ინტერვიუ

რასა იუკნევიჩიენე: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ძალიან რეალურია

„პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის, ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია; შესაძლებელია მოიძებნოს ახალი გზები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გახდე ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი; რეფორმებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მხოლოდ წევრის სტატუსი არ არის საკმარისი, შენ გჭირდება, რომ იყო ევროპელი, რომ შეცვალო ადამიანების მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური თუ ეკონომიკური; როდესაც პოლიტიკური ვითარება ევროკავშირში მიწვევის შესაძლებლობას მოგცემთ, მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ამისთვის მზად იმ მომენტისთვის; შესაძლებელია, პოლიტიკაში ახალი თაობაც მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში“, - ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს: ამნისტიის კანონთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ევროკავშირის შუამავლობით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთზე: _საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად ევროკავშირის უპრეცედენტო ჩართულობა ვიხილეთ - ორჯერ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი და ასევე, მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებდა ეს უპრეცედენტო ძალისხმევა/ჩართულობა და გარკვეულწილად, უკავშირდება თუ არა რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს, ვგულისხმობ ყარაბაღს, იყო მოსაზრებები, რომ იქ დასავლეთმა გარკვეულწილად დააგვიანა რეაგირება. ევროპარლამენტში, საქართველოს ყველა მეგობარი ნამდვილად ბედნიერია, რომ შარლ მიშელმა გადაწყვიტა მედიაცია მოლაპარაკებებში, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პოლიტიკური კრიზისის დროს. ეს კრიზისები რეგიონში ერთმანეთს არ უკავშირდება, რადგან ეს კრიზისები ძალიან განსხვავდება - სამხედრო მოქმედებები და ომი, რომელიც მოხდა ყარაბაღში, არის ერთი საკითხი და ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, რომ ამ მიმართულებით, პრევენცია მოეხდინა ან დახმარება გაეწია. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილია. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან, მხოლოდ ორ ქვეყანას, საქართველოს და უკრაინას აქვთ ასეთი მტკიცე ურთიერთობები და რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. _შეთანხმების შემდეგ პარლამენტში ოპოზიცია პირველად შევიდა, შეთანხმებას ხელი მოაწერა ოპოზიციამ, რამდენიმე პარტიის გამოკლებით, როგორ შეაფასებთ არსებულ დინამიკას და მიმდინარე მოლაპარაკებებს ამნისტიის კანონპროექტზე? პირველ რიგში, იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში და ეს პრობლემა გადაიჭრება. მე მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური პატიმრების საკითხი. ევროკავშირმა შესთავაზა მხარდაჭერა, როგორც ვიცი, ნიკა მელია დათანხმდა წინადადებას გირაოს გადახდის შესახებ და ეს კრიზისი გადაიჭრება. _ახლა, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას, როგორ განვითარდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა მიზნის შესახებ, რომ 2024 წელს, ქვეყანა გააკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე... ეს შეთანხმება საქართველოში ახალი ეპოქის, ახალი ვითარების ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია და საქართველოს სჭირდება ახალი მამოძრავებელი ძალა (DRIVE), არ იყოს მძევალი ერთი, ან სხვა პერსონალიების, არამედ შექმნას ახალი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ლიდერშიფით. ქვეყანას აქვს ამბიციური გეგმა 2024 წელს, წევრობაზე გააკეთოს განაცხადი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ლიდერი იყოს დემოკრატიული რეფორმების, პარლამენტარიზმის; უარი თქვას წარსულ ტრადიციაზე პოლიტიკაში, მათ შორის ვგულისხმობ სიძულვილის ენას. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ - როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ ამ მიზნებს მიაღწიონ საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ახალი თაობა მოვიდეს, რომელიც როგორღაც შეცვლის ძველ ტრადიციას, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესო არ არის. ამიტომაც შევიდა ქვეყანა ამ კრიზისში. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან, მათ ესმით ეს მიზნები, განაცხადეს, რომ არიან პროევროპელები და ევროატლანტიკური გზა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ეს მიზანი გააერთიანებთ პოლიტიკურ პარტიებს. მიუხედავად განსხვავებული ხედვისა მომავლის და ზოგიერთი შიდა საკითხის, ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური საკითხების ირგვლივ გაერთიანება საქართველოსთვის. _ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღოს, რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს, ან შეიძლება თუ არა არსებობდეს სხვა ინიციატივა, რომელიც მაგალითად შეიძლება გულისხმობდეს სპეციალურ პარტნიორობას? რა თქმა უნდა ეს რეალისტურია. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ რეალისტური გზები. შესაძლოა, აპლიკაციას მეორე დღეს არ მოსდევს წევრობა, თუმცა შესაძლებელია, გამოინახოს ახალი გზები, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გახდე ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი. ახლა, ყველაფერი საქართველოს ხელშია, ყოველთვის ვამბობდი - ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის, თქვენ გჭირდებათ ეს რეფორმები წევრობისთვის, ეს რეფორმები პირველ რიგში არის საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის. თუ შენ ატარებ რეფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გაქვს გაწევრიანებაზე ოფიციალური მიწვევა, ეს საქართველოსთვის და მისი განვითარებისთვის არის კარგი. ქვეყნები, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირს, უამრავ ბენეფიტს იღებენ. ჩვენ რეფორმებს არ ვატარებთ იმისთვის, რომ ოფიციალურად გავხდეთ ევროკავშირის წევრები, მხოლოდ წევრის სტატუსი არ არის საკმარისი, შენ გჭირდება, რომ იყო ევროპელი; რეფორმების გატარება, რომ შეცვალო ადამიანების მდგომარეობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური თუ ეკონომიკური. როდესაც პოლიტიკური ვითარება ევროკავშირში მიწვევის შესაძლებლობას მოგცემთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ამისთვის მზად იმ მომენტისთვის. _რაც შეეხება უკრაინას, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეფასება - „არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება“, რეალურად არ მუშაობს და ხომ არ არის დრო NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების? რუსეთის სამხედრო განლაგება უკრაინაში არ დასრულებულა. ამ დროისთვის, მათ შესაძლოა, განაცხადეს, რომ შეამცირეს ძალთა რაოდენობა, თუმცა ეს არ მომხდარა და მათ ოკუპირებული აქვთ ყირიმი, ისინი არიან აღმოსავლეთ უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ჯერ არაფერი დასრულებულა. მაგრამ როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი ევროპარლამენტში ჯერ კიდევ თვლის - „"არ მოახდინო რუსეთის პროვოცირება და ის დაგეხმარება“, მე ასე არ ვფიქრობ. შეცდომა იყო, როდესაც MAP-ი არ მისცეს საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში, 2008 წელს, და ამან პროვოცირება მოახდინა რუსეთის, ემოქმედა საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ჩათვალეს, რომ ეს NATO-ს სისუსტეა. ასე რომ, ამის საპირისპიროდ, პუტინი როგორც ოპორტუნისტი მოქმედებს. მე ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან უდიდესი პროვოკაცია, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მსგავსი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების ვაკუუმის შექმნაა. ეს არის უდიდესი პროვოკაცია პუტინისთვის, რომ იმოქმედოს.

ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს

„NATO ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება; ალიანსი და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს; ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის; NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განაგრძობს“, - NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს: როგორ აფასებს NATO საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, დადგა თუ არა გადამწყვეტი დრო საქართველოსთვის NATO-ში ინტეგრაციისთვის, როგორ აფასებს NATO უკრაინაში ბოლო პერიოდში დაძაბულ ვითარებას და რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების განსამტკიცებლად? ჯეიმს აპატურაი ასევე აცხადებს: ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. _როგორ აფასებს NATO საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ თუ პარლამენტი სრულყოფილად ვერ მუშაობს, ეს ძალიან ნეგატიური სიგნალია ქვეყანაში დემოკრატიის სიძლიერეზე. როგორ ფიქრობთ, შეთანხმების მიღწევა და გარკვეულწილად პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი ახლა რა სიგნალია ქვეყნისგან, რომელიც NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია ყველა დაინტერესებული მხარისთვის. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან მათ არჩეულ წარმომადგენლებს მუშაობის დაწყება შეეძლებათ, თავის მხრივ, მთავრობას შეეძლება, ფოკუსირდეს მიმდინარე გამოწვევებზე, როგორიცაა კოვიდკრიზისი და მისი ეკონომიკური გავლენა, ასევე - სასამართლო სისტემის რთულ, მაგრამ საჭირო რეფორმებზე. ეს ასევე კარგი ამბავია საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, რადგან შეთანხმება ითვალისწინებს რიგ მექანიზმებსა და გარანტიებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკოსს, ჩაერთონ დიალოგში არსებით საკითხებზე და ითანამშრომლონ კონსტრუქციულად. და ბოლოს, ეს ასევე კარგი ამბავია ყველა ჩვენგანისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ვისაც სურს, იხილოს საქართველოს წარმატება. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის. ამრიგად, ძალიან ვაფასებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის, კრისტიან დანიელსონის და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ძალისხმევას, რაც აღნიშნული მიზნების შესრულების შესაძლებლობას ხელს შეუწყობს. ვიყურებით რა წინ, NATO შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება. _თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე პროცესებმა და მხარეებს შორის საბოლოოდ მიღწეულმა შეთანხმებამ გარკვეულწილად საფრთხეები ამ ეტაპზე რამდენად აარიდა ქვეყანას. ვგულისხმობთ იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა მინიშნებები, რომ არსებული ვითარება უარყოფითად იმოქმედებს წევრობის პერსპექტივაზე. ამასთან, თქვენი შეფასებით, კრიზისის დასრულება NATO-ში ინტეგრაციის პროცესში შემდგომ პროგრესს რამდენად უხსნის გზას? უპირველეს ყოვლისა, NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მათ შემდეგ სამიტებზე კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მეორე, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ინდივიდუალური თავისუფლება. მოქალაქეთა მიერ თავისუფალ და სამართლიან პირობებში გამართულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ის საკითხია, რომელსაც ნებისმიერ დემოკრატიაში ცენტრალური ადგილი უკავია. მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც. ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. _ ცნობილია NATO-ს პოზიცია, რომ ალიანსი არ შეეგუება იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება მისი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არის თუ არა დრო უფრო ქმედითი ნაბიჯების, რაც შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კრიზისის დროს სარგებლობს რუსეთი და ამაზე ბოლო პერიოდში ბევრ განცხადებას ვისმენთ? რაც შეეხება NATO-ს მომავალ გაფართოებას, ამაზე ვისაუბრე წინა კითხვაზე პასუხის დროს. ამასთან, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მოკავშირეებმა აშკარად და მტკიცედ დააფიქსირეს, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება; მან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს. NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამ ადგილებში რუსეთის დე ფაქტო კონტროლზე. გარდა ამისა, NATO-მ გადადგა რიგი ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, მათ შორის საქართველოში. კოვიდკრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი; გავაძლიერეთ თანამშრომლობა თავდაცვის სექტორის მენეჯმენტისა და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით, NATO-საქართველოს არსებითი განახლებული პაკეტის საშუალებით. ეს მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და კიბერსივრცეს ეხება. მისი მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ურთიერთქმედება საქართველოსა და NATO-ს სტრუქტურების სხვადასხვა ნაწილში, გააძლიეროს პაკეტის საზღვაო კომპონენტი, უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ქართულ ერთეულს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე. ეს პრაქტიკული ნაბიჯები აჩვენებს, რომ NATO საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია. _შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის. როგორ შეაფასებდით უკრაინაში ბოლო პერიოდში დაძაბულ ვითარებას და რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების განსამტკიცებლად? რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსიის შემდეგ, NATO-მ თავისი ყოფნა შავ ზღვაში გაზარდა. NATO-ს გემები რეგულარულად პატრულირებენ და ატარებენ წვრთნებს შავ ზღვაში. რამდენიმე მოკავშირე ახორციელებს საჰაერო კონტროლს. კრაიოვში გვყავს მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი უძღვება. NATO-ს სამი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი არიან სანაპირო ქვეყნები, საკუთარი ძალებით შავი ზღვის რეგიონში. ამავდროულად, საქართველოსთან საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას ვაძლიერებთ, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ტრენინგით. NATO და საქართველო ასევე იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას შავ ზღვაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ რჩება, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი. ეს საკითხი NATO-უკრაინის კომისიის სხდომაზე ასევე განვიხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთმა ჯარი (ათიათასობით, საბრძოლო მზადყოფნაში) და სამხედრო ტექნიკა გადაიტანა უკრაინის საზღვრებთან და სამხედრო მზადყოფნის შემოწმების შესახებ გამოაცხადა. მან გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და შავი ზღვის რეგიონში. ეს სამხედრო აქტივობა ძალიან უჩვეულოა როგორც მასშტაბით, ასევე პერიოდით და რუსეთი თავის მიზნებში არ იყო გამჭვირვალე. ეს არის რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითის კიდევ უფრო ფართო ნაწილი, რაც ძალიან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ სათანადოდ გავითვალისწინეთ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთის მხრიდან დეესკალაციის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანი და დაგვიანებულია. NATO სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების გაკონტროლებას განვაგრძობთ. NATO უკრაინის გვერდით დგას და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალა უკრაინის ტერიტორიიდან. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინას უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების განმტკიცებაში დავეხმარეთ. გავაუმჯობესეთ თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში მეტი სწავლებით და პორტში ვიზიტებით; ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ფართო რეფორმის დღის წესრიგს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და ხელს შეუწყობს მის NATO-სთან დაახლოებას. გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ახლახან ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, ჩავატარეთ NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან ერთად, სადაც განვიხილეთ უახლესი მოვლენები. NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი რჩება. _ჩვენ ვიცით, რომ NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის? საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ, ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი იქნება. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები.

ზურაბ ბატიაშვილი: გენოციდის აღიარებაზე თურქეთი შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, მისი ეკონომიკა მეტად არ დაზიანდეს

რონდელის ფონდის ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების ფაქტს აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ თურქეთი აშშ-ს მწვავე რეაგირებით უპასუხებს, მისი დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება, რაც თურქეთის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. -რა საპასუხო რეაქცია შეიძლება ჰქონდეს თურქეთს, აშშ-ს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე? რატომ წამოწია სწორედ ახლა ბაიდენმა ეს თემა, მით უფრო მაშინ, როცა სომხეთში ვადამდელი არჩევნებია დანიშნული. რა იქნება თურქეთის საპასუხო რეაქცია და როგორ აისახება შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე ეს კრიზისი? - ამ საკითხებზე უფრო ვრცლად, ანალიტიკოსი,რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი Europetime- თან ინტერვიუში საუბრობს. - ბაიდენის ამ გადაწყვეტილების გამო, თუ აშშ თურქეთის ურთიერთობა მეტად დაიძაბა, რა შეიძლება იყოს ერდოღანის საპასუხო ნაბიჯი? ვიცით,რომ თურქეთმა მონტროს კონვენციას გადახედა და საუბარი იყო აშშ-ს და NATO-ს სამხედრო გემებისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნების გახსნაზე. მაინც და მაინც ახლა რატომ წამოწია ბაიდენმა ეს თემა, როცა უკრაინის კრიზისის ფონზე ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთვის? - პირველ რიგში იმიტომ, რომ სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით ბაიდენს წინა საარჩევნო დაპირება ჰქონდა მიცემული, ამერიკის სომხური დიასპორისთვის. 24 აპრილი არის დღე, როდესაც სომხები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ თურქეთში მომხდარი სომეხთა გენოციდის დღეს. 24 აპრილს, ამერიკის წინა პრეზიდენტები ერს მიმართავდნენ და ამ დღეს, როგორც დიდ ტრაგედიად ისე მოიხსენიებდნენ. ახლა ტრადიციული მიმართვის დროს, ბაიდენმა ახსენა არა მხოლოდ დიდი ტრაგედია, არამედ როგორც გენოციდი. რაც შეეხება თურქეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, არ მგონია პოზიცია შეიცვალოს. თურქეთი თავის ბუნებიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერც დასავლეთს უახლოვდება და ვერც რუსეთს. თავისი უნიკალური იდენტობა გააჩნია, მათ შორის ისტორიული წარსული, რაც მას რუსეთთან დაახლოების საშუალებას არ აძლევს. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია რომ ერდოღანმა უკრაინის მიმართულებით რამე შეცვალოს. უკრაინა ცალკე დამოუკიდებელი პრობლემაა. იქ ყირიმის თემაა, ყირიმელი თათრების საკითხი, რომლებთანაც თურქეთს ახლო ურთიერთობა გააჩნია. ბევრი ფაქტორია. მათ შორის რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე, რაც თურქეთს არ აწყობს. -შესაძლოა, თუ არა რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება თურქეთის კონკრეტულ ქმედებებზე საპასუხო დარტყმა იყოს ამერიკისგან? სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის წამოწევა, აშშ-ს პასუხი და ერთგვარი სიგნალი ხომ არ იყო თურქეთისთვის? -ამას აქვს ორი განზომილება, ერთი თურქეთთან ურთიერთობის და მეორე სომხეთთან ურთიერთობის. აქამდე შეერთებული შტატები უფრთხილდებოდა თურქეთთან ურთიერთობას. ამერიკის ყველ პრეზიდენტი თავს იკავებდა გენოციდი ეწოდებინა ამ მოვლენისთვის. ბაიდენი კი, უკვე ღიად აღიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთთან აშშ უფრო მყარად გრძობს თავს და შეუძლია უფრო შორს წავიდეს, რაც სხვადახვა ფაქტორიდან არის განპირობებული. ერთ-ერთია რუსული S400-ების შეძენა, რომელიც ამერიკულ მხარეს ძალიან აღიზიანებს და ერთგვარი პასუხიც არის ამაზე. - ახლა როცა პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა და სომხეთი ახალი არჩევნებისთვის ემზადება, შესაძლოა რომ ბაიდენის ეს გადაწყვეტილება განპირობებული ყოფილიყო სომხეთში პროდასავლური განწყობების გასაძლიერებლად? ამ არჩევნებში, პროდასავლური ძალის გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყარაბაღის ბოლო ომის დროს, რუსეთმა სომხეთის ინტერესები არ დაიცვა. შესაძლოა, სწორედ თურქეთთან გარიგების გამოც... -რა თქმა უნდა, ბაიდენის ამ გადაწყვეტილების მეორე განზომილებაა სომხეთი, სომხეთში პრორუსული ძალების შეკავების მიზანი, მოახლოებული არჩევნების დროს, როდესაც სომხეთმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის ანდობს საკუთარი ქვეყნის ბედს. ეს, ფაშინიანის მიმართ, ერთგვარი მხარდაჭერაც არის, რადგან ფაშინიანის პრემიერობის დროს მოხდა გენოციდის აღიარება. სომხეთში სხვა პროდასავლური ოპოზციური ძალებიც არიან თუმცა -შედარებით სუსტები, მეორე მხარეს კი ღიად პრორუსული ძალები დგანან. - ამერიკასთან და ზოგადად დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობები, რამდენად და როგორ აისახება თურქეთის ეკონომიკაზე? -რა თქმა უნდა ამერიკის ამ გადაწყვეტილებას ორმხრივი ურთიერთობების გართულება მოჰყვება. მაგრამ აქ მთავარი არის განზომილებები. არსებობს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური განზომილება. თურქეთი ახლა ყველანაირად შეეცდება ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომ პირველ რიგში თავისი ეკონომიკა არ დააზიანოს, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, ორი მიზეზით. ერთი არის კორნავირუსი და მისგან გამოწვეული სირთულეები. მეორე მიზეზია დასავლეთთან ხანგრძლივი დაპისპირების შედეგად, თურქული ეკონომიკიდან დასავლური ინვესტიციების გასვლის საკითხი, რაც უარყოფითად აისახება იგივე თურქული ლირის კურსზე. ახლა დასავლეთთან ურთიერთობის ნებისმიერი სერიოზული გართულება, ისევ ლირას და თურქულ ეკონომიკას დაარტყამს. ამიტომ, მხოლოდ თურქეთის განცხადებებს ვხედავთ, მაგრამ ქმედებები არ არის. მათთვის დგას მთავარი საკითხი, ეკონომიკა უნდა გადაარჩინონ. თურქულ ლირის კურსზე მიბმულია ქართული ლარი, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ეს ქვეყანაა. ამასთან თურქეთში ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც თურქულ ლირაში იღებენ ხელფასს და საქართველოში გზავნიან. - მსოფლიოს წამყავნი სახელმწიფოს მხრიდან, სომეხთა გენოციდის აღიარებამ, სომხეთ-თურქეთის გართულებულ ურთიერთობებში რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს? -ჯერ-ჯერობით მათ ისევ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. არც უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ახლო პერსპექტივაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება. როდესაც ურთიერთობები არ გაქვს, ვერც გააფუჭებ. სატრანსპორტო დერეფნის თემას მე პირადად, ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი. ერთია განცხადებები, რომ დერეფანი გაკეთდება სომხეთის გავლით თურქეთთან, მეორე არის ასეთი რეალობები, რომელიც ახლა წყდება. ეს იქნება გენოციდის აღიარება ან სხვა საკითხები, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას, დერეფანი იქნება ეს თუ სხვა საკითხები.

ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი

საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოსა და უკრაინის მიერ ერთიანი პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე მიუთითებს, რადგან მიიჩნევს, რომ გლობალური პროცესები გვკარნახობს, დროულად და თანმიმდევრულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ ბრძოლაში და სწორ ადგილას დავდგეთ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ერთად, ევროკავშირთან, NATO-სთან და უკრაინასთან ერთად. ჩეჩელაშვილი საკმარისად არ მიიჩნევს „ზოგად შეფასებებსა და რბილ განცხადებებს, რომ ზოგადად აღშფოთებულები ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას“. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავლებს პარალელს, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ და აცხადებდნენ, რომ NATO-ში მხოლოდ ერთად შესვლა სურთ, რადგან მათი სიძლიერე სწორედ ქვეყნების ერთიანობაში იყო. „ეს კარგად ჩანდა NATO-ს თვალში. სხვათა შორის, იგივე პოლიტიკას მიმართა ვიშეგრადის ჯგუფმაც, არამარტო ალიანსთან მიმართებით, არამედ -ევროკავშირთან. იდეა და მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ს წევრები, მაგრამ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-სწევრები, ეს ძალიან კარგად დაინახეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი. რამ განაპირობა რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების განახლება, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს დასავლეთი უკრაინის დასაცავად; NATO-ში გაწევრიანების რა შანსები აქვს. როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე და რამდენად შესწევს ძალა კრემლს აშშ-ის და ევროპის ერთიან ძალებს დაუპისპირდეს, ამ საკითხებზე Europetime ელჩს, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა: დღეს, უკრაინა რუსეთთან ომშია. ეს არის ობიექტური რეალობა. რუსეთი გარკვეული მიზეზების გამო ცდილობს ამ ომის ახალი ტალღის წამოწყებას, პირდაპირი აგრესიის სახით. _მაინცდამაინც ახლა, ამ ვითარებაში, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა? ეს ხომ არ არის რუსეთის ერთგვარი რეაგირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის საპასუხოდ, იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ, ევროკავშირმა და NAtO-მ გადაწყვიტეს კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ. რის მიღწევას ცდილობს კრემლი? ფაქტორების სამ ჯგუფს გამოვყოფდი. პირველი ჯგუფი უკავშირდება აშშ-ის ახალადმინისტრაციას, რადგან პუტინი ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომებით ძალიან გაღიზიანებულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ აშშ რუსეთს მთავარ მოწინააღმდეგედ არ აღიქვამს. ასეთად ის ჩინეთს აღიქვამს. ამასთან, ბაიდენმა ყველაფერს თავის სახელი დაარქვა და პუტინს მკვლელი უწოდა. ბაიდენი დასაწყისშივე არ დაელაპარაკა პუტინს და თქვა, რომ დაელაპარაკება მაშინ, როცა ამის დრო მოვიდოდა. ამან ძალიან გააღიზიანა პუტინი. ამ დაძაბულობის შედეგად, პუტინმა ნაწილობრივ დაიკმაყოფილა თავისი ეგო, რადგან 13 აპრილს, ბაიდენთან მისი სატელეფონო საუბარი შედგა. ფაქტორების მეორე ჯგუფი უკავშირდება უკრაინის ახალ პრეზიდენტს.პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან თანმიმდევრულად და მტკიცედ დაიწყო,უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში კარგად ინტეგრირებული რუსული მეხუთე კოლონის დემონტაჟი. პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ოდიოზურ ფიგურას, როგორიც არის მედვედჩუკი. ამითაც ძალიან გაღიზიანებულია პუტინი, რადგან უკრაინაში გავლენის ბერკეტებს კარგავს. ფაქტორების მესამე ჯგუფი შიდა რუსული პრობლემებია - ეს არის ეკონომიკა,ხალხის ზოგადი უკმაყოფილება. საპენსიო ასაკის აწევის გამო პენსიონერების უკმაყოფილება, ინტერნეტის შეზღუდვის საკითხი, ახალგაზრდების უკმაყოფილება, რეგიონული ნაციონალური სეპარატიზმის გამოვლინებების გაძლიერება, საერთაშორისო ბაზრებზე რუსეთის შევიწროება და რაც მთავარია, ალექსეი ნავალნის საქმე, რომელმაც მთელი რუსეთი და მსოფლიო ააფორიაქა. შესაბამისად, პუტინი ბედნიერი არ არის იმ რეიტინგებით, რომლებიც მის პარტიას აქვს 2021 წლის სექტემბერში დანიშნული ახალი არჩევნების მოლოდინში. შესაბამისად, ამ სამი ჯგუფის ფაქტორების გათვალისწინებით იყო გამოწვეული რუსეთის სამხედრო გააქტიურება უკრაინის საზღვრებთან. _2008, 2014 წლებთან რომ გავავლოთ პარალელები, რამდენად შეცვლილია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხარდაჭერის ხარისხი და რამდენად ქმედითუნარიანი და შედეგის მომტანი იქნება უკრაინისთვის ეს მხარდაჭერა?თუნდაც ის გარემოება, რომ რუსეთისგან თავდასაცავად, უკრაინის პრეზიდენტი NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს, დასავლეთს რამდენად აქვს საკმარისი ბერკეტები, რუსეთის არაპროგნოზირებად ქმედებებს პასუხი გასცეს ისე, რომ უკრაინა არ დაზარალდეს? ამ პროცესში საქართველო რა პოზიციაზეა? უკრაინის ასეთი დამოკიდებულება და პოლიტიკა თვითონ პუტინის პოლიტიკამ განსაზღვრა - იმიტომ, რომ არის ძალიან კარგი ტაქტიკური მოთამაშე, მაგრამ ცუდი სტრატეგი. მან საქართველოში 2008 წელს ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციები გაითამაშა, უკრაინაში - 2014 წელს. რის შედეგადაც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კონტროლი მოიპოვა, მაგრამ საქართველო დაკარგა, ყირიმის ანექსიით დაკარგა უკრაინა, კონტროლი აქვს დნესტისპირეთზე, მაგრამ დაკარგა მოლდოვა. ამ მანკიერ პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ თამაშის წესებს. ეს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემებს პუტინს, ამ სანქციური პოლიტიკის ჩათვლით, არამედ ქვეყნის შიგნითაც. პრაქტიკულად, ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელიც რუსეთის გულწრფელი მოკავშირეა. თუ რუსეთს ჰგონია რომ ჩინეთია, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც არის ბელარუსი, სომხეთი ანტაჯიკეთი, თითქოს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, იქაც კი საზოგადოებრივ განწყობებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საზოგადოება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ყველა ხედავს, რომ კრემლს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება უფრო მეტად შეასუსტოსთავისი სამეზობლო, დემოკრატიის გაძლიერება და იმ სახელმწიფოს განვითარება, კეთილდღეობა არ დაუშვას და ა.შ. შესაბამისად, შეინარჩუნოს დომინირება. საქართველოს მიმართაც იგივე ჭეშმარიტებაა. ეს პოლიტიკა რუსეთს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემას, არამედ შიგნითაც. კრემლი ცდილობს, ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდოს, მაგრამ ახლა სხვა სამყაროა, ადამიანებს მოგზაურობას ვერ აუკრძალავ, ვერც ინტერნეტით სარგებლობას, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უნდა გახდე. ამიტომ, რუსეთის შიგნით საზოგადოებაში თანდათან აკუმულირდება პუტინის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება. ამას ისიც ემატება, რომ პუტინი უკვე ის პუტინი აღარ არის, რომელიც 10 და15 წლის წინ იყო, კარგად მახსოვს, როდესაც ძალიან აქტიური და სხარტი იყო.რთულ შეკითხვებზე პასუხს მარტივად პოულობდა. ამაში ერთგვარ სიამოვნებასაც კი იღებდა. რაც უფრო მწვავე კითხვას უსვამდნენ, გამოწვევად იღებდა დაპასუხობდა. ახლა რომ დავაკვირდეთ მის გამოსვლებს და პასუხებს, ხანდახან ძალიან უჭირს სხარტი პასუხების მოძებნა. მერკელის ვიზიტის დროს, მოსკოვში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირანის მაგივრად უკრაინა ახსენა დაკიდევ სხვა შეცდომები დაუშვა. ბუნებრივიც არის, 20 წლის განმავლობაში არაბუნებრივი სიმძლავრის წნეხის ქვეშ იმყოფება, რომელიც დიდ წილად თვითონაც შექმნა. როდესაც ყველას უპირისპირდები შიგნით და გარეთ - ვინც მასთან არ არის, ყველას მტრად იღებს. ეს წნეხი ხომ მასზეც, როგორც ბიოლოგიურ არსებაზე მოქმედებს. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ სერიოზული პრობელმები ელოდება პუტინს, რომელიც განპირობეულია პრობლემების ამ ორი ჯგუფით. ერთი რუსეთის შიგნით, მეორე გარეთ, დასავლეთის კონსოლიდირების შედეგად. _რამდენად დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა პანდემიამ და რამდენად აისახება ეს ფაქტორი მის საგარეო პოლიტიკაზე? რამდენად გაუმკლავდება რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის ერთიანი ძალებით შეტევას? პანდემიამ ყველა სახელმწიფო დააზარალა. თუმცა ეკონომიკურად რუსეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე რუსეთის. ვაქცინაცია იქ უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა. ამერიკას ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა აქვს. აშშ-ის ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა, რუსეთის მთელი ეკონომიკის 25-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ამერიკის და რუსეთის ეკონომიკები თანაზომადი არ არის. აშშ-ის ეკონომიკის რესურსი არის 22 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.5 ტრილიონს შეადგენს. ერთმანეთს ვერ დაატოლებ. პლუს ამას, ამერიკას თავისი პარტნიორები ჰყავს, ევროატლანტიკური სივრცე, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ამას დაამატეთ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, ამასთან, რა არის რუსეთის 1.5 ტრილიონი? 45 ტრილიონიან ეკონომიკურ სივრცეს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს?! თუ სერიოზულად არ მოხდა რუსეთის პოლიტიკის, ხედვების გადალაგება, რაც პუტინის პირობებში შეუძლებელია, რუსეთს სერიოზულ პრობლემები შეექმნება. ეს გლობალური პროცესები გვკარნახობს, რომ დროულად და თანმიმდევრულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ ბრძოლაში და სწორ ადგილას დავდგეთ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ერთად, ევროკავშირთან, NATO-სთან დაუკრაინასთან ერთად. საკმარისი არ არის რაღაც სახის ზოგადი შეფასებები და რბილი განცხადებები, რომ ზოგადად აღშფოთებულები ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას. მივესალმები, ელჩის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ელჩის დაბრუნება სულ სხვანაირი ფორმით უნდა მომხდარიყო. საგარეო საქმეთა მინისტრს ბევრად უფრო ძლიერი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომელიც ახსნიდა, რატომ, რისთვის; რომ უკრაინა ჩვენი პარტნიორია; პარტნიორობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და დაშვებული შეცდომები დავივიწყოთი იმიტომ,, რომ ჩვენ ვართ უკრაინასთან ერთად ამ ბრძოლაში. ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა კიდეც, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიზიტით ჩასულიყო კიევში, თან ჩაეყვანა ელჩი. ამას მიეცემოდა სულ სხვა ჟღერადობა. ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი გზავნილი. შეხვდებოდა ზელენსკისაც. შესაბამისად, საქართველოს თემა გაჟღერდებოდა და შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ უკრაინასთან ერთად - უკრაინასთან ერთად საქართველოც NATO-ში, ერთი დღის წესრიგი გვაქვს, ერთი პრობლემები გვაქვს, ერთად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ამიტომ, საქართველოც დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში ისევე უნდა იყოს, როგორც არის უკრაინა. _ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს არჩეული და ე.წ საფრთხის დაბალანსების პოლიტიკას მიმართავს იმისთვის, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია არ მიიღოს, რასაც კრიტიკულად აფასებენ რიგი ექსპერტები. თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას? უკრაინამ 1997 წელს, რუსეთთან თანამშრომლობის და კეთილმეზობლობის ხელშეკრულება დადო. მერე მოხდა ამის რატიფიკაცია პარლამენტში. მოგვიანებით, საზღვრების დელიმიტაციაზე პუტინმა მოაწერა ხელი. ეს ყველა დოკუმენტი რუსეთმა აიღო და ნაგვის ყუთში მოისროლა. ამიტომ, რუსეთთან რა სახის ხელშეკრულება და შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს, არცერთ ქვეყანას არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ის პირობას შეასრულებს. ჩვენ რომ ვიყოთ შვეიცარია, საზღვარი არ გვქონდეს რუსეთთან და ის პრობლემები, რაც ახლა გვაქვს - როცა რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს და კლავს. ამის მაგალითებია, ტატუნაშვილი, ოთხმეზურია და კიდევ სხვა ბევრი შემთხვევა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კიდევ შეიძლება, რომ გამართლებული ყოფილიყო, თუნდაც რომ დაგვენახა, აფხაზეთს და ცხინვალს ქართველებთან დალაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას ურჩევს. ჩვენ ხომ ამას ვერ ვხედავთ?! კი ბატონო, ვაჭრობა გაიხსნა, ტურისტები შემოდიან, მაგრამ უკაცრავად, ეკონომიკა და ვაჭრობა რომ გაიხსნა, ამით ჩვენც ვსარგებლობთ და რუსებიც სარგებლობენ. რუსეთი გაცილებით მეტ თავის პროდუქტს ყიდის აქ, ქართულ ბაზარზე, ვიდრე ჩვენ ვყიდით რუსეთში. ამიტომ, რუსებსაც არანაკლებ აწყობთ სავაჭრო ურთიერთობა, ვიდრე საქართველოს. კრემლი ცდილობს, რუსი ტურისტების შემოსვლა შეზღუდოს საქართველოში, რადგან არ აწყობს, მისმა მოქალაქეებმა დაინახონ, რამდენად ბევრად დალაგებული ქვეყანაა საქართველო. მილიონზე მეტი ტურისტი, რომელიც პანდემიამდე ჩამოდიოდა, რუსეთში დაბრუნების შემდეგ თავის გარემოცვასთან სიმართლეს ჰყვებოდა, მერე მათი გარემოცვის ტვინის რეცხვა რთული ხდება. ამის გამოც აწყობს, პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვა. რუსების 70 პროცენტი ხმელეთით შემოდიოდა. მთელი ჩრდილოეთ კავკასია აქ ჩამოდიოდა, რადგან მათთვის ვართ თავისუფლების დადემოკრატიის კუნძული. სხვა პლუსებზე აღარ ვსაუბრობ. _უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთისგან მისი რეალურად დაცვის ერთადერთი გზა, მისი NATO-ში გაწევრიანებაა. ამ მოცემულობით რა შანსები აქვს უკრაინას? რამდენად რეალურია მისი NATO-ში გაწევრიანება ასეთი კონფლიქტებით, და საქართველო რა პოზიციაზეა ამ პროცესში? შეიძლება თუ არა პარალელების გავლება ახლანდელ მდგომარეობას და ბალტიისპირეთის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების წინაპირობებს შორის? ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგი მაგალითია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. აცხადებდნენ რომ მათ არ სურთ მარტო გაწევრიანება, მხოლოდ ერთად შესვლა სურთ, რადგან მათი სიძლიერე სწორედამ სამი ქვეყნის ერთიანობაშია, ეს კარგად ჩანდა NATO-ს თვალში. სხვათა შორის, ვიშეგრადის ჯგუფმაც იგივე პოლიტიკას მიმართა, არამარტო ალიანსთან მიმართებით, არამედ - ევროკავშირთან. იდეა და მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ს წევრები, მაგრამ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-ს წევრები, ეს ძალიან კარგად დაინახეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა. ამის გარდა, აღნიშნულმა ქვეყნებმა, ძალიან მნიშვნელოვანი დაწარმატებული რეფორმები განახორციელეს. დღეს დღეობით, ჩვენი ეკონომიკა სავალალო ვითარებაშია. 9 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არ გვქონია. რომ შევადაროთ ევროკავშირის წევრ ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ბულგარეთის ეკონომიკა ბოლო 9 წლის განმავლობაში 25 პროცენტით გაიზარდა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ შეგვაფასებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ რომ ვიყოთ ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფოები, გაცილებით უფრო რეალისტური იქნებოდა გაწევრიანება, NATO-სა და ევროკავშირში. მაგრამ უკრაინისთვის ოლიგარქიული, კორუფციული და ეკონომიკური პრობლემები არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენც ხომ შეგვიძლია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით პროგრესის მიღწევა?! სწორედ ამაზე მწყდება გული,რომ სათანადო მუშაობა არ მიმდინარეობს. სწორედ ეს მთავარი საკითხებია, რამაც უნდა დააგვაახლოვოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. _NATO-სთან ურთიერთობის ჭრილში, თქვენ ახსენეთ ბალტიისპირეთის ერთიანი პოზიცია, რომ ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო მთელი რეგიონი და არა მხოლოდ ცალკეული ქვეყანა. დღეს უკვე NATO დიდ ინტერესს იჩენს შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მიმართ. ამ შემთხვევაში რამდენად ზრდის შავი ზღვის აუზი საქართველოსთვის და უკრაინის სტრატეგიულ საჭიროებას და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტორი? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თურქეთმა მონტროს კონვენციას გადახედა და აშშ-ს და NATO-ს სამხედრო გემებს შესვლის უფლებას აძლევს. შავი ზღვის უსაფრთხოება არის NATO-ს დღის წესრიგში ძალიან პრიორიტეტული საკითხი, საქართველო და უკრაინა ერთიან კონტექსტში განიხილებიან. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან NATO-ს წევრი ქვეყნები. ჩვენ ერთიან სივრცეში მოვიაზრებით, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნები. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ სერიოზულ გეოპოლიტიკურ სივრცეს NATO-სთვის ამ რეგიონში, რომელიც ახლოს არის ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან. ჩვენი ქვეყანა NATO-სთვის დიდი შენაძენი იქნება, ჩვენ რომ გამოვამჟღავნოთ ისეთი ფასეულობების მიმართ ერთგულება, როგორიც არის, ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებზე აგებული სტაბილური და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება, დასავლურ სამყაროში მიღებული თამაშის წესებით უნდა ვიმოქმედოთ, არამხოლოდ - ვილაპარაკოთ. ის რომ, ჩვენ ვართ ევროპელები, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა დავადასტუროთ და ბევრი რამ გავაკეთოთ, რომ დასავლეთისთვის ღირებული პარტნიორი გავხდეთ. როგორც კი დასავლეთი დარწმუნდება, ჩვენ ვართ ღირებული, თვითმყოფადი,თვითკმარი, სტაბილური პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, არამხოლოდ მოითხოვოს, თავისი კონტრიბუციაც გააკეთოს NATO-ს ინტერესების დღის წესრიგში, სულს ხვა ვითარებას მივიღებთ. ეს ჩვენც გვეხება და უკრაინასაც. აი, აქ ძლიერი დუეტია, გაცილებით უფროძლიერი ფაქტორი, ვიდრე სოლო. ამის მომხრე ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინასთან ურთიერთობების დინამიური განვითარებაა ჩვენი საკვანძო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამ მიმართულებაზე ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა. იმედია საგარეო საქმეთა სამინისტრო მაზე სერიოზულად ფიქრობს და მუშაობს.

თორნიკე შარაშენიძე: ამ შეთანხმების შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში მთავარი აქცენტი კეთდება შეთანხმების შესრულების მხარდაჭერაზე; რომ ისინი მზად არიან, პარლამენტს მხარი დაუჭირონ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფაში. სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ. მისი თქმით, შეთანხმების მდგრადობის ნამდვილი გამოცდა მისი განხორციელება იქნება. დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე საათში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, შარლ მიშელის დოკუმენტში შეტანილ ერთ-ერთი პუნქტზე განაცხადა, რომ მის შესრულებას 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა სჭირდება. საუბარია პარლამენტის 5 კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლების თავმჯდომარედ არჩევის საკითხზე. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესასვლელად თავის პირობებს აყენებს, რაზეც ხელისუფლება კვლავ არ თანხმდება, რადგან მათი მოთხოვნები შეთანხმების დოკუმენტშიც არ არის აღნიშნული. რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას შეთანხმების აღსრულების პროცესში, რამდენად აღმოფხვრის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება კრიზისს საქართველოში და ახლა რა ეტაპზეა საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ამ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს, „შეთანხმების მიღწევაზე ვიტყვი, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ქვეყანას ახლა უკვე აქვს შანსი, გადაერთოს სერიოზულ, გრძელვადიან, სტრატეგიულ პრობლემებზე, მათ შორის არის საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებზე, რაც საკმაოდ ბევრია, მით უმეტეს, ყარაბაღის ომის შემდეგ. საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე, ქვეყანამ რეაგირება რომ მოახდინოს, საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. კონსენსუსი ვერ იქნება, თუ პარლამენტი სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს. საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზულად არის სამსჯელო, როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, უკრაინას უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე საქართველოს, რეალურად ბევრს არაფერს ცვლის. „დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა ხშირად ახსენონ უკრაინა, ამ ეტაპზე, ის ვერც NATO-ში გაწევრიანდება და ვერც ევროკავშირში. ვიდრე უკრაინას ტერიტორიები წართმეული აქვს, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა შევიდეს NATO-ში. ეს საუბარი, ცარიელი წყალია და მეტი არაფერი. ამიტომ, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინის მეტად ხსენება, ვიდრე საქართველოსი, რეალურად არაფერს ცვლის. უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო. იქ ომი გრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს, უკრაინა საქართველოზე მდიდარი კი არის, მაგრამ გაცილებით კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. კი, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა, თუმცა ბევრი წვალების მიუხედავად, ამ კრიზისიდან გამოსვლა მაინც შეძლო, ამიტომ, მე ამ სკეპტიციზმს არ ვიზიარებ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია ასე მარტივად არ ხდება. ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს ძალიან ჩამოვრჩებით. უახლოეს წლებში, დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მით უმეტეს, პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს ეკონომიკური ზრდის პროცესს“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე. მოაწერს თუ არა ხელს, შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ის უარის თქმის შემთხვევაში, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ახლა, როცა დოკუმენტს ხელს აწერს ყველა, დასავლეთი მალე დაიღლება „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირვეულობით, ენმ-სთვის კი დასავლეთის პოზიცია მნიშვნელოვანია. „ეს სიტუაცია უკვე გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემად. მელიას ახლაც შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან, ყველამ იცის ეს. რას ჰქვია, თუ გათავისუფლდება, როგორც ეს ნიკა მელიას სურს?! სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ის იაზრებს, რომ ხაფანგში აღმოჩნდა. ხაფანგში იმიტომ, რომ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტს გარეთ რჩება, რასაც თავისი შედეგები მოჰყვება. რამდენ ხანს უნდა იყოს ეს პარტია და რამდენ ხანს იარსებებს სააკაშვილის ფაქტორის ხარჯზე? ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეიძლება შეინარჩუნოს, მაგრამ საგრძნობლად დაარტყამს და დააზარალებს ეს სიტუაცია. პირველ რიგში, დასავლეთის თვალში მათ რეპუტაციას დაარტყამს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი, უკვე ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ ვაჭრობას დაიწყებს და ეს მოულოდნელი სულაც არ არის. „ბუნებრივია და გასაკვირი არ იქნება ჩემთვის, რომ ქართული ოცნება ვაჭრობას დაიწყებს. ოპოზიციას საქმეს გაურთულებს. მე რაც მახსოვს, შეთანხმებაში ეწერა, რომ ყველა შედის პარლამენტში, შესაბამისად „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს", - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ.

ლორა თორნტონი: შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“

„საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი დემოკრატიაა. ეს არის ის, რის გამოც ქვეყანამ დაიმსახურა დასავლეთის პარტნიორების ყურადღება და აღფრთოვანება, რთულ რეგიონში მდებარეობის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნამდვილად შეხედა საქართველოს, როგორც იმედის შუქურას. შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“ (free pass)“, - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში ლორა თორნტონი, „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორი გერმანიის მარშალის ფონდში და NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში. მისი შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უკან დახევა მკაცრად განიხილება; კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესმა უზრუნველყოს, რომ დემოკრატია ხალხისთვის მუშაობს. _ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარება ევროპისთვის ცუდი პრეცედენტი იქნება და ამის ნაცვლად, ძალისხმევა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმაში უნდა ჩაიდოს. 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ასეთ ფორმულირებას როგორ უყურებთ და ზოგადად, დაასრულებს თუ არა კრიზისს ეს დოკუმენტი? მადლობა ამ შეკითხვისთვის. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ ახალი არჩევნების ჩატარება, როდესაც როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სანდოა, შეიძლება, პოტენციურად უარყოფითი პრეცედენტი ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი არჩევნები ტარდებოდეს მხოლოდ ძალიან იშვიათ ვითარებაში, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი დარღვევები და ფართო, დადასტურებული ხარვეზები, რაც ცვლის საერთო შედეგს და სადაც არაპარტიულმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ეს პროცესი არც თავისუფალია და არც სამართლიანი. სხვა შემთხვევაში, წაგებულ მხარეებს ყველგან შეუძლიათ (და სინამდვილეში ამას აკეთებენ) ასეთი მოთხოვნების წამოყენება მტკიცებულებების გარეშე (როგორც ვნახეთ, მაგალითად, აშშ-სა და მიანმარში.) ამრიგად, 19 აპრილის შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღიარებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების უნიკალურობას და ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისის საჭიროებას. მე მივესალმები ამ შეთანხმებას და ვულოცავ ყველა მხარეს. ასევე მივესალმები პარლამენტში ძალთა ბალანსის შესახებ არსებულ განწყობას. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტთან და უმცირესობის უფლებები ძალიან შეზღუდულია. მე რომ ვიყო თავმჯდომარე კომიტეტში, ოპოზიციის მხრიდან, საბიუჯეტო საკითხებზე ვფოკუსირდებოდი, მნიშვნელოვანი იქნებოდა ზედამხედველობის უფრო მკაცრი დებულებები. საქართველოს საკანონმდებლო შტო საკმაოდ სუსტია. ვიმედოვნებ, რომ გარკვეული რეფორმების შედეგად, პარლამენტი უფრო ეფექტური მაკონტროლებელი გახდება. ვფიქრობ, პოლარიზაცია შეიძლება ასე სწრაფად არ დასრულდეს, თუმცა აპრილის კომპრომისი კარგი ნიშანია. რაც შეეხება კითხვას, დაასრულებს თუ არა ეს დოკუმენტი კრიზისს, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ კრიზისს. ეს ნამვდილად პოზიტიური განვითარებაა, რაც როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ არჩეული დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში ადგილებს დაიკავებს. საქართველოს არჩევნები მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე საზიანო ხარვეზები ნამდვილად არ ფიქსირდება არჩევნების დღეს, მაგრამ ეს ხდება მანამდე. განსაკუთრებით, დაშინება, სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და არათანაბარი გარემო (ფინანსური მხარდაჭერა). არჩევნების პარალელურად, ასევე პრობლემაა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა (ან ასეთი აღქმა). ეს არის გამოწვევები, რომელთა მოგვარება კანონმდებლობითა და რეგულაციებით რთულია და თან სდევდა ქართულ არჩევნებს წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობის დროს. არსებობს რამდენიმე საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილება, საჩივრების განხილვის პროცედურები, ოქმების დამუშავება და ასე შემდეგ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები ამ ნაბიჯების შემდეგაც სხვა შედეგს მოიტანდა. მაგალითად, ვხედავთ, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი სამსახურს კარგავს, არამხოლოდ პოლიტიკურ და ადგილობრივ დონეებზე. ამრიგად, არსებობს სტიმული, რომ „თავი დახარონ“ და მთავრობას დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. ამას ემატება დაშინება, ან თუნდაც უბრალოდ „წახალისება“, რომელიც აღწერილი აქვს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ უამრავ თანამშრომელს - მასწავლებელს, სამედიცინო მუშაკს და ა.შ. საქმე იმაშია, რომ საარჩევნო რეფორმისა და ვადამდელი არჩევნების დროსაც კი ასეთი გამოწვევები იქნება, როგორც ეს 2012 წელს ვნახეთ. არ არსებობს პლურალიზმის ან ძალაუფლების განაწილების ნება, უფრო მეტიც, გამარჯვებულმა მხარემ უნდა „გაანადგუროს“ მისი ოპონენტი და დამარცხებული უნდა გაიქცეს, ან ციხეში აღმოჩნდეს. ეს ქმნის სტიმულს მმართველი პარტიისთვის, რომ მთავრობას ჩაებღაუჭოს და ამისათვის მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს - სასამართლოები, სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფო მოსამსახურეები. ვფიქრობ, საქართველოში სხვა „კრიზისიც“ არის: ქართველი ხალხი უკმაყოფილოა თავისი მთავრობით და, უფრო საგანგაშოდ, დემოკრატიით. მათ არ მოსწონთ პარტიები, არ სჯერათ არჩეული წარმომადგენლების და ქვეყნის მიმართულებით ბედნიერები არ არიან. ეს მიუთითებს ქართულ პოლიტიკაში უფრო საშიშ და დუღილის ტემპერატურაზე მყოფ კრიზისზე. _როგორც NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, კვლევების გათვალისწინებით, კარგად იცნობთ განწყობებს საქართველოში. ბოლო გამოკითხვით, ბოიკოტს 60% არ უჭერდა მხარს, რიგგარეშე არჩევნებს 45% ემხრობოდა, 45% - წინააღმდეგი იყო. თქვენი შეფასებით, რაზე მიუთითებს ამომრჩეველი? საინტერესო შედეგებია. ლოგიკურია, რომ ქართველების უმრავლესობას სურს, პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სახელით რამე გააკეთოს, ვიდრე აირიონ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებზე ხმების გაყოფას, ვფიქრობ, ეს უკავშირდება პოლიტიკურ პრეფერენციებს. შეიძლება, ვადამდელ არჩევნებს, როგორც ჩიხიდან გამოსვლის გზად ცოტა ვინმე განიხილავდეს. _ამ კრიზისის გამო, ხშირად ვისმენდით განცხადებებს, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად ზიანდება და რომ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეც დაემუქრებოდა, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, როგორ ფიქრობთ, ქვეყანამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რამდენად შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება და საბოლოოდ, იმიჯის ასე თუ ისე შენარჩუნება? საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი არის დემოკრატია. ეს არის ის, რის გამოც ქვეყანამ დაიმსახურა დასავლეთის პარტნიორების ყურადღება და აღფრთოვანება, რთულ რეგიონში მდებარეობის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნამდვილად შეხედა საქართველოს, როგორც იმედის შუქურას. ამრიგად, როდესაც დემოკრატია უკან იხევს, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პარტნიორებში იმედგაცრუებას იწვევს. ვფიქრობ, ნამდვილად იყო იმედგაცრუება, როდესაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყველა მხარდაჭერა მიიღეს. ვფიქრობ, შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“ (free pass). შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უკან დახევა მკაცრად განიხილება. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესმა უზრუნველყოს, რომ დემოკრატია ხალხისთვის მუშაობს. _საერთაშორისო პარტნიორები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციით სარგებლობდა რუსეთი იყო, როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ? მაგალითად, გენერალი ბენ ჰოჯესი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კრემლი ნამდვილად აღფრთოვანებული იქნება დემოკრატიის წარუმატებლობით საქართველოში თუ ჩემს ქვეყანაში, აშშ-ში. მათი მიზანია, დათესონ უნდობლობა დემოკრატიის მიმართ და შექმნან პოლიტიკური ქაოსი და ეს ამოცანა უფრო მარტივდება, როდესაც ქვეყანა ზიანს აყენებს საკუთარ თავს, თუნდაც რუსული დეზინფორმაციის და ჩარევის გარეშე. ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია - (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის მოსაზრებებს თუ დავუმატებთ) კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით. ასევე საჭიროა, მივიღოთ შედეგები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, ნავალნის მდგომარეობა და უკრაინაში ბოლოდროინდელი ქმედებები. _არის თუ არა დრო უფრო ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდანაც, რაც შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კრიზისის დროს სარგებლობს რუსეთი ან მოიაზრება მის უკან. ეს რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა და ამ მიდგომას NATO-ს მხარდაჭერა აქვს. საქართველოს თავგანწირვა ავღანეთში და სხვაგან, უმაღლეს დონეზეა შეფასებული და აღიარებული და ეს არ უნდა იყოს დავიწყებული. თუმცა, NATO-ს გაფართოება საქართველოს შიდა პოლიტიკურ და დემოკრატიის პრობლემებს ვერ გადაჭრის. სინამდვილეში, ძლიერი შიდა დემოკრატიისა და მმართველობის დემონსტრირებაა წევრობის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, კრემლი სარგებლობს საქართველოში დისფუნქციურობით, რასაც ამგვარი განხეთქილებები კიდევ უფრო ამწვავებს, საქართველომ პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. მჯერა საქართველოს შესაძლებლობის, გააძლიეროს მისი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები.

მეთიუ ბრაიზა: რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა ამ სიტუაციაში, თუმცა ახლა ეს კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულა. ამ შინაარსის განცხადება გუშინ, ევოპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბელიანის სასახლეში შეკრებილი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების წინაშე, ვიდეოჩართვისას განაცხადა, როდესაც მხარეებმა მის მიერვე წარდგენილ დოკუმენტს საბოლოოდ მოაწერეს ხელი. შეკრებას პრეზიდენტი მასპინძლობდა, რომელმაც შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე დღეს, საქართველოს ეწვია. საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას - ეს იყო პრეზიდენტის გზავნილი შარლ მიშელისადმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა, არის თუ არა დრო უკვე ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდან, NATO-ს გაფართოების კუთხით, როგორ უყურებს საქართველოს წევრობის პერსპექტივას კრიზისების ფონზე და რა შემთხვევაში ფიქრობს, რომ ქვეყანა ისევ ჩიხურ ვითარებას შეიძლება, დაუბრუნდეს. _როგორ შეაფასებთ ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებას და ხომ არ უნდა ჩავთვალოთ რომ კრიზისი დროებით განიმუხტა, თუ გავითვალისწინებთ დოკუმენტში ჩამოთვლილ პუნქტებს, მათ შორის სადავო საკითხს ვადამდელ არჩევნებზე. ასევე, ოპოზიციის ნაწილის პოზიციას, რომელიც ჯერ არ აწერს ხელს შეთანხმებას. ვულოცავ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მთავრობას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევას, რომელიც იმედი მაქვს, რომ დაასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს, თუ ეს შეთანხმება განხორცილდება. რამდენიმე დღის წინ გამოვხატე წუხილი, რომ ევროკავშირმა მოთმინება დაკარგა მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევის საკითხის ირგვლივ და ეს მათ განცხადებაშიც ნათლად ჩანდა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში, შიდა დაპირისპირების მოგვარებას, ეს უკვე დემოკრატიას ეხება და ასეთი ვითარების დროს შეუძლებელი იქნებოდა საქართველოსთვის უფრო მიახლოებოდა ევროკავშირის ან შესაძლოა, NATO-ს წევრობას. როგორც მოგეხსენებათ, NATO დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება და თუ დემოკრატია არ ფუნქციონირებს, ვერასდროს შეუერთდები NATO-ს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ეს შეთანხმება შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რადგან მას შესწევს უნარი, მიაღწიოს კომპრომისს წევრ ქვეყნებს შორის სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე. ასე რომ, ყველა უნდა წავიდეს კომპრომისზე, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება, მაგალითად ევროპულ საბჭოში მიიღება. კომპრომისი ნიშნავს, რომ არავინ იღებს ყველაფერს, რაც სურს, ორივე მხარე რაღაც მეტს იღებს და ეს შეთანხმებაც ამას აჩვენებს. _კრიზისის დასრულება რამდენად შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ? ეს შეთანხმება არამხოლოდ იმიტომ არის მართლაც კარგი და მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტარები პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ, იმუშავებენ მნიშვნელოვან საკითხებზე და ასე შემდეგ, ის ასევე მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან მექანიზმს პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას შესახებ; ასევე ძალიან კარგია, რომ შეთანხმება მოუწოდებს საარჩევნო და სხვა პოლიტიკური რეფორმების შესახებ, რომელზეც პარლამენტში უნდა იმუშაონ და ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა ევროკავშირი და აშშ, რომლის ელჩმა კელი დეგნანმა დიდი როლი ითამაშა შეთანხმების საბოლოოდ მიღწევაში, ყველა, სიფრთხილით გიყურებენ. თუ მთავრობა სისრულეში არ მოიყვანს ამ საკითხებს, კრიზისს დაუბრუნდებით, თუმცა მთავრობის მხრიდან არსებული ამჟამინდელი დაპირება ამ კუთხით მნიშვნელოვანია. _თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა კრიზისის მიღმა ან მოიაზრება ან სარგებლობს რუსეთი, არის თუ არა დრო უკვე ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდანაც, ვგულისხმობ NATO-ს გაფართოების საკითხს? მე ვფიქრობ, რომ რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა ამ სიტუაციაში, თუმცა ახლა, როდესაც საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას, ეს საქართველოსთვის კარგია. ეს ასევე კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. ასევე მესმის იმ პოლიტიკური ლიდერების, რომლებმაც მოაწერეს და არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას, იმედი მაქვს, რომ ისინი მალე იპოვიან გზას, რომ შეუერთდნენ ამ დოკუმენტზე ხელმომწერების რიცხვს. შესაძლოა, ეს მოითხოვდეს მოლაპარაკებებს, თუმცა საქართველოსთვის და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოზიტიური განვითარება - ვულოცავ ბატონ შარლ მიშელს, კრისტიან დანიელსონს და კელი დეგნანს, რომელთაც მხარეების შეკრება და შეთანხმების მიღწევა მოახერხეს. _დღეს საქართველოს შარლ მიშელი ჩამოვიდა, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოიწვია საქართველოში იმ მიზნით, რომ საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას... მე არ ვფიქრობ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი და NATO საქართველოსთან მიმართებით უფრო გააქტიურდებიან და უფრო მეტი სურვილი ექნებათ, დაეთანხმონ საქართველოს გაწევრიანებას ამ ორივე ორგანიზაციაში, რადგან პოლიტიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს მისწრაფებაზე წევრობის მიმართულებით. ასე რომ, ჯერ დროა საჭირო, ვიდრე ჯერ კიდევ შეთანხმება სრულად განხორციელდება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მაშასადამე, ევროკავშირს და NATO-ს დრო სჭირდებათ, დაინახონ, რომ საქართველოს დემოკრატია ნორმალურად მუშაობს.

ბენ ჰოჯესი: საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში

„საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? „ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. ინტერვიუ სრულად ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.

ბენ ჰოჯესი: ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის

„ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? „ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია

„ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას“, - ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი ამ ნაბიჯებს რუსეთის მორიგი პროვოკაციების წინააღმდეგ დასავლეთის პრევენციულ ქმედებად განიხილავს. როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინამ და დასავლეთმა რუსეთის მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რა იქნებოდა აშშ-ის უფრო ქმედითი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ირგვლივ; როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსულ დეზინფორმაციულ გავლენას და ანაკლიის პროექტის განხორციელება იქნებოდა თუ არა კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილ მეთაურს, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგეს, ბენ ჰოჯესს ესაუბრა. _ბატონო გენერალო, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება, რა რეაგირებაა საჭირო, რუსეთის მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინამ და დასავლეთმა? მე ვხედავ სამ რამეს, რაც ახლა უნდა მოხდეს გამოცხადებული სანქციებისა და მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერის (ტერნინგები და აღჭურვილობა) გარდა. 1. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს მოკავშირეებთან (განსაკუთრებით გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან) კოორდინაციით, ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ რუსეთის შემდგომი თავდასხმები მიუღებელია და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია. გერმანიას და საფრანგეთის ჯერჯერობით საკმარისად მკაცრად არ დაუგმიათ კრემლის მოქმედებები, ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციას ამ მხრივ, ბევრი სამუშაო აქვს. 2. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განაგრძოს ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერა ეკონომიკური და სამხედრო დახმარებებით და გაზარდოს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, ამავე დროს, ხელი შეუწყოს უკრაინის მთავრობას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული არაეფექტურობის და კორუფციის აღმოსაფხვრელად, რათა ამგვარად, მთავრობამ უკრაინელი ხალხის ნდობა მოიპოვოს და საზოგადოების მდგრადობა გააძლიეროს, რაც აუცილებელია კრემლის დეზინფორმაციული მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. აქვე დავამატებდი, რომ რადამ უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის კონტროლი და სრული გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. 3. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას. _ჩვენ მოვისმინეთ მკაცრი შეფასებები და განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და პირველი პირის მხრიდანაც რუსეთთან მიმართებით, რა იქნებოდა უფრო ქმედითი ნაბიჯები ამ ვითარებასა და სიტუაციაში, რაც ახლა შექმნილია რეგიონში, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ირგვლივ? 1. გერმანიამ და საფრანგეთმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრემლზე ზეწოლის მოსახდენად, რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები ეუთოსთან მიმართებით და სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით. 2. საჯაროდ დაეკისროს პრეზიდენტ პუტინს პირადი პასუხისმგებლობა ბატონი ნავალნის ჯანმრთელობაზე. 3. გაზრდილი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აშშ-ს, უკრაინას, რუმინეთსა და საქართველოს შორის. 4. შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის გაზრდილი პრიორიტეტულობა, რაც თავისთავად გულისხმობს გაზრდილ რესურსებსაც, განსაკუთრებით აშშ-ის საზღვაო ძალების სტაბილურ ყოფნას შავ ზღვაში, მონტროს კონვენციის პარამეტრების შესაბამისად. 5. გამოცხადდეს ყოველწლიური სამხედრო სწავლებების პროგრამა, რომელიც გააერთიანებს საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სპეციალური ძალების წვრთნებს რეგიონში. _ჩვენს გამოცემასთან საუბარშიც არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ესმის და ის არ გავაღიზიანოთ ლოზუნგი, თუნდაც NATO-ში არ მიღების ხარჯზე საქართველო-უკრაინის - და ასე შემდეგ მხოლოდ კონტრპროდუქტიული ქმედება იქნება. ჩვენ ისიც ვიცით, როგორ ახალისებს რუსეთი ამ ქვეყნების შიდა დაპირისპირებებს და პოლიტიკურ კრიზისებს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ყველა გამოკითხვის მიხედვით, სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მიისწრაფვის ამისკენ. მაგრამ, სწორედ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანია, ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, უკრაინაში ახლა მიმდინარე პროცესები, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხომ არ მოვიდა დრო განცხადებების მიღმა უფრო ქმედითი ნაბიჯების, მაგალითად, NATO-ს გაფართოების საკითხის დასმით? ვფიქრობ, დროა, რომ საქართველოს ხალხმა და საქართველოს მთავრობამ თავად გადაწყვიტონ, რა სურთ სინამდვილეში. ძლიერი და მოქნილი საზოგადოების შექმნა, რომელიც ენდობა საკუთარ მედიას, მთავრობას და მის იურიდიულ ინსტიტუტებს, ასევე ძლიერი ეკონომიკა, რომელიც სრულ თავისუფლებას მისცემს შესანიშნავი ქართველი ახალგაზრდების ნიჭსა და პოტენციალს, არის ის, რაც შეაძლებინებს საქართველოს გაუმკლავდეს რუსულ დეზინფორმაციულ და კორუფციულ გავლენას. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს გზების მოძიებას საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, აკეთებს თუ არა მათი მთავრობა ყველაფერს, რომ ეს შესაძლებელი გახადოს; ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ არა. მსხვილი ბიზნესები თავს შეიკავებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების ჩადებისგან, თუ ისინი არ იქნებიან დარწმუნებულნი კომერციული საქმიანობის გამჭვირვალობასა და მათ საქმიანობაში ჩარევის აღკვეთაში, კრემლის ან, თუნდაც შიდა დამანგრეველი გავლენის გამო. _თურქეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხს, მანამდე, ასეთი განცხადება საქართველოსთან მიმართებითაც გააკეთა, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მოკავშირეობა რეგიონში, თურქეთისთვის თურქეთის როლის გაზრდა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის. შესაძლებელია თუ არა აქ ინტერესთა თანხვედრის პოვნა და თანამშრომლობის გაღრმავება? ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის, ანუ აღვადგინოთ ნდობა და არ დაუშვათ ჩვენი ურთიერთობის განსაზღვრა S400 გადაწყვეტილებით. თურქეთისთვის შეცდომა იყო S400-ის ყიდვა და მე ამას არ ვამართლებ. მაგრამ თურქეთი არის დიდი ხნის საიმედო მოკავშირე, რომელიც კარგად ხვდება და გრძნობს, რომ დასავლეთი ან შეერთებული შტატები მას არ აფასებს და პატივს არ სცემს. თურქეთი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც NATO-სთვის, ასევე აშშ-სთვის. ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის უნდა გულისხმობდეს ამ სტრატეგიული ურთიერთობის დარეგულირებას. დროა, თურქეთი-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატის განახლების, თუმცა თურქეთსაც უნდა სურდეს იგივე. _ამერიკა რეგიონში, ევროპასთან ერთად კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზეც შეაფასეს და მხარი დაუჭირეს ევროპის ძალისხმევას შარლ მიშელის მეთაურობით, საქართველოში კრიზისის განსამუხტად. ბატონო გენერალო, არის თუ არა კრიზისების მხოლოდ განმუხტვა კრიზისის გადაჭრის გზა? თუ საჭიროა უფრო საგნობრივი და შინაარსობრივი გადაჭრის მექანიზმები? მით უფრო, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთი ყოველთვის მოიაზრება ყველა შიდა დაპირისპირების ინსპირატორად ან ძალად, რომელიც სარგებლობს ამით... დასავლეთ ევროპელები უკვე მერამდენედ ვერ ახერხებენ პასუხისმგებლობა დააკისრონ კრემლს საერთაშორისო სამართლის რუტინული დარღვევებისთვის, იმისთვის, რომ ის უარს ამბობს სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობაზე და არ აძლევს უფლებას ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, თავისი საქმე შეასრულოს უკრაინაში. კრემლს ხშირად ადანაშაულებენ მკვლელობასა და ჯაშუშობაში დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ბიზნეს ინტერესები უფრო მეტად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას ბერლინსა და პარიზში, ვიდრე კრემლის პასუხისმგებლობის საკითხი. ვიდრე ეს არ შეწყდება და პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ არ შეწყდება, კრემლი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ამ ხარვეზებსა და სისუსტეებს დასავლეთზე რეაგირებისას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს მიაჩნია, აშშ ამას მარტო ვერ გააკეთებს, რადგან ყოველი შემდგომი ადმინისტრაცია ჩინეთზე უფრო მეტად არის კონცენტრირებული, ვიდრე რუსეთზე. _თქვენი აზრით, უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება. _გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთი და უკვე 11 სექტემბერს ამერიკის სამხედრო კონტინგენტი მთლიანად დატოვებს ავღანეთს. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, თუმცა ერთგვარი სევდა მეუფლება, როცა ვფიქრობ იმ დაკარგულ სიცოცხლეზე და ძალისხმევაზე, რაც აშშ-მ ავღანეთში ჩადო და ათასობით ავღანელზე, ვინც იქ დაიღუპა. ვამაყობ იმით, რაც ყველამ გავაკეთეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე ვამაყობ საკუთარი სამსახურით სამხრეთის რეგიონალური სარდლობის (RC South) ფარგლებში, ყანდაარში 2009-2010 წლებში. ჩვენ, კოალიცია, მათ შორის საქართველო, ორი ათწლეულის განმავლობაში ვასრულებდით მისიას, რათა ავღანეთი არ გამხდარიყო აშშ-ზე ან ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ათასობით ქალისა და ბავშვის ცხოვრება ავღანეთში, ასევე მაქსიმალური შანსი მივეცით ავღანელებს მოეწყოთ უკეთესი ცხოვრება და შეექმენათ უკეთესი მთავრობა ათასობით სიცოცხლისა და უზარმაზარი სიმდიდრის დანაკარგის მიუხედავად. მაგრამ აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას (ბუშის, ობამას, ტრამპის, ბაიდენის) არ გაუკეთებია ის, რაც პაკისტანს აიძულებდა, უარი ეთქვა თალიბანის ან ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე. ვიდრე ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვერასდროს შევძლებთ „გამარჯვებას„. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების გაგზავნა ავღანეთში ასეთ სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გვჭირდება არის ის, რომ შევინარჩუნოთ იქ ყოფნა, რათა ვებრძოლოთ ტერორიზმს და იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური ტიპის მხარდაჭერა გავუწიოთ ავღანეთის მთავრობასა და ხალხს, როგორც ამას მსოფლიოს მრავალ სხვა ცხელ წერტილში ვაკეთებთ. ჩვენ ასევე უნდა შევთავაზოთ ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია არჩეულ ქვეყანაში ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული თალიბანი უახლოეს წლებში. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, დროა ეს მისია დასრულდეს.

თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი

„საქართველომ უნდა გამოიყენოს ის, რომ დღეს აშშ-ის ასეთი ადმინისტრაცია ჰყავს, რომლის პრიორიტეტიც არის რუსეთის შეკავება და NATO-ს გაფართოება“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. ფხალაძის განცხადებით, შეიძლება აღმოვჩნდეთ, ისეთ მოცემულობაში, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა შეიქმნას. ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, ეს თავისით მოვა, ან ვინმე გვაჩუქებს. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. „უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ NATO-ზე, რადგან ეს არის უსაფრთხოების ქოლგა. NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურად შესასრულებელი გაცილებით ცოტ რამ დარჩა, ევროკავშირთან ინტეგრაციისგან განსხვავებით. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კიდევ ბევრი რამ გვრჩება შესასრულებელი. ისეთი წარმატებებით, როგორც NATO-ს ასპირანტობაში ვიწონებთ თავს, ევროკავშირში ვერ მოვიწონებთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით პროცესი დაჩქარდეს და მეტი ინსტრუმენტი იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. იმავდროულად, აქტიური მუშაობაა საჭირო ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც საქართველოს NATO-გაწევრიანებას დააჩქარებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, თუ მზად არ ვიქნებით, ძალიან დიდ შესაძლებლობას დავკარგავთ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ასეთი შესაძლებლობა რომ კიდევ მოგვეცეს. ამიტომ, ამ კონტექსტში, ძალიან დიდი აქტივობა გვმართებს“, - განუცხადა Europetime-ს ფხალაძემ მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

ბოლო კვირების განმავლობაში, სულ უფრო ნათლად იკვეთება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის და აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის კონტურები. მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ამერიკა შეტევის პოლიტიკას ირჩევს და ევროკავშირთან კოორდინირებულად, მსოფლიოს, გლობალური პოლიტიკის ახალ დღის წესრიგს სთავაზობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ის, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ალიანსში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების თარიღის დასახელება, ამ ეტაპზე არ შეუძლია. კონკრეტულად, რას გულისხმობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურება რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეიძლება აისახოს მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოზე? - ამ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, GIPA-ს ასოცირებულ პროფესორს , თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. -გარდა სამხედრო ბერკეტისა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, სხვა რა სახის რესურსი გააჩნია რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად? NATO-ს ხელთ არსებული რესურსებიდან, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გაიდგას რუსეთის წინააღმდეგ? -დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე. ბლინკენის ბოლო განცხადება, რომ აშშ NATO-სთან განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს, არ არის ერთადერთი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ერთობლივი განცხადება, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ეს უკვე არამხოლოდ NATO-ს ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებაა, არამედ ევროკავშირთან ერთობლივი აქტივობაც. ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება აამოქმედოს შეერთებულმა შტატებმა, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან. მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში. -ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და აშშ-ის და ევროკავშირის განახლებულ საგარეო პოლიტიკაში, საქართველოსთვის რა შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება? რაზეც თქვენ საუბრობთ ხოლმე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თავის დროზე ასევე მოუმზადებლად მიიღეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მიუხედავად რუსეთის და ამავე დროს დასავლეთ ევროპის კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგობისა. რუსეთის წინააღმდეგ შეტევის პოლიტიკის გამოვლინება, რამდენად შეიძლება იყოს ჩვენი „შესაძლებლობის ფანჯარა“ თუნდაც NATO-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად? - მართლაც შეიძლება აღმოვჩნდეთ, ისეთ მოცემულობაში, რომ შესაძლებლობების ფანჯარა შეიქმნას. ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, ეს თავისით მოვა, ან ვინმე გვაჩუქებს. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. გამოვიყენოთ ის, რომ დღეს აშშ-ის ასეთი ადმინისტრაცია ჰყავს, რომლის პრიორიტეტიც არის რუსეთის შეკავება და NATO-ს გაფართოება. უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ NATO-ზე, რადგან ეს არის უსაფრთხოების ქოლგა. NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურად შესასრულებელი გაცილებით ცოტ რამ დარჩა, ევროკავშირთან ინტეგრაციისგან განსხვავებით. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კიდევ ბევრი რამ გვრჩება შესასრულებელი. ისეთი წარმატებებით, როგორც NATO-ს ასპირანტობაში ვიწონებთ თავს, ევროკავშირში ვერ მოვიწონებთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით პროცესი დაჩქარდეს და მეტი ინსტრუმენტი იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. იმავდროულად, აქტიური მუშაობაა საჭირო ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც საქართველოს NATO-გაწევრიანებას დააჩქარებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, თუ მზად არ ვიქნებით, ძალიან დიდ შესაძლებლობას დავკარგავთ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ასეთი შესაძლებლობა რომ კიდევ მოგვეცეს. ამიტომ, ამ კონტექსტში, ძალიან დიდი აქტივობა გვმართებს. -ბატონო თენგიზ, ზუსტად ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის მიმართ, რა მოლოდინები გაქვთ? ფაქტია, რომ შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა პირდაპირ მიბმულია იმ სამუშაო პროცესთან, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ. -თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგების მიზნით, დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს მიუთითებს, თუ როგორ აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესების მომავალი, რამხელა ძალისხმევას და რესურს დებენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს. ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა და მისი მხრიდან პირადი წარმომადგენლის დანიშვნა დიალოგის მედიატორად, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. კრიზისის განმუხტვის მიზნის გარდა, ამავდროულად, ინტერესში ვგულისხმობ სხვა, არა მეგობრული ძალების შეკავებას, რუსეთის სახით. ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის საქმეებში უფრო მეტად ჩარევის შესაძლებლობა არ მისცეს და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია დაიცვას. - თუნდაც აშშ-ის ან ევროკავშირის ქვეყნების დაზვერვას, შესაძლოა, რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეს, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობების შესახებ, რომელიც ესკალაციის შექმნისკენ არის მიმართული? ამით ხომ არ არის გამოწვეული დასავლეთის ასეთი დონის აქტივობა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში? - ამაში ეჭვიც არ მეპარება. მით უმეტეს ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა ნარიშკინის განცხადებამ. ზოგადად, დაზვერვის სამსახურები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ ჩარევაზეა ლაპარაკი. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადება ფაქტობრივად თვითაღიარება იყო. შეიძლება ითქვას, ამანაც თავისი როლი ითამაშა. თუმცა, ის რომ, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მათ შორის გასული წლის ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, სადაც ღიად საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე. ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი. ასეთი ბევრია. ის რომ, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, ვითარება შეცვალოს, საიდუმლო არ არის და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ბოლო განცხადებაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის, საქართველოს არამხოლოდ NATO-ში გაწევრიანება, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაც პრობლემას წარმოადგენს და მიუღებელია. ყველაფერი ნათელზე ნათელია და ცხადია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პარტნიორები ასეთი ძალებით ცდილობენ დახმარებას. თუმცა, იმისთვის რომ დაგეხმარონ, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა გქონდეს სურვილი, თავად დაეხმარო საკუთარ თავს, რაზეც ღიად მიანიშნებს დანიელსონი. დასავლეთს, მხოლოდ დახმარება შეუძლია, ნაბიჯები ჩვენს მიერ უნდა გადაიდგას და ჩვენს ნაცვლად გასაკეთებელს ისინი ვერ გააკეთებენ. იმედია, პოლიტიკური სპექტრი გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ ქვეყნის მომავლის წინაშე და იხელმძღვანელებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. -დანიელსონის დღევანდელი განცხადებები, რა პროგნოზის საფუძველს იძლევა? რამდენიმე პარტიაც რომ შევიდეს პარლამენტში, სიტუაციას ოდნავ მაინც თუ განმუხტავს? თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვის აწყობს და ვის არ აწყობს შეთანხმების მიღწევა? - კრიზისი გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე 2-3 პარტიის პარლამენტში არშესვლა, ან შესვლა. აშშ-ს სენატში განხილვისასაც იყო ნათქვამი, დღევანდელი კრიზისის საფუძველი არის ის დაგროვებული პრობლემები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში აკუმულირდა და ამ კრიზისის სახით ამოხეთქა. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც პრინციპში გაერთიანებულია იმ ჩარჩოში, რომელიც მოლაპარაკებისთვის შარლ მიშელმა წარმოადგინა. ეს არ არის უბრალოდ პარტიების შესვლა, ან არშესვლა. ეს არის სასამართლო სისტემა, საარჩევნო სისტემა და ბევრი ის თემა, რაზეც ისედაც ვიცოდით, რომ მისახედია, მაგრამ მაინც სამომავლოდ იდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ რეფორმებზე განცხადებებით თავს ვიწონებდით. ეს პრობლემები დაგროვდა და ამ სიტუაციიდან გამომდინარე პრობლემების მოცულობა გაიზარდა. ახლა კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ კრიზისის საფუძვლების აღმოფხვრაზე და არა უბრალოდ გარეგნულ მხარეზე, რომელიმე პარტია იქნება თუ არ იქნება პარლამენტში. მე ვფიქრობ დიალოგის პროცესში საუბარი იქნება ყველაფერზე. - საზოგადოების ერთი ნაწილი უფრო დიდ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ „შეთანხმების მიღწევას „ნაციონალურ მოძრაობა“ უშლის ხელს, რადგან თუნდაც რეფორმების სანაცვლოდ, მხოლოდ პარლამენტში შესვლა მას არ აწყობს. ასე სრულ ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს. ამიტომ, რევოლუციური სცენარი მისთვის ყველაზე მისაღებია“. NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს გამოკითხულთა 7%, დანარჩენ ოპოზიციასაც ჯამში 7 %, ხოლო "ქართულ ოცნებას" - 23 %. NDI-ს ბოლო კვლევები რამდენად იმოქმედებს დიალოგის შედეგებზე? -ეს კვლევა კარგად უნდა წაიკითხოს ყველა პოლიტიკოსმა, ორივე მხრიდან. ყველაზე დამაფიქრებელი არის ის, რომ ზოგადად, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობა ძალიან კლებულობს. რეალურად, ჩვენ გვაქვს პროცესი, როდესაც პოლიტიკოსები შორდებიან რეალობას და იმ აღქმას, რაც რეალურად ხდება საზოგადოებაში. პოლიტიკური პარტიების, მათ შორის მმართველი პარტიების რეიტინგის კლებაში დიდ როლი ითამაშა ამ კრიზისმა, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ხედავს პარტიული ინტერესების უპირატესობას საერთო ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესით, არამედ საერთო ეროვნული ინტერესით. ვინც ამას მოახერხებს, დამერწმუნეთ, რომ მისი რეიტინგი საკმაოდ გაიზრდება. ამიტომაც თქვა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, მაშინ ევროპული პოლიტიკური კულტურაც უნდა ვისწავლოთ და მათ შორის კომპრომისის ხელოვნებაც. სიტუაციის განმუხტვა ყველას ინტერესში შედის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს მომავლით და არა იმის ინტერესში, ვისაც ამ ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ აწყობს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებს, ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი ჩვენი ქვეყნისათვის და ბევრი რამ დევს სასწორზე. ყველას პასუხისმგებლობა აქვს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, თუმცა პოლიტიკის ანა-ბანაა რომ თუ ხელისუფლებაში ხარ, ესე იგი პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს, საჭიროა, აბსოლუტურად ყველა მხარის მიერ დღევანდელი რეალობის სრულად გათავისება. ასევე იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მათ, ყველას აკისრიათ.

ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ

რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ს, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა მისი თქმით, მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის წევრის სტატუსს საქართველო და უკრაინა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადებების პარალელურად აშშ-ს სენატში საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე მოსმენა გაიმართა და დემოკრატიის საფრთხეებზე, არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. როგორც Europetime-თან ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აღნიშნავს, საქართველო დღეს, როგორც არასდროს, ისე ახლოს არის NATO-ში გაწევრიანებასთან, რასაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნაში მიმდინარე პროცესები. _საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის ცდილობს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე კონკრეტული პერსპექტივა დაინახოს. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს და განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სასარგებლოდ რაიმე სახის გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება? ამ ორ საკითხს გავყოფ, რა ცვლილებები ხდება და არის თუ არა ეს ჩვენ სასარგებლოდ. ცვლილებები ნამდვილად ხდება. ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ძველი საერთაშორისო წესრიგი, რეალურად მოირღვა. ამის დარღვევა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, უკვე ნელ-ნელა თავის საგარეო პოლიტიკურ კონტურებს იძენს, მას შემდეგ, რაც შიდა პოლიტიკური სიტუაციები დალაგდა. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც ბლინკენის ვიზიტიდანაც გამოჩნდა, ეს არის ფასეულობებზე დაფუძნებული ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენა იქ, სადაც დაზიანებულია. ბევრ რამეზე იყო საუბარი ბლინკენის ვიზიტისას, და ბაიდენის ვირტუალური ჩართვისას ევროპულ სამიტზე, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ, რაც ჩვენთვისაც ძალიან საყურადღებოა. გარდა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისა, მათ ისაუბრეს იმაზე, რომ დემოკრატიებს ასე მუდმივად თავდაცვის პოზიციაში ყოფნა არ გამოადგებათ და უნდა გადავიდნენ შეტევის პოლიტიკაზე. რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ამაზე ვინმეს ხმამაღლა ესაუბრა. დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა. რუსეთთან შეტევაზე გადასვლა მაინცდამაინც ბირთვულ ომს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს დემოკრატიული ფასეულობების კიდევ უფრო გამყარებას, ან დემოკრატიის არეალის გავრცელებას. შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. რეალურად ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. სწორედ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ის ინდიკატორი, რომელიც ახალი, დიდი შესაძლებლობების გახსნას გვიჩვენებს. გამოვიყენებთ ამას, ან არ გამოვიყენებთ, გავიმეორებ სენატორ შაჰინის განცხადებას, გზაჯვარედინზე ვდგავართ. ან სწორი მიმართულებით წავალთ, ან არასწორი მიმართულებით. ახალი წესრიგი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა, თუ ამისთვის მზად ხარ. _ეს ახალი შესაძლებლობა, კონკრეტულად რა სარგებელს მოუტანს საქართველოს და რა შემთხვევაში? -. თუ ჩვენ, ისევ გადავყვებით შიდა კინკლაობას და ერთი ადამიანის არაფორმალურ მმართველობას, მის გემოვნებაზე აგებულ საგარეო პოლიტიკას, რომლის მთავარი პოსტულატიც რუსეთის არ გაღიზიანებაა, როცა დანარჩენ მსოფლიოში რაღაცები ახლებურად დალაგდება, ისტორიის არასწორ მხარეს აღმოვჩნდებით. აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ეს გეოპოლიტიკურ ცვლილებები შეიძლებოდა ყოფილიყო განხილვის მთავარი თემა, ჩვენ კიდევ რაზე ვსაუბრობთ?! ახლა რომ გვქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი დაბალანსებული ძალაუფლებით, პოლიტიკურ კრიზისზე კი არ ვისაუბრებდით, საარჩევნო რეფორმაზე, მიტაცებულ სასამართლოსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე, არამედ ვისაუბრებდით როგორ დავაჩქაროთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება. როგორ მოვიპოვოთ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. როგორ გავუმკლავდეთ პანდემიას და Covid-ით გამოწვეულ პრობლემებს. ამ თემებზე კონცენტრირების ნაცვლად, ახლა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები მთელ რესურს დებენ იმაში, რომ როგორმე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში დაგვეხმარონ, რისი პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილიც ხელისუფლებას აკისრია. _ თუ დღეს, აშშ და ევროკავშირი რუსეთზე შეტევის კოორდინირებულ პოლიტიკას ირჩევენ, რამდენად მოსალოდნელია ბალტიის ქვეყნების მსგავსად, გამონაკლისი საქართველოსა და უკრაინაზეც დაუშვან და ჩვენი გაწევრიანების სპონტანური გადაწყვეტილება მიიღონ? სტოლტენბერგმაც გააკეთა აქცენტი, რომ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. არის რამე ნიშნები ამისა? სწორედ ამიტომ ხომ არ იბრძვის დასავლეთი ასე აქტიურად საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი ადვოკატირება უკეთ შეძლოს? საქართველო, დღეს როგორც არასდროს, ისე ახლოს დგას NATO-ში გაწევრიანებასთან, დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. ზუსტად იგივე ხდებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების დროს. ეს ყო პერიოდი, როდესაც დემოკრატიული სამყარო ფართოვდებოდა, ერთიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, რომელიც ახლა უკვე ენტონი ბლინკენმა თავის საჯარო განცხადებებში რამდენჯერმე გაიმეორა. ცოტ ხნის წინ, აღნიშნული საგარეო კონცეფცია ამოვარდნილი იყო მათი საგარეო პოლიტიკიდან. ახლა ეს კონცეფცია დააბრუნეს. რაც არის დემოკრატიების შეტევაზე გადასვლის მანიშნებელი. გაჩნდა კონცეპტუალური ხედვა, რომ დემოკრატიის არეალი უნდა გაფართოვდეს. წლების წინ, დემოკრატიული არეალის გაფართოების ფოკუსი გადიოდა ბალტიისპირეთზე, რადგან მაშინ ეს არეალი იყო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ფოკუსმა ჩამოიწია სამხრეთით, შავი ზღვის აკვატორიაში და სწორედ ეს არის ჩვენი შანსი, რადგან ევროპული უსაფრთხობისთვისაც მნიშვნელოვანია, შავ ზღვაზე შეიქმნას ისეთი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მომავალში რუსეთის აგრესიულ რევიზიონიზმს გამორიცხავს. ერთადერთი ბერკეტი არის ეს, სწორედ ამ ახალ საერთაშორისო წესრიგში. იმ ინსტიტუციებმა, რომლებზეც იდგა ევროპული უსაფრთხოება, არ იმუშავეს, არც გაერომ არც ეუთომ, რადგან რუსეთს ვეტოს უფლება ჰქონდა. რუსეთმა ეს წითელი ხაზები გადალახა, რადგან საპასუხო რეაგირებას არ იღებდა. ახლა დასავლეთი ამ წითელ ხაზებს კი არ უპირისპირდება, არამედ შეტევაზე გადასვლას გეგმავს. ერთადერთი ვისაც რუსეთის არამარტო შეკავება არამედ უკუგდება შეუძლია NATO და ამერიკაა. თუ ჩვენი სურვილი არ იქნება, სწორ მიმართულებას არ ავირჩევთ, შეიძლება მხოლოდ უკრაინა მიიღონ NATO-ში და ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ეს ფანჯარა ორივესთვის იხსნება, რამდენად გამოვიყენებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. _ის ფაქტი, რომ არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყანას სერიოზულად აფერხებს, პირდაპირ ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის პროვოცირებაში რუსეთს ლომის წვლილი მიუძღვის? როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს ყველაზე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, ამის შესაჩერებლად, რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას რამდენად შეძლებს? რუსეთის ჰიბრიდული ომის ამოცანა, სულაც არ არის საქართველოში ღიად გამოხატული პრორუსული მთავრობის ყოლა. მისი ამოცანა არის პოლარიზება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლა, მართვადი ქაოსის შექმნა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ იქნება მიმზიდველი ევროატლანტიკური ოჯახისთვის, რადგან სტაბილურობის ნაცვლად მეტ პრობლემას შეიტანს შიგნით და ავტომატურად ეს პროექტი ჩავარდება. ამით რუსეთი თავის დიდი ხნის ამოცანას მიაღწევს. მერე გადავა შემდგომ პრაქტიკულ ნაბიჯებზე. იგივეს ცდილობს უკრაინასა და მოლდოვაში. თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მთავარი სადისკუსიო საკითხი გვექნება ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, ოლიგარქიული კლეპტოკრატიული მმართველობა, ბუნებრივია, NATO-ში ვერ შევალთ. სტრატეგიული პარტნიორებიც, ვინც ამ პროცესში ჩვენი მხარდამჭერები არიან, ჩვენ ადვოკატირებას ვერ შეძლებენ. მეორე მხრივ, მათ ინტერესებშიც არის, რომ NATO-ს წევრები გავხდეთ, ამაზე ღიად საუბრობს ყველა. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანიც (რასმუსენი) საუბრობდა, როდესაც თბილისში იყო ჩამოსული მაკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე. აკადემიურ წრეებშიც საუბრობდნენ, თუ როგორ მოხდეს საქართველოს და უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოში, მაგრამ ამას საქართველოს მხრიდანაც სინქრონში გადადგმული საპასუხო ნაბიჯები სჭირდება. შიდა პოლიტიკური ქაოსის შედეგად ჩამოქცეული ინსტიტუტები შეუძლებელს ხდის ამ ამოცანას. _24 მარტს, აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე სპეციალური მოსმენა შედგა. აშშ-ში საქართველოს საკითხის მსგავსი მასშტაბით განხილვა ადრეც მომხდარა? ასეთ დონეზე არ ყოფილა. სხვადასხვა თემატურ ჰეარინგებზე იყო ხოლმე საუბარი, მაგრამ ასეთი სპეციფიურად მიძღვნილი მოსმენის დონეზე არა. აღნიშნულ მოსმენაზე მთავარი განმასხვავებელი რაც იყო, არის ის, რომ ძირითადად საუბრობდნენ პრობლემებზე, კრიზისზე, როდესაც მანამდე ყოველთვის პირიქით ხდებოდა. ადრე სენატში საუბარი იმართებოდა, თუ როგორ დაგვემატებინა უფრო მეტი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში, დაწყებული უსაფრთხოებით, გაგრძელებული ეკონომიკური თანამშრომლობით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და ა.შ. ახლა კი ძირითადად შიდა პოლიტიკურ პორბლემებს და დემოკრატიის უკუსვლას ეხებოდა. მოსმენების დროს გაჟღერებული საკითხები ამომწურავად ფარავდა პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისის ანატომიას. რაც ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ზუსტი ცოდნა აქვს საქართველოს პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესახებ. მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, რომ ეს არის გზაჯვარედინი საქართველოსთვის და პრობლემები ავტომატურად არ მოგვარდება. დიდი ძალისხმევა სჭირდება და თუ არ მოგვარდა, შეიძლება საქართველო ამ გზაჯვარედინზე სხვა მიმართულებებით წავიდეს, ვიდრე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სურს. _განხილვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მშვიდობისმყოფელების რანგში შესვლას. მისი თქმით, რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ, გააძლიერონ ზეგავლენა რეგიონში. კენტმა აღნიშნა, რომ აშშ უფრო მეტად გააქტიურდება რეგიონში ამ პრობლემების გადასაჭრელად. ისიც ითქვა, რომ ამ ფონზე, საქართველო ამერიკისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება რეგიონში. გარდა შიდა პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს შესახებ ასეთი მასშტაბის განხილვა, სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორებითაც ხომ არ იყო გამოწვეული? -რა თქმა უნდა, ამერიკელი სენატორები, პირველ რიგში, აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამოდიან. სტრატეგიული პარტნიორობის მთელი აზრი სწორედ იმაშია, რომ ჩვენი და ამერიკის ეროვნული ინტერესები, გრძელვადიან პერსპექტივაში 100 %-ით ემთხვევა ერთმანეთს. ამერიკას უფრო ფართო დღის წესრიგი აქვს, ფართო საგარეო პოლიტიკური ამოცანები, რომელიც მოიცავს ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის დროზე ტყუილად არ უწოდა საქართველოს დემოკრატიის შუქურა - ეს მისი ფართო დღის წესრიგის ნაწილი იყო, მაგრამ რაც მთავარია საქართველო მართლა იყო დემოკრატიის შუქურა. ამით საქართველო ამტკიცებდა სწორედ იმ ფასეულობით მდგენელს, რასაც ეფუძნება ამერიკის საგრეო პოლიტიკა, და ამერიკის განსაკუთრებული როლი საერთაშორისო ურთიერთობებში (ე.წ. exceptionalism). რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც, რეგიონულ კონტექსტი ქმნიდა იმ წინაპირობებს, რომ უფრო მეტად შეშფოთებულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაციით. საქართველოში დემოკრატიის შესუსტება ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას, რაზეც საუბრობდა სენატორი შაჰინი. მან თქვა, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის თითოეული დღე და ერთპარტიული პარლამენტი არის რუსეთის გამარჯვება. ამერიკის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებშია საქართველოს დემოკრატული განვითარება და ასევე გლობალურად დემოკრატიული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარულ სამყაროსთან, რომლის ფლაგმანი და ლიდერი არის რუსეთის ფედერაცია. სწორედ ეს იყო დიდი კონტექსტი და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი სენატში საქართველოს შესახებ ეს მოსმენა. ამ გზაჯვარედინზე, რომელზეც მიგვითითებს უნდა ავირჩიოთ სად გვინდა ყოფნა.

ბლოკჩეინის დანერგვა და ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატები ეკონომიკას სრულად გახსნიდა - ლევან ბოძაშვილი

"ქაღალდის Сovid სერტიფიკატების ნაცვლად, ბლოკჩეინის დანერგვის მეშვეობით, ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატები რომ შემოეღოთ, ქვეყნის ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებდნენ" ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის პროგრამის მკვლევარმა, ლევან ბოძაშვილმა განუცხადა. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ყველა აცრილ ადამიანს, ვაქცინაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა მიეცემა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს. როგორც ბოძაშვილი აღნიშნავს, ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატების შექმნას რაიმე ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. შესაბამისი სპეციალისტები იმ 42 კლინიკაში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, სრულიად უფასოდ, მხოლოდ ერთ დღეში დააყენებენ სპეციალურ პროგრამას, თუ სახელმწიფოს მხრიდან ამის პოლიტიკური ნება იქნება. ასეთი კი, მისი თქმით, არ არსებობს. Europetime-თან საუბარში ბოძაშვილი აცხადებს რომ ამ თემაზე ტელეფონით ესაუბრა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, თუმცა მას დაინტერესება არ გამოუხატავს. მისივე თქმით, ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა ვაქცინაციისთვის ბლოკჩეინის პროგრამა უკვე დანერგეს. ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის განმარტებით, თუ შეიქმნება ელექტრონული სერტიფიკატები, კოვიდვაქცინით აუცრელი ადამიანების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გადაადგილების კონტროლი გამარტივდება, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ვაქცინირებულ მოსახლეობას შეზღუდვები მოუხსნას. „ბლოკჩეინის დანერგვით, სახელმწიფო მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დააჩქარებდა. გარკვეული მიზეზებით, ვაქცინას ბევრი ადამიანი არ იკეთებს. ელექტრონული სერტიფიკატების დაწესებით კი ძალდატანების გარეშე, ვაქცინირება წახალისდებოდა. ამისთვის ხელისუფლებამ უნდა დააწესოს მარტივი მოთხოვნა - ადამიანებს უნდა შეეზღუდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ბარებში, კლუბებში და ა.შ. სადაც გადადების რისკი ძალიან მაღალია. თუ აცრილ ადამიანს ტელეფონში ელექტრონული სერთიფიკატი ექნება, ბარში, კლუბში, რესტორანში ან სხვა ხალხმრავალ დაწესებულებაში შესვლისას, ტელეფონით წარადგენს ვაქცინაციის ციფრულ პასპორტს. კონტროლის გამარტივება თავისუფლად გადაადგილების მეტ შესაძლობას იძლევა, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება“, - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი. მისივე თქმით, ბლოკჩეინით მონაცემები მაქსიმალურად დაცული ხდება. ამასთან ვაქცინაციის ელექტრონული სერტიფიკატების შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. „ სულ 42 კლინიკაა, სადაც ვაქცინას აკეთებენ. შესაბამისი კომპანია ყველა კლინიკას სპეციალურ პროგრამას ერთ დღეში დაუყენებს უფასოდ. ამის პრობლემა არ არსებობს, გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა. ვაქცინაციის პროცესში ბლოკჩეინის და ვაქცინირების ელექტრონული სერთიფიკატის გამოყენება საქართველოს შესაძლებლობას მისცემდა, მარტივად აკონტროლოს აუცრელი ადამიანების ხალხმრავალი სივრცეებისგან იზოლირება. ძალიან მარტივად, ყოველგვარი ფურცლების ტარების გარეშე, ფურცლის სახით სერტიფიკატს სჭირდება ნოტარიზაცია. დადასტურება-თარგმნა დამატებითი ხარჯებია. ბლოკჩეინი ამას აკეთებს ერთ ევროდ. თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ნება არსებობს. გერმანიამ, დანიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა ეს უკვე გააკეთეს“, - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი. ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის განმარტებით, ბლოკჩეინი ტექნოლოგიურად იდეალური შესაძლებლობაა სამედიცინო ელექტრონული ბარათების შესაქმნელად. „რა თქმა უნდა, ის თავსებადი უნდა იყოს ევროკავშირის და საქართველოს კანონმდებლობასთან. ბლოკჩეინი ამის საშუალებას იძლევა. როდესაც ადამიანს სურს აცრის გასაკეთებლად მივიდეს, მან არ იცის ბევრი არაფერი ამის შესახებ და როდესაც ექიმთან მიდის, მერე იწყებს იმის გახსენებას, რა აწუხებდა, რა დიაგნოზი ჰქონდა, რა მედიკამენტებს იღებდა. ეს არ ეხება მხოლოდ კოვიდვაქცინას, ყველა ტიპის აცრაზე ასე ხდება“, - განუცხადა Europetime-ს ლევან ბოძაშვილმა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, ასევე ისრაელში, ვაქცინაცია მხოლოდ, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათების ანალიზის შემდეგ ხდება. ელექტრონულ სამედიცინო ბარათზე კი მისი ყველა სახის ექიმთან ვიზიტის ჩანაწერია და რეცეპტით გამოწერილი ყველა მედიკამენტის შესახებ ცნობა. აღნიშნული ინფორმაცია წლების განმავლობაში გროვდება, რაც ექიმს სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას აძლევს, რამდენად უსაფრთხოა იმ კონკრეტული პაციენტის აცრა. ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს ზეპირად გახსენება აღარ უწევს, რა მედიკამენტებს იღებდა, რა დაავადება ჰქონდა, რაზეა ალერგიული და ა.შ. მისი ჯანმრთელობის მთელი ისტორია ბარათზეა ასახული.

მეთიუ ბრაიზა: მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია, მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით, რაც ხდება

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას Europetime-თან აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა და მთავარ გზავნილებზე მიუთითებს. ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია და ახლა მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით, რაც საქართველოში ხდება. „ამ მოსმენიდან ჩემთვის მთავარი გზავნილები იყო: ორივე მხარეს, მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია და კომპრომისული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული სისტემის აღსადგენად. მეორე - მთავრობამ უნდა დაადასტუროს, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და პასუხისმგებელია იმაზე, რომ ეს ასეა. მესამე - ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ახლოსაა თავისუფალ, სამართლიან არჩევნებთან და არის კონკურენტული, თუმცა ბევრი პრობლემით, საკმარისი არ არის. რეალურ დემოკრატიაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც გადაჭრის დავებს ოპოზიციასა და მთავრობას შორის. მათ ეს მექანიზმები უნდა გამოიყენონ. მეოთხე - მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით ახლა, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის ეს ყველაფერი ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ჰგავს, როდესაც დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალიან აქტიურობდა, რათა გავლენა ჰქონოდა ამერიკის არჩევნებზე; გამოეწვია უთანხმოება; პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ხალხს არ ჰქონოდა ნდობა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მიმართ. ასე რომ, ის, რის თქმასაც სენატორი შაჰინი, ჯორჯ კენტი და სხვა ჩემი მეგობრები ცდილობდნენ სენატში, არის შემდეგი: საქართველო, შენ ეს საკითხი უნდა მოაგვარო, უნდა იპოვო გზა, დაუბრუნდე დემოკრატიულ კურსს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. მისივე თქმით, „თუ კრიზისის გაღრმავდა და უბრალოდ, არ გადაიჭრა, კონკრეტული პირებისადმი სანქციების დაწესება, თავად ამ პირების ქცევაზეა დამოკიდებული, თუმცა, ამერიკელი დიპლომატის აზრით, თუ აშკარად გახდა, რომ ადამიანები მთავრობაში, ძირს უთხრიან დემოკრატიას, მიმართავენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება, სანქციები შესაძლებელია, თუმცა მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდება, რომ ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკურ დაძაბულობას უწყობს ხელს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მედიაციის მექანიზმს დანიელსონის მონაწილეობით, ეს ალბათ შეამცირებს ამ სანქციების შესაძლებლობას. მეთიუ ბრაიზას თქმით, აშშ განაგრძობს საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირების გაღრმავებისადმი მხარდაჭერას და ეს არის როგორც აშშ-სა და საქართველოს, ასევე. ნატოს ინტერესში. „აშშ განაგრძობს იმის ხაზგასმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატია და მისწრაფებები ნატოში, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა. ეს არის უმთავრესი საქართველოსთვის. ევროკავშირს და აშშ-ს სურთ, მოაგვარონ თქვენი პრობლემები, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, იპოვონ გზა და მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილებები. გამოსავალი არც რევოლუციაშია და არც ოპოზიციის განადგურებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.

რა სახის ანალიზებია საჭირო კოვიდვაქცინამდე და რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს აცრა

რა შემთხვევაში უნდა გადაიდოს კოვიდვაქცინის გაკეთება, რა სახის წინასწარი ანალიზების ჩატარებაა საჭირო აცრამდე და რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე, ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრა. ინფექციონისტის რამდენიმე აუცილებელი რეკომენდაცია ვაქცინის გაკეთების მსურველებს: 1. თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება, იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევს სისიხლის შედედებას, სასურველია, ვაქცინაციამდე ჩაიტაროს შესაბამისი ანალიზი. 2. თუ ვაქცინაციამდე იყო კოვიდინფიცირებულის კონტაქტი, ან აქვს კორონავირუსის დამახასიათებელი რომელიმე საეჭვო სიმპტომი, თუნდაც მსუბუქი, ვაქცინაციამდე აუცილებლად უნდა ჩაიტაროს კოვიდტესტი. მხოლოდ ვირუსის გამორიცხვის შემდეგ უნდა მივიდეს ვაქცინის გასაკეთებლად. 3. თუ ადამიანი არის ალერგიული კონკრეტულად იმ ნივთიერებაზე, რომელსაც ვაქცინა შეიცავს, ვაქცინაცია არ უნდა ჩატარდეს. 4. თუ ადამიანი უკვე ინფიცირებულია კორონავირუსით, ვაქცინა მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში ვერ დაეხმარება. ვაქცინის მიღების შემდეგ, ანტისხეულების გამომუშავება სამი კვირის შემდეგ ხდება, მანამდე ვაქცინა ვერ იცავს ორგანიზმს. ამიტომ ადამიანმა არ უნდა დამალოს საეჭვო სიმპტომები იმ იმედით, რომ ვაქცინის გაკეთება მას ვირუსის მსუბუქად გადატანაში დაეხმარება. როგორც ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, დღეს არსებული ინფორმაციით, ვაქცინა იძლევა ერთწლიან იმუნიტეტს. ინფექციონისტის განცხადებით, უსიმპტომო კოვიდის დროს, თუ პაციენტმა არ იცის რომ ვირუსი აქვს, ვაქცინის გაკეთება ტრაგედიას არ წარმოადგენს. თუმცა, თუ მას ეჭვი აქვს კორონავირუსის სიმპტომებზე, ვაქცინაციისგან თავის შეკავება აუცილებელია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი. "კოვიდინფიცირებულისთვის ვაქცინის მიღება, ეს არის ექსპერიმენტი და საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ნუ ჩაიტარებენ. ამასთან არსებობს შედედების საწინააღდეგო წამლები, რაც გამოიყენება კარდიოლოგიაში, ჰემატოლოგიაში. ვინც ასეთ პრეპარატებს იღებენ და აქვთ შედედების პრობლემა, უმჯობესია, გაიკეთონ ლაბორატორიული კვლევები და მომზადებული მივიდნენ ვაქცინაციაზე. ეს არ ეხება ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს, ვისაც არასდროს არ დაფიქსირებია სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემა. ვალდებული არ არიან წინასწარი კველევები ჩაიტარონ. რაც შეეხება ანატიბიოტიკებს, ანტიბიოტიკი ინიშნება გარკვეული მწვავე ინფექციური ბაქტერიების შემთხვევაში. თუ ადამიანი ამ მედიკამენტებს იღებს, ესეიგი მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. როდესაც ადამიანს აქვს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა, თან ეს პრობლემა არის მწვავე და იმ მომენტში საჭიროებს მკურნალობას, შესაძლოა ვაქცინაცია გადაიდოს. არის მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის შესახებაც პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მედიკამენტები ხელს არ უშლის ვაქცინაციას. ამას ექიმი წყვეტს. როდესაც იკრიბება სრულფასოვანი ინფორმაცია, ექიმი წყვეტს იმ კონკრეტულ მომენტში გაუკეთოს ვაქცინა, თუ გარკვეული ვადით გადადოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები ვინც ვაქცინაციაზე მიდიან, კარგად მომზადებულები იყვნენ და ექიმს სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. თუ ადამიანი არის ალერგიული კონკრეტულად იმ ნივთიერებაზე, რომელსაც ვაქცინა შეიცავს რა თქმა უნდა ეს უკუჩვენებაა და ასეთ ადამიანს ვაქცინა საერთოდ არ უნდა გაუკეთდეს. თავისი სამედიცინო ანამნეზი კარგად უნდ მოუყვეს ექიმს, რათა ექიმმა სრულყოფილად შეაფასოს მისი მდგომარეობა", - განუცხადა Europetime-ს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ. ინფექციონისტი კორონავირუსით ინფიცირების ბოლო დღეების სტატისტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსახლეობა რეგულაციებს სათანადოდო აღარ იცავს. "ბოლო ორი დღის განმავლობაში 500-მდე გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები. ასეთი ზრდის ტენდენცია საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა. ინფიცირების ასეთი ზრდა სპონტანურად არ მომხდარა. ამას თავისი მიზეზი აქვს. რეკომენდაციებს ფაქტობრივად აღარ ასრულებენ, დაიწია პირბადის გამოყენების პროცენტმა. ეს ყველაფერი კი ცუდად ისახება ეპიდსიტუაციაზე. კარგია, რომ დრამატული სიტუაცია ჯერ არ გვაქვს, მაგრამ თუ ამ დინამიკით გაგრძელდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ. მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ. პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია ამ ეტაპზე არის ერთადერთი გზა. მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება მასთან ბრძოლა", - აცხადებს Europetime-თან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

პოლიტოლოგი:  შესაძლოა, დასავლეთისთვის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალა საინტერესო აღმოჩნდეს

NDI-ის ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს. 7%-მდე დაეცა "ნაციონალურ მოძრაობის” რეიტინგი, "ქართულ ოცნებას" 23 პროცენტი უჭერს მხარს, დანარჩენ პარტიებს კი ჯამში 7%. ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოპოზიციამ კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა, თუმცა მასშტაბური აქციის გამართვა მაისისთვის გადაიდო. აღნიშნული პროცესების პარალელურად, 22 მარტს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან არ მიდის და ალტერნატიული, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე ფიქრობს. 20 მარტს, ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის საჭიროების შესახებ, განცხადება ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საკუთარ თავს, რა პოზიციაზე ხედავს, ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალაში, მისი თქმით, ამ პროცესში ის რიგითი ჯარისკაცი იქნება. მარგველაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს. თუ რა შანსები აქვთ ქვეყნის ყოფილ პირველ პირებს პოლიტიკაში? ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ვინ შეიძლება ვიხილოთ მათ გუნდში და ვინ შეიძლება აითვისოს ელექტორატის 40%? - ამ საკითხებზე Europetime პოლიტოლოგებს რამაზ საყვარელიძეს და გია ნოდიას ესაუბრა. „თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი ოპოზიციის სტილისტიკას და შევადარებთ გიორგი გახარიას სტილისტიკას, გახარია მათი მსგავსი პოლიტიკოსი ნამდვილად არ იქნება. დასავლელი პარტნიორებისთვის, ეს განსხვავება უკვე მნიშვნელოვანია“, - განუცხადა Europetime-ს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. პოლიტოლოგის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის სურვილის შესახებ, სწორედ ახლა განაცხადა. „ბოლო დროის მოვლენების ფონზე, ცხადი გახდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან დიდი დეფიციტია. უცხოელები ოპოზიციას მხარს არ უჭერენ. თვითონ ოპოზიციაც გრძნობს, რომ ხალხიც არ უჭერს მხარს. 15 მაისისთვის გადაიტანეს შემდეგი აქცია. ოპოზიციის არ ყოლა, ქვეყნისთვისაა ცუდი. ხელისუფლების ოპონირება არ ხდება. საპარლამენტო ცხოვრება არასრულია. გახარიას გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამან განაპირობა. დასავლელი პარტნიორები ოპოზიციისგან პარლამენტში შესვლას ითხოვენ, ოპოზიციას კი შესაბამის არგუმენტები არ მოჰყავს და არც კი ხსნის, რატომ არ შედის პარლამენტში. პირიქით, შეურაცხყოფას აყენებს დასავლელ პარტნიორებს, ლამის დედას აგინებს. მეორე მხრივ, გახარია ამ სტილის პოლიტიკოსი ნამდვილად არ იქნება. ეს განსხვავება, დასავლეთისთვის ალბათ მნიშვნელოვანი გახდება, გახარიას სასარგებლოდ, რადგან შეურაცხყოფის ენაზე აგებული პოლიტიკა, ევროპული სტილის ნამდვილად არ არის“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, დღეს რთულია იმის თქმა, თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გიორგი გახარიას გუნდში. „ალბათ უფრო აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისთანაც გახარიას აქამდე ურთიერთობა ჰქონია. ცნობადობის ხაზით რა ფიგურები იქნებიან, მაგის თქმა მიჭირს. ცნობადობაც პროგრესული ხანჯალია, გააჩნია რითი ხარ ცნობადი“, - აღნიშნავს საყვარელიძე. პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის წარმატება დამოკიდებულია, ვინ იქნება მის გუნდში და ასევე დამოკიდებულია მის პოზიციონირებაზე. „როდესაც გასაგები გახდა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას პერსპექტივა არ უჩანს, გიორგი გახარიამ, ზუსტად ამ დროს ჩათვლა საჭიროდ განეცხადებინა, ახალი პოლიტიკური ნიშის დაკავების შესახებ. ჯერჯერობით ვიცით, მხოლოდ მისი სურვილი პოლიტიკაში დარჩენის შესახებ. მაგრამ რა პლატფორმით უნდა მოსვლა, როგორ იქნება მისი პოზიციონირება ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, რამდენად დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, ჯერ არ ვიცით. ბევრი რამ თვითონ მასზეა დამოკიდებული, რას იტყვის, რა ტიპის ამომრჩეველზე აიღებს ორიენტაციას. პრემიერობიდან მისი წასვლის გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ, რაღაც ფორმით „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება ექნება, თუმცა რამდენად სერიოზული, წინასწარ ვერ ვიტყვით. ვინ დადგება მის გვერდით, ესეც არ ვიცით, ამიტომ ამ ეტაპზე, შეგვიძლია, უბრალოდ ის ვთქვათ, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა იქნება. ჩვენ ვნახეთ სხვა ფიგურებიც, რომლებიც გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“. ბევრი სპეკულაცია იყო, რას იზამდნენ, მაგრამ მათ სერიოზული ძალის შექმნა ვერ შეძლეს. ახლა ყველა იწყებს მარჩიელობას, აბა ვინ იქნება მის გუნდში? შეიძლება კვირიკაშვილი? ან სხვა? კვირიკაშვილს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე გამოავლენდა ამ სურვილს. ის კი ამდენი წელი, ჯიუტად ამბობს, რომ პოლიტიკა არ უნდა. მარგველაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ახალი ალტერნატიული ძალის შექმნის საჭიროებაზე და იმაზე თითქოს, ამ პროცესში რიგითი ჯარისკაცი იქნება, ეს ცოტა ისეთი განცხადებაა ... ლამაზი სიტყვებია. ცხადია რომ მას პრეტენზია აქვს, უფრო მეტი იყოს, ვიდრე რიგითი ჯარისკაცი. ამ ეტაპზე ბევრია არაფერია ცნობილი, ამიტომ დარწმუნებით ჯერ ვერავინ იტყვის, რომ გიორგი გახარია ანგარიშგასაწევი ძალის შექმნას შეძლებს, თუმცა გამორიცხული არაფერია“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში გია ნოდია. 22 მარტს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის უკვე მუშაობს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა. დღეს მე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა twitter-ზე დაწერა. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 19 თებერვალს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა,ამ საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ პოზიციების შეუთავსებლობა. ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი,,ქართულ ოცნება 2"-ს შექმნის. „პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, გახარიამ თავისი ძალები თვითმმართველობის არჩევნებზე მოსინჯოს, თბილისის მერობის კანდიდატის რანგში. "შესაძლოა გიორგი გახარიას უახლოესი პოლიტიკური გეგმები ვადამდელ არჩევნებს კი არა, თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს.გამორიცხული არ არის თავისი რეიტინგის და ამომრჩევლის მხარდაჭერის დასაზუსტებლად, თბილისის, ან საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქის მერის პოსტისთვის იბრძოლოს", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი. როგორც მედიასთან საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაბნეულები არიან, რადგან მათაც აქვთ ეჭვი, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის მიერ პროვოცირებული, წაქეზებული და მხარდაჭერილია. “ეშინიათ, რომ გამართლდეს ეჭვი და არ უნდათ, გაილაშქრონ იმის წინააღმდეგ, ვის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. ამიტომ ფრთხილობენ და ლოიალურ განცხადებებს აკეთებენ”, — შენიშნავს კაჭკაჭიშვილი უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია. “სასურველია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ოპოზიციაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. "ქართული ოცნების დეპუტატის" და გახარიას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებაში” არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სწორედ გიორგი გახარიას რეკომენდაციით მოხვდნენ. "შესაბამისად, ვიღაც გაყვება, ვიღაც არ გაყვება, შეიძლება გახარიას ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტში მისი რეკომენდაციით არ შესულან“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კახიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი: დამუხრუჭდება ყველა ის პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, რაც ეკონომიკურ პროექტებზეც აისახება

ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოპოზიცია და ხელისუფლება ხელს ერთმანეთისკენ იშვერს. მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდიდან კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსა. პარალელურად „გირჩი“ მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აგრძელებს. თუ რა შედეგების წინაშე დააყენებს ქვეყანას ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულება, ვის აწყობდა მოლაპარაკების ჩაშლა და რა საპასუხო რეაგირებას უნდა ელოდოს ქვეყანა ევროკავშირისგან, ამ საკითხებზე Europetime ანალიტიკოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. _თქვენი შეფასებით, რატომ ვერ შედგა შეთანხმება, რა საკითხებმა, ვინ, ან რამ შეუშალა ხელი ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას? -ვერ დავინახე განსაკუთრებული სურვილ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურდათ. ოპონენტებს შორის დიალოგის არავითარი სურვილი არ ჩანდა. ორივე მხარეს ცდილობდა, „საბანი მთლიანად თავის მხარეს გადაექაჩა“. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ვერავითარი შეთანხმება ვერ შედგებოდა. სწორედ ამაზე მიუთითებდნენ დასავლელი პარტნიორები. ხშირად. ლამის დაუფარავად ამბობდნენ, რომ მათი ქცევა სახელმწიფოს ვნებს. რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში შედის და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად განაგრძობენ თავის სტრატეგიას. არ მინდა, გადაჭარბებული ეჭვები გამოვთქვა, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც ავის მსურველი სერიოზულად უფათურებდა ხელს ამ დიალოგის პროცესში. -ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალას, პერსონა, თუ ვის გულისხმობთ? ქვეყანა ორი დიდი ფეოდალის, სააკაშვილის და ივანიშვილის ბრძოლის ასპარეზად იქცა, რის გამოც, საქართველოში არანორმალური პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ამ დაძაბულობაში, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა ჩაიკარგა, პოლიტიკური ალტერნატივა ვერავინ შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ იმედები არსებობდა თუნდაც „ლელოს“, ან „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ . _დიალოგის ჩაშლის შემდეგ „გირჩმა“ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო კომპრომისები და შეთავაზებები, რომლებიც ოპოზიციისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მოხდა და რატომ ვერ შედგა შეთანხმება“ . გირჩი არ წარმოადგენს ისეთ რესურსის პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოახერხებდა თავის მხარეს გადაექაჩა პროცესები. _„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, რამდენიმე, თუნდაც ერთი ან ორი პარტია რომ შევიდეს პარლამენტში, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, შეცვლის რამეს? „გირჩმა“ უკვე დაიწყო ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები. -ორიოდე თვის წინ, კიდევ შეიძლებოდა ამაზე საუბარი. ახლა უკვე ისეთ ჩიხში არიან შესულები, მხოლოდ ერთი, ან ორი პარტიის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ უშველის საქმეს. მარტო „გირჩი“ რომ შევიდეს პარლამენტში, ოპოზიციური ანტურაჟი იქნება, რომელიც რეალურად ვერაფერს გააკეთებს. ერთი და ორი პარტია ვერაფერს შეცვლის. აქ საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს. ეს თავისთავად არ შეიძლება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ახლა, ამ ნაბიჯის გადადგმა სიტუაციის განმუხტვას ვეღარ შეძლებს. ორივე მხარემ მიაღწია ყველაზე ცუდს, რიგითი ამომრჩეველი, ის ვინც არჩევნებზე იყო ოქტომბერში, გულგრილი გახდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ოპოზიციის ნდობაც დაკარგეს, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა NDI-ს გამოკითხვაში _NDI-ს კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა სურს. რა რესურსის იმედიც ოპოზიციას ჰქონდა ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. როდესაც კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ნდობას კარგავს, მაშინ რა რესურსზე, რა გათვლებზე ამყარებს იმედებს? შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ოპოზიცია ფიქრობს, ნიკა მელიას დაკავებამ საზოგადოების ეს განწყობა შეცვალა? რესურს კარგავს არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებაც. ვერ გეტყვით, რომ ნიკა მელიას დაკავებამ გარდამტეხი ცვლილება მოახდინა. უბრალოდ, სიტუაციის მეტი პოლარიზება მოხდა. საზოგადოების განწყობაში, ამით დიდი ცვლილებები არ მომხდარა. _საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას უფრო მეტად სჭირდებოდა ამ შეთანხმების მიღწევა, განსხვავებით ოპოზიციისგან. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში ვინ ითამაშა ყველაზე დიდი როლი მოლაპარაკების ჩაშლაში? - არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი კრიზისის განმუხტვით არის დაინტერესებული. მიზანი შეიძლება სწორედ ამ სიტუაციის შენარჩუნება იყოს. ვიღაცას გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ ასეთი პარლამენტით შეძლებს ქვეყნის მართვას. ყოველთვის როგორც კი გამოჩნდებოდა, რაღაც ნიშანი იმისა, რომ შეიძლებოდა დიალოგი დაწყებულიყო, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებდა ისეთ განცხადებას, ან ისეთ ქმედებას მიმართავდა, რომ ყოველგვარი იმედი იშლებოდა. _დანიელსონის ვიზიტამდე, როდესაც პლებისციტის საკითხი წამოიწია, გიორგი ვოლსკი აცხადებდა, რომ ღირს განხილვად, თუმცა მამუკა მდინარაძემ და კიდევ რამდენიმე ლიდერმა უმრავლესობიდან, ბევრად უფრო ხისტი პოზიცია დააფიქსირეს. რამდენიმე საკითხზე გამოიკვეთა მსგავსი განსხვავებული პოზიციები, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების საკითხზე, სახელისუფლებო გუნდში ორი განსხვავებული პოზიციაა და ორი ფრთა გაჩნდა? ძნელია რამის თქმა, ხელისუფლების შიგნით, ორი გუნდია თუ ხუთი, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციები არაერთგვაროვანია. იქ არიან ზომიერი ადამიანებიც, რომლებსაც ესმით, რომ შეუძლებელია ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, დასავლეთთან სერიოზული კონტაქტების დაკარგვას. დასავლეთთან დაახლოების კუთხით, რა პროცესებსაც ათწლეულების განმავლობაში მივაღწიეთ, ეს პროცესები შეიძლება დამუხრუჭდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესების გარდა, სხვა ინტერესი არ გააჩნიათ. პოლიტიკაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც სახელმწიფო ინტერესებს და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ერთმანეთში ურევს. _ევროკავშირის მხრიდან, რა კონკრეტული რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებულ მოლაპარაკებების ჩაშლას? საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ, რეგიონში ევროკავშირის პოზიციები შესუსტებულია. ამიტომაც, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, თვითონ ევროკავშირსაც სჭირდებოდა, რეგიონში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. ამის გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ და ეს ყველაფერი ქვეყანას რამდენად დააზარალებს? სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანა ძალიან დაზარალდება, რადგან სავარაუდოდ დამუხრუჭდება ყველა ის პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარეობდა. ახლა შეიძლება ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდეს, მაგრამ პროცესზე აისახება. ყველა მიმართულებას დამჩნევა. ეკონომიკურ პროექტებზეც აისახება, რაც მთავარია, რუსეთის წინააღდეგ ბრძოლაში პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხზე. როცა ორივე მხარეს თვეების განმავლობაში გეუბნებიან, რომ თქვენი საქციელი სხვა არაფერია, თუ არა რუსული ინტერესების გატარება. ამ დროს, შენ ამას ყურს არ უგდებ, რბილად რომ თქვათ, რა თქმა უნდა ევროპელებს შეუსუსტდებათ იმედი იმისა, რომ აქ, ჩვენს რეგიონში, საქართველოს სახით, მათ მოკავშირე ჰყავთ.

EUMM-ის მისიის ხელმძღვანელი: ე.წ გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა

ე.წ კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ კიდევ უფრო შეუშალა ხელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა - ამ საკითხზე Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ისაუბრა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ დონეზე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მძიმედ დაარტყა როგორც თავად პანდემიამ, ისე მისმა შედეგებმა. „აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ, მაგალითისთვის, კიდევ უფრო შეუშალა ხელი მათი გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მისიამ იცის ამ გამოწვევების შესახებ და სხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენ შევეცდებით მივმართოთ მათკენ ძალისხმევა ყველა არსებული ფორმატის, მათ შორის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს შეხვედრების, ევროკავშირის ინსტიტუციებში და წევრ ქვეყნებში მიმართული ჩვენი ანგარიშგებების მეშვეობით“, - განაცხადა მარეკ შჩიგელმა.

EUMM-ის მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი: რუსეთის ფედერაცია მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო. მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს. რა მთავარ გამოწვევას აწყდება მისია ამ მანდატის განხორციელებისას, რა გავლენა იქონია პანდემიამ მისიის საქმიანობაზე, ამ და სხვა საკითხებზე, Europetime-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შჩიგელი ესაუბრა. _რა არის ის საკვანძო საკითხი, რომელზეც ანგარიშებისას წარდგენისას ამახვილებთ ყურადღებას? საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ნამდვილად არის „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განვითარებაზე დაკვირვება, რასაც ჩვენი დამკვირვებლები ყოველდღიური პატრულირებების მეშვეობით ახორციელებენ. ასეთი პატრულირებების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ასევე ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან, რათა გაიგონ მათი ხედვა არსებულ ვითარებაზე და ის, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული ვითარება მათ ცხოვრებაზე. ისინი ასევე აკვირდებიან ამ რაიონებში უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა ქმედებებს და „ბორდერიზაციის“ ნიშნებს. ხდება ყველა დაკვირვების გაანალიზება, შეკრება და ანგარიშგებების სახით გაგზავნა ევროკავშირის პოლიტიკის მწარმოებელთა და წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. თუმცა, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებას. ჩვენ კვლავ არ გვეძლევა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლის შესაძლებლობა და სწორედ ეს წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას ჩვენი მანდატის სრულად განხორციელებისთვის. ჩვენ იძულებულები ვართ, დავეყრდნოთ ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას, მაგრამ ადგილზე ყოფნა და პირდაპირი ჩართულობა ადგილობრივ მოქმედ პირებთან უდავოდ მოგვცემდა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ზუსტი დაკვირვების და ანგარიშგების საშუალებას. _ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 5-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. აქ განიხილება საერთო უსაფრთხოების მდგომარეობასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. ქართულმა მხარემ ბოლო შეხვედრაზე წამოჭრა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხი. როგორც კონფლიქტების პრევენციის საკითხების სპეციალისტი, როგორ უყურებთ ამ მექანიზმის ეფექტურობას და არსებული, განხილული საკითხების გადაჭრის პერსპექტივას? როგორც ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს, მჯერა, რომ ეს შეხვედრები აუცილებელია ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დაძაბულობის შემცირებისთვის და მონაწილეთა შორის ნდობის აღდგენისთვის, ეს ფორმატი იძლევა პირდაპირი დისკუსიის შესაძლებლობას იმ ძალიან კონკრეტული საკითხების შესახებ, რომლებიც აწუხებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას - საკითხების როგორიცაა, კონკრეტული დაკავებების შემთხვევები ან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები. ფაქტობრივად, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ამჟამად არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ საჭიროებებზე და მონაწილეები ხშირად საჯაროდ საუბრობენ ამ მექანიზმის მნიშვნელობაზე. ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების გასულმა შეხვედრებმა მაგალითისთვის, ხელი შეუწყო დაკავებული პირების გათავისუფლებას და ირიგაციის მსგავსი სხვა პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას. მე მზად ვარ, განვაგრძო ეუთოსთან თანამშრომლობით მსგავსი დისკუსიების თანათავმჯდომარეობა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანა. ასევე ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზს, როგორც კიდევ ერთ ეფექტიან საშუალებას, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება ჰუმანური ქმედებების, ინცინდენტთა მართვის და ნდობის შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის, 2020 წელს, ცხელი ხაზი 2820-ზე მეტჯერ ამოქმედდა ძირითადად სამედიცინო მიზეზებით გადასვლების შემთხვევების განსახილველად, დაკავებების, სასოფლო სამეურნეო საკითხებთან და „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად. _საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტს 2020 წლის მარტიდან იკავებთ. თქვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, მუშაობამ პანდემიის პირობებში მოგიწიათ. როგორ შეაფასებთ ამ ერთ წელს გამოწვევების და მიღწევების თვალსაზრისით? დიახ, 15 მარტს აღვნიშნე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობის ერთი წლისთავი. გასული წელი ყველასთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ მდგრადობა და ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სწრაფად მოგვიწია მუშაობის ადაპტირება, შესაძლებლობების მიხედვით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, მაგრამ მუდმივად ვახერხებდით ადგილზე ყოფნას და მთავარი ფუნქციების შესრულებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისურვებდი ჩემს გუნდთან და რესპონდენტებთან უფრო ხშირ პირისპირ შეხვედრას, თუმცა ვიდეო შეხვედრებითაც გავდიოდით ფონს. მოუთმენლად ველი უფრო ხშირ ფიზიკური შეხვედრების და პირისპირ კონტაქტების აღდგენას მას შემდეგ, რაც ვითარება მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ასევე მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, ასეთ რთულ დროში ჩვენი მანდატის შესრულების მზაობის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეს, მოგზაურობის შეზღუდვებმა და უსაფრთხოების სხვა ზომებმა, 2020 წელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩვეული ოთხის მაგივრად, მხოლოდ ერთი რაუნდის ჩატარების შესაძლებლობა მოგვცა. თუმცა თანათავმჯდომარეებმა მოახერხეს დეკემბერში შეხვედრა და კიდევ ერთხელ შეხვდებიან 25-26 მარტს. ერგნეთის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრები ვერ ტარდებოდა რეგულარულად ზამთრის განმავლობაში, თუმცა მარტში განახლდა და ჩვენ უკვე ვგეგმავთ შემდეგ შეხვედრას აპრილში. ადგილობრივ დონეზე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მძიმედ დაარტყა როგორც თავად პანდემიამ, ისე მისმა შედეგებმა. აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ, მაგალითისთვის კიდევ უფრო შეუშალა ხელი მათი გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისიამ იცის ამ გამოწვევების შესახებ და სხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენ შევეცდებით მივმართოთ მათკენ ძალისხმევა ყველა არსებული ფორმატის, მათ შორის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს შეხვედრების, ევროკავშირის ინსტიტუციებში და წევრ ქვეყნებში მიმართული ჩვენი ანგარიშგებების მეშვეობით. _მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლებისათვის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე აქამდე უარს ამბობენ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამ საკითხის უფრო მეტად აქტუალიზაციისთვის და როგორ უყურებთ პრობლემის გადაჭრის პერსპექტივას? აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლის შესაძლებლობის არქონა არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი მანდატის განხორცილებისთვის. სწორედ ამის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის ინსტიტუციები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ამ ორ რეგიონში დაუბრკოლებელი შესვლის შესაძლებლობა.