თეგი: ლარის კურსი
17 მაისს, ერთი აშშ დოლარი 2.9769 ლარი ეღირება
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9769 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0129 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, ერთი ევრო 3.1028 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 3.1286 ლარს შეადგენდა. ახალი კურსები ძალაში 17 მაისიდან შევა.
რატომ მყარდება ლარი
ორი დღეა, რაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით „ფსიქოლოგიურ ნიშნულს“ ჩამოცდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 17 მაისს 2,97 ლარი, ხოლო 18 მაისს 2,96 ლარი შეადგინა. დღეს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობისას ლარმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და აშშ დოლართან მიმართებით 2,93 ნიშნულზე დაფიქსირდა. დღეს კი 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 2.9442 ლარი გახდა. რა არის ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები? Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. „აქ ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ექსპორტიდან შემოსული თანხა. ბოლო მაჩვენებლებით, საქართველოდან ექსპორტი გაზრდილია და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მიუხედავად, ქვეყანაში სავალუტო ნაკადების შემოდინებამ მოიმატა“, - აცხადებს შენგელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი გაზრდილია. 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5,252 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1,587 მლრდ აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3,665 მლრდ აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2,077 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა. ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარის გამყარებაში დიდი როლი აქვს ფულად გზავნილებს. „აპრილში, საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სწორედ ამან გააჩინა ლარზე მოთხოვნა. ფინანსურად რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრები ვალუტას უგზავნიან, რაც ბაზარზე კონვერტირდება და ლარზე მოთხოვნას ზრდის, რაც გაცვლით კურსზე აისახება“. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში $308,104 მლნ გადმოირიცხა, აქედან $132, 979 მლნ რუსეთზე მოდის. მარტში უცხოეთიდან ფულადი გზავნილებით $193 065 მილიონი შემოვიდა, მაშინ რუსეთის წილი $27 001 მლნ იყო. ანალიტიკოსი, ლარის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ეროვნული ბანკის პოლიტიკას ასახელებს. „ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. გამოიტანა გასაყიდად მცირე რაოდენობით სავალუტო რეზერვები, რაც აისახა კურსზე“. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები აპრილში $3 826 440 მილონია, მარტში ეს მაჩვენებელი $4 030 635 იყო. რაც შეეხება ინტერვენციებს, ბანკმა 9 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე გატანილი $50 მლნ-დან $39 570 000 გაყიდა. ცნობილია, რომ სავალუტო ნაკადების ერთ-ერთი წყაროა ტურიზმის სექტორი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა. აპრილში ქვეყანამ ამ სექტორიდან $188,6 მილიონი მიიღო, მარტში კი $174,5 მილიონი. რას შეეხება მოკლევადიან პროგნოზს, ანალიტიკოსი Europetime-თან ამბობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან 2,90 ნიშნულზე გამყარდება. „ლარის გამყარება მაშინ გაჩერდება, როცა ეროვნული ბანკი დაიწყებს რეზერვების შევსებას,“- ამბობს ნიკა შენგელია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც 3-ის ნიშნულს ჩამოცდა.
რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში
ლარის გამყარების ტრენდი, კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა. შეიცავს თუ არა რისკებს ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები და რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის დადებით ტრენდს სამომხმარებლო ფასებზე? Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა აცხადებს, რომ ლარის გამყარების ფაქტორები სამომავლოდ რისკის შემცველია. გამოცემასთან მან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა. EU: დღეს, თიბისი ბანკის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რამდენად გრძელვადიანია ლარის დადებითი ტრენდი? ლარის გამყარებაზე, დღეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: პირველი - ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი შემცირება და მეორეა ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა. ინვესტიციების შემცირების შედეგად, საქართველოდან ფულის გადინება მკვეთრადაა დავარდნილი. ლარის გამყარება პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან და უკრაინიდან „კაპიტალის გაქცევას“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ამ ქვეყნებიდან საქართველოსკენ ფულის სოლიდური ნაკადები წამოვიდა. რუსეთიდან დაშვებული იყო უცხო ქვეყანაში თვეში $10 ათასის გადმორიცხვა, ახლა ეს მოცულობა $50-მდე გაიზარდა. ამიტომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ლარის კურსზე მყისიერად აისახა. EU: ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300%-ი გაიზარდა და $133 მილიონი შეადგინა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს? თუ რუსეთი თავის მოქალაქეებს აუკრძალავს უცხოეთში ვალუტის გადარიცხვას, ლარი დაიწყებს ვარდნას. მაგრამ, თუ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება რუსი და უკრაინელ ბიზნესმენებისთვის, კაპიტალის ნაკადი გაიზრდება და რა თქმა უნდა, ლარი დაიწყებს გამყარებას. სამწუხაროდ, დღეს სახეზეა ტენდენცია, რომ ლარის გამყარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნაცვლად ფულადი გზავნილები მოქმედებს. ამიტომ, ლარის გამყარების ფაქტორებში სამომავლოდ „კაპიტალის გაქცევის“ რისკები იმალება. ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა EU: როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა დღეს გამოკვეთილი ტენდენცია სხვა რისკებს სამომავლოდ, როცა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ ქვეყნიდან დაიწყო სამუშაო ძალის და კაპიტალის გადინება. გაუთვალისწინებელი ეკონომიკური შედეგების გავლენით, შესაძლებელია, დაიწყოს ქვეყანაში უკვე შემოსული კაპიტალის გადინება, რუსეთსა და უკრაინაში. ცნობილია, რომ ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. დასრულდება ომი და თუ საქართველოში შემოსული კაპიტალი ისევ ამ ქვეყნებისკენ დაიძრა, დაიწყება ლარის კატასტროფული ვარდნა. ეს სცენარი ნამდვილად არ გამოირიცხება. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა EU: ბოლო ტენდენციით სახეზეა ლარის 15%-იანი გამყარება. საქსტატის აპრილის მონაცემებით ინფლაცია 12,4%-ია და განსაკუთრებით გაზრდილია ფასები საკვების ჯგუფში. რატომ არ იაფდება პროდუქტები და არ აისახება ფასებზე ლარის კურსის დადებითი დინამიკა? ფასებს აქვს ერთი დამახასიათებელი თვისება - სიხისტე, არაელასტიურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ აწეული ფასი აღარ ან საკმაოდ რთულად უბრუნდება თავის ძველ ნიშნულს. იმიტომ, რომ ბიზნესს აღარ სურს უკვე განაღდებული შემოსავლების დაკარგვა. ის რომ, ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს და ფასები შემცირდება, ამ რეალობაში ეს მოსალოდნელი არაა. ამ პროცესების საპირწონედ სჯობს ხელისუფლებამ გაზარდოს როგორც სახელფასო, ისე სოციალური დახმარებები და ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს, ეკონომიკაში ლარის მასის ზრდაზე. ამ ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება ფასების ზრდის [ინფლაციის] წნეხის შერბილება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა EU: დღეს მერყევი ლარის გარდა, კიდევ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა საქართველოში ფასების განუხრელ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკისა და ბაზრის იმპორტდამოკიდებულება. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. [2022 წლის იანვარ-აპრილი, ბრუნვა $559,7 მილიონი]. სანქციების გავლენის გამო საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი გაძვირდა. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მოიშალა მიწოდების ქსელი. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. დღეს ფაქტობრივად ყველა მოწინავე ეკონომისტი თანხმდება, რომ ინფლაცია არის არაა ფულის ჭარბი ოდენობის, არამედ სასაქონლო დეფიციტის შედეგი და საქართველოში სწორედ ამითაა განპირობებული ინფლაციის ზრდა, რადგან სამომხმარებლო კალათაში ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები ხვდება. ასევე წაიკითხეთ Europetime-ს სტატია - რატომ მყარდება ლარი
ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.87 ლარი შეადგინა
24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართები გაუფასურდა 0.29 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0706 ლარი გახდა.2.83-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5889 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.41 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.79 თეთრი გახდა. დღეს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესაძენად, 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-მა $10 მილიონი დოლარი საშუალოდ 2.8689 ლარის კურსში იყიდა."2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 2022 წელს სულ სებ-მა ორი აუქციონი ჩაატარა, პირველად 9 მარტს, რომელზეც 39.6 მილიონი გაყიდა, ხოლო მეორედ 24 მაისს, რომლითაც $10 მილიონი შეისყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა. ეროვნული ვალუტა, რომელიც ბოლო 2 კვირაში აშშ დოლართან მიმართებით 15 თეთრზე მეტად გამყარდა.
რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი
ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარი Bloomberg-ზე ვაჭრობისას დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9105 იყო. რატომ მყარდება ლარი რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში 2022 წლის აპრილიდან ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებით, 3-ის ნიშნულს 4 ივნისს ჩამოცდა. ერთი თვის შედეგ კი, უკან მოიტოვა 2.90 -იანი ზღვარი. 5 ივლისს ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8762 ლარი შეადგინა, 6 ივლისს კი 2.8710 ლარი. Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება. ET: რა ფაქტორები განსაზღვრავს დღეს აშშ დოლართან მიმართებით, ლარის გამყარების ტრენდს? ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 1აშშ დოლარის ღირებულება რამდენიმე დღის წინ მეორად ბაზარზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.85 ლარსაც გაუტოლდა. დღეს ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა, თუმცა სამომავლოდ ლარი პოზიციებს დაიბრუნებს. დღეს ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ივნისში ემიგრანტებმა $500-ზე მეტი გადმორიცხეს, რაც 1,5 მილიარდი ლარია. ეს ის თანხაა რაც დაფიქსირდა საბანკო სისტემაში. Ჩათვალეთ, რომ კიდევ უცხოური ვალუტის 70% ხელზე შემოდის და საბანკო არხებში არ ფიქსირდება. მთელი ეს თანხა მიემართება ლარის მოთხოვნაზე, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია. ასევე ეხმარება ეკონომიკას მოთხოვნის გენერირებაში. ET: ლარის დადებით ტრენდზე კონომიკური ზრდა რამდენად ახდენს გავლენას? მაისში ეკონომიკურმა ზრდამ –11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. მთავრობა ზეიმობს და ლარის აღმავალ ტრენდში, ეკონომიკური ზრდის გავლენას ხედავს, თუმცა ეს, ივნისში გადმორიცხული ფულადი გზავნილების გავლენაა. ჩამორიცხული თანხა მოსახლეობაში ინტენსიურად ნაწილდება. მიემართება სავაჭრო სექტორში, უძრავ ქონებაში, დაქირავებისა და გაქირავების სექტორებში და ამოძრავებს ეკონომიკას. ივნისში საქართველოს, 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი ET: ხელისუფლებამ, დღეს ტურიზმის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ეს სექტორი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა. სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1%-ია აღდგენილი. ახდებს თუ არა ეს ფაქტორი გავლენას ლარის დადებით ტრენდზე? ომია რეგიონში. საქართველოში რუსეთის ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეები შემოვიდნენ და აქ ფულს ხარჯავენ. Რაც შეეხება ტურიზმს, ეს სექტორი 2019 წლის პარამეტრებს 3-4 წლის შემდეგ დაუბრუნდება. ET: როგორია თქვენი პროგნოზი? სად არის ლარის წონასწორობის წერტილი და როდემდე შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის აღმავალი ტრენდი? მიმდინარე ტენდენცია აჩვენებს, რომ ლარის გამყარების ტერნდი აშშ დოლართან მიმართებით მაქსიმუმს ამ ორ თვეში მიაღწევს. ეს არის 2.8 და 2,85. ნიშნული. შემდეგ კი ეროვნული ბანკი ისევ განახორციელებს ინტერვენციებს. რესურსის შესავსებად აშშ დოლარის შესყიდვას დაიწყებს და ამით გამყარების მეორე ტალღა გადაივლის და ლარი 3-ის ნიშნულს დაუბრუნდება. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც ლარი 2,90-ის ნიშნულს ჩამოცდა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა
1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.68 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 000 000 დოლარი შეისყიდა სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.38 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა.0.01-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3649 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.11 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.33 თეთრი გახდა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.95 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა.1.45-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3299 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.05 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.22 თეთრი გახდა.
ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა
16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა.0.46-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3682 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1560 ლარი შეადგინა. რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები
რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები
ეროვნული ვალუტა 15 აგვისტოს აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა. 2022 წლის მარტიდან ლარის აღმავალი ტრენდი 15 აგვისტოს შეჩერდა. ლარის კურსის დინამიკა 2022 წლის იანვრიდან 12 აგვისტოს ჩათვლით. ეროვნული ბანკი. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8000 ლარად ივაჭრებოდა. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8000 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 15 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7877 ლარია, ერთი ევრო კი 2.8426 ლარი ღირს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Europetime-თან ამბობს, რომ შესაძლოა, ლარის ნახტომისებური გაუფასურება გარკვეულწილად, გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ინტერვენციას უკავშირდება. „ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან $70 მილიონი ამოიღო, რასაც შესაძლოა, ეს გაუფასურება უკავშირდებოდეს. სებ-ის ამ გადაწყვეტილებამ სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების გარკვეული მოლოდინი შეიქმნა“, - ამბობს კეპულაძე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში სებ-მა $70 მილიონი ეტაპობრივად შეისყიდა. პირველ აგვისტოს ბაზრიდან $10 მილიონი ამოიღო, 5 აგვისტოს -$20 მილიონი, ხოლო 10 აგვისტოს ერთბაშად $40 მილიონი შეისყიდა. ივლისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრიდან $110 მილიონი შეისყიდა. „ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები, დოლარის ყიდვა ან გაყიდვა, როგორც წესი გრძელვადიან და საშუალოვადიან კურსზე, განსაკუთრებულ ეფექტს ვერ ახდენს. ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორც განსაზღვრავს ბაზარი. ის რომ ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა, ამის მიზეზია გაზრდილი ფულადი შემოსულობები. ფულადი გზავნილების 2022 წლის მონაცემებმა. 2019 წლის ივლისის (პანდემიამდე პერიოდი) მაჩვენებლებსაც კი აჯობა“, - ამბობს კეპულაძე. სებ-ის მონაცემებით, ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $306 მლნ (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილები 2022 წლის ივლისი TOP 5 ქვეყანა: რუსეთი - $100,59 მლნ; იტალია - $35,96 მლნ; აშშ - $28,56 მლნ; საბერძნეთი - $19,17მლნ; ისრაელი - $16,72 მლნ; „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე Europetime-თან ამბობს, რომ გამოითქვა ექსპერტული მოსაზრებები, რომ ლარი უფრო მეტად იყო გამყარებული, ვიდრე ამის საფუძველს ქმნის ეკონომიკა. „ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს ზაფხულში და ზამთარში, როცა კრიზისული პერიოდია ყიდის. ეს ყოველთვის ასეა, რადგან ზაფხულში სავალუტო შემოდინებები უფრო აქტიურია“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე. აშშ დოლართან მიმართებით, ლარის ნახტომისებურ, ერთბაშად 8 თეთრიან გაუფასურებაზე, ეროვნულ ბანკს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამ დრომდე, საკითხზე შეფასება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან მიმართებით სტაბილურობას შეინარჩუნებს და ამას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება უზრუნველყოფს. „ბოლო პერიოდში ლარი გამყარებულია. როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ლარი 3.40-ის ფარგლებში იყო დოლართან მიმართებით. შემდგომ სტაბილურად დაახლოებით 3.05 ფარგლებში იყო და დღეს ბოლო ვაჭრობის შედეგად 2.80-ის ფარგლებშია. ყველა ის ფაქტორი, რაც ქვეყანაში ფულადი ნაკადების შემოდინებას განსაზღვავს, იქნება ეს ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი თუ ფულადი გადმორიცხვების მზარდი მონაცემები, უზრუნველყოფს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს. ყოველდღიურად შესაძლოა ლარის კურსი მერყეობდეს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილური იქნება და ამას ის ეკონომიკური აქტივობა უზრუნველყოფს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ომის დაწყების შემდეგ, ლარის დაახლოებით 60-თეთრიანი გამყარება გვაქვს, რაზეც ვერ იტყვით რომ არ არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გატანილი $20 მილიონიდან, მხოლოდ $8 305 000 გაყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 17 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად $20 მლნ გამოიტანა. აუქციონზე $8 305 000 აშშ გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 შეადგინა. მანამდე, ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში, სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია 3-ჯერ განახორციელა და ჯამში $70 მილიონი შეისყიდა. ბოლო შესყიდვა 10 აგვისტიოს განხორცელდა, როცა სებ-მა $40 მილიონი შეისყიდა. 15 აგვისტოს, ეროვნული ლარი, აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა და აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7877 ლარი შეადგინა. რატომ გაუფასურდა აშშ დოლართან ლარი ერთბაშად 8 თეთრით - მიზეზები
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7896 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.74 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7910 ლარი გახდა.1.51-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2923 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1539 ლარი შეადგინა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7569 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7569 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7569 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7657 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0088 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6849 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0233 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7723 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7723 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7723 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7578 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0145 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7329 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7076 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0253 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7340 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7340 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7304 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0466 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობილია სამი ვალუტა, რომლებიც აშშ დოლართან ყველაზე მეტად გამყარდა - Bloomberg
უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, რუსების ემიგრაციამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტები მსოფლიო რეიტინგში წელს პირველ ადგილზე აიყვანა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე დიდი ზრდა ტაჯიკეთის, საქართველოსა და სომხეთის ეროვნულმა ვალუტამ აჩვენა. „რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ამ ქვეყნებში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა, რომელთაც სოლიდური ფულად სახსრები ჩაიტანეს. შესაბამისად დამან გამოიწვია ის რომ ქართული ლარი აშშ დოლართან 16%, ტაჯიკური სომონი 10%, ხოლო სომხური დრამი 22%-ით გამყარდა“, - წერს გამოცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 60% არის გაზრდილი და $1,75 მილიარდი შეადგინა. სომხეთში, მიმდინარე 10 თვეში რუსეთის ფედერაციიდან $2,8 მილიარდი გადაირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ტაჯიკეთში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა წლის პირველ ნახევარში, რამაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, (რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს) 7%-ით გამოიწვია.
ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6451 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.004 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8788 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1406 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.2786 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 27 იანვრიდან შევა ძალაში.
კობა გვენეტაძემ ლარის გამყარების ფუნდამენტური ფაქტორები დაასახელა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის გამყარების ფაქტორები დაასახელა. „იყო პერიოდები, როდესაც ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, იყო პერიოდები როდესაც გამყარდა. დღევანდელი სიტუაცია განსხვავებულია - მოხდა ექსპორტისა და ეკონომიკის სწრაფად აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, გადმორიცხვების რეკორდული დონე. აქედან გამომდინარე ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესდა, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული დონე რომელიმე გაცვლითი კურსის შენარჩუნების ან კიდევ რაღაცა ნიშნულზე შეჩერების. ჩვენ დროდადრო ვაწვდით ვალუტას 2020 წელს $916 მილიონი გავყიდეთ, თუმცა ეს არასოდეს არ ცვლის იმ კურსს რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. მცურავი კურსი არის საუკეთესო საშუალება მცირე, ღია ეკონომიკისთვის, რომ შოკები შთანთქას“, - აღნიშნა გვენეტაძემ. მისივე თქმით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ვარდნა 2019-2020 წლებშიც ფუნდამენტური ფაქტორებით იყო გამოწვეული. „რადგანაც საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ კურსის ფორმირება მოხდება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად. როდესაც 2019 წელს გაუფასურდა გაცვლითი ნომინალური კურსი, ამის მიზეზი იყო ის, რომ მოხდა ფენების აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან, არც დიდი ალბათობით ნიშნავდა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდებოდა და იმ დროს თუ გახსოვთ, ასევე არსებობდა იმის რისკი, რომ სავაჭრო ემბარგოც შემოღებულიყო. უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ ვალუტის შემოდინება შემცირდებოდა და ფუნდამენტური ფაქტორი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, კურსი გაუარესდა. იგივე ვითარება იყო პანდემიასთან დაკავშირებით, როდესაც მობილობა გაჩერდა, ტურიზმი გაჩერდა, ამასაც მოჰყვა გაუფასურება“, - აღნიშნა გვენეტაძემ. ამასთან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი რყევები ყოველთვის იქნება, მაგრამ აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს. „თუ ჩვენ შევზღუდავთ მოკლე ვადაში რყევებს, მაშინ მივიღებთ გრძელ ვადაში ძალიან დიდ გაუფასურებას. თუ ჩვენ მოკლე ვადაში ვაძლევთ კურსს საშუალებას, რომ თავისუფლად იმოძრაოს, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი ვითარება გვექნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიმე გაცვლით კურსს და საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი “,- აღნიშნა გვენეტაძემ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6552 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6552 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6518 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტის ღირებულებამ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 2.8912 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8711 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული ვალუტის კურსები ძალაში 2 თებერვალს შევა.
რა ეღირება 1 აშშ დოლარი 4 თებერვალს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6441 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6474 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტის ღირებულება 2.8913 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ლართან მიმართებით 0.0174 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 4 თებერვალს შევა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5261 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5261 ლარი ეღირება, ევრო – 2.7605 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1374 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5274 ლარი ღირდა, ევრო – 2.7594 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1461 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 აპრილს ამოქმედდება.
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 მაისს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5395 ლარი ეღირება, ევრო – 2.7617 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1756 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5458 ლარი ღირდა, ევრო – 2.7805 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1998 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 მაისს შევა ძალაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6092 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ხვალ 2.6092 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 4 ივლისს შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა. 5 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6019 გახდა.ევროსთან მიმართებით ლარი 0.92 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულებამ 2.8316 ლარი შეადგინა.
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ივლისს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 21 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5693 ლარი ეღირება, ევრო – 2.8804 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3157 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5692 ლარი ღირდა, ევრო – 2.8819 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3203 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 ივლისს შევა ძალაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0338 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8631 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8271 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0360 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 27 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6732 ლარი, ევრო კი, 2.8325 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6681 ლარი ღირდა, ევრო – 2.8381 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 სექტემბერს შევა ძალაში.
მეორე დღეა, ლარი დოლართან მიმართებით მყარდება, ევროსთან უფასურდება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6719 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0064 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8215 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8170 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6997ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6997 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8703 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8595 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0108 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6997 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0055 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8607 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8703 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7048 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7048 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8914 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9279 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9421 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6905 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9645 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9636 ლარს შეადგენდა. ახალი კურსი ხვალ შევა ძალაში.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9960 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9763 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. მესამე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6869 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6889 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9448 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9390 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6582 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8917 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9067 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. ცნობისთვის, ლარი გუშინ, 15 დეკემბრის კურსის შედეგადაც გამყარდა.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
როვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6576 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6595 ლარი იყო. ევროს კურსი 2.8941 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8911 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6633 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9089 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8971 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9056 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9168 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6827 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6773 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9080 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8963 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6818 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6827 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9044 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9080 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 3 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6688 ლარი ეღირება, ევრო – 2.9042 ლარი. დღეს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6771 ლარი იყო, ევრო კი, 2.8902 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 თებერვალს ამოქმედდება.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6592 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6622 ლარი იყო. ევრო 2.8629 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8565 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6524 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6467 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6449 ლარი იყო. ევრო 2.8600 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 2.8504 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. გამყარების ტენდენციის შემდეგ, მეორე დღეა, ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდება.
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6530 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8708 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8774 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6530 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6505 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6525 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8820 ლარს შეადგენს. დღეს მოქმედი კურსი 2.8769 ლარი იყო.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6606 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8839 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8780 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6596 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6599 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8745 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8839 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8863 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. ახალი კურსი ხვალ, 5 მარტს შევა ძალაში.
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6581 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8904 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8851 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9420 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ შევა ძალაში. ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8450 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8453 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან მკვეთრად გაუფასურდა
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9005 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0572 ლარი შეადგინა. დღეს დადგენილი სავალუტო კურსები ხვალ, 16 მაისს შევა ძალაში. ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა Bloomberg-ის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში მიმდინარეობს. დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად შემდგომი დღისთვის.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი ხვალ 2.7847 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7680 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 3.0295 ლარია. დღეს ევრო 3.0058 ლარი ღირდა. ახალი კურსი ხვალ, 29 მაისს ამოქმედდება. 28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი ხვალ 2.7874 ლარი ეღირება. დღეს დოლარი 2.7847 ლარი ღირდა. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 3.0227 ლარია. დღეს ევრო 3.0295 ლარი ღირდა. ახალი კურსი ხვალ, 30 მაისს იქნება ძალაში.
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8688 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8693 ლარი იყო. ევრო 3.0682 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსი 3.0991 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.