინ შაჰინის შეხვდნენ. როგორც ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა,მხარეებმა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მისი თქმით, მათ სენატორებს უთხრეს, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია, ამნისტიის კანონი დამტკიცდება ძალიან მალე "ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს - ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე და შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება ამ თვის ბოლომდე", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, სენატორებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მთელ რიგ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა ასახული. "მათი როლი მნიშვნელოვანი იყო შიდა პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ სენატორ შაჰინთან შეხვედრა გვქონდა ცოტახნით ადრე, ვიდრე ხელი მოეწერებოდა აპრილის შეთანხმებას და ამ დისკუსიამ, ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით საბოლოო ჯამში და ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს იყო გამარჯვება არამარტო ჩვენი გუნდისთვის, "ქართული ოცნებისთვის", არამედ ეს იყო გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში სენატორ შაჰინს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვოდა. ჩვენ ხაზი გავუსვით მიშელის დოკუმენტის აღსრულებას, მათ შორის ხელმოწერის და შემდეგ აღსრულების მნიშვნელობას და ამასთან დაკავშირებით გავცვალეთ ინფორმაცია და გვქონდა საინტერესო დისკუსია. შევეხეთ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის ყველა ასპექტს - ეს იყო საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და ა.შ. გვქონდა დისკუსია ყველა ასპექტთან დაკავშირებით, გავაცანი ჩვენი გეგმები და იყო ინფორმაციების გაცვლა. ჩვენ კონკრეტიკაზე არ გვისაუბრია, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს - ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე, შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება თავიდან ბოლომდე ამ თვის ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ კონგრესის დელეგაციის წევრებმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს ამერიკელმა სენატორებმა და კახა კუჭავამ შეხვედრისას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობა განიხილეს

ავიაკომპანია United Airlines-ი სამგზავრო ზებგერითი თვითმფრინავების გამოყენებას 2029 წლიდან გეგმავს

აშშ-ის ავიაკომპანია United Airlines-მა გამოაცხადა, რომ აპირებს შეიძინოს 15 ახალი ზებგერითი თვითმფრინავი და "დაუბრუნოს ზებგერითი სიჩქარე ავიაციას" 2029 წელს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, United Airlines-ი ყველაზე სწრაფი თვითმფრინავების შეძენას Boom Supersonic-ისგან აპირებს, რომელიც დენვერში მდებარეობს. ზებგერითი თვითმფრინავის Overture-ს შექმნაზე მუშაობა 2025 წელს დასრულდება, ხოლო 2026 წლიდან თვითმფრინავები სატესტო რეჟიმში გაეშვება. მგზავრების გადაყვანა კი 2029 წლისთვის იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ზებგერითი თვითმფრინავები აშშ-ში ცენტრალური აეროპორტებიდან მგზავრების გადაყვანას ლონდონის მიმართულებით 3,5 სთ-ში შეძლებენ, ხოლო სან-ფრანცისკოდან ტოკიომდე 6 სთ დასჭირდებათ.

ბურკინა-ფასოში შეიარაღებული თავდასხმისას 100-მდე ადამიანი დაიღუპა

ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფელ სოლჰანში შეიარაღებული პირები მოსახლეობას თავს დაესხნენ. თავდასხმისას 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სახლები და მაღაზიებიც გადაწვეს. მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და თავდამსხმელები ტერორისტებად შეაფასა, თუმცა პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია. 2015 წლის შემდეგ, ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იყო. ქვეყანაში მოსახლეობაზე თავდასხმები ძირითადად ჯიჰადისტების მიერ ხორციელდება, რომლებიც ალ-ქაიდასა და ისლამური სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ.

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები საერთაშორისო კომპანიებისთვის გადასახადის დაწესებაზე შეთანხმდნენ

"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა "ისტორიულ" შეთანხმებას მიაღწიეს საერთაშორისო კომპანიებისთვის გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჯგუფის ფინანსთა მინისტრები ლონდონში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გლობალური კორპორატიული გადასახადის განაკვეთი მინიმუმ 15%-ი იყოს და კომპანიებმა გადასახადი იმ ქვეყნებში გადაიხადონ, რომლებშიც ოპერირებენ და არა მხოლოდ იქ, სადაც მათი სათაო ოფისებია განთავსებული. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება მიზნად ისახავდა გლობალური კომპანიებისთვის თანაბარი პირობების შექმნას. "მრავალი წლის დისკუსიის შემდეგ, G7- ის ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას გლობალური საგადასახადო სისტემის რეფორმირებისთვის, რათა ის გლობალური ციფრული ეპოქისთვის შესაფერისი იყოს", - თქვა სუნაკმა. მოცემული შეთანხმება მოიცავს ორ მთავარ პუნქტს: 1. საერთაშორისო კომპანიებს, სულ მცირე, 10% მოგების ზღვარით მოუწევთ გადასახადების გადახდა იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებენ. 2. გლობალური მინიმალური კორპორაციული გადასახადის დაწესება, რომელიც შეადგენს 15%-ს. როგორც BBC წერს, დაზარალებულ კომპანიებს შორის შეიძლება იყოს ისეთი ტექნიკური გიგანტები, როგორიცაა Amazon და Google.

ამერიკელი სენატორების მთავარი გზავნილები

„პირველი ვიზიტი პოსტკოვიდურ პერიოდში აშშ-დან და ეს ვიზიტი ჩვენ საქართველოში განვახორციელეთ იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს და მასთან პარტნიორობას ვანიჭებთ“, - ამ გზავნილით დაიწყო თბილისში, კოლეგებთან ერთად განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია „თბილისი მარიოტში“ 3 ივნისს, სენატორმა ჯინ შაჰინმა: „მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს და პარლამენტის სხვა წევრებს. საღამოს შევხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს. შუადღისას შევხვდით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს. ერთ-ერთი, რაც ყველა შეხვედრის დროს გვესმის ისაა, რომ საქართველო საკუთარ მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად. ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის წევრად“, - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა. კელი დეგნანი: ვფიქრობ, სენატორებს აინტერესებთ, ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ საქართველოს ერთგულება რამდენად რჩება ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს 19 აპრილის შეთანხმებაზე ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმის გაუმჯობესებაზე და სხვა საკითებზე, რომლებიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების შემდგომ განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის და მათი საჭიროებებისათვის. მივესალმებით საქართველოს არჩევანს, მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და NATO-ს. რუსულ ოკუპაციაზე დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გავსულიყავით და უშუალოდ გვენახა ადმინისტრაციული საზღვარი. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსის ჯარი და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება, მიიღონ ჯანდაცვის მომსახურება და განათლება. რუსეთის მცდელობა აშკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მდებარე სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, აირჩიეს დასავლეთისკენ სვლა, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობს უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. სწორედ ამიტომ ვუჭერთ საქართველოს მხარს, საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეტად შეძლონ თავიანთი უფლებების გამოვლენა. აშშ კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად. „ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში“, - ამ გზავნილით დაიწყო პრესკონფერენცია ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა. მისი თქმით, სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო აშშ-ის მეგობარია. მან, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ამ მხრივ ხედვებში განსხვავება არ არსებობს. „საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში. ჩვენ გვესმის, რომ უნდა გაგრძელდეს ის კურსი აშშ-ის მხრიდან, რომელიც 30 წლის წინ აირჩიეს და 30 წლის განმავლობაში ვხედავდით მის განხორციელებას, როდესაც აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენტიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს გულისხმობს ამავე დროს აშშ-ის მიერ მხარდაჭერას, რომ საქართველომ შეძლოს უზრუნველყოფა ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების იმისათვის, რომ მოქალაქეებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქართველო აგრძელებს გზას თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, ხოლო აშშ მას ამაში მხარს უჭერს. რუსული ოკუპაცია რობ პორტმანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ე.წ საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის უფლება არ აქვთ, მაინც ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო მეგობარია და მასთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. თანაბრად გვსურს, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც იმოძრავებს დემოკრატიის გაუმჯობესებისა და დაწინაურების გზაზე, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მის მოქალაქეებს. ახლა ის დროა, როდესაც რუსეთი საქართველოს და სხვა სახელმწიფოებს ხელს უშლის ამაში. რუსეთი სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, ბელარუსსა და აქაც, საქართველოზე. ჩვენ დღევანდელი დღე ძალიან ადრე დავიწყეთ და ადმინისტრაციული საზღვრის მოსანახულებლად წავედით. რაც ჩვენ ვნახეთ, არის იმის დასტური, რომ რუსეთი აგრძელებს მარტივი 6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას, რომელსაც მან ხელი მოაწერა. პირველ რიგში, არ არის ტრანზიტი, მოსახლეობას არ ეძლევა გადაადგილების საშუალება, ჩვენ ვნახეთ ღობეები, ვნახეთ მავთულხლართები, ეს იმისთვისაა, რომ ოკუპირებულ ტერირიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცენ. ჩვენ, ასევე ვესაუბრეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეძლევათ ე.წ საზღვრის მეორე მხარის გადასვლის საშუალება დაკვირვების მიზნით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება კარგი არ არის ე.წ საზღვრის მეორე მხარეს და ადამიანის უფლებები იქ ირღვევა“, - განაცხადა რობ პორტმანმა. NATO-ში გაწევრიანებაზე მიმაჩნია, რომ საქართველო არა მხოლოდ აპლიკანტი, ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს NATO-ში გაწევრიანების, რომელიც სურვილს ადასტურებს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. NATO-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ის პროცესი. მიმაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ. ამისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმა, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია, დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას. საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს NATO-ს წევრობასაც, რაც საქართველოს აღჭურვავს დამატებითი თავდაცვის საშუალებებით რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ჟურნალისტების კითვებზე პასუხი სისხლის სამართლის საქმეებზე ჯინ შაჰინი: კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებსაც თქვენ ახსენებთ, არ ვიცნობ და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მთლიანობაში პროცესს, ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამართლიან არჩევნებს, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის განხორციელებას, 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის. თვითმმართველობის არჩევნები რაც შეეხება არჩევნებს, დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოგზავნიან საქართევლოში დამკვირვებლებს, რომელიც ამ პროცესს უშუალოდ ადგილზე დააკვირდებიან. იმისათვის, რომ ეს არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით", - განაცხადა სენატორმა. 19 აპრილის შეთანხმება რობ პორტმანი: მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან, რომ უზრუნველყოფილი იყოს იდეალური ერთობა. ზუსტად ეს ჩანაწერია აშშ-ის კონსტიტუციაში, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ და პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, მისი პუნქტები აღსრულდეს, მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. ვიცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, ის ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს. ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან და ეს უკვე ისტორიული და ტრადიციულია, ვინაიდან 1991 წლის შემდეგ საქართველოსთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილია 5,7 მლრდ დახმარების სახით, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანას გაეუმჯობესებინა დემოკრატიის მდგომარეობა. მყარად დამდგარიყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე. რუსეთი, NATO-ს სამიტი ჯინ შაჰინი: ჩვენ ვართ კონგრესის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ზუსტად იმისთვის არის ჩამოსული, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას და ცდილობს, რომ დასავლეთისკენ იაროს. სენატორმა პორტმანმა უკვე ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე გამოუყო. უკანასკნელ პერიოდში აშშ-ის დახმარება ეხებოდა კოვიდთან ბრძოლას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, ეკონომიკურ კეთილდღეობას და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. მიმდინარეობა მუშაობა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამაზე დღეს გვქონდა საუბარი. რაც შეეხება რუსეთს და შეკავებაზე შეკითხვას, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები, რომლის ქვეშაც კომპანიების გარდა ინდივიდუალური პირებიც მოყვნენ, ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ ფულის გათეთრებას დასავლეთის ინსტიტუტების მეშვეობით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამას წინ აღვუდგეთ. რაც შეეხება NATO-ს, მას აქვს 2030 წლის ხედვა, რომლის ფარგლებშიც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს რეგიონის უსაფრთხოება და თავდაცვა. 2 ივნისს გვიან ღამით საქართველოში ჩამოსვლამდე, სენატორები უკრაინასა და ლიეტუვაში იმყოფებოდნენ. ირაკლი კობახიძე სენატორებთან შეხვედრაზე: ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია, ამნისტიის კანონი დამტკიცდება ძალიან მალე კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ კონგრესის დელეგაციის წევრებმა და ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს ამერიკელმა სენატორებმა და კახა კუჭავამ შეხვედრისას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობა განიხილეს რა საკითხები განიხილა ოპოზიციამ სენატორებთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტამდე სენატორები ქვეყნის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ

საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან

„პირველი ვიზიტი პოსტკოვიდურ პერიოდში აშშ-დან საქართველოში განვახორციელეთ იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს და მასთან პარტნიორობას ვანიჭებთ“, - ამ გზავნილით დაიწყო თბილისში, კოლეგებთან ერთად განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია „თბილისი მარიოტში“ 3 ივნისს, "დემოკრატმა" სენატორმა ჯინ შაჰინმა. „ერთ-ერთი, რაც (თბილისში გამართული) ყველა შეხვედრის დროს გვესმის, ისაა, რომ საქართველო საკუთარ მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად. ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის წევრად“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა. დელეგაცია შეხვდა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და არასამთავრობო სექტორს. „ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში“, - განაცხადა ამავე პრესკონფერენციაზე "რესბუპლიკელმა" სენატორმა რობ პორტმანმა. მისი თქმით, სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო აშშ-ის მეგობარია. მან, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ამ მხრივ ხედვებში განსხვავება არ არსებობს. სენატორების ვიზიტის შეფასებისას, Europetime-თან ინტერვიუში ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში, თავად ეს ვიზიტი იყო გზავნილი, რადგან ის საჭირო იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. „მით უმეტეს, ხანგრძლივი დრო გავიდა, რაც ასეთი ვიზიტი არ განხორციელებულა. თავისთავად ცხადია, რომ სენატორები დაინტერესებულები იყვნენ საქართველოში არსებული ვითარების შესწავლით. მათი გზავნილიც ეს იყო, რომ საქართველოს და ქართულ დემოკრატიას უჭერენ მხარს. აქცენტი კეთდებოდა შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. იმავდროულად კარგია, რომ ყურადღება გამახვილდა საგარეო საფრთხეებზე და ვფიქრობ, რომ ამ კოტექსტში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ პოლიტიკოსებმა ხედვა გაუზიარეს ჩვენს პარტნიორებს, რადგან ორივე სენატორი ძალიან გავლენიანია. რომ შევაჯამოთ, ვიზიტი იყო თავად გზავნილი და ყველა განხილული საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ქართული სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე. პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ სენატორების ჩამოსვლა გარკვეული გზავნილი იყო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომ აშშ-სთვის პრიორიტეტად რჩება საქართველო და მისი დემოკრატიული განვითარება. „ბოლო პერიოდში თითქოს აზრი არსებობდა, უკუსვლა ხომ არ ხდება დემოკრატიასთან დაკავშირებით, რაზეც არის დამოკიდებული NATO-ს წევრობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რეფორმებს არ გაატარებ, ქვეყანაში ხდება სტაგნაცია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, ლარის კურსი ეცემა, ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს ყველაფერზე და ამ დროს, ენერგია, რომელიც მიმართული უნდა იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, იხარჯება რაღაც ვიწროპარტიულ კინკლაობაში და აქედან გამომდინარე, ზოგჯერ არ ჩანს საქართველოს მონდომება. ფორმალურ დონეზე - კი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ ახალი იდეები წამოვიდეს. იმ ფონზე, როდესაც აშშ გლობალური პრობლემებით არის დაკავებული, მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს სტაბილურობა, გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმა, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს. თუ ეს არ მოხდება, NATO-ში გაწევრიანებაზე და ასე შემდეგ საუბარი ზედმეტია, მით უმეტეს, გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია Europe Time-თან ინტერვიუში. სენატორებმა საქართველო უკვე დატოვეს, თუმცა ქვეყანა აშშ-დან მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტის მოლოდინშია. საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ესტუმრება, რომელიც იმჟამინდელ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველოში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა. თბილისიდან პომპეოს გამგზავრების შემდეგ, მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი საქართველოში დარჩა და დახურულ კარს მიღმა იმ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რომელთაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს. ფილი რიკერს ახლა საკმაოდ ხანგრძლივი რეგიონული ტურნე აქვს, რომლის განმავლობაშიც: „6-13 ივნისს „საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების განხორციელებას და გამოხატოს რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. „საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადობას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია. სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბახთან დაკავშირებული საკითხები", - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. „ფილიპ რიკერის ვიზიტი გაგრძელებაა აშშ-ის გზავნილისა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში მომხდარი მოვლენებისა, ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას. ეს არის ის, რასაც ქართული მხარე ელოდებოდა. ახლა, თანდათან ალბათ გამოიკვეთება პრიოროტეტები მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ალბათ უნდა გამოიკვეთოს კონტურები, როგორ ხედავენ პრიორიტეტებს და როგორ შეუძლიათ, დაეხმარონ ფრონტისპირა ქვეყნებს, როგორიც არიან უკრაინა და საქართველო. მთავარია, ფოკუსი არ დაიკარგოს, საქართველო არ ჩაიკარგოს გლობალური პრობლემების მიღმა და საკუთარი ნიშა გამონახოს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. „სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ, თენგიზ ფხალაძის აზრით, ორი თემა უნდა იყოს აქტუალური: „ფილიპ რიკერს რეგიონული ტურნე აქვს, რაც ბუნებრივია, კარგია. ზოგადად, რაც უფრო მეტად იქნება შეერთებული შტატების ოფიციოზის ვიზიტები ამ რეგიონში, კარგია. თავისთავად ცხადია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერის ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღი იქნება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ აქ ორი თემა უნდა იყოს აქტუალური: ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და დემოკრატიის გაძლიერება, ასევე, მომავალი არჩევნები (რაზეც სენატორებმაც ისაუბრეს) ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისათვის და მას განსაკუთრებით დააკვირდებიან. დარწმუნებული ვარ, მსგავსი გზავნილი ექნება ფილიპ რიკერსაც, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი გამოყენებული იყოს კიდევ ერთხელ უსაფრთხოების გარემოზე ყურადღების გასამახვილებლად მაშინ, როდესაც უნდა გაიმართოს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი NATO-ს სამიტი, რომელმაც ნათელი გზავნილი უნდა გაუგზავნოს რუსეთს, რომ მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მიუღებელი. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან და ზოგადად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე. სენატორების ვიზიტის პარალელურად, საქართველოში ასევე შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. ფილიპ რიკერის გარდა, ქვეყანაში უახლოეს მომავალში ასევე ელოდებიან ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას. „მთლიანობაში ეს ყველაფერი ერთად არის კარგი მოვლენა, შესაძლოა, ცოტა დაგვიანებულიც, რადგან ყარაბაღის ომის შემდეგ, ცოტა ვაკუუმი შეიქმნა რეგიონში დასავლეთის ყოფნასთან დაკავშირებით და ამ ვიზიტებმა გარკვეულწილად გამოაცოცხლა არსებული გარემო, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი საქართველოს მხრიდან, როგორ გამოვაცოცხლოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური საკითხები. ამას მარტო ვერ გავაკეთებთ, თუმცა უნდა ვიყოთ ინიციატორები, დავსხდეთ ამერიკელებთან, გავლენიან ადამიანებთან განვიხილოთ საქართველოს და ამერიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. შემდეგ უნდა შეჯერდეს მოსაზრებები და შეიძლება, შედგეს სამუშაო გეგმაც მომდევნო წლების განმავლობაში“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. უკრაინის პრემიერის ვიზიტის მნიშნელობას უსვამს ხაზს თენგიზ ფხალაძე. მისი თქმით, ყველა სპეკულაციას, მითქმა-მოთქმას რომელიც არსებობდა, წერტილი დაესმება. „საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გაამყარებს ამ პარტნიორობას, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც უნდა გაიმართოს სამიტი; იმ დროს, როდესაც ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომელთაც ასოცირებაზე აქვთ ხელი მოწერილი. ორივე ქვეყანა ერთიდაიგივე საფრთხის წინაშე ვართ. მხედველობაში მაქვს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ერთიდაიგივე აგრესორი გვყავს - რუსეთის ფედერაცია. ასე რომ, ძალიან ბევრი საკითხია, რომელშიც ვთანამშრომლობთ და კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, ინტენსიური გავხადოთ ეს თანამშრომლობა. ძალიან მიხარია, რომ ეს ვიზიტი შედგა, საჭირო იყო როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის, ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის. რაც შეეხება ლიეტუვას, ეს არის ქვეყანა, რომელიც NATO-ში საქართველოს გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერია, არამედ ხშირად ადვოკატირებას უწევს საქართველოს ინტერესებს და ამ კონტექსტში ლიეტუვა არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო. მისასალმებელია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები მეტ-ნაკლებად დაწყნარდა და საშუალება გვაქვს, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, გარდა იმ პოლარიზაციისა, რომელიც არსებობდა და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ არსებობს თემები, რომლის გამოც, ყველა ვალდებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს იმაში, რომ ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს და უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანები იყოს წინ წამოწეული, განხორციელებული, ქვეყნის უსაფრთხოება დაცული და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი არაფერმა შეუშალოს“, - განუცხადა Europe Time-ს თენგიზ ფხალაძემ. ამერიკელი სენატორების მთავარი გზავნილები სენატორი რობ პორტმანი: ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პორტებში და ასე შემდეგ

სასამართლოს დროებითი განჩინებით, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ. დროებით განჩინებაშია ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დროებითი განჩინების მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაევალათ ისეთი ქმედების განხორციელება, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყოფენ ნინოწმინდის პანსიონში ჩარიცხული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანას. „განმცხადებელს შესაბამისი სარჩელის აღძვრისთვის განესაზღვროს ვადა-10 დღე და განემარტოს, რომ სარჩელის აღნიშნულ ვადაში არაღძვრის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას დროებითი განჩინების გაუქმების თაობაზე“, - აღნიშნულია დროებით განჩინებაში. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივი გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა.

ყველაზე უცნაური ადგილები, სადაც ადამიანებს კორონავირუსზე ცრიან

მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინაცია იანვრიდან დაიწყო. გადახედეთ ფოტოებს, თუ სად და რა პირობებში მიმდინარეობს ვაქცინაცია. ქარხნის თანამშრომლები Pfizer-BioNTech ვაქცინის დოზას ავტობუსში იკეთებენ, მექსიკა, 2021 წლის 24 მაისი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე კინოთეატრში რეგისტრირდება, სან-ხუანი, ფილიპინები, 2021 წლის 2 ივნისი ნიუ იორკის ისტორიის მუზეუმი, 2021 წლის 23 აპრილი რიო-დე-ჟანეიროს მუნიციპალურ თეატრი, ბრაზილია, 2021 წლის 27 მაისი ალმა ატა, ყაზახეთი, სავაჭრო და გასართობი ცენტრი 2021 წლის 27 აპრილი პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების რიგი ხუარესის სამხედრო ბაზა, მექსიკა, 2021 წლის 25 მაისი თელ ავივი, ისრაელში, ქალი ბარში იკეთებს აცრას, 2021 წლის 18 თებერვალი. სოლსბერის საკათედრო ტაძარი, ბრიტანეთი, 2021 წლის 20 იანვარი მამაკაცი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრება. მთის სოფელი ლეჟისტაში, კოლასინის მუნიციპალიტეტში, მონტენეგრო, 2021 წლის 10 მაისი 2021 წლის 4 მაისს, სერბეთში, კრაგუევავაკში, ჩინური Sinopharm-ით კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში იცრებიან. ხალხი ელოდება ავტობუსს, რომელიც COVID ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა, ლონდონი, ბრიტანეთი, 20 თებერვალი, 2021 ვენეციის მკვიდრი ვაქცინას ბორანზე იკეთებს, ვენეცია, იტალია, 2021 წლის 5 აპრილი

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ძალა + უფლება - ვისი ძალაუფლება? ყოველთვის მაოცებდა ქართული სიტყვების სიღრმე და მრავალმხრივობა. ძალაუფლება - ძალაც ყოფილა და უფლებაც. ხელისუფლება - ხელის დადების უფლება, დაპატრონება... უფლება - შესაძლებლობაც არის და ბატონობის უფლებაც... კანონიერი უფლება, მორალური უფლება - რატომ ვერ დავამთხვიეთ კანონი მორალს? ენა ცოცხალი ორგანიზმია და საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება სიტყვებში ილექება... დღეს ვისთვის რას ნიშნავს ძალაუფლება? ძალას თუ უფლებას? ვინ ფლობს ძალას და ვინ ფლობს უფლებას? რისი კანონიერი უფლება გვაქვს და ვინ მოგვანიჭა? რისი მორალური უფლება გვაქვს და ვინ მოგვანიჭა? ვინ არის ჩვენი ბატონი - საკუთარი განსჯა, თემის მორალი თუ ბელადობის სურვილით შეპყრობილი ადამიანები? დიქტატურებში დიქტატორი ფლობს ძალასაც და უფლებასაც და მხოლოდ მცირერიცხოვან ადამიანებს უნაწილებს ამ სიკეთეებს. მისი ძალა შიში და ტერორია, მისი უფლება საყოველთაო. ოლიგარქიაში ჯგუფები ფლობენ ძალას და უფლებას, მათი ძალა ფული და რესურსია, მათი უფლება - ადამიანებით მანიპულირება. სამხედრო რეჟიმებში სამხედრო ჯგუფები ფლობენ ძალაუფლებას; კომუნისტურ სახელმწიფოებში - პროლეტარიატი; არშემდგარ სახელმწიფოებში - სხვადასხვა ჯურის დესტრუქციული ჯგუფები - ტერორისტები, ნარკობარონები, კრიმინალური ავტორიტეტები... თეოკრატიებში - რელიგია; ოხლოკრატიაში - ბრბო... დემოკრატიებზე არაფერს ვიტყვი, ჩვენთვის უცხოა ძალაუფლების სახელმწიფოსა და ხალხს შორის განაწილება, ჩვენთვის უცხოა სახელმწიფო და უცხოა „ხალხი“, როგორც ინდივიდების ერთობლიობა... პროლეტარიატის არც არასოდეს გვწამდა ისე, როგორც ნამდვილ პროლეტარს შეეფერება, გულის სიღრმეში არავის გვხიბლავდა პროლეტარად ყოფნის „სიამე“. ურო და ნამგალი ბევრი გვირტყეს და ვერ აღმოფხვრეს ჩვენში მემარჯვენე ინსტიქტები - ყოველთვის ვართ უფრო ლამაზი, უფრო ჭკვიანი, უფრო ძლიერი, უფრო მდიდარი... მოგვწონს იერარქია და არა თანასწორობა - თუ ყმა ვართ კარგი პატრონი გვჭირდება და თუ პატრონი ვართ, ბევრი ერთგული ყმა... დიქტატორი ბევრი ვეძებეთ და ვერსად ვიპოვეთ, ვერც მესია, ვერც ბელადი, ვერც მეფე თუ თეთრ მხედარზე ამხედრებული პრინცი... ბევრი ვეძებეთ და ვერ შევთანხმდით, ვის დავაკისროთ ესოდენ „დიადი ტვირთი“, ვინ ვაქციოთ „უფლებაშეუზღუდავ“ გმირად და რაინდად... არც შოლტი გვიყვარს საკუთარ ზურგზე - მხოლოდ ცოტა ხნით, მხოლოდ დროებით... ვცხოვრობდით გუშინ, ვცხოვრობთ დღეს და ვიცხოვრებთ ხვალ „გოდოს მოლოდინში“... ვერ შევდექით ვერც ავტოკრატიად, ვერც ოხლოკრატიად, ვერც არისტოკრატიად, ვერც ტექნოკრატიად, ვერც თეოკრატიად... დემოკრატიისგან ხომ საერთოდ ჯვარი გვწერია... ალბათ კრატოსი შემოგვწყრა... ან ზევსი... ან უფალი... აბა საკუთარ თავს ხომ არაფერს დავაბრალებთ? *** თუ გჩაგრავენ, უფლებააყრილი ხარ, თუ სხვას ჩაგრავ - უფლებამოსილი... ქართულ ენას არ აქვს სიტყვა სხვისი ჩაგვრის მდუმარედ მაყურებლებისთვის... თავზე დავფოფინებთ საკუთარ შვილებს და დღეს ან ხვალ, ახლო თუ შორეულ მომავალში ნალოლიავებთ გავიმეტებთ იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იყოფა უფლებამოსილებად, უფლებააყრილებად და სხვისი ჩაგვრის მდუმარე მოწმეებად. დღეს ან ხვალ, ახლო თუ შორეულ მომავალში, ისინი აუცილებლად ეცდებიან, გაექცნენ ამ საზოგადოებას - ჩაიცვამენ რკინის ქალამნებს, ააგებენ მფრინავ ურმებს, გადაცურავენ ზღვას და უკანმოუხედავად გაიქცევიან სხვა გალაქტიკაში... ჩვენი თაობის სისუსტე - აჰყვეს წარმოსახვით იდეებს თუ შეთქმულების თეორიებს, ეძებოს მორალი ფსევდოიდეებში, რომელიც ხან „კაიკაცობად“ შეგვიფუთეს, ხან „ეროვნულობად“ ხან „ქრისტეს ერთგულებად“ - გაგვიქცევს შვილებს და დაგვტოვებს მიტოვებული მშობლის ვარამით. სხვისი ბავშვების გადარჩენით, სხვისი ტკივილის გაზიარებით, მცირეოდენი სიმამაცით და მცირეოდენი გონიერებით საკუთარ შვილებს გადავარჩენთ დღეს ან ხვალ, ახლო თუ შორეულ მომავალში. *** ვინ ფლობს ძალას და ვინ ფლობს უფლებას აქ, ამ საზოგადოებაში, გუშინ და დღეს, ან თუნდაც ხვალ? ვისი წესებით ვცხოვრობთ დღეს და ვისი იმედით იცხოვრებენ ჩვენი შვილები? იქ სადაც არ არის ძალა და კანონი, კარგი ან ცუდი, ძალაუფლება იქსაქსება და ამაოდ ვიკითხავთ - ვინ ფლობს დღეს ძალას და ვინ ფლობს უფლებას? იქ სადაც არ ზეობს ძალა და კანონი, აღმასვლას იწყებს პოპულიზმი და პოპულისტების „მორალური ძალაუფლება“. ნეტა შევმდგარიყავით ავტოკრატიად, ოხლოკრატიად, არისტოკრატიად, ტექნოკრატიად, თეოკრატიად (დემოკრატიისგან ჯვარი გვწერია)...

ამირან გამყრელიძე: ყველა ბრიგადა გადის გადამზადებას იმუნიზაციის გვერდით პროცესებთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყება. მისი თქმით, ამ დროიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში ყოველდღიურად უნდა აიცრას 1400-მდე მოზრდილი ადამიანი. „ივლისიდან უნდა გადავიდეთ ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე, რაც ნიშნავს დღეში 25 000 ადამიანის აცრას. ამისთვის ჩვენი რესურსები სამეგრელოში უნდა გავაოთხმაგოთ და დღეს თუ სამეგრელოში დაახლოებით იცრება 300 ადამიანი, ივლისიდან მოყოლებული, უნდა აიცრას 1 200 -1 400 მოზრდილი ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, აუცილებელია აცრის კაბინეტებში მომუშავე პერსონალის გადამზადება, ახალი ჯგუფების დამატება და ამ მედპერსონალისთვის ანაზღაურების გაზრდა. „ჩვენი სამიზნე წელს არის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრა ორჯერადად, რაც გულისხმობს 3 მილიონ 400 ათასი აცრის ჩატარებას ქვეყანაში. დღეს 17 ბრიგადა ატარებს აცრებს. უნდა გასამმაგდეს ბრიგადების რაოდენობა. ისინი, ვინც მუშაობენ კვირაში სამ ან ოთხ დღეს, უნდა იმუშაონ შვიდი დღის განმავლობაში. დავაყენეთ ეს საკითხი და ვაორმაგებთ ანაზღაურებას სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ბრიგადებისთვის. ეს პროცესი გულისხმობს ასევე სამედიცინო პერსონალის მეტ გადამზადებას, ასევე ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 1 200 სოფლის ექიმის გადამზადება. შესაბამისად, ყველა ბრიგადა გადის გადამზადებას იმუნიზაციის გვერდით პროცესებთან დაკავშირებით. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს არაერთი გადამზადება და ეს სულ დაგვჭირდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ზრდასრული 300 000 მოქალაქიდან 160 000 მაინც უნდა აიცრას“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე მათთვის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რის გამოც პროცესში მოგვიანებით ჩაერთნენ. მათივე ცნობით, გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს ეხება. „გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით. ამასთან ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის“, – ნათქვამია განცხადებაში. საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალათ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა. ამასთან, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 504 ადამიანს დაუდასტურდა, 1 201 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 288 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 505, „პისიარ“ ტესტით – 9 783. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –2,76 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,92 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,99 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 349 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 333 505 გამოჯანმრთელდა, 4 910 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ აცრილია 172 216 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 884. კარანტინის რეჟიმშია 25, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 418 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 630 პირი. გუშინ, 5 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 832 ადამიანი დაინფიცირდა, 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 884-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 172 216-მა მოქალაქემ გაიარა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 349 098 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 333 505, გარდაიცვალა 4 910 პაციენტი.

ჯო ბაიდენი: ევროპული ტურნეს მიზანი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა

ჯო ბაიდენის თქმით, მას რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს, თუმცა მზადაა, მოსკოვის მხრიდან ევროპული უსაფრთხოების მიმართ მომდინარე გამოწვევებს უპასუხოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. სტატიაში ბაიდენი საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებზეც მომდევნო კვირაში ევროპაში დაგეგმილი ვიზიტის დროს და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ერთიანი ფრონტით გამოდიან და მზად არიან, უპასუხონ რუსეთიდან ევროპის უსაფრთხოებისადმი მომავალ გამოწვევებს, დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით“. ბაიდენის განმარტებით, აშშ მზადაა, ითანამშრომლოს რუსეთთან ისეთ საკითხებზე, როგორიცააა სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღების კონტროლი. მან ხაზი გაუსვა, რომ პუტინთან შეხვედრა, აშშ-ის მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შემდეგ შედგება. ბაიდენის თქმით, მისი ევროპული ტურნეს მიზანი „მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა“. ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი საგარეო ვიზიტით ევროპაში 10 ივნისს გაემგზავრება. ის მონაწილეობას მიიღებს დიდი შვიდეულის სამიტში დიდ ბრიტანეთში, ასევე NATO-ს ლიდერების სამიტში, ხოლო 16 ივნისს ჟენევაში ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.

ჯანდაცვის სამინისტრო: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანი გაიყვანა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გაყვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკე დაწყებულია. „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით აგრძელებს. ამასთანავე, 2021 წლის 5 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების აღსრულების პროცესი – ნინოწმინდის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვების გამოყვანის ნაწილში უკე დაწყებულია. ამ დროისთვის სააგენტომ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, კიდევ ხუთი არასრულწლოვანი ზრუნვის სხვა ფორმაში უკვე გადაიყვანა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. ადგილზე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ჯგუფი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში, აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არასრულწლოვნებისთვის ზრუნვის სხვა ალტერნატიული ფორმები უკვე მოძიებული აქვს. ეს ეხება ბიოლოგიურ ოჯახში ინტეგრაციას, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში განთავსებას. ზემოაღნიშნული მოქმედებები ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით ხორციელდება. სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესის დაცვა წარმოადგენს. ამ პრინციპებზე დაყრდნობით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას აგრძელებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნიგერიაში Twitter-ი დაბლოკეს

ნიგერიის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის, ლაი მოჰამედის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სოციალურ ქსელ Twitter-ის მუშაობა შეჩერებულია. ლაი მოჰამედის თქმით, ამ სოციალურ ქსელს მუდმივად იყენებენ „ისინი, ვინც ნიგერიის ერთიანობასა და უსაფრთხოებას უთხრის ძირს“. ნიგერიის გენერალური პროკურორის, აბუბაქარ მალამის განცხადებით, Twitter-თან დაკავშირებული აკრძალვის დამრღვევი ნებისმიერი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. ნიგერიის ლიცენზირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში აცხადებენ, რომ, ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონით განსაზღვრული „ეროვნული ინტერესის დებულებებისა“ და სალიცენზიო პირობების საფუძველზე, ასოციაციის წევრებმა უკვე შეასრულეს Twitter-ზე წვდომის შეჩერების მოთხოვნა

ირანის ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ქალაქ ზარანდში მდებარე ფოლადის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გამდნარი ლითონის გაჟონვამ გამოიწვია. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. „მასალის გასადნობ ღუმელში გამოწვეულმა მოულოდნელმა გაჟონვამ ხანძარი და დაკვამლიანება გამოიწვია, მაგრამ ქარხნის სხვა ტერიტორიებზე აფეთქება არ მომხდარა“, – განაცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა ალი სადექზადემ.

დონალდ ტრამპი 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, რომელიც ტრამპის პრეზიდეტობის დროს „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიაში წარმოშობის ვერსიას გამორიცხავდა, ხოლო ახლა პოზიცია შეცვალა. ტრამპმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, პანდემიის გამო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად აშშ-ს 10 ტრილიონი დოლარი გადაუხადოს. თავის სიტყვაში ტრამპმა აგრეთვე გააკრიტიკა მისი კომპანიების წინააღმდეგ დაწყებული ფინანსური გამოძიება. ტრამპის განმარტებით, ეს დემოკრატების მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობაა. ამასთან, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2022 წელს რესპუბლიკელებს კონგრესის არჩევნების დროს დაეხმარება, ასევე, აღნიშნა, რომ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას არ გამორიცხავს.

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

aljazeera-ს ინფორმაციით, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საავტომობილო გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე მიკროავტობუსი აფეთქდა, რასაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ჩრდილოეთ პროვინცია ბადგისის გუბერნატორის, ჰუსამუდიმ შამსის განცხადებით, შემთხვევის დროს სამი ბავშვი დაიღუპა. მიკროავტობუსი ქალაქ ყალა-ე-ნაუში მიეგმზავრებოდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.