ძებნის რეზულტატი:
თბილისის საკრებულოში 6 პარტია შედის
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 6 პარტია შედის. 2.5%-იანი ბარიერი „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“ გადალახეს. პროცენტული მაჩვენებლები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 40.3% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97% „გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85% „ლელო“ - 3.63% „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3% „ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57%. მეორე ტური მხოლოდ საბურთალოს ოლქში იქნება, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ავთანდილ ცინცაძეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ კანდიდატი ბორის ყურუა დაუპირისპირდება.
ზუგდიდში, სადაც ყველაზე მეტი ხმა ანზორ მელიამ მიიღო, მერის ვინაობას მეორე ტური გაარკვევს
ზუგდიდში, მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება. ანზორ მელიამ აქ ხმების 46.88% მოიპოვა, „ქართული ოცნების” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ კი 41.15% მიიღო. მე-3 ადგილზე გიორგი გახარიას თანაგუნდელი და ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია 11.13%-ით გავიდა. პირველადი შედეგების მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოში, (რაც ერთადერთია ასეთი ფაქტია ამ დროისთვის) უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება. „ნაციონალურ მოძრაონას“ ზუგდიდის საკრებულოში სავარაუდოდ 23 წევრი, „ქართულ ოცნებას“ კი 18 ეყოლება, გახარიას “საქართველოსთვის” - 3. რაც შეეხება ბათუმს, ქართულმა ოცნებამ“ - 39.42%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 38.34%, „გახარია-საქართველოსთვის“ - 10.4% და „ლელომ“ - 3.25% მიიღეს. 7 მაჟორიტარული ოლქიდან, 5-ში პირველივე ტურში გაიმარჯვეს (40%-ზე მეტით) „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა და ორში - „ნაციონალური მოძრაობის“. ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე (41.97%) და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი (41.08%) მიიღებენ.
საქართველოს უკრაინაში ახალი ელჩი ჰყავს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების დანიშვნაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია დაინიშნა. 2017-2021 წლებში, დავით სოლომონია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.დავით სოლომონია დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობს. 2014-2017 წლებში, დავით სოლომონია საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2006-2013 წლებში გახლდათ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის დირექტორი, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 1999 -2003 წლებში იგი იკავებდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობას. 1998 წელს საქმიანობდა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. 1998-1999 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2019 წელს, დავით სოლომონიას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. პოლონეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ბერიძე დაინიშნა. ზურაბ ბერიძე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1991 წლიდან სხვადსხვა პოზიციაზე საქმიანობს. მათ შორის 2014-2018 წწ გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2004-2008 წწ-ში კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში. ზურაბ ბერიძე 2018 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნოს უფროსი, მანამდე კი სხვადასხვა წლებში იკავებდა შემდეგ პოზიციებს, კერძოდ 2000-2004 წწ მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამი-ს ეროვნული კოორდინატორი, 2000 წელს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 1997-2000 წწ-ში საქმიანობდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, 1992-1997 წწ გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, 1991-1992 წწ-ში კი სხვადასხვა დროს საქმიანობდა აშშ-ის, ევროპის და სამინისტროს ანალიზის სამმართველოებში. ზურაბ ბერიძე ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ 2018 წელს დაჯილდოვებულია ბულგარეთის „მადარის ცხენოსნის“ პირველი ხარისხის ორდენით. 2006 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ზურაბ ბერიძე გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, გიორგი ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2004 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა. 2016-2019 წლებში, იგი გახლდათ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2007-2011 წლებში კი უფროსი მრჩევლი. 2012-2016 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე საქმიანობდა. 2011-2012 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2007 წლებში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტში, 2004-2007 წლებში კი რუსეთის დეპარტამენტში. სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილი საქმიანობდა პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, თბილისის მერიაში. 2019 წელს, გიორგი ზაქარაშვილს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეულია მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან და ის საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს. შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა, ის 2019 წლიდან დღემდე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველის პოზიციას იკავებდა. ირაკლი ხუცურაული დიპლომატიურ სამსახურში 2003 წლიდან საქმიანობს. 2004-2008 წლებში გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობაში მრჩეველი, ხოლო 2008-2013 წლებში იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-დან 2008 წლამდე სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ხუცურაული იკავებდა საკონსულო დეპარტამენტში საკონსულო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის და საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს უფროსის თანამდებობებს. მას 2010 წელს მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.
ევროკავშირი 2 ოქტომბრის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, 2021 წლის 3 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. „2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი აფასებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს და აგრეთვე მადლიერებას გამოხატავს თავისი საქმისადმი თავდადებული საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების და დამკვირვებლების მიმართ, COVID-19 პანდემიის რთული კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა. ამ მისიამ დაასკვნა, რომ არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინასების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროაბ უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზუნველსაყოფად. ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებულმა ცვლილებებმა სამართლებრივი ბაზა არსებითად გააუმჯობესა. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ოდირის ყველა გაუთვალისწინებელი რეკომენდაციის ინკლუზიურად გათვალისწინება, მათ შორის, მათი, რომელიც შეეხება ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას, საარჩევნო დავის გადაწყვეტის ზოგიერთ ასპექტს და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის შემდგომ ზომებს. სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა აუცილებელია ასევე საარჩევნო საჩივრების განხილვის მიმართ ნდობის გასაზრდელად. მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე - ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით. ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს - ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები
დღეიდან სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებიდან განახლდება
4 ოქტომბერს, სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სისტემაში შემავალი ყველა შესაბამისი უწყების მიერ სკოლებში უზარმაზარი სამუშაოები განხორციელდა. უწყების განცხადებით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ”ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან დასრულებულია არა მხოლოდ საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის. ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი აწარმოებს როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო", - აღნიშნულია განცხადებაში. წუყების ცნობით, ახალი სასწავლო წლისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე საქართველოს 100 საჯარო სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით (მერხები, სკამები, სასკოლო დაფები და სხვა). 60 საჯარო სკოლაში დამატებით მოეწყო სამედიცინო ოთახი, მალე კი, სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით დამატებით 142 საჯარო სკოლა აღიჭურვება. ასევე, საჭიროების გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს 2 ეტაპად გადაეცემათ პროექტორები. 2021-2022 სასწავლო წლისთვის, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში. "სამინისტროს ხელშეწყობით, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში წიგნებითა და რვეულებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა მობილობის გათვალისწინებით, სკოლების სახელმძღვანელოებით აღჭურვა გრძელდება.პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულად დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც, მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდ ბულო ტესტირებას ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%. მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო: არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო გარემო დაშინების და მოსყიდვის შესახებ საჩივრებმა დააზიანა
"ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული" - აღნიშნული განცხადებით, აშშ-ს საელჩო 2 ოქტომბის თვითმმართველობის არჩევნების პროცესს აფასებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. საელჩო აღნიშნავს, რომ რომ მეორე ტური არის შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ. „ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს ქართველს ხალხს, ათასობით საარჩევნო მუშაკსა და ადგილობრივ პროფესიონალ დამკვირვებელს, ვინც მონაწილეობდა 2 ოქტომბრის არჩევნებში. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად, ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს ხშირად გამოუთქვამთ სურვილი, ჰქონდეთ მეტი ხმა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამ არჩევნებში ადგილობრივ საკითხებზე ყურადღების ნაკლებობა დაკარგული შესაძლებლობაა ამ მიზნის მიღწევის გზაზე.ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნები პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს", „საიას", „მრავალეროვან საქართველოსა", და „საერთაშორისო გამჭვირვალობას", საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი. ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში.სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.ჩვენ, ასევე, ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს.შექებას იმსახურებს პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, წინა არჩევნებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. მაშინ, როდესაც ზოგიერთმა გატარებულმა ზომამ მოიტანა პოზიტიური ცვლილება, საერთო წარუმატებლობა, განმეორებადი ხასიათის დარღვევების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. 2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
დღეიდან, საქართველოს მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღები იხსნება
დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას განაახლებენ. როგორც ბაღების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ბაგა-ბაღში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლები და საბავშვო ბაღები აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, რაც პანდემიის მართვისთვის არის აუცილებელი. დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა იმ სკოლებსა და ბაღებს, სადაც ორ ოქტომბერს საარჩევნო უბანი იყო განთავსებული. განათლების სამინისტრომ ,სურვილის შემთხვევაში,სწავლა დისტანციურ რეჟიმშიდაც დაუშვა, რისთვისაც მშობელმა სპეციალურ პორტალზე უნდა გაიაროს რეგისტრაცია. დღეიდან სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებიდან განახლდება
დღეს მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებს პირველად შეხვდება
რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ადვოკატებს პირველად შეხვდება. აღსანიშნავია რომ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალდება, საქართველოს საზღვრის უკანოანოდ გადმოკვეთის შესახებ წარუდგინა. . უფლებადამცველები რუსთავში მდებარე სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში რამდენიმე წუთში მივლენ. დღეს ადვოკატები, ასევე შეხვდებიან ბინის მესაკუთრეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის აქვს წარდგენილი. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 962 მძიმე პაციენტი და 30 გარდაცვლილი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 618 620-ს. გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 068 პირი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 591 668. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 17 858, საიდანაც 4 133 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, 13 124 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.94%. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 328 ადამიანი.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ბიუჯეტის შემოსულობები 18.68 მილიარდი ლარია
პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უახლოეს დღეებში განიხილავს. საკანონდებლო ორგანოში შეტანილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალი წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 750.9 მლნ ლარით არის გაზრდილი და 18.68 მილიარდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება გადასახდელებს, 2022 წელს მთავრობა 18.44 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1.05 მილიარდი ლარით ნაკლებია. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია ორი ძირითადი ფაქტორით, კერძოდ, 2022 წელს მნიშვნელოვნად – 850,0 მილიონი ლარით მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები – 1. 713 მილიარდი ლარი. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიინფლაციის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი ასევე 6.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: განათლება – ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8 პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე – რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი (1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-4.7 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2.3 პროცენტი), ასევე ზეთსა და ცხიმზე (-2.3 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
12.3%-იანი ინფლაციის ფონზე, 2022 წლის იანვრიდან პენსია 20-25 ლარით გაიზრდება
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზევით მყოფი პენსიონერებისთვის 25 ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშულო მაჩვენებლის მიხედვით. საქსატის მიერ, დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენების თანახმად კი, წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა. 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების პენსია 300 ლარამდე გაიზრდება. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2, 885 მილიარდი ლარი გაიწერა. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ბიუჯეტის შემოსულობები 18.68 მილიარდი ლარია
საქსტატი: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე კი, ფასებმა 15.9 პროცენტით მოიმატა. საქსტატის ცნობოთ, აგვისტოში, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 40.7 პროცენტით ზეთი და ცხიმი გაძვირდა. 38.2 პროცენტით გაიზარდა ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. 17.1 პროცენტით არის ფასები მომატებული რძეზე, ყველსა და კვერცხზე. ხოლო 16.6 პროცენტით გაძვირდა ტკბილეული. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3 პროცენტით, რაც 2.47 პროცენტული პუნქტითაისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებებისექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) რაც შეეხება პურსა და პურპროდუქტებს, აქ ფასების 13.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.6 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო თევზეული – 11.5 პროცენტით. 10.4 პროცენტით მოიმატა ფასებმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. აგვისტოში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 12.8 პროცენტი იყო. სექტემბერში მცირედით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა ჯგუფში, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი, დაფიქსირდა ფასების 11.8 პროცენტიანიმატება, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარემოვლა და შეკეთება (7.1 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვამომსახურება (4.5 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფისწვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინოპროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების(5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. განათლების სფეროში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა დონით განუსაზღვრელი განათლების (16.8პროცენტი), საშუალო განათლების (6.6 პროცენტი) და სკოლამდელი და დაწყებითი განათლების(4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ამერიკის საელჩო: პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა
აშშ-ის საელჩომ 2 ოქტომბის თვითმმართველობის არჩევნებზე განცხადება გაავრცელა. საელჩოს შეფასებით, საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. საელჩო აღნიშნავს, რომ რომ მეორე ტური არის შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ. „ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს ქართველს ხალხს, ათასობით საარჩევნო მუშაკსა და ადგილობრივ პროფესიონალ დამკვირვებელს, ვინც მონაწილეობდა 2 ოქტომბრის არჩევნებში. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად, ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს ხშირად გამოუთქვამთ სურვილი, ჰქონდეთ მეტი ხმა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამ არჩევნებში ადგილობრივ საკითხებზე ყურადღების ნაკლებობა დაკარგული შესაძლებლობაა ამ მიზნის მიღწევის გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ როცა ამომრევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნები პროცესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ. ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს", „საიას", „მრავალეროვან საქართველოსა", და „საერთაშორისო გამჭვირვალობას", საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი. ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში. სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს. ჩვენ, ასევე, ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს. შექებას იმსახურებს პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, წინა არჩევნებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. მაშინ, როდესაც ზოგიერთმა გატარებულმა ზომამ მოიტანა პოზიტიური ცვლილება, საერთო წარუმატებლობა, განმეორებადი ხასიათის დარღვევების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში, იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. 2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. აშშ-ის საელჩო: არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო გარემო დაშინების და მოსყიდვის შესახებ საჩივრებმა დააზიანა
თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, სამართლებრივი უაზრობაა
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკრაინაში, სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. იუსტიციის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ექსპრეზიდენტმა სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს, რადგან როგორც ცნობილია, უკრაინაში მის მიმართ სისსხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, თუ სააკაშვილი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, არ უნდა ჰქონდეს სურვილი, კიევში დაბრუნდეს: „ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“. „ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით“, - აღნიშნა წულუკიანმა. „არავითარი სურვილი არ გვაქვს, უკრაინაში მოიხადოს სასჯელი, არავითანი მიზანშეწონილობა ამის არ არსებობს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა. პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის
აშშ: ყველა პარტიას პოლიტიკურ სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ
ამერიკის საელჩო ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია 2 ოქტომბრის არჩევნებისადმი საელჩოს შეფასებაში. აშშ მიიჩნევს, რომ რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. „ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. 2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში", - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. ამერიკის საელჩო: პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა
საქსტატი: ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 38.2 პროცენტს, ხოლო სოფლად 36.3 პროცენტს შეადგენს. შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (50.7%), კომპანიის/ ბიზნესისდახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი (16.9%), შინამეურნეობის წევრის ხელფასისშემცირება (8.5%), შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ ბიზნესის დახურვა (7.3%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.8%). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება შინამეურნეობების მიერდეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების 13.9 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინცდაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლისმნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 16.3 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 10.5 პროცენტს შეადგენს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შინამეურნეობების პროცენტული წილი საქალაქო და სასოფლო დასახლებების მიხედვით, რომელთა ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში, დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით.
კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის კლინიკაში 8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა. ტელევიზიებთან კომენტარის დროს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, რომ ბავშვს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე ცნობით, ბავშვს კოვიდმა ფილტვიც დაუზიანა. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 867 ადამიანი დაინფირცირდა, 30 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი საავადმყოფოში 18 სექტემბერს შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იყო.
ციციშვილის კლინიკაში, 80-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული, 19 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი პაციენტი კოვიდგართულებებით, კლინიკაში 6 დღის წინ შეიყვანეს. მანამდე ის სხვა კლინიკაში მკურნალობდა. ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ცნობით, ამჟამად მათ კლინიკაში 80-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. აქეან 19 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია. კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, ინფიცირებული ბავშვებიდან მხოლოდ ორის მშობელს აქვს კოვიდვაქცინაცია ჩატარებული, ერთჯერადი დოზით. მათივე ცნობით, რენიმაციაში მოთავსებული 19 მცირეწლოვანიდან, ერთი 2.5 თვის ჩვილია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბოლო 24 საათში, მხოლოდ 4 124 ადამიანი აიცრა. საქართველოში სულ ჩატარდა 1 818 258 დოზა აცრა. დღეს, 30 კოვიდინფიცირებული ადამიანი გარადიაცვალა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის 17 858 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 962 მძიმე პაციენტია. 4 133 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი.
ქუთაისის სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული. სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს. მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ