ანალიტიკა

თორნიკე შარაშენიძე: ამ შეთანხმების შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში მთავარი აქცენტი კეთდება შეთანხმების შესრულების მხარდაჭერაზე; რომ ისინი მზად არიან, პარლამენტს მხარი დაუჭირონ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფაში. სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ. მისი თქმით, შეთანხმების მდგრადობის ნამდვილი გამოცდა მისი განხორციელება იქნება. დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე საათში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, შარლ მიშელის დოკუმენტში შეტანილ ერთ-ერთი პუნქტზე განაცხადა, რომ მის შესრულებას 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა სჭირდება. საუბარია პარლამენტის 5 კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლების თავმჯდომარედ არჩევის საკითხზე. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესასვლელად თავის პირობებს აყენებს, რაზეც ხელისუფლება კვლავ არ თანხმდება, რადგან მათი მოთხოვნები შეთანხმების დოკუმენტშიც არ არის აღნიშნული. რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას შეთანხმების აღსრულების პროცესში, რამდენად აღმოფხვრის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება კრიზისს საქართველოში და ახლა რა ეტაპზეა საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ამ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს, „შეთანხმების მიღწევაზე ვიტყვი, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ქვეყანას ახლა უკვე აქვს შანსი, გადაერთოს სერიოზულ, გრძელვადიან, სტრატეგიულ პრობლემებზე, მათ შორის არის საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებზე, რაც საკმაოდ ბევრია, მით უმეტეს, ყარაბაღის ომის შემდეგ. საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე, ქვეყანამ რეაგირება რომ მოახდინოს, საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. კონსენსუსი ვერ იქნება, თუ პარლამენტი სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს. საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზულად არის სამსჯელო, როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, უკრაინას უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე საქართველოს, რეალურად ბევრს არაფერს ცვლის. „დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა ხშირად ახსენონ უკრაინა, ამ ეტაპზე, ის ვერც NATO-ში გაწევრიანდება და ვერც ევროკავშირში. ვიდრე უკრაინას ტერიტორიები წართმეული აქვს, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა შევიდეს NATO-ში. ეს საუბარი, ცარიელი წყალია და მეტი არაფერი. ამიტომ, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინის მეტად ხსენება, ვიდრე საქართველოსი, რეალურად არაფერს ცვლის. უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო. იქ ომი გრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს, უკრაინა საქართველოზე მდიდარი კი არის, მაგრამ გაცილებით კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. კი, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა, თუმცა ბევრი წვალების მიუხედავად, ამ კრიზისიდან გამოსვლა მაინც შეძლო, ამიტომ, მე ამ სკეპტიციზმს არ ვიზიარებ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია ასე მარტივად არ ხდება. ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს ძალიან ჩამოვრჩებით. უახლოეს წლებში, დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მით უმეტეს, პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს ეკონომიკური ზრდის პროცესს“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე. მოაწერს თუ არა ხელს, შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ის უარის თქმის შემთხვევაში, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ახლა, როცა დოკუმენტს ხელს აწერს ყველა, დასავლეთი მალე დაიღლება „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირვეულობით, ენმ-სთვის კი დასავლეთის პოზიცია მნიშვნელოვანია. „ეს სიტუაცია უკვე გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემად. მელიას ახლაც შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან, ყველამ იცის ეს. რას ჰქვია, თუ გათავისუფლდება, როგორც ეს ნიკა მელიას სურს?! სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ის იაზრებს, რომ ხაფანგში აღმოჩნდა. ხაფანგში იმიტომ, რომ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტს გარეთ რჩება, რასაც თავისი შედეგები მოჰყვება. რამდენ ხანს უნდა იყოს ეს პარტია და რამდენ ხანს იარსებებს სააკაშვილის ფაქტორის ხარჯზე? ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეიძლება შეინარჩუნოს, მაგრამ საგრძნობლად დაარტყამს და დააზარალებს ეს სიტუაცია. პირველ რიგში, დასავლეთის თვალში მათ რეპუტაციას დაარტყამს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი, უკვე ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ ვაჭრობას დაიწყებს და ეს მოულოდნელი სულაც არ არის. „ბუნებრივია და გასაკვირი არ იქნება ჩემთვის, რომ ქართული ოცნება ვაჭრობას დაიწყებს. ოპოზიციას საქმეს გაურთულებს. მე რაც მახსოვს, შეთანხმებაში ეწერა, რომ ყველა შედის პარლამენტში, შესაბამისად „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს", - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ.

ლორა თორნტონი: შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“

„საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი დემოკრატიაა. ეს არის ის, რის გამოც ქვეყანამ დაიმსახურა დასავლეთის პარტნიორების ყურადღება და აღფრთოვანება, რთულ რეგიონში მდებარეობის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნამდვილად შეხედა საქართველოს, როგორც იმედის შუქურას. შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“ (free pass)“, - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში ლორა თორნტონი, „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორი გერმანიის მარშალის ფონდში და NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში. მისი შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უკან დახევა მკაცრად განიხილება; კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესმა უზრუნველყოს, რომ დემოკრატია ხალხისთვის მუშაობს. _ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდით, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარება ევროპისთვის ცუდი პრეცედენტი იქნება და ამის ნაცვლად, ძალისხმევა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმაში უნდა ჩაიდოს. 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ასეთ ფორმულირებას როგორ უყურებთ და ზოგადად, დაასრულებს თუ არა კრიზისს ეს დოკუმენტი? მადლობა ამ შეკითხვისთვის. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ ახალი არჩევნების ჩატარება, როდესაც როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სანდოა, შეიძლება, პოტენციურად უარყოფითი პრეცედენტი ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი არჩევნები ტარდებოდეს მხოლოდ ძალიან იშვიათ ვითარებაში, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი დარღვევები და ფართო, დადასტურებული ხარვეზები, რაც ცვლის საერთო შედეგს და სადაც არაპარტიულმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ეს პროცესი არც თავისუფალია და არც სამართლიანი. სხვა შემთხვევაში, წაგებულ მხარეებს ყველგან შეუძლიათ (და სინამდვილეში ამას აკეთებენ) ასეთი მოთხოვნების წამოყენება მტკიცებულებების გარეშე (როგორც ვნახეთ, მაგალითად, აშშ-სა და მიანმარში.) ამრიგად, 19 აპრილის შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღიარებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების უნიკალურობას და ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისის საჭიროებას. მე მივესალმები ამ შეთანხმებას და ვულოცავ ყველა მხარეს. ასევე მივესალმები პარლამენტში ძალთა ბალანსის შესახებ არსებულ განწყობას. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს პარლამენტთან და უმცირესობის უფლებები ძალიან შეზღუდულია. მე რომ ვიყო თავმჯდომარე კომიტეტში, ოპოზიციის მხრიდან, საბიუჯეტო საკითხებზე ვფოკუსირდებოდი, მნიშვნელოვანი იქნებოდა ზედამხედველობის უფრო მკაცრი დებულებები. საქართველოს საკანონმდებლო შტო საკმაოდ სუსტია. ვიმედოვნებ, რომ გარკვეული რეფორმების შედეგად, პარლამენტი უფრო ეფექტური მაკონტროლებელი გახდება. ვფიქრობ, პოლარიზაცია შეიძლება ასე სწრაფად არ დასრულდეს, თუმცა აპრილის კომპრომისი კარგი ნიშანია. რაც შეეხება კითხვას, დაასრულებს თუ არა ეს დოკუმენტი კრიზისს, ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ კრიზისს. ეს ნამვდილად პოზიტიური განვითარებაა, რაც როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ არჩეული დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტში ადგილებს დაიკავებს. საქართველოს არჩევნები მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე საზიანო ხარვეზები ნამდვილად არ ფიქსირდება არჩევნების დღეს, მაგრამ ეს ხდება მანამდე. განსაკუთრებით, დაშინება, სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და არათანაბარი გარემო (ფინანსური მხარდაჭერა). არჩევნების პარალელურად, ასევე პრობლემაა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა (ან ასეთი აღქმა). ეს არის გამოწვევები, რომელთა მოგვარება კანონმდებლობითა და რეგულაციებით რთულია და თან სდევდა ქართულ არჩევნებს წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობის დროს. არსებობს რამდენიმე საკანონმდებლო და მარეგულირებელი ცვლილება, საჩივრების განხილვის პროცედურები, ოქმების დამუშავება და ასე შემდეგ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნები ამ ნაბიჯების შემდეგაც სხვა შედეგს მოიტანდა. მაგალითად, ვხედავთ, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი სამსახურს კარგავს, არამხოლოდ პოლიტიკურ და ადგილობრივ დონეებზე. ამრიგად, არსებობს სტიმული, რომ „თავი დახარონ“ და მთავრობას დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. ამას ემატება დაშინება, ან თუნდაც უბრალოდ „წახალისება“, რომელიც აღწერილი აქვს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ უამრავ თანამშრომელს - მასწავლებელს, სამედიცინო მუშაკს და ა.შ. საქმე იმაშია, რომ საარჩევნო რეფორმისა და ვადამდელი არჩევნების დროსაც კი ასეთი გამოწვევები იქნება, როგორც ეს 2012 წელს ვნახეთ. არ არსებობს პლურალიზმის ან ძალაუფლების განაწილების ნება, უფრო მეტიც, გამარჯვებულმა მხარემ უნდა „გაანადგუროს“ მისი ოპონენტი და დამარცხებული უნდა გაიქცეს, ან ციხეში აღმოჩნდეს. ეს ქმნის სტიმულს მმართველი პარტიისთვის, რომ მთავრობას ჩაებღაუჭოს და ამისათვის მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს - სასამართლოები, სახელმწიფო რესურსები, სახელმწიფო მოსამსახურეები. ვფიქრობ, საქართველოში სხვა „კრიზისიც“ არის: ქართველი ხალხი უკმაყოფილოა თავისი მთავრობით და, უფრო საგანგაშოდ, დემოკრატიით. მათ არ მოსწონთ პარტიები, არ სჯერათ არჩეული წარმომადგენლების და ქვეყნის მიმართულებით ბედნიერები არ არიან. ეს მიუთითებს ქართულ პოლიტიკაში უფრო საშიშ და დუღილის ტემპერატურაზე მყოფ კრიზისზე. _როგორც NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, კვლევების გათვალისწინებით, კარგად იცნობთ განწყობებს საქართველოში. ბოლო გამოკითხვით, ბოიკოტს 60% არ უჭერდა მხარს, რიგგარეშე არჩევნებს 45% ემხრობოდა, 45% - წინააღმდეგი იყო. თქვენი შეფასებით, რაზე მიუთითებს ამომრჩეველი? საინტერესო შედეგებია. ლოგიკურია, რომ ქართველების უმრავლესობას სურს, პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სახელით რამე გააკეთოს, ვიდრე აირიონ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებზე ხმების გაყოფას, ვფიქრობ, ეს უკავშირდება პოლიტიკურ პრეფერენციებს. შეიძლება, ვადამდელ არჩევნებს, როგორც ჩიხიდან გამოსვლის გზად ცოტა ვინმე განიხილავდეს. _ამ კრიზისის გამო, ხშირად ვისმენდით განცხადებებს, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად ზიანდება და რომ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეც დაემუქრებოდა, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, როგორ ფიქრობთ, ქვეყანამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რამდენად შეძლო ამ საფრთხის თავიდან აცილება და საბოლოოდ, იმიჯის ასე თუ ისე შენარჩუნება? საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარი არის დემოკრატია. ეს არის ის, რის გამოც ქვეყანამ დაიმსახურა დასავლეთის პარტნიორების ყურადღება და აღფრთოვანება, რთულ რეგიონში მდებარეობის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობამ ნამდვილად შეხედა საქართველოს, როგორც იმედის შუქურას. ამრიგად, როდესაც დემოკრატია უკან იხევს, ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის პარტნიორებში იმედგაცრუებას იწვევს. ვფიქრობ, ნამდვილად იყო იმედგაცრუება, როდესაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ყველა მხარდაჭერა მიიღეს. ვფიქრობ, შეთანხმებას საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ნამდვილად მიესალმნენ, მაგრამ ეს არ არის „უფასო საშვი“ (free pass). შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი უკან დახევა მკაცრად განიხილება. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესმა უზრუნველყოს, რომ დემოკრატია ხალხისთვის მუშაობს. _საერთაშორისო პარტნიორები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციით სარგებლობდა რუსეთი იყო, როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედოს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ? მაგალითად, გენერალი ბენ ჰოჯესი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კრემლი ნამდვილად აღფრთოვანებული იქნება დემოკრატიის წარუმატებლობით საქართველოში თუ ჩემს ქვეყანაში, აშშ-ში. მათი მიზანია, დათესონ უნდობლობა დემოკრატიის მიმართ და შექმნან პოლიტიკური ქაოსი და ეს ამოცანა უფრო მარტივდება, როდესაც ქვეყანა ზიანს აყენებს საკუთარ თავს, თუნდაც რუსული დეზინფორმაციის და ჩარევის გარეშე. ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია - (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის მოსაზრებებს თუ დავუმატებთ) კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით. ასევე საჭიროა, მივიღოთ შედეგები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა, ნავალნის მდგომარეობა და უკრაინაში ბოლოდროინდელი ქმედებები. _არის თუ არა დრო უფრო ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდანაც, რაც შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გაფართოებას, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კრიზისის დროს სარგებლობს რუსეთი ან მოიაზრება მის უკან. ეს რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა და ამ მიდგომას NATO-ს მხარდაჭერა აქვს. საქართველოს თავგანწირვა ავღანეთში და სხვაგან, უმაღლეს დონეზეა შეფასებული და აღიარებული და ეს არ უნდა იყოს დავიწყებული. თუმცა, NATO-ს გაფართოება საქართველოს შიდა პოლიტიკურ და დემოკრატიის პრობლემებს ვერ გადაჭრის. სინამდვილეში, ძლიერი შიდა დემოკრატიისა და მმართველობის დემონსტრირებაა წევრობის წინაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, კრემლი სარგებლობს საქართველოში დისფუნქციურობით, რასაც ამგვარი განხეთქილებები კიდევ უფრო ამწვავებს, საქართველომ პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. მჯერა საქართველოს შესაძლებლობის, გააძლიეროს მისი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ჯეიმს რობინსი: უკრაინის კრიზისი შესაძლოა, გამოცდა იყოს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის

„უკრაინის კრიზისი შეიძლება იყოს პუტინის გამოცდა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის“, - ამ სათაურით სტატია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსმა, ჯეიმს რობინსმა მოამზადა. კრემლი უკრაინაში ბაიდენის ადმინისტრაციას ტესტავს? თუ რუსეთი მზად არის ომისთვის? ანალიტიკოსი ამ შეკითხვებს სვამს და წერს, რომ შაბათს, რუსეთმა და უკრაინამ დიპლომატები გააძევეს, რაც ორ ქვეყანას შორის ესკალაციის სერიის უკანასკნელი ნაბიჯია. რუსეთმა ათიათასობით სამხედრო შეაიარაღა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმში, რასაც კრემლი უწოდებს „მზადყოფნის“ სწავლებას. რისთვის ემზადება ის? „მოსკოვის ნაბიჯები შვიდი წლის წინანდელ მოვლენებს მოგვაგონებს, როდესაც ის ყირიმის ოკუპაციისა და უკანონოდ ანექსიისთვის იყო მზად. ახლა საკითხი დონესკის სასაზღვრო რეგიონშია, სადაც ყირიმის მსგავსად ეთნიკური რუსების დიდი ნაწილია. ყირიმისა და საქართველოს განმეორება თუ „აჯანყებული მთავრობები“ მოსკოვს ჩარევას სთხოვენ, ეს იქნება იგივე „მიზეზი“ რომელიც რუსეთმა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის და 2008 წელს, საქართველოში შეჭრის დროს გამოიყენა. სინამდვილეში, 1956 წელს, უნგრეთში, მეგობრული მთავრობების თხოვნის საფუძველზე ჰუმანიტარულ ჩარევას იგივე ახსნა ჰქონდა, 1968 წელს - ჩეხოსლოვაკიაში და 1979 წელს - ავღანეთში, სცენარი იგივე რჩება. უკრაინის კრიზისი შესაძლოა, გამოცდა იყოს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის. გაუგებარია, რის გაკეთებას ისურვებდნენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, თუ რუსეთი აშკარა სამხედრო მოქმედებებს განახორციელებდა. პუტინს შეეძლო 2014 წლის კრიზისის განმეორება, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ ეფექტური რეაგირება არ მოახდინა რუსეთის შესვლაზე ყირიმში. დონეცკის რეგიონის წართმევა შეიძლება მისი შემდეგი „ლოგიკური„ ნაბიჯიც კი იყოს. ჯერჯერობით, ბაიდენის გუნდი არაერთგვაროვანი გზავნილებით გამოვიდა, რომლებიც მკაცრად აფრთხილებენ კრემლს, მაგრამ ასევე ცდილობენ მოლაპარაკებებს. იგივე მიდგომა ვნახეთ გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე და შემდეგ პუტინისადმი სამიტის ჩატარების მოთხოვნა. რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ყველა აშშ-ს ცდის იგრძნობა, რომ ბაიდენის გუნდი შეეცდება ორმხრივი ურთიერთობების გამოსწორებას რუსეთთან, რომლებიც ასე ამაოდ დაზიანდა მწვავე რიტორიკითა და დემოკრატების მხრიდან დაუდასტურებელი პრეტენზიებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ამასთან, ეს შეიძლება თეთრი სახლის სისუსტედ იყოს აღქმული, რომელიც აგრესორისთვის მხოლოდ შესაძლებლობების პოლიტიკას გამოხატავს. ირანი ბირთვულ პროგრამას აძლიერებს და ჩინეთი ტაივანზე სამხედრო ზეწოლას ზრდის. ადმირალმა მაიკ გილდეიმ, საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი „ჩვენს ერთობას ცდიან უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ თუ ტაივანის სრუტეში”. რამდენიმე ანალიტიკოსის პროგნოზით, რუსეთი ჩაერევა უკრაინაში, ისევე როგორც ყირიმის ანექსია მოხდა, რაც ცოტამ თუ იწინასწარმეტყველა, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნებოდა. ამასთან, ღირს იმის კითხვა, თუ რა ფასი გადაიხადა მოსკოვმა ადრეული აგრესიისთვის და შეაჩერებს თუ არა ეს პუტინს? მაშინ, 2014 წელს, ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა: ვიდრე რუსეთი განაგრძობს ამ ბნელ გზას, მათ მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის წინაშე აღმოჩნდებიან”. ჩვენ ვიცით, რას მიაღწევს პუტინი უკრაინაზე თავდასხმით. თეთრმა სახლმა უნდა გაარკვიოს, რა უნდა უთხრას მას ამის შემდეგ“, - წერს ანალიტიკოსი.

რუსეთთან დაკავშირებით ბაიდენის პოლიტიკას ადამიანის უფლებებზე ხაზგასმა სჭირდება - ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

რუსეთთან დაკავშირებით ბაიდენის პოლიტიკას ადამიანის უფლებებზე ხაზგასმა სჭირდება. ამის შესახებ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი მეთიუ სეზარე მისივე სტატიაში წერს. „პრეზიდენტად არჩევიდან სამი თვის შემდეგ, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად ეკიდება რუსეთს. გასულ კვირას, პრეზიდენტმა გამოაქვეყნა სანქციების ახალი სერია რუსეთის წინააღმდეგ, ამის მიზეზი სხვა საკითხებთან ერთად, 2020 წლის არჩევნებში ჩარევა და აშშ-ს სამთავრობო უწყებებზე მასიური კიბერშეტევა იყო. ამავდროულად, ბაიდენმა პუტინს შესთავაზა ზაფხულში, ევროპაში სამიტის ჩატარება. მას სამიტის ფარგლებში სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობის იმედი აქვს. ამ სამიტზე შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა შეიძლება დაიწყონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ბაიდენმა. თუმცა ადმინისტრაციის დღის წესრიგში მეორე ადგილზე ასევე უნდა იყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ბაიდენს სჭირდება ახალი პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს უფრო მეტ ყურადღებას ადამიანის უფლებებზე რუსეთში, ეს იქნება გაბედული ნაბიჯი - ის, რაც ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, გადალახოს წინამორბედების შემორჩენილი პოლიტიკა, რათა უკეთესად გაამახვილოს ყურადღება მოსკოვის გამოწვევაზე. ეს ბაიდენმა უნდა განიხილოს, რადგან ის უფრო დაუახლოვდება დიალოგს თავის რუს კოლეგასთან“, - წერს მკვლევარი.

National Interest-ი: იქნება თუ არა ადამიანის უფლებები თურქეთთან ბაიდენის ურთიერთობებში წამყვანი საკითხი

ანალიტიკური ონლაინ პლატფორმა Nationalinterest-ი ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიკრობლოგში, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს მიმოიხილავს და წერს, რომ ურთიერთობების გაუარესების ასეთი პრეცედენტი, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეზიდენტობის დროს შეინიშნება, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს 90-წლიან ისტორიაში არ არსებობს. „ეს ურთიერთობები შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც სომეხთა გენოციდს მიმდინარე თვეს აღიარებს. ერდოღანისთვის ამის გადაყლაპვა ალბათ მძიმე იქნება და სავარაუდოდ, მას მკაცრი პასუხი ექნება. თურქი რეფორმატორების აზრით, გენოციდის აღიარება წარსულს გააღვივებს და თურქეთს დასავლეთის წინაშე უფრო ანგარიშვალდებულად აქცევს. ისტორიის წინაშე მდგარ თურქეთს მოუწევს, აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ისტორიკოსების უდიდესი უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არის გენოციდი: მილიონნახევარი სომეხის გადასახლება და მკვლელობა. ბაიდენიც აღიარებს ამას, მან მისი მოღვაწეობის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა შეერთებულ შტატებს სენატში, რომ ეღიარებინათ სომეხთა გენოციდი და მოგვიანებით, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, როდესაც თქვა, რომ „თუ ჩვენ სრულყოფილად არ ვაღიარებთ, ვახსენებთ და ვასწავლით ჩვენს შვილებს გენოციდის შესახებ, სიტყვები მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს“. ვაშინგტონის მიერ გენოციდის აღიარებამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას აშშ-ის დაშვებას ინჯირლიკის ავიაბაზაზე, ისევე როგორც თურქეთში სხვა სამხედრო ბაზებზე. აშშ-ის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარება ალბათ არ გამოიწვევს ანკარის საზიანო ქმედებების დასრულებას. პრეზიდენტმა ბაიდენმა და კონგრესმა უნდა დაიწყონ ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა, მათ შორის თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 შეძენის გამო, სანქციების გაძლიერება. ასევე შეიძლება დაწესდეს ახალი სანქციები. ერდოღანმა იცის, რომ თურქეთს არ ძალუძს ეკონომიკური ომი შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. თურქული ლირა უკვე ჩამოიშალა არასათანადო მენეჯმენტის წყალობით“, - აღნიშნულია სტატიაში. აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გასულ თვეს, ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა კი, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს. სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერია სისტემატურად ცდილობდა სომხური მოსახლეობის განადგურებას, რის შედეგადაც 1.5 მილიონი სომეხი მოკლეს, ხოლო ასობით ათასი ადამიანი სამშობლოდან გააძევეს. ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, „ჯო ბაიდენმა ოფიციალურად უნდა აღიაროს გენოციდი, რათა მკაფიოდ გაჟღერდეს ის, რომ აშშ-ის მთავრობა ამ საშინელ ჭეშმარიტებას აღიარებს“. დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნებისმიერი ნაბიჯი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ კიდევ უფრო დააზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

მეთიუ ბრაიზა: რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა ამ სიტუაციაში, თუმცა ახლა ეს კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულა. ამ შინაარსის განცხადება გუშინ, ევოპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ორბელიანის სასახლეში შეკრებილი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების წინაშე, ვიდეოჩართვისას განაცხადა, როდესაც მხარეებმა მის მიერვე წარდგენილ დოკუმენტს საბოლოოდ მოაწერეს ხელი. შეკრებას პრეზიდენტი მასპინძლობდა, რომელმაც შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე დღეს, საქართველოს ეწვია. საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას - ეს იყო პრეზიდენტის გზავნილი შარლ მიშელისადმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა, არის თუ არა დრო უკვე ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდან, NATO-ს გაფართოების კუთხით, როგორ უყურებს საქართველოს წევრობის პერსპექტივას კრიზისების ფონზე და რა შემთხვევაში ფიქრობს, რომ ქვეყანა ისევ ჩიხურ ვითარებას შეიძლება, დაუბრუნდეს. _როგორ შეაფასებთ ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმების გაფორმებას და ხომ არ უნდა ჩავთვალოთ რომ კრიზისი დროებით განიმუხტა, თუ გავითვალისწინებთ დოკუმენტში ჩამოთვლილ პუნქტებს, მათ შორის სადავო საკითხს ვადამდელ არჩევნებზე. ასევე, ოპოზიციის ნაწილის პოზიციას, რომელიც ჯერ არ აწერს ხელს შეთანხმებას. ვულოცავ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მთავრობას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევას, რომელიც იმედი მაქვს, რომ დაასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს, თუ ეს შეთანხმება განხორცილდება. რამდენიმე დღის წინ გამოვხატე წუხილი, რომ ევროკავშირმა მოთმინება დაკარგა მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევის საკითხის ირგვლივ და ეს მათ განცხადებაშიც ნათლად ჩანდა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში, შიდა დაპირისპირების მოგვარებას, ეს უკვე დემოკრატიას ეხება და ასეთი ვითარების დროს შეუძლებელი იქნებოდა საქართველოსთვის უფრო მიახლოებოდა ევროკავშირის ან შესაძლოა, NATO-ს წევრობას. როგორც მოგეხსენებათ, NATO დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება და თუ დემოკრატია არ ფუნქციონირებს, ვერასდროს შეუერთდები NATO-ს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ეს შეთანხმება შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რადგან მას შესწევს უნარი, მიაღწიოს კომპრომისს წევრ ქვეყნებს შორის სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე. ასე რომ, ყველა უნდა წავიდეს კომპრომისზე, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება, მაგალითად ევროპულ საბჭოში მიიღება. კომპრომისი ნიშნავს, რომ არავინ იღებს ყველაფერს, რაც სურს, ორივე მხარე რაღაც მეტს იღებს და ეს შეთანხმებაც ამას აჩვენებს. _კრიზისის დასრულება რამდენად შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ? ეს შეთანხმება არამხოლოდ იმიტომ არის მართლაც კარგი და მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტარები პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ, იმუშავებენ მნიშვნელოვან საკითხებზე და ასე შემდეგ, ის ასევე მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან მექანიზმს პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას შესახებ; ასევე ძალიან კარგია, რომ შეთანხმება მოუწოდებს საარჩევნო და სხვა პოლიტიკური რეფორმების შესახებ, რომელზეც პარლამენტში უნდა იმუშაონ და ეს არის მნიშვნელოვანი. ახლა ევროკავშირი და აშშ, რომლის ელჩმა კელი დეგნანმა დიდი როლი ითამაშა შეთანხმების საბოლოოდ მიღწევაში, ყველა, სიფრთხილით გიყურებენ. თუ მთავრობა სისრულეში არ მოიყვანს ამ საკითხებს, კრიზისს დაუბრუნდებით, თუმცა მთავრობის მხრიდან არსებული ამჟამინდელი დაპირება ამ კუთხით მნიშვნელოვანია. _თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა კრიზისის მიღმა ან მოიაზრება ან სარგებლობს რუსეთი, არის თუ არა დრო უკვე ქმედითი ნაბიჯების დასავლეთის მხრიდანაც, ვგულისხმობ NATO-ს გაფართოების საკითხს? მე ვფიქრობ, რომ რუსეთი იყო მთავარი, ვინც სარგებლობდა ამ სიტუაციაში, თუმცა ახლა, როდესაც საქართველოს მთავრობამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას, ეს საქართველოსთვის კარგია. ეს ასევე კარგია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია. ასევე მესმის იმ პოლიტიკური ლიდერების, რომლებმაც მოაწერეს და არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას, იმედი მაქვს, რომ ისინი მალე იპოვიან გზას, რომ შეუერთდნენ ამ დოკუმენტზე ხელმომწერების რიცხვს. შესაძლოა, ეს მოითხოვდეს მოლაპარაკებებს, თუმცა საქართველოსთვის და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოზიტიური განვითარება - ვულოცავ ბატონ შარლ მიშელს, კრისტიან დანიელსონს და კელი დეგნანს, რომელთაც მხარეების შეკრება და შეთანხმების მიღწევა მოახერხეს. _დღეს საქართველოს შარლ მიშელი ჩამოვიდა, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოიწვია საქართველოში იმ მიზნით, რომ საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას... მე არ ვფიქრობ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი და NATO საქართველოსთან მიმართებით უფრო გააქტიურდებიან და უფრო მეტი სურვილი ექნებათ, დაეთანხმონ საქართველოს გაწევრიანებას ამ ორივე ორგანიზაციაში, რადგან პოლიტიკურმა კრიზისმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს მისწრაფებაზე წევრობის მიმართულებით. ასე რომ, ჯერ დროა საჭირო, ვიდრე ჯერ კიდევ შეთანხმება სრულად განხორციელდება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. მაშასადამე, ევროკავშირს და NATO-ს დრო სჭირდებათ, დაინახონ, რომ საქართველოს დემოკრატია ნორმალურად მუშაობს.

ბენ ჰოჯესი: საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში

„საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? „ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. ინტერვიუ სრულად ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.

ბენ ჰოჯესი: ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის

„ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? „ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

Politico ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ დოკუმენტში შესაძლო სადავო პუნქტზე მიუთითებს

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანენ. ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს. საქართველოს მთავრობა და ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეწყვეტენ პოლიტიკურ დაპირისპირებას და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს შეთანხმება გზას უხსნის დაპატიმრებული ორი ოპოზიციონერის გათავისუფლებას, განსაზღვრავს რიგ საარჩევნო და სასამართლო რეფორმას და რაც მთავარია, პარლამენტს საშუალებას მისცემს, უფრო ნორმალურად იმუშაოს თვეების შემდეგ, როდესაც ბევრმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უარი თქვა ადგილების დაკავებაზე ხანგრძლივი დავის შემდეგ, რომელიც ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდებოდა. მიშელმა, რომელმაც გასული თვის დასაწყისში თბილისში, ვიზიტის დროს წამოიწყო სარისკო შუამავლობის პროცესი, მიესალმა შეთანხმებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას ახალ სტარტს სთავაზობს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმატების მისაღწევად მიშელმა განაცხადა, რომ სამშაბათს დილით გაემგზავრება საქართველოში შეთანხმების აღსანიშნავად. Politico შეთანხმების ერთ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას: 1. საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. Politico აღნიშნავს, რომ ეს „ეკვივალენტური შედეგი“ აშკარად მიანიშნებდა პრეზიდენტის შეწყალების შესაძლებლობაზე და ამან აიძულა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეკეთებინა განცხადება: „მზად ვარ, მივიღო ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება, თუმცა მას ვიღებ მხოლოდ ჩემი პირობით - კრიზისის დასრულებისთვის ეს ნაბიჯი ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრებას და გამოწვევების გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირსა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებებიდან ერთი კვირის განმავლობაში შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ“, - ციტირებს გამოცემა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. სტატიის ავტორი წერს, რომ შუამავლობის მცდელობის დაწყების შემდეგ, მიშელმა დაასახელა ელჩი, კრისტიან დანიელსონი, ვეტერანი შვედი დიპლომატი და ევროკავშირის ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოში მოლაპარაკებებს წარმართავდა. „მოლაპარაკებები შეფერხდა და ჩაშლისკენ მიემართებოდა კვირას, ვიდრე ევროკავშირმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მხარდაჭერით წინადადების ახალი პროექტი წარადგინა. ალბათ ყველაზე სადავოა, რომ ეს შეთანხმება იწვევს საპარლამენტო არჩევნებს, თუ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწია 43%-იან ბარიერს ადგილობრივ არჩევნებზე, მიმდინარე წლის ბოლოს. ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვდა“, - აღნიშნულია სტატიაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს: პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები. პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს. პარლამენტში ძალთა გადანაწილება ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. „მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

საერთაშორისო მედია საქართველოში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე წერს

ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაასრულა. ამ სათაურით სტატიას ბრიტანული სააგენტო Reuters-ი აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაიწყო, ოპოზიცია მთავრობას ხმების გაყალბებაში ადანაშაულებდა. „თებერვალში, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, დაიწყო საპროტესტო აქციები, გადადგა პრემიერ-მინისტრი და კრიზისი უფრო გამწვავდა“, - წერს Reuters-ი. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს მელიას გათავისუფლება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომელიც საპროტესტო აქციებზე ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს, რასაც თავად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე უწოდა. სააგენტო შეთანხმების ორ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას: 1. შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. 2. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. „ქართულმა ოპოზიციამ კრიზისის დასრულებისთვის შეთანხმებას მოწერა ხელი“, - Associated Press-ი ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს. გამოცემა წერს, რომ საქართველო მიუახლოვდა პოლიტიკური კრიზისის დასასრულს, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით შედგა. „ამასთან, მსხვილმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერისგან. აცხადებენ, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწერონ თუ არა დოკუმენტს, როდესაც შარლ მიშელი საქართველოს 20 აპრილს, სამშაბათს ეწვევა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები, მაგრამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადანაშაულა მმართველი პარტია, რომ ხმები გაყალბდა და ხელახალი არჩევნები მოითხოვა. შეთანხმება ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პროკურატურის რეფორმებს. მისი მიხედვით, თუ პარტია „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს ხმების მინიმუმ 43% -ს წლევანდელ მუნიციპალურ არჩევნებში, ის თანახმაა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. დოკუმენტი ასევე გულისხმობს ნიკა მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლებას“, - წერს Associated Press-ი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს: პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა;კანონის უზენაესობა/მართლმსაჯულების რეფორმა; პარლამენტში ძალთა გადანაწილება; მომავალი არჩევნები. პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები;.ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს. პარლამენტში ძალთა გადანაწილება ოპოზიციის დეპუტატებისთვის უნდა გამოიყოს 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი. ოპოზიციის დეპუტატებებისთვის უნდა გამოიყოს თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მომავალი არჩევნები 2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. „მხარეები ითვალისწინებენ OSCE/ODIHR-ის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია

„ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას“, - ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი ამ ნაბიჯებს რუსეთის მორიგი პროვოკაციების წინააღმდეგ დასავლეთის პრევენციულ ქმედებად განიხილავს. როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინამ და დასავლეთმა რუსეთის მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რა იქნებოდა აშშ-ის უფრო ქმედითი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ირგვლივ; როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსულ დეზინფორმაციულ გავლენას და ანაკლიის პროექტის განხორციელება იქნებოდა თუ არა კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილ მეთაურს, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგეს, ბენ ჰოჯესს ესაუბრა. _ბატონო გენერალო, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება, რა რეაგირებაა საჭირო, რუსეთის მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინამ და დასავლეთმა? მე ვხედავ სამ რამეს, რაც ახლა უნდა მოხდეს გამოცხადებული სანქციებისა და მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერის (ტერნინგები და აღჭურვილობა) გარდა. 1. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს მოკავშირეებთან (განსაკუთრებით გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან) კოორდინაციით, ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ რუსეთის შემდგომი თავდასხმები მიუღებელია და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია. გერმანიას და საფრანგეთის ჯერჯერობით საკმარისად მკაცრად არ დაუგმიათ კრემლის მოქმედებები, ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციას ამ მხრივ, ბევრი სამუშაო აქვს. 2. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განაგრძოს ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერა ეკონომიკური და სამხედრო დახმარებებით და გაზარდოს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, ამავე დროს, ხელი შეუწყოს უკრაინის მთავრობას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული არაეფექტურობის და კორუფციის აღმოსაფხვრელად, რათა ამგვარად, მთავრობამ უკრაინელი ხალხის ნდობა მოიპოვოს და საზოგადოების მდგრადობა გააძლიეროს, რაც აუცილებელია კრემლის დეზინფორმაციული მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. აქვე დავამატებდი, რომ რადამ უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის კონტროლი და სრული გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. 3. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას. _ჩვენ მოვისმინეთ მკაცრი შეფასებები და განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და პირველი პირის მხრიდანაც რუსეთთან მიმართებით, რა იქნებოდა უფრო ქმედითი ნაბიჯები ამ ვითარებასა და სიტუაციაში, რაც ახლა შექმნილია რეგიონში, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ირგვლივ? 1. გერმანიამ და საფრანგეთმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრემლზე ზეწოლის მოსახდენად, რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები ეუთოსთან მიმართებით და სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით. 2. საჯაროდ დაეკისროს პრეზიდენტ პუტინს პირადი პასუხისმგებლობა ბატონი ნავალნის ჯანმრთელობაზე. 3. გაზრდილი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აშშ-ს, უკრაინას, რუმინეთსა და საქართველოს შორის. 4. შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის გაზრდილი პრიორიტეტულობა, რაც თავისთავად გულისხმობს გაზრდილ რესურსებსაც, განსაკუთრებით აშშ-ის საზღვაო ძალების სტაბილურ ყოფნას შავ ზღვაში, მონტროს კონვენციის პარამეტრების შესაბამისად. 5. გამოცხადდეს ყოველწლიური სამხედრო სწავლებების პროგრამა, რომელიც გააერთიანებს საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სპეციალური ძალების წვრთნებს რეგიონში. _ჩვენს გამოცემასთან საუბარშიც არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ესმის და ის არ გავაღიზიანოთ ლოზუნგი, თუნდაც NATO-ში არ მიღების ხარჯზე საქართველო-უკრაინის - და ასე შემდეგ მხოლოდ კონტრპროდუქტიული ქმედება იქნება. ჩვენ ისიც ვიცით, როგორ ახალისებს რუსეთი ამ ქვეყნების შიდა დაპირისპირებებს და პოლიტიკურ კრიზისებს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ყველა გამოკითხვის მიხედვით, სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მიისწრაფვის ამისკენ. მაგრამ, სწორედ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანია, ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, უკრაინაში ახლა მიმდინარე პროცესები, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხომ არ მოვიდა დრო განცხადებების მიღმა უფრო ქმედითი ნაბიჯების, მაგალითად, NATO-ს გაფართოების საკითხის დასმით? ვფიქრობ, დროა, რომ საქართველოს ხალხმა და საქართველოს მთავრობამ თავად გადაწყვიტონ, რა სურთ სინამდვილეში. ძლიერი და მოქნილი საზოგადოების შექმნა, რომელიც ენდობა საკუთარ მედიას, მთავრობას და მის იურიდიულ ინსტიტუტებს, ასევე ძლიერი ეკონომიკა, რომელიც სრულ თავისუფლებას მისცემს შესანიშნავი ქართველი ახალგაზრდების ნიჭსა და პოტენციალს, არის ის, რაც შეაძლებინებს საქართველოს გაუმკლავდეს რუსულ დეზინფორმაციულ და კორუფციულ გავლენას. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს გზების მოძიებას საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, აკეთებს თუ არა მათი მთავრობა ყველაფერს, რომ ეს შესაძლებელი გახადოს; ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ არა. მსხვილი ბიზნესები თავს შეიკავებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების ჩადებისგან, თუ ისინი არ იქნებიან დარწმუნებულნი კომერციული საქმიანობის გამჭვირვალობასა და მათ საქმიანობაში ჩარევის აღკვეთაში, კრემლის ან, თუნდაც შიდა დამანგრეველი გავლენის გამო. _თურქეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხს, მანამდე, ასეთი განცხადება საქართველოსთან მიმართებითაც გააკეთა, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მოკავშირეობა რეგიონში, თურქეთისთვის თურქეთის როლის გაზრდა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის. შესაძლებელია თუ არა აქ ინტერესთა თანხვედრის პოვნა და თანამშრომლობის გაღრმავება? ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის, ანუ აღვადგინოთ ნდობა და არ დაუშვათ ჩვენი ურთიერთობის განსაზღვრა S400 გადაწყვეტილებით. თურქეთისთვის შეცდომა იყო S400-ის ყიდვა და მე ამას არ ვამართლებ. მაგრამ თურქეთი არის დიდი ხნის საიმედო მოკავშირე, რომელიც კარგად ხვდება და გრძნობს, რომ დასავლეთი ან შეერთებული შტატები მას არ აფასებს და პატივს არ სცემს. თურქეთი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც NATO-სთვის, ასევე აშშ-სთვის. ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის უნდა გულისხმობდეს ამ სტრატეგიული ურთიერთობის დარეგულირებას. დროა, თურქეთი-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატის განახლების, თუმცა თურქეთსაც უნდა სურდეს იგივე. _ამერიკა რეგიონში, ევროპასთან ერთად კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზეც შეაფასეს და მხარი დაუჭირეს ევროპის ძალისხმევას შარლ მიშელის მეთაურობით, საქართველოში კრიზისის განსამუხტად. ბატონო გენერალო, არის თუ არა კრიზისების მხოლოდ განმუხტვა კრიზისის გადაჭრის გზა? თუ საჭიროა უფრო საგნობრივი და შინაარსობრივი გადაჭრის მექანიზმები? მით უფრო, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთი ყოველთვის მოიაზრება ყველა შიდა დაპირისპირების ინსპირატორად ან ძალად, რომელიც სარგებლობს ამით... დასავლეთ ევროპელები უკვე მერამდენედ ვერ ახერხებენ პასუხისმგებლობა დააკისრონ კრემლს საერთაშორისო სამართლის რუტინული დარღვევებისთვის, იმისთვის, რომ ის უარს ამბობს სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობაზე და არ აძლევს უფლებას ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, თავისი საქმე შეასრულოს უკრაინაში. კრემლს ხშირად ადანაშაულებენ მკვლელობასა და ჯაშუშობაში დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ბიზნეს ინტერესები უფრო მეტად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას ბერლინსა და პარიზში, ვიდრე კრემლის პასუხისმგებლობის საკითხი. ვიდრე ეს არ შეწყდება და პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ არ შეწყდება, კრემლი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ამ ხარვეზებსა და სისუსტეებს დასავლეთზე რეაგირებისას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს მიაჩნია, აშშ ამას მარტო ვერ გააკეთებს, რადგან ყოველი შემდგომი ადმინისტრაცია ჩინეთზე უფრო მეტად არის კონცენტრირებული, ვიდრე რუსეთზე. _თქვენი აზრით, უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება. _გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთი და უკვე 11 სექტემბერს ამერიკის სამხედრო კონტინგენტი მთლიანად დატოვებს ავღანეთს. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, თუმცა ერთგვარი სევდა მეუფლება, როცა ვფიქრობ იმ დაკარგულ სიცოცხლეზე და ძალისხმევაზე, რაც აშშ-მ ავღანეთში ჩადო და ათასობით ავღანელზე, ვინც იქ დაიღუპა. ვამაყობ იმით, რაც ყველამ გავაკეთეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე ვამაყობ საკუთარი სამსახურით სამხრეთის რეგიონალური სარდლობის (RC South) ფარგლებში, ყანდაარში 2009-2010 წლებში. ჩვენ, კოალიცია, მათ შორის საქართველო, ორი ათწლეულის განმავლობაში ვასრულებდით მისიას, რათა ავღანეთი არ გამხდარიყო აშშ-ზე ან ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ათასობით ქალისა და ბავშვის ცხოვრება ავღანეთში, ასევე მაქსიმალური შანსი მივეცით ავღანელებს მოეწყოთ უკეთესი ცხოვრება და შეექმენათ უკეთესი მთავრობა ათასობით სიცოცხლისა და უზარმაზარი სიმდიდრის დანაკარგის მიუხედავად. მაგრამ აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას (ბუშის, ობამას, ტრამპის, ბაიდენის) არ გაუკეთებია ის, რაც პაკისტანს აიძულებდა, უარი ეთქვა თალიბანის ან ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე. ვიდრე ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვერასდროს შევძლებთ „გამარჯვებას„. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების გაგზავნა ავღანეთში ასეთ სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გვჭირდება არის ის, რომ შევინარჩუნოთ იქ ყოფნა, რათა ვებრძოლოთ ტერორიზმს და იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური ტიპის მხარდაჭერა გავუწიოთ ავღანეთის მთავრობასა და ხალხს, როგორც ამას მსოფლიოს მრავალ სხვა ცხელ წერტილში ვაკეთებთ. ჩვენ ასევე უნდა შევთავაზოთ ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია არჩეულ ქვეყანაში ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული თალიბანი უახლოეს წლებში. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, დროა ეს მისია დასრულდეს.

როგორ აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას და რომელი პარტია ამბობს უარს, დოკუმენტის ხელმოწერაზე

დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია ხელს არ მოაწერს კრისტიან დანიელსონის გეგმას, რადგან მასში საუბარი არ არის ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხზე. „წნეხის შედეგად "ქართული ოცნება" გატყდა, მაგრამ ამით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე თანახმა ვართ ახლაც. ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე შეთანხმებას. პოლიტპატიმრების საკითხი - მათ ათავისუფლებენ ახლავე? დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შემდეგ მმართველი ძალის პოზიციის გამო მედიატორმა ეს საკითხი აღარ ასახა და ამიტომ იყო არასრულფასოვანი. დოკუმენტის ვარიანტს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრები ბუნდოვანია. რა თქმა უნდა, არ მოვაწერთ. ეს უკვე ვთქვით", - განაცხადა გიგა ბოკერია როგორც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს ხელისუფლების მაგალითს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს. „კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონი. როგორც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებზე მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი აამოქმედოს. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტს ვერ მიიღებს, დათანხმდება განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, 5 პუნქტიანი დოკუმენტიდან, სამუშაო რჩება დამატებით ორი საკითხზე - პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები. "ცხადია, ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს პოლიტპატიმრების თემისა და ვადამდელი არჩევნების თემის გარეშე. ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია არ უთქვამს და დღესაც იგივე აზრზეა", - ამბობს სამადაშვილი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადებას დეტალური ანალიზი სჭირდება. მისივე თქმით, კონსულტაციები გაიმართება როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან. „რაც შეეხება თვითმმართველობის 40 პროცენტს, ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია. შესაბამისად, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ აქ ძალიან სერიოზული სამსჯელოა და ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან 40 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან პატარა ზღურბლია და ნიშნავს 1000-პროცენტიან გარანტიას. ეს არის სადებატო თემა, რამდენად მისაღებია. არ დაგვავიწყდეს, საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებზე, თანაც 40 პროცენტზე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ჩიხლაძემ. "ლელო საქართვეოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აზრს იზიარებს დ აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტის გარეშე დოკუმენტი მათთვის მისაღები ვერ იქნება. "ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს. ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა", - წერს ხაზარაძე ოფიციალურ facebook გვერდზე. იგივე მიზეზების გამო, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ აწერს, ზურაბ ჯაფარიძის ახალი პარტიაც "გირჩი - მეტი თავისუფლება". ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. როორც Europetime-თან საუბარში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბიძინა ლებანიძე აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან დოუმენტზე ხელწმოწერის დ ამისი რეალურად შესრულების დაწყების შემდეგ, ოპოზიციის მორიგი უარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, დასავლეთის თვალში ქართული ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს. მისივე თქმით, რადგან ევროპელი პარტნიორები მთავარ პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას ანიჭებენ, თუნდაც ოპოზიციამ უარი თქვას ხელმოწერაზე, ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი შესრულება, დასავლეთთან ურთიერთობებს გაალღობს. „ერთის მხრივ, მდგომარეობა რადიკალიზებულია და მხარეებს უჭირთ განხილვა , მაგრამ მეორეს მხრივ, ევროკავშირთან ძაფების ბოლომდე გაწყვეტა და წითელი ხაზების გადაკვეთა არცერთ მხარეს არ აწყობს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი Europetime-თან საუბარში. დოკუმენტის ხელმოწერაზე, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის ოფისშიც. "ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მოიკრიბონ იმდენი პოლიტიკური ნება და იმდენი პოლიტიკური სიმამაცე, რომ დასძლიონ კრიზისი", - აღნიშნულია ზოფეპ ბორელის ოფისის განცხადებაში, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. „ქართული ოცნება“ ხელს აწერს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს რას გულისხმობს კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი დოკუმენტი ლორა თორნტონი: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის

ბიძინა ლებანიძე: დოკუმენტს ხელს ხელისუფლება მაინც თუ მოაწერს, დასავლეთთან ურთიერთობები გალღვება

„ვფიქრობ დასავლეთის ბოლო მესიჯები, გაიგო როგორც ოპოზიციამ ისე საქართველოს მთავრობამ, რაც მათ დამატებით მოტივაციას მისცემს, რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ და დასავლეთთან ძაფები ბოლომდე არ გაწყვიტონ“, - ამის შესახებ Europetime-ს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ბიძინა ლებანიძემ განუცხადა. პოლიტოლოგის თქმით, რადგან ევროპელი პარტნიორები მთავარ პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას ანიჭებენ, თუნდაც ოპოზიციამ უარი თქვას ხელმოწერაზე, ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი შესრულება, დასავლეთთან ურთიერთობებს გაალღობს. „აშკარაა რომ ჩაფლავებული მოლაპარაკების ბოლო რაუნდის შემდეგ, დასავლეთი არც ხელისუფლებისგან და არც ოპოზიციისგან ასეთ დამოკიდებულებას არ აიტანს. ევროპარლამენტარების განცხადებები, ეს იყო ძალიან მკაფიო მესიჯი. ევროპარლამენტში რეზოლუციის საკითხი პირველად ახსენეს, პირობითობის პრინციპით. ითქვა საფინანსო დახმარების შეწყვეტა. შეიძლება კოლოსალური თანხა არაა, მაგრამ დინამიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას შეიძლება მოჰყვეს სხვა სადამსჯელო ზომები. რაც თქვეს ევროპარლამენტარებმა, არა მხოლოდ მთავრობის მიმართ, არამედ ოპოზიციური პარტიების მიმართაც, რადგან ორივე მხარეს ადანაშაულებენ ამის ჩავარდნაში“, - აცხადებს ბიძინა ლებანიძე. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, თუ მხოლოდ ხელისუფლებამ მოაწერა ხელი დანიელსონის დოკუმენტს და მისი რეალურად შეასრულება დაიწყო, პროცესი დაიძრება, რაც დასავლეთის თვალში ოპოზიციის მარგინალიზაციას გამოიწვევს. „ერთის მხრივ, მდგომარეობა რადიკალიზებულია და მხარეებს უჭირთ განხილვა , მაგრამ მეორეს მხრივ, ევროკავშირთან ძაფების ბოლომდე გაწყვეტა და წითელი ხაზების გადაკვეთა არცერთ მხარეს არ აწყობს. რასაც ევროკავშირი ითხოვს და რა მოთხოვნაც მოდის. ისინი უკმაყოფილო არიან ორივე მხარით. ნიკა მელიას დაჭერამ მდგომარეობა შეცვალა. მანამდე ოპოზიციის მიმართ იყო კრიტიკულად განწყობილი. მელიას დაჭერის ფაქტმა ისინი ხელისუფლების საპირისპიროდ შემოაბრუნა. ევროკავშირისთვის რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა მთავარი მოთხოვნა. არასდროს ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს. მათთვის მთავარია, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ. თუ ვთქვათ, ხელისუფლება გამოუშვებს მელიას და რურუას, დაიწყებს რეფორორმებს, ამით კვლავ შემოტრიალდება დასავლეთის პოზიცია. შიდა პოლიტიკური კრიზისი უკან გვტოვებს იმ პროცესებში, რაც ახლა მიმდინარეობს. რამდენიმე ფაქტორის გამო, უკრაინა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა დასავლეთისთვის, ვიდრე საქართველო. საქართველოს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. თუ გაგრძელდა ეს შიდაპოლიტიკური კრიზისი, NATO-ში და ევროკავშირსში ინტეგრაციის გზაზე, უკრაინას ჩამოვშორდებით . NATO-ში ბევრი სკეპტიკური ქვეყანაა. ისინი რომ გადაარწმუნონ, ჩვენმა პარტნიორებმა მაგიდაზე უნდა დადონ მყარი არგუმენტები, რატომ უნდა გავწევრიანდეთ ალიანსში“ - განუცხადა Europetime-ს ბიძინა ლებანიძემ. ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები დემოკრატიულ ფარგლებში არ განვითარდება, ევროკავშირი სანქციების თემას გადახედავს. "საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან", - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა. რამდენიმე კვირის წინ, მსგავსი ტიპის განცხადბეები გაკეთდა აშშ-ს სენატშიც, საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენისას. ევროპარლამენტში კი არაერთმა ევროპარლამენტარმა ისუაბრა იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ერვოკავშირის მხრიდან მოჰყვეს, დიალოგის პროცესის ჩაშლას, ან გაჭიანურებას. NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანლის ლორა თორნტონის განცხადებით, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცენდენტს შექმნის. "„ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ ოპოზიციას. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები. სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ მოლაპარაკებები არ მუშაობს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენს კოლექტიურ ჩემოდანში, ამერიკას და ევროკავშირს, ჯერ ისევ გვაქვს რამდენიმე თაფლაკვერი და წკეპლა. შეიძლება გამოსავალი ის იყოს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით განხორციელდეს და არა - ერთბაშად“, - განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება დანიელსონის მიერ წარდგენილ ხუთივე პრინციპზე თანხმობის მზაობას გამოთქვამს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. ოპოზიციის ცნობით, შესაძლოა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩართულობით განახლდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომავალ კვირაში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ საქართველოზე იმსჯელებენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ პოლიტიკურ მხარეებს საქართველოში. „ჯერჯერობით არ ვიცით, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ მიშელის მიერ განსაზღვრული ხუთივე საკითხი უნდა აისახოს შესაძლო შეთანხმების ტექსტში, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვისაც გასაგებია, რომ, თუ ეს ასე ვერ მოხდება და მკაფიო ხედვა არ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაზე, ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ვფიქრობ, ყველა პარტიას ინდივიდუალურად შეხვდებიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი, პოლიტიკური კრიზისი განმუხტვისთვის. გიგა ბოკერია ხაზს უსვამს, რომ კრიზისის განსამუხტად საჭიროა, გიორგი რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნებისკენ სვლა, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება.

ზურაბ ბატიაშვილი: რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, უსაფრთხოების გარემოს რეალურად გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს

Europetime-თან საუბრისას, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, სირაქლემას პოზიციას ჰგავს. „რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“, უსაფრთხოების გარემოს რეალურად გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. ეს სირაქლემის პოზაში ჩადგომაა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ მხეცი მიდის და ჭამს ამ სირაქლემას. ასე რომ რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. თუ გადარჩენა გსურს, უნდა იბრძოლო. ჩვენს გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, თამაშგარე მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, პირველ რიგში არ უნდა გადავუხვიოთ პროდასავლურ პოლიტიკას, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თვალნათლივ ვხედავთ. რაზეც ბოლო დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვაფრთხილებენ. ევროკავშირისგან და აშშ-დან, არის მკაფიო სიგნალები იმისა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საჭიროა ქვეყანა დაუბრუნდეს არჩეულ გზას, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების ინტესიფიკაციას გულისხმობს“, - განუცხადა Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა. აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის და ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, „დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა. "ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. ძველი საერთაშორისო წესრიგის რღვევა რეალურად 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარისას ბათუ ქუთელია. პოლიტოლოგის, კორნელი კაკაჩიას აზრით, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ხედვა რაიმე სიახლის შემცველი არ არის. ძირითადად, ეს არის რეაგირებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა - რაღაც რომ მოხდება და მხოლოდ რეაგირება უნდა მოახდინოს "ზოგჯერ, ეს რეაგირებაც დაგვიანებულია. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის არა რაღაც რეაგირებაზე აგებული პოლიტიკა, არამედ, წინასწარ გაწერილი, ფასეულობებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობთან, ანუ ერთიანი ახალი ხედვა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო რეალობას მოერგება. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ჩვენს რეგიონში გასულ წელს, ასევე საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება. ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან ამბობდა, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა. გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, დასავლეთს და რუსეთს გეოპოლიტიკური ჭიდილში არ უნდა ვიყოთ ჩათრეულიო. სწორედ ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ, რაშიც შედიოდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკა, რომელზეც თვითონაც მიხვდნენ, რომ არ გაამართლა. ეგონათ, რომ თუ განსხვავებული პოლიტიკა ექნებოდათ რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთი შეცვლიდა საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც აღმოჩნდა აბსოლუტური ილუზია და ამას მგონი, თვითონაც კარგა ხანია, მიხვდნენ", - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში კორნელი კაკაჩია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. ჟენევაში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ, სტაბილურობასა და პროგნოზირებად სიტუაციაში ცხოვრება, თუ მუდმივად შეჯახება არასანდოობასთან, რომელიც უფრო განმტკიცდება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში. „ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს სიგნალები NATO-ს წევრობის თაობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ იმ დროს, სააკაშვილმა ეს მიიღო როგორც გარკვეული სიგნალი, კარტ-ბლანში ძალისმიერი ოპერაციებისთვის. რითი დამთავრდა ეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვის მოადგილემ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. მიისვე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. "აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა. თენგიზ ფხალაძე: დასავლეთმა იცის სად შეიძლება მიიყვანოს კრემლის ამბიციებმა, ამიტომ რუსეთს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება

ბათუ ქუთელია: ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია

„დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა. რეალურად, ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია“, - ამის შესახებ Europetime-ს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა. ქუთელიას განმარტებით, რუსეთთან შეტევაზე გადასვლა, მაინცდამაინც ბირთვულ ომს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებას, დემოკრატიული არეალის გაფართოებას. „შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. ძველი საერთაშორისო წესრიგის რღვევა რეალურად 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარისას ბათუ ქუთელია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. „ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა. "აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. თენგიზ ფხალაძე: დასავლეთმა იცის სად შეიძლება მიიყვანოს კრემლის ამბიციებმა, ამიტომ რუსეთს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება

თენგიზ ფხალაძე: დასავლეთმა იცის სად შეიძლება მიიყვანოს კრემლის ამბიციებმა, ამიტომ რუსეთს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

„რუსეთის ხელისუფლებას რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთბების საკითხებში, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. ფხალაძის შეფასებით, ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს, რომელიც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედოს, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან. „მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე“, - აცხადებს ექსპერტი. მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. „მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. „ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა. "აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ , 1991 წლის კანონი შეერთებული შტატების პრეზიდენტს საშუალებას აძლევს ამერიკულ ბანკებს აუკრძალოს კრედიტის გაცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს, როგორც სავარაუდოდ ნავალნის შემთხვევაში მოხდა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება

ზურაბ ბატიაშვილი: თუ თურქეთმა აშშ-ს შავი ზღვის აუზი გაუხსნა, საქართველომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დააჩქაროს და სამხედრო დანიშნულებაც მიანიჭოს

ანალიტიკოსის, ზურა ბატიაშვილის განცხადებით, ერდოღანის ხელისუფლებამ, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, შესაძლოა გადახედოს მონტროს ხელშეკრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელ-ფეხი გაეხსნება შავ ზღვაზე. როგორც Europetime-თან საუბრისას ანილიტიკოსმა აღნიშნა, თუ თურქეთმა აშშ-ს შავი ზღვის აუზი გაუხსნა, საქართველოს შეუძლია NATO-ს და აშშ-ს თავისი პორტები შესთავაზოს. მისი თქმით, ამ პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ანაკლიის პორტის პროექტი. ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება უნდა დაჩქარდეს და სავაჭრო ფუნქციის გარდა, სამხედრო დანიშნულება მიენიჭოს „ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გათამაშდეს შავი ზღვის გარშემო, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდება. მონტროს ხელშეკრულება, შავ ზღვაზე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გემების მიმოსვლის გარდა, უცხო გემების მიმოსვლას არეგულირებს და ზღუდავს, როგორც ტონაჟში, ასევე მათი ყოფნის ვადას. დღევანდელი პირობებით, 21 დღეზე მეტს ვერ გაჩერდებიან. სამხედრო გემებს ეხება, სატვირთო და სამოქალაქო გემებზე საუბარი არ არის. თურქეთში ამ თემაზე სერიოზული კამათი მიდის და ნომერ პირველ საკითხად განიხილება. რაც ჩვენს უსაფრთხოებასაც ეხება. შავ ზღვის უსაფრთხოება და ამ აუზში მოკავშირე ამერიკელების ყოფნა, საქართველოს უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია. თუ თურქეთმა აღნიშნული ხელშეკრულება და არსებული პირობები შეცვალა, საქართველოსაც აქვს თავისი რესურსი, შავ ზღვაზე, რომელიც შეიძლება აშშ-ს და NATO-ს შესთავაზოს. იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი პორტები, რომ შესაძლებელი გახდეს NATO-ს ან აშშ-ს სამხედრო გემების მუდმივი ყოფნა. ჩვენ შეგვიძლია ანაკლიის პროექტი ხელახლა გამოვაცოცხლოთ და სავაჭრო ფუნქციის გარდა, სამხედრო დანიშნულებაც მივანიჭოთ. ბევრი რამ შეიძლება გავაკეთოთ, უბრალოდ ამისთვის საჭიროა, ჩვენი ორღობიდან გარეთ გავიხედოთ და ამ ორღობის მიღმა დავინახოთ“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთი უკიდურესად ღელავს ასეთ საკითხებზე - მას არცერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაზე. „სავარაუდოდ რუსეთთან კავშირშია ის ფაქტიც, რომ 2 დღის წინ, თურქეთის 104-მა თადარიგში გასულმა ადმირალმა (მათ შორის არიან პრორუსულად განწყობილები) განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმეს თურქეთის ხელისუფლების სურვილი გავიდეს მონტროს ხელშეკრულებიდან. დღეს დილით თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ამ განცხადების გაკეთების მოთავეები - 10 თადარიგის ადმირალი ანუ მკაფიო სიგნალს უგზავნის ამერიკელებს, რომ მზადაა, ვაშინგტონთან დათბობის სანაცვლოდ ბოლომდე გაყვეს მონტროს ხელშეკრულებიდან გასვლის გზას. ამხელა ამბები ხდება გარშემო და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. Europetim-თან საუბრისას, ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, სირაქლემას პოზიციას ჰგავს. „რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“, უსაფრთხოების გარემოს რეალურად გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. ეს სირაქლემის პოზაში ჩადგომაა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ მხეცი მიდის და ჭამს ამ სირაქლემას. ასე რომ რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. თუ გადარჩენა გსურს, უნდა იბრძოლო. ჩვენს გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, თამაშგარე მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, პირველ რიგში არ უნდა გადავუხვიოთ პროდასავლურ პოლიტიკას, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თვალნათლივ ვხედავთ. რაზეც ბოლო დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვაფრთხილებენ. ევროკავშირისგან და აშშ-დან, არის მკაფიო სიგნალები იმისა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საჭიროა ქვეყანა დაუბრუნდეს არჩეულ გზას, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების ინტესიფიკაციას გულისხმობს“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. ზურაბ ბატიაშვილი: ანაკლიის პორტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არასდროს ჰქონია, მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნების პრობლემა აფერხებს ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო ანაკლიის პროექტი გვჭირდება არამხოლოდ როგორც საპორტო პროექტი, არამედ - გეოპოლიტიკური დერეფანი - ბათუ ქუთელია ექსპერტი: მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეცდომებს ასწორებს

ექსპერტი: აშშ-ს ახლი პოლიტიკის შედეგად რუსეთს რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, საკუთარ ქმედებებზე

„რუსეთის ხელისუფლებას რეალურად მოუწევს მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთბების საკითხებში, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. ფხალაძის შეფასებით, ძალიან ბევრი ბერკეტი არსებობს, რომელიც შეიძლება შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედოს, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან. „მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. . დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე“, - აცხადებს ექსპერტი. მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. „მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში“, - განუცხადა Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ს, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა მისი თქმით, მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის წევრის სტატუსს საქართველო და უკრაინა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი

„საქართველომ უნდა გამოიყენოს ის, რომ დღეს აშშ-ის ასეთი ადმინისტრაცია ჰყავს, რომლის პრიორიტეტიც არის რუსეთის შეკავება და NATO-ს გაფართოება“, - ამის შესახებ Europetime-ს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. ფხალაძის განცხადებით, შეიძლება აღმოვჩნდეთ, ისეთ მოცემულობაში, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა შეიქმნას. ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, ეს თავისით მოვა, ან ვინმე გვაჩუქებს. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. „უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ NATO-ზე, რადგან ეს არის უსაფრთხოების ქოლგა. NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურად შესასრულებელი გაცილებით ცოტ რამ დარჩა, ევროკავშირთან ინტეგრაციისგან განსხვავებით. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კიდევ ბევრი რამ გვრჩება შესასრულებელი. ისეთი წარმატებებით, როგორც NATO-ს ასპირანტობაში ვიწონებთ თავს, ევროკავშირში ვერ მოვიწონებთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით პროცესი დაჩქარდეს და მეტი ინსტრუმენტი იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. იმავდროულად, აქტიური მუშაობაა საჭირო ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც საქართველოს NATO-გაწევრიანებას დააჩქარებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, თუ მზად არ ვიქნებით, ძალიან დიდ შესაძლებლობას დავკარგავთ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ასეთი შესაძლებლობა რომ კიდევ მოგვეცეს. ამიტომ, ამ კონტექსტში, ძალიან დიდი აქტივობა გვმართებს“, - განუცხადა Europetime-ს ფხალაძემ მისივე თქმით, ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

თენგიზ ფხალაძე: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე

„ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა და მისი მხრიდან პირადი წარმომადგენლის დანიშვნა დიალოგის მედიატორად, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს“, - ამის შესახებ Europetime-ს თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. როგორც Europetim-თან საუბარში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, კრიზისის განმუხტვის მიზნის გარდა, დასავლეთის საქართველოსადმი ინტერესში ამავდროულად იგულისხმება, არა მეგობრული ძალების შეკავებას, რუსეთის სახით. მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესით, არამედ საერთო ეროვნული ინტერესით და ვინც ამას მოახერხებს, მისი რეიტინგი საკმაოდ გაიზრდება. „ ამიტომაც თქვა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, მაშინ ევროპული პოლიტიკური კულტურაც უნდა ვისწავლოთ და მათ შორის კომპრომისის ხელოვნებაც.. ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის საქმეებში უფრო მეტად ჩარევის შესაძლებლობა არ მისცეს და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია დაიცვას. ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო. მით უმეტეს ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა ნარიშკინის განცხადებამ. ზოგადად, დაზვერვის სამსახურები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ ჩარევაზეა ლაპარაკი. ფაქტობრივად თვითაღიარება იყო“, - აღნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი. მისივე თქმით, ის რომ, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მათ შორის გასული წლის ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, სადაც ღიად საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე. „ ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი. ასეთი ბევრია. ის რომ, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, ვითარება შეცვალოს, საიდუმლო არ არის და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ბოლო განცხადებაც. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პარტნიორები ასეთი ძალებით ცდილობენ დახმარებას. თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგების მიზნით, დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს მიუთითებს, თუ როგორ აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესების მომავალი, რამხელა ძალისხმევას და რესურს დებენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებს, ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი ჩვენი ქვეყნისათვის და ბევრი რამ დევს სასწორზე“, - განაცხადა Europetime-თან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის ფარლებში დაწყებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა. ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლაში, კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებს. დანიელსონის განცხადებით, ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, ის შარლ მიშელს შეხვდება და გადაწყვეტს რა იქნება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯი. ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ დიდი ბრიტანეთის საელჩო: ეს გააჭიანურებს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო