თეგი: „უცხოური გავლენის აგენტი“

გაერო „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. „საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან - ბორელის პრესსპიკერი კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს. მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.    

ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტები გააპროტესტა

ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტა. „არა რუსულ კანონს", „არა პუტინის კანონს", „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი" - ამ შინაარსის პლაკატებით ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზთან შეკრიბნენ და მმართველ გუნდს მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი. მათი თქმით, ამერიკაში კანონი ეხებათ ლობისტებს, საქართველოში კი ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული და მტრებად ცხადდებიან საქართველოს პარტნიორები, რომლებიც მედიას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტს აფინანსებენ. შეგახსენებთ, ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში აქცია გასულ კვირასაც გამართა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.  

„ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლების პროტესტის ფონზე იწყება

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან აპროტესტებენ „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტს. პარლამენტს შიგნით კი, მედიის წარმომადგენელთა ნაწილი აპროტესტებს ხსენებული კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. მედიის წარმომადგენლები კანონპროექტის ავტორებს შეძახილებით შეხვდნენ - „არა რუსულ კანონს“. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: ვინც ხმას მისცემს მას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ელჩი მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა.  

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს აქციის ფონზე განიხილავენ იურიდიულ კომიტეტზე

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები შეკრებილები არიან პარლამენტის ორივე მხარეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის განცხადებით კი, 6 მარტს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.

ბიუროს სხდომა, რომელზეც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პლენარულზე გასვლის დრო უნდა განესაზღვრათ, გადაიდო

პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს, 6 მარტს 15:00 საათზე იყო დანიშნული, გადაიდო. ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა სხდომა ხვალ, დილის 10:00 საათზე გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურში სხდომის გადადების მიზეზად აცხადებენ, რომ საკითხები, რომელიც ბიუროს სხდომაზე უნდა განეხილათ, არ არის მზად, რადგან კომიტეტის სხდომა ჯერ არ დასრულებულა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე,ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით გატანის თარიღი უნდა განესაზღვრათ. როგორც მეგობარი, გეუბნებით, წარდგენილი კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება ევროკავშირის მისწრაფებებთან - გერმანიის ელჩი ამ დროისთვის იურიდიული კომიტეტის სხდომა ისევ პროტესტის ფონზე გრძელდება. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

დინამო თბილისი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის

ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას. ამ შინაარსის განცხადებას დინამო თბილისი ავრცელებს.   „დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის.   როგორც ჩვენს ფეხბურთს, ისევე ჩვენს ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას“.  

პარლამენტის განცხადებით, შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი 7 მარტსაც იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი კვლავ ავრცელებს განცხადებას უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ. „მიმდინარე წლის 7 მარტს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ანალოგიური განცხადება პარლამენტმა გუშინაც გაავრცელა 6 მარტთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს 6 მარტს დაუჭირა მხარი. ბიუროს სხდომა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება. 09:00 საათზე დაგეგმილი კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ მომენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა თბილისში მიმდინარე პროცესებზე. კერძოდ, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვაზე, რომელიც პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან ბერლინში ისაუბრა. „თქვენ იცით, რომ პარლამენში ორი ვერსიაა შეტანილი. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე - ე.წ. ამერიკული ვერსია - როგორც ამიხსნეს და ვიცით, რომ ასე არის - რეალურად, ამერიკული კანონის თარგმნა და ამის გადმოტანა მოხდა ჩვენს რეალობაში. ამერიკაში ეს კანონი 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ არსებობს და მოქმედებს ეს კანონი - მე ვფიქრობ, მას შემდეგ არავის გაჩენია სურვილი, განეკითხა ან განესაჯა, რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო 10 წელში „ქართულმა ოცნებამ“ მოტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ახლა ველოდებით სტატუსს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ.  ნებისმიერი სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ ბევრისთვის ეს შეიძლება, მიუღებელი საკითხი იყოს, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთვრობო მიტინგებს, ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამვჭვირვალობით ვართ მართლაც მოწინავე პოზიციაზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით ვართ პირველ ადგილზე. ასე რომ, ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, რადგან წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს. ასევე მინდა ვთქვა, რომ  მკაფიოდ განმარტეს ჩვენმა კანონმდებლებმა, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით და ამის შემდეგ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ საკითხზე.  რაც შეეხება შექმნილ აჟიოტაჟს, ჩვენ მარტივად ვხვდებით, საქმე იმაშია, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული. შემთხვევითი არ არის, რომ იგივე მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, მათი პარტიების, მაგალითად „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი შეადგენს 7-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების კი, 2%-ს  ქვემოთ არის. მე მესმის მათი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია: 50 და 60%-ზეა ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას: ჩვენი ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ერთი რამ მინდა, შევახსენო ყველას და მათ შორის ამ დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა, ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია. ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი. ასე რომ, ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარებაში არიან. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, ხელისუფლება რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოფს ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ არავის არ ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე რომ, ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რომ „ეს ხალხი“ („ნაციონალური მოძრაობა“) ყოფილიყო ხელისუფლებაში, ახლა საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს

„ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ არავის ეპატიება უკანონო ქმედება. დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას „რაც შეეხება იმ აჟიოტაჟს, რაც არის შექმნილი, ჩვენ ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული, ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის, რომ მაგალითად,. იგივე მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი შეადგენს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შეადგენს 7-დან 10 პროცენტამდე. სხვა დანარჩენი პარტიების 2 პროცენტს ქვევით. მე მესმის მათი. ჩვენი, „ქართული ოცნების“ და ზოგადად ჩვენი პოლიტიკისადმი მხარდაჭერა მოსახლეობის არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. 50-60 პროცენტზე არის უკვე ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. კეთილდღეობის მოტანა. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო 2 წელიწადში, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვიტანეთ სწრაფი განვითარება. მეტი პროექტები დავიწყეთ და თითქმის 10 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. აი, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ მომენტში ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას - ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. აი, ეს მინდა გითხრათ და ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია, ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე. ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. შემოიყვანეს რუსული ჯარი, ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ომის შემდეგ გახსოვთ, რომ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რაზეც მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ, რომ ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან. მაგალითად, იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზიები პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩენს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე, რომ ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი. ძალიან რთული რეალობა არის მთელს მსოფლიოში. უკრაინის ომი არ სრულდება. 20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ასიათასობით ადამიანია დაღუპული. ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ამ ფონზე, ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ჩვენ არავის გვეპარება ეჭვი, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.  

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა

პარლამენტის ყოფილი წევრები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდნენ, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა. „ამ განცხადების ხელმომწერებს, გვსურს საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების თაობაზე, ვინაიდან საკითხი ცდება რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს და პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის, და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე. უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თედო ჯაფარიძე - საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.);თამარ ჩუგოშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);თამარ ხულორდავა - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);დიმიტრი ცქიტიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);ირინა ფრუიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);აკაკი ზოიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);ნინო გოგუაძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);ზაზა ხუციშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);ზვიად კვაჭანტირაძე - VII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2015-2016 წწ.), საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (2015-2016წწ.);ლევან გოგიჩაიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი;ხათუნა გოგალაძე - გარემოს დაცვის მინისტრი (2012-2014 წწ.);ლევან კობერიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); გიორგი მოსიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2016-2019 წწ.);თამაზ ნავერიანი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-ს განცხადებით, „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს“. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი გამოიყენა და ამ ფორმით ცდილობს პროტესტის დაშლას. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც. მანამდე იყო მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელთან ცდილობდნენ მობილიზებას, დაშლილიყვნენ. პარლამენტთან პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა  

პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა. სპეცრაზმი მობილიზებულია ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩების მხრიდან. შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა აქციის მონაწილეებს და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა. მანამდე, სპეცრაზმელებმა ქუჩა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას არ აძლევდნენ, პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაენაცვლებინათ.  სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა პარლამენტთან პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა 7 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა (76 მომხრე - 13 წინააღმდეგი) სადავო კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს პარლამენტთან. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.  

ევროპარლამენტარი: როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. „როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები არ არის მოლაპარაკების საგანი," წერს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

ევროპარლამენტარი: „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა კრიტიკული პოსტი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. მირიამ ლექსმანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის.“ ის ასევე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, დეპუტატებს მიკროფონს გამოურთავდა თუ ისინი შემოთავაზებულ კანონპროექტს რუსულს უწოდებდნენ. ლექსმანი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, ჩაახშოს სიმართლე." ევროპარლამენტარი: როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

ევროპარლამენტარი: უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს

ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს „ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლავს,“ - წერს რებეკა ჰარმსი სოციალურ პლატფორმა X-ზე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძის შეფასებით, “ქართული ოცნება“ "რუსული კანონის" შემობრუნებით რუსული ტიპის მმართველობას აბრუნებს. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის უკან სვლის საშუალება არ მივცეთ - ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას - ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ, როგორც არ უნდოდეთ გენდერული კვოტირების გაუქმება, ჩვენ კვლავ აქ ვართ! მნიშვნელოვანია, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს.“ „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ვიყოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები. “რუსული კანონის”დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს - უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში და ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85%-ს რომელსაც სურს, იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში. ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, “რომ ის მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ „რუსული კანონი“ და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი,” აღნიშნა აქუბარდიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის თქმით, “რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ კიდევ ბევრს გააკეთებს ევროპული კურსის დაზიანების მიზნით. „ქუჩაში გამოსვლის დროა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. გოცირიძე ასე გამოეხმაურა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას. „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ე.წ რუსული კანონის დაინიცირებას ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება და ეს მარტივად არ ჩაივლის. „ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს საბედისწერო პრობლემა. ფოცხი არის ასეთი რამ - სასოფლო- სამეურნეო ნივთი და თუ გადმოტრიალებული გდია, რომ მიხვალ, მის კბილებს რომ დააბიჯო, თავში ტარი გხვდება. „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ დააბიჯა ამ ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს კიდევ დარეტიანდება თუ არა. ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად. რატომ აკეთებენ ამას ცარიელ ადგილზე, რატომ ქმნიან ასეთ საბედისწერო ამბავს? ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება. ეს კანონი შინაარსითა და სულისკვეთებით არის რუსული კანონი. არანაირი "ფარა" და არანაირი უცხოური გავლენის კანონები არაფერ შუაშია,” - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ვაშაძის თქმით, რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ - “არ მინდა ევროკავშირი.” მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუსტია. „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ. შესაბამისად, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იმარჯვებს ოპოზიცია - მოგვაქვს ევროპული პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და განვითარება. იმარჯვებს „ქართული ოცნება“ - მუდმივი სიღარიბე, შიმშილი, „მაძღარი“ ჩინოვნიკები და გაღარიბებული ხალხი. ეს არის ცალსახა, პირდაპირი, მკაფიო განცხადება, ამას სხვა განმარტება არ აქვს. რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ - არ მინდა ევროკავშირი. „ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ. სხვა ყველა ინიციატივა, რომელიც აქამდე იყო, ასევე იყო ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი არის ცალსახა გზავნილი ევროპისთვის და ყველასთვის, რომ - „თავი დაგვანებეთ.” მეორე მხრივ, ძალიან სუსტები არიან. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ათას სიგიჟეზე მიდიან,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა.“ მისი თქმით, პარტია „ახალი“ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. „დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო - გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად,“ – განაცხადა გვარამიამ.მისივე თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ევროპული პერსპექტივა. კრემლის დავალებები, რომელიც წინა წელს ჩაგივარდათ, არ გაგივათ! - "რუსული კანონი" არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში - არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, - ამის შესახებ კი, "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "რუსული კანონის" შესახებ ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაციის თავიდან გაცოცხლების დავალება კრემლიდან მიიღო, რადგან ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ხელი შეეშალოს. „მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს, როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, თუ რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ, "ქართულ ოცნებას" სჭირდება ეს კანონი, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა. მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან. ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნი. არ გაგატან. მთელი შენი ეს ტრიუკები არის მოძველებული და უბრალოდ, მოძველებული კი არ არის, ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს. შენ არ ემსახურები ქართველი ხალხის ინტერესს, შენ დაცალე ეს ქვეყანა, შენ უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ არ იხდი გადასახადებს ამ ქვეყანაში, შენ არ შემოგაქვს ინვესტიცია ამ ქვეყანაში, შენ გინდა მხოლოდ ერთი რამ და ეს არის ის, რომ შენ იყო უსაფრთხოდ ზღვის სანაპიროზე მოკალათებული და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული ქართველი ხალხის ხარჯზე. ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო," - განაცხადა ხაზარაძემ. „ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში,“ - აცხადებს თავის მხრივ, “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი. ლილუაშვილის თქმით, როდესაც პირველად მოხვდა "რუსული" კანონის დაინიცირება, მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ, “ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო. „ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყანაში. როდესაც პირველად მოხდა "რუსული" კანონის ინიცირება, ჩვენს მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების და შეზღუდვის შესახებ მათ უგულებელყვეს. რატომ? - იმიტომ, რომ მათ კანონპროექტს არაფერი საერთო არ აქვს რეალურად, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, პირველ რიგში რუსეთის, გავლენების შეზღუდვასთან. მას აქვს სხვა დანიშნულება და ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა “ოცნების” ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საზოგადოებამ პირველ ჯერზე ეს არ გაუტარა და ახლა მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პირველი მობილიზება იქნება მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც “ქართულ ოცნებას” შესაბამის პასუხს გასცემენ,” - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.   ცნობისთვის, მმართველი პარტია ხსენებულ კანონპროექტს მომდევნო კვირაში დაარეგისტრირებს. „ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს  

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან.  „პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ. გარდა ამისა, ვთხოვე ყველა მინისტრს და სამთავრობო უწყებას, უპასუხოდ არ დატოვონ მოქალაქეების არცერთი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. სრულად გამჭვირვალეა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ და გასაკვირი არაა, რომ საქართველომ „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი - არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი. დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული. ზემოაღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ ყველაზე მცირე ნდობით სახელმწიფო და სოციალურ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. მხედველობაშია მისაღები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ზემოაღნიშნული ქმედებები მათი დონორების რეპუტაციაზეც უარყოფითად აისახება. მჯერა, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ მანკიერების დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ევროპა ნიშნავს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს,“ ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

პრეზიდენტი: „ოცნებამ“ თავისი განაცხადი გააკეთა: ევროპას უთხრა - არა

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სახე გამოაჩინა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს უკვე ყველაფერი ნათელია - „ოცნებამ“ თავისი განაცხადი გააკეთა: ევროპას უთხრა - არა. „ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ დაამთხვიეთ რუსული კანონის (ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვიყენებ) ინიცირება იმ კვირას, რომელიც 9 აპრილამდე მიდის და რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ. არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება ერთად არის და მათი გამიჯვნა შეულეებელია.“ პრეზიდენტის თქმით „ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და მომავლის საბოტაჟით.“ „არა და არა - ცხადია, დეპოლარიზაციას. რამეთუ პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი, ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ დღეს, რუსული კანონის მეორედ შემოტანა. ვითომც და ისტორიაში ყველაფერი მეორდება. ეს ყველაფერი პირდაპირი გამოწვევაა საკუთარი ხალხის, ამავე დროს ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ამ გზაზე მივდივართ, არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა. რას ემსახურება გამოწვევა? არეულობა გამოიწვიოს, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს გავლილი აქვს ბევრი წლის წინ, არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშ. ამიტომ, საზოგადოება მომზადებულია ამ ყველაფრისთვის, ვერავინ გადაახვევინებს თავის გზიდან,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

საქართველოს პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაარეგისტრირა ხელახალი ინიციატივა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჰქვია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა: "აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს." კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. ამავე პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს.“ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის

ლომჯარია: როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში

ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიციირების გადაწყვეტილებას, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ასეთ კანონებს რა მოჰყვება, თვალნათელია რუსეთის მაგალითზე. „რატომ დააბრუნეს „რუსული კანონი”? „ქართულ ოცნებას” უნდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროპიდან. ასეთ კანონებს რა მოყვება, რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ თვალნათლივ. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან. არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, ყველაფერი ხდება საგადასახადო რეგისტრაციის, საბანკო გადარიცხვების, გადასახადების დეკლარირების და ა.შ. გზით,“ - წერს ლომჯარია. მამუკა მდინარაძის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი ჩააგდეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

ყირგიზეთის პრეზიდენტმა "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონს ხელი მოაწერა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა სამშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯაფაროვის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი შექმნილია იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა უფრო გამჭვირვალე იყოს. „კანონი, რომელიც 2012 წლის რუსეთის კანონის მსგავს დებულებებს და ენას იყენებს, დამატებით ანგარიშვალდებულებებს აწესებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც „პოლიტიკურ“ საქმიანობით არიან დაკავებულნი,“ წერს Reuters-ი. უფლებადამცველი ორგანოები ამ კანონპროექტს აკრიტიკებენ და მას არასამთავრობოების შემზღუდავად მიიჩნევენ. კანონპროექტი ცენტრალური აზიის ქვეყნის ხელისუფლებას უფრო დიდი დოზით ზედამხედველობის უფლებამოსილებებს ანიჭებს და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის სანქციებს ითვალისწინებს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) თებერვალში გააფრთხილა ყირგიზეთი, რომ კანონპროექტის მიღება „უმეტესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, უფლებადამცველებსა და ყირგიზეთის მედიაზე.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ კანონის მიღებით და რომ ის საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას. „ეს არის ყირგიზეთის მთავრობის ქმედებების უახლესი სერია, რომელმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას," - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. ყირგიზეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი 14 მარტს მიიღო.  

პესკოვი ე.წ. აგენტების კანონზე: აბსურდულია „რუსულ პროექტად“ მიჩნევა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირიებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს. პესკოვი ამტკიცებს, რომ „რუსეთის ინტერესში შედის საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება.“ „საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია,“ ამბობს პესკოვი. „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კანონპროექტის ინიცირებაზე ქართული ოპოზიციის რეაქციაზეც ისაუბრა. „ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ასეთი გეგმების მიმართ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას, მაგრამ აქ საჭიროა უბრალოდ მათთვის უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა აბსურდულია,“ - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, ახლა ყველა ქვეყანა პრაქტიკულად ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. „ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა,“ - აღნიშნა პესკოვმა. თვალს ადევნებს თუ არა კრემლი საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო შექმნილ ვითარებას, პესკოვმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა თავის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა." როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

„შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯარო დაპირებას“ - ევროკავშირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი იხსენებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხრიდან გასულ წელს დადებულ საჯარო დაპირებას მსგავსი კანონმდებლობის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ  2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი რეაქციების მიუხედავად, ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ განიხილება. „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს,“ წერია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

HRW „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას აქვეყნებს

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტია გეგმავს, ხელახლა წარადგინოს უაღრესად საკამათო რუსული ტიპის კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენელტა განცხადებები ცხადყოფს, რომ კანონი გამოყენებული იქნება კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციისა და დასასჯელად. „2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ის გააუმჯობესებდა პირობებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ნაბიჯი ქმნის რისკებს, საქართველოს გადაყვანისა ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან, მაშინაც, თუკი ევროკავშირს ამ დრომდე სურდა, ეს ქვეყანა წინ წაეწია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ევროკავშირის რეფორმების პრიორიტეტებთან მიმართებით, შეზღუდული პროგრესის მიუხედავად.“ როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (ohchr) ოფისი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. „საქართველო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას,“ - წერია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ნორვეგია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ორ კანონპროექტებს აკრიტიკებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს აკრიტიკებს. “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონსტიტუციო ცვლილებები დაინიცირდა „ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივებით "უცხოური გავლენებისა" და "ოჯახის ღირებულებების" შესახებ, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებასა და LGBTQI+ პირების სტიგმატიზებას ემსახურება, რაც ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, ქართულ დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას," - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება სოციალური პლატფორმა X-ის საშუალებით. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს - ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტები

ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივი წერილით აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა ინიციირებულ „უცხოეთის აგენტების“ კანონს. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. განცხადების ავტორები - ევროკავშირის 10 ქვეყნის, ასევე, ნორვეგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო კომიტეტთა ხელძღვანელები „ოცნების“ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს უწოდებენ „თავისი შინაარსით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონის ზუსტ ასლს.“ ისინი გამოხატავენ „ღრმა შეშფოთებას“ „ამ რუსული სტილის კანონის მიზნების გამო“, კანონისა, რომელიც, მათი განცხადების თანახმად, „შემუშავებულია საქართველოს ენერგიული პრო-დასავლური სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზების და დასასუტების მიზნით.“ კომიტეტთა თავმჯდომარეების განცხადებით, კანონის ხელახლა ინიციირება „სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს.“ მათი შეფასებით, ინიციატივა „აგრესიული ნაბიჯია საქართველოს ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ.“ განცხადების ავტორები ქვეყანას შეახსენებენ, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ ის განახორციელებს 12 ნაბიჯს, რაც ევროკომისიის ანგარიშშია განსაზღვრული, რათა გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყოს, - ხოლო ამ დროისთვის მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული.“ „ასევე, შეგახსენებთ, რომ მე-9 ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად ოპერირება უნდა შეეძლოს, პირველი ნაბიჯი კი მოუწოდებს საქართველოს, ებრძოლოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას“. „მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რამეთუ ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ნაკისრ ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი“, - წერია განცხადებაში. „გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს სიმწიფესა და მონდომებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, ხელმძღვანელობს ღირებულებებით დასავლური ლიბერალური დემოკრატია. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას. განცხადების ავტორები არიან: გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატა, ალიშა კერნზი; დანიის ფოლკეტინგი, მიხაელ აასტრუპ იენსენი; ესტონეთის რიიგიკოგუ, მარკო მიკელსონო; საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა, ჟან ლუი ბურლანჟი; გერმანიის ბუნდესტაგი, მიხაელ როთი; ირლანდიის ოირიახტასი, ჩარლი ფელეგანი; იტალიის დეპუტატთა პალატა, ჯულიო ტრემონტი; ლატვიის სეიმი, რიჰარდ კოლსი; ლიეტუვის სეიმი, ჟიგიმანტას პავილიონისი; პოლონეთის სენატი, ბოგდან კლიჩი; ნორვეგიის სტორთინგი, ინე ერიკსენ სორეიდე; ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატის, სენატისა და დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კოიმტეტის თავმჯდომარეები, მარეკ ზენიშეკი და პაველ ფიშერი. „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას.  

პაპუაშვილი „აგენტების კანონზე“: ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი?!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ხელახლა ინიციირებისა და მიღების სურვილს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებით ხსნის. შესაბამისი კომნეტარი მან პარლამენტში გააკეთა, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ხელს ხომ არ შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. „რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი ? ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ის, რასაც აკეთებს ევროპარლამენტი და ევროკავშირი ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას. მისივე თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა არის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი. „ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამ საკითხზე შეუძლია იმსჯელოს, ეს არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნაც და კომპეტენციაც და მანდატიც არ აქვს. ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხმა, შეგვიძლია განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც საფრთხეები ყველა მხრიდანაა, ფაქტობრივად, მათ შორის, სხვადასხვა სახის, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ვიცოდეთ თუ რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ერთადერთი, რაზეც დგას ეს ყალბი კამპანია, ერთადერთი ხაზი აქვთ, ეს არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არ მოდის არც ერთი საღი არგუმენტი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

„მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“ - 22 ევროპარლამენტარი

22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს. განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კარლსბრო, ფრანსუა თიოლე, კატალინ ჩე, ანა ჯულია დონათი, ანდრეი კოვაჩევი, ჰილდე ვაუტმანსი, მიჰაელა შოიდროვა, მაიკლ გალერი, რეინჰარდ ბუტიკოფერი, რამონა სტრუგარიუ, იოზეფ მიჰალი, მარეკ პაველ ბალტი, რასა იუკნევიჩიენე, ატილა არა-კოვაჩი, ნაჩო სანჩეზ ამორი და ისაბელ სანტოსი. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა. “უცხოურ აგენტებზე” შემოთავაზებული კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი, ამ ნაბიჯებიდან როგორც მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, და ჩართული იყოს საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და პირველ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს. “უცხოურ აგენტებზე” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება, და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის, მედიის, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ევროკავშირის პრაქტიკებს გაყვეს, და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესირებას და საბოლოო ჯამში, დაშლას ისახავენ მიზნად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოახდინოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება, გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს,” - წერია განცხადებაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ნაბიჯს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას სარკასტული პოსტით აკრიტიკებს. „ერთი მხრივ, ევროკავშირი, NATO, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენ გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა,“ - წერს მიხეილ ჯანელიძე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ომბუდსმენი: გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით

სახალხო დამცველი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დააკავშირებით აცხადებს, რომ თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის არსებობს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია, დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ მსგავსი შეთავაზებით შარშანაც გამოვიდა, როცა აღნიშნული კანონპროექტი პირველად დააინიცირეს. „როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონის შინაარსზე, ეს კანონი შეიძლება, პოლიტიკოსებისთვის იყოს დებატის საგანი, მაგრამ თვითონ კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ეს არის ლეგიტიმური, ოღონდ, ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია, მოხდეს ასევე სწორი გზებით და ამაზე შარშან ამ დროს ვსაუბრობდი პარლამენტში, როდესაც ვამბობდი, რომ თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია, დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. თუ ამ მიზნის მიღწევა კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი უკვე წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან, მათ ჩვენ შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და ეს მაქვს დღესაც. რატომ იყო პრობლემური - მაშინდელი მოცემულობით იყო იარლიყების მიმყენებელი ეს კანონი, იყო აგენტის სახელწოდება, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ადამიანებისთვის. სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ - ზოგადად, პრინციპია, რომ ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს არანაირი კანონი, არც სახელწოდებით, არც შინაარსით და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს, მაინც ხაზს ვუსვამ, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ოღონდ, მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზნები მიღწეული იყოს ისეთი ფორმებით, რა ფორმებიც მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში. სახალხო დამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში, მათი ვალდებულება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. „გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიღწეული ისეთი ფორმით, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების პოზიციასთან, სამოქალაქო სექტორის აღქმასთან და არ მოახდენს ვინმეს სტიგმატიზირებას, დემონიზებას, თორემ სხვა მხრივ, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვიღაცამ ერთი ფორმით მეტი შეავსოს და გამოამზეუროს თავისი შემოსავლები,“ ამბობს სახალხო დამცველი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

„ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას ნათლად გავაცანით“ - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებაზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. „ჩვენ ღრმად ვართ შეფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას,“ წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში. აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. შესაბამისი პოსტი სოციალურ პლატფორმა X-ზე მეთიუ მილერმა დღეს, ზემოთ აღნიშნულ განცხადებამდე განათავსა. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს,“ - წერს მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია  

ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას აკრიტიკებს. „ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ამ გზით წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას აგრძელებს. საქართველოს ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, რომ უარი თქვას ამ კანონპროექტზე და ლიბერალურ-დემოკრატიულ ტრაექტორიასა და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდეს,“ - აცხადებენ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ბენ კარდინი და სენატორი, როჯერ ვიკერი.  

გაეროს სპეციალური მომხსენებელი „უცხოური აგენტების კანონპროექტზე“: დამარწმუნეს რომ ეს არ მოხდებოდა

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე, მერი ლოლერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „უცხოეთის აგენტების კანონპროექტის“ კვლავ ინიცირებით ღრმად შეშფოთებულია. ის წერს, რომ თბილისში ვიზიტისას დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დამარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა,“ წერს გაეროს სპეციალური მომხსენებელი. ის აღნიშნავს, რომ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ზიანს, რომელიც ამ კანონპროექტს მოჰყვება. „გავაგრძელებ ამ საკითხის მჭიდრო მონიტორინგს,“ - წერს მერი ლოლერი. გაეროს სპეციალური მომხსენებელი მისივე ანგარიშში მიუთითებს, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობის გაუქმების მიუხედავად, მისი ზეგავლენა არაერთხელ განიხილებოდა მისი ვიზიტის დროს. ანგარიშის მიხედვით, უფლებამდაცველები საუბრობდნენ მზარდ დაუცველობაზე, რომელსაც გრძნობდნენ ამ კანონპროექტის შემოღების მცდელობის შემდეგ. ვიზიტის დროს სპეციალურ მომხსენებელს სახელმწიფომ განუცხადა, რომ „უცხოური აგენტის კანონი “აღარ იქნებოდა წარდგენილი.  ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

გახარიას პარტია პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთ ალტერნატივას აინიცირებს

პარტია "საქართველოსთვის" პარლამენტში "აგენტების კანონპროექტის" კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს აინიცირებს. პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი "არც იარლიყების მიწებებას ითვალისწინებს" და "საჭიროზე მეტ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს." ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი - ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას. ბექა ლილუაშვილი განმარტავს, რომ "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონს, რომელიც გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს არეგულირებს, უნდა დაემატოს ჩანაწერები: ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებულია შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში; წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობასა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას; წარდგენილი ანგარიშგებები გამოქვეყნდება საჯაროდ. "ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მით უმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას", - ამბობს ბექა ლილუაშვილი და აზუსტებს, რომ მიდგომა გრანტის მიმღები ყველა იურიდიული პირისთვის საერთოა: "შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვა პირები მთავრობის დადგენილებით.“ ბექა ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს ამ ალტერნატიულ კანონპროექტს. პარტიამ "საქართველოსთვის" კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი რამდენიმე დღის წარადგინა. ის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს, დარეგისტრირდება. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია