ტექნოლოგიები

კვლევა: ანტისხეულების გამომუშავებისთვის Pfizer-ის ვაქცინის დოზებს შორის რვაკვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

The Guardian-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევა. როგორც გამოცემა წერს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ოთხკვირიან შუალედთან შედარებით, დოზებს შორის 10-კვირიანი ინტერვალი ანტისხეულებისა და T-უჯრედების უფრო მაღალ დონეს წარმოქმნის. მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის დოზებს შორის როგორც მოკლე (სამიდან ოთხ კვირამდე), ასევე გრძელი (10-კვირიანი) ინტერვალი ძლიერ ანტისხეულებსა და T- უჯრედების იმუნურ რეაქციებს წარმოქმნის, თუმცა უფრო ხანგრძლივმა ინტერვალმა ანტისხეულების დონისა და T-უჯრედების უფრო მეტი პროპორცია გამოიწვია, რაც მკვლევრების აზრით, ხელს უწყობს იმუნურ მეხსიერებას. აღსანიშნავია, რომ 22 ივლისს სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ცხადყო, რომ Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია. კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, ხოლო „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში მისი ეფექტურობა 93.7%-ს შეადგენს.

Mercedes-ი 2030 წლიდან მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

2030 წლისთვის გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-ი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებს აღარ გამოუშვებს და ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. როგორც ცნობილია, Mercedes-ის ყველა ახალი მოდელი ელექტროენერგიაზე უკვვე 2025 წლიდან იმუშავებს, თუმცა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძველი მოდელების გამოშვება გაგრძელდება. გარდა ამისა, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 8 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამისთვის Mercedes-ი 40 მილიარდ ევროს დახარჯავს. აღსანიშნავია, რომ Mercedes-ის გარდა, ელქტრომობილების წარმოებაზე გადადის კიდევ ერთი უმსხვილესი ავტოკონცერნი Audi. როგორც ხელმძღვანელმა მარკუს დიუზმანმა გერმანიაში გამართულ კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, 2026 წლამდე შექმნილ ყველა მოდელს ელექტროძრავა ექნება. ცნობისთვის, Mercedes-Benz-ი გერმანული ავტოგიგანტის - „დაიმლერის ავტოკორპორაციის“ (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად Mercedes-Benz-ი იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი. დღეისთვის Mercedes-Benz-ის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ. Audi მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

კვლევა: Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

Reuters-ის ინფორმაციით, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამქვეყნდა, Pfizer-ის ან Astrazeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია. როგორც გამოცემა წერს, კვლევის თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. ალფა ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია. ამასთან, Astrazeneca-ს ვაქცინის ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, „ალფას“ წინააღმდეგ კი - 74.5%-ით ეფექტურია. ალფა და დელტა ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა”, - განმარტავენ კვლევაში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები. მანამდე მათ განაცხადეს, რომ Pfizer-ის ან Astrazeneca-ს ვაქცინები ერთი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია. ჰანს კლუგე: ჯანმოს მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებული ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია COVID19-ის არსებული ვარიანტების წინააღმდეგ და დაავადების გართულებისგან იცავს ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი დელტა ვარიანტია - ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა

11 წუთიანი გასეირნება კოსმოსში წარმატებით დასრულდა - Amazon-ის დამაარსებელი და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანი ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდა და უკვე დედამიწაზეც დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ბეზოსთან ერთად Blue Origin-ის ბორტზე იმყოფებოდნენ მისი ძმა მარკი, 82 წლის ქალი-ინსტრუქტორი უოლი ფანკი და 18 წლის სტუდენტი ოლივიე დაემენი.

ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარებისა და ამ დაავადებით გარდაცვალების რისკებზე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარებისა და ამ დაავადებით გარდაცვალების რისკებზე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ინგლისში ჩატარებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარების ან ამ დაავადებით მათი გარდაცვალების რისკი ძალიან დაბალია. ინგლისში პანდემიის პირველი 12 თვის ანალიზით ირკვევა, რომ კოვიდისგან გარდაიცვალა 25, 18 წლამდე ასაკის ადამიანი. ძირითადად კი ასეთი რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე 251 ბავშვი მოათავსეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. შანსია, რომ 50 000 - დან ერთი მოხვდეს ასეთ განყოფილებაში, 25 ბავშვი და ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მილიონში ორის გარდაცვალების აბსოლუტური რისკი არსებობს.

Facebook-ი ბავშვებისთვის ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს

Facebook-ი Instagram-ის მსგავსი პლატფორმის შექმნას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აპირებს. ამასთან დაკავშირებით 44-მდე ადვოკატმა სპეციალური წერილით მიმართა სოციალური ქსელის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, რომ პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალოს წერილში ვკითხულობთ, რომ საბავშვო სოციალურმა პლატფორმამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბავშვების მენტალურ მდგომარეობაზე და არასასიკეთოდ აისახოს მათ განვითარებაზე. Facebook-ი განმარტავს, რომ პლატფორმის განვითარებას ექსპერტებთან თანამშრომლობით. „გადაწყვეტილებებს მათი რეკომენდაციების საფუძველზე მივიღებთ. ასევე ვაპირებთ ვითანამშრომლოთ მარეგულირებელ ორგანოებთან და კანონმდებლებთან“, - აცხადებს კომპანია.

NASA-მ Perseverance-ის მიერ მარსზე დაშვებისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა

NASA-მ Perseverance-ის მიერ მარსზე დაშვებისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. NASA-ს ახალი მარსმავალი Perseverance-ი მარსზე 19 თებერვალს დაეშვა. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მარსმავლის Perseverance-ის („შეუპოვრობა“) გაშვება 2020 წლის 30 ივლისს განახორციელა.

ჩრდილოეთ კორეამ Pfizer-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვა სცადა

France24-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჰაკერები Pfizer-ის ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიის მოპარვას ეცადნენ. გამოცემა ინფორმაციას სამხრეთ კორეის დაზვრევის მიერ მომზადებული მოხსენების საფუძველზე ავრცელებს. "Pfizer-ზე კიბერთავდასხმის მიზანი ვაქცინისა და მკურნალობის მეთოდის ტექნოლოგიის მოპარვა იყო",- აცხადებს კორეის ასამბლეის წევრი, ჰა ტაე-კუნგი ბრიფინგზე. თავდასხმის სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია. დიქტატორული რეჟიმის ლიდერი, კიმ ჩენ ინის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. საერთაშორისო ექსპერტები მის ამ განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. ჩრდილოეთ კორეა იანვრიდან ჩაკეტილია, ქვეყანამ კორონავირუსისგან თავის დასაცავად სასაზღვრო კონტროლი მაქსიმალურად გაამკაცრა. საიდუმლო დოკუმენტით ირკვევა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს კობერთავდასხმების გზით აფინანსებდა.

ჯანმომ AstraZeneca-ს ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომლებიც სამხრეთ კორეაში AstraZeneca-SKBio -ს მიერ და ინდოეთში The Serum Institue-ის მიერ იწარმოება, საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა. ინფორმაცის ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ჯანმოს ცნობით, მწარმოებლებმა საკმარისი მონაცემები გაასაჯაროვეს იმისთვის, რომ მათ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის უფლება მიეცეთ. ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინები შედარებით იაფი იქნება და შენახვის პირობებიც მისაღებია იმისთვის, რომ მათი გამოყენება განვითარებად ქვეყნებშიც შეძლონ. პრეპარატის გამოყენება ჯანმომ ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაუშვა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების კოსმოსურმა მისიამ მარსის პირველი ფოტო გამოაგზავნა

არაბთა საემიროების კოსმოსურმა მისიამ პირველი ფოტო გამოაგზავნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ფოტო მარსის ზედაპირიდან 24 700 კილომეტრის სიშორიდან, 10 თებერვალსაა გადაღებული. ზონდი ახლა მარსის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. ორბიტაზე მოძრაობისას ის პლანეტას ყველაზე ახლოს 1000 კილომეტრზე მიუახლოვდება, ხოლო ყველაზე შორის 50 000 კილომეტრის მანძილზე დაშორდება. მისიის ფარგლებში მისია შეისწავლის, როგორ მოძრაობს ენერგია ატმოსფეროში, მარსის ზედაპირიდან ატმოსფეროს ზედა შრეებამდე. გარდა ამისა, ზონდმა ასევე უნდა შეისწავლოს მარსიდან კოსმოსში მოხვედრილი წყალბადისა და ჟანგბადის ნეიტრალური ატომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ მარსზე ოდესღაც დიდი რაოდენობით იყო წყალი. ეს კვლევა მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ, როგორ შეიცვალა პლანეტა ათასწლეულების მანძილზე.

ქუთაისში 73 წლის მოხუცი ფულის გამოძალვის მიზნით სასტიკად აწამეს

ქუთაისში, რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარედ, 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საწამებლად მათ უთო გამოიყენეს. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაყვანა. მიმდინარეობს გამოძიება, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

BBC: ფლორადაში ჰაკერი წყალმომარაგების სისტემის მოწამვლას ცდილობდა

ოფიციალური პირების ინფორმაციით, უცნობი პირი დისტანციურად დაუკავშირდა წყალმომარაგების სისტემას და ქიმიკატების სახიფათო რაოდენობის სისტემაში გაშვებას ეცადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჰაკერი ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცენტრაციის გაზრდას ეცადა წყალში, რაც დაბალ კონცენტრაციებში უვნებელია დამიანისთვის და წყალში მჟავიანობის დასარეგულირებლად გამოიყენება, თუმცა მაღალი კონცენტრაციით მომწამლავია. ჰაკერული შეტევის დროს მორიგე ოპერატორმა შენიშნა ცვლილება და კონცენტრაცია მყისიერად შეცვალა. ზედამხედველი კომპანიის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ეს კიბერთავდასხმის უკვე მეორე მცდელობაა. ქიმიკატი თუ ორგანიზმში მოხვდება, მას შეუძლია პირის ღრუს, ყელისა და კუჭის დაზიანება, ღებინება, თავბრუსხვევა და დიარეა გამოიწვიოს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა სამართალდამცავმა ორგანომ ჰაკერის იდენტიფიცირება, ასევე უცნობია, შეტევა აშშ-ის ტერიტორიიდან თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირისგან მოხდა.

Facebook-ი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას საბოლოოდ კრძალავს

Facebook-ი ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას საბოლოოდ კრძალავს. Facebook-ი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ პოზიციას უფრო ამკაცრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დახმარებით, კომპანიამ გააფართოვა ჩამონათვალი, რომელსაც Facebook-ი პლატფორმიდან მოხსნის. სრული სია კომპანიამ კატეგორია Help Center-ში მიუთითა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ერთი დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც COVID-19 ადამიანის მიერ არის შექმნილი, ან კოვიდინფიცირებულები უფრო უსაფრთხოდ იგრძნობ თავს, ვიდრე ვაქცინირებულები. Facebook-ი აცხადებს, რომ ასევე წაშლის პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ ვაქცინები ტოქსიკურია ან მათ შეიძლება აუტიზმი გამოიწვიოს. კომპანიის განმარტებით, ის ასევე მოხსნის პრეტენზიებს, რომ ვაქცინები ტოქსიკურია ან მან შეიძლება აუტიზმი გამოიწვიოს. უფრო ადრე დაწესებული შეზღუდვებით, კომპანია ასეთი შინაარსი უფრო ნაკლებად თვალსაჩინო გახადა, ახლა კი საბოლოოდ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კორონავირუსის ახალ შტამზე გავრცელებული კვლევების ფონზე, ბრიტანული პრეპარატით იმუნიზაციას დროებით აჩერებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ზველი მკჰიზეს თქმით, ქვეყანა იმუნიზაციის პროცესს ბრიტანული ვაქცინით დროებით შეაჩერებს, ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება. AstraZeneca-ს წარმომადგენლის თქმით, კომპანია აქტიურად მუშაობს სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა იმუნიზაციის პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად გაგრძელდეს. სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა.

დანია ხელოვნურ კუნძულს აშენებს

დანია ელექტრო ენერგიის გამომუშავებითვის მსოფლიოს უდიდეს ქარის ენერგიის ხელოვნურ კუნძულს ააშენებს. ქარის ენერგიის მომავალი ჰაბი დანიას 34 მილიონი აშშ დოლარამდე დაუჯდება. კუნძულის ირგვლივ 200-მდე ქარის სადგური იქნება განლაგებული. მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. სუფთა ენერგიის ჰაბი დასრულებიდან რამდენიმე წელში შეძლებს 10 გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას. 2040 წლისთვის 150 გიგატავს გამოიმუშავებს, რაც 150 მილიონი სახლისთვის იქნება საკმარისი. გასულ წელს, დანიამ, რომელიც ევროკავშირში ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, პირობა დადო, რომ 2050 წლისთვის ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს ჩრდილოეთის ზღვაში შეამცირებს. მსგავსი კუნძულის აშენებას დანია გეგმავს ბალტიის ზღვაშიც და ისიც ასევე 2030 წლისთვის დასრულდება.

ბრიტანეთი Covid პასპორტის შემოღებას არ გემავს

ბრიტანეთი კორონავირუსით აცრილი ადამიანებისთვის პასპორტს არ შეიმუშავებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამის შესახებ ვაქცინაციის საკითხებში მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქის აცრის შესახებ ინფორმაცია სხვა გზით იქნება ხელმისაწვდომი, კერძოდ, მოქალაქეს ინფორმაციის მიღება ექიმის მეშვებობით შეძლებს.

ნიუ-იორკში, იანკის სტადიონი ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა

ნიუ-იორკის მერმა მოსახლეობას იანკის სტადიონის ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთების შესახებ სიტყვით გამოსვლისას ამცნო. „განსაკუთრებული დღეა, ბრონქსის მცხოვრებნი ახლა დაცულები იქნებიან. ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, დღეიდან ამ სტადიონიდან შევძლებთ მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენას, - აცხადებს ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლაზიო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე იმუნიზაციის ახალი ცენტრი მხოლოდ საღამოს 8 საათამდე იმუშავებს, თუმცა ძალიან მალე სტადიონი სრული დატვირთვით, მთელი დღის განმავლობაში შეძლებს ფუნქციონირებას. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინაციის ცენტრში, დღეში 15,000 დოზა ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი.

წინასწარი კვლევით, AstraZeneca-ს პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

AstraZeneca-ს პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოვკლევის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმად ბრიტანული პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ 74.6%-თ ეფექტურია. კვლევის წინასწარი შედეგებით, მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ხუთივე პრეპარატი ასევე ეფქტურია ახალი შტამის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მუტაციას შეუძლია პრეპარატების ეფექტურობა საკმაოდ დაწიოს, რის გამოც ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფი იმუნიზაცია სჭირდებათ. ოქსფორდის მეცნიერები ვაქცინის ცდებში მონაწილე მოხალისეების ცხვირის ნაცხს რამდენიმე თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა პრეპარატის ეფექტურობაში დარწმუნებულიყვნენ. AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაშვებული, თუმცა არა აშშ-ში, სადაც ამერიკული მარეგულირებელი საცდელი ფაზის დეტალებს ელის. NY Times-ის ცნობით, FDA 30,000-მდე მოხალისე ამერიკელზე ჩატარებული პრეპარატის გამოცდის პასუხებს თვის ბოლოსკენ მიიღებს. ბრიტანულ კომპანიას იმედი აქვს, რომ პრეპარატის უსაფრთხოებაში FDA-ის დასარწმუნებლად ყველა საჭირო მონაცემს წარადგენს. ბრიტანულ ვაქცინას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან მიწოდების პრობლემა შეექმნა. ამავდროულად, ევროკავშირის რამდენიმ წევრი ქვეყანა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ბრიტანული ვაქცინის გეკეთებას არ აპირებს.

Pfizer-ი წელს, ვაქცინის გაყიდვებიდან $15 მილიარდის მიღებას ელოდება

Pfizer-ი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვებიდან შემოსავლების სახით, $15 მილიარდის მიღებას ელოდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბოლომდე, ორი მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოება აქვთ გეგმაში. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას თქმით, ისინი არაერთ ინიციატივაზე მუშაობენ, რათა წარმოება გაზარდონ. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის განცხადებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ვაქცინის გაყიდვებით 154 მილიონი დოლარი მიიღეს. 31 იანვრის მდგომარეობით, Pfizer-მა მსოფლიოს უკვე 65 მილიონი დოზა ვაქცინა, ხოლო აშშ-ს 200 მილიონი დოზა მიაწოდა. მაისის ბოლომდე აშშ-ს დამატებით 200 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს.

ნიდერლანდები Covid19-ის გამოსავლენად ახალ მეთოდს გამოიყენებს

ნიდერლანდები კორონავირუსის დასადგენად სწრაფ ახალ ტესტებს გამოიყენებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამსტერდამის კლინიკებში SpiroNose-ის აპარატების დამონტაჟება დაიწყეს, რომლებიც ვირუსზე ტესტს ადამიანის მიერ ამონასუნთქი ჰაერის ანალიზით გაკეთებს. ეს მეთოდი სტანდარტულ ნაცხის ტესტზე ბევრად მოსახერხებელია და 95%-თ ეფექტურია. SpiroNose-ზე ჰოლანდიური კომპანია რამდენიმე თვე მუშაობდა. იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის სწრაფი ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს, PCR ტესტის გავლა მაინც სავალდებულოა. ბელგიელი ვირუსოლოგის, მარკ ვან რასთის თქმით, (SpiroNose) „დამაიმედებელი ტექნოლოგია შედეგს რამდენიმე წუთში იძლევა“.