ახალი ამბები

სტეფანი ბელგი: ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, მამაცი ქალები ჯარში

"ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, კომპეტენტური, მამაცი ქალები ჯარში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში". - განაცხადა თავდაცვის ატაშემ სტეფანე ბელგიმ, ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხისა და აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ვიდეოკონფერენციაზე. ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ატაშემ ქალებს მიმართა. „,თქვენ თუ არა, მაშ ვინ?' - ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ძლიერი, კომპეტენტური, მამაცი ქალები ჯარში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში. ქალებს მოაქვთ უნიკალური ხედვა, ლიდერობა და ორგანიზაციული სტილი, ემპათია და ემოციური ინტელექტი "- განაცხადა სტეფანე ბელგიმ. კონფერენცია მიზნად ისახავს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის (UNSCR) 1325, 20 წლისთავის აღნიშვნას და ასევე ხაზს უსვამს ქალების ჩართულობის მნიშვნელობას თავდაცვით სექტორში.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, USAID აფასებს ISFED-თან ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან „მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრატიკის შესაბამისად. მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას“, - აღნიშნულია USAID-ის განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: ხელოვნურ სუნთქვაზე 400 პირი იმყოფება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხელოვნურ სუნთქვაზე 400 პირი იმყოფება, მისი განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სიკვდილიანობის მატებაა მოსალოდნელი, რადგან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა მაღალია. „მომავალი 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება. საკმაოდ დიდია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვი. დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. 49 გარდაცვლილი რაც დღესაა, საკმაოდ მაღალია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში, კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა და პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. "პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: შემზღუდველი ღონიოსძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწევდომობა, დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შობას ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - ნიკოლა სტარჯეონი

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯეონმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, შობას ერთად არ შეხვდნენ, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. „იმედი მაქვს, მომავალ წელს ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდ მოგონებად გაგვახსენდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები დავიცვათ, წესები უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა სტარჯეონმა. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის გაუფერულებისთვის ბოდიში მოუხადა.

2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი მცირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ შემცირდება. თურნავას არ დაუსახელებია, თუ რომელ სამინისტროებს ეხება ბიუჯეტის შემცირება, არც ჯამური თანხა დაუსახელებია, გარდა საკუთარი უწყებისა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროში სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ლარითაა შემცირებული. მინისტრის ცნობით, 2021 წელს გაიზრდება პენსიები, მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება. „2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება. „რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“,- განუცხადა მინსიტრმა ჟურნალისტებს

2021 წელს ჯარისკაცების, მასწავლებლების ხელფასი და პენსიები იზრდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წელს მასწავლებლების, პოლიციელების და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურება გაიზრდება. გაიზრდება ასევე პენსიებიც. ამის შესახებ თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა. „2021 წლის ბიუჯეტიც ანტიკრიზისულია და მასში აქცენტი მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებაზე კეთდება. „რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდს, საკმაოდ შემცირებულია. ესაა მომჭირნეობის წელი და აქედან გამომდინარე ყალიბდება ეს პრიორიტეტები“,- განუცხადა მინსიტრმა ჟურნალისტებს მინისტრის ცნობით, მომავალი წლიდან დაგეგემილია სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდის შემცირება

Youtube-ი და Gmail-ი შეფერხებით მუშაობს

Youtube-ი, Gmail-ი, Drive და Google-ის სხვა სერვისები მსოფლიოს მასშტაბით, შეფერხებით მუშაობს. არ მუშაობს ამ პლატფორმების როგორც დესკტოპ, ასევე მობილური აპლიკაციები. მომხმარებლებს ეკრანზე შემდეგი ტიპის წარწერები ხვდებათ: "something went wrong" და "oops". გათიშვა არ შეხებია Google-ის საძიებო სისტემას, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს. კომპანიას სერვერების გათიშვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

საკარანტინე სივრცედ 215 სასტუმრო გადაკეთდა - ნათია თურნავა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, საკარანტინე სივრცეების პროგრამით 215-მა სასტუმრომ ისარგებლა. ამის შესახებ მან 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრით თქმით, საკარანტინე სივრცეების პროგრამის დახმარებით, ჯამში, სასტუმროებში დასაქმებულმა 3 620-მა ადამიანმა სამსახური შეინარჩუნა. „ეკონომიკის სამინისტრო პასუხისმგებელი ვართ საკარანტინე სივრცეების მართვასა და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე საკარანტინე სივრცეების მიმართულებით. ამ თვეებში საკარანტინე სივრცეები 133 767 ადამიანს მოემსახურა. პროგრამაში დღემდე 215-მა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა. ეს ნიშნავს ადამიანების დახმარებას - 3 620-მა დასაქმებულმა შეინარჩუნა სამსახური“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ალეკო ელისაშვილი: შეთანხმების გარეშე მომდევნო სხდომებზეც არ შევალთ

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის არც პირველ სხდომაზე იყვნენე და არც 22-ე სხდომაზე შევლენ პარლამენტში თუ შეთანხმება არ მიიღწევა. მისი თქმით, „მოქალაქეები“-სთვის შეთანხმების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო რეფორმაა. „რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ე.ი. შენ ივანიშვილის მოსყიდული ხარ. არა, ჩვენ უბრალოდ განსახვავებული აზრი ვთქვით. უბრალოდ, ვთქვით, რომ ჩვენთვის საარჩევნო რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში, თუ შევთანხმდებით და ხელს მოვაწერთო. ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ, არც იქ ვიყავით, არც მეორე სხდომაზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნება. „ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით. დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ „ქართული ოცნების“ დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მისი დამარცხება და უკეთესი საქართველო. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ საქართველოს სიყვარული. “,- აცხადებს ელისაშვილი. მისი თქმით, პარტია „მოქალაქეებს“ მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს ჩაატარა „საზიზღარი არჩევნები, რომელიც გაყალბდა“. „ ეს იყო ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები. ჩვენ ახლა გვეუბნება „ქართული ოცნება“ დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. თუ ოპოზოციაში გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენს პარტიას აქვს, მზად ვართ, დავამტკიცოთ, რომ არჩევნები გაყალბდა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იზოლაციის პირობების დარღვევისთვის  27 ობიექტი დაჯარიმდა 20 000-მდე ობიექტს გაფრთხილება მისცეს

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ცნობით, იზოლაციის პირობებში არანებადართული საქმიანობის გამო, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე 27 ობიექტი დაჯარიმდა, 20-მდე ობიექტს კი გაფრთხილება მისცეს. როგორც ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერეს . მისი თქმით, საზედამხედველო უწყებების მიერ ინსპექტირება 31 000-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა. „მას შემდეგ რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილება და მკაცრი აღსრულება დაიწყო. ბუნებრივია პერიოდულად ხდება რემონიტორინგი, გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორიგნი, რამდენად შეწყვიტეს მათ საქმიანობა და დადასტურდა, რომ ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ.

საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა თებერვლიდან მოიხსნება

თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ანტიკრიზისული დახმარების შედეგად, ძალიან პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით. „პანდემიის მიუხედავად, წარმატებით გრძელდება და ერთი დღითაც არ შეფერხებულა სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა, მათ შორის არც აეროპორტების გაფართოების პროექტები.

ალეკო ელისაშვილი: არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი არგუმენტი ISFED -ის მონაცემები იყო

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 10 არგუმენტიდან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები, ერთ-ერთი ISFED-ის შედეგები იყო მისი თქმით ეს არგუმენტი ხელიდან გამოეცალათ, თუმცა სხვა არგუმენტებიც გვაქვს, სხვა არგუმენტები დაგვრჩა. „ მომხდარმა ISFED დააზიანდა რეპუტაციულად და მიმდინარე პროცესიც რა თქმა უნდა დაზიანდა“. ისფედი“ ყველაზე სანდო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ყოველთვის ეჭვშეუტანელი ორგანიზაციის რეპუტაციით სარგებლობდა. ბოლოს რაც მოხდა, რა თქმა უნდა, დააზიანა „ისფედი“ და მათ შორის პარალელური დათვლა. მისი შედეგი იყო ერთ-ერთი არგუმენტი და ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმით „ისფედი“-ს ხარვეზის შესახებ ორგაიზაციაში ერთი თვით ადრე იცოდნენ. „ირაკლი კობახიძეს ნაკლებად ვენდობი. მე ვისურვებდი, რომ თვითონ უფრო გულახდილად ილაპარაკონ, რა მოხდა სინამდვილეში – ზეწოლა იყო, შანტაჟი, უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ, შეგნებული შეცდომა იყო, მალავდნენ ამ შეცდომას, არ მალავდნენ. ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. არ გამოვრიცხავ, რომ უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და რაღაც შეცდომაზე გამოიჭირეს. იკადრებდა თუ არა ამას „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, იკადრებდა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. ISFED-ის მიერ არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებული მონაცემები ცესკოს შედეგებს დაემთხვა. პირველად მონაცმებეით კი ცესკოს და ორგანიზაციის შედეგებს შორის ცდომილება იყო. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

აშშ ეცდება, პარიზის კლიმატის შეთანხმებას ისევ შეუერთდეს

მომდევნო წლის დასაწყისში აშშ კლიმატის სამიტს გამართავს მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და შეეცდება, პარიზის შეთანხმებას კვლავ შეუერთდეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ის „ყველაფერს გააკეთებს, რათა მუშაობა დაიწყოს მსოფლიო ლიდერებთან კლიმატის ცვლილების თემაზე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია შეაფასებს თითოეული ქალაქისა და შტატის წვლილსა და ნაბიჯს, რომელიც მათ პრობლემის მოსაგვარებლად გადადგეს. ჯო ბაიდენი გეგმავს ახალგაზრდებეთან მუშაობას, რადგან ისენი „ითხოვდნენ ცვლილებებს მთავრობის მხრიდან“ და სისტემატურად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას შეთანხმებიდან გამოსვლისთვის. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ძალაში ნოემბერში შევიდა. პარიზის შეთანხმება, რომელიც 195 ქვეყანას მოიცავს, 2015 წლის 12 დეკემბერს, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში მიიღეს. დონალდ ტრამპმა თანამდებობიდს დაკავების შემდეგ მალევე განაცხადა, რომ აშშ გლობალურ შეთანხმებას დატოვებდა.

მმართველი პარტია, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს

მმართველი პარტია, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "პირველ რიგში, მინდა გაცნობოთ, რომ შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობას ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია. ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები. მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკოს შესაბამის მონაცემებს. მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით. აქვე კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ PVT-ის მნიშვნელოვანი ასპექტი. PVT ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, რის წარმოჩენასაც პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რანგში, სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში. შესაბამისად, PVT-ის და ცესკოს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“ გაასაჯაროოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც თითქოსდა ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა", - განაცხადა კობახიძემ.

ამირან გამყრელიძე სიკვდილიანობის ზრდას პროგნოზირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სიკვდილიანობის მატებაა მოსალოდნელი, რადგან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა მაღალია. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელოვნურ სუნთქვაზე 400 პირი იმყოფება. „მომავალი 2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება. საკმაოდ დიდია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვი. დაახლოებით 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. 49 გარდაცვლილი რაც დღესაა, საკმაოდ მაღალია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მომავალში, 24 დეკემბრის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკის განხორციელებასთან მიმართებაში, კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა და პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. "პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: შემზღუდველი ღონიოსძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება და ხელმისაწევდომობა, დროული იზოლაცია კოვიდდადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების, ნიღბის ტარების კულტურის გაზრდა, 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მმართველმა გუნდმა პარლამენტს პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უახლოეს ორ-სამ დღეში წარედგინოს.

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის პიკი თითქმის გადავიარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების კლების ტენდენცია შეინიშნება, ზრდის მაჩვენებელი შეჩერდა, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების პიკი თითქმის გადავიტანეთ. „შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება, ხელმისაწვდომობა და დროული იზოლაცია „კოვიდ“-დადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ნიღბის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, გაფართოებული ტესტირების ფონზე, ამ კვირაში ჩვენ შესაძლოა, კიდევ დაფიქსირდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირებულთა ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბებს.

დღეს აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება

"როიტერის" ინფორმაციით, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება. როგორც გამოცემა წერს, ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მიცემული ხმები კონგრესს დღესვე გადაეგზავნება, სადაც 6 იანვარს ხმები ოფიციალურად დაითვლება და ამით არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცედურა ოფიციალურად დასრულდება. ცნობისთვის, ქვეყნის პირველ პირს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც 538 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგების მიხედვით, დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 306 წევრის მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232-ის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, სამხრეთ კორეა სკოლებს დახურავს

სამხრეთ კორეის მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 დეკემბრიდან სკოლები დაიხურება. ინფორმაციას CNA ავრცელებს. ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის მესამე ფაზის დაანონსებისთვის ემზადება. სამხრეთ კორეის პრემიერის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ის მზადაა, ვირუსთან გასამკლავებლად ახალი, მესამე ფაზა გამოაცხადოს. „ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, გადავწყვეტთ, რამდენად საჭიროა დამატებითი ზომების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა ჩონ სე გიუნმა. ორშაბათს, კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტომ (KDCA) კორონავირუსის 718 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რაც დღიური რეკორდია. სამხრეთ კორეაში სულ 443 444 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ლეტალური შედეგით 587 დასრულდა.

მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს

მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე ოფიციალურად შევა. ამის შემდეგ გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის დრო კვირა დღის ჩათვლით აქვს. უახლოეს დღეებში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან გიორგი გახარიას კონსტულტაციები და ამის საფუძველზე კვირის ბოლომდე აუცილებლად შემოვა მთავრობის შემადგენლობა. შესაძლოა, ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეში", - განაცხადა კობახიძემ.