უცხოეთი

ენტონი ბლინკენი: შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო

"შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო, მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ცნობით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის მოსაგვარებლად“, - წერს ბლინკენი. 16 ნოემბერს, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდა.

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 255 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 255 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 5.1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 230 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 19.3 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით ყველაზე მეტი - 48.1 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.4 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი: საქართველოში ევროკავშირის ყოფნის საჭიროებას ვერ ვხედავ

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ევროკავშირის ყოფნის საჭიროებას ვეღარ ხედავს. ილვესი სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა დახარჯოს მისმა, ან სხვა ქვეყნებმა ფული საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში. "მაგრამ მე ვერ ვხედავ ევროკავშირის ყოფნის დიდ საჭიროებას ქვეყანაში, რომელიც ადრე იყო მნიშნველოვანი ევროპული გამონაკლისი აზიურ დესპოტიზმებს შორის. როცა ირჩევენ "სტანის" გზას, რატომ უნდა დახარჯოს ჩემმა ქვეყანამ, ან სხვა ქვეყნებმა ფული იქ საელჩოების დაკომპლექტებაში?" , - წერს ტოომას ილვესი Twitter-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: შეშფოთებული ვართ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით

"აშშ-ის ხელისუფლება შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების გადაადგილებით, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია კრემლის შესაძლო განზრახვების თაობაზე", – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყატარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ მნიშვნელოვნად შეშფოთებული ვართ იმ არარეგულარული გადაადგილებით, რომელსაც უკრაინის საზღვართან ვაკვირდებით. რუსეთის განზრახვაზე ვერ ვისაუბრებ – ეს ჩვენ არ ვიცით, თუმცა ვიცით, რომ წარსულში რუსული ჯარები პროვოკაციებს ახორციელებდნენ უკრაინის საზღვარზე და შემდეგ ისინი შეიჭრნენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.

15 ნოემბერს ჯო ბაიდენი სი ძინპინთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ორშაბათს, 15 ნოემბერს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters- ი თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. „ქვეყნების ლიდერები განიხილავენ მხარეთა შორის არსებული კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის გზებზე, ასევე ერთობლივი მუშაობის გზებზე, სადაც მათი ინტერესები თანხვედრაშია“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ. ფსაკის თქმით, ბაიდენი გამოიყენებს ამ შეხვედრას იმაზე ხაზგასასმელად, რომ მიესალმება ჩინეთთან არსებულ მკაცრ კონკურენციას, მაგრამ არ სურს კონფლიქტი.

ავსტრია არავაქცინირებულებს ლოკდაუნს დაუწესებს

"ავსტრიას რამდენიმე დღე აშორებს იქიდან, რომ მილიონობით ადამიანს, ვინც COVID19-ის წინააღმდეგ სრულად არ არის ვაქიცნირებული, „ლოკდაუნი“ დაუწესოს", - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი სამარცხვინოდ დაბალია. „რეალურად მხოლოდ რამდენიმე დღე გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანებისთვის „ლოკდაუნს“ დავაწესებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ პირი ვერ შეძლებს სახლიდან გასვლას, თუ ის არ მიდის სამსახურში, პირველადი საჭიროების პროდუქტისა და ნივთების შესაძენად", - აღნიშნა კანცლერმა.

ინდოეთსა და შრი-ლანკაში ძლიერი წვიმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

"ინდოეთსა და შრი-ლანკაში ძლიერმა წვიმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შრი-ლანკაში წვიმას და მისგან გამოწვეულ მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ხუთი მოქალაქე. 16 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ტამილნადუს შტატში. დაიტბორა შტატის დედაქალაქი ჩენაი, სადაც ათასობით ადამიანის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. შტატში, სტიქიის გამო, ბევრი სკოლა და კოლეჯი დროებით დაიკეტა, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში СOVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

"ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში СOVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა", - ამის ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს. გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელში ბავშვებს უახლოეს მომავალში ექნებათ საშუალება, კომპანია PFIZER-ის ვაქცინით აიცრან. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამთავრობო კოლეგიის 75 სამედიცინო ექსპერტიდან 73-მა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაუჭირა მხარი. სპეციალიზებული ვაქცინების პირველი ტვირთი ისრაელში მომავალ კვირაში ჩავა. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 6.2 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული.

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 252 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 252 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 228 მილიონს აჭარბებს. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით ყველაზე მეტი - 47.6 მილიონი ადამიანი აშშ-ი დაინფიცირდა.

უკრაინას სააკაშვილის გამო საქართველოში გაგზავნილი ნოტის დადებითად განხილვის იმედი აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი ნოტა დადებითად იქნება განხილული. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას, საქართველოს ელჩმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გლდანის პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გარემოებების შესახებ. თავის მხრივ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებიც, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების გრაფიკი და უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის "ასოცირებული ტრიოს" შემდგომი ერთობლივი მოქმედებები 15 დეკემბერს დაგეგმილი, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვის მოსამზადებლად. ასევე ნახეთუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი8 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის მე-18 პენიტენციურ, სამკურნალო დაწესებულებაში და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა შესაძლებლობა.

უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამისი განცხადება ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ისინი არავაქცინირებული არიან და სხვა ადამიანებს უქმნიან საფრთხეს“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ. მისი თქმით, დღეს უკრაინის ეროვნულ პოლიციაში 2 500 ადამიანია ინფიცირებული.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, შესაძლოა, ერთმანეთს მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები შესაძლოა, ერთმანეთს მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, წლის ბოლოს ლიდერები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართავენ შეხვედრას, ახალი წლის დასაწყისში კი, პირისპირ შეხვედრას გამართავენ. „დეტალები ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის, ამიტომ არც კრემლში და არც თეთრ სახლში ინფორმაციას გახმაურებას არ ჩქარობენ“, – აღნიშნავენ მედიაში. ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა.

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ის 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ის 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 703 ადამიანი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 1%-ით გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4%-ით შემცირდა. გასული კვირის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც, წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, დაინფიცირების შემთხვევების 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა კი 10 %-ით გაიზარდა.

Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა

"საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალადობრივად გადაყვანეს ციხის საავადმყოფოში. ესაა არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება", - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი ტვიტერზე ავრცელებს. "ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; არის ცნობები, რომ მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების [მიღების უფლება]. ესაა არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამერიკის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა რუსეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო

.ამერიკის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, ტრევორ რიდმა, რომელიც რუსეთში ცხრაწლიან პატიმრობას იხდის, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი უცხოურ მედიასთან ავრცელებს. როგორც პატიმრის ადვოკატი აცხადებს, რუსულ ციხეში მისი უფლებები რამდენჯერმე დაირღვა. ამასთან, როგორც ოჯახი ამბობს, რიდის დაკავება თავიდანვე კანონის საწინააღმდეგოდ მოხდა. ცნობისთვის, ამერიკის მოქალაქე ტრევორ რიდი 2019 წელს ნასვამ მდგომარეობაში რუსეთის დედაქალაქში პოლიციელებზე თავდასხმისთვის გაასამართლეს.

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხსნის

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის დღეიდან საზღვრებს ხელახლა ხსნის. ახალი წესების თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა ევალებათ. მათ კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. აშშ-ში შესვლის შეზღუდვა ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დააწესა. ცნობისთვის, ევროკავშირმა ბლოკის ტერიტორიაზე აშშ-დან ჩასული ვიზიტორების მიღება ივნისში, გაერთიანებულმა სამეფომ კი - ივლისში განაახლა.

იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, COVID19-ით არავინ გარდაცვლილა

"იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, COVID19-ით არავინ გარდაცვლილა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის 2 აგვისტოს შემდეგ", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მინაცემებით, იაპონიაში მოსახლეობის 70 %-ზე მეტია ვაქცინირებული. ამასთან,ზამთარში ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების პრევენციის მიზნით მთავრობა, მომავალი თვიდან, მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.

COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. მათივე ცნობით, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 4.99 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 227 მილიონს უახლოვდება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით ყველაზე მეტი - 47.3 მილიონი ადამიანი აშშ-ი დაინფიცირდა.

მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

"მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო 10 წლის მანძილზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მხოლოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე კი ფასები საშუალოდ 30%-ით გაიზარდ" ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკვებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო (FAO) ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფასებმა განსაკუთრებით მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთზე მოიმატა. ანგარიშის მიხედვით, ფასების ზრდა ძირითადად კორონავირუსის პანდემიამ, მიწოდების შეფერხებამ, ქარხნების დახურვამ და პოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოწვია. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, წელს რუსეთში, კანადასა და აშშ-ში მარცვლეულის ცუდი მოსავალი მოვიდა, რამაც ფასების ზრდაზე ასევე დიდი გავლენა იქონია. სპეციალისტები მოსავლის შემიცირებას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 249 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 249 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. მათივე ცნობით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 225 მილიონს აჭარბებს. ასევე, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.