ძებნის რეზულტატი:

ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე. "აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციისს სფეროში დასაქმებული პირები. ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3333 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუნისეფი მზადაა, დაეხმაროს მთავრობას დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს

გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ ბავშვები ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდნენ. „იუნისეფი მზადაა, დაეხმაროს მთავრობას დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს. ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ბავშვების ტრავმირების თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საჭიროა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასება, რის საფუძველზევ უნდა მოხდეს ბავშვების ოჯახურ და სათემო ზრუნვაში გადაყვანა და ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას. აღნიშნულ პროცესში მხოლოდ ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ. ბავშვების მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვზე მორგებული პროცედურების დაცვით უნდა ჩატარდეს. შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იქნას თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია. ამასობაში სოციალური მუშაკები და სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების სპეციალისტები რეგულარულ ვიზიტებს უნდა ახორციელებდნენ ყველა ინსტიტუციაში რათა უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პროფესიული შეფასება. ინსტიტუციებში მოთავსებულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეტყობინების მექანიზმზე, რათა განაცხადონ ძალადობის ან უდიერი მოპყრობის შესახებ. ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები, რათა განისაზღვროს შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა და საჭირო პროფესიული მხარდაჭერა. საჭიროა გაძლიერდეს თავად ალტერნატიული ზრუნვის და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები, რათა ინსტიტუციის დატოვების შემდეგ ბავშვებს, მათ ოჯახებსა და მათთან მომუშავე პროფესიონალებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა. შესაბამისი მონაწილეები დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივს უნდა სცემდნენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი სივრცის უფლებას. გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების დაფინანსებისკენ. გრძელვადიან პერსპექტივაში იუნისეფი მხარს დაუჭერს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის მიზეზების კვლევას და დაეხმარება დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას და ხელს შეუწყობს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი 2005 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას. იუნისეფი გააგრძელებს დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებაში და ყველა ბავშვისა და მათი ოჯახებისთვის ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობის ხელშეწყობაში. ჯანდაცვის სამინისტრო: სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანი გაიყვანა

კახა კუჭავა: საქართველო NATO-ს წევრი მალე გახდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ

პარლმანეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტს, სადაც NATO-ში გაწევრიანების მზაობაზეა ხაზი გასმული ხელი მოაწერა და მასზე ხელის მოწერა პარლამენტის წევრებსაც შესთავაზა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, საქართველო NATO-ს წევრი მალე გახდება. მისი თქმით, ეს განცხადება 14 ივნისს NATO-ს სამიტზე იქნება წარდგენილი. "მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ყველა დეპუტატს ექნება საშუალება მოაწეროს ხელი და არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, რომ არის საკითხები, რომლის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ, რომელიც ყველას ინტერესებში შედის და საკითხი, რომელიც ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ყველა პარტიამ დააფიქსიროს. მასზე ხელმოწერა შეეძლება როგორც ყველა დეპუტატს ინდივიდუალურად, ასევე პოლიტიკური გაერთიანებისა და ჯგუფის სახელითაც. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო მზადაა იმისთვის, რომ NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს, მოვისმინეთ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს NATO-ს წევრობას და ერთი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო NATO-ს წევრი მალე გახდება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, პოლიტიკური ნება არსებობს და დღეს კიდევ ერთხელ ფიქსირდება ყველა საპარლამენტო პარტიის ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვართ ერთიანები და ნამდვილად მივაღწევთ ამ ერთიანობით ამ მიზანს“, - განაცხადა კუჭავამ. NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება წარადგინეს

საქართველოში ცხელი ზაფხული გველოდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს ცხელი ზაფხული გველოდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები, ზაფხულის ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, მაღალმთიან რაიონებში კი, +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ. რაც შეეხება ატოსფერულ ნალექებს, მათი რაოდენობა სანაპირო ზოლში ნორმის ფარგლებში, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი.

როგორია ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორფინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი ჯანდაცვის მინისტრს ექნება PCR-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი, სამუშაოს დაუბრუნდება. "ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აგრძელებს თვითიზოლაციას და მკურნალობას. როგორც კი მას ექნება PCR-ის უარყოფითი პასუხი, ის დაუბრუნდება სამუშაოს", – განცხადა თამარ გაბუნიამ. როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით მას შემდეგ აიცრება, რაც მისთვის ვაქცინაცია რეკომენდებული იქნება. "ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებს იმის მიხედვით, როგორი იქნება რჩევა და რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ახალ ინფექცია გადატანის შემთხვევაში, ჩვენთან ჯერჯერობით მეორე დოზა არ კეთდება", -აღნიშნა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირბელი დოზა 23 მარტს გაიკეთა .

ბინაზე ხანდაზმულთა ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო

ბინაზე ხანდაზმულთა ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა. „ხანდაზმულებთან მიმართებით მიზანმიმართული აქტივობები ხორციელდება. ხანდაზმულთა სახლებსა და თავშესაფრებში ვაქცინაცია აქტიურია და ეს დაწესებულებები თითქმის სრულადაა მოცული. ასევე, დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება. სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, გრძელდება ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლების ვაქცინაცია. „ამგვარი მიდგომა გვაძლევს საშუალებას, რომ ორივე მიმართულებით ვიმუშაოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში 3,6 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის მობილიზება იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3333 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას ჯანდაცვის სამინსიტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3333 პირი.პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ქვეყანა ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს და შესაძლებელი იქნება ე.წ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებაც. "ჩვენ რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, ივლისიდან გვჭირდება დაახლოებით 20 000-დან 25 000-მდე აცრა ყოველდღიურად. ამისთვის ახლა ვემზადებით. ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს დადასტურება, რომ ივლის-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას. ანუ, ჩვენ შეგვეძლება ე.წ. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მე ხშირად გეუბნებოდით, რომ მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როდესაც გარანტირებულად საწყობებში ყველა თვის დასაწყისში გვექნება სულ მცირე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ინტენსიურად ვემზადებით, გასულ კვირას მქონდა ვიზიტები რეგიონებში, დაგვრჩა აჭარა, გურია და რაჭა, ამ კვირაში მივდივართ იქაც, რომ ადგილებზე იყოს მეტი მზადყოფნა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ზაფხულში გაიმართება მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ევროპული ტურნედან ვაშინგტონში დაბრუნდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს უკრაინის ინტერესებს დაიცავს.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა, აგრესიული ქმედებების ეს მოდელი NATO-ს ყველა მოკავშირეს აშფოთებს

ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის ქცევის მოდელი ვიხილეთ, როდესაც მათ დიდი ინვესტიცია განახორციელეს ახალ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებსა და ჩვეულებრივ და ბირთვულ შეაიარაღებაში, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, NATO-მ კოლექტიური თავდაცვის მასშტაბური გაძლიერება განახორციელა, რაც 2014 წელს აგრესიული ქმედებებით იყო გამოწვეული, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. „ჩვენ გვაქვს საჰაერო პატრულირება, შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ. მნიშვნელოვნად გავზარდეთ ძალების მზადყოფნა. ეს მკაფიო და ძლიერი პასუხია NATO-ს მოკავშირეების მხრიდან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. „წლების განმავლობაში, რუსეთი მეზობლებს აშინებდა, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა, ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია მოახდინა. შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, კიბერშეტევებსა და სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდულ აგრესიულ ქმედებას ახორციელებდნენ NATO-ს მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ. აგრესიული ქმედებების ეს მოდელი NATO-ს ყველა მოკავშირეს აშფოთებს. მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, მაგალითად, უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში 3 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს, რაც სრულად 34 მილიონი ლარი ეღირება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ვაქცინაციის ღირებულება გაიზარდა. "დღევანდელი მდგომარეობით, ორჯერადი აცრის ღირებულება 5 ლარია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორჯერადი აცრის ღირებულება 10 ლარამდე გაიზარდოს. შემდგომ ვნახოთ", - განაცხადა ამირან მგამყრელიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში 3 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს, რაც სრულად 34 მილიონი ლარი ეღირება. "იმუნიზაციის ბიუჯეტში გარკვეული თანხები გვაქვს", - აღნიშნა გამყრელიძემ. როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია

გაეროს სასამართლომ რატკო მლადიჩის განაჩენი ძალაში დატოვა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში, ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის განაჩენი ძალაში დატოვა. მრადკო მლადიჩმა გენოციდისთვის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და 1992-95 წლების ბოსნია-ჰერცეგოვინას ომში სამხედრო დანაშაულებისთვის, 2017 წელს გამოტანილი სამუდამო პატიმრობის განაჩენი გაასაჩივრა. მრადკო მლადიჩი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საჩივრის განხილვა მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და COVID-19-ის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო.

ამირან გამყრელიძე: თუ არ ავიცრებით, შეიძლება, მეოთხე ტალღა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის მეოთხე ტალღის გავრცელების საფრთხე ზაფხულის ბოლოს იქნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "თუ არ ავიცრებით, თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, შეიძლება, მეოთხე ტალღა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იყოს", - განაცხადა გამყრელიძემ. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული წინადადებები დღესაც განიხილა. "პრემიერთან ალბათ კიდევ იქნება შეხვედრა მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში, რომ გარკვეული შეღავათები, საუბარია ვთქვათ კომენდანტის საათთან, იგივე სამასპინძლო დაწესებულებებთან მიმართებაში, ან პირბადესთან, მაგრამ ვიდრე ქვეყანაში კრიტიკული მასა არ აიცრება, ჩვენ პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით", - განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1023 ადამიანს დაუდასტურდა, 510 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 335 029 , გარდაიცვალა 4 951 პაციენტი.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალება მესამე ადგილზეა

"სხვა დაავადებებს შორის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალება მესამე ადგილზეა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფონგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვადასხვა შტამის ცირკულაციაც იყოს, ისევე როგორც დაგვიანებული მკურნალობა. "დღეს საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი 1,4%-ია და ის შედარებით ჩამორჩება სიკვდილიანობის გლობალურ მაჩვენებელს, რომელიც 2,1%-ს შეადგენს. საქართველო გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებლით მსოფლიოში მეცამეტე ადგილს იკავებს. წელს,არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად მსოფლიოში, გლობალურად, უკანასკნელი 5-6 თვის განმავლობაში, იმდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, რამდენიც შარშან, მთელი წლის განმავლობაში. ასე ვთქვათ, სიკვდილიანობის ტემპი, პროცენტული მაჩვენებელი თიტქმის ერთ დონეზეა, გაზრდილია ყველგან, მათ შორის, ჩვენთან. დღეს, კოვიდით სიკვდილიანობა მსოფლიოში გახლავთ მეორე ადგილზე გულსისხძარღვთა დაავადებების შემდეგ. ჩვენთან არის მესამე ადგილზე, გულსისხძარღვთა და კიბოს შემდეგ. წესლ, სხვადასხვა შტამის ცირკულაციის გამო, დასაშვებია, რომ შესაძლოა, უფრო ადვილად მძიმდებოდნენ პაციენტები. ისევე, როგორც მეორე მიზეზი სიკვდილიანობისა, შესაძლოა, სამწუხაროდ, იყოს დაგვიანებული მიმართვიანობა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1023 ადამიანს დაუდასტურდა, 510 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 350 428 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 335 029 , გარდაიცვალა 4 951 პაციენტი.

რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 8 და 9 ივნისს, 16:00-დან 20:00 საათამდე მარიონეტების თეატრში. 10 ივნისს, 15:00 საათზე, რეზო გაბრიაძეს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო. რეზო გაბრიაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც იყო. მან 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და გამოირჩევა საინტერესო და ინდივიდუალური არქიტექტურით. თეატრმა თავისი სპექტაკლებით -„ალფრედი და ვიოლეტა", „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები", „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა" და სხვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

8 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 178 738-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 51 248 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 5393-მა ადამიანმა გაიკეთა.

რუსეთმა 9 კანადელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

რუსეთმა 9 კანადელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცლეებს. უწყების ცნობით, კანადელ მაღალჩინოსნებს განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა. რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: 1 . კანადის იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი დავიდ ლამეტი. 2. პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელი ენ კელი 3. კანადის სადაზვერვო ძალების მეთაური სკოტ ბიშოპი 4. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯოდი ტომასი 5.კანადის ცხენოსანთა სამეფო პოლიციის მეთაური ბრენდა ლუკი 6.კანადის ცხენოსანთა სამეფო პოლიციის მეთაურის მოადილე ბარიან ბრენანი 7. შტაბის უფროსის მოადგილე ეროვნული თავდაცვის საკითხებში, მაიკ რულო 8. სამთავრობათაშორისო საქმეთა მინისტრი დომინიკ ლებლანკი 9. პრემიერ-მინისტრის ოფისის წევრი მარსი სურკი. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები რუსი მაღალჩინოსნებისთვის კანადის მიერ დაწესებულ სანქციებზე "საპასუხო მოქმედებაა". ცნობისთვის, 2021 წლის 24 მარტს, კანადამ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანია, წნეხის ქვეშ მოაქციოს რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას და შემდეგომ სასამართლო დევნასთან და ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე მოქალაქეების დაკავებასთან არიან დაკავშირებულები.

7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. როგორც ცნობილია, 32-კაციანი ფრაქციიდან სხდომათა დარბაზში სიტყვით ნიკა მელია გამოვა. დეპუტატებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ სხდომათა დარბაზში შევლენ და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვებიან. „პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ დღესაც, ხვალაც... პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, ისეთი საინტერესო პერიოდი არ გქონიათ, რაც წინ გელოდებათ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" დღის წესრიგით არ მიდიან პარლამენტში და აქვთ საკუთარი სტრატეგია. „ვაპირებთ დღეს სხდომათა დარბაზში შესვლას, ჩვენი კოლეგები მოდიან. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს. წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შემდეგ შევალთ დარბაზში. ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ მივდივართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენ ვართ ძალიან დიდი ოპოზიციური ძალა. დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. ამნისტიის კანონპროექტის გადადება გულისხმობს იმას, რომ მათ შეეშინდათ სხდომათა დარბაზში ჩვენი შესვლის. საპარლამენტო მანდატებს 32 ადამიანი ავამოქმედებთ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ თვითმმართველობის არჩევნების დროს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩამოცილდეს ხელისუფლებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ნატო ჩხეიძის განცხადებით, ისინი დღესვე ჩავერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა პარტია ჯერ უარს აცხადებს ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს.

საპატრიარქო: ილია II-მ და მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას უმასპინძლეს

„საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი და საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი ეწვია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისადა ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). „შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა, მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა „უკრაინის მართლმადიდებლობაში“ არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ილია მეორეს ესტუმრა